IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

40 გვერდი V « < 25 26 27 28 29 > »   
Reply to this topicStart new topic
> მსოფლიო რელიგიები, სხვადასხვა სექტები და მიმდინარეობები
NINJA - ნინძა
პოსტი Dec 3 2011, 08:22 PM
პოსტი #521


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



ციტატა(A.V.M @ Dec 3 2011, 04:27 PM) *

ერთ-ერთი ჩვენი თანაფორუმელი პროტესტანტია ბატონი ძანეტი...

მერე რა აჩხუბებთ? smile.gif


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 3 2011, 08:55 PM
პოსტი #522


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
მერე რა აჩხუბებთ?

გიოს და მაგას?

მე,ლელუაშვილი და ძანეტი ყოველთვის ვკამათობთ
მარა ჩხუბი არ გვსურს. biggrin.gif (ისე შენი ძველი სენ-სეი მე მყავს ყოველი შემთხვევისთვის...) laugh.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 3 2011, 10:28 PM
პოსტი #523


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



NINJA - ნინძა
ციტატა
გიორგი, აქ რა ოფიციალური ხარ

laugh.gif
ციტატა
ვინ არის zanneti და რაზე კამათობთ?ეხლა გადავხედე საკამათო პოსტებს.

ძანეტი არჩილია, აღმსარებლობით პროტესტანტი.
ჩვენ ვკამათობთ ერთმანეთთან დაპირისპირებულ რელიგიურ თეზისებზე, რომელსაც საფუძვლად ბიბლია უდევს.
ციტატა
დალაი ლამასთან შეხვედრის ეპიზოდი მომეწონა

მე მთლიანად მომწონს ეგ წიგნიsmile.gif
მისი ქართულად მთარგმნელი დიდ საქმეს ასრულებს - ჭეშმარიტად! smile.gif

A.V.M
ციტატა
(ისე შენი ძველი სენ-სეი მე მყავს ყოველი შემთხვევისთვის...)


შენ რა გითხარიbiggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 4 2011, 12:07 AM
პოსტი #524


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
შენ რა გითხარი

,,ჩემი შენ გითხარი
გული მოგიკალი"

(აი ეს უნდა მითხრა) biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zanneti
პოსტი Dec 4 2011, 12:57 AM
პოსტი #525


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 372
რეგისტრ.: 3-November 09
წევრი № 7,684



http://pema.tv/video/videos/viewvideo/90/1


--------------------
ქრისტიანული საიტები

http://wolge.org/index.php

http://qristiani.ge/qristiani.html

http://xsna.wordpress.com/

598-78-69-08 აჩიკო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 5 2011, 05:04 PM
პოსტი #526


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



zanneti
როცა ლინკს დებ, მცირე აღწერაც რომ მოაყოლო ხოლმე, კარგს იზამa075.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 5 2011, 07:41 PM
პოსტი #527


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ხალხო, ორღანი არ მოგწონთ? smile.gif



--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Dec 6 2011, 03:07 PM
პოსტი #528


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Dec 5 2011, 07:41 PM) *

ხალხო, ორღანი არ მოგწონთ? smile.gif



მე პირადად ძალიან მომწონსsmile.gif


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Dec 9 2011, 06:44 PM
პოსტი #529


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



რაში მდგომარეობს კათოლიკობასა და მართლმადიდებლობას შორის განსხვავებანი?


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 9 2011, 06:56 PM
პოსტი #530


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
რაში მდგომარეობს კათოლიკობასა და მართლმადიდებლობას შორის განსხვავებანი?

ჰოოოოო.
განსხვავება ძალიან ბევრია...
შენ რა გაინტერესებს კონკრეტულად?
(ლიტურგიკა,დოგმატიკა...)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 9 2011, 07:00 PM
პოსტი #531


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Kanishtha-Adhikar
ციტატა
რაში მდგომარეობს კათოლიკობასა და მართლმადიდებლობას შორის განსხვავებანი?

საერთოდ, ყველაზე ახლოს მართლმადიდებლობასთან, სექტებიდან და სხვადასხვა მიმდინარეობებიდან, არის კათოლიციზმი.
თუმცა განსხვავებები რიცხვობრივად მაინც ბევრია; კერძოდ:

ლათინთა სწავლება პაპზე, როგორც ეკლესიის უმაღლეს ხელისუფალზე
სხვაობა ეკლესიის შესახებ სწავლების გაგებაში მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის მიერ
ლათინთა სწავლების დოგმატური წანამძღვრები პაპის ხელისუფლების შესახებ
პაპი როგორც მოციქულ პეტრეს მემკვიდრე
ლათინთა სწავლებით პაპის მემკვიდრეობითი ხელისუფლება პეტრე მოციქულმა ქრისტესაგან მიიღო
პეტრე მოციქულის დამოკიდებულება სხვა მოციქულებთან
რომის ეპისკოპოსისა და რომის კათედრის როლი ძველ ეკლესიაში
პაპის საერო ხელისუფლება. „კონსტანტინეს საბოძვარი“
პაპების კონფლიქტი კონსტანტინეპოლის ეკლესიასთან
ეკლესიათა გაყოფის საბოლოო აქტი
რომაულ-კათოლიკური ეკლესია როგორც აბსოლუტური მონარქია
დოგმატი პაპის სამოძღვრო უცდომელობის შესახებ
რომაულ-კათოლიკური სწავლება სულიწმიდის მამისა და ძისაგან („ფილიოკვე“) გამომავლობის შესახებ
„ფილიოკვეს“ სწავლების დოგმატური არსი
რომაულ-კათოლიკური სწავლება ხსნის შესახებ
რომაულ-კათოლიკური სწავლება პირველი ცოდვის შესახებ
რომაულ-კათოლიკური სწავლება ღმერთისათვის ცოდვის გამო მისაგებელი საზღაურის შესახებ
რომაულ-კათოლიკური სწავლება განსაწმენდელის შესახებ
რომაულ-კათოლიკური სწავლება დამსახურებათა საგანძურისა და ინდულგენციების შესახებ
რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მარიამული დოგმატები
დოგმატი ქალწული მარიამის უბიწოდ ჩასახვის შესახებ
დოგმატი ქალწულ მარიამის ხორციელად ზეცად ამაღლების შესახებ
რომაულ-კათოლიკური სწავლების თავისებურებანი საიდუმლოთა შესახებ
აღსარების (სინანულის) საიდუმლო
მღვდლობის საიდუმლო
ქორწინების საიდუმლო
რომაულ-კათოლიკური ზნეობრივი მოძღვრების თავისებურებანი
რომაულ-კათოლიკური ღვთისმეტყველებისა და საეკლესიო პრაქტიკის სხვა თავისებურებანი
წმინდა წერილი და წმინდა გადმოცემა
საიდუმლოთა შესრულების ლათინური წესი
მარხვები


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 9 2011, 07:01 PM
პოსტი #532


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/da...i/shesavali.htm
(აქ ნახავ იოანე დამასკელის შრომას-მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა)

http://www.orthodoxy.ge/apologetika/osipov...madidebloba.htm
აქ ოსიპოვს მოუსმენ.

ეს კი ერთ-ერთი ჩვენი თანაფორუმელის პოსტია:
რა ცდომილებანი აქვს დღეისთვის დასავლეთის ეკლესიას?

ეს ცდომლებანია:
ა) კათოლიკეები ასწავლიან,თითქოსდა რომის პაპი არის ღმერთის ნაცვალი დედამიწაზე;
ბ) ისინი ამბობენ,რომ რომის პაპი,როგორც ყოველი ქრისტიანის მოძღვარი არ ცდება,როდესაც სარწმუნოებასა და ზნეობაზე საუბრობს;
გ) პირველ და მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული მრწამსის საწინააღმდეგოდ მათ სწამთ,თითქოს სული წმიდა გამოდის არა მხოლოდ მამისგან,არამედ ძისაგანაც;
დ) აღიარებენ ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვას იოაკიმესა და ანასაგან და მის სხეულეობრივად ზეცად ამაღლებას;
ე) აქვთ სწავლება,თითქოს წმიდანებს იმეზე მეტი ღირსება და დამსახურება აქვთ,ვიდრე ეს ერთი ადამიანის ცხონებისათვის არის საჭირო;
ვ) ბავშვებს არ აზიარებენ და მირონს არ სცხებენ;
ზ)ერისკაცებს არ აზიარებენ "სისხლით";
თ)შაბათს მარხულობენ;
ი) ღვთისმსახურებისას იყენებენ ორღანს და სხვ.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Dec 9 2011, 09:52 PM
პოსტი #533


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
საერთოდ, ყველაზე ახლოს მართლმადიდებლობასთან, სექტებიდან და სხვადასხვა მიმდინარეობებიდან, არის კათოლიციზმი.თუმცა განსხვავებები რიცხვობრივად მაინც ბევრია; კერძოდ:ლათინთა სწავლება პაპზე, როგორც ეკლესიის უმაღლეს ხელისუფალზესხვაობა ეკლესიის შესახებ სწავლების გაგებაში მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის მიერლათინთა სწავლების დოგმატური წანამძღვრები პაპის ხელისუფლების შესახებპაპი როგორც მოციქულ პეტრეს მემკვიდრელათინთა სწავლებით პაპის მემკვიდრეობითი ხელისუფლება პეტრე მოციქულმა ქრისტესაგან მიიღოპეტრე მოციქულის დამოკიდებულება სხვა მოციქულებთანრომის ეპისკოპოსისა და რომის კათედრის როლი ძველ ეკლესიაშიპაპის საერო ხელისუფლება. „კონსტანტინეს საბოძვარი“პაპების კონფლიქტი კონსტანტინეპოლის ეკლესიასთანეკლესიათა გაყოფის საბოლოო აქტირომაულ-კათოლიკური ეკლესია როგორც აბსოლუტური მონარქიადოგმატი პაპის სამოძღვრო უცდომელობის შესახებრომაულ-კათოლიკური სწავლება სულიწმიდის მამისა და ძისაგან („ფილიოკვე“) გამომავლობის შესახებ„ფილიოკვეს“ სწავლების დოგმატური არსირომაულ-კათოლიკური სწავლება ხსნის შესახებრომაულ-კათოლიკური სწავლება პირველი ცოდვის შესახებრომაულ-კათოლიკური სწავლება ღმერთისათვის ცოდვის გამო მისაგებელი საზღაურის შესახებრომაულ-კათოლიკური სწავლება განსაწმენდელის შესახებრომაულ-კათოლიკური სწავლება დამსახურებათა საგანძურისა და ინდულგენციების შესახებრომაულ-კათოლიკური ეკლესიის მარიამული დოგმატებიდოგმატი ქალწული მარიამის უბიწოდ ჩასახვის შესახებდოგმატი ქალწულ მარიამის ხორციელად ზეცად ამაღლების შესახებრომაულ-კათოლიკური სწავლების თავისებურებანი საიდუმლოთა შესახებაღსარების (სინანულის) საიდუმლომღვდლობის საიდუმლოქორწინების საიდუმლორომაულ-კათოლიკური ზნეობრივი მოძღვრების თავისებურებანირომაულ-კათოლიკური ღვთისმეტყველებისა და საეკლესიო პრაქტიკის სხვა თავისებურებანი წმინდა წერილი და წმინდა გადმოცემასაიდუმლოთა შესრულების ლათინური წესიმარხვები


ძირითადად ამ ვრცელ ჩამონათვალში მეორდება ერთი და იგივე.

პაპის საერო ხელისუფლებას რაც შეეხება, დამთავრდა ის დრო, როდესაც რომის პაპის ოლქი არსებობდა და დღეს ეკლესია საერო მმართველობას პრაქტიკულად საკმაოდ გაემიჯნა. ეკლესიათა გაყოფის აქტს რაც შეეხება, საყურადღებო ფაქტია, რომ თარიღი 1054 წელი სინამდვილეში არ არის ეკლესიათა გაყოფის საბოლოო თარიღი. პირველად ლათინმა კარდინალმა და ისიც რომის პაპის დაუკითხავად გადასცა ანათემას პატრიარქი მიხეილი და თავის მხრივ, მიხეილმა გადასცა ანათემას საპასუხოდ სასულიერო პირები და ორივე აქტში თავად ეკლესიების გაყოფა არ არის დაფიქსირებული. ეკლესიების ერთმანეთისგან დაშორება მიმდინარეობდა თანდათანობით ამის შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ შერიგების მცდელობები იყო. გადამწყვეტი იყო ერთმანეთთან გაუცხოვებაში პოლიტიკური ომები, 1204 წელს ლათინების მიერ კონსტანტინოპოლის დარბევა და შემდეგ 1453 წელს ბიზანტია რომ დაეცა, აღმოსავლეთის ქრისტიანები დიდი ხნით მოსწყდნენ დასავლეთის სამყაროს. ფაქტობრივი ურთიერთშეხება კი ჯვაროსნული ომების დროს ნელნელა ქრება. განსხვავებული დოგმატებიც ნელნელა შემოვიდა და არა ერთბაშად რომის ეკლესიაში. სხვათა შორის, მართლმადიდებლურ სამყაროს არ გვაქვს ოფიციალური აქტი მიღებული, რომელშიც დაფიქსირებული იქნება, თუ როგორ ვუყურებთ ლათინებს.

რაც შეეხება რიტუალებს, ლათინური წესი საეკლესიო კონფლიქტამდეც არსებობდა, დავა ამაზე არ ყოფილა და აქ მთავარი დოგმატური განსხვავებებია. რიტუალებიდან ყველაზე თვალშისაცემი და ერთიანობასთან შეუთავსებელი არის ზიარების წესი. თუკი რომის ეკლესიასთან თანაზიარება ოდესმე აღდგა, უხერხული იქნება, რომ მხოლოდ ხორცით რომ აზიაროს რომის ეკლესიამ. ბიზანტიასთან ცივ ურთიერთობებს რაც შეეხება, ეს დასავლელი მონარქების და ბერძნების პირადი პრობლემა იყო და აქ მთავარია დოგმატური განსხვავებები და ეს მაქსიმალურად უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური პროცესებისგან.

ისე, კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების დიალოგი საკმაოდ საინტერესოა და ბევრის მომცემი...


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 9 2011, 10:27 PM
პოსტი #534


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



მე მახსენდება ის დრო, როცა რომის პაპი - იოანე-პავლე II ჩამობრძანდა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში.
უწმინდესმა კი იგი დიდი სიყვარულით და პატივისცემით მიიღო საპატრიარქო რეზიდენციაში და რამდენიმე ტაძარიც ერთად მოილოცეს.

IPB-ს სურათი

ხოლო როდესაც პაპი გარდაიცვალა პატრიარქმა დიდი მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ იოანე-პავლე მეორეს გარდაცვალება საქართველოს ეკლესიისთვისაც დიდი დანაკლისი იქნებოდა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Dec 10 2011, 02:33 PM
პოსტი #535


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



GIORGI LELUASHVILI
A.V.M
georgios
დამოკიდებულება როგორია ამ ორი მიმდინარეობის წარმომადგენელთა შორის?


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 10 2011, 03:57 PM
პოსტი #536


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
დამოკიდებულება როგორია ამ ორი მიმდინარეობის წარმომადგენელთა შორის?

ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არ აყენებს შეურაცხყოფას სხვას.
მნიშვნელობა არ აქვს რომელი რელიგიის თუ სექტის წარმომადგენელია იგი.
ჩვენ არ გვძულს კათოლიკები,მკვლელები,მრუშები
...
ჩვენ გვძულს მკვლელობა,მრუშობა და ვებრძვით ამ ცოდვებს.

განსხვავებით მუსლიმებისგან ჩვენ არ ვერთობით კონფლიქტში რელიგიური მრწამსის გამო.ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ ჩვენს სულიერ წინამძღოლთ და არ იქცევიან ისე,როგორც ვთქვათ შიიტ-სუნიტები.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Dec 10 2011, 05:16 PM
პოსტი #537


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



Kanishtha-Adhikar
ციტატა
დამოკიდებულება როგორია ამ ორი მიმდინარეობის წარმომადგენელთა შორის?


გააჩნია ისტორიულ პერიოდს, ამა თუ იმ ქვეყნის ეკლესიას, სხვადასხვა საკითხებს.
როგორც წესი, ბერძნები და ლათინები, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ საკითხებში ვერასოდეს ძოვდნენ ერთად და ეს აისახებოდა ეკლესიებს შორის ურთიერთობებზეც, რომლებიც ძლიერ იყო მიბმული სახელმწიფო ხელისუფლებას და სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო შერიგება და თანხმობის მიღწევა, პოლიტიკურ საკითხებს გადააყოლეს ერთიანობა. 1054 წლის შემდეგაც, ინერციით, ფაქტობრივად მაინც არ წყდებოდა ერთმანეთთან შეხება, ერთიანობის აღდგენის მცდელობებიც იყო, მაგრამ ჩაიშალა მაინც. საქართველოს ეკლესიას რაც შეეხება, ცუდი ურთიერთობა რომთან არ გვქონია მაშინ, ბერძნებისგან განსხვავებით. ძალიან საყურადღებოა, რომ იმ დროს სწავლებაში არ იყო ამდენი განსხვავება, როგორც დღესაა. კალენდარი რომის ეკლესიამ გადაწია მეთექვსმეტე საუკუნეში, თუმცა ბერძნული და სხვა რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნახევრადახალი კალენდრით სარგებლობს. სალხინებელზე მოძღვრება მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში შემოიტანეს დოგმატის სახით, პაპის უცდომელობა სწავლების საკითხებში 1869-1870 წლებში, ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი 1854 წელს, ადათ-წესები კი ისედაც სხვადასხვა იყო გაყოფამდეც ლათინურ და ბერძნულ მსახურებაში და ამ განსხვავებებს მაშინ წამოსწევდნენ ხოლმე, როდესაც პოლიტიკურად გამწვავდებოდა მდგომარეობა.

ძალიან საინტერესოა ე.წ. ფილიოკვეს დოგმატი. მართლმადიდებლური ეკლესია ასწავლის რომ სულიწმინდა გამოდის მამა ღმერთისგან. ხოლო კათოლიკურ მრწამსში ჩამატებულია სიტყვა "და ძისაგან". თუმცა ამ მოვლენას უფრო ღრმა ფესვები აქვს. როგორც ტრადიციულად მიაწერენ, ათანასე დიდის მრწამსში სულიწმინდა გამოვალს მამისაგან და ძისაგან, ზოგი ამ მრწამსს მიაწერს სხვა მამებს, ანუ დასავლელებს. ამ დამატებას იყენებდნენ ვესტგოთი არიოზელების საწინააღმდეგოდ, რათა ხაზი გაესვათ მამის, ძისა და სულიწმინდის თანასწორობას, რასაც არიოზელები უარყოფდნენ. საყურადღებოა, რომ ათანასეს მრწამსი არც აღმოსავლეთში მწვალებლობად არ განიხილებოდა, გარდა ამისა, ტოლედოს 589 წლის ადგილობრივ კრებაზე მიიღეს ამ სახით მრწამსი არიოზელთა წინააღმდეგ. შემდეგ რომის პაპები კარგა ხანს არ იღებდნენ მრწამსს ამ სახით, მიუხედავად კარლოს დიდის ზეწოლისა. უკვე მეთერთმეტე საუკუნეში საბოლოოდ მკვიდრდება ეგ დანამატი რომის ეკლესიის მრწამსში და ეს ხდებოდა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის დაპირისპირების ფონზე, რაც ერთ-ერთ მიზეზად იქნა ოფიციალურად დასახელებული ერთმანეთის შეჩვენებისას. მაგრამ საინტერესოა ისიც, რომ რომის პაპი ე.წ. უნიატებს, ანუ აღმოსავლელ ქრისტიანებს, რომლებიც რომს ექვემდებარებიან, უფლებას რთავს მრწამსი ფილიოკვეს გარეშე წარმოსთქვან და ერთხელ, რომის ეკლესიამ თავის დოკუმენტში "უფალი იესო" მრწამსის სიმბოლო ფილიოკვეს გარეშე გამოაქვეყნა.

მართლმადიდებლურ ეკლესიაში ასევე კრიტიკულად განიხილავენ ზოგიერთი კათოლიკე წმინდანის მოღვაწეობას და სულიერ პრაქტიკას.

ზოგადად, აგრესიული დამოკიდებულება კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის დღეს უკვე ნაკლებადაა. 1964 წელს, ერთმანეთის მიმართ კეთილი სურვილის გამოხატვის მიზნით, კონსტანტინოპოლისა და რომის პატრიარქებმა ერთმანეთს წყევლა მოუხსნეს, თუმცა თანაზიარება არ გვაქვს. თუმცა არის მაინც ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს უშვერად ლანძღავენ. რომის ეკლესია მაინც საკმაოდ კონსერვატიულია და შეკრული, ამ მხრივ პროტესტანტულ აღმსარებლობებთან შედარებაც არაა. საერთო ჯამში მაინც საერთო უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე განსხვავებები და ჯერ კიდევ არის ალბათ დრო, რომ გამოინახოს როგორმე დიალოგისთვის გზა.

ეკლესიების გაყოფაზე საინტერესო სტატია არის აქ:
http://www.orthodoxtheology.ge/2011/04/blog-post_17.html


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 10 2011, 08:08 PM
პოსტი #538


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Kanishtha-Adhikar
ციტატა
დამოკიდებულება როგორია ამ ორი მიმდინარეობის წარმომადგენელთა შორის?

პიროვნულად - ასეთიsmile.gif
IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Dec 12 2011, 11:30 PM
პოსტი #539


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



ახლა გასაგებია პიროვნულიც და რელიგიური დამოკიდებულებებიც. გმადლობთsmile.gif


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Dec 14 2011, 07:55 PM
პოსტი #540


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



Kanishtha-Adhikar
ციტატა
რაში მდგომარეობს კათოლიკობასა და მართლმადიდებლობას შორის განსხვავებანი?


კათოლიკეებს ელექტრო სანთლები აქვთ ტაძარში. ჩააგდებ 1 ევროიანს და აინთება სანთელი. rolleyes.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

40 გვერდი V « < 25 26 27 28 29 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 09:15 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი