IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> სახელმძღვანელო წმინდა წერილის, ახ. აღთქმის წიგნების შესასწავლად (პავლეს წერილები)
აკაკი
პოსტი Aug 29 2010, 10:54 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ციტატა
მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)


სახელმძღვანელო
წმინდა წერილის
ახალი აღთქმის წიგნების
შესასწავლად

*

წმინდა პავლე მოციქულის
ეპისტოლენი

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი


პავლე მოციქულის ეპისტოლეთა განსაკუთრებული მნიშვნელობა და მათი შესწავლის სირთულეები.
ქრისტიანული სწავლების წერილობითი განმარტების საქმეში, ახალაღთქმისეულ მწერლებს შორის ყველაზე მეტად წმინდა პავლე მოციქული გაისარჯა - მან თოთხმეტი ეპისტოლე დაწერა. მათი შინაარსის უაღრსად დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ზოგიერთის მიერ ისინი სამართლიანად იწოდება "მეორე სახარებად" და ყოველთვის იპყრობდა როგორც ეკლესიის წმინდა მამების, ისე ქრისტიანობის მტრების ყურადღებას. თავად მოციქულები, როგორც ეს წმინდა პეტრე მოციქულის კათოლიკე ეპისტოლედან ჩანს, უყურადღებოდ არ ტოვებდნენ თავიანთი საყუარელი თანამოზმის ამ შემაგონებელ თხზულებებს. იგი, მართალია, ქრისტესკენ მოქცევის დროით მათზე უმცროსი იყო, მაგრამ სწავლების სულითა და მადლმოსილი ნიჭით - მათი თანატოლი (2 პეტ. 3, 15, 16). წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეთა განმარტებაზე ეკლესიის ბევრ მამასა და მოძღვარს უშრომია. ყველა ქრისტიანი ღვთისმეტყველისთვის, ვინც იღწვის სახარებისეული სწავლების აუცილებელი და მნიშვნელობანი საკითხების ნათლად გადმოცემაზე, წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლენი უნდა გახდეს მთელი გულისყურითა და გულისხმით შესაწავლი საგანი.

- ამასთან, არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან წმინდა მოციქულის ღვთისმეტყველების სი სიმაღლე და სიღრმე, და მისი გამოთქმების ის თავისებურებანი, რომლებიც ზოგჯერ ძნელი აღსაქმელი ხდებოდა და წმინდა წერილის ისეთ დიდ განმმარტებლებსაც კი საგონებელში აგდებდა, როგორებიც იყვნენ: წმინდა იოანე ოქროპირი, ნეტარი იერონიმე, ნეტარი ავგუსტინე. ამ ეპისტოლეებში მკაფიოდ გამოჩნდა წმინდა პავლე მოციქულის დიდი განსწავლულობა და ცოდნა წმინდა წერილის ძველი აღთქმის წიგნებისა და ასევე, ქრისტეს ახალაღთქმისეულ სწავლებაში მისი სიღრმისეული წვდომა. ამის ნაყოფია დოგმატური ღვისების ან ზნებრივ-მოძღვრებითი ხასიათის შემცველი მთელი რიგი ახალი სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც გამორჩეულად მას ეკუთვნის; მაგალითად: "რომლისა თანაცა აღსდეგით" (კოლ. 2, 12); "ქრისტეს თანა ჯუარცუმულ ვარ" (გალ. 2, 19); "ქრისტე შემოსეთ" (გალ. 3, 27); "განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი" (კოლ. 3, 9); "მიხსნნა ჩუენ, ბანითა მით მეორედ შობისაითა" (ტიტ. 3, 5); "შჯულმან სულისა ცხორებისამან" (რომ. 8, 2); "ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი იგი წინაგანეწყვების შჯულსა მას გონებისასა" (რომ. 7, 23) და სხვა. თითოეული ეპისტოლე თავის თავში შეიცავს ქრისტიანული საწმუნოებისა და ზნეობის ჭეშმარიტებებს, რამეთუ თავად ქრისტიანობა არის არა მხოლოდ გარკვეული სარწმუნოება, - გონებით აღიარება გარკვეული ჭეშმარიტებებისა, - არამედ აუცილებლად თვით ამ სარწმუნოების შესაბამისი ცხოვრება რწმენით.

- წმინდა პავლე მოციქულის სწავლების კავშირი მის ცხოვრებასთან. წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლენი არის ნაყოფი მისი მოციქულებრივი მოშურნეობისა. მისი სწავლანი მისივე ცხოვრების სრული ანარეკლია. ამიტომ მათ უკეთ გასაცნობიერებლად საჭიროა, კარგად შევისწავლოთ თვით წმინდა პავლეს ცხოვრება და ჩავსვდეთ მისი პიროვნების შინაგან ხასიათს. ამისათვის არ არის აუცილებელი წმინდა პავლეს ცხოვრების ყველა დეტალში შევიდეთ, რომლებიც ჩვენთვის "საქმეთა" წიგნიდან არის ცნობილი, არამედ საჭიროა მხოლოდ მისი ცხოვრების შინაგან მხარეზე შევჩერდეთ და გავერკვეთ იმ ფაქტებში, რომლებიც, ღვით მოციქულის აღნიშვნით, მისტვის წარმოადგენენ ქრისტიანული დოგმატიკისა და ქრისტიანული ზნეობის შესახებ სწავლებასთან დაკავშირებული ბევრი საკითქის გადაწტვეტის წყაროს.

- წმინდა პავლე მოციქულის ცხოვრება და პიროვნება. "რამეთუ მე ვარ ნარჩევი მოციქულთაჲ, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად, რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღრმთისათა. ხოლო მადლითა ღმრთისაჲთა ვარ, რაჲ-იგი ვარ; და მადლი იგი მისი, რომელი ჩემდა მომართ იყო, არა ცუდად რაჲ იყო..." (1 კორ. 15, 9, 10), - ასე ახასიათებს თავის თავს დიდი "წარმართთა მოციქული (ეს ის ზედწოდებაა, რომლითაც პავლე მოციქული ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში შევიდა). მას ბუნებით ჰქონდა მინიჭებული მდიდარი გონებრივი შესაძლებლობანი; აღზრდილი და განსწავლული იყო მკაცრი ფარისევლური კანონებით; მისივე სიტყვებით, წარმატებული იყო იუდევლობაში უმეტესად, ვიდრე სხვა მისი თანატოლი, რამეთუ უზომოდ მოშურნე იყო თავისი მამაპაპისეული გადმოცემებისა ("და წარვემატებოდე ჰურიაებასა შინა უფროჲს მრავალთა ჰასაკისა სწორთა ჩემთა ნათესავთა შინა ჩემთა, უმეტეს მოშურნე ვიყავ მამულთა ჩემთათჳს მოძღრუებათა" - გალ. 1, 14). როდესაც უფალმა იგი - დედის მუცლითვე გამორჩეული - სამოციქულო მსახურებაზე განაწესა, მან მთელი თავისი ენერგია, თავისი უდიდესი სულის მთელი ძალისხმება შესწირა ქრისტეს სახელიდ ქადაგებას მაშინდელი სრულიად კულტურული სამყაროს წარმართთა შორისლ და ეს მას შემდეგ, რაც მრავალი მწუხარება გადახდა თავს სულიერად დაბრმავებული და ქრისტეს წინააღმდეგ გამძვინვარებული საკუთარი ნათესავებისაგან.

- როდესაც წმინდა მოციქულთა საქმეთა წიგნის მიხედვით წმინდა პავლე მოციქულის ცხოვრეაასა და მოღვაწეობას ვაკვირდებით, ყოვლად შეუძლებელია, არ გაგვაოცოს ამ დიდი "წარმართთა მოციქულის" უჩვეულო და შემუსრავმა ენერგიამ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ ადამიანს, რომელსაც არ გააჩნდა ძლიერი ორგანიზმი და დიდი ფიზიკური ძალა ("ხოლო ესე იცით, რამეთუ უძლურებითა ჴორცთაჲთა გახარე თქუენ პირველად" - გალ. 4, 13), შეეძლო გადაეტანა ის ყოვლად დაუჯერებელი სიძნელეები ხიფათები, რომელთა განცდაც წმინდა პავლე მოციქულს მოუხდა ქრისტეს სახელის ამქვეყნად განსადიდებლად. ყველაზე აღსანიშნავი ის არის, რომ ამ სიძNელეთა და საშიშროებათა გამრავლების ზომისამებრ, მისი მხურვალე მოშურნეობა და ენერგია კი არ იკლებდა, პირიქით, უფრო მეტად ენთებოდა და იწრთობოდა, ვითარცა ფოლადი. როდესაც კორინთოელთა სულის აღსაშენებლად იძულებული გახდა თავისი ნაღვაწი გაეხსენებინა, მან ეს შემდეგნაირად გამოთქვა: "...მსახურნი თუ ქრისტესნი არიან? უუგუნურესადრე ვიტყჳ: უფროჲსღა მე; შრომითა უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, პყრობილებითა გარდარეულად, სიკუდილთა შინა მრავალ-გზის. ჰურიათაგან ხუთ-გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე. სამ-გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ. გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან, შრომითა და რუდუნებითა, მღჳძარებითა მრავალ-გზის, შიმშილითა და წყურილითა, მარხვითა მრავალ-გზის, ყინელითა და შიშლოებითა" (2 კორ. 11, 23-27).

- სხვა მოციქულებთა შედარებისას, იგი თავის თავს სიმდაბლით "მცირეს" უწოდებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას შეეძლო მთელი სამართლიანობით განეცხადებინა: "...უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა" (1 კორ. 15, 10).

- მართლაც, ღვთის მადლის გარეშე, ჩვეულებრივი ადამიანი ვერ შეძლებდა ამგვარი ღვაწლი ეტვირთა და ამოდენა შრომა გაეწია. რამდენადაც გამბედავი, შეუპოვარი და ურყევი იყო წმინდა პავლე თავის მრწამსში მეფეებსა და ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე, იმდენად პრინვიპული და წრფელი იყო თავის თანამოძმე მოციქულებთან მიმართებით; მაგალითად, ერთხელ იგი თვით პპეტრე მოციქულის მხილებითაც კი გამოვიდა, როდესაც ამ დიდმა მოციქულმა მას საყვედურის საბაბი მისცა ანტიოქიაში, წარმართობის მციერეაზიურ დედაქალაქში ("და რაჟამს მოვიდა პეტრე ანტიოქიად, წინაშე პირსა მისსა აღუდეგ, რამეთუ შეკდებულ იყო. და რამეთუ პირველ მოსლვადმდე ვიეთამე იაკობისგან წარმართთა თანა ჭამდა; ხოლო რაჟამს მოვიდეს, იჯმნა და განაშორა თავი თჳსი, რამეთუ ეშინოდა წინადაცუეთილთა მათგან. და მის თანა ორგულ იქმნნეს სხუანიცა ჰურიანი, ვიდრე ბარნაბაცა მიერჩდა მათსა მას ორგულებასა. არამედ რაჟამს ვიხილე, ვითარმედ არა მართლ წარმართებულ არიან ჭეშმარიტებისა მიმართ სახარებისა, ვარქუ პეტრეს წინაშე ყოველთასა: უკუეთუ შენ ჰურია ხარ და წარმართებრ და არა ჰურიაებრ სცხონდები, ვითარ აიძულებ წარმართთა ჰურიაებად?" - გალ. 2, 11-14). აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანი სხვა რიგ ფაქტთა შორის იმითაც, რომ აშკარად ამხელს რომაელ-კათოლიკეთა ცრუ სწავლებას - თითქოს, პეტრე მოციქული უფლის მიერ იყო დადგინებული "სხვა მოციქულთა მთავრად" და თვით უფლის ერთგვარ მოადგილეთ (რის გამოც, რომის პაპები ვითომცდა ატარებენ "ძე ღვთისას ნაცვალის" ტიტულს). უთუ, გაკადნიერდებოდა წმინდა პავლე მოციქული - ყოფილი მდევნელი ქრისტეს ეკლესიისა და სხვებზე გვიან მისული სამოციქულო მსახურებაზე - ემხილებინა თვით უშუალო შემცვლელი უფალი იესო ქრისტესი სამოციქულო დასში? ეს სრულიად დაუჯერებელია! წმინდა პავლემ ამხილა წმინდა პეტრე, როგორც თანასწორმა თანასწორი, ძმამ - ძმა.

გაგრძელება იქნება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Aug 29 2010, 11:16 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ახლახანს ვიყიდე ეგ წიგნი და ჯერ რისი წაკითხვაც მოვასწარი მომწონს smile.gif


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 29 2010, 11:21 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ბადრი
მეც მომწონს ძალიან, კარგად აქვს ახსნილი... ვფიქრობ თუ აზრიანად და საფუძვლიანად წაიკითხავს ადამიანი შეისწავლის საკმაოდ კარგად. მე ჯერ არ დამიმთავრებია (ფილიპელთა ეპისტოლეზე ვარ) და თანდათან მივყვები. ამასობაში რაც წავიკითხე იმას ამოვბეჭდავ, თან კიდევაც მეორედ წავიკითხავ წაკითხულს და კარგია smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2024 - 08:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი