სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Feb 28 2022, 07:04 PM
პოსტი
#161
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქართულმა მწერლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბერძნულ მწერლობაში, ქართულ თარგმანებშია შემონახული ბერძნული მწერლობის არაერთი ძეგლი (აგიოგრაფიული, კანონიკური...), რომელთა ბერძნული დედნები დაკარგულია და ბერძნულ მწერლობაში არსებული მთელი რიგი ხარვეზების შევსება ამ ქართული თარგმანებით ხერხდება".
/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი "საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.341/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 1 2022, 09:26 PM
პოსტი
#162
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1989 წელს გამოქვეყნდა თამაზ გამყრელიძის შრომა "წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა", რომელიც ქართული ანბანის პროტოტიპად ბერძნულს მიიჩნევს. "ძველი ქართული წერილობითი სისტემის წარმომავლობა, - წერს თ. გამყრელიძე, - ბერძნული დამწერლობისაგან, ან უფრო ზუსტად, ძველი ქართული ანბანის შექმნისას წერილობით ნიმუშად და მოდელად ბერძნული ანბანის გამოყენება გვავარაუდებინებს ქართულ გრაფიკულ ნიშანთა შედგენა-შეთხზვისას პირველ რიგში ბერძნული გრაფიკული სისტემის აღებას. ქართულ ასო-ნიშანთა გრაფიკულ საფუძვლად შესაბამის ბერძნულ ნიშანთა მოხაზულობის გამოყენებას" ამასთანავე, თ. გამყრელიძის აზრით, იმ "სპეციფიკური" ქართული ბგერებისათვის, რომელთაც არ დაეძებნებათ პროტოტიპი ბერძნულში, გამოყენებულ იქნა "სავარაუდო სემიტური გრაფიკული პროტოტიპები, რაც ასახავს იმ გავლენებს, რაც სემიტურ სისტემას შეეძლო მოეხდინა ძველი ქართული ანბანის შექმნისას".
/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი "საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.287/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 6 2022, 04:48 PM
პოსტი
#163
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"V საუკუნიდან ქართულ ენაზე მწერლობის სხვადასხვა დარგის ბრწყინვალე ძეგლებია შექმნილი, საქართველო შესანიშნავი წარწერებითაა მოფენილი. სწორედ ამ დიდი მნიშვნელობის შედეგად, რაც მშობლიურმა ენამ ხალხისა და ქვეყნის ისტორიაში მოიპოვა, შეიქმნა უნიკაური ნაწარმოები "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", რომლის ავტორიც მიიჩნევა იოანე ზოსიმე. ამ თხზულების შესახებ კორნელი კეკელიძე წერს: "მეათე საუკუნეში ქართული ენის შესახებ ქართველებმა შექმნეს ერთგვარი თეორია, რომლითაც ქართული ენა არამცთუ გათანასწორებულია ბერძნულთან იქამდის, რომ "ისინი ორნი დანი არიან, ვითარცა მარიამ და მართა და მეგობარნი", არამედ უპირატესობაც კი აქვს მას მინიჭებული შემდეგ სიტყვებში: "ყოველი საიდუმლოი ამას შინა ენასა დამარხულ არს".
იოანე ზოსიმე მიზნად ისახავს შთააგონოს მკითხველს, რომ ქართული ენა, რომელიც დღეს ბერძნულთან შედარებით "მდაბალი და დაწუნებულია", სინამდვილეში "მძინარეა" და ის "შემკული და კურთხეულია". ქართული ენა ისეთივე თანასწორია ბერძნული ენისა, როგორი თანასწორიც იყო ნინო ელენესი, რომელთაგანაც ნინომ ქართველებს უქადაგა ქრისტეს სჯული, ხოლო ელენემ ბერძნებს. იოანე ზოსიმე სხვა ენებთან შედარებით უპირატესობას ქართულს ანიჭებს და აცხადებს, რომ მეორედ მოსვლისას ქრისტე ყველა ხალხს ქართულად განიკითხავს. საკითხის ამგვარ დაყენებასთან დაკავშირებით კორნელი კეკელიძე ასკვნის: "იოანეს მაღლა ეჭირა დროშა ეროვნული თვითშეგნებისა და პატივისცემისა. ის, მსგავსად იოანე საბანისძისა, თამამად უპირდაპირებს ერთმანეთს ქართულსა და ბერძნულ კულტურას და პირველს უპირატესობას ანიჭებს მეორეს წინაშე". /აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი "საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.331/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 6 2022, 07:16 PM
პოსტი
#164
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართული ანბანი ძველი ქართული ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღირსშესანიშნავი მემკვიდრეობაა, რომელსაც ქართველი კაცი მუდამ უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ელოლიავებოდა. ამის თვალსაჩინო მოწმობაა ქართული ასომთავრული ანბანის მთლიანად წარმოდგენა შუასაუკუნეების ქართულ ხელნაწერებსა და სხვა ძეგლებზე (რომელთაგან უძველესად ე.წ. დავათის სტელაა მიჩნეული).
ქართული ანბანი გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, დღეს მსოფლიოში არსებულ ანბანთა შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სრულყოფილი და ორიგინალური სისტემაა, რომლის 38 ნიშანთაგან თითოეულს აქვს თავისი ბგერითი შესატყვისი და რიცხობრივი მნიშვნელობა". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ. 41/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 7 2022, 12:52 PM
პოსტი
#165
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სვანური ენა აგრეთვე უდამწერლობოა. იგი ამჟამად ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეა (სვანეთსა და აფხაზეთში) გავრცელებული. მან ყველაზე უფრო მეტად შემოინახა საერთოქართველური არქაული ელემენტები".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.25/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 7 2022, 01:31 PM
პოსტი
#166
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართულსა და ბერძნულს შორის ზოგიერთი მსგავსება ასოთა რიგის თანამიმდევრობაში გვიანდელ ცვლილებათა შედეგია და ქართული ანბანის ბერძნული წარმოშობის მოწმობად ვერ მიიჩნევა. ამითვე აიხსნება ისიც, რომ მიუხედავად თანხვდომებისა, მთელ რიგ შემთხვევაში ქართულ ასოთა თანამიმდევრობა სცილდება ბერძნულს და ესადაგება სემიტურს".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.44/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 8 2022, 02:53 PM
პოსტი
#167
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ენაში ასახულია ქართველი ხალხის მრავალათასწლოვანი ისტორიის რთული პროცესი"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.61/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 28 2022, 08:02 PM
პოსტი
#168
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართული ენა, ფაქტობრივად, არც ერთ ენათა ოჯახში არ შედის, ის განცალკევებული ოჯახის სახით არის წარმოდგენილი"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 42/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 28 2022, 08:32 PM
პოსტი
#169
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ისევე როგორც ყველა სხვა ენა, ქართული ენაც საუკუნეთა განმავლობაში სხვა ენების გავლენას განიცდიდა. განსაკუთრებით გავლენა ლექსიკას შეეხო. მნიშვნელოვანი რაოდენობით არის ქართულ ენაში შემოსული სპარსული, არაბული, თურქული, რუსული ლექსიკა. ამ ენებმა ქართულ ენას მაინც ღრმა კვალი ვერ დაამჩნიეს, რადგან ჯერ კიდევ V საუკუნიდან მოყოლებული მას დახვეწილი გრამატიკული ნორმები გააჩნდა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 129/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 28 2022, 08:56 PM
პოსტი
#170
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სალიტერატურო ქართული ენა მრავალსაუკუნოვანი ქართული გონითი კულტურის პროდუქტიც არის და ამ კულტურის განვითარების მძლავრი იარაღიც. უკვე XI-XII საუკუნეებისათვის ქართული ენა იმდენად განვითარებული იყო, რომ ფილოსოფიურ თხზულებათა ქართულად თარგმნა და ინტერპრეტაცია დაუბრკოლებლად ხდებოდა (ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი...)"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 128/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 1 2022, 02:01 PM
პოსტი
#171
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართულმა ეთნოსმა კი ისე მოაღწია დღემდე, რომ არსებითად დედაენას ცვლილება არ განუცდია: მეხუთე საუკუნეში შექმნილი ნაწარმოები თანამედროვე ქართველთათვისაც გასაგებია"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 114/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 3 2022, 10:20 PM
პოსტი
#172
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ეთნოგრაფიული რეალიები და ქართული ენა უმეტესად შავშეთის ნაწილში - იმერხევში შემოინახეს"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 185/ ------------------------------------- -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jun 11 2022, 07:31 PM
პოსტი
#173
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ალექსანდრე ანდრონიკაშვილი [1923 წლის 20 მაისს დახვრეტილი ქართველი ეროვნული გმირი] - (დაბ. 1871), ქართველი მხედართმთავარი, გენერალ-მაიორი; იყო ქართული სამხედრო სკოლის უფროსი. მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში. 1921 წლის თებერვალში იყო კოჯორ-ტაბახმელას ფრონტის სარდალი; შემდეგ გახდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. დაპატიმრებისას მუშაობდა სახელმძღვანელოების შექმნაზე ქართულ ენაზე; პატიმრობის დროს ითხოვდა 1 თვით გათავისუფლებას, რომ დაესრულებინა სახელმძღვანელოებზე მუშაობა, ვინაიდან საბჭოთა ხელისუფლების მიერ შემოღებული სახელმძღვანელოების პაკეტი იმხანად ქართულ ენაზე არ არსებობდა. სიკვდილის წინ იგი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეზე ზრუნავდა!"
/"საპატრიარქოს უწყებანი" N11, 2022, გვ. 21/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 22 2022, 04:46 PM
პოსტი
#174
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უცნობ ავტორის ლექსში - "ქებაი და დიდებაი ქართული ენისაი"ლაზარე გაიგივებულია ქართულ ენასთან. ეს ლექსი იპოვა და გადმოწერა იოანე-ზოსომემ და დაურთო სინას მთის ბიბლიას, ლექსის ავტორი კი უცნობია"
/ლია ბარბაქაძე, სულხან ჭიკაიძე, "ქრისტიანობის მოკლე ისტორია", გვ.76/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 25 2022, 07:13 PM
პოსტი
#175
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვინ იყო ის ჩვენი დიდი წინაპარი, ის კურთხეული ადამიანი, რომელსაც გამოუცხადა უფალმა, რომ "სახარებასა შინა ქართულსა ენასა ლაზარე ჰრქვიან?" - ეს ჩვენთვის არ არის ცნობილი, იოანე-ზოსიმე, რომლის ხელნაწერითაც ამ ლექსმა, ამ საოცარმა სიტყვებმა ჩვენამდე მოაღწია, იყო მხოლოდ გადამწერი, ხოლო ავტორი, ვისაც გამოეცხადა ეს უდიდესი საიდუმლო, არ ვიცით, ვინ წარმოშვა ქართული ენა? ქართველმა ერმა წარმოშვა ქართული ენა, თუ ქართულმა ენამ წარმოშვა ქართველი ერი. ღვთის კურთხევით, მათი შობა ერთად მოხდა. წარმოიშვა ქართული ენა და წარმოიშვა ქართველი ერი.
"და ესე ენაი შემკული და კურთხეული, სახელითა უფლისათა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა" /ლია ბარბაქაძე, სულხან ჭიკაიძე, "ქრისტიანობის მოკლე ისტორია", გვ.81/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Feb 4 2026, 03:59 PM
პოსტი
#176
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ენა კი არ არის გაღარიბებული - ენს ინარჩუნებს იმას, რაც იყო - მისი მოხმარებაა გაღარიბებული...
ენა კი არ გაღარიბდა, ენა გააღარიბეს იამთ, ვინც ეს ენა არ იცის. იმისთვის,რომ ენა იცოდნენ, უნდა იკითხოსნ ამ ენაზე დაწერილი ლიტერატურა, არა მარტო რომანები, არამედ მეცხრამეტე საუკუნის პუბლიცისტიკა, ასევე ძველი ქართული ტექსტები. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა ყველა პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ჩემი აზრით, მეტ-ნაკლებად განათლებული ყველა ადამიანი პროგრესის ერთგული უნდა იყოს. სიახლე მოდის ცხოვრებაში და ის აუცილებელია. არ შეიძლება, ადამიანი მარტო წარსულში იყოს. ერთხელ ერთ სამინისტროში ლაპარაკობდნენ ტრადიციების დაცვაზე ისე, რომ მინისტრს ვუთხარი, ასე მგონია, ჩიხტიკოპი მახურავს და ჭრაქით განათებულ ქოხში ვზივარ-მეთქი. და ძირითადად, პროგრესი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში უნდა იყოს. ჩვენ უნდა დავძლიოთ წარსულის ზედმეტი იდეალიზაცია, წინ გახედვის უუნარობა, უნდა შვიძინოთ შრომის კულტურა. ეს ყველაფერი პროგრესი, აბა, რა არის..." /მზექალა შანიძე "საპატრიარქოს უწყებანი" N2, 2026, გვ.15/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 26 2026, 06:01 PM
პოსტი
#177
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე:
ადამიანს მოაქვს ამ სოფლად თან სხვა საუნჯენიც, სხვა სიმდიდრენიც და ერთი სიმდიდრე ამ სიმდიდრეთა შორის არის მისი ენა. ქართული ენა - დედაენა! რამდენი დაწერილა ამ თემაზეც და ყველა ამ ნაწერებს, ცოტაოდენი გამონაკლისით, თავი რომ მოვუყაროთ და ამ სასწორზედ დავდვათ და მეორე მხარეზეც - მხოლოდ ერთი სიტყვა ამ ენის - ეს ერთი სიტყვა, თვის სიმძიმით და შინაარსით ბუმბულივით აისვრიდა ცაში ყველა ამ ნაწერებს. ტკბილი, მშვენიერი, საამური, ლამაზი, ფაქიზი, სადა, მარტივი, მდიდარი, მოხდენილი და ღმერთმა იცის, კიდევ სხვა რა სახელწოდებით იხსნიებენ ამ ჩვენს ქართულ ენას. ჩვენი ეკლესია და ჩვენი ერი კი ამ ენას უფრო მაღალი სახელწოდებით იხსენებს. ეკელისიისთვის ეს ენა, ეს სიტყვა არის ღვთიური საწყისის: "პირველიდგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი ხორციელ იქმნა". ჩვენი ერისთვის სიტყვა ნიშნავს იმავე დროს აზროვნებას, რომელიც მას განარჩევს პირუტყვისგან... ჩვენ გვაქვს სიტყვა განცდილი, გამომუშავებული, ჩვენი წინაპრის მიერი ნაფიქრი და ნააზრევი, ერის მიერ შექმნილი და ამიტომაც არის, რომ ქართული სიტყვა, 2000 წლის, დღეს ჩვენთვის ესევე გასაგებია, როგორც იყო გასაგები ამ ორი ათასი წლის წინათ". /"კანდელი" N2, 2026, გვ.14/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
გუშინ, 08:27 PM
პოსტი
#178
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მარჯორი უორდროპი: ქართული ენა შესანიშნავად ემორჩილება რიტმსა და რითმას. საქართველოში თითქმის ყველა ადამიანი ბუნებით მელექსეა"
/"კანდელი" N2, 2026, გვ.14/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 01:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი