IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

40 გვერდი V « < 13 14 15 16 17 > »   
Reply to this topicStart new topic
> მსოფლიო რელიგიები, სხვადასხვა სექტები და მიმდინარეობები
George Leluashvili
პოსტი Jun 16 2011, 12:07 PM
პოსტი #281


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ხახაბოელი
კიი ბატონო,რაც შენ დაწერე ბიბლიური მუხლები-გასაგებია,მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო(ღმერთმა დამიფაროს).მართლმადიდებლობაა ის ჭეშმარიტი რელიგია,რომელიც უეჭველი ცხონების საშუალებას იძლევა.მას შეუძლია ადამიანი უსასრულო აბსოლუტს შეაერთოს.ესაა სრული, აბსოლუტური ჭეშმარიტება, ტრანსცენდენტული (არაამქვეყნიური,მიღმიური) რელიგია.
ქრისტიანობის (მართლმადიდებლობის) სიდიადის აღსაწერად არ მგონია ლექსიკონში სიტყვები მოიძებნებოდეს,მაგრამ აქ ერთი აუცილებელი შემთხვევაა ყურადსაღები.არ შეიძლება იმის მტკიცება,რომ ვინც არაა ქრისტიანი მართლმადიდებელი,და ისე გარდაიცვალა, რომ ვერ შეიცნო იგი-ესეიგი ვერ ცხონდება.ეს არასწორია.მაშინ გამოდის,რომ ღმერთი უსამართლო ყოფილა,რადგან ზოგი მართლმადიდებლის ოჯახში დაიბადა და ზოგი წარმართის.მართლმადიდებელი ბოლომდე მიყვა თავის რელიგიას,ყოველივეს გულმოდგინედ აღასრულებდა, მოღვაწეობდა, ღმერთის სიყვარულით იყო მუდამ ანთებული და როცა გარდაიცვალა ცხონდა ქრისტეს მიერ.ხოლო წარმართი,რომელიც კერპებს ემსახურებოდა,არაფერი გაუგია ერთადერთი მხსნელისა და მაცხოვრის-ქრისტე იესოს შესახებ და ასე მიიცვალა.ეხლა შენ თვითონ გამოიტანე ლოგიკური დასკვნა-ღმერთი ორივეს ერთნაირად განიკითხავს?
შენ იტყვი:წარმართი ვერ ცხონდება
-რატომ?
პასუხი იქნება-იმიტომ,რომ კერპთაყვანისმცემელი იყო.
მე შეგეწინააღმდეგები:მაშ რატომ დაბადა ღმერთმა წარმართის ოჯახში?
პასუხი-ასე უნდოდა.


განა შეიძლება აქ სამართლის პოვნა?არადა ღმერთი ყოვლად სამართლიანია.მაშ რაშია საქმე?
ვისაც მეტი მიეცა მეტი მოეკითხება,მაგრამ ვისაც ცოტა მიეცა?
აი,ზუსტად ამაშია საქმე,რომ რახან ზოგს ცოტა მიეცა და ამ შემთხვევაში წარმართის ოჯახში დაიბადა,ღმერთი მას თავისი სინდისის მიხედვით განსჯის,როგორც ამას პავლე მიციქული ამოწმებს.
ასე რომ ნუ ვიტყვით გადაჭრით-არამართლმადიდებელი ვერ ცხონდება.
ჩვენ ეს უბრალოდ არ ვიცით და ნუ შევასრულებთ ღმერთის ფუნქციას-ნუ განვჯით ნურავის.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 16 2011, 09:02 PM
პოსტი #282


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



დარწმუნებული ვარ ყველამ იცით,მაგრამ ერთ ფაქტს გავიხსენებ,როდესაც წმ.მაკარი დიდმა თავის ქალას ალაპარაკება უბრძანა,მან კი უთხრა,რომ იგი მოგვი იყო და ჯოჯოხეთში იტანჯებოდა,თუმცა მასზე საზარელ ტანჯვას ქრიუსტიანები განიცდიდნენ.


ჩვენ ვიტყვით,ლაცნი ჩვენა ვართ,\მარტოოდ გვზდიან დედანი;\ჩვენა ვსცხონდებით,ურჯულოთ\ცეცხლში მიელის ქშენანი.
ვაჯა ფშაველა-ალუდა ქეთელაური


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 16 2011, 10:00 PM
პოსტი #283


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ეჰ,რა მარტივად წყვეტავთ ცხონება-არ ცხონების საკითხსfiqri.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Jun 16 2011, 10:50 PM
პოსტი #284


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ეგ მართალია ვისაც მეტი მიეცა მეტი მოეთხოვება, მაგრამ ხომ ყველას მოეთხოვება?მე არაფერს არ ვწყვეტ და ჩემი დასკვნები არ არი, მე მხოლოდ წმინდა წერილის მიხედვით გამაჩნია ესეთი აზრი, რომ მხოლოდ ქრისტეს მართალი სარწმუნოების მქონეს შეუძლია გადარჩენა.რაც შეეხება წარმართს რომელსაც არაფერი გაუგია ქრისტეს შესახებ არ მგონია დღეს ვინმე იყოს ასეთი,რომ არ გაეგოს ქრისტეს შესახებ მე პავლე მოციქულის სიტყვის მჯერა და მწამს.ეკლესიის მამებისაგან 2 აზრი გამიგია, ნაწილი ამბობს რომ ვერ გადარჩება, ზოგი კი ამბობს, ჩვენ მართლმადიდებლები ისინი ვართ ვინც გემით ვაპირებთ ზღვის გადაცურვას, სხვები კი ისინი არიან ვინც მხარულით მოცურავსო.ისინიც მიცურავენ მაგრამ ზღვა მხარულით გადაიცურება?ღმერთი სამართლიანია, მაგრამ მის განგებას ვერავინ გაიგებს, იქნებ ის წარმართი ქრისტიანულ ოჯახში,რომ დაბადებულიყო უფრო დიდი სასჯელი დაემსახურებინა ზუსტად იმ პრინციპით,რომ უფრო მეტი მოეთხოვება ქრისტიანს? ვიღაცა ხომ უნდა დაიბადოს წარმართის ოჯახშიც, ან არამართლმადიდებლისაში?ღმერთი ხომ არ დაუხშავს მათ საშოს? ვერავინ გაიგებს ღმერთის ნებას, მან წინასწარ ისიც იცოდა როდესაც ქმნიდა ნათლის ანგელოზს, რომ ის დაეცემოდა, მაგრამ შექმნა, ჩვილებიც ხომ წყდებიან დედის საშოში?ადამიანის შექმნამდეც იცოდა მისი მომავალი დაცემა.ვინ ჩაწვდება ამ ყველაფერს?ჩემი აზრი და ხედვა ეს არი და მე არაფერს არ ვწყვეტავ, ღმერთია მსაჯული და ის განსჯის, მე ვინ მეკითხება, მადლობა ღმერთს რომ ის არის მსაჯული და არა ნებისმიერი ჩვენთაგანი.ჩემი აზრით ვინ გადარჩება ამაზე ლაპარაკი არც ღირს და რომ ვმსჯელობ ამაზე ალბათ ვაშავებ კიდეც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 16 2011, 10:59 PM
პოსტი #285


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ხახაბოელი
ციტატა
რაც შეეხება წარმართს რომელსაც არაფერი გაუგია ქრისტეს შესახებ არ მგონია დღეს ვინმე იყოს ასეთი,რომ არ გაეგოს ქრისტეს შესახებ

აფრიკულ ქვეყნებში იცი რამდენია?
შენ გგონია მსოფლიოში ყველამ იცის ვინ არის იესო ქრისტე?
ისეთი მივარდნილი ქვეყნები ძალიან ბევრია,სადაც არავინ აწვდის ხალხს ჭეშმარიტების სიტყვას.
ციტატა
ნაწილი ამბობს რომ ვერ გადარჩება, ზოგი კი ამბობს, ჩვენ მართლმადიდებლები ისინი ვართ ვინც გემით ვაპირებთ ზღვის გადაცურვას, სხვები კი ისინი არიან ვინც მხარულით მოცურავსო.

კი,ეს ნამდვილად ასეა და შესანიშნავი მაგალითია.
არავის არ უნდა ეგონოს,რომ თავისუფლად შეიძლება მართლმადიდებლობის დატოვება იმ იმედით,რომ სხვა წარმართულ რელიგიაშიც არსებობს ისეთი შანსი ცხონებისა,როგორც მართლმადიდებლობაშია.აი,ამას ვამბობ მე და არა იმას,რომ წარმართიც ჩვეულებრივ ცხონდება თავისსი ღმერთის მიერ.არსებობს რაღაც გამონაკლისები არამართლმადიდებლებში, რომელთაც ალბათ უფალი მაინც შეიწყალებს,რადგან არ ქონდათ ქრისტიანული შემეცნების საშუალება.

ყველაზე მეტი წმინდა მამა კი ამბობს,რომ არ იციან ვინ ცხონდება და ვინ-არა.ამის შესახებ ზუსტ პასუხს არ იძლევიან.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Jun 17 2011, 12:45 AM
პოსტი #286


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



მე ვერ დავიჯერებ რომ აფრიკელი ველური ტომის წარმომადგენელს, რომელსაც არაფერი გაუგია ქრისტეს შესახებ, შესაბამისად არც სხვა ბიბლიაზე დაფუძნებული რელიგიების შესაახებ იცის რაიმე,სადაც სირცხვილის განცდაც არა აქვთ, თუნდ შიშვლებმა ირბინონ, სადაც ცეცხლის გარშემო როკავენ და მღერიან სატანურ სიმღერებს და ამით ეძლევიან ტრანსს,რომ ვინმე იყოს მაღალ ზნეობრივი,უსმენდეს თავის სინდისს, რომელიც არ მგონია სათნოებისაკენ მოუწოდებდეს.მაგალითად კაციჭამიების ტომის წარმომადგენელს სინდისი არ შეაწუხებდა თუ ვინმეს დაკლავდა და შეჭამდა, იმიტომ რომ ეგრეა გაზრდილი და ეს ჩვეულებრივი ამბავია, როგორც რომ მე ცხვრის ხორცი მივირთვა.სარწმუნოება ჭეშმარიტი ერთია, ერთია ქრისტეს ეკლესია,ერთია კარი სასუფევლისა ძე ღვთისა, სხვა რელიგიები მხოლოდ ეშმაკის ბრძოლის შედეგია, როცა ქრისტე მოვიდა და ეშმაკმა ძალა დაკარგა მართალთა სულებზე, ბევრი აღდგა და ხალხი აიყოლია მესია ვარო, ეშმაკი ყოველთვის ურევს კაცს რწმენას, სხვა და სხვა რელიგიებით, მათდამი ინტერესს ბადებს,ჯერ როგორც ზღაპარს ისე მოგასმენინებს, მერე კი დაგაეჭვებს, ლოცვის დროსაც ხელს შეგიშლის სხვა რელიგიაზე ფიქრით.ზოგჯერ ფიქრებში დაგაპირისპირებს მწვალებელთან, ვითომ ეპაექრები და ჯობნი და მოაქცევ, შენც გსიამოვნებს.მოკლედ მოსვენებას დაგაკარგვინებს კაცს, მერე გამტვრევინებს თავს იქნებ ისინიც გადარჩებიან, ან იქნებ არა?მერე სხვა რელიგიის წარმომადგენლებს შენებზე უკეთესადაც მოგაჩვენებს.ბოლოს ან რწმენას დაკარგავს კაცი საერთოდ,ან იტყვის ყველა რელიგია აცხოვნებს კაცს, და შენც ზოგს იმ სარწმუნოებიდან აიღებ, ზოგს აქედან, რაშიც რა მოგეწონება. თუ არ გაემიჯნება კაცი ყველაფერს რაც დააბრკოლებს მის აზრს, მის ლოცვას, არ მგონია ღმერთის თვალში მადლი პოვოს.არა ღირს ტვინის ჭყლეტვა იმაზე რაც ღვთისაგან არ არის და გადარჩება თუ არა ვინმე ღმერთი გადაწყვეტს.ჩვენ კი მართლმადიდებლებს მათ მოსაქცევად ლოცვა უფრო მეტს გაგვაკეთებინებს , ვიდრე იმაზე მსჯელობა გადარჩებიან თუ არა ისინი.თუ ფოლადის მახვილი გიჭირავს და წინ დიდი ბრძოლა გელის, ნუღარ უმოწმებ სპილენძის ხმალს პირს, თითი რომ არ გაიჭრა,რად გინდა? ფოლადის გადააგდება ხომ არ განგიზრახავს და იმით წასვლა მტერთან შესაგებებლად? სხვები რომელნიც შენ მტერს ებრძვიან თუმცა ამაოდ იქნევენ ქვის, სპილენძის და ალუმინის ხმლებს, შენ და შენს ძმებს ფოლადიანებს თავის იარაღს გთავაზობენ, ნუ მოუსმენ, ნურც წამით გადადებ შენს მახვილს გვერდზე, ნურც იმაზე იფიქრებ შეძლებენ თუ არა მტრის დამარცხებას საბოლოოდ, როცა ხედავ როგორ აკვდებიან, უაზროდ აწყდებიან.შენ შესთავაზე შენი მახვილი, თუ გისმინა თანამებრძოლი შეგიძენია, თუ არადა გაერიდე, ხომ ხედავ მტერი უკვე მოაწყდა შენ რიგებს.სპილენძის მახვილი უძლურია მტერთან, მაგრამ შენ თითს გაჭრის ფხას ნუ უსინჯავ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 17 2011, 09:26 AM
პოსტი #287


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ხახაბოელი
შენ ასე მარტივად იმიტომ ლაპარაკობ,რომ უფალმა შენზე წყალობა მოიღო,რომ მართლმადიდებლად დაგბადა,მოგცა ცხობების უდიდესი საშუალება და ახლა სხვებზე,როგორც საერთოდ განწირულებზე,ისე ლაპარაკობ.
გასაგებია,რომ შენ შეიცანი ის,რომ შენი რელიგია ჭეშმარიტებაა,მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება დამჩა,რომ წარმართებსა და სხვა არასწორი სარწმუნოების მიმდევრებს,მაპატიე,მაგრამ ზემოდან უყურებ.
შენ ისე მატივად გადაწყვიტე აფრიკელების ბედიც,რომ მე უბრალოდ სათქმელი აღარაფერი დამრჩა.შენ რომ დაბადებულიყავი იქ,გგონია ქრისტეს იპოვიდი?მათ საჭმლის მოპოვების მეტი არაფერი იციან და რა გინდა,ყურმოკრული ჭეშმაიტებით ცხონდნენ?
განა ისინი საცოდავები არ არიან უფლის მადლს რომ აკლდებიან?არიან ხო?ხოდა განა უსამართლობა არ იქნება,რომ ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც დაიტანჯონ მარადიულად იმის გამო,რომ უფალმა ღმერთმა მათი გაჩენა აფრიკაში მოინდომა?
ჩვენ არ ვიცით რა განჭვრიტა უფალმა წინასწარ ის რომ აფრიკაში(ან სხვა წარმართულ ქვეყანაში)იბადებოდა,მაგრამ მათზე მაინც ისე არ უნდა ვილაპარაკოთ,რომ წარწყმედილები და საერთოდ გასანადგურებლები არიან.
მე არ მაქვს ისეთ ადამიანებზე ლაპარაკი,რომლებიც პიროვნულად,შესაბამისი ცოდნის მიღების შემდეგ ხდებიან მწვალებლები და მხსნელის უარმყოფლები-არა მე ისეთებზე გეუბნები,რომლებიც აზრზე არ არიან რა არის ჭეშმარიტება და სად მიყავს მას ადამიანი.მან იცის,რომ მხოლოდ უნდა ჭამოს,დაიძინოს,გამრავლდეს და თავი დაიცვას.აი,ეს ხალხია საცოდავი,რომელიც მოკლებულია ღვთის მადლს და ჩვენ კი მათზე,როგორც ბოლო დონის ადამიანებზე,ისე ვსაუბრობთ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 17 2011, 10:00 AM
პოსტი #288


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



აი ზუსტად რაზეც ვსაუბობდი,კარგი იქნება ყველამ რომ უყუროს.
http://www.youtube.com/watch?v=eBZNtqn6i2o&feature=related


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Jun 17 2011, 10:44 AM
პოსტი #289


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ვუყურე მაგ ვიდეოს და მოძღვარი ამბობს, ვისაც არაფერი გაუგია ქრისტეს შესახებ თავისი სინდისის მიხედვით განისჯებაო, მან რომ არ იცის მაგრამ ეძიებსო ჭეშმარიტებას, რომ ფაქიზია და სხვას არ ატკენსო.ასეთი თუ ვინმეა აფრიკის ჯუნგლებში სადაც რელიგიებზე არაფერი სმენიათ გადარჩება, მაგრამ მე ესეთი აზრი მაქვს, რომ ასეთი არავინ იქნება იქ.მოძღვარმა ისიც თქვა დავანებოთ ამაზე ფიქრს თავიო, მეც ხომ მაგას ვამბობდი?სიამაყით არავის ვუყურებ, შეიძლება ჩემი ნაწერიდან ესე მოგეჩვენა, მაგრამ პირადად რომ გვესაუბრა ესე არ მოგეჩვენებოდა.ღმერთმა იცის ვინ გადარჩება რა საჭიროა მეც ვიცოდე ხსნაზე რაიმე, მაშინ როცა ვიცი, რომ ჩემი რწმენა ნამდვილად აცხოვნებს კაცს და ისიც ვიცი რომ ყველა რელიგია არა ქრისტესი ბოროტის ხელის საქმეა.მე ჩემი აზრი მაქვს და ეს არაფერს ნიშნავს მე რა აზრზე ვარ, ცხონების საქმე ისეთი რამეა რომ დარწმუნებით ვერავინ იტყვის ასე იქნება თუ ისე.კაცს სამი რამე გააკვირვებსო სასუფეველში_ ერთი რომ ის იქ მოხვდა, მეორე რომ ვერ ნახავს იმათ ვისზეც ეგონა რომ ნახავდა და მესამე რომ ნახავს მათ ვისზეც ეგონა რომ ვერ ნახავდა.ჯობია დავანებოთ თავი ამაზე ფიქრს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 17 2011, 11:35 AM
პოსტი #290


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ხახაბოელი
ციტატა
ასეთი თუ ვინმეა აფრიკის ჯუნგლებში სადაც რელიგიებზე არაფერი სმენიათ გადარჩება, მაგრამ მე ესეთი აზრი მაქვს, რომ ასეთი არავინ იქნება იქ.

კიდევ კარგი ეს მხოლოდ შენი აზრია.biggrin.gif
ციტატა
მოძღვარმა ისიც თქვა დავანებოთ ამაზე ფიქრს თავიო, მეც ხომ მაგას ვამბობდი?

ზუსტადაც,ეს ჩვენი გასარჩევი არ უნდა იყოს.

კარგი დავანებოთ ამაზე საუბარს თავი.
მე მხოლოდ ერთსღა ვიტყვი და როგორი აზრიც გამოვიტანე,შენც ამას ამბობ.
ანუ მართლმადიდებლობა ცხონების 100%-იან გარანტიას იძლევა და სხვა რელიგიაში იგივე შანსი არ არის.
ვინაიდან ჩვენ მოკვდავ გონებას აღემატება იმის ცოდნა,ვის როგორ და რის მიხედვით განსჯის უფალი,არ უნდა ვთქვათ,რომ მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები ცხონდებიან.ცხონების საშუალება ყველას აქვს,თუკი მათ მხსნელის შესახბ მოისმინეს.მთავარია ტალანტის გამრავლება.
ხოლო ვინც არაფერი იცის ქრისტეს შესახებ,არ იცის რა არის ჭეშმარიტება-ამის გამო არამგონია პასუხი მოეკითხოს,რადგან მას უბრალოდ არ ქონდა ამის შეცნობის საშუალება.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zanneti
პოსტი Jul 8 2011, 07:40 PM
პოსტი #291


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 372
რეგისტრ.: 3-November 09
წევრი № 7,684



A.V.M
ციტატა
დარწმუნებული ვარ ყველამ იცით,მაგრამ ერთ ფაქტს გავიხსენებ,როდესაც წმ.მაკარი დიდმა თავის ქალას ალაპარაკება უბრძანა,მან კი უთხრა,რომ იგი მოგვი იყო და ჯოჯოხეთში იტანჯებოდა,თუმცა მასზე საზარელ ტანჯვას ქრიუსტიანები განიცდიდნენ.

ამას არგუმენტად არც მოვიყვანდი სპირიტიზმია ეს


--------------------
ქრისტიანული საიტები

http://wolge.org/index.php

http://qristiani.ge/qristiani.html

http://xsna.wordpress.com/

598-78-69-08 აჩიკო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 8 2011, 09:21 PM
პოსტი #292


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



zanneti
მაგაზე ხომ ვისაუბრეთ და აღარ გვინდა თავიდან.
ვისაც აინტერესებს პასუხი, შეუძლია 272 პოსტი წაიკითხოს.
თუ რამე ახალი იქნება პროტესტანტიზმიდან, მე აქ ვარsmile.gif

კიდევ რა გვაქვს განსხვავებული?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zanneti
პოსტი Jul 9 2011, 06:28 PM
პოსტი #293


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 372
რეგისტრ.: 3-November 09
წევრი № 7,684



GIORGI LELUASHVILI
შენგან პასუხს დღესაც ველოდები მაგრამ დუმხარ, ახლა კი ამართლებ სპირიტიზმზ. ასეთი დაკითხვა ყველას შეუძლია მოაწყოს სპირიტიზმის საშუალებით ასე რომ ამაში დიდობის არაფერია ეს ყვეალას შეუძლია და ეს არის ცოდვა,,და სისაძაგლე ღმერთისითვის.\

ციტატა
თუ რამე ახალი იქნება პროტესტანტიზმიდან, მე აქ ვარ

რა ამაყი და თამამი განცხადებაა ნუთუ ყველაფერი იცი? კარგი ასეც იყოს


--------------------
ქრისტიანული საიტები

http://wolge.org/index.php

http://qristiani.ge/qristiani.html

http://xsna.wordpress.com/

598-78-69-08 აჩიკო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 9 2011, 10:14 PM
პოსტი #294


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



zanneti
ციტატა
შენგან პასუხს დღესაც ველოდები მაგრამ დუმხარ

რას გულისხმობ?
ციტატა
ახლა კი ამართლებ სპირიტიზმზ

შენ თუ სპირიტიზმი და მიცვალებულზე ლოცვა ერთმანეთისგან ვერ გაგირჩევია, მაშინ მეტი რა მეთქმის.
ციტატა
ასეთი დაკითხვა ყველას შეუძლია მოაწყოს სპირიტიზმის საშუალებით ასე რომ ამაში დიდობის არაფერია ეს ყვეალას შეუძლია და ეს არის ცოდვა,,და სისაძაგლე ღმერთისითვის.\

ეს შენ გინდა რომ წმინდა მაკარს სპირიტიზმში დასდო ბრალი, თორე ობიექტური ადამიანი მიხვდება, რომ არანაირი კავშირი არაა ამ პატერიკსა და სპირიტზმს შორის.
ანუ შენი ლოგიკით ისე გამოდის, რომ ვინც ამ ქვეყნიდან გაესაუბრება იმ ქვეყანაში არსებულ პირს-ეს სპირიტიზმია.

მოდი გკითხავ-წმინდანებს ლოცვით მიმართავ?
ციტატა
რა ამაყი და თამამი განცხადებაა

სიამაყის რა ნახე?
მაინტერესებს ჩვენსა და პროტესტანტიზმს შორის განსხვავებანი და შესაბამისად ამ საკითხებზე მსჯელობის სურვილი მაქ.განა ეს ამპარტავნებაა?dntknw.gif
ციტატა
ნუთუ ყველაფერი იცი?

არც ამის მსგავსი მითქვამს რაიმე.
ყველაფერს ისე ნუ იგებ, როგორც შენ გაწყობს.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zanneti
პოსტი Jul 10 2011, 08:26 PM
პოსტი #295


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 372
რეგისტრ.: 3-November 09
წევრი № 7,684



GIORGI LELUASHVILI
მიცვალებულებზე ლოცვა არაბიბლიურია აბა ერთი მაგალითი მანახე??? მე ბრალს არ ვდებ მე ფაქტი მოვიყვანე, ბრალმდებელი იესოა და არა მე, ხოლო როგორც ამბობ ისე ვიგებ, ხოლო სპირიტიზმი მე არაფელში მეშლება, მე მყავს ნაცნობი რომელიც ასეთივე წარმატებით ელაპარაკებოდა მიცვალებულებს ანუ ვითომ ბაბუას და ბებიას მაგრამ ეს ბოროტი სულები იყვნენ, შენ თუ გჯერა სულების დამიჯერე ეს ძალიან სერიოზული რამ არის, ეს სულიერი ომია და არა სისხლის და ხორცის წინააღმდეგ, ხოლო მაკარი დიდი არ ვამბობ რომ ცოუდი იყო მაგრამ არც უშეცდომო იყო, კიდევ უფრო თუ ჩაუღრმავდები საიდან მოვიდა მიცვალებულებზე ლოცვა კიდევ უფრო გაუცებული იქნება, ხოლო პიჯვრის წერაზე არაფერს ვამბობ. ეშმაკთან დიალოგის შემდეგ შემოვიდა ეს პიჯვრის წერა, გამოიკვლიე და ნახავ რომ ასეა. ეს უბრალოდ რაღაც არ არის ისე მიხვედი და გადაიწერე მერე რა. არა ეს საშიში რამაა, უნდა იცოდე რას აკეთებ რომ ეშმაკის კლანჭებში არ აღმოჩნდე უცაბედად და უვიცობით

იესოს გარდა არავის მივმართავ ანუ ღვთის გარდა


--------------------
ქრისტიანული საიტები

http://wolge.org/index.php

http://qristiani.ge/qristiani.html

http://xsna.wordpress.com/

598-78-69-08 აჩიკო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 11 2011, 02:08 PM
პოსტი #296


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



zanneti
ციტატა
მიცვალებულებზე ლოცვა არაბიბლიურია აბა ერთი მაგალითი მანახე???

მაქამდე გკითხავ - უფალი შეიწყალებს თუ არა მიცვალებულებს, რომლებიც ჯოჯოხეთისთვის არიან გამზადებულნი?
არ იდარდო, შესაბამის მუხლებსაც დავწერ, მიუხედავად იმისა, რომ შენ მითხარი ბიბლიაში ვერასოდეს, ვერსად იპოვი მითითებას მიცვალებულთა მიმართ ლოცვასა და მსხვერპლშეწირვებზეო.
ციტატა
მე ბრალს არ ვდებ მე ფაქტი მოვიყვანე

ფაქტი გასაგებია, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ამ ფაქტს ისე იგებ როგორც შენ გაწყობს.
ციტატა
ხოლო სპირიტიზმი მე არაფელში მეშლება

რა არის სპირიტიზმი შეგიძლია განმარტო?
ციტატა
ეშმაკთან დიალოგის შემდეგ შემოვიდა ეს პიჯვრის წერა

თუ იცი რატომ ვისახავთ მართლმადიდებლები პირჯვარს?
ციტატა
იესოს გარდა არავის მივმართავ ანუ ღვთის გარდა

კარგი, აბა ეს მითხარი სადაა მითითება ბიბლიაში იესოს მიმართ ლოცვაზე?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zanneti
პოსტი Jul 11 2011, 07:39 PM
პოსტი #297


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 372
რეგისტრ.: 3-November 09
წევრი № 7,684



GIORGI LELUASHVILI
მოიყვანე და მანახე

ციტატა
ფაქტი გასაგებია, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ამ ფაქტს ისე იგებ როგორც შენ გაწყობს.

თვალებში ნაცარს მაყრი?

ციტატა
თუ იცი რატომ ვისახავთ მართლმადიდებლები პირჯვარს?ციტატა

არა ამიხსენი რატომ? და ისტორიაც მოიყვააენ საიდან წამოვიდა

ციტატა
კარგი, აბა ეს მითხარი სადაა მითითება ბიბლიაში იესოს მიმართ ლოცვაზე?

დამცინი? თუ მცდი


--------------------
ქრისტიანული საიტები

http://wolge.org/index.php

http://qristiani.ge/qristiani.html

http://xsna.wordpress.com/

598-78-69-08 აჩიკო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 12 2011, 03:22 PM
პოსტი #298


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



zanneti
ციტატა
მოიყვანე და მანახე

კი ბატონო, მაგრამ შენის ნებართვით, თუ წინააღმდეგი არ იქნები ჯერ მომიყვანე ბიბლიური მუხლები, სადაც იესოს მიმართ ლოცვაზეა მითითებებიsmile.gif
ციტატა
თვალებში ნაცარს მაყრი?

ამას მე მეუბნები?blink.gif
ყველას გვიმტკიცებ წმინდა მაკარი სპირიტისტი იყოო და კიდევ მე გაყრი თვალებში ნაცარს?
წმინდა მაკარი გარდაცვლილ სულს გაესაუბრა და თურმე სპირიტისტი ყოფილა!
მე ეს მაინტერესებს-შენ ამ პატერიკის სინამდვილის გჯერა თუ არა?
ციტატა
არა ამიხსენი რატომ?


მცირედი, პირჯვრის გამოსახვის შესახებ


უფლის ჯვარი ჩვენი სიამაყეა, როგორც ამას ამბობს პავლე მოციქული:„ხოლო მე, ღმერთმა ნუ ქნას, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჯვრით უფლის ჩვენის იესო ქრისტესი, ვისითაც ქვეყანა ჩემთვის ეცვა ჯვარს, და მე ქვეყნისათვის“ (გალ. 6, 14).ჯვარი გზაა ქრისტიანისა და ეკლესიისა. ამასთან იგი ეკლესიის ძალაც არის. ქრისტიანს სულიერ ძალას აძლევს იმის შეგნება, რომ უფლის სიკვდილს მოჰყვა აღდგომა და ჯვრით დაიძლია ქვეყანა.ქრისტიანს მარად თვალწინ უდგას ჯვრის ხატება; იგი პირჯვრის გამოსახვით თავისთავს შეახსენებს, რომ ჯერ ერთი, მოწოდებულია შეუდგეს ქრისტეს კვალს, ქრისტეს სახელით გაუძლოს თავისი რწმენის გამო მოვლენილ განსაცდელსა და გაჭირვებას- მეორე, ქრისტეს ჯვრის ძალით იგი საკუთარ თავსა და ამქვეყნად არსებულ ბოროტებასთან საბრძოლველად ძლიერდება; და მესამე- ქრისტიანი აღიარებს, რომ მოელის ქრისტეს დიდებით გამოჩენას, უფლის მეორედ მოსვლას, რომელსაც, თავად მაცხოვრის სიტყვების თანახმად, წინ გაუსწრებს ზეცაზე ძე კაცისას ნიშნის გამოჩენა
ეს სასწაული, ეკლესიის მამების ერთსულოვანი აზრით, ცაზე ჯვრის დიდებული გამოსახვა იქნება.

მაშასადამე, ჯვართან არის დაკავშირებული ჩვენი გამოსყიდვის მთელი სიდიადე. იგი შეგვახსენებს, რომ ქრისტიანისათვის აუცილებელია პირადი ღვაწლი. ჯვარი არის მთელი სახარებისეული ისტორიის, ყველა დროის მოწამებრივი და აღმსარებლობითი ქრისტიანობის განხორციელება.

ჩვენს მიერ გადასახული პირჯვარი თუ ხელის მოძრაობით ჯვრის ნიშნის გამოსახვა არის ჩვენი სარწმუნოების უსიტყვო და იმავდროულად ხმამაღალი, დიადი აღიარება.


დაბოლოს, ჯვარი ეკლესიის ნიშანია იმ დღიდან, როცა მაცხოვარმა თავისი მხრებით ატარა იგი გოლგოთისკენ, სადაც იგი მასზე გააკრეს; მას შემდეგ ჯვარი ქრისტიანობის, ეკლესიის, თითოეული მორწმუნე ქრისტიანის ხილული ნიშანი და სასწაული გახდა.
ციტატა
და ისტორიაც მოიყვააენ საიდან წამოვიდა

ლათინურენოვანი საეკლესიო მწერალი ტერტულიანე (II ს.) რომაელ იმპტერატორს ასე მიმართავს: „თუ კი ჩვენ ჯვარის თაყვანისცემას გვაყვედრიან, ამისი არა გვრცხვენია“ („აპოლოგია უფლის ლოცვისათვის“).

პირველი საუკუნის ქრისტიანები ჯვარს რომ სცემდნენ თაყვანს, ამისი მრავალი არქეოლოგიური საბუთი არსებობს. რომის მიწისქვეშა კატაკომბებში, სადაც ქრისტიანები იკრიბებოდნენ და ღვთისმსახურებას ატარებდნენ, შემორჩენილია ჯვარცმის გამოსახულება წარწერით, სადაც მუხლმოყრილნი არიან ქრისტიანები: „ალქსემენოსი თაყვანს სცემს თავის ღმერთს“. ეს და კიდევ მრავალი სხვა საბუთი მოწმობს, რომ ჯვარი ქრისტიანობის ემბლემა და ღრმა მოწიწების საგანი იყო კონსტანტინე დიდის ეპოქამდე დიდი ხნით ადრე (მეფობდა IV ს-ში).
ბიზანტიის იმპერატორმა, კონსტანტინე დიდმა ჯვარი სიახლის სახით თვითონ კი არ დაამკვიდრა, არამედ დააკანონა მოციქულთა დროიდან დაწყებული და პირველი საუკუნის ქრისტიანებს შორის უკვე დამკვიდრებული ჯვრის თაყვანისცემის წესი.
ციტატა
დამცინი? თუ მცდი

რას დაგცინი კაცო, მართლა გეუბნები თუ შეგიძლია ბიბლიიდან მომიყვანე დამადასტურებელი არგუმენტები იმის შესახებ-შეიძლება თუ არა იესოს მიმართ ლოცვა.
თუ არადა, მაშინ დავიწყოთ მიცვალებულებზე ლოცვის შესახებ.
უბრალოდ თავს აქამდე იმიტომ ვიკავებდი, რომ არ მსურს ერთდროულად რამდენიმე საკითხი გავარჩიოთ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zanneti
პოსტი Jul 12 2011, 04:51 PM
პოსტი #299


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 372
რეგისტრ.: 3-November 09
წევრი № 7,684



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
კი ბატონო, მაგრამ შენის ნებართვით, თუ წინააღმდეგი არ იქნები ჯერ მომიყვანე ბიბლიური მუხლები, სადაც იესოს მიმართ ლოცვაზეა მითითებები

იმის მტიკეცება დავიწყო რომ იესო ღმერთია? თუ სამების დოქტრინაზე დავიწყოთ ლაპარაკი,
ციტატა
იესოს გარდა არავის მივმართავ ანუ ღვთის გარდა

ღვთის გარდა არავის მივმართავ და იესო იქ ღვთაების ერთერთი პირია

ციტატა
ყველას გვიმტკიცებ წმინდა მაკარი სპირიტისტი იყოო და კიდევ მე გაყრი თვალებში ნაცარს?

ჯერ ერთი არსად მითქვია სპირიტისტი იყოო მეთქი არამედ კონკრეტული მისი ნამოქმედარი იყო სულთან ლაპარაკი და რაც არის სპირიტიზმი,ხოლო ეს მატერიკები მე არ მაინტერესებს ამით ჭეშმარიტებას ვერ შეცვლით ვერასოდეს



ხოლო პიჯვრის სახვალს და ჯვარს შორის უდიდესი განსხვავებაა და ამაშიც უნდა გერკვე ჯერ, ჯვარი ძალაა მაგრამ პიჯვარი არაფერია და ამაზე ბიბლია არაფერს ლაპარაკობს. არსად არ ამბობს იესო რომ ჯვარი უნდა გადაისახო რომ ეშმაკი გაიქცეს ხოლო ჯვრის ტარება არ ნიშნავს რომ გულზე ჯვარი ჩამოიკიდო და პიჯვარი ისახო ყოველ ჯვართან ამას სულიერობასთან არ აქვს კავშირი არავითარი. ჯვარი არის სიკვდილის ადგილი სადაც შენ უნდა აცვა შენი ხორცი რათა სულით იცოცხლო და ეს უნდა აკეთო ყოველ დღე ანუ უარყო საკუთარი თავი და შენი მე და ქრისტე გამოჩნდეს შენში, პავლე მოციქული ამბობ მე ყოველ დღე ვკვდებიო ანუ აი ეს არის ჯვრის ტარება და არა ის რაც შენ დაწერე, ის არის ფარისევლობა და ფუჭი ხოლო რასაც ბიბლია ამბობ ეს არის ჭეშმარიტება


ციტატა
თუ არადა, მაშინ დავიწყოთ მიცვალებულებზე ლოცვის შესახებ.უბრალოდ თავს აქამდე იმიტომ ვიკავებდი, რომ არ მსურს ერთდროულად რამდენიმე საკითხი გავარჩიოთ.

ააა გასაგებია ახლა რასაც გულისხმობ ანუ ამ დაფარული კითხვით შენ გინდა მითხრა რომ იესო კაცი იყო და გარდაიცვალა? ნუთუ ის არ წერია რომ აღსდგა ის და მამის მარჯვნივ არის?
ჩვენ მისი სახელით ვლოცულობთ და ის არის მღდელმთავარი ჩვენი რომელიც თავისი სისხლით წმენდს ჩვენს ცოდვბს
მოდით ჩემთან ყოველნო მარშვალნო და მტვირთმძიმეონ და მე შეგიწყნარებთ თქვენ,ჯერ
1. შვილნო ჩემნო, ამას გწერთ, რათა არ სცოდოთ, ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, ქომაგი გვყავს მამის წინაშე - იესო ქრისტე მართალი.


ხოლო შენთვის თუ იესო არ არის ღმერთი მაშინ ასე გეტყვი, მე მივდივარ მამასთან იესოს სახელით

მოდი დადე მუხლები მიცვალებულებზე ლოცვის და ჯერ ამაზე ვილაპარაკოთ თუ გინდა პიჯვრის სახვას შევეშვათ.,
ოღონდ ისეთი არ დადო როგორც პიჯვრის სახვაზე გკითხე და ჯვარზე დამიწერე რაც ერთმანეთისაგან სრულად განსხვავებულია,


--------------------
ქრისტიანული საიტები

http://wolge.org/index.php

http://qristiani.ge/qristiani.html

http://xsna.wordpress.com/

598-78-69-08 აჩიკო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 12 2011, 05:46 PM
პოსტი #300


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



zanneti
ციტატა
იმის მტიკეცება დავიწყო რომ იესო ღმერთია? თუ სამების დოქტრინაზე დავიწყოთ ლაპარაკი,

არა, არა, იესო რომ ღმერთია ეს ნათელია.ლოგიკურიცაა და მრავალი ბიბლიური მუხლი თუ თვითონ იესოს ქმედება ადასტურებს იმას, რომ იგი ჭეშმარიტი ღმერთია.
მე კი ამ შემთხვევაში გეკითხები:შეიძლება თუ არა იესოს მიმართ ლოცვა, და თუ კი, მაშინ მომიყვანე ამის დამადასტურებელი მუხლებიsmile.gif
მე კი არ გაძალებ(ვერც დაგაძალებ რათქმაუნდა), უბრალოდ თუ შეგიძლია ეს ბიბლიურად დამიმტკიცო?
ციტატა
ჯერ ერთი არსად მითქვია სპირიტისტი იყოო მეთქი არამედ კონკრეტული მისი ნამოქმედარი იყო სულთან ლაპარაკი და რაც არის სპირიტიზმი,ხოლო ეს მატერიკები მე არ მაინტერესებს ამით ჭეშმარიტებას ვერ შეცვლით ვერასოდეს

შეიძლება არ გითქვამს, მაგრამ მაშინ მითხარი რატომ მიიჩნევ მის სულთან გასაუბრებას არასწორ საქციელად?
შენ მხოლოდ მშრალად, ფაქტებით მსჯელობ, მის არსს კი არ უკვირდები.
ციტატა
ჯვარი ძალაა მაგრამ პიჯვარი არაფერია

ვერაფერი გავიგეdntknw.gif
თუ ჯვარი წმინდაა და ის ღვთის ძალაა, მაშინ რატომ უნდა შევიზღუდო თავი და ხელიდან გავუშვა ამ სიწმინდის და ღვთაებრივი ძალის ტარების შესაძლებლობა?
მე კი აგიხსენი თუ რას ნიშნავს თვითონ ჯვრის გამოსახვა.
ჯვრის გამოსახვით იკურთხება ყველა საღვთო საიდუმლო: მისით ხდება სიცოცხლისათვის საჭირო ყველა საგნის კურთხევა. ასე ისწავლა წმ. ეკლესიამ მოციქულებიდან და ასე მოქმედებს დღემდე ყოველი ქრისტიანი. ბუნებრივია, აქედან იბადება კითხვა: არის კი ქრისტიანი ის, ვინც უცხოობს ჯვრის გამოსახვას?
არაა განსხვავება ჯვარსა და პირჯვარს შორის.როცა ჩვენ ჯვარს ვისახავთ წარმოვიდგენთ მთელ მის მნიშვნელობას.
ციტატა
არსად არ ამბობს იესო რომ ჯვარი უნდა გადაისახო რომ ეშმაკი გაიქცეს

როცა ჯვარს ისახავ, ვერც ერთი არაწმიდა სული ვერ გაბედავს შენთან მოახლოებას, რადგანაც დაინახავს იმ მახვილს, რომლითაც იგი მოწყლულ იქნა, და იმ იარაღს, რომლისგანაც სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.
ციტატა
პიჯვარი ისახო ყოველ ჯვართან ამას სულიერობასთან არ აქვს კავშირი არავითარი.

ფაქტები კი სულ სხვანაირად მეტყველებს, მაგრამ არ გნებავთ ბატონო ამის დანახვა და რა ვქნათ?
ციტატა
ის რაც შენ დაწერე, ის არის ფარისევლობა და ფუჭი

რა არის ფარისევლობა, ჯვრის გამოსახვა?
იქნებ ისიც ფარისევლობაა შენ რომ იესოს მიმდევრობას ამ ფორუმზე აფიქსირებ?იქნებ ისიც ფარისევლობაა ერთად რომ ლოცულობთ?
მთავარი გულია ძმაო და ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავ.
თუ ვინმე ჯვარს ფარისევლობით ისახავს, ეს მისი პრობლემაა და არ შეიძლება ამის გამო მთლიანად ჯვრის გამოსახვა უარვყოთ;ისევე, როგორც ზოგი შეიძლება ეკლესიაში ფარისევლობით დადიოდეს, მაგრამ ეს განა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამის გამო აღარ უნდა ვიაროთ ეკლესიაში?
ციტატა
ააა გასაგებია ახლა რასაც გულისხმობ ანუ ამ დაფარული კითხვით შენ გინდა მითხრა რომ იესო კაცი იყო და გარდაიცვალა?

ეს რა შუაშია კაცოdntknw.gif
მე მხოლოდ ერთი კითხვა დავსვი და შენ საიდან სად წახვედი...
ციტატა
ხოლო შენთვის თუ იესო არ არის ღმერთი მაშინ ასე გეტყვი, მე მივდივარ მამასთან იესოს სახელით

მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და აქედან მომდინარე მე იესოს ჭეშმარიტ ღმერთად ვაღიარებ, ზოგიერთი მწვალებელისა და სექტანტისგან განსხვავებით.
მე ვიცი რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია, რომ იგი მამის თანასწორია და ამას მე წმინდა წერილით დავამტკიცებ.

მე კი გეკითხები:ახლა შენ დამიდასტურე წმინდა წერილით-შეიძლება თუ არა იესოს მიმართ ლოცვაsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

40 გვერდი V « < 13 14 15 16 17 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 11:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი