IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

30 გვერდი V « < 10 11 12 13 14 > »   
Closed TopicStart new topic
> "ბუდა ბარის" მშენებლობა რიყეზე, წმიდა ადგილზე.
მაკუნა
პოსტი Nov 19 2010, 07:38 PM
პოსტი #221


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(lingvo @ Nov 19 2010, 03:49 PM) *

მაკუნა
მემგონი არც ეგეთი მიდგომაა სწორი არ დაფიქსირო შენი აზრი და ჩუმად იყო იმის შიშით, რომ რეკლამირება არ მოხდეს ამ ბარის. ისედაც გაიგებენ ამის შესახებ.

მთავარია, რომ ფორუმელების უმრავლესობას (იმედია) გაგვაჩნია უარყოფითი დამოკიდებულება ამ მშენებლობისადმი. იქნებ რამე მოვიფიქროთ რითი და როგორ შეგვიძლია მოქმედება.


კარგი, ახლა უკვე პირდაპირ დავწერ რადგან არაპირდაპირი ნათქვამი არასწორად იყო აღქმული.
ვინც საქმის გამკეთებელია ის არ ყვირის, უბრალოდ მიდის და აკეთებს. სწორედ ეს ვიგულისხმე წინა პოსტშიც.
არ მოგწონს? ძალიან კარგი, რა პრობლემაა. შენ ხარ მოქალაქე, რომელსაც აქვს თავისი უფლებები. ამ უფლებების შესაბამისად და კიდევ სწორი არგუმენტების დახმარებით მიდი და გაასაჩივრე აღნიშნული მშენებლობის ნებართვა. ვინმემ ამის უფლება წაგართვა? თუ უკვე გაიარე ეს პროცედურა და უშედეგო იყო?
არ მესმის რა საჭიროა ყვირილი, აჟიოტაჟი? ითხოვთ სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც ყველას აზრი და ინტერესი გათვალისწინებული უნდა იყოს და არ ხართ მზად მასში საცხოვრებლად.
აზროვნება უნდა შეიცვალოს გურჯისტანმა და ტრანსფარანტები გვერდზე გადადოს, თუ გინდათ რამე გვეშველოს. თუ არადა ვიდგეთ და ვაპროტესტოთ გუშინ დეისაძე, დღეს ბუდა-ბარი, ხვალ რა გამოჩნდება კაცმა არ იცის... და შედეგი? რა თქმა უნდა არანაირი... (გარდა შავი პიარისა, რომელიც ისევ იმის სასარგებლოდ მუშაობს, რასაც აპროტესტებთ)

პატივისცემით...


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Nov 19 2010, 07:53 PM
პოსტი #222


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა
აზროვნება უნდა შეიცვალოს გურჯისტანმა და ტრანსფარანტები გვერდზე გადადოს, თუ გინდათ რამე გვეშველოს. თუ არადა ვიდგეთ და ვაპროტესტოთ გუშინ დეისაძე, დღეს ბუდა-ბარი, ხვალ რა გამოჩნდება კაცმა არ იცის... და შედეგი? რა თქმა უნდა არანაირი... (გარდა შავი პიარისა, რომელიც ისევ იმის სასარგებლოდ მუშაობს, რასაც აპროტესტებთ)
პატივისცემით...
მაკუნა
გთხოვ, ნუ მოიხსენებ სამშობლოს ასე (გურჯისტანად). დამშვიდდი და ისე დააფიქსირე შენი აზრი. იმედია არ მიწყენ smile.gif
საპატრიარქოზე ადრე აქტიური ქმედება არ იქნება სწორი. ეს მართლმადიდებლური ფურუმია სადაც ხდება აზრთა გაზიარება, გამოსავლის ძიება და თუნდაც პროტესტის გამოთქმა გარკვეულ სარწმუნოებრივ საკითხებზე ხომ ასეა? სასამართლოს გზით ვერაფერს მიაღწევ. ჩემი აზრით შეიძლება უწმიდესის და ავტორიტეტს გაუწიონ ანგარიში.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
victoria
პოსტი Nov 19 2010, 08:05 PM
პოსტი #223


ემიგრანტი
*

ჯგუფი: Validating
პოსტები: 40
რეგისტრ.: 6-May 10
მდებარ.: Brooklyn NY
წევრი № 8,781



მე არ ვარ ბუდას წინააღმდეგი.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 19 2010, 08:08 PM
პოსტი #224


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ეჰ ჩემო კარგებო სადაც 100 000 მოწამე ეწამა იქ ახლო მახლო საროსკიპოებია გახსნილი გაღმა გინდა თუ გამოღმა, სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამა გიორგი ზვიადაძის ქადაგებასთან ერთად საღამოს გვერდზე ბონიემს ამღერებდნენ. ბუდა კი არა აგერ რუსთაველის ძეგლმა დაიწყო შეძრწუნებულმა ფეხით სვლა ძველი რუსთავიდან სასტუმრომდე გადმოინაცვლა და ასე თუ წავიდა საქმე კი ჩავა იერუსალიმში. ან იმ მოედანს ევროპის მოედანი რომ ქვია, რტო მაშინ არ გაუჩნდა ვინმეს სურვილი, რომ 100 000 მოწაის მოედანი დაერქმიათ? ბუდასაც დაგვიდგამენ და აღა მაჰმადის ძეგლსაც. რადგან ჩვენ ყველანი ვერ ვდგავარტ მოწოდების სიმაღლეზე, არ ვიციტ სად დიპლიტიო უნდა გავმართოტ და სად ცოცხალი ღია მუზეუმები მოვაწყოთ. იჯდება ის ბუდა ტავისთვის, როგორც ჯალალედინი დაჯდა და ბევრი ჩვენიანი მიაგებს პატივს და მოულხენს იმ ბარში.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Nov 19 2010, 08:14 PM
პოსტი #225


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა(Amuza @ Nov 19 2010, 08:08 PM) *
ეჰ ჩემო კარგებო სადაც 100 000 მოწამე ეწამა იქ ახლო მახლო საროსკიპოებია გახსნილი გაღმა გინდა თუ გამოღმა, სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამა გიორგი ზვიადაძის ქადაგებასთან ერთად საღამოს გვერდზე ბონიემს ამღერებდნენ. ბუდა კი არა აგერ რუსთაველის ძეგლმა დაიწყო შეძრწუნებულმა ფეხით სვლა ძველი რუსთავიდან სასტუმრომდე გადმოინაცვლა და ასე თუ წავიდა საქმე კი ჩავა იერუსალიმში. ან იმ მოედანს ევროპის მოედანი რომ ქვია, რტო მაშინ არ გაუჩნდა ვინმეს სურვილი, რომ 100 000 მოწაის მოედანი დაერქმიათ? ბუდასაც დაგვიდგამენ და აღა მაჰმადის ძეგლსაც. რადგან ჩვენ ყველანი ვერ ვდგავარტ მოწოდების სიმაღლეზე, არ ვიციტ სად დიპლიტიო უნდა გავმართოტ და სად ცოცხალი ღია მუზეუმები მოვაწყოთ. იჯდება ის ბუდა ტავისთვის, როგორც ჯალალედინი დაჯდა და ბევრი ჩვენიანი მიაგებს პატივს და მოულხენს იმ ბარში.
ვიზიარებ შენ გულისტკივილს. გამოსავლის შესახებ რაიმე იდეა ხომ არ გაქვს რომ დაწერო?


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Nov 19 2010, 08:27 PM
პოსტი #226


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(lingvo @ Nov 19 2010, 07:53 PM) *

მაკუნა
გთხოვ, ნუ მოიხსენებ სამშობლოს ასე (გურჯისტანად). დამშვიდდი და ისე დააფიქსირე შენი აზრი. იმედია არ მიწყენ smile.gif
საპატრიარქოზე ადრე აქტიური ქმედება არ იქნება სწორი. ეს მართლმადიდებლური ფურუმია სადაც ხდება აზრთა გაზიარება, გამოსავლის ძიება და თუნდაც პროტესტის გამოთქმა გარკვეულ სარწმუნოებრივ საკითხებზე ხომ ასეა? სასამართლოს გზით ვერაფერს მიაღწევ. ჩემი აზრით შეიძლება უწმიდესის და ავტორიტეტს გაუწიონ ანგარიში.

სავსებით მშვიდად ვარ a075.gif
გურჯისტანი კი იქამდე იქნება საქართველო, ვიდრე გურჯისტანული აზროვნების ხალხი აზროვნებას არ შეიცვლის, ვიდრე დიდი სიხარულით ივლის ქართველი ბუდა-ბარში და ვიდრე ბუდას ფონზე გემრიელად შეექცევიან რაღაც გაურკვეველი წარმოშობის კერძებს და ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს მასში გაცვლიან მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი "მოდაშია"

რაც შეეხება სასამართლოს მიმართ უნდობლობას, ეს ცხადია არც ისე უსაფუძვლოა, მაგრამ სწორედ იმიტომაა ასე, რომ ჩვენ ვაძლევთ სასამართლოს მიკერძოებულობის უფლებას.

უწმინდესის ავტორიტეტზე კომენტარის გაკეთება არ ღირს, რადგან ის მართლაც უსაზღვროა და მხოლოდ ის თუ გამოაფხიზლებს ხოლმე ასე "მოდურად" მოაზროვნე ხალხს. სწორედ ამიტომ ვამბობ, პატრიარქის სიტყვის შემდეგ, ჩვენს სჯა-ბაასს აზრი აღარ აქვს.


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Nov 19 2010, 08:28 PM
პოსტი #227


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



რატომ ჩხუბობთ?

ვინ რისი გამკეთებელია არკვევთ 5 წელია, ვერ დაადგინეთ?
ჩემზე და თქვენზე ვისაუბროთ ისევ?
როდის მივალთ იქამდე, რომ რწმენა იყოს ამოსავალი?
ჰა?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 19 2010, 08:28 PM
პოსტი #228


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(lingvo @ Nov 19 2010, 08:14 PM) *

ვიზიარებ შენ გულისტკივილს. გამოსავლის შესახებ რაიმე იდეა ხომ არ გაქვს რომ დაწერო?


გამოსავალი ყოველთვის გამოინახება, მაშინაც კი გამოინახა თბილისი არაბების ხელში, რომ იყო ერთადერთი ის არის, რომ ჩვენ მოვერიდოთ მანდ ყოფნას.გავიდეთ გამოვთქვათ პროტესტი? ვიქნებით 500 კაცი, სამაგიეროდ 50000 კაცი მოვა და ითუხთუხებს იქ შაქირას, თუ ვიღაც ამორძალისთუ გეის კონცერტზე და თუ საჭირო იქნება და ლიდერი მოუწოდებს მათ ისე გადაგვივლიან, როგორც ომარ ხანი გადაუვლიდა ხომე ქართლ კახეთს მე-18 საუკუნეში. ლოცვით და სიყვარულით თუ შეგვიძლია ეგ აღვკვეთოთ,რომ იქნებ მოხერხდეს ისე, რომ წმინდა ადგილების გარშემო სიბილწის და სატანის სახლებმა მაინც არ იარსებონ, იქნებ შეუქმნან ისეთი გადასახადი, რომ იმათ, ფლობელებმა დახურონ ეს და მიწთმოქმედებას მიყონ ხელი. თორემ, ჩვენს ფიზიკურ შესაძლებლობეს აღემატება ამ მშენებლობის და თუნდაც ბევრი არაქრისტიანული ქმედებების გაპროტესტება, ისევ პერსონალური კომპიუტერით და აზრთა გაზიარებიტ თუ შევზლებთ.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 19 2010, 08:34 PM
პოსტი #229


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მაკუნა

ისე ცოტა მწვავე მეჩვენება შენი ნათქვამი. აქ არავინ (შეიძლება, მაგრამ ყოველშემთხვევაში მე) ასე ვთქვათ "ბობოქრობს" მშრალი ფრაზებით მხოლოდ და მეტი არაფერი. ეს ჩემი სტილი არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება. მთელი საქართველო რომ ბუდას კერპებით აავსონ ამით ეკლესიას ოდნავი ჩრდილიც კი ვერ მიადგება. ამის არც შიში მაქვს და არც ვნერვიულობ. მაგრამ ხომ ყველას აქვს უფლება თავისია ზრი დააფიქსიროს, რომ რაღაც მოსწონს, ან არ მოსწონს. ზოგი ამის იქითაც წავა და გამოსვლებს მოაწყობს, მაგრამ ის რომ თქვა ეს არ მიმაჩნია სწორად, ამაში დასაძრახი არაფერი უნდა იყოს.

ბოლოს და ბოლოს ეს ფორუმია.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Nov 19 2010, 08:47 PM
პოსტი #230


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(afxazi @ Nov 19 2010, 08:34 PM) *

მაკუნა

ისე ცოტა მწვავე მეჩვენება შენი ნათქვამი. აქ არავინ (შეიძლება, მაგრამ ყოველშემთხვევაში მე) ასე ვთქვათ "ბობოქრობს" მშრალი ფრაზებით მხოლოდ და მეტი არაფერი. ეს ჩემი სტილი არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება. მთელი საქართველო რომ ბუდას კერპებით აავსონ ამით ეკლესიას ოდნავი ჩრდილიც კი ვერ მიადგება. ამის არც შიში მაქვს და არც ვნერვიულობ. მაგრამ ხომ ყველას აქვს უფლება თავისია ზრი დააფიქსიროს, რომ რაღაც მოსწონს, ან არ მოსწონს. ზოგი ამის იქითაც წავა და გამოსვლებს მოაწყობს, მაგრამ ის რომ თქვა ეს არ მიმაჩნია სწორად, ამაში დასაძრახი არაფერი უნდა იყოს.

ბოლოს და ბოლოს ეს ფორუმია.

შენ კიდევ ყოველთვის იმაზე რატომ მედავები, რასაც შენც ამტკიცებ? biggrin.gif მეც იმას ვამბობ, რომ აზრი არ აქვს აქ გრძელ-გრძელი პოსტების წერას დანანების ტონით ნწუ ნწუ ნწუ ეგ უნამუსოებიო. ვფიქრობ, ფორუმზე მსგავსი თემები იმიტომ იხსნება, რომ ვეძებოთ გამოსავალი და არა ვივიშვიშოთ, ეს რეებს აკეთებენ, სულ არ რცხვენიათო.
გამოსავალს მე რაში ვხედავ, მგონი უკვე დავაფიქსირე. ყოველგვარი აფიშირების გარეშე, შეგვიძლია მოვმართოთ შესაბამის ორგანოებს და გავასაჩივროთ მშენებლობის ნებართვის გამცემი კომისიის გადაწყვეტილება. კანონშიც პირდაპირაა დაფიქსირებული, რომ ნებართვის გაცემის ერთ-ერთი პირობაა დაცული იყოს ეროვნული ფასეულობებისადმი პატივისცემა. ვინმემ უკვე გამოიყენა თუნდაც ეს ბერკეტი თავისი და სხვა მრავალი მისნაირის აზრის დასაცავად? არა ხო?......
არ მესმის რა აზრი აქვს ლაპარაკს, თუ ის შედეგის მომტანი არ არის. სიტყვა საქმიანს მოვითხოვ და რა არის ამაში საკამათო ვერ ვხვდები.


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Nov 19 2010, 09:45 PM
პოსტი #231


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



მაკუნა
თუ შეძლებ მოიძიე კანონმდებლობიდან ის ამონარიდი, რომელიც მოითხოვს ეროვნული ფასეულობებისადმი პატივისცემას. საინტერესო იქნება განხილვა.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 19 2010, 11:03 PM
პოსტი #232


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
რადიკალიზმი ყველაზე საშიშიაო, ხშირად ბრძანებს პატრიარქი. ის, რომ ბუდას ქანდაკება არ გინდა, ეს ერთია და ამის მიზეზად რას ასახელებ - ეს მეორე.



გეტანხმები : )))

მაკუნა
ციტატა
მიდი და გაასაჩივრე აღნიშნული მშენებლობის ნებართვა. ვინმემ ამის უფლება წაგართვა?



კი, კანონმა : )

ნუ, გააჩნია რა საფუძვლით გაასაჩივრებს. ყოველ შემთხვევაში მან უნდა დაასაბუთოს, რომ აქტმა (ანუ ნებართვამ ) მას მიაყენა პირდაპრი და უშუალო ზიანი smile.gif არ მგონია ეს დაასაბუთოს ვახომ, ან ნებისმიერმა მოქალაქემ. თუ ეკლესიის უფლებებს არღვევს უნდა გაასაჩივროს ეკლესიამ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Nov 19 2010, 11:08 PM
პოსტი #233


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



მხევალი ნინო
ციტატა
ნუ, გააჩნია რა საფუძვლით გაასაჩივრებს. ყოველ შემთხვევაში მან უნდა დაასაბუთოს, რომ აქტმა (ანუ ნებართვამ ) მას მიაყენა პირდაპრი და უშუალო ზიანი არ მგონია ეს დაასაბუთოს ვახომ, ან ნებისმიერმა მოქალაქემ. თუ ეკლესიის უფლებებს არღვევს უნდა გაასაჩივროს ეკლესიამ.

უფლება არ მაქვს არ დაგეთანხმო.
თუ ტერიტორია ითვლება ნამდვილად წმინდა ადგილად, მაშინ ეკლესიას აქვს გასაჩივრების უფლება.
თუ უბრალოდ ახლოსაა, მაშინ ვინც არ უნდა გაასაჩივროს, შედეგს ვერ მიაღწევს.
დღევანდელ დღეს მით უმეტეს.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Nov 20 2010, 01:23 AM
პოსტი #234


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



კანონისტი
როგორ ხარ დავით? (hug)

ციტატა
და რატომ, ამის ფორმულირება სწორად უნდა ჩამოვაყალიბოთ.


როდესაც შენდება რაიმე რესტორანი, ქალაქის ნებისმიერ კუთხეში, ალბათ ყველანი ვთანხმდებით იმაში რომ არავინ გამოთქვამს პროტესტს იმის შესახებ დაიდგმება ან გამოეკვრება თუ არა ამ რესტორანში ამ რესტორნის სიმბოლო ან ლოგო. მაგრამ ხალხის წუხილი იმან გამოიწვია რომ, მიუხედავად იმისა რომ ბუდა ბარი როგორც ასეთი ბრენდია, საჭიროებას ვერ ხვდები ადამიანი რატომ უნდა დაიდგას ბუდას ქანდაკება ამ რესტორანში...

საქმე რაშია, ბუდა არის ღვთაება ბუდისტებისთვის, და როდესაც ბუდას ქანდაკებას დგავენ იმ ადგილზე (თუნდაც ბრენდული დატვირთვა ქონდეს ამას) სადაც სარწმუნოების გამო უამრავი ქართველი ეწამა - ქრისტიანისთვის და უბრალოდ ქართველი ადამიანისთვის მსუბუქად რომ ვთქვათ მიუღებელია. ხომ არის ჩინური რესტორნები საქართველოში? რატომ არავის გამოუთქვამს პროტესტი ამის შესახებ? მე არ მსმენია... მთავარი მიზეზი თავად ქანდაკებაა, რის გამოც ადამიანმა შეიძლება წუხილი გამოთქვას....

ჩემთვის პირადად არაა მისაღები და სასიამოვნოც ბუდას ქანდაკების დადგმა ამ ადგილას. მიუხედავად იმისა რომ ბრენდია და ბრენდის ნიშანია და ალბათ ასეც უნდა აღიქვა, მაინც არასასიამოვნო ფაქტია ჩემთვის. ვერ მივესალმები. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Nov 20 2010, 01:40 AM
პოსტი #235


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(მხევალი ნინო @ Nov 19 2010, 11:03 PM) *

)

ნუ, გააჩნია რა საფუძვლით გაასაჩივრებს. ყოველ შემთხვევაში მან უნდა დაასაბუთოს, რომ აქტმა (ანუ ნებართვამ ) მას მიაყენა პირდაპრი და უშუალო ზიანი smile.gif არ მგონია ეს დაასაბუთოს ვახომ, ან ნებისმიერმა მოქალაქემ. თუ ეკლესიის უფლებებს არღვევს უნდა გაასაჩივროს ეკლესიამ.

ნუ ეს სულ კანონზე და საჩივარზეა რა biggrin.gif


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Nov 20 2010, 01:42 AM
პოსტი #236


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



თათარაშვილი
ციტატა
მიუხედავად იმისა რომ ბუდა ბარი როგორც ასეთი ბრენდია, საჭიროებას ვერ ხვდები ადამიანი რატომ უნდა დაიდგას ბუდას ქანდაკება ამ რესტორანში...

გიგა, მე მესმის შენი გულისტკივილი, ლინგვოსიც და სხვებისაც. მაგრამ...
ქანდაკება სწორედ იმიტომ იდგმება, რომ ბრენდია და ამ ბრენდის საფირმო ნიშანიც ეგაა.

საქართველოში ძნელად თუ მონახავ ისეთ ადგილს, რომ ვინმე არ იყოს წამებული და სისხლი არ იყოს დაღვრილი.

წეღანაც დავწერე, თუ ტერიტორია ითვლება წმინდა ადგილად, მაშინ ეკლესიამ უნდა დაიწყოს მოქმედება და აჰყვეს ხალხიც.
ისე არაფერი გამოვა.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 20 2010, 06:39 AM
პოსტი #237


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მაკუნა
ციტატა
უწმინდესის ავტორიტეტზე კომენტარის გაკეთება არ ღირს, რადგან ის მართლაც უსაზღვროა და მხოლოდ ის თუ გამოაფხიზლებს ხოლმე ასე "მოდურად" მოაზროვნე ხალხს. სწორედ ამიტომ ვამბობ, პატრიარქის სიტყვის შემდეგ, ჩვენს სჯა-ბაასს აზრი აღარ აქვს.



მაკა, როცა ეს თემა გაიხსნა, მაშინვე მინდოდა ათასი შეკიტხვის დასმა, რადგან მართლა მქონდა ბევრი პასუხიგაუცემელი კიტხვა და პირდაპირ პოზიციის დაფიქსირებას ვერიდებოდი. ეჭვიც ბევრი მქონდა და ერთადერთი რაც ასე ვთქვათ მაკეტინებდა, ეს პატრიარქის პოზიცია იყო.

ჩვენ ვინც აქ ასე ვტქვათ ბუდას დამცავთა წრეში აღმოვჩნდით, რეალურად, არც ერთი არ ვართ ბუდას თბილისში დადგმის მომხრე, მით უფრო წმინდა ადგილას. მაგრამ მე პირადდ ბუდას ვერ დავეთანხმები, როგორც საკულტო ნაგებობას, ან თუნდაც, როგორც არიტექტურას, რადგან ეს მეორე ჩვენს სტილში არ ჯდება. სხვა მხრივ, ბუდა ბართან რა გინდათ ვერ გავიგე. იდგეს სხვა ქვეყნის ტრადიციის აღმნიშვნელი ბუდა თუ დრაკონი რაღაც ბარში. ამაზე რატომ ტყდება ამბავი არ ვიცი.

გეთანხმები, რომ ჩვენი ხალხი ოღონდ უცხოური იყოს და ბაყაყს კი არა, ბუდას თავს შეჭამს, მაგრამ იქნებ, ხანდახან არ მინდა ხაჭაპური და ხინკალი და რაღაც უცხოურის გასინჯვა მაინტერსებს, იყოს ის უცხოურიც. ბოლოს და ბოლოს შენი რომ დააფასო, სხვისიც უნდა იცოდე, შედარებისთვის მაინც.

და საერთოდ, გურჯისტანი ჩემთვის რაღაც ტკივილიან განცდას იწვევს, აი ის მახსნდება, მოტაცებული და გაყიდული ქართველები და ჩენი ისტორია საერთოდ. რატომ აიგდეთ ეს სიტყვა არ მესმის..


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Nov 20 2010, 12:28 PM
პოსტი #238


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მე როგორც ვიცი, ეს აზიური რელიგიები ძალიან "საშიშია", რადგან გაუცნობიერებელ ადამიანს სწრაფად ხიბლავს, და მისი კონტროლი ადვილი ხდება.

ჩემი უგუნური აზრით, შესაძლოა იქ შექმნილმა "მო-აზიურო" სიტუაციამ (რასაც ხელს შეუწყობს, ინტერიერი, მუსიკა და + ბუდას ქანდაკება) შეიძლება ადამიანი "გაიტაცოს" და მოხიბლოს მისი გონება, ნელ-ნელა შეითრევს მერე გაეცნობა ამ რელიგიას და ასე მოექცევა გავლენის ქვეშ. ძირითადად არაეკლესიური ადამიანები, რაც ძალიან ცუდია.

-- და საერთოდ რატომ უნდა დაიდგას ბუდას ქანდაკება, რატომ აქვს ამ ბრენდს "საფირმო ნიშნად" ბუდას ქანდაკება და სახელი. რატომ? ცოტა საეჭვოა, განა ბუდისტები, რომ პატივს სცემდნენ თავიანდ "ბუდაას" ასეთ მკრეხელობას არ შეეწინააღმდეგებოდნენ? რათქმაუნდა კი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩემი აზრით შეიძლება ასე არ არის და არც ცილს ვწამებ ვინმეს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და უბრალოდ ჩემს აზრს ვიტყვი, შეიძლება ასეთი ქმედებით ადამიანის მოხიბლვას ცდილობდნენ, სხვა გზით და სხვა კარით შეიყვანონ ადამიანს გონება ბუდისტურ ცნობიერებაში. თითქოს უბრალო ბარი, მაგრამ არა ჩემი აზრით აქ მაინც შეიძლება იყოს რელიგიური რაღაც....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 20 2010, 12:34 PM
პოსტი #239


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



აკაკი
ციტატა
ჩემი უგუნური აზრით, შესაძლოა იქ შექმნილმა "მო-აზიურო" სიტუაციამ (რასაც ხელს შეუწყობს, ინტერიერი, მუსიკა და + ბუდას ქანდაკება) შეიძლება ადამიანი "გაიტაცოს" და მოხიბლოს მისი გონება, ნელ-ნელა შეითრევს მერე გაეცნობა ამ რელიგიას და ასე მოექცევა გავლენის ქვეშ. ძირითადად არაეკლესიური ადამიანები, რაც ძალიან ცუდია.



ვაი ... sad.gif

რეებს ამბობთ ხალხნო, ამ ლოგიკით ჩინეტში წასვლა ან სხვისი კულტურის დათვალიერება, რა საშიშია წარმომიდგენია.

ბარია ეს, ცოტა უნდა დალიო, ცოტა მუსკიას უსმინო და სახშლი წამოხიდე და შეიძლება მომავალი 2 თვე ან მეტიც , მაქ წასვლის მეორეჯერ არც დრო გქონდეს და არც სურვილი...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Nov 20 2010, 12:34 PM
პოსტი #240


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



აკაკი
ციტატა
მე როგორც ვიცი, ეს აზიური რელიგიები ძალიან "საშიშია", რადგან გაუცნობიერებელ ადამიანს სწრაფად ხიბლავს, და მისი კონტროლი ადვილი ხდება.

კარგი რ აკაკი, მთლად ასეც არაა საქმე როგორც გვიხატავ.
როცა მე ჩემი რწმენა მაქვს და მყარად ვდგავარ, როგორ უნდა მომხიბლოს ქანდაკების დანახვამ?

მაგ ბარის გახსნით და ბუდას ქანდაკების დადგმით მათ რელიგიას არავინ გვტენის ცხვირში.
ძაან ხელგაშლილები რომ ვართ ნატოსა და ევროკავშირისაკენ, იმ ქვეყნებში ნაირ-ნაირი მსგავსი ბარები რომაა ის თუ იცით?


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

30 გვერდი V « < 10 11 12 13 14 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th July 2025 - 07:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი