IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> 4 შეკითხვა
death
პოსტი Feb 4 2007, 03:56 PM
პოსტი #1


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



დამლოცეთ მამაო მე ცოდვილი

1) ბევრი იძახის რომ ადამიანის სული რომელიც ჯოჯოხეთში მოხვდება მეორედ მოსვლის დროს აღსდგება და შემდეგ მათი ნაწილი ისევ ჯოჯოხეთს დაუბრუნდება სადაც ის დაიტანჯება სამუდამოდ

ქრისტეს აქვს ნათქვამი ,,ჭეშმარიტად გეუბნები შენ იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ კონდრანტს არ გადაიხდი." მათე 5,26 ანუ ცოდვების გამოსყიდვის შემდეგ ჯოჯოხეთს თავს აღწევ.

მაინტერესებს რატომ ამბობენ მაშინ რომ უკუნითი უკუნისამდე ჯოჯოხეთში იქნები და თუ იცით ადამინის სული რომ ჯოჯოხეთიდან გამოსვლის მერე სად წავა?


2) ქრისტიანული წესის მიხედვით ის ადამინი რომელიც არ არის ნაზიარები ნათლობის საიდუმლოს ვერ ცხონდება. რატომ უთხრა ღმერთმა მასთან ჯვარზე გაკრულ ქურდს სამოთხეში მოხვედებიო ხვალვე ის ხო არ იყო მონათლული?

3) როგორც ვიცი ის 2 წლამდე ბავშვები რომლებიც ქრისტეს გამო დახოცა ჰეროდემ მოწამეებად აღირეს. როგორც ვიცი მუსლიმანთა მიერ ქრისტიანობისთვის დახოცილი ქართველი ჩვილები არ არიან წმინდანებად ნაღიარები ხომ ვერ მეტყვით რატომ?

4) წმინდა მამების წიგნებში წერია რომ როდესაც სატანა ღმერთს განუდგა მას არ ჰქონდა რანაირი შანსი მასზე გამარჯვებისა იმიტომ რომ ღმერთი უძლეველია მაშინ რატომ გააკეთა მან ეს მან ხომ ჩვნზე კარგად იცოდა ამის შესახებ?


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Feb 24 2007, 10:24 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



1) წმიდა იოანე ოქროპირის და ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი განმარტებით, უფლის სიტყვები მტერთან შერიგებაზე (მთ.5,26) ეხება მიწიერ მტერთან შერიგებას. უფალი გვასწავლის, რომ უნდა ვეცადოთ არ მივიყვანოთ საქმე სასამართლომდე, არამედ შევურიგდეთ მოყვასს ღმრთის გულისათვის, სიმდაბლის და შენდობის უნარის მოსახვეჭელად. წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ ასეთი შერიგება სათნოებად შეგვერაცხება, მაშინ, როცა სასამართოს მიერ ჩვენი გამართლება უკვე არ არის სათნოება.

2) ახალი აღთქმის ეკლესიის დაბადების დღე არის სულთმოფენობა, რომელიც აღესრულა აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს. მანამდე ნათლობის საიდუმლო არ არსებობდა. ავაზაკს სარწმუნოება შეერაცხა სიმართლედ. ამ სიმართლისათვის მიიღო მან სამკვიდრებელი ღმერთთან. ასევე სარწმუნეოებით ცხოვნდნენ ძველი აღთქმის წმიდანები ("ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ" (რომ.4,3))

3) რამდენადაც ვიცი, როცა დაზუსტებით ცნობილია ასეთი შემთხვევა, ხდება მოწამეთა კანონიზაცია. იქნებ დააკონკრეტოთ რომელ ჩვილებს გულისხმობთ.

4) ბოროტებას, ცოდვას ვერ ექნება რაიმენაირი ლოგიკური ახსნა; სატანაის საქციელი სცილდება გონივრულობის ყოველგვარ ზღვარს.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი