IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

30 გვერდი V « < 20 21 22 23 24 > »   
Closed TopicStart new topic
> "ბუდა ბარის" მშენებლობა რიყეზე, წმიდა ადგილზე.
ნაინა
პოსტი Nov 30 2010, 04:30 PM
პოსტი #421


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



.zakaria.
ციტატა
აქაც ეგრეა ,ოღონდ შენი მეზობელი დარეკავს,მერე მოვლენ სახლს გადაჩხრიკავენ,გლდანში შეგასახლებენ,მაგრად გაგატყავებენ და ეგეც შენი მთავრობის ბიზნესი

არა, აქ ოფიციალურად, სახელმწიფო დონეზეა ეგა.

თითს ვერავინ დაგაკარებს. კონტრაქტს გიფორმებენ.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Dec 2 2010, 08:17 PM
პოსტი #422


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=21342&ct=17
ესენი თურმე პროექტსაც არ აჩვენებენ რა კეთდება


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Dec 2 2010, 09:06 PM
პოსტი #423


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



მოდი აქაც დავწერ ამას:

სამშაბათი _ 7.12.10 _ "რიყეზე "ბუდა ბარი"-ს მიზანშეწონილობის შესახებ" საუბარს წარმართავს წმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ბიძინა გუნია. (18:00 სთ.)
სამების ახალგზარდულ ცენტრში ჩატარდება


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Dec 2 2010, 11:00 PM
პოსტი #424


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



არვიცი
ყოველშემთხვევაში იმისთვის რომ სხვის კულტურას ვეზიარო ცოტა გაუგებარია რელიგიური მომენტი, ბუდას ქანდაკება რა აუცილებელი ატრიბუტია, ქართულ რესტორნებში ხატები ვფიქრობ არ გვხვდება,.. და ცოტა ძალადობას გავს..
თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ამ ტერიტორიაზე უამრავი სხვა კონფესიის ტაძარია ამაზე განგაშის ატეხვა შეიძლება ცოტა არაადეკვატური გამოჩნდეს?
თუმცა ყველა ასეთი დაწესებულების არსებობა ამრავლებს საცდურს, და არაა სასურველი, სხვა კონფესიის ტაძარში იმდენი არ შევა რამდენიც ბარში ალბათ..
კარგი იქნებოდა ქრისტიანულ მსოფლმხედველობის ხალხი სახელმწიფოს სათავეში, და სხვა რელიგიების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების ზომიერების ფარგლებში არსებობის ბერკეტი , მართლმადიდებლური ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა..
ნუ რადგან ეს არ ხდება ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა როცა მისი უფლებაა და რელიგიური გრძნობები დათრგუნული, თუმცა ამ შემთხვევაზე ცოტა ძნელია რამის თქმა..

ქრისტიანული დამოკიდებულება ამ სკითხის მიმართ ნიშნავს ქრისტეს დამოკიდებულებას, და მგონი ცალსახად უარყოფითია,..
როცა ვნახეთ ჯვარცმა, ვნახეთ წამება, ვნახეთ აღდგომა - ბუდაბარს ჭკუათმყოფელი ღიმილით ვერ შეხვდება, პირიქით ტკივილია როგორც სხვა ასეთი ბევრი მოვლენა რაც ხდება..
მაინც ძნელია განსაზღვრა როდის ღირს ხმის ამოღება, სად არის ზღვარი..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Dec 2 2010, 11:01 PM
პოსტი #425


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ესაა სტატია "კვირის პალიტრაში" ვაკოპირებ იმიტომ, რომ მთლიანად ვეთანხმები. პრინციპში მსგავსი რამ მეც დავწერე უკვე აქ; მაგრამ აქ უფრო გარკვევით წერია ჩემი აზრი (მართალია, სხვისი დაწერილი, მაგრამ მაინც)



"აქ უნდა აშენდეს ტაძარი და მოედანს დაერქვას ასი ათასი მოწამის სახელი"
ცოტა ხნის წინ პარიზში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ცნობილი ბრენდ-რესტორნის "ბუდა ბარის" საქართველოში გახსნის შესახებ. თბილისური "ბუდა ბარი" რიყეზე აშენდება და 1400 კვადრატულ მეტრს დაიკავებს.

15 წლის წინ პარიზში გახსნილ "ბუდა ბარს" უკვე რამდენიმე ფილიალი აქვს მსოფლიოს დიდ ქალაქებში და გართობისა და დასვენების ლუქსკლასის კატეგორიას განეკუთვნება.

17 ნოემბერს პარიზში თბილისური "ბუდა ბარის" გახსნის თაობაზე ოფიციალურ შეთანხმებას წინ უძღოდა 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს პატრიარქის მიერ გაკეთებული მინიშნება, რომ რიყეზე ბუდას ქანდაკება არ უნდა დაიდგას.

მეტეხის ხიდთან, იქ, სადაც საუკუნეების წინ ასი ათასი ქართველი ქრისტეს რჯულისთვის ეწამა, მათი ხსენების დღეს უკვე მესამე წელია, ტრადიციული მსვლელობა ეწყობა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. 13 ნოემბერსაც მრევლი წმინდა ადგილისკენ დიდუბის პანთეონიდან, ვაკის პარკიდან, სპორტის სასახლიდან და მეტროსადგურ "ისნიდან" წამოვიდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა და შემდეგ მრევლს მიმართა. მეტეხის ხიდი ის ადგილია, სადაც თბილისის ისტორია ყველაზე უკეთესად იკითხება. აქ აწამეს ჯალალედინის ბრძანებით ასი ათასი ქართველი იმის გამო, რომ მათ უარი არ თქვეს ჭეშმარიტ რჯულზე და ხიდზე დადებულ ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატებს შეურაცხყოფა არ მიაყენეს. ამ დღეს მრევლს აქ ყვავილები მოაქვს და წმინდანების პატივსაცემად მტკვარს ატანს.

მიუხედავად პატრიარქის მინიშნებისა, 17 ნოემბერს თბილისში "ბუდა ბარის" გახსნაზე ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოეწერა და თბილისში საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო: ერთი ნაწილი ამბობს, რომ დედაქალაქში, თანაც რიყეზე, ბუდას ქანდაკების დადგმითა და მისივე სახელობის რესტორნის გახსნით არაფერი დაშავდება, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ წმინდა ადგილზე, სიონის საკათედრო ტაძრის წინ ბუდას აღმართვა დაუშვებელია.

"ბუდა ბარის" გახსნას არა მარტო თბილისში, ჯაკარტაშიც ეწინააღმდეგებოდნენ. ბუდისტებისთვის მიუღებელია მათი ღმერთისა და რელიგიური ატრიბუტიკის გასართობ და კვების დაწესებულებაში გამოყენება. ჯაკარტის მერის ქალიშვილის გადაწყვეტილებას, "ბუდა ბარი" გაეხსნა, მწვავე პროტესტით უპასუხეს ბუდისტმა სტუდენტებმა. მათ სასამართლოშიც კი იჩივლეს და გაიმარჯვეს. თუმცა, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ "ბუდა ბარს" სახელი შეუცვალეს, შინაარსი კი ბუდას ქანდაკებასთან ერთად უცვლელი დარჩა.

რატომ არ უნდა დაიდგას რიყეზე ბუდას ქანდაკება და რატომ უნდა გაიხსნას თბილისის სხვა ტერიტორიაზე "ბუდა ბარი", ამის შესახებ კარის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ფირცხალაშვილი გვესაუბრება:

"ქრისტიანობის გარიჟრაჟზე წირვა-ლოცვები ტარდებოდა მოწამეების საფლავებზე. ამიტომაც ისრაელში, სადაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, კერპის ქანდაკება და საკერპოები დადგეს, ქრისტიანები რომ არ მისულიყვნენ სალოცავად. ახლა იგივე კეთდება თბილისში. "ბუდა ბარი" რესტორანია და იმ რესტორანში თუ ვინმეს ვიღაცის ან რაღაცის ქანდაკება უდგას, მისი ნებაა, მაგრამ

მე ის მაოცებს, თბილისის მერი რომ ამბობს ტელეეთერში, ჩვენს დედაქალაქში "ბუდა ბარი" გაიხსნება, რადგან ტოლერანტები ვართო. რა შუაშია ტოლერანტობა რესტორანთან?

ჩინურ, ტაილანდურ და სხვა რესტორნებს კიდევ ერთი უცხოური თუ მიემატება, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, მაგრამ როგორც თბილისის მერი ბრძანებს, ის ეტოლერანტება თბილისში არა ახალი რესტორნის, არამედ ბუდისტური ტაძრის გახსნას. ვიმეორებ, რა შუაშია რესტორანი და ტოლერანტობა? ანუ ეს სინამდვილეში რესტორანი არ არის? თუ ეროვნული მთავრობა ხარ და ერის გაზრდა გსურს, რიყე ისე უნდა მოაწყო, რომ ყველამ, შინაურმა თუ ტურისტმა, შეიტყოს, როგორი ხალხი გვყავდა: სარწმუნოებისთვის თავგანწირული, ხატს ფეხს არ აბიჯებდა.

ეს უბრალოდ ხატზე დაბიჯება კი არა, საკუთარი თავის, ინდივიდუალიზმის შენარჩუნება იყო. კვდებოდნენ, მაგრამ ამ სიკვდილით იმარჯვებდნენ სწორედ სიკვდილზე. სტუმარს უნდა აუხსნა, რატომ გაწირა იმ ხალხმა თავი, რისთვის, ბნელები და ბრმები კი არ იყვნენ, როგორც დღეს ზოგიერთი ათეისტი მოთქვამს, არამედ არ დამდაბლდნენ იმ ხროვამდე, რომელიც ველური პრინციპების თავს მოხვევას ცდილობდა ქართველებისთვის.

"ბუდა ბარით" რას გააკვირვებ ტურისტს? მგონი, 15 ქვეყანაში ჰქონია ამ კომპანიას რესტორნების ქსელი. ამ გადამღერებულის გადმოტანა რად გინდა? შენი გააკეთე, ძლიერი, მისაბაძი. აი, ასი ათასი მოწამის ამბავს რომ მიაწვდი, თანაც გასაგებად და მის არსზე დააფიქრებ, ეს იქნება საინტერესო. თუ ძალიან უნდათ ეს რესტორანი, "ბუდა ბარი" სხვა ადგილზე გახსნან. რიყიდან ხომ აყარეს რესტორნები, აქ მაგათი ადგილი არ არისო. ვეთანხმები, არც "ბუდა ბარის" ადგილი არ არის რიყეზე.
სამწუხაროდ, მე არაფერი მიკვირს ამ ვითომ სემინარიადამთავრებული მთავრობის წევრებისგან. მაგათი სულიერი სახე მაშინ გამოჩნდა, გინესის წიგნში შესასვლელად საცივი და გრანდიოზული ხაჭაპური რომ გააკეთეს მძიმე მარხვაში.

ეს უსახური სანახაობაც რიყეზე მოაწყვეს. დავფიქრდეთ, რატომ? არსებობს ადგილები, სადაც განსაკუთრებით ებრძვის ერთმანეთს ბოროტი და კეთილი. ასეთი ადგილი საოცარი მადლის მქონეა. იქ არის ბრძოლის ველი, სადაც შენი საქციელით, ლოცვითა და სათნოებით უნდა გაიმარჯვო. მე სიამოვნებით მივაწვდი მათ იდეას: 13 ნოემბერს აღვნიშნოთ თბილისობა. ასი ათასმა თბილისელმა რომ უარი თქვა მონობაზე, ეს არის საზეიმო.

- თქვენ დიდი ხანია ევროპის მოედნის სახელწოდებაზეც გაქვთ იდეა.
- დიახ, მოედანს ევროპის სახელი რომ დაერქვა, მრევლმა მოისურვა მისი გადარქმევა და ასი ათასი მოწამის სახელის მინიჭება. ხელმოწერებიც გაკეთდა და მერიაში შევიტანეთ, მაგრამ ამაოდ. ჩვენ არ მოგვითხოვია ნიშნის მოგებით არაფერი, ვხსნიდით თხოვნის არსს, რომ გააზრებული ყოფილიყო ამ ადგილზე მომხდარი უდიდესი ისტორიული და რელიგიური მოვლენის არსი და იმის გათვალისწინებით შეერჩიათ მოედნისთვის სახელი.

ასი ათასი კაცის მოწამეობის ადგილს რომ ევროპის მოედანს არქმევ, ჩანხარ, ვინც ხარ, ფესვიდან მოწყვეტილი, რომელიც ისტორიას არც ცნობს და არც იაზრებს კონკრეტული მოვლენების არსს.
ნებისმიერ ქვეყანასა და ქალაქს ასეთი ფაქტი რომ ჰქონდეს, ეს იქნებოდა მისი სავიზიტო ბარათი. ამაზე უარის თქმა და დაუნახაობა იმას ნიშნავს, რომ ქართული ღირებულებები არ მოგწონს.

ამაზე არ გაამახვილა ხალხმა ყურადღება და ამიტომაც ახლა ბუდას ქანდაკებას დაუდგამენ, მერე კიდევ რა იქნება, კაცმა არ იცის. აქ უნდა აშენდეს ტაძარი და მოედანს დაერქვას ასი ათასი მოწამის სახელი - მეტი რა უნდა გითხრას მოძღვარმა, ჭიდაობას ხომ არ დაგიწყებს?

ეკა ლომიძე


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Dec 2 2010, 11:19 PM
პოსტი #426


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



იმედია ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრის ჩანაწერიც დაიდება ამ თემაში.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Jood
პოსტი Dec 3 2010, 11:28 PM
პოსტი #427


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 29-October 10
მდებარ.: HIPPIE LAND
წევრი № 9,737



არ მესმის აგრესიაზე და ყველაფერში ცუდის დანახვაზე რატომ ხართ ადამიანები გადასულები

მე პირადად ძალიან მაინტერესებს ბუდიზმი და უნივერსიტეტში მაგ საგანს ვსწავლობდი კიდევაც

რა შუაშია აქ ბოროტება და ღვთის გმობ ა და ერის შეურაცყოფა და ჯოჯოხეთისკენ გაქანებები და მსგავსი სისულელეები!

ვისაც უნდა ის ისედაც მისდევს ბუდას მოძღვრებას და ვისაც უნდა საერთოდ მუსლიმია!

ჯერ ერთი რო ბუდიზმი რელიგია არ არის და ვინც არ იცის ეგებ ცხოვრებაში რაღაც მაინც წაიკითხოს. მას აქვს საკმაოდ დიდი ფილოსოფია რომელიც არა ღმერთზე არამედ ზოგადად ადამიანზეა.

ბუდას 10 წესი თითქმის ედენტურია 10 მცნებისა. ისიც გეუბნება არ მოიპარო, არ მოკლა ვინმე, არ მოინდომო იმაზე მეტი, ვიდრე სიცოცხლისთვის გჭირდება, დაეხმარე გაჭირვებულებსო. სად ხედავთ აქ მკრეხელობას მითხარით!

რომელია ეხლა "ბოროტების მსახური" ბუდიზმის მიმდევარი, რომელიც ხორცსაც კი არ ჭამს იმიტომ რომ ის ხორცი ცოცხალ არსებას ეკუთვნოდა, თუ ის "მღვდელი" რომელიც ბავშვს ასისხლიანებს - როგორ გაბედე და ერთობიო?!

თვალები გაახილეთ და რაღაც მაინც წაიკითხეთ ელემენტარული ცოდნა რომ გქონდეთ ზოგიერთ საკითხში!

დგანან აქ ვიღაც-ვიღაცები და გაჰყვირიან მჯუღს ვირტყამ გულზეო ქართველი ვარო და აპირებენ ქართველები გადაასახლონო!
წადი და თუ ქართველი ხარ და ეგრე გაღელვებს ქართველი ერი, მიდექი და მიამრავლე!

აუტანელია ყველაფერში ცუდის დანახვა, სასტიკი პესიმისტია ზოგიერთი თქვენგანი!!!

ღმერთი გეუბნება გიყვარდეს და სათნო იყავიო თორე ცეცხლით და მახვილით უცებ გადაწყდება ყველაფერი [მაგრამ რომში მაინც ასე შევიდა ქრისტიანობა : ) ]

როგორ მიხარია, რომ ზოგიერთი თქვენგანივით მეც ბეჭედი არ მაქვს დასმული რომ სოციუმის წევრი უნდა ვიყო, იმედია იქნებიან აქ ჩემნაირებიც

და ბოლოს

როდის იხსნება ბუდა ბარი? ერთ ერთი სტუმარი მე ვიქნები, იმედია ლიტერატურაც ექნებათ შესაბამისი რომ ბევრი რამ გავიგო უფრო ....


ციტატა(neo @ Nov 28 2010, 03:28 PM) *

იცით თუ არა რომ სააქართველოში ახალგაზრდობის 90%-ი ნარკომანია ?

შენ რატომ არ ხარ "ნარკომანი"?


--------------------
I am the SASH of BLUES
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Dec 3 2010, 11:37 PM
პოსტი #428


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



lingvo
მმ.. იწერენ იმ საუბრებს?

თუ წავედი... ციფრულს წავიღებ და ჩავიწერ იმით ვიდეოს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 3 2010, 11:49 PM
პოსტი #429


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



აკაკი
როდისაა?

Jood
შენს პოსტს ქვია აქეთ ყრუ და იქეთ ყრუ.
რაღაც საერთოდ რა შუაშია მაგალითები მოგყავს, ემოციები და ემოციები.

მაგრამ შენი პოსტი სულ არ მიკვირს, აქ დაწერილი ჩემი ნაცნობი ადამიანების პოსტებიც არ მიკვირს, არადა ხანდახან მეგონა, რომ მიკვირდა... და საერთოდ არავისი სულიერი მდგომარეობა არ მიკვირს, ცუდ დღეში რომ ვხედავ. ჩემთვის ნაცნობია.

რა გაყვირებთ, ამას ვერ ვიგებ.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Dec 3 2010, 11:50 PM
პოსტი #430


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



kato_Bato
სამშაბათს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Jood
პოსტი Dec 3 2010, 11:58 PM
პოსტი #431


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 29-October 10
მდებარ.: HIPPIE LAND
წევრი № 9,737



ციტატა(kato_Bato @ Dec 3 2010, 11:49 PM) *



რა გაყვირებთ, ამას ვერ ვიგებ.

რა აყვირებთ მაგას მეც ვერ ვიგებ -))
და მგიტომ დავწერე იმხელა ვეფხისტყაოსანი [ეხა ამაზე დამიწერენ შე მკრეხელო ვეფხისტყაოსანი ამაოდ როგორ მოიხსენიეო -))) ]


--------------------
I am the SASH of BLUES
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 4 2010, 12:01 AM
პოსტი #432


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



Jood
ვაიმე, მადლობა რომ არ დამცოფე, შიშში ვარ მაშასადამე biggrin.gif

ყველა არ ყვიროდა, ზოგი ფიქრობდა და ისე წერდა.. რა ვიცი biggrin.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Jood
პოსტი Dec 4 2010, 12:03 AM
პოსტი #433


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 29-October 10
მდებარ.: HIPPIE LAND
წევრი № 9,737



ციტატა(kato_Bato @ Dec 4 2010, 12:01 AM) *

Jood
ვაიმე, მადლობა რომ არ დამცოფე, შიშში ვარ მაშასადამე biggrin.gif

ყველა არ ყვიროდა, ზოგი ფიქრობდა და ისე წერდა.. რა ვიცი biggrin.gif

არა ეხა... წერის დროს მეც ვფიქრობდი შიფტზე როდის უნდა დამეჭირა კაცო unsure.gif


--------------------
I am the SASH of BLUES
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 4 2010, 12:07 AM
პოსტი #434


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(Jood @ Dec 4 2010, 12:03 AM) *

არა ეხა... წერის დროს მეც ვფიქრობდი შიფტზე როდის უნდა დამეჭირა კაცო unsure.gif

smile.gif biggrin.gif

..ყველას მოსწონს რასაც სწავლობდა, მე რატომ არ მომწონს, ნეტა, ისლამი...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Jood
პოსტი Dec 4 2010, 12:08 AM
პოსტი #435


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 29-October 10
მდებარ.: HIPPIE LAND
წევრი № 9,737



ციტატა(kato_Bato @ Dec 4 2010, 12:07 AM) *

smile.gif biggrin.gif

..ყველას მოსწონს რასაც სწავლობდა, მე რატომ არ მომწონს, ნეტა, ისლამი...

ენა არ მოგწონს ეტყობა შენ და იმიტო

და თუ არ მოგწონდა რატო სწავლბდი blink.gif

აა აღმოსავლეთმცოდნეობა გაქ სპეციალობად და ვინუჟდენი ხარ ხო? [არ დამწყევლოთ ეგ სიტყვა "ჟარგონია" ეგეთი]


--------------------
I am the SASH of BLUES
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Dec 4 2010, 12:09 AM
პოსტი #436


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



რთულია?
laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif




პ.ს. ყველას არ ეხება a075.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 4 2010, 12:15 AM
პოსტი #437


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Jood
ციტატა
რომელია ეხლა "ბოროტების მსახური" ბუდიზმის მიმდევარი, რომელიც ხორცსაც კი არ ჭამს იმიტომ რომ ის ხორცი ცოცხალ არსებას ეკუთვნოდა, თუ ის "მღვდელი" რომელიც ბავშვს ასისხლიანებს - როგორ გაბედე და ერთობიო?!



ასისხლიანებს, რომ ბრჭყალებში ჩაგესვა, არ იქნებოდა ურიგო.
მღვდელი და ბრჭყალი, ვერ გავიგე რაღაც...
გართობის გამო დასისხლიანება რაღაც სიახლეა.




ციტატა
რომელია ეხლა "ბოროტების მსახური" ბუდიზმის მიმდევარი, რომელიც ხორცსაც კი არ ჭამს იმიტომ რომ ის ხორცი ცოცხალ არსებას ეკუთვნოდა,


დამღალა ბუდისტების ჰუმანიზმმა.
მე რამდენადაც მახსოვს, სქონლის ხორცს არ ჭამენ და რამდენადაც მახოვს, ამის საფუძველი ის არს, რომ ძროხას ლამის აღმერთებენ.

მე ამ თემით რამდენადაც მივხვდი, რიყესთვის რელიგიურ-ისტორიული დატვირთVის მიცემა აქვთ განზრახული. მე მგონი ეს ცუდი იდეა არ იქნება. ხომ შეიძლება ერთი მცირე მონაკეთი არ იყოს დატვირთული თუნდაც ქართული წარმოშობის ბარებისგან და მხოლოდ რელიგიური-ისტორიული ძეგლები იდგას...

რაც შეეხება ბუდა ბარს, მოკლედ, აღარ შემიძლია...

მე ბუდას არ ვიცავ!!!!!!!!!!!!!!!!!!! არ მინდა, რომ საქართველოში გაიხსნას დაწესებულება ბუდას ქანდაკებით, მაგრამ ზოგადად სხვისი კულტურის მხოლოდ სანახაობად წარმოჩენის დიდი მოწინააღმდეგე არა ვარ, მაგრამ არც იმის მომხრე ვარ, რომ სადმე გამაბრუებელი საშუალებების მიღების კიდევ ერთი კერა გაიხსნას. არადა, ბუდა ბარის ახლოს მცოდნეები ამას ამტკიცებენ...

ამასთან, მგონა, რომ განგაშის ატეხვა ვიცით მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და პორცესი შეუქცევადა!!!!!!!!! გარდა ამისა, მეჩვენება, რომ (ამ შემთხვევას არ ვგულისმობ) მეორეხარისხოვანზე,(ასე ვტქვათ მცირე საკენკზე) მიდის აქცეტი ყოველთვის. მნიშვნელოვანზე დუმილია sad.gif ყველგან!!!

ციტატა
წადი და თუ ქართველი ხარ და ეგრე გაღელვებს ქართველი ერი, მიდექი და მიამრავლე!



ეს კარგი იდეაა, იმედია, თავად, მრავალშვილიანი ხარ ან იქნები.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 4 2010, 12:23 AM
პოსტი #438


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(Jood @ Dec 4 2010, 12:08 AM) *

ენა არ მოგწონს ეტყობა შენ და იმიტო

და თუ არ მოგწონდა რატო სწავლბდი

აა აღმოსავლეთმცოდნეობა გაქ სპეციალობად და ვინუჟდენი ხარ ხო? [არ დამწყევლოთ ეგ სიტყვა "ჟარგონია" ეგეთი]



შენ ნამეტანი წინგიერი ჩანხარ, აი smile.gif))
ესეც ახალი მიმდინარეობაა, რასაც მოგვწონს იმას რომ ვსწავლობთ, ზოგადად მოგვიტანა უცხოეთმა, სადაც არ ვყოფილვართ, ან ჩვენი მეზობელი ყოფილა, ან სერიალის გმირი იქცეოდა ასე, ვსპიშკის დროს, იწეყბდა ახალ ცხოვრებას.
უნივერსიტეტიდან რომ წამოხვალ, აღმოსავლეთმცოდნე, იმიტომ რომ იდეოლოგია არ მოგწონს, დიდი დიდი აზია აფრიკაში დაამთავრო სირბილი biggrin.gif
იმავე იდეოლოგიასთან ხელის ჩამორთმევით.

ციტატა(მაკუნა @ Dec 4 2010, 12:09 AM) *

რთულია?

პ.ს. ყველას არ ეხება a075.gif

ნი ტუდა პაპალა, მაკუნა მგონი biggrin.gif

ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 4 2010, 12:15 AM) *



დამღალა ბუდისტების ჰუმანიზმმა.


biggrin.gif

მე ის მიკვრის ხოლმე, საზოგადოებას უჭირავს ხელში უზარმაზარი ფარი და თავს იცავს მართლმადიდებლობისგან.
ამ ფარზე ზოგს ბუდა ახატია, ზოგს დაპრუწული ტუჩები და ზოგს რაღაც, იდეა, რის გამოც ურჩევნია ერთი რელიგია და ერთI ისტორია მოაქციოს შეშლილ მღვდელში და ისტორიის წიგნში, რომელიც წესიერად ჯერაც არ გადაუშლია.

არა, პრინციპში არ მიკვირს, ისე ვწერ ხოლმე, სიტყვის მასალად.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Dec 4 2010, 12:23 AM
პოსტი #439


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა

წადი და თუ ქართველი ხარ და ეგრე გაღელვებს ქართველი ერი, მიდექი და მიამრავლე!

აუ ეს საუკუნის ფრაზაა. laugh.gif ნებისმიერი გაბრაზებული ადამიანისათვის პროტესტის გამოხატვის საუკეთესო გზა იპოვა ამ ადამიანმა biggrin.gif biggrin.gif
გაგაბრაზა ვინმემ? რა პრობლემაა, წადი და იმრავლე laugh.gif
ცოტა ხანში ოპოზიცია გახდება მთელი საქართველო, რადგან გაბრაზებული ოპოზიციონერები მიტინგის ჩატარების ნაცვლად წავლენ და იმრავლებენ laugh.gif laugh.gif
ჰე ბიჭო გვიშველა აი ადამინმა, საბოლოოდ გადაჭრა დემოგრაფიული პრობლემები laugh.gif laugh.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 4 2010, 12:29 AM
პოსტი #440


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ერთი ოფი შემინდეთ და, სხვა საიტზე მინდა შესვლა, რატომღაც მხოლოდ ჩვენს ფოუმს მიხსნის, ეს სასწაულია და ჩვენმა მარხვამ და გაზლიერებულმა ლოცვამ გამოიწვია,თუ ტექნიკური ხარვეზები ჩვენს ფოურმზე არ ვრცელდება?

პს, თქვენ შედიხართ სხვა საიტებზე?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

30 გვერდი V « < 20 21 22 23 24 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th July 2025 - 12:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი