IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება, საეკლესიო დანაშაულები
კანონისტი
პოსტი Feb 6 2007, 09:46 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



თემა იხსნება KAIROS-ის თხოვნით

ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება წარმოადგენენ უმძიმეს საეკლესიო დანაშაულებს. აღნიშნულის ჩადენა ხშირად იწვევს ეშმაკის მიერ ადამიანის შეპყრობას ან სხვა მძიმე შედეგებს.

აქ მომყავს დიდ სჯულისკანონში შეტანილი კანონები ამ მძიმე დანაშაულის თაობაზე:

მეექვსე მსოფლიო (ე.წ. ტრულის) კრების 61-ე კანონი:
ვინც მიენდობა მისნებს ან ასისთავად წოდებულებს [ანუ უხუცეს მოგვებს], ან სხვა ამგვართ, რათა მათგან სწავლით რაიმე გამოეცხადოს მათ, ექვსი წლით უზიარებლობით განკანონება მიესაჯოს მათ მამათა მიერ განწესებული დადგენილებისამებრ.

ამავე კანონით საჭირო არის იმათი განკანონება, ვინც დაატარებს დათვს და სხვა ცხოველს მარტივი, უბრალო ადამიანების გასართობად და სავნებელად, ვინც მკითხაობს სვე-ბედისა და შობის დღის შესახებ და ამნაირ სიტყვებს ერის საცდუნებლად ამბობს, ვისაც ეწოდებათ ღრუბელთმდევნელნი, მსახვრალნი (რიცხვებით მკითხავნი), შემლოცველნი, თილისმის მკეთებელნი, გრძნეულნი.

თუ ისინი განაგრძობენ ამგვარ უწესოებას, არ შეიცვლებიან და კვლავაც გამოიჩენენ მისწრაფებას სულის მომსპობი და წარმართული ჩვეულებებისადმი, დავადგენთ მათ გაძევებას ეკლესიიდან, როგორც ამბობენ საღვთო კანონები, ”რა აქვს საერთო სინათლეს სიბნელესთან?” (2 კორ. 6:14), როგორც ამბობს მოციქული, ”როგორ შეესატყვისება ღვთის ტაძარი კერპებს? რა თანამონაწილეობა აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა თანხმობაა ქრისტესა და ბელიარს შორის?” (2 კორ. 6:15-16)

ანკვირიის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი:
მისნობის მოქმედნი და წარმართთა ჩვეულების მიმდევრები ან თავის სახლში წამლებისათვის და გრძნებისათვის ვინმეს შემყვანნი, სამი წელი უნდა შეუვრდებოდნენ და ორი წელი უნდა ეზიარებოდნენ ლოცვებს სიწმიდეთა გარეშე.

ლაოდიკიის ადგილობრივი კრების 36-ე კანონი:
მღვდელი ან სასულიერო წოდების სხვა წარმომადგენელი არ უნდა იყოს ჯადოქარი, გრძნეული, ვარსვლავთმეტყველი. ისინი არ უნდა ამზადებდნენ თილისმას,რაც მათი სულების საპყრობილეა. ხოლო ვინც ატარებს თილისმას, როგორც დამცველს, მათ ეკლესიიდან გაძევებას ვბრძანებთ.

ბასილი დიდის:
ა) 65-ე კანონი:

ვინც თავისი გრძნეულება ან მომწამვლელობა აღიაროს, კაცის მკვლელის სასჯელი მოიხადოს დროის ისეთივე განაწილებით, რადგან თვით გაამჟღავნა თავის ცოდვაში თავი.

ბ) 72-ე კანონი:
ვინც გრძნებას ან რაიმე ასეთს მისცემს თავს, მან კაცისმკვლელის სასჯელი მოიხადოს იმავე დროით და დროის ისეთივე განაწილებით.

გ) 83-ე კანონი:
ის, ვინც გაჰყვება საწარმართო ჩვეულებას და სახლში შეიყვანს ბოროტად გრძნეულებს წამლობისა და მისნობისათვის, განკანონებულ უნდა იყოს ექვსი წლით შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს, ერთი წელი მსმენელი უნდა იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს და ერთი წელი უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად უნდა იქნეს იგი შეწყნარებული.

განმარტებებს თანდათან დავდებ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება   Feb 6 2007, 09:46 PM
კანონისტი   მხევალი ნინო მკითხ...   Feb 14 2007, 02:27 PM
მხევალი ნინო   კანონისტი გასაგებ...   Feb 14 2007, 02:32 PM
Iona   კარლოს კასტანედა...   Feb 14 2007, 02:35 PM
მხევალი ნინო   Iona ბიჭებმა ცალსახ...   Feb 14 2007, 02:47 PM
კანონისტი   მხევალი ნინო სამწ...   Feb 15 2007, 03:46 PM
მხევალი ნინო   კანონისტი ცხადია,...   Feb 15 2007, 07:33 PM
lado s   წმ. კვიპრიანეს და ი...   Feb 15 2007, 09:42 PM
დათიკო   კარლოს კასტანედაც...   Feb 15 2007, 10:18 PM
Iona   მე უფრო იმაზე მსურ...   Feb 16 2007, 01:15 PM
მხევალი ნინო   Iona არა მხოლოდ მექს...   Feb 16 2007, 01:26 PM
Iona   გუშინ ვიყავი შიო მ...   Feb 16 2007, 01:41 PM
მხევალი ნინო   ძალიან დასაბუთებუ...   Feb 16 2007, 07:33 PM
KAIROS   მე პირადად ვფიქრო...   Feb 17 2007, 01:49 PM
მხევალი ნინო   KAIROS ანუ ცალსახა პა...   Feb 19 2007, 11:03 AM
ლეონტი   http://www.aif.ru/online/aif/1203/12_01   Mar 2 2007, 11:49 PM
მხევალი ნინო   ლეონტი ის, რაც ლეო...   Mar 4 2007, 03:48 PM
ლეონტი   Одержимые бесами. Иеромона...   Mar 5 2007, 12:59 PM
marine   ტელევიზორში აჩვენ...   Mar 5 2007, 02:33 PM
mariami-k   ადანიანის სულს არ ...   Mar 5 2007, 02:43 PM
KAIROS   თემა ცოტა არ იყოს დ...   Apr 9 2007, 07:49 PM
მხევალი ნინო   საინტერესოა, სიდან...   Apr 10 2007, 10:05 AM
KAIROS   ალბათ დიდი გამოცდ...   Apr 10 2007, 01:00 PM
მხევალი ნინო   KAIROS არა უზსტად ინტ...   Apr 10 2007, 01:25 PM
marine   ცრუ სასწაულებს ახდ...   Apr 11 2007, 02:56 PM
natuli   მკითხობა,დიდი სიბრ...   Apr 11 2007, 07:10 PM
natuli   მკითხობა,დიდი სიბ...   May 4 2007, 01:54 AM
???   ვინც მკიტხაობს და ...   Apr 30 2007, 07:00 PM
ალექსანდრე   ვინც მკიტხაობს და ...   May 1 2007, 05:13 AM
KAIROS   პასუხი ერთია სეკუ...   May 1 2007, 12:27 PM
მხევალი ნინო   KAIROS ამსთან, ეს შეიძ...   May 1 2007, 01:36 PM
KAIROS   ეგრეა, ანუ ქვეცნობ...   May 1 2007, 10:16 PM
KAIROS   ОТНОШЕНИЕ БИБЛИИ К БЕЛОМУ И...   May 14 2007, 09:18 PM
ირგე   KAIROS სატანიზმი და სა...   May 29 2007, 01:34 PM
marine   marine მაგალითები გაქ...   May 29 2007, 02:07 PM
ირგე   marine ორიოდ სიტყვით ვ...   May 29 2007, 02:51 PM
marine   [b]marine ორიოდ სიტყვით ...   May 29 2007, 03:04 PM
ირგე   marine წავიკითხე. რაც მ...   May 29 2007, 03:24 PM
marine   marine წავიკითხე. მოხ...   May 29 2007, 03:27 PM
ირგე   marine პასუხი ვერ მივი...   May 29 2007, 03:41 PM
marine   marine პასუხი ვერ მივი...   May 29 2007, 03:42 PM
KAIROS   ცოტა ვერ გავიგე, რ...   May 29 2007, 03:44 PM
just man   ჯადოქრობა მართლა ა...   May 29 2007, 03:45 PM
::სალომე::   ჯადოქრობა მართლა ...   May 29 2007, 10:50 PM
KAIROS   ამაში ეჭვი მეპარე...   May 29 2007, 03:49 PM
ირგე   KAIROS რატომ უნდა გაგი...   May 29 2007, 03:52 PM
KAIROS   ერთი ოხერია ეგ და ...   May 29 2007, 03:57 PM
ირგე   KAIROS მაგ ლოგიკით ისლ...   May 29 2007, 04:01 PM
კანონისტი   ირგე ასეთ გამოთქმ...   May 29 2007, 05:31 PM
just man   KAIROS ეკლესიური კი ვა...   May 29 2007, 08:34 PM
just man   ::სალომე:: ეეეჰ დამთ...   May 29 2007, 10:54 PM
inkvizitor   just man მაგარი მხიარულ...   May 30 2007, 12:13 AM
KAIROS   მხოლოდ კაცი, არ და...   May 31 2007, 10:02 PM
კანონისტი   თემასთან ახლოს ისა...   Jun 1 2007, 12:56 PM
ალექსანდრე   ეშმაკის განდევნა - ...   Jun 3 2007, 03:39 PM
ალექსანდრე   ეგზარციზმი მართლმ...   Jun 3 2007, 04:01 PM
მხევალი ნინო   ალექსანდრე ალექს...   Jun 4 2007, 10:01 AM
ალექსანდრე   მხევალი ნინო ხოო ა...   Jun 4 2007, 05:59 PM
ai gogoo   ალექსანდრე ეს საი...   Jun 4 2007, 09:15 PM
KAIROS   გრამტიკული შესწო...   Jun 4 2007, 10:13 PM
თამარი_ცქნაფო   გრამტიკული შესწორ...   Jun 4 2007, 10:13 PM
მხევალი ნინო   KAIROS ბოდიში ჩემო კა...   Jun 6 2007, 01:59 PM
marine   "არ იპოვნებოდეს შ...   Jul 11 2007, 02:06 PM
2 გვერდი V < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th March 2026 - 08:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი