სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Mar 15 2026, 08:23 PM
პოსტი
#41
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,562 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველთა მეფეები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა იერუსალიმის ქართულ სავანეებზე გავლენა არ დაეკარგათ. გიორგი ბრწყინვალემ იერუსალიმში გააგზავნა ქსნის ერისთავი პიპა, რომელსაც თან წაჰყოლია დეკანოზი იოანე. ისინი ძღვენით წასულან მაჰმადიან მმართველთან, რომელსაც სიხარულით შეუწყნარებია ძღვენი და "მისცნა კლიტენი იერუსალიმისანი".
მივიდა პიპა ზედა საფლავსა ქრისტესსა და შეემთხვია, ჟამი აწირვინა, ეზიარა [დეკანოზი აკურთხეს მოძღვართ-მოძღვრად... ხოლო პიპამან მოილოცა წმიდანი ადგილნი და შეკრიბნა ნაწილნი წმიდათანი]. აღნიშნული ვიზიტის დროს მაჰმადიან მმართველს გაუცია რაღაც დოკუმენტი, რიტაც დასტურდებოდა ქართველთა უფლება იერუსალიმში: "მივიდა წინაშე მეფისა და მოიღო იერლაყი შეწყალებისა და განიხარა გიორგი მეფემან, რამეთუ მიეცნეს კლიტენი ქართველთა". "ძეგლი ერისთავთა" წარმოადგენდა ქსნის ერისთავთა საგვარეულო დოკუმენტს, რომელშიც შემონახულია ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ცნობა: ქართველი მოღვაწეები მეფის დავალებით სტუმრობდნენ წმიდა მიწას და გარკვეული საფასურისა და ძვირფასი საჩუქრების გაცემით ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ მაცხოვრის საფლავის კლიტენი". /ლევან ტყეშელაშვილი, "ქართველი ბერ-მონაზვნები და სამონასტრო ცხოვრება", გვ.149/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th March 2026 - 10:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი