IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ნესტორიანიზმი, მისი აღწერა და არგუმენტები...
Otherguy
პოსტი Feb 14 2011, 06:14 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ნესტორიანიზმის სავარაუდო სათავედ ითვლება არიანელთა წინააღმდეგ არსებული დავები. რადგან ნიკეის კრებაზე იესოს ღმერთობა გადაწყდა, ეპისკოპოსებმა მიმართეს ახსნას თუ როგორ იყო იესო თან ადამიანი და თან ღმერთი... აპოლინარიუსმა თავის დროზე თქვა, რომ იესოს ადამიანური სხეული და ტვინი ჰქონდა, მაგრამ არა სული... წმინდანებმა მათი პოლემიკის დროს, იესოს არაღვთაებრივი მაჩვენებლები მის ადამიანურ ბუნებას მიაწერენ, რის გამოც ეს უფრო მძაფრად მოგვიანებით ჩამოყალიბდა რადიკალურად... ამ ყველაფრის დამწყებად ითვლება დიოდორე, ტარსის ეპისკოპოსი, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო კონტანტინოპოლის მსოფლიო კრებაზე, ნიკეის კრედო აღიარა და იმპერატორისგან "რწმენის ჩემპიონი"-ს წოდება დაიმსახურა... მისი მოსწავლე იყო თეოდორე მოფსუესტიელი, უკიდურესად განათლებული ეპისკოპოსი, წმინდა იოანე ოქროპირის ახლო მეგობარი... თეოდორეზე იმ(http://church.ge/index.php?showtopic=8776) თემაში მიწერია, თუმცა იქ დოგმატურ საკითხებს არ ვეხები...

თეოდორეს სიკვდილის შემდეგ, მისმა ძმისშვილმა ნესტორმა, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა, უკვე საჯაროდ თქვა, რომ მარიამი, ღვთის კი არა ქრისტეს(ადამიანური ბუნების) მშობელი იყო... რადგან ღმერთს მშობელი არ ყავს, ის მარადიულია... წმინდა კირილემ 12 ანათემა შეადგინა ნესტორის წინააღმდეგ, თუმცა თეოდორე(მოიხსენია როგორც "ნესტორის ღვთისგმობის ავტორი") ანათემის გარეშე დატოვა, რადგან იგი ეკლესიასთან ერთობაში გარდაიცვალა...



ეხლა კი ნახეთ ეპისკოპოს თეოდორეტის(თეოდორეს მოსწავლის) პასუხი წმინდა კირილეს ანათემებზე, ამით გაერკვევით მათ ზოგად არგუმენტებში:



წინააღმდეგ II ანათემისა.—ჩვენ ვუჯერებთ წმინდა გარდამოცემასა და სწავლებას მოციქულების და ვაღიარებთ ერთ ქრისტეს; ასევე ვაღიარებთ მას ღმერთად და კაცად. მაგრამ ჩვენ არაფერი გვსმენია ჰიპოსტასთა შეერთებაზე რადგან ეს შორს დგას წმინდა წერილისგან და მამებისგან ვინც იგი განმარტეს. და თუ ამ ანათემის ავტორი გულისხმობს ჰიპოსტატთა შეერთებას, ხორცისა(ადამიანურისა) და ღვთაებრივისა, მაშინ ამ წინადადებას მთელი მონდომებით შევეწინააღდეგებით, რადგან ეს არის ღვთისგმობა. თუ მართლა მოხდა ამგვარი შეერთება, მაშინ თითოეული ბუნების ინდივიდუალობა დაკარგულა.

რადგან თუ მოხდა შეერთება, მაშინ ღმერთი ღმერთად აღარ დარჩენილა და არც ტაძარი(სხეული) დარჩა ტაძარი(სხეული); მაშინ ტაძარი იყო ღმერთი და ღმერთი ტაძარი. არადა ნათელია თუ რას ეუბნება იესო ებრაელებს: "დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში ავაშენებ მას." თქვენი ლოგიკით მას ასე უნდა ეთქვა: "დამანგრიეთ და სამ დღეში ისევ ავშენდები." ეს მაშინ - თუ იქნებოდა შეერთება და არევ-დარევა(დომხალი)...


წინააღმდეგ III ანათემისა.— ჰოდა ამ თეოლოგიის პროფესორებს ვეკითხებით თუ როგორ აპირებენ ერეტიკოსთა ღვთისგმობაზე წინააღმდეგობის გაწევას, როცა ღვთის სიტყვას მიაწერენ მის მიერ ადამიანურ სიტყვებს. ამითი ხომ ისინი აკნინებენ ღვთის ძეს, აღიქვამენ რა მას ქმნილებად და მოსამსახურედ. მაშ ვისთვის ვამბობთ ამ სიტყვებს, რომ ღვთის ძე არის თანამარადიული მამისა, შექმნელი ყველაფრისა, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, სიბრძნე, და შემდეგ ვამბობთ რომ ეს სიტყვები მან ღვთაებრივი ბუნებით თქვა: 'ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?' ან, 'მამაო თუ შესაძლებელია ამაცილე ეს სასმისი.', ან 'იმ ჟამისა არავინ იცის, არც ძემ, თუ არა მამამ.' და ყველა სხვა მუხლი, სადაც მასზე როგორც დამცირებულზე საუბრობენ მოციქულები? ან ვის მივაწეროთ დაღლილობა და ძილის სურვილი? ან ვინ ითხოვდა ანგელოზთა დახმარებას? როგორ შეიძლება სიბრძნეს უგუნურება მივაწეროთ? ან როგორ იქნებოდა მართალი იმის თქმით რომ რაც მამას აქვს მასაც აქვს და მამის ცოდნა არ ჰქონდეს? ხომ ამბობს: 'მხოლოდ მამამ იცის იმ დღეზე."



წინააღმდეგ X ანათემისა. — და შემდეგ, მოციქული პავლე წერს: 'როგორც აარონი, ისევე იყო ქრისტე.' და შემდეგ, ამ ბუნების სიმდაბლის აღნიშვნის დროს ამბობს: 'რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო. და თუმცა ძე იყო, ტანჯვის გზით ისწავლა მორჩილება. ასე რომ, სრულქმნილი, მისდამი მორჩილთ საუკუნო ხსნის მიზეზად ექმნა. და იწოდა ღვთის მიერ მღვდელმთავრად, წესისამებრ მელქისედეკისა.' მაშ ვინ იყო გასრულყოფილებული და ვის არ ჰქონდა სრულყოფილი ბუნება? ვინ ისწავლა მორჩილება ტანჯვით და ვის არ ჰქონდა მორჩილება მანამდე? ან ვინ ცხოვრობდა ღვთის შიშით, ვინ იტირა ბევრი, რადგან თავისი თავის შველა არ შეეძლო? არა, ღვთის სიტყვამ არა, რომელიც არის უცვლელი და მარადიული...



დაწერეთ თქვენი აზრი... თუ ეს თემა დაგაინტერესებთ... smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ALIUS
პოსტი Feb 14 2011, 02:27 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 73
რეგისტრ.: 4-December 10
წევრი № 10,026



ჩემი აზრით:
ნესტორი მეორე ანათემაში გულისხმობდა იმას, რომ ჰიპოსტასები ერთმანეთში იყო შეერთებული. მაგრამ არა ჰიპოსტასთა, არამედ 2 ბუნების შეერთება მოხდა. (მიაფიზიტების ბრალდება, თითქოს ჩვენში დაილექა ნესტორის დოქტრინები სინამდვილეში ვფიქრობ პირიქითაა, რადგან ნესტორიც და დიოსკორე ალექსანდრიელიც ბუნებას და ჰიპოსტასს ერთმანეთთან აიგივებდნენ.) მოხდა ორი ბუნების შეერთება ერთ ჰიპოსტასში და არა ამ ბუნებების ერთმანეთში ათქვეფა. შედეგად არის ერთი ჰიპოსტასი, რომელსაც აქვს როგორც ადამიანური და ასევე ღვთაებრივი ბუნება. დიოსკორეს დოქტრინა ღვთაებრივს და ადამიანურს შთანთქავს, ხოლო ნესტორის - ყოფს ქრისტეს როგორც ადამიანს და ქრისტეს როგორც ღმერთს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Feb 14 2011, 07:39 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ALIUS

კი მაგრამ რა აზრი აქვს სიტყვის განმარტებას? ნათლად ჩანს ვინ რას გულისხობს... ჩემი აზრით სიტყვა "ღვთისმშობელი" არის სრულად სიტყვების თამაში და ნესტორს თეოდორიტე მუდამ თხოვდა ამის აღიარებას, მაგრამ მუდამ გვერდზე ედგა... ისე კი თეოდორიტე გაამართლა ქალცედონის კრებაზე პაპმა ლეო დიდმა, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა ნახევრად ნესტორიანელი, ასე რომ... smile.gif

ნესტორი ამბობდა, რომ არსებობდა 2 ქრისტე, ადამიანი და ღმერთი... მაგრამ მესია იყო ერთი, რადგან რეალურად მესია და უფალი ერთია... ამიტომ როცა უფალს თაყვანს სცემენ, არავინ ეტყვის - ეხლა შენ ადამიანურ ბუნებას ვადიდებთ მარტოო... (სამებაც ხო სასწაულებრივად ერთია, ჰოდა იესოც ასეა)

თუმცა ხომ ნახე არგუმენტებში პავლე მოციქულის ფრაზა, თავად იესოს ფრაზები... მე წმინდანების განმარტებებშიც მინახავს ამგვარი ფრაზების იესოს ადამიანურ ბუნებაზე მიწერა, ეს არიანელებთან მართლა გამოიყენებოდა, მაგრამ მერე რატომღაც უარი თქვეს ამაზე...

არც ნესტორია ამის დამწყები, არც თეოდორიტე და არც თეოდორე მოფსუესტიელი...

და ღვთისმშობელზე უბრალოდ სიტყვების თამაშია... რა ეხლა არ აღიარებ რომ ღმერთს დედა ვერ ეყოლება რადგან დაუსაბამოა? ყველა ვარიანტში ადამიანური ბუნების მშობელია და უბრალოდ სიმბოლურად ჰქვია ღვთისმშობელი...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ALIUS
პოსტი Feb 14 2011, 09:05 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 73
რეგისტრ.: 4-December 10
წევრი № 10,026



ციტატა(Otherguy @ Feb 14 2011, 07:39 PM) *

ნესტორი ამბობდა, რომ არსებობდა 2 ქრისტე, ადამიანი და ღმერთი... მაგრამ მესია იყო ერთი, რადგან რეალურად მესია და უფალი ერთია... ამიტომ როცა უფალს თაყვანს სცემენ, არავინ ეტყვის - ეხლა შენ ადამიანურ ბუნებას ვადიდებთ მარტოო... (სამებაც ხო სასწაულებრივად ერთია, ჰოდა იესოც ასეა)


1 როდესაც ამბობს, რომ არის ორი ქრისტე (ისე ქრისტე მესიას ნიშნავს და ორი ქრისტე ერთი მესია ვერ იქნება, ამ ნაწერში გრამატიკული შეცდომაცაა), ამას ვერ გააიგივებ სამებასთან. სამება არის ერთი და არა სამი ღმერთი, არის სამი ჰიპოსტასი და ერთი ღმერთი. ეს არ ნიშნავს, რომ მამა არის სხვა ღმერთი, ძე სხვა და სულიწმინდა სხვა, ეს ერთი ღმერთია. ხოლო ნესტორის შემთხვევაში ქრისტე გაყოფილია ორ სხვადასხვა პიროვნებად.
2 დავუშვათ აქ იგულისხმება, რომ ქრისტე არაა ორად გაყოფილი და არის ორი ჰიპოსტასი, (მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა სამების ანალოგიურად საქმე, როგორც ზემოდ წერია) მაშინ ჩვენ მეოთხე ჰიპოსტასთან გვაქვს საქმე.
3 ვერ განვადიდებ ცალკე ადამიანურ და ცალკე ღვთაებრივს, რადგან ეს ორი ბუნება არის გაერთიანებული ერთ ჰიპოსტასში (და არა ერთმანეთსი ათქვეფილი და სახედაკარგული, როგორც არაქალკედონიელები აღიარებენ)
4 ნესტორი თავის არგუმენტებში ბუნებას და ჰიპოსტასს ერთმანეთთან აიგივებს, ამიტომ ეს მიზეზიც კმარა რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ ყოველივე არგუმენტი.

ციტატა(Otherguy @ Feb 14 2011, 07:39 PM) *

და ღვთისმშობელზე უბრალოდ სიტყვების თამაშია... რა ეხლა არ აღიარებ რომ ღმერთს დედა ვერ ეყოლება რადგან დაუსაბამოა? ყველა ვარიანტში ადამიანური ბუნების მშობელია და უბრალოდ სიმბოლურად ჰქვია ღვთისმშობელი...


ღმერთი დაუსაბამოა. ''სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის''. ის სიტყვა რომელიც მუდამ არსებობდა, ხორცი მიიღო და დროშიც ცხოვრობდა. რადგან დროში ცხოვრობდა, ეს გამორიცხავს იმას რომ დაუსაბამოა? რადგან ხორცშესხმული სიტყვა - სრული ღმერთი და სრული კაცი მარიამისგან იშვა ეს გამორიცხავს იმას რომ ღმერთი დაუსაბამოა? მაგ ლოგიკით, დროში არ უცხოვრია და არ დაბადებულა, რადგან დაუბადებელია.
მარიამმა შვა ხორცშესხმული სიტყვა, ღმერთკაცი და არა ცალკე ღმერთი ან ცალკე კაცი.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Feb 14 2011, 09:42 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა
1 როდესაც ამბობს, რომ არის ორი ქრისტე (ისე ქრისტე მესიას ნიშნავს და ორი ქრისტე ერთი მესია ვერ იქნება, ამ ნაწერში გრამატიკული შეცდომაცაა), ამას ვერ გააიგივებ სამებასთან. სამება არის ერთი და არა სამი ღმერთი, არის სამი ჰიპოსტასი და ერთი ღმერთი. ეს არ ნიშნავს, რომ მამა არის სხვა ღმერთი, ძე სხვა და სულიწმინდა სხვა, ეს ერთი ღმერთია. ხოლო ნესტორის შემთხვევაში ქრისტე გაყოფილია ორ სხვადასხვა პიროვნებად.


ამის ახსნას ვითხოვ, თორემ საბელიანიზმის ერესში ხარ ესეგი... სამების იდეით არის 3 ცალკეული პიროვნება... მართალია ქრისტეს ორი ბუნება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ხოლო სამების პიროვნებები არა...

ციტატა
2 დავუშვათ აქ იგულისხმება, რომ ქრისტე არაა ორად გაყოფილი და არის ორი ჰიპოსტასი, (მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა სამების ანალოგიურად საქმე, როგორც ზემოდ წერია) მაშინ ჩვენ მეოთხე ჰიპოსტასთან გვაქვს საქმე.


მართლაა? მაშ მისი ადამიანური ბუნება რა, მისი ტანსაცმელია? რაში გამოიხატება იგი მის პიროვნებაში? გაეცი პასუხი მის არგუმენტებს...


ციტატა
3 ვერ განვადიდებ ცალკე ადამიანურ და ცალკე ღვთაებრივს, რადგან ეს ორი ბუნება არის გაერთიანებული ერთ ჰიპოსტასში (და არა ერთმანეთსი ათქვეფილი და სახედაკარგული, როგორც არაქალკედონიელები აღიარებენ)


დიახ, მაგას არც აღიარებდა თეოდორე, თეოდოტირტე, ნესტორი, და დიოდორე ტარსელი და სხვები... ათქვეფილობას უარყოფდნენ ესენი... ქალცედონმა გაამართლა თეოდორიტე! ასევე მარის და იბას ედესელები, თუმცა მეხუთე მსოფლიო კრებამ მათი ნაწერები ანათემას...



ციტატა
ნესტორი თავის არგუმენტებში ბუნებას და ჰიპოსტასს ერთმანეთთან აიგივებს, ამიტომ ეს მიზეზიც კმარა რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ ყოველივე არგუმენტი.
ღმერთი დაუსაბამოა. ''სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის''. ის სიტყვა რომელიც მუდამ არსებობდა, ხორცი მიიღო და დროშიც ცხოვრობდა. რადგან დროში ცხოვრობდა, ეს გამორიცხავს იმას რომ დაუსაბამოა? რადგან ხორცშესხმული სიტყვა - სრული ღმერთი და სრული კაცი მარიამისგან იშვა ეს გამორიცხავს იმას რომ ღმერთი დაუსაბამოა? მაგ ლოგიკით, დროში არ უცხოვრია და არ დაბადებულა, რადგან დაუბადებელია.
მარიამმა შვა ხორცშესხმული სიტყვა, ღმერთკაცი და არა ცალკე ღმერთი ან ცალკე კაცი.


მისმინე, მაგ სიტყვებს არ აქვთ მარტო ერთი მნიშვნელობა... მერე რა რომ აიგივებს? მთავარია რას გულისხმობს...

იესომ ხორცი კი არა სრული ადამიანური ბუნება მიიღო, აპოლინარიანიზმში ნუ დგავ ფეხს... მაგრამ ღვთაებრივი არ შეცვლილა და ვერც შეიცვლებოდა... რადგან ღმერთი უცვლელია, ამიტომ ამბობენ რომ ღვთის სიტყვა ჩასახლდა სრული ადამიანის სხეულში/სულში და ა.შ.... მაგრამ თუ იგი ცალკე პიროვნება ქრისტეში ჩასახლდა, მაშინ რა საჭირო იყო მისი განსხეულება?

ეხლა გასასვლელი ვარ ლექცია მაქვს ბიბლიის კვლევის, ასე რომ ვერ ვაზროვნებ სიჩქარეში... smile.gif

მოკლედ მარიამმა შვა ადამიანი, რომელშიც ჩასახლდა ღვთის სული... ან მეორე - ადამიანმა მხოლოდ ადამიანი შვა და ქრისტეში ღვთის სიტყვა ჩასახლდა ნათლობისას... ან მესამე, ქრისტე მუდამ ადამიანი იყო... მაგრამ ეს ბოლო ორი ადოპტიონიზმია...

ანუ ჩასახვის მომენტში იყო მასში იესო? მაგრამ ღმერთი ხომ ყველგან მყოფია? ესეგი სამების ერთ-ერთი წევრი გამოკეტილი იყო საშოში 9 თვე, უქმად? არა, ამიტომ ვამბობ, ჩასახვამდე მასში ქრისტე არ იყო თქო... თუ ვამბობთ რომ ქრისტე დაიყო და ერთი ნაწილი ცაში დარჩა და მეორე საშოში იყო, ეს უცნაური მსჯელობაა...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ALIUS
პოსტი Feb 15 2011, 02:40 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 73
რეგისტრ.: 4-December 10
წევრი № 10,026



ციტატა(Otherguy @ Feb 14 2011, 09:42 PM) *

ამის ახსნას ვითხოვ, თორემ საბელიანიზმის ერესში ხარ ესეგი... სამების იდეით არის 3 ცალკეული პიროვნება... მართალია ქრისტეს ორი ბუნება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ხოლო სამების პიროვნებები არა...


უკვე ცილისწამებაზეც გადადიხარ? სადმე ვთქვი რომ მამა ძე და სულიწმინდა ერთი ჰიპოსტასია სამი სახით? მე ვამბობ რომ არის ერთი ღმერთის სამი ჰიპოსტასი. მაშინ იქნებოდა შენი ცილისწამება მართებული.
ხოლო ქრისტეს ბუნების, სამების ჰიპოსტასებთან გაიგივება ხომ საერთოდ აბსურდია. მგონი ჩანს ვინცაა ერესში.

ციტატა(Otherguy @ Feb 14 2011, 09:42 PM) *

მართლაა? მაშ მისი ადამიანური ბუნება რა, მისი ტანსაცმელია? რაში გამოიხატება იგი მის პიროვნებაში? გაეცი პასუხი მის არგუმენტებს...


დამშვიდდი მეგობარო. პირველ რიგში არ ვარ ვალდეული რომ პასუხი გავცე, მითუმეტეს ჯერ მხოლოდ სკოლაში ვსწავლობ და არ ვარ ისე კომპეტენტური რომ სტუდენტს ვეკამათო. მეორეც, მე რასაც ვწერ არ ვამბობ რომ აუცილებლად ყველაფერი ჭეშმარიტია. ესაა ფორუმი და ჩემს აზრს გამოვხატავ და არ ვქადაგებ რაიმეს, ამიტომ თუნდაც რამე შეცდომა დავუშვა, სამართლის მიხედვით ერეტიკოსად არ ვიწოდები. ადამიანური და ღვთიური ბუნება რომ ერთ ჰიპოსტასშია ამის გაგება არც ისე რთულია. არგუმენტში თუ ნესტორის არგუმენტს გულისხმობ, უკვე დავწერე. და ტანსაცმელში რას გულისხმობდი გაუგებარია.

ციტატა(Otherguy @ Feb 14 2011, 09:42 PM) *

მისმინე, მაგ სიტყვებს არ აქვთ მარტო ერთი მნიშვნელობა... მერე რა რომ აიგივებს? მთავარია რას გულისხმობს...


რა და ის რომ ჰიპოსტასის ბუნებასთან გაიგივება ნიშნავს ორ ჰიპოსტასს, შედეგად იღებს მეოთხე ჰიპოსტასს.
და შენი სიტყვები: ''ქრისტე იყო ორი და მესია ერთი'' რას ნიშნავს ვერ მივხვდი. ჯერ ერთი ქრისტე მესიას ნიშნავს. მეორე, როგორც ვთქვიაქ მეოთხე ჰიპოსტასი შემოგყავს.

ციტატა(Otherguy @ Feb 14 2011, 09:42 PM) *

იესომ ხორცი კი არა სრული ადამიანური ბუნება მიიღო, აპოლინარიანიზმში ნუ დგავ ფეხს... მაგრამ ღვთაებრივი არ შეცვლილა და ვერც შეიცვლებოდა... რადგან ღმერთი უცვლელია, ამიტომ ამბობენ რომ ღვთის სიტყვა ჩასახლდა სრული ადამიანის სხეულში/სულში და ა.შ.... მაგრამ თუ იგი ცალკე პიროვნება ქრისტეში ჩასახლდა, მაშინ რა საჭირო იყო მისი განსხეულება?


მორიგი ცილისწამება! მე ვაღიარებ ერთჰიპოსტასოვან უფალ იესო ქრისტეს ორი შეურწყმელი და განუყოფელი ბუნებით. აპოლინარიუსი კი აღიარებდა ქრისტეს ადამაინურ ხორცს და სამშვინველს, მაგრამ ღვთიურ სულს. მსგავსი არაფერი მიწერია.
რას გულისხმობ რომ ქრისტემ ხორცი არ მიიღო?
არც ვამბობ რომ ღვთაებრივი შეცვლილა, არამედ როგორც ზემოთ ავღნიშნე ვაღიარებ ორი ბუნების შეურწყმელობას, ეს ბრალი მიაფიზიტებს დასდე.

ციტატა(Otherguy @ Feb 14 2011, 09:42 PM) *

ანუ ჩასახვის მომენტში იყო მასში იესო? მაგრამ ღმერთი ხომ ყველგან მყოფია? ესეგი სამების ერთ-ერთი წევრი გამოკეტილი იყო საშოში 9 თვე, უქმად? არა, ამიტომ ვამბობ, ჩასახვამდე მასში ქრისტე არ იყო თქო... თუ ვამბობთ რომ ქრისტე დაიყო და ერთი ნაწილი ცაში დარჩა და მეორე საშოში იყო, ეს უცნაური მსჯელობაა...


შენს ძველ პოსტებს მოვკარი თვალი და იქ არაქალკედონელებს იცავ. საოცრებაა პირდაპირ ახლა ნესტორიანიზმისკენ იხრები. მართალია ბევრი იცი მაგრამ ცოდნა არაა საკმარისი. ჯერ შენს თავში გაარკვიე სიმართლე და მერე ამხილე სხვები smile.gif

იმედია რომელიმე თეოლოგი ნახავს თემას და სრულად გასცემს პასუხს.
ეს კი ჩემი ბოლო პოსტი იყო, არ მაქვს საკმარისი ცოდნა რომ ასეთ მწვავე საკითხებს შევეხო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 17 2011, 02:53 PM
პოსტი #7


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ეს ნესტორიანიზმი, ახლებურად გააზრებული (ვგულისხმობ მცირე ცვლილებებს შეხედულებებში), შემხვედრია მე biggrin.gif
და მინდა ვთქვა, ვისთანაც შემხვდა ის ცნობილი "დამბოლებელია" და თანაც ასაკიანი და თანაც ცნობილი... ასეთებს ზოგჯერ ქრისტიან ეზოთერიკოსს ვუწოდებ biggrin.gif

ვერ გავარკვიე მხოლოდ, ლაშაბ, შენ შენით მიხვედი ნესტორიანიზმამდე თუ ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექეც?

ხო, ეხლა ამას..
თეოლოგი არ ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქრისტე არის ღმერთი, რომელმაც მიიღო ადამიანური ბუნება/ხორცი. იმისათვის, რომ მიეღო ადამიანური ხორცი, მას სჭირდებოდა დედა, ასეა? ასეა... ასე რომ არ ყოფილიყო, არ დაიბადებოდა. ხოდა, რა ორ ქრისტეზეა საუბარი ვერ გავიგე?
ღვთიურმა ბუნებამ დაიტია თავის თავში ადამიანური ბუნება. ხოდა, ავტომატურად, ადამიანური ბუნების მშობელი, ღვთიური ბუნების მშობელიც გამოდის. დიახ, ეს სასწაულია

ღვთიური და ადამიანური ბუნების სინერგია ეს სასწაულია yes.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gela88
პოსტი Feb 17 2011, 04:32 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 16-February 11
წევრი № 10,496



ციტატა(ქევანა @ Feb 17 2011, 02:53 PM) *

...ხოდა, ავტომატურად, ადამიანური ბუნების მშობელი, ღვთიური ბუნების მშობელიც გამოდის. დიახ, ეს სასწაულია

ღვთიური და ადამიანური ბუნების სინერგია ეს სასწაულია yes.gif


არა ღვთიური ბუნება უშობელია და მით უმეტეს კაცებისაგან, ღვთის მშობელი არის ჰიპოსტასის ძე ღმერთის მშობელი, მისი კაცებრივი ბუნების დედა, მაგრამ ბუნება არ არსებობს რა ჰიპოსტასის გარეშე და არის ეს ჰიპოსტასი ღმერთი სწორედ ამიტომ ყოვლადწმინდა ქალწული არის ღვთის მშობელი. ოღონდ რა თქმა უნდა არა ბუნებისა არამედ ჰიპოსტასისა. და ერთ ჰიპოსტასში არის რა ორი ბუნება განუყოფელად და შეურევნელად... (შესაძლოა თქვენც ზუსტად ამას გულისხმობდით, უბრალოდ შინაარსი წარმოჩინდა სხვაგვარად)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 17 2011, 04:50 PM
პოსტი #9


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



gela88

ციტატა
ღვთის მშობელი არის ჰიპოსტასის ძე ღმერთის მშობელი,

ეს ვერ გავიგე

***
ნუ მე თეოლოგი არ ვარ, დავწერე, და ისე სიამოვნებით გავიკითხავ, მოვქექ-მივქექავ biggrin.gif ასეთი რამეები როგორც წესი არ მაინტერესებს ხოლმე, მე ვიცი რომ ღვთისმშობელია და მორჩა, არავისთვის რამის დამტკიცებას არ ვაპირებ[დი] და არც ეჭვი მეპარება, ხოდა აღარ ვუღრმავდები ხოლმე ასეთ რამეებს


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Feb 17 2011, 05:20 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(ქევანა @ Feb 17 2011, 02:53 PM) *

ეს ნესტორიანიზმი, ახლებურად გააზრებული (ვგულისხმობ მცირე ცვლილებებს შეხედულებებში), შემხვედრია მე biggrin.gif
და მინდა ვთქვა, ვისთანაც შემხვდა ის ცნობილი "დამბოლებელია" და თანაც ასაკიანი და თანაც ცნობილი... ასეთებს ზოგჯერ ქრისტიან ეზოთერიკოსს ვუწოდებ biggrin.gif

ვერ გავარკვიე მხოლოდ, ლაშაბ, შენ შენით მიხვედი ნესტორიანიზმამდე თუ ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექეც?

ხო, ეხლა ამას..
თეოლოგი არ ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქრისტე არის ღმერთი, რომელმაც მიიღო ადამიანური ბუნება/ხორცი. იმისათვის, რომ მიეღო ადამიანური ხორცი, მას სჭირდებოდა დედა, ასეა? ასეა... ასე რომ არ ყოფილიყო, არ დაიბადებოდა. ხოდა, რა ორ ქრისტეზეა საუბარი ვერ გავიგე?
ღვთიურმა ბუნებამ დაიტია თავის თავში ადამიანური ბუნება. ხოდა, ავტომატურად, ადამიანური ბუნების მშობელი, ღვთიური ბუნების მშობელიც გამოდის. დიახ, ეს სასწაულია

ღვთიური და ადამიანური ბუნების სინერგია ეს სასწაულია yes.gif


მე არ მივსულვარ აქამდე, საიდან მოიტანე? smile.gif ძალიან მომწონს მათი ლოგიკა უბრალოდ...

ეზოთერიკა რა შუაშია? smile.gif მეოთხე და მეხუთე საუკუნეებში ეს იდეა გავრცელებული იყო საკმაოდ ბევრ ეპისკოპოსებში...

მაშ გეკითხები ვისზეა ეს სიტყვები: "იზრდებოდა და აღივსებოდა სიბრძნით, ემატებოდა ცოდნა" - ღმერთს ცოდნა ხომ არ მოემატება... მაგრამ თუ ადამიან ქრისტეზეა, მაშინ ორი ქრისტე გვყავს, ადამიანი და ღმერთი... უამრავი ფრაზაა ამგვარი: "იმ ჟამისა არავინ იცის, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ"(მარკ 13:32) - ანუ უფალი ყოვლისმცოდნე არაა? და ასე შემდეგ... (ეს ლოგიკა გამოიყენეს არიანელებთან ბრძოლაში წმინდანებმა, რომ სადაც იესო ასე საუბრობდა ის მის ადამიანურ ბუნებას მიაწერეს)

ის, რომ ადამიანური ხორცი მიიღო, ეს აპოლინარიანიზმია, რადგან მართლმადიდებლურად მან სრული ადამიანური ბუნება მიიღო და არამარტო ხორცი...

მე ვიკითხე ზემოთ - რაში გამოიხატება ადამიანური ბუნება? მე ნელნელა უფრო მეტად ვაახლოვებ მონოფიზიტობას და მართლმადიდებლობას ერთმანეთს...

აი მიპასუხე - რაში გამოიხატება ქრისტეს სრული ადამიანური ბუნება... ის რომ ჭამა უნდება? აპოლინარიანიზმიც იგივეს ამბობდა... მე მაინტერესებს რაში გამოიხატა ეს ბუნება, ტანსაცმელი ხომ არ იყო ბუნება არაა? არ შეიძლება რაღაც მარტო სიტყვებით ვამტკიცოთ და ამიტომ განსხვავოთ მონოფიზიტობა მართლმადიდებლობისგან...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Feb 17 2011, 05:59 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ამაზე მსჯელობა მე არ შემეფერება მაგრამ ღვთის წყალობით რაც შეძლებისდაგვარად შევიმეცნე ამის შესახებ დავწერ.

ქრისტეს ადამიანური ბუნება იმითი გამოიხატება, რომ მას აქვს ნება და ქმედება ადამიანური. ისევე როგორც ღვთაებრივი ნება და ქმედება აქვს თან. ანუ ორ ნებიანი და ქმედებიანია ქრისტე.

=========
აი წმ. მაქსიმე აღმსარებელის ნაუბრები:

"თქვენ ამბობთ, რომ ერთი ქმედება ჰქონდა მაცხოვრის ღვთაებრივ და კაცობრივ ბუნებას, მაგრამ თუ ვენდობით წმიდა მამებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ვისაც აქვს ერთი ქმედება, მას ბუნებაც ერთი აქვს, მაშინ თქვენ წმიდა სამებასაც კი არ აღიარებთ, არამედ ოთხებას, თითქოს განკაცება თანაარსია სიტყვისა და იგი არ არის ადამიანური ბუნების ტოლფარდი, იმ ბუნებისა, რომელიც გვაქვს ჩვენ და ჰქონდა ყოვლადწმიდა ქალწულ ღვთისმშობელს. ადამიანურ ბუნებასთან იგივეობისაგან დაცილებით თითქოსდა შეიქმნა ახლი არსება, რომელიც თანაარსია სიტყვისა იმავე ხარისხით, ასე რომ, უკვე სამება კი არ არის, არამედ ოთხობაა, იგივენაირად, როცა თქვენ უარყოფთ ქმედებებს და აცხადბთ, რომ ქრისტეს ღვთაებრივ და კაცობრივ ბუნებას ერთი ნება აქვს, თქვენ აკნინებთ მის თავისუფალ თვითქმედებას სიკეთის ქმნისას. რადგან, თუ ერთ ან მეორე ბუნებას, არ გააჩნია საკუთარი, პირადად მისთვის კუთვნილი ქმედება, მაშინ თუ მოისურვებს, რომ ვინმეს სიკეთე გაუკეთოს, ვერ შეძლებს ამას რადგან, მას წართმეული აქვს სიკეთის კეთების შესაძლებლობა. თუ არა აქვს ქმედების უნარი, თუ არა აქვს ბუნებისთვის დამახასიათებელი ქმედების შესაძლებლობა, ვერაფრით შეძლებს გააკეთოს ან აწარმოოს.
მეორეს, მხრივ თქვენ ცნობთ ქრისტეს განკაცებას, მაგრამ ორ ბუნებაში ერთ ნებას აღიარებთ, ამით თქვენ აცხადებთ, რომ მისი ხორციელი ბუნება, თავისი ნებით იყოს შემოქმედი ყოველი დროისა და არსებისა, მამასთან, ძესთან და სული წმიდასთან ერთად, მაშინ, როცა მისი ხორციელი ბუნება თვითონაა შექმნილი. ან, უკეთ რომ ვთქვათ, სხეულს თავისი ნებით არა აქვს საწყისი, რადგან ღვთის ნებას საწყისი არა აქვს, ისევე როგორც ღმერთს არა აქვს საწყისი, ხოლო ბუნებით ხეული შექმნილია დროში. ასეთი აღმსარებლობა არა მხოლოდ უაზრობაა, არამედ უღმერთობაცაა, რადგან თქვენ მხოლოდ ქრისტეს ერთნებაზე კი არ საუბრობთ, არმედ მას ღვთაებრივს უწოდებთ, ხოლო ღვთაებრი ნებას არ შეიძლება ჰქონდეს არც დასაწყისი და არც დასასრული, როგორც არა აქვს დასაწყისი და დასასრული თვით ღმერთს. თქვენ ართმევთ, აგრეთვე უფალ იესო ქრისტეს ყველა გამოვლინებას და თვისებას, რომლითაც შეიმეცნება მისი ღვთაებრიობა და ადამიანურობა, როცა `ექთესისითა~ და `ტიპოსით~ მოითხოვთ არ ვილაპარაკოთ არც ერთ და არც ორ ნებაზე, არც მის ქმედებებზე. ეს ნება არ არის ერთი, რადგან თქვენ თითონ ჰყოფთ მას, როცა უქვემდებარებთ კაცობრივ ნებას ღვთაებრივს., მაგრამ ამვე დროს იგი ორიც არ არის, რადგან აერთიანებთ მას ერთი ნებაში."

"თუკი თქვენ საუბრობთ ორ ქმედებაზე, რომლებიც ერთ პირში ერთ ქმედებად გაერთიანდა მათი შერევის შემდეგ, ეს იმას იშნავს, რომ ორი ქმედების გარდა, აღიარებთ ახალს, მესამე ქმედებას _ ღმერთკაცობრივს. _ არა, _ უპსუხეს ელჩებმა, _ ჩვენ ვაღიარებთ ორ ქმედებას, მაგრამ ვსაუბრობთ ერთზე, მათი შერევნის გამო.
_რა საჭიროა ამდენი ახსნა. თქვენივე სიტყვები ცხადყოფს, მათ უსაფუძვლობას. იმ მიზეზით, რომ თუკი თქვენ ორ ქმდებას აერთებთ, ერთ პირში ორი ჭეშმარიტების არსებობის გამო, შემდეგ კი ერთ ქმედებას ორად ყოფთ, ჭეშმარიტებების განსხვავებულობის გამო, მაშინ არც ერთობა იქნება და არც ორობა, ისე როგორც ორობა ერთით და ერთობა გაორებით ერთმანეთს გამორიცხავს და ამით, მაცხოვრის ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნების შესახებ დოგმატურ სწავლებას, მთლიანად უარყოფს. ამას კი ვერ შევურიგდები და არც წმიდა მამებისგან მისწავლია ასეთი რწმენა. ძალა თქვენს ხელშია და ახლა, რაც გინდათ ის მიყავით.
მათ სათქმელი არაფერი დარჩათ და მხოლოდ ის დასძინეს, რომ თუ არ მოინანებს, ანათემას გადასცემდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ, რაზეც ნეტარმა მაქსიმემ მორჩილად უპასუხა:
_ დაე, აღსრულდეს ჩემზე ნება უფლისა სადიდებლად ღვთისა."

----------------------------------------------------------------
აი ყველაზე მაგარი
----------------------------------------------------------------

"ქრისტეს ერთი ნება და ერთი ქმედება იქადაგეთ, შემდეგ კი ერის საზიანოდ `ტიპოსი~ ეკლესიის კედელზე დაკიდეთ. ეს არის მიზეზი თქვენი მწვალებლობაში ყოფნისა. _ დიახ, ეს უეჭველად დიდი მწვალებლობა არის, _ მიუგო წმიდა მაქსიმემ, _ ამაზე უკეთესი რა შეიძლება უნდა თქვას ადამიანმა, რომ: თავდაპირველად უფალმა ერთი ნებით, ყოველივე არარაისაგან დაბდა და განაგებს ყოველ არსებას და მათ ცხოვრებას, განკაცების შემდგომ კი საჭიროებდა საზრდელის და სასმელის მიღებას, გადაადგილებას, ძილს, შრომის შემდეგ სხეულის დასვენებას, რათა ამით ეჩვენებინა, რომ ჭეშმარიტად განკაცდა და როგორ შეიძლება ამის შემდეგ ვთქვათ, თითქოს მხოლოდ ერთი ნებით იმოქმედა. ზემოთქმულიც ცხადყოფს, რომ ღვთაებრივი ნებით დაბადა ყოველივე არარაისაგან, და განაგებს ყოველი დაბადებულის ცხოვრებას, ხოლო კაცობრივი ნებით კი, კაცობრივ საქმეებს აღასრულებდა, რადგან ჰქონდა ორი ბუნება და ორი ნება. წმიდა სახარებაშიც ხომ წერია: `ხვალისა დღე უნდა გალილეად განსვლად~ (იოან. 43): საცნაურია, რომ გალილეაში არ იმყოფებაო და დააპირებდა იქ ჩასვლას, ეს რა თქმა უნდა კაცობრივი ბუნებით და ნებით, ღვთაებრივით კი ყოველგანმყოფია. და კვლავ ამბობს: `მამაო, რომელნი, მომცენ, მნებავს, რაითა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემ თანა~ (იოან. 17. 24). განა ეს ლოცვა კაცობრივი ბუნებით არ თქვა? ჭეშმარიტად, რადგან ღვთაებრივი ბუნებით, ადგილითა და სავანეთა ზედა უზენაესია, შობილნი კი ყველაფერს ვერ მოიცავენ. საცნაურია, რომ ეს ლოცვა კაცობრივი ბუნებით თქვა, რადგან ახსენა `მნებავს~, ასევე, `და მოიყვანეს იგი ადგილსა მას, რომელსა ჰრქვიან გოლგოთა, და თქვა: მწყურის: და მისცეს მას ძმარი, ნაღვლით შეზავებული, და მი-რა-იღო, არა უნდა სუმის~ (მთ. 27, 33-34: იოან. 19, 28). განა `არა უნდა სუმის~ ადამიანური ბუნებით არ თქვა? ან კიდევ: `იქცეოდა იესუ გალილეასა და არა უნდა ჰურიასტანს სლვად~ (იოან. 7.1). სვლა და წყურვილი ხორციელი ბუნების თვისებაა და არა ღმრთაებრივის. და კვლავ: `წარვიდა გალილეასა და არა უნდა რაითამცა აგრძნა ვინ ~ (მრ. 9, 30). და კვლავ: `და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტვიროსისა და სიდონისათა, და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაითამცა აგრძნა ვინ, და ვერ ხელეწიფა დაფარვად~ (მრ. 7, 24); თუნდაც ეს: `პირველსა მას დღესა უცომოებისასა, მოუხდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასექი ესე?~ (მთ. 26, 17) პასექის ჭამა სჯულის წესი იყო: ასე რომ არა ღვთაებრივი, არამედ კაცობრივი ბუნებით ისურვა პასექის დროს ჭამა, და მოციქული პავლე იტყვის: `მორჩილ იქმნა ვიდრე სიკვდილადმდე, სიკვდილითა მით ჯვარისაითა~ (ფლ. 2,8). რას ნიშნავს, ნებსით მორჩილ იქმნა თუ უნებლიედ? ვერავინ იტყვის, რომ უნებლიედ მოხდა, რადგან ნებსით ივნო ჩვენი ცხოვრებისათვის. და კვლავ იტყვის მოციქული: `ჯვარს ეცვა უძლურებით, არამედ ცხოველ არს ძლიერებითა~ (2 კორ. 13, 4). უფალმა, ორი ბუნების საქმენი გამოაჩინა, როცა ადამი სამოთხეში შეიყვანა და მცნება მისცა, ხოლო ადამმა არ დაიცვა, არამედ ისმინა გველის განზრახვა, იხილა ხე და სათნო ეყო, მიიღო მისი ნაყოფი და ჭამა: ნებით დაემორჩილა მტრის განზრახვას და არა იძულებით. ნებით იხილა ნაყოფი და ორივემ ნებით ჭამეს: საცნაურია, რომ პირველი ცოდვის და ურჩების მომქმედი იყო ადამი. ამიტომ, მას შემდეგ, რაც ქრისტემ შეიმოსა კაცობრივი ბუნება, თვინიერ ცოდვისა, ყოველმხრივ განგვკურნა, რადგანაც, თვითმფლობელად, თავის უფლად დაბადა ღმერთმა კაცი, ხოლო თვითმფლობელობას ნებას უწოდებენ წმიდა მამები. კაცობრივი თვითმფლობელი ნება რომ არ მიეღო უფალს, როგორღა გახდებოდა სრული კაცი? აქედან უკვე ჩანს, რომ უფალს კაცობრივი ბუნების ნება ჰქონდა, როგორც ამას მოციქული გვასწავლის სახარებიდან: რადგან წერია: `იერუსალიმ, იერუსალიმ, რომელმან მოსწყვიდენ წინაისწარმეტყუელნი და ქვაი დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა! რაოდენგზის ვინებე შეკრებად შვილთა შენთა, ვითარცა შეიკრიბნის მფრინველნი მართუენი თვისნი ქუეშე ფრთეთა, და არა ინებეთ~ (მთ. 23, 37). ცხადად ჩანს, რომ ამ სიტყვებს კაცობრივი ნებით არ ამბობს, არამედ ღმრთაებრივით. რამდენადაც ახლად განკაცებული იყო, აქ კი ბევრად ადრე მომხდარზე საუბრობს _ `რაოდენგზის ვინებე შეკრება შვილთა შენთა~, აქვე ახსენა მათი ეგვპტიდან გამოყვანა და აღთქმის ქვეყანაში შეყვანა, შემდეგ საუბრობს ებრაელთა ტყვეობიდან მრავალგზის გამოხსნაზე. რასაც ღმრთაებრივი ბუნებით აღასრულებდა უფალი თავის განკაცებამდე, და იქვე დასძენს: `ვითარცა იგი მამაი აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეთცა ძეი რომელთაი ჰნებავს აცხოვნებს~ (იოან. 5, 21). ეს აღესრულება ღმრთაებრივი ნებით, მამის თანაარსი ძის მიერ. ეს ციტატები ნათელ ყოფს, რომ ქრისტეს ორ ბუნებასთან ერთად, მისი ორი ნება და ორი ქმედება არის აღიარებული.
ეს სიტყვები რომ წარმოსთქვა წმიდა მაქსიმემ, ყველა იქ მყოფი დარწმუნდა მის ჭეშმარიტებაში და ვერავინ შესძლო საწინააღმდეგო აზრი გამოეთქვა, და რადგანაც ცხადი იყო, რომ წმიდა მაქსიმეს პირით, თავად, სულიწმიდა საუბრობდა და ასწავლიდა მათ საღმრთო საიდუმლოებებს, როგორც ერთ დროს უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს: ` ოდეს იგი მოგიყვანებენ წინაშე მეფეთა და მთავართა, ნუ ჰზრუნავთ რაი სთქვათ, ანუ რაი იუგოთ~ (მთ. 10, 19; 13, 11; ლკ. 12, 11)."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Feb 17 2011, 06:45 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



აკაკი

მერე როგორ განსხვავდება ეგ ნესტორიანიზმისგან? smile.gif მე ვერ განვასხვავებდი... smile.gif

მაშ რაში ცდება თეოდორე მოფსუესტიელი და თეოდორეტი(ვისი წერილიც დაწერილი მაქვს ზემოთ)... smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 17 2011, 07:11 PM
პოსტი #13


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ეზოთერიკა რა შუაშია? მეოთხე და მეხუთე საუკუნეებში ეს იდეა გავრცელებული იყო საკმაოდ ბევრ ეპისკოპოსებში...

ეზოთერიკა იმ შუაშია, რომ მაგ მე4-5 საუკუნეების ნათქვამს დაეყრდნენ biggrin.gif
და თანაც, შენ მრევლი ძალიან განათლებული გგონია თეოლოგიაში?

ციტატა
ძალიან მომწონს მათი ლოგიკა უბრალოდ...

ა, ეს მაინტერსებდა, ანუ შენით მიხვედი.

ციტატა
აი მიპასუხე - რაში გამოიხატება ქრისტეს სრული ადამიანური ბუნება...

თეოლოგიური არ ვიცი, მაგრამ ჩემს აზრს გეტყვი:
გამოიხატებოდა თუნდაც ამით:
მათესსახარებიდან
41. იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში: სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.

42. მეორედაც გაშორდა მათ, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შეუძლებელია ამცდეს ეს სასმისი, რათა არ შევსვა იგი, დე, იყოს ნება შენი.

43. მივიდა და კვლავ მძინარენი ჰპოვა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ.

***
ციტატა
მაშ გეკითხები ვისზეა ეს სიტყვები: "იზრდებოდა და აღივსებოდა სიბრძნით, ემატებოდა ცოდნა" - ღმერთს ცოდნა ხომ არ მოემატება... მაგრამ თუ ადამიან ქრისტეზეა,

ეგ ჩემს გონებაში ჩემსავე გამოთქმულ აზრს არ ეწინააღმდეგება. ღვთაებრივმა დაიტია ადამიანური, მაგრამ რა ადამიანურს ზრდა არ სჭირდება?

რაც შეეხება იმ ფრაზას: "არავინ იცის არც ძემ მხოლოდ მამამო,", ამაზე ვერ გეტყვი რაიმეს...

კაცო, თქვენ იმას დაუკვირდით, რომ ღმერთი მოვიდა წუთისოფელში და გაიარა ყველა ის საფეხური რაც ადამიანი გადის: დაბადება-გაზრდა-სიკვდილი
ხოდა პირდაპირ 33 წლისა კი არ მოვიდა biggrin.gif biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Feb 17 2011, 07:17 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ქევანა

ესეგი 2 ქრისტე გვყავს, ადამიანი და ღმერთი... smile.gif ანუ ის სხეული(ბუნებიტ და ყველაფრით) გაიარა ის ცალკე ღვთისგან... smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 17 2011, 07:24 PM
პოსტი #15


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



Otherguy
რატო ცალკე? biggrin.gif
ღვთაებრივს რომ არ სჭირდება, ეგ არ ნიშნავს რომ ცალკე გამოეყო და მიდი შენ განვითარდი დამეწიეო
ნუ ყოფ, ნუ...

აბა, ჩემი ჭკუით სურათი მივაბი (Aდრე ასე არ გამიკეთებია) და თუ გამოვა, დაინახავ: ჩემი აზრით ერთია, ერთი, და არც არეული არაა კომპოტივით, არც რამე ქიმიური ნაერთია rolleyes.gif laugh.gif


მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Feb 17 2011, 07:42 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ქევანა

მათემატიკურად მაგას შიდა სიმრავლე ჰქვია და შედის ზესიმრავლეში, ასე რომ ნაერთია... a075.gif მაგას ამბობენ მონოფიზიტებიც ისე... smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 17 2011, 07:48 PM
პოსტი #17


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
მაგას ამბობენ მონოფიზიტებიც ისე...

არ გამაგიჟო, აბა მე ვინ ვარ? biggrin.gif

აქამდე მეგონა რომ დიოფიზიტი ვიყავი, რადგან ვაღიარებ ქრისტეს ორ ბუნებას: ღვთაებრივსა და ადამიანურს, ერთ სხეულში, ერთ გონებაში, ერთ, რაც გინდათ ის დაარქვით, გინდა იპოსტასი, გინდა არსება, გინდა being, გინდა პიროვნება და ა.შ.
და მეგონა რომ მონოფიზიტები აღიარებდნენ ქრისტეს მარტო ღვთაებრივ ბუნებას და უარყოფდნენ ან უგულველყოფდნენ ადამიანურს


ტერმინები გვერევა და მაგიტომ არ გვესმის რა biggrin.gif

ისე ფილოსოფიაშიც ვერ გაურკევიათ ეს "მე" რა არის და რას მოიცავს, ან პიროვნება და რაღა ქრისტიანებს გვგონია რომ ღვთის საიდუმლოს ჩავწვდებით? biggrin.gif

პ.ს. ნაერთი სხვადასხვანაირია ქიმიაში a075.gif ეს დამავიწყდა აღმენიშნა


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Feb 17 2011, 07:52 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ქევანა

არა, მონოფიზიტები მაგას არ უარყოფენ... ისინი ამბობენ რომ ადამიანური ბუნება გაიხსნა ღვთაებრივში, ისევე როგორც თაფლის წვეთი წყალში... არ უარყოფენ არც ერთ ბუნებას...

ნესტორიანელები 2 ქრისტეს აღიარებდნენ, რადგან ადამიანი ხომ ცალკეა, იგი გაიზარდა, ცოდნა მოემატა, ამბობს ისეთ სიტყვებს რაც ღმერთს არ შეჰფერის და ასე შემდეგ...

შენ ამბობ ორივე ბუნება და ორივე ნება აქვს მაგრამ მაინც ერთიაო - გაუგებარია რას გულისხმობ... smile.gif

შეეძლო იესოს შეეცოდა? თუ არა - ესეგი ღვაწლი არ აქვს უცოდველობის და ადამიანური ბუნება არ ჰქონია...

თუ შეეძლო, მაშინ თავისუფალი არჩევანი კი ჰქონია, მაგრამ ღმერთი აღარ ყოფილა... ან მაშინ 2 პიროვნებაა მასში, რც ნესტორიანიზმია...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th December 2018 - 10:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი