IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Closed TopicStart new topic
> მოძღვარი, ღვთის მსახური და მრევლი, ხალხის მათთან და მათი ხალხთან დამოკიდებულება
bajajuna
პოსტი Feb 10 2007, 01:57 AM
პოსტი #21


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 51
რეგისტრ.: 24-January 07
მდებარ.: ს ა ხ ლ ი
წევრი № 908



აზრი აზრია მარა განსჯაში არ უნდა გადადიოდეს თორე აზრი ყველას გვაქ და ყველა დავაფიქსირებთ ჩვენ აზრებს მარა შევცვლით რამეს ამ აზრებით უბრალოდ ერთმანეთის ააზრი გვეცოდინება მარა იმ ხალხს ხო დახმარება სჭირდებათ აზრის დაფიქსირებას არაფერი უნდა....


--------------------
ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაოა.ჭეშმარიტად რამეთუ ყოველივე ამქვეყნიური ამაო და წარმავალია.მხოლოდ უფალია მარადის და ყოველივე მისით სულდგმულობს და მას ადიდებს

"იყავით არა "უგუნურნი", არამედ ბრძენნი, გაუფრთხილდით დროს, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან"

"სიმდაბლე არის ქმნილებათა უსათუო სათნოება, რამეთუ მხოლოდ ღმერთს შეჰფერის დიდებულება"

"ნუ განიკითხავ მოყვასს: მისი ცოდვა ცნობილია შენთვის, ხოლო სინანული არა.

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 10 2007, 12:05 PM
პოსტი #22


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მნათე
ციტატა
აღსარების დროს საერთოდ არ მცხვენია, მოძღვრის

შენ საერთოდ თუ გრცხვენია ვინმესი ან რამესი? rolleyes.gif rolleyes.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tika_tika
პოსტი Feb 10 2007, 12:29 PM
პოსტი #23


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,023



ალბათ მოძღვარზეც არის დამოკიდებული როგორი ურთიერთობა გაქვს.მე პირადად არასდროს არ მქონია ის მომენტი რომ ჩემს მოძღვართან რამის თქმა მომრიდებოდა.იმიტომ კი არა რომ მე არ ჩმიდენია ისეთი ცოდვა რომლის თქმაც გამიჭირდებოდა არა უბრალოდ როცა მოძღვარს ელაპარაკები უნდა კარგად გააცნობიერო რომ შენ იმ დროს უფლის წინაშე აღიარებ შენს ცოდვებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr_morrison
პოსტი Feb 10 2007, 02:52 PM
პოსტი #24


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



ციტატა
სინანულის გრძნობის იძულება მიწევს


მეც ეგრე ვარ. საშინელებაა როდესაც შენს ცოდვაზე ფიქრობ და ამ დროს გულში სინანულს ვერ გრძნობ, არადა გონება გიმოძრავებს და უღირსობის გრძნობას უფრო ამძაფრებს, მაგრამ სამწუხაროდ სინანული ძნელი მოსაპოვებელია sad.gif


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Feb 10 2007, 10:02 PM
პოსტი #25


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



რას ქვია იძულება ხალხნო .... ალბათ არ გაწუხებთ იმიტომ რომ არ სჩადით ცუდს.... იძულებითი არაფერი არ არის კარგი პირიქით ცუდიცააა.... არ გინდათ მიენდეთ გულს ის გეტყვით....მოუსმინეთ გულს

QUOTE(van111 @ Feb 9 2007, 10:54 PM) *

მეც გეთანხმები ლელა, გაგახაროს ღმერთმა და გაგაძლიეროს.... smile.gif



მადლობა... შენც გაგაძლიეროს ღმერთმა ....და დაგიფაროს


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Feb 11 2007, 01:01 AM
პოსტი #26


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



ციტატა
რას ქვია იძულება ხალხნო .... ალბათ არ გაწუხებთ იმიტომ რომ არ სჩადით ცუდს.... იძულებითი არაფერი არ არის კარგი პირიქით ცუდიცააა.... არ გინდათ მიენდეთ გულს ის გეტყვით....მოუსმინეთ გულს

იძულება მართლა არაპერ შუაშია მარა არ გქონია ისეთი გრძნობა რომ ცჰაიდინე ცოდვა და ვერ გრძნობ ამ ცოდვის მიმართ სინანულს sad.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Feb 12 2007, 12:49 AM
პოსტი #27


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



სინანული უნდა იყოს ბუნებრივი ანუ შენ გულწრფელად უნდა ნანობდე შენს საქციელს და ეს გრძნობაც შენგან დამოუკიდებლად უნდა წარმოიშვას და არა იძულებით! ანუ თუ სინანული იძულებითია ( შენ ნანობ შენს საქციელს იმიტომ რომ იცი ასეა საჭირო და არა იმიტომ რომ ეს შენიდან , შიგნიდან მოდის) ეს უკვე რაღაც განსხვავებულია და შორს დგას იმ ჭაშმარიტი სინანულისგან , რასაც ცნობიერად შევიგრძნობთ ხოლმე , როცა ვცდებით თუნდაც ყოველდღიურ ურთიერთობაში smile.gif
გფრავდეთ უფალი !!!


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
misheli
პოსტი Feb 14 2007, 10:55 PM
პოსტი #28


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 44
რეგისტრ.: 9-January 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 835



მნათე
სირცხვილის გრძნობა თუ არ გაწუხებს რისთვის აბარებ ახსარებას?სხვას კარგად განიკითხავ ეს მაგრად გეხერხება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Feb 14 2007, 11:00 PM
პოსტი #29


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



misheli
შენ სულ ცრემლებად იღვრები უფლის წინაშე?... biggrin.gif და შენ რომ ეხლა მნათეს განიკითხავ? blink.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2007, 05:22 PM
პოსტი #30


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბავშვებო, ეს ჩვენი მამა ანდრიას სიტყვებია, რომელიც მე მითხრა (პრობლემა მქონდა, აღსარებაში ერთ ძველ, ადრე მონანიებულ ცოდვას ვერ ვამბობდი და მამა ანდრიას მივმართე რჩევისთვის):

"აღსარებაზე აღიარებას პირველ რიგში ღმრთის შიში სჭირდება. შემდეგ მოძღვრისადმი ნდობა და აუცილებლად მცდელობა ცოდვასთან ბრძოლისა. ცოდვა არასოდეს უნდა გვეგონოს მოკვეთილი, სანამ ამ ქვეყანაზე ვართ. და კიდევ, როცა მრევლი ცოდვის აღიარებით მოდის, მოძღვრისთვის ის უფრო ახლობელი ხდება, თუ რათქმაუნდა არ ამართლებს მას. საშინელ სამსჯავროზე ხომ ისედაც ყველაფერი განცხადდება. ბოროტი ბადებს ცრუ სირცხვილს, რათა ბოლოს შეგვარცხვინოს."

ამ სიტყვებით დიდი სულიერი სარგებელი მივიღე და ის ცოდვაც ამოვთქვი აღსარებაზე.. smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 16 2007, 12:46 AM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მოკლედ სიტუაცია ასეთია, ეჭვი მაქვს მიშელმა ვერ/არ გაიგო რა ვთქვი smile.gif მე აღსარებისას ცოდბევის განდობისა არ მრცხვენია მოძღვრისთვის.. ეს ღვთის წყალობაა ჩემი აზრით, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან მცირე მაქვს სინანული უფლის მიმართ... sad.gif ვისაც 'განცდა თვისთა ცოდვათა მიეცა', ბედნიერია... არა მგონია მიშელი ამ კატეგორიას მიეკუთვვნებოდეს, რადგან როცა თავად გტკივა სხვას იგივესთვის არ განიკითხავ wink.gif უბრალოდ რაღაც დაგროვილი ამოისროლა smile.gif

ხო კიდევ, სანამ სხვის თვალში ბეწვის ძებნას დავიწყებთ, იქნებ თავად ამოვიღოთ ჩვენიდან დირე? ელემენტარულად რომ არ ამოვჩიჩქონოთ თვალი biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Apr 3 2007, 01:45 PM
პოსტი #32


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ეს ძალიან ფაქიზი თემაა, რადგან ადამიანის სულის მოძრაობას ეხება.
მივეხმაროთ ერთმანეთს, ნუ "ვასწავლით ჭკუას" ... უბრალოდ მოვისმინოთ და მივეხმაროთ ტაძრამდე მისვლაში და ერთმანეთის შეცდომებზე ვისწავლოთ.

ადამიანებს ხშირად ყველაზე ძალიან გვიჭირს ნამდვილ ტკივილზე ლაპარაკი, აღსარებაც ამიტომ არის ზოგისთვის ასეთი ძნელი, ამიტომ კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ ერთმანეთს გულისყურით მოვუსმინოთ და თანავუგრძნოთ, ნუ ვიქნებით ისეთები", ტაძრის კართან რომ დგანან და შიგნით არავის უშვებენ ", ნუ ვიქნებით "საკუთარი თავისა და ჭკუის დიდად მინდობის" ცოდვაში...

აქვე მოვიყვან მამა დავითის პასუხს ერთერთი ფორუმელის კითხვაზე, მოძღვართან ვერ ვიხსნებიო რომ წერდა.
მინდა მამა დავითის დამოკიდებულება იყოს მაგალითი ყველა ჩვენგანისთვის.

ციტატა
ღმერთმა დაგლოცოს!

შვილო, ყველაზე დიდი მეგობარი და მესაიდუმლე ამ ქვეყანაზე, შენი მოძღვარია!
ნუ გეშინია შვილო, შენ მოძღვართან საუბრისა, რადგან ყველაზე უკეთ ის გაგიგებს და კი არ განგიკითხავს, არამედ მოგიტევებს და საუკეთესო რჩევა-დარიგებას მოგცემს.
ხოლო იმის გამო, რომ ის თქვენი ოჯახის ახლობელია და ეს გაბრკოლებს, უმჯობესია ამ ბრძოლას აჯობო და მასთან გაიხსნა. თუ ამას ვერ შეძლებ, მაშინ სხვა მოძღვართან მიდი და გულწრფელი აღსარება ჩააბარე, რადგან არაფერი ისე არ ამძიმებს ადამიანის სულს, როგორც მოუნანიებელი და შეუნდობელი ცოდვა.

უფალმა გაგაძლიეროს!!


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 3 2007, 01:47 PM
პოსტი #33


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კატო, თუ შესაძლებელია ის პოსტებიც გადმოიტანე რაც ეჭვიანობაში გვაქვს

უფრო კარგად განვაგრძობთ საუბარს


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Apr 3 2007, 01:49 PM
პოსტი #34


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ადმინი მოვა და მომეხმარება, ვერაფრით გადმოვიტანეsad.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2007, 01:56 PM
პოსტი #35


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აღსარებისთვის მომზადებულნი უნდა მივიდეთ. ეს საიდუმლო უნდა აღვასრულოთ ისე, თითქოს იგი იყოს ჩვენი უკანასკნელი, სიკვდილის წინა აღსარება.

აღსარებას თვით უფალი იესო ქრისტე იღებს. იგი უხილავად ესწრება ამ საიდუმლოს, მღვდელი კი არის მოწმე და ადამიანისადმი ღვთის დიდი მოწყალების გამოვლენის საიდუმლო აღმსრულებელი."

ილია II


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Apr 3 2007, 01:58 PM
პოსტი #36


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



მეც გეთანხმები, ყველაზე დიდი მესაიდუმლე, მეგობარი და მოძღვარია :მამაო , მისნაირად ვერავინ გაგიწევს დახმარებას, ვერავინ განგიკურნავს სულიერ იაერებს, არავის სიტვები ისე არ დაგედება გულზე მალამოდ

მაგრამ საქმე იმაში კი არ არის რომ გინდა მოძღვართან 1 იყო დამოკიდებულებით როგორც თემა "ეჭვიანობაში" იყო არამედ მე პირადად იმის დიდი სურვილი მაქვს რომ მამაოსთან მქონდეს ისეთი ურთიერთობა როგორსაც ვიმსახურებ რათქმაუნდა რომ იმის სურვილი მექნება რომ დავუჯერო ყველაფერში და ისიც ისეთი სითბოთი მხვდებოდეს მე ჯერ 1 აღსარება ჩავაბარე თან ეს ზღვაში წვეთია რაც მინდა მამაოსგან მივიღო ანუ მხოლოდ არსარების ჩაბარება კი არა გასაუბრება და მისგან დამოძძღვრას ველი, კარგადაც არც კი ვიცნობ მაგრამ ის რომ მინდა ვიცნობდე იმას ნიშნავს რომ უბრალოდ არ მომერიდოს იმის თქმა რაც მაწუხებს , ბევრჯერ დამიხევია უკან ნებისმიერ მოძღვართან რომ მივსულიყავი იმიტომ რომ მომრიდებია, მე მოთმინებით დაველოდები მისგან ნებისმიერ სიტყვას რომელიც როცა იქნება ვისაუბრებთ და ჩემზე ბედნიერი არავინ არ იქნება, და ის რატომ არ უნდა გამიხარდეს რომ ვიღაც ცდილობს "კარგი" ურთიერთობა დაამყაროს მამაოსთან ის ისე აზროვნებს და ისე უნდა ის მისი სურვილია მე მასთან არაფერი საერთო არ მაქვს მხოლოდ ჩემ თავზე ვფიქრობ და სხვა ნაკებად უნდა გვაინტერესებდეს რავიცი ბევრი რამის თქმაც მინდა მაგრამ მეშინია არასწორედ არ გამიგოთ მაინც ნეტია smile.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Apr 3 2007, 01:59 PM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა(kato_Bato @ Apr 3 2007, 02:45 PM) *

ეს ძალიან ფაქიზი თემაა, რადგან ადამიანის სულის მოძრაობას ეხება.
მივეხმაროთ ერთმანეთს, ნუ "ვასწავლით ჭკუას" ... უბრალოდ მოვისმინოთ და მივეხმაროთ ტაძრამდე მისვლაში და ერთმანეთის შეცდომებზე ვისწავლოთ.

ადამიანებს ხშირად ყველაზე ძალიან გვიჭირს ნამდვილ ტკივილზე ლაპარაკი, აღსარებაც ამიტომ არის ზოგისთვის ასეთი ძნელი, ამიტომ კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ ერთმანეთს გულისყურით მოვუსმინოთ და თანავუგრძნოთ, ნუ ვიქნებით ისეთები", ტაძრის კართან რომ დგანან და შიგნით არავის უშვებენ ", ნუ ვიქნებით "საკუთარი თავისა და ჭკუის დიდად მინდობის" ცოდვაში...

აქვე მოვიყვან მამა დავითის პასუხს ერთერთი ფორუმელის კითხვაზე, მოძღვართან ვერ ვიხსნებიო რომ წერდა.
მინდა მამა დავითის დამოკიდებულება იყოს მაგალითი ყველა ჩვენგანისთვის.

სწორი ხარ კატო გაიხარე მაგარი თემაა smile.gif ჩემს მაგალითზე გეტყვით 4-5 წელია ეკლესიურად ვცხოვრობდ და მარტო ეხლა ამ წელს შევძელი მოძღვართან გავხსნილიყავი და ნამდვილი ახსარება ჩამებარებინა, საკმაოდ ვნერვიულობდი და ერთი სიცოცხლე გავათავე სანამ ცოდვებს ვეტყოდი, მაგრამ მაინც შევძელი საბედნიეროდ. ასევე მინდა დავამატო ისიც რომ ჩვენი ფორუმზე რომ მამა დავითი შემოდის ხოლმე ისიც ძალიან დამეხმარა ახსარების თქმაში, თავისი სიტყვებით რომლის ძალინ დიდი მადლობელი ვარ ის რომ არა ალბათ ვერ შევძლებდი და მერე რა თქმა უნდა ამ ფორუმის წევრებიც ნუ არ დავკონკრეტდები მიხვდებიან ვისაც ვგულისხმობ smile.gif და მერე ამით რა რომ ეხლა გავიხსენი მოძღვართან დაშავდა რამე რომ აქამდე ვერ ვამბობდი? მთავარია ნაბიჯი გადადგა და შეძლო თქმა ნუ სასურველია რომ პირველივე თქმაზე იყოს, მაგრამ დამეთანხმებით ყველა რომ პირველ ახსარებას სრულყოფილად ვერავინ აბარებს ჩემი აზრით smile.gif და ასე მოდით უპრიანი იქნება უფრო რომ ჩვენ ცოდვილ სულს და ცოდვებს მივხედოთ და არა სხვას ვუყუროთ ვაიმე ამან ეს როგორ ქნა მგონი მეთანხმებით smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Apr 3 2007, 02:00 PM
პოსტი #38


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა

აღსარებისთვის მომზადებულნი უნდა მივიდეთ. ეს საიდუმლო უნდა აღვასრულოთ ისე, თითქოს იგი იყოს ჩვენი უკანასკნელი, სიკვდილის წინა აღსარება.

ძაან ნაცნობი გრძნობაა....


რავიცი მე საკმაოდ დიდი დრო (ერთი წელი)დამჭირდა რომ "გადამეხარშა" აღსარების მნიშვნელობა და მოძღვართან მივსულიყავი...მითუმეტეს აქამდე რა ცხოვრებითაც ვცხოვრობდი იმის ფონზე.....ვინც ახლო მიცნობს ფორუმზე კი იციან... ამ ხალხმა ვინც აქ არის ძაან დიდი როლი ითამაშეს ჩემს ცხოვრებაში და ყველას სათითაოდ დიდი მადლობა ამისათვის.... ღვთის წყალობით ცოტა ხნის წინ ჩავაბარე პირველი აღსარება და სიტყვით ვერ ავღწერ ისეთი შვება ვიგრძენი... ცრემლებიც საკმაოდ ვღვარე... smile.gif ჩემი აზრით მოძღვარის შერჩევასაც ძაან ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ....


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Apr 3 2007, 02:09 PM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა
ცრემლებიც საკმაოდ ვღვარე...

ეჰ მეც მინდოდა ტირილი ახსარებაზე ეხლა მარა ვერ ვიტირე sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2007, 02:11 PM
პოსტი #40


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მთავარია, ადამიანს შინაგანად სძულდეს ცოდვა და მის მოკვეთას ცდილობდეს. თუ გაქვს სურვილი გამოსწორებისა, უკვე სწორ გზაზე დგახარ; ამ დროს უნდა იჩქარო ტაძრისაკენ. მიდი მღდელთან, როგორც სულის მკურნალთან, და გაუმხილე შენი ნაკლოვანებები. მისი ლოცვითა და კურთხევით თვით ღვთისაგან მიიღებ შენდობას.

მღვდლის წინაშე თქმული აღსარება აუცილებელი პირობაა სინანულისა, რადგანაც მოძღვარს ღვთისგან აქვს მინიჭებული უფლება მიტევებისა.

ზოგჯერ ამბობენ რა საჭიროა ეკლესიაში მღვდელთან მისვლა? განა არ შეიძლება თვით უფალს უთხრა შენი ცოდვები და მოინანიო მის წინაშე? ასეთ ადამიანებს არ ესმით აღსარების საიდუმლო და მღვდილის შენდობის ძალა.

აღსარება განწმენდაა, მეორე ნათლობაა, როგორც მას წმ. მამები უწოდებენ; იგი შერიგებაა ღმერთთან, შინაგანი სიმშვიდეა, დაწყნარებაა."

ილია II


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 03:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი