![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
terra |
![]()
პოსტი
#141
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
თუნდაც ერთი სტრიქონი ![]() karpaki სადღაც შემხვდა ეგ. შენ დაწერე ალბათ. აქ. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#142
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
karpaki
ციტატა შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან, ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! მაგარია მართლა, ძაან ბევრია ჩატეული ბოლო წინადადებაში ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
terra |
![]()
პოსტი
#143
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
მე ეს მომწონს. შაბიამანი ყორანკლდემდე რა აიყვანდა... თავიც მოეკლა და იმსიშორეზეც ევლო?! სოფელში კიდე, საიდან გინდა, გადმოვარდე, — ნეტა რომელი მეთექვსმეტე სართულიდან... თოფი, თოკი და შაბიამანი, — კახელ თვითმკვლელთა არჩევანი. ...უფალო, რამე უსაშველე თვითმკვლელების უგზოუკვლობას. ერთ ლექსში რომ ნანიას ვამბობ, ის ნანია დააქვრივა ვანო პაპამ, — მეზობელმა. „ვანომ რო თავი მაიწამლა შაბიამანით“, — სულ ეს არის, რაც მასზე მახსოვს; სხვა დანარჩენი, — წარმოსახვაა და ხსოვნაში მერევა ხოლმე. ...უფალო, რამე უსაშველე თვითმკვლელების უგზოუკვლობას... დედაკაცი რომ თვალმოშორებით დაიგულა, გამოიტანა მარნიდან მალვით (ალბათ) და მიბრეცილ-მობრეცილი ჯამის ასწვრივ გახსნა მუჭა (ალბათ), მიაშვავა შაბიამანი — ცის ფხვნილივით. მუხლზე აიგდო გრილი კოკურა (ალბათ), დაჰკრა ჯამს წყალი (ალბათ), ამოურია, ამოურია წიფლის ნაფოტით, ფხაკაფხუკით (ალბათ), გახსნა ცის ფხვნილი, — ამოიხედა თხევადმა ზეცამ გლეხის ჯამიდან ცისფერთვალა გოლიათის ცალი თვალივით (ალბათ)... ...უფალო, რამე უსაშველე თვითმკვლელების უგზოუკვლობას. მთელი ცხოვრება ვენახს წამლობდა შაბიამანით, ადგა და, ერთხელ, თავსაც უწამლა (ალბათ). უფალო, რამე უსაშველე თვითმკვლელების უგზოუკვლობას; დახსენ, დახსენ მწარე ხეტიალს და მანდაური ვენახის ბოლოს ჩარგე ბალახბულახივით, ან თიკანივით მიაბი სადმე, მანდაური საჩრდილობელი ატმის ძირში, დაღლილი სული ვანო პაპასი, — ულამაზესი საწამლავით თავმოკლულისა. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
karpaki |
![]()
პოსტი
#144
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
მამა-ღმერთმა დაგლოცოს, _ მისი სულის ნაწილო.
ქრისტემ გამოგიხსნას და ცოდვა შენი დაფაროს. სულმა წმიდამ გაგნათლოს, მწიკვლი ჩამოგაცილოს, დედა ღვთისამ წყალობის კალთა გადაგაფაროს. ჟამმა ეკლექტიზმისამ და დრომ ტოლერანტობის, სული ვერ შეგიბილწოს, ვნება არ მოგაყენოს. მადლმა ევქარისტისამ, ღმერთთან ცოდვის-განდობის, ათასჯერ დაცემული, ფეხზე წამოგაყენოს. ცოდვის საცთურებისგან განშორებულს, განწმედილს, ღვთის მცნებებით გეცხოვროს, _ სარწმუნოსი, მყარისა, ვითარც ენოქს, თეზბიტელს, ბერს, მოწამეს, განდეგილს, სხივი შენც მოგფენოდეს სამოთხისა კარისა... † ბერი ნიკოლოზი -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
ნაინა |
![]()
პოსტი
#145
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
ძაან მაგარი ლექსი (ლექსები) მაქვს ჩემი მეგობრის დაწერილი,
მაგრამ რომ გამოვაჭენო დამახრჩობს, არადა სიცოცხლე მინდა კიდევ ცოტა ხანს მაინც ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
karpaki |
![]()
პოსტი
#146
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
ვერ ვაქართულებ კონვერტი გე ინტერნეტი არ მყოფნის და გადააქართულეთ
-------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
terra |
![]()
პოსტი
#147
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
ნაინა
ნუ დაასახელებ. ისე დადე. ბოლო–ბოლო 5 წუთში წაშლი -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
karpaki |
![]()
პოსტი
#148
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
ძაან მაგარი ლექსი (ლექსები) მაქვს ჩემი მეგობრის დაწერილი, მაგრამ რომ გამოვაჭენო დამახრჩობს, არადა სიცოცხლე მინდა კიდევ ცოტა ხანს მაინც ![]() მეც ეგ მომიწევს ![]() დედას ვაღმერთებ, ზეცაში ამყავს, ცის ანგელოზთა შემყავს კრებულში და, როცა დედა გვერდით არა მყავს, სევდა გრძნობის ველს მისეტყვავს გულში. დედა, ამქვეყნად ვის არ უქია: - ფრთხილი, უცვლელი, ტკბილი, ვით ძილი. დედა, ეს, ჩემი თვალის შუქია, ჩემი ხორცის და სულის ნაწილი. ჩემი თვალია, ჩემი ყურია, ჩემი – ენა და ბგერა _ პირველი. მე მისი ძუძუ ახლაც მწყურია, და უბის _ სითბოც გასაკვირველი. დედაზე ფიქრი, ოცნება ტკბილი, გულში იებად ამყვავებია. ასე მგონია, ჩემზე ძლიერად, დედა, ჯერ, არვის არ ჰყვარებია. მიჰქრის დრო მკაცრი, ყოვლის ურიდი, სიკვდილის ხელი მეც მემუქრება. დედა, ძვირფასო! მწვავს, არ უქრება – სულს შენი ხსოვნის სანთელი, დიდი! შენს სულის თრთოლვას, ციმციმს და კამკამს, ანგელოზთ დასში, ნათელში ვხედავ. კურცხალი ცრემლი მისველებს წამწამს, სულის სიკვდილი სად თქმულა?! _ არ მწამს! შენ ცოცხალი ხარ, მე გნახავ, დედა! 1963 წ. მაისი -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
ნაინა |
![]()
პოსტი
#149
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
karpaki
ციტატა ვერ ვაქართულებ კონვერტი გე ინტერნეტი არ მყოფნის და გადააქართულეთ გადაგიქართულე იქვე. ![]() terra ციტატა ნუ დაასახელებ. ისე დადე. ბოლო–ბოლო 5 წუთში წაშლი ისეთია, 9 მთას იქით იგრძნობს, მარა მოვძებნი რამეს. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
karpaki |
![]()
პოსტი
#150
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
ციტატა გადაგიქართულე იქვე შემოგევლე ![]() ორი ტაეპი აკლია დედას ![]() -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
terra |
![]()
პოსტი
#151
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
მიწაზე
არასდროს მინატრია ზეცის მირაჟში ვარსკვლავად ანდა რჩეულთა სულების მსგავსად ანგელოზთა იდუმალ მეგობრად ვქცეულიყავი, არასდროს მოვწყვეტილვარ მიწას და ვარსკვლავებს არასდროს გავცნობივარ. მიწაზე ვდგავარ სხეულით, რომელიც მცენარის ღეროსავით ქარით,მზითა და წყლით საზრდოობს, რათა იხაროს. სურვილით მსხმოიარე, ტკივილით დახუნძლული მიწაზე ვდგავარ, რომ ვარსკვლავებმა მაქონ და ნიავმა მომიალერსოს... ჩემი სარკმლიდან ვიყურები... უკვდავი არ ვარ, მხოლოდ ერთი სიმღერის გამოძახილი ვარ და ერთი სიმღერის გამოძახილის გარდა არაფერს ვეძიებ სასიამოვნო გოდებაში, რომელიც მწუხარების უტყვ მდუმარებაზე წმინდაა... თავშესაფარს არ ვეძებ სხეულში, რომელიც დაცვარულია ჩემი ტანის თეთრ შროშანზე… ქოხის კედელზე,რომელიც ჩემი ცხოვრებაა, გამვლელებს სამახსოვროდ მოგონებები ჩამოუკიდიათ დაჭრილი გული, წაქცეული სანთელი, ჭკუაზე შემშლელი,ერთმანეთში არეული სიტყვების მკრთალი და უტყვი ლაქები... ყოველი ბაგე,რომელიც ჩემს ბაგეს შეეხო უნაყოფო ვარსკვლავად იქცა ჩემს ღამეში,რომელიც ამ მოგონებათა დინებას შეერთო... მაშ,რად მინდა ვარსკვლავად ყოფნა ვინატრო? -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
karpaki |
![]()
პოსტი
#152
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
სულიერი სილამაზე
ვუძღვნი ჩემს მეუღლეს – მარიას არა, ხორციელ სილამაზეს არ ვეტრფი ქვეყნად, მე ვერ მომხიბლავს, წარმავალი, მისი მშვენება, მისი თვალების შუქი, სითბო, გულს რომ ენება, უარვყავ, წამის ნეტარება არ ღირს სახვეწნად. ვიცი, გაივლის სიკეკლუცე, ნორჩი თაობა, ვიცი, ჩაქრება მის თვალებში სიცოცხლე მარდი, და, ერთ დროს, მართლაც, მშვენიერი, ლამაზი ვარდი, პოეტის თვალში გადიქცევა არარაობად. მაგრამ, სულიერ სილამაზეს სხვა თვალით ვუმზერ, მას ვერ შებღალავს წარმავლობა, დროთა სიავე; მისი უქრობი სულის წვა და სილოლიავე, ათას წლის შემდეგ უცვლელ შუქად კვლავ რომ იალებს, როგორც სიმბოლო სიყვარულის, დამრჩება გულზე. 1967 წ. აი ესე უნდა უყვარდეს კაცს ცოლი ![]() -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
ნაინა |
![]()
პოსტი
#153
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
ისევ დავლიე რადგანაც წვიმდა,
აწვიმდა ქუჩებს, აქვიმდა სახლებს. არ გაიოცო, არ გაიკვირვო დღეიდან ლოთებს კვლავ შევესახლე. დავთვერი, გული ადუღებულა, ადუღებულა როგორც მაჭარი და თუ შეგძულდი ჩემგან შორს წადი მე სიყვარულის არ ვარ ვაჭარი. ხომ არ დავდგები გაწვდილი ხელით უაზრო სიტყვა მე არ მისვრია, ჩემი ბინა და თავშესაფარი მხოლოდ და მხოლოდ თეთრი ნისლია. სადღაც შორეთში ხმაურობს ეშმა, სადღაც ბნელეთში გიზგიზებს ცეცხლი და ცრემლებივით იბნევა დღენი როგორც იუდას ხელიდან ვერცხლი. ვიყავი ურჩი და ვრჩები ურჩად ნამთვრალევია აზრი და ფიქრი, მწარე სიცილით ვიპნიე დღენი შენი სიცოცხლის საათებს ვითვლი. ოღონდ ეს სხვისია, მეგობრის არა. მაინც ვერ გავბედე ![]() karpaki ციტატა შემოგევლე ორი ტაეპი აკლია დედას უი მართლა? დამიწერე რა და მივამატებ. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
terra |
![]()
პოსტი
#154
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
აი ესე უნდა უყვარდეს კაცს ცოლი ![]() და აი ასე ცოლს – ქმარი. ამაღამ მგონი იქნება ქარი... ვაი, დედოფალ ტყემლების ბრალი. დაღონებული წავიდა ქმარი და დაბრუნდება დილაზე მთვრალი. დიდი ხანია ამ ბუხრის ალში ტკივილით იწვის ჩემი ოცნება... ქმარმა გასცვალა მომღერალ ქალში ჩემი ცოდვილი პატიოსნება. ალბათ მოჰყვება მას სავარცხელი უფრო უბედურ ჩემი მეტოქის... მეტყვის ბრძანებით: - მომეცი წყალი ჩემი ფერადი სპარსული დოქის. ცოლი ვარ მისთვის მე სასახელო (მე ის მკოცნიდა სხივიან დღეში). ღვინით გასვრილი მისი საყელო გადავარდება მყუდრო კუთხეში. ქმრის სითამამე ჩემი ბრალია, არ ვწუხვარ ბევრჯერ რომ მოვეხათრე... რადგან ძვირფასი მეტად მთვრალია... დაეძინება მას ჩემზე ადრე. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
karpaki |
![]()
პოსტი
#155
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
ციტატა და თუ შეგძულდი ჩემგან შორს წადი მე სიყვარულის არ ვარ ვაჭარი. აუ ![]() -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
terra |
![]()
პოსტი
#156
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
მდა.. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
karpaki |
![]()
პოსტი
#157
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
karpaki უი მართლა? დამიწერე რა და მივამატებ. ![]() dedas vaRmerTeb, zecaSi amyavs, cis angelozTa Semyavs krebulSi ![]() -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
ნაინა |
![]()
პოსტი
#158
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
karpaki
ეს ბოლო სტროფებია? რაღაც არ ჯდება თითქოს ![]() karpaki ციტატა აუ ბევრი მაქვს ამისი ლექსებიც, წერს, ოღონდ არა სახალხოდ. ეხლა ერთს დაგიწერთ კიდევ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
karpaki |
![]()
პოსტი
#159
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
ციტატა ეს ბოლო სტროფებია? რაღაც არ ჯდება თითქოს პირველი ორი სტრიქონია. ![]() -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
ნაინა |
![]()
პოსტი
#160
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
ტკივილშერეული მონატრება
სევდა, მოწყვეტილი წამწამებს სანთლად დაღვენთილი მოლოდინი მტანჯავს... მაწამებს... სევდაშეპარული შეხვედრები ცრემლი მოვარდნილი ნაქარევს უშენო სასთუმალზე შენზე ფიქრი მტანჯავს... მაწამებს... გულში დაკარგული შენი სახე აწმყოს წარსულისგან იცავს, შენი მომლოდინე სიმარტოვე მტანჯავს... და მიყვარს... ![]() karpaki ციტატა პირველი ორი სტრიქონია. ჩავამატე ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი