![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
giorgi2007 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 860 ![]() |
დამლოცეთ მამაო!
ნათელმირონობა წმინდათაწმინდა მოვალეობაა და ამასთან ერთად იგი ახლო ნათესაობა, მაგრამ ჩემს მეგობარს ერთი პრობლემა შეექმნა და აინტერესებს როგორ მოიქცეს ისე რომ არ შესცოდოს ღვთის, ხალხისა და თვით მისი შეყვარებულის წინაშე. ჩემი მეგობრის დის შვილის ნათლიაა მისი შეყვარებული გოგონა, მათ შეუყვარდათ ერთმანეთი მაგრამ არ უნდათ, რომ სიყვარულის გამო ცოდვა ჩაიდინონ და არც ერთმანეთის გარეშე უნდათ ყოფნა. გთხოვთ მოგვწეროთ როგორ მოიქცნენ, შესცოდავენ თუ არა ისინი თუ შეუღლდებიან მიუხედავად ყველაფრისა. წინასწარ გიხდით მადლობას. |
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
ნათელ–მირონობა მართლაც არის უახლოესი ნათესაობა და მას სათანადო სიწმიდით დაცვა ჭირდება. მაგრამ ისევე, როგორც ხორციელი ნათესაობა, ის ვერ გაგრძელდება შთამომავლებში უსასრულოდ. ალბათ ყველას გვსმენია, რომ ნათელ–მირონობა გრძელდება 7, ან 12 თაობა, ზოგი 14 თაობასაც ასახელებს. ძნელი წარმოსადგენია ვინმეს ახსოვდეს ნათლობით დანათესავებულთა სრული გენეალოგია თუნდაც 4 თაობის დაშორებით. სინამდვილეში საეკლესიო სამართალში ლაპარაკია არა თაობებზე, არამედ ნათესაობით ხარისხებზე, რომელიც დაბადებათა რაოდენობით იანგარიშება. ასე მაგალითად მშობელი არის პირველი ხარისხის ნათესავი; და–ძმა მეორე ხარისხის (მშობლისაგან შობილი) და ა.შ.. ხორციელ ნათესაობაში დაუშვებელად ითვლება ქორწინება ნათესაობის მე–7–ე ხარისხის ჩათვლით. ნათელ–მირონობაშიც ნათესაობის მე–8–ე ხარისხამდე ქორწინება ვერ აღესრულება (ანუ დაუშვებელია მე–7–ე ხარისხის ჩათვლით). მაგრამ არის ერთი ნიუანსი: ნათელ–მირონობაში ნათესაობა აითვლება მხოლოდ დაღმავალი ხაზით, ანუ შთამომავლობისაკენ და დაუშვებელია მე–7–ე ხარისხის ჩათვლით. ხოლო აღმავალით – შემოიფარგლება მხოლოდ 1–ლი ხარისხით, ანუ ნათლიის და ნათლულის მშობლებით. ცოლ–ქმარი ითვლება ერთ მთლიანობად, ნათლია კი ნათლულის მშობლად. მოდით, ვნახოთ, როგორ გამოისახება გრაფიკულად ხსენებული შემთხვევა. (ერთის შეხედვით შეიძლება რთულად მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მარტივი ხერხია ნათესაობის ხარისხის დადგენისა).
![]() როგორც ვხედავთ, მეგობრის დისშვილისათვის აღმავალი ხაზით პირველი ხარისხის ნათესავი არის მეგობრის და, ხოლო თავად მეგობართან მისასვლელად საჭიროა კიდევ ერთი ასვლა, რომელშიც არძალვა უქმდება. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ კანონიკური წინააღმდეგობა მეგორისა და მისი დისშვილის ნათლიის ქორწინებისათვის არ არსებობს. ეს წესი მიღებულია კონსატანტინოპოლის სინოდის მიერ XII საუკუნეში. უნდა ითქვას, რომ რუსული წესი უშვებს კიდევ უფრო ახლო ნათესაობრივ კავშირს ქორწინებისას. გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ქართულ ტრადიციაში ნათელ–მირონობის შემთხვევაში ქორწინების დაუშვებელი წრის რადიუსი კიდევ უფრო დიდია. თუმცა ამას კანონიკური საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ ჩვენი წინაპრები განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ ნათელ–მირონობის სიწმიდეს. ამიტომ უნდა დავეკითხოთ მმართველ ეპისკოპოსს (ან ქორეპისკოპოსს – მცხეთა-თბილისში), რათა გათვალისწინებულ იქნას ადგილობრივი ტრადიციაც. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი