IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ქრისტეს კაცობრივი ბუნება
ana-xatia
პოსტი Feb 7 2007, 02:08 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261



დამლოცეთ მამაო,

არც კი ვიცი ღირს თუ არა ამაზე ფიქრი და შეკითხვის დასმა. თუ თვლით რომ არ არის საჭირო, მაშინ მითხარით და ასეც ვიზავ.

მე ვიცი რომ იესო ქრისტე იყო კაცი სრულ და ღმერთი სრულ. ანუ მასში ორივე ბუნება სრულად იყო.
ქონდა თუ არა მას, როგორც კაცს, ცოდვითი მიდრეკილებები ან თუნდაც იყო თუ არა იგი ადამის ცოდვის მატარებელი ისევე, როგორც ყველა სხვა "კაცი"?

მე მესმის რომ იგი ერთადერთია უცოდველი, მაგრამ იგი თავისი სრულყოფილების გამო არ ცოდავდა, მაგრამ მასში ხომ მაინც იყო ის კაცობრივი ბუნება, რომელიც ყველა სხვა (ცოდვილ) ადამიანებშიცააა?

მესმის რომ ეშმაკი განეშორა მას უდაბნოში 40 დღიანი მარხვის მერე და ანგელოზი მივიდა და მსახურებდა მას, მაგრამ ნიშნავს ეს რომ ეშმაკი განეშორა მას სამუდამოდ და აღარ ებრძოდა გარდაცვალებამდე? რა ხდებოდა მანამდე? როგორ მოიშორა პირველი თანდაყოლილი ცოდვა?

თუ თვლით რომ ამაზე ფიქრი საზიანოა, მითხარით და წავშლი შეკითხვასაც და მეც აღარ ვიფიქრებ ამაზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Mar 1 2007, 05:47 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ღირსი მამა იუსტინე (პოპოვიჩი) ბრძანებს, რომ კაცთაგან არავინ არის თავისუფალი პირველქმნილი ცოდვისაგან, გარდა უფლისა იესუ ქრისტესი, რომელი იშვა სულისაგან წმიდისა და ქალწულისა (Наследственность первородного греха). ცნობილ ღმრთისმეტყველს ვ.ნ. ლოსკის მოყავს წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სიტყვები, სადაც დიდი მამა ბრძანებს, რომ ქრისტე მაცხოვრის კაცობრივი ბუნება იყო ისეთივე, როგორიც ადამისა დაცემამდე (В.Н.Лосский, "Очерк мистического богословия Восточной Церкви", თავი VII). წმიდა იოანე დამასკელის თქმით, უფლის განკაცებასთან ერთად მოხდა მისი ხორცის განმღრთობა ("მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", თავი 56). წმიდა ნიკოლოზ კავასილა იტყვის მაცხოვარზე: "იგი მიუწვდომელი იყო ცოდვისათვის, და არა ისე, თითქოს ქონოდა ორგვარი არჩევანის უფლება და არჩია სიკეთე ბოროტებას... ქრისტე იყო უცოდველი არა როგორც გულმოდგინებით გამარჯვებული, არამედ როგორც გვირგვინოსანი დასაბამიდანვე" (Слово на Преславное Рождество Пресвятой Владычицы нашей Богородицы, XV). უფალმა ნებით იტვირთა დაცემის შედეგები, გარდა ცოდვისა. ცოდვა ადამიანის თავისუფალი ნებით აღესრულება. უფალმა კი თავისი კაცობრივი ნება სრულად დაუმორჩილა ღმრთაებრივს, და ეს მოხდა ნებით.

ეშმაკისათვის ღმრთის განგებით დაფარული იყო ქრისტეს ღმრთაებრიობა. ამიტომაც გაბედა მან მაცხოვრის გამოცდა. 40 დღიანი მარხვის შემდეგ ბოროტი "განეშორა მას ვიდრე ჟამადმდე" (ლკ.4,13). განეშორა, რადგან დარწმუნდა, რომ ვერ აცდუნებდა. როცა მოახლოვდა ჟამი ჯვარცმისა, უფალი ბრძანებს: "მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა პოოს არარაჲ" (ინ. 14,30). ბოროტი მოდის მაცხოვართან, რათა მოსალოდნელი ტანჯვით შეაშინოს. ჩვენც ასევე გვებრძვის ეშმაკი: ხან საჭიროებაში შენიღბული ტკბობისმოყვარეობით გვაცდუნებს, ხან კი – მოსალოდნელი ტკივილის შიშით.

მაცხოვრის კაცობრივი ბუნების მდგომარეობა ძნელად წარმოსადგენია ჩვენთვის, რადგან მან შეუერთა იგი ღმრთაებრივს ერთ ღმერთკაცობრივ ჰოპოსტასში. თუმცა ამაზე მაინც არსებობს მამათა მსჯელობა. მისი კაცობრივობა ვერ განიხილება ადამის დაცემამდელი მდგომარეობის და დაცემის შედეგების განხილვის გარეშე, რაც ძნელად ეტევა ფორუმის ფორმატში.

ასეთ საკითხებზე მსჯელობა არ არის თავისთავად საზიანო და მიუღებელი, მაგრამ აუცილებლად საჭიროებს მკაცრ მოსაგრე ცხოვრებას. წინააღმეგ შემთცვევაში გვექნება მხოლოდ თეორიების ანალიზი, მკვდარი, უსიცოცხლო კაცობრივი ბრძნობა. წმიდა მამათათვის ღმრთისმეტყველება განუყოფელი იყო პირადი მისტიური გამოცდილებისაგან.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 10:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი