![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
zanneti |
![]()
პოსტი
#301
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
მოგიყვანე მუხლები უკვე, ხოლო თუ იესო ღმერთI ვერ გავიგე რას ითხოვ კიდევ ჩემსგან,ლოცვა მხოლოდ მის მიმართ ანუ ღმერთის მიმართ უნდა იყოს ხოლო იესო თუ ღმერთია მის მიმართ უნდა ვილოცოთ მხოოლოდ ციტატა შეიძლება არ გითქვამს, მაგრამ მაშინ მითხარი რატომ მიიჩნევ მის სულთან გასაუბრებას არასწორ საქციელად?შენ მხოლოდ მშრალად, ფაქტებით მსჯელობ, მის არსს კი არ უკვირდები. სულებთან ლაპარაკი არის სპირიტიზმი, მოდი ახლა არ მინდა საერთოდ ამაზე ლაპარაკი მაკარიზე მას უკვე მიეზღო და ვინც მის კვალს გაყვება მასაც მიეზღვება ციტატა არაა განსხვავება ჯვარსა და პირჯვარს შორის.როცა ჩვენ ჯვარს ვისახავთ წარმოვიდგენთ მთელ მის მნიშვნელობას. ღმერთის ჭეშმარიტებას ადამიანის შეთხზულით არ უნდა შეცვალო, დაგიწერე რას ნიშნავს ჯვარი და ჯვრის ტარება შენ თუ გინდა ატტარე და იწერე მე არ მეხება მაგრამ არაბიბლიურია ეს, ციტატა მე კი გეკითხები:ახლა შენ დამიდასტურე წმინდა წერილით-შეიძლება თუ არა იესოს მიმართ ლოცვა შენივე კითხვას შენ პასუხობ ციტატა მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და აქედან მომდინარე მე იესოს ჭეშმარიტ ღმერთად ვაღიარებ, ზოგიერთი მწვალებელისა და სექტანტისგან განსხვავებით.მე ვიცი რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია, რომ იგი მამის თანასწორია და ამას მე წმინდა წერილით დავამტკიცებ. არ გაქ არგუმენტები ბიბლიიდან მიცვალებულებზე ლოცვის? კარგი ვაღიარებ იესოს მიმართ ლოცვაზე არა მამის მიმართ უნდა ვილოცოთ ოღონდ იესოს სახელით ამას ბიბლია ასწავლის კარგი იესო ვითომ ღმერთი არაა კარგი ბატონო აი ახლა კი ამიხსენი სად წერია მიცვალებულებზე ლოცვა მე კი დაგელოდები არსად ბიბლია არ გვასწეავლის რომ იესოს მიმართ უნდა ილოცოო და მე შევცდი ბოდიში მაპატიე ღვთის მიმართ მხოლოდ უნდა იყოს აღვლენილი ლოცვა მოდი ახლა მე მოგისმენ მიცვალებულებზე ლოცვაზე რით ამართლებ ან სად ხედავ ამას ბიბლიაში ხოლო წმიდა მამათა გამონათქვამები და მათი დებულებები არ მომიყვანო წინასწარვე გეტყვი არ მივიღებ არგუმენტად. -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#302
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
zanneti
ციტატა მოგიყვანე მუხლები უკვე, რომელი მუხლები? სადაა მითითება იესოს მიმართ ლოცვაზე? ციტატა მას უკვე მიეზღო და ვინც მის კვალს გაყვება მასაც მიეზღვება მიგებაში რას გულისხმობ, რა მიეზღო?!!!!!!! ციტატა ღმერთის ჭეშმარიტებას ადამიანის შეთხზულით არ უნდა შეცვალო, დაგიწერე რას ნიშნავს ჯვარი და ჯვრის ტარება შენ თუ გინდა ატტარე და იწერე მე არ მეხება მაგრამ არაბიბლიურია ეს, მაშინ იგივეს გეტყვი შენი ლოგიკიდან გამომდინარე-იესოს მიმართ ლოცვაა არაა ბიბლიური!!! ციტატა შენივე კითხვას შენ პასუხობ მე შენგან ველოდები ბიბლიურ მუხლს, სადაც მითითებაა იესოს მიმართ ლოცვაზე ![]() ციტატა კარგი იესო ვითომ ღმერთი არაა ამას მე არ ვამბობ და რად გინდა ცინიზმი? ციტატა არსად ბიბლია არ გვასწეავლის რომ იესოს მიმართ უნდა ილოცოო და მე შევცდი ბოდიში მაპატიე ღვთის მიმართ მხოლოდ უნდა იყოს აღვლენილი ლოცვა ვაააჰ კაცო ![]() იესოს მიმართ ლოცვა არის თუ არა ბიბლიური და თუ არის, მაშინ საიდან დამიმტკიცებ ![]() ეხლა მიცვალებულებზე დავწერ და იმედია ამ შეკითხვას არ გამიტარებ ![]() ციტატა არ გაქ არგუმენტები ბიბლიიდან მიცვალებულებზე ლოცვის? ციტატა მოდი ახლა მე მოგისმენ მიცვალებულებზე ლოცვაზე რით ამართლებ ან სად ხედავ ამას ბიბლიაში ლოცვები მიცვალებულთათვის ყოველნი ცოცხალ არიან ღვთის წინაშე და ამიტომ რაც არ უნდა ვთხოვოთ ღმერთს მათთვის, იგი შეისმენს ჩვენს ლოცვას. ღმერთთან ყველა ცოცხალია. საეკლესიო ცხოვრებას განამტკიცებს ცოცხალი შეგნება და გრძნობა, რომ ჩვენი მიცვალებულები არაამქვეყნიური, განსხვავებული ფორმით, მაგრამ აგრძელებენ სიცოცხლეს სიკვდილის შემდგომ და არ ერთმევათ ამქვეყნად დარჩენილებთან სულიერი სიახლოვე. ამიტომ არ წყვეტს მიწიერი ეკლესია მათთან ლოცვით კავშირს: „რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამ... ვერ შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესოჲს მიერ უფლისა ჩუენისა“ (რომ. 8,38-39). ამა სოფლიდან გასულებს თავიანთ მოძმეთაგან ესაჭიროებათ მხოლოდ და მხოლოდ შემწეობა - ლოცვა მათი ცოდვების მისატევებლაღ. „და ესე არს განცხადებულებაჲ, რომელი მაქუს მისა მიმართ, რამეთუ უკუთუ რაიმე ვითხოოთ ნებისაებრ მისისა, ისმენს ჩუენსა. რაიცა-იგი ვითხოოთ და უწყით, რამეთუ მოვიღოთ თხოაჲ იგი, რომელი ვითხოვეთ მისგან. უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკვდინესა, ითხოოს და მოსცეს მას ცხორებაჲ, რომელნი-იგი ცოდვიდენ არა სასიკუდინედ; არს ცოდვაჲ სასიკუდინე, არა მისთვის ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს“ (I ინ. 5,14-16). ეკლესია მისდევს მოციქულის ამ შეგონებას და ლოცულობს ყველა თავის შვილზე, ვინც გულწრფელ მონანულად აღესრულა. ეკლესია ლოცულობს მათზე, როგორც ცოცხლებზე, მოციქულის სიტყვების თანახმად: „რამეთუ გინა ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ, გინა თუ მოვსწყდეთ, უფლისანი ვართ. რამეთუ ამისთჳსცა ქრისტე მოკუდა და აღდგა და ცხონდა, რაჲთა მკუდართაცა და ცხოველთაცა ზედა უფლებდეს“ (რომ. 14,8-9). ლოცვის ღირსნი ვერ გახდებიან მოუნანიებელი ცოდვით გარდაცვლილნი, რომლებიც ეკლესიის გარეთ იყვნენ; ეს იოანე მოციქულის ზემომოყვანილი სიტყვებინანაც ჩანს: „არა მისთგს ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს“, რამეთუ ასეთი ლოცვები უმიზნო იქნებოდა. მიცვალებულებზე ლოცვა ჭეშმარიტად ბიბლიური სწავლებაა ძველი აღთქმის ეკლესიაშიც არსებობდა მიცვალებულთათვის ლოცვის წესი. ამას წმიდა ისტორია ადასტურებს: მაგალითად, იუდეველთა კეთილმსახური მეთაური იუდა მაკაბელის დროს, როდესაც ბრძლის ველზე დაცემულთ ათვალიერებღნენ, მათ სამოსში იპოვეს საკერპო ძღვენი. მაშინ იუდეველებმა განადიდეს უფალი, „რომელმაც დაფარული განუცხადა მათ“, დაიწყეს ლოცვა, ევედრებოდნენ ღმერთს, სრულად მიეტევებინა მათთვის ეს შეცოდება. ხოლო იუდა მაკაბელმა გაგზავნა კაცნი იერუსალიმში, რათა „ჩადენილი ცოდვის გამო მსხვერპლი შეეწირათ. მოიქცა მეტად ღირსეულად და პატივისცემით, რამეთუ აღდგომაზე ფიქრობდა“ (2 მაკ. 12,39-45). შემცოდეს შეიძლება მიეტეოს არასასიკვდილო ცოდვები როგორც ამ ცხოვრებაში, ისე სიკვდილის შემდგომაც. ეს თავად უფლის სიტყვებიდანაც ჩანს: „რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათვის, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას“ (მთ. 12,32). ანუ აქ თუ კარგად დაუკვირდები, შესაძლებელი ყოფილა იმ ქვეყნად ცოდვათა მიტევება, ხოლო ეს როგორ ხდება ამას ალბათ თვითონაც მიხვდები ![]() საღვთო წერილიდან ვიცით, რომ უფალ იესოს აქვს კლიტენი „სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი“ (გამოცხ. 1,18) და, მაშასადამე, ეკლესიის ლოცვითა და შეწირული უსისხლო მსხვერპლის ლმობიერმყოფი ძალით მას შეუძლია მიცვალებულთათვის ჯოჯოხეთის დახშული კარის გახსნა. როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ძველი ქრისტიანული ეკლესიის ყველა ლიტურგია ადასტურებს, რომ ეკლესიაში არსებობს ხსოვნითი ლოცვა მიცვალებულებისადმი. ასეთებია უფლის ძმის, წმ. იაკობ მოციქულის, წმ. ბასილი დიდის, წმ. იოანე ოქროპირისა და წმ. გრიგოლ დიოლოგოსის სახელებით ცნობილი ლიტურგიები; აგრეიფე რომაული, ესპანური, გალიური და ბოლოს მართლმადიდებლობიდან განხეთქილებაში გასული სექტების: იაკობინელების, კოპტების, სომხების, ეთიოპიელების, სირიელებისა და სხვათა ძველი ლიტურგიები. მთელი ამ სიმრავლის მიუხედავად, ერთიც არ მოიძებნება, სადაც არ იყოს მიცვალებულთათვის ლოცვები. ამასვე ამოწმებენ ეკლესიის მამები და მასწავლებლები. ეკლესია ლოცულობს მიცვალებულებზეც და ცოცხლებზეც, იგი მათზე შუამდგომლობს არა საკუთარი, არამედ უფალი იესო ქრისტეს სახელით (ინ. 14,13-14) და მის მიერ ყველას გამოსახსნელად ჯვარზე გაღებული მსხვერპლის ძალით. ამ ცხოველი ლოცვებისა და საღვთო მოწყალების შემწეობით ჩვენს ამქვეყნიდან გასულ მოყვასში ჩათესილი „ახალი ცხოვრების“ თესლი, რომელმაც ამა სოფლად აღმოცენება ვერ მოასწრო, თანდათანობით ღვივდება და იზრდება, როგორც მზის ცხოველმყოფელ სხივებქვეშ და კეთილშეზავებულ ჰაერზე ვითარდება მიწაში თესლი კეთილი. მაგრამ შეუძლებელია, რაიმე აღმოცენდეს დამპალი თესლიდან, რომელმაც დაკარგა ზრდის სასიცოცხლო საწისი. ასეთ შემთხვევაში უკეთურ და მოუნანიებლად გარდაცვლილთათვის ლოცვას ძალა არ გააჩნია, ისინი ხომ საკუთარ თავში სულის დამავსებელნი არიან (I თეს. 5,19). ზუსტად ამგვარ ცოდვილებს ეხება მაცხოვრის სიტყვები მდიდარისა და ლაზარეს იგავიდან: ისინი ვერ დააღწევენ თავს ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელ ნაწილს და ვერ გადავლენ აბრაამის წიაღში (ლკ. 16,27). ჩვეულებრივ ასეთი პირები თავის შემდგომად არც ტოვებენ ღვთისადმი მათზე გულწრფელად მლოცველებს; მათ არც მეგობრები შეუძენიათ ზეცაში, წმიდანთა შორის, რომლებსაც შეეძლოთ დაგლახაკებისა და სიკვდილის შემდგომ მათი შეწყნარება „საუკუნეთა მათ საყოფელთა“ (ლკ. 16,9), ანუ მათზე ლოცვა. რასაკვირველია, ამქვეყნად ჩვენთვის უცნობია, თუ რა ხვედრი ელის თითოეულს სიკვდილის შემდგომ. მაგრამ სიყვარულით ლოცვა ფუჭი არასოდეს იქნება. თუ ჩვენი მიცვალებული მოყვასნი ღირსნი შეიქნენ ზეციური სასუფევლისა, მაშინ მათდამი ლოცვებს ჩვენზე ლოცვითვე უპასუხებენ. თუკი ჩვენი ლოცვები უძლური იქნება მათ შეეწიოს, ყოველ შემთხვევაში, ისინი არც ჩვენ გვავნებენ რაიმეს. ფსალმუნთმგალობლის სიტყვებით: „ლოცვაჲ ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს“ (ფს. 34,13). მაცხოვარმა კი ბრძანა: „მშვიდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ (მთ. 10,13). მაგრამ ისინი ჩვენთვისაც სასარგებლონი არიან. ღირსი იოანე დამასკელი შენიშნავს: „თუ ვინმეს სურს, სნეულს მირონი ან სხვა წმიდა ზეთი სცხოს, ამისთვის ჯერ მას უნდა აცხონ ანუ იგი თავად უნდა გახდეს ცხებული. მხოლოდ შემდეგ შეუძლია სცხოს სნეულს. ასეა ყველა, ვინც იღვწის მოყვასის გადასარჩენად: ჯერ თვითონ იღებს სარგებელს, შემდეგ კი მოყვასს მიართმევს. რამეთუ ღვთის მოციქულის სიტყვებით, ღმერთი არ არის უსამართლო, რათა დაივიწყოს საქმენი“. იმედია არსს დაუკვირდები და ზერელედ არ იმსჯელებ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
zanneti |
![]()
პოსტი
#303
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
სამება არის თუ არა ბიბლიური?? თუ კი მაშინ შენს კიტხვაზე პასუხი თავად მიიღე, ხოლო თუ სამებას არ აღიარებ მაშინ სხვანაირად დაგელაპარაკები. ხოლო სამება მანახე ბიბლიაში სად არის??? ხოლო მე მოგიყვანე მუხლი მოდით ჩემთან ყოველნო მარშვალნო და მტირთმძიმენო და მე შეგიწყნარებთ თქვენ.. ეს ბიბლიიდანაა და იესო ამბობს ამას, სად მივიდეთ იეოსოთან? დაველოდოთ მეორედ მოსვლას? ხოლო თუ ეს მუხლები შენ არ გაწყობს მაშინ მე გეუბნები რომ სხვა ჯერ მე არ მაქ მუხლი თუ ღმერთი სამებაა მაშინ მე ვლოცულობ სამების მიმართ რაც რომელშიც იესოა ახლა ამიხსენი რა გინდა კიდევ? შენ უშუალოდ გინდა მუხლი სადაც წერია რომ მიდით იესოსთან? ესეც მოგიყვანე რომ იესოა ჩვენი შუამავალი და იოანეს წერილიდან მოგიყვანე მუხლი მეტი კიდევ რა გნებავთ? ციტატა ყოველნი ცოცხალ არიან ღვთის წინაშე და ამიტომ რაც არ უნდა ვთხოვოთ ღმერთს მათთვის, იგი შეისმენს ჩვენს ლოცვას ეს უკვე დაწყება არის აბსურდი ღმერთისთვის ყველა ცოხალია კი ბატონო მაგრამ ისინი სასუფეველში არიან და არა აქ მიწაზე, ბიბლია კრძალავს ამას და ამის მაგალითს შენ ვერ იპპოვი ბიბლიაში და ამიტომაც გიხდება მოიგონოთ რაღაც ვითომ სიღმისეული დოქტრინები მოდი ქენი რაც გინდა არ მინდა ეს კამათი ელაპარაკე სულებს და ილოცე მიცვალებულებზე რამდენიც გინდა ეს შენი საქმეა ღმერთისთვის ყევლა ცოცხალია ამით როცა ამტკიცებ რამეს ეს უკვე იმის მანიშნებელია რომ ყველაფერს გაამართლებს კაცი ჯვარს და პიჯვარს ერთმანეთს უდარებ მეტი რაღა უნდა იყოს რავი, ყველა ერესს ამართლებს და ხელს აფარებ აზრს ვერ ვხხედავ უაზრო მტკიცებაში რავი როგორც გინდა აგერ გყავს მიცვალებულები და ილოცე ბატონო მაგრამ ბიბლიაში შენ ამის საფუძველს ვერასოდეს ვერ ნახავ, ხოლო აბრაამის მაგალითი თუ მოგყავს გაიხსენე რა უთხრა აბრაამმა რომ ვერავინ ვერც იქით და ვერ აქეთ გადავაო, არც არსად წერია რომ ლაზარემ ჯაბაასი გამართო თავის თანამოძმეებს ანუ მათხოვრებს, -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#304
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
zanneti
ციტატა მოდით ჩემთან ყოველნო მარშვალნო და მტირთმძიმენო და მე შეგიწყნარებთ თქვენ.. კი, ეს ბიბლიიდანაა და იესო ამბობს ამას, მაგრამ აქ იმას ამბობს, რომ ჩემს მიმართ ილოცეთო? ციტატა სად მივიდეთ იეოსოთან? დაველოდოთ მეორედ მოსვლას? შეიძლება თვითონ "მისვლაში" მისი სწავლებების მიღება ვიგულისხმოთ, ასევე შესაძლოა მისი სისხლისა და ხორცის მიღება ვიგულისხმოთ, ან მამასთან შუამდგომლობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას ,რომ ეს მუხლი იესოს მიმართ ლოცვის შესახებ იძლევა სწავლებას. ციტატა თუ ღმერთი სამებაა მაშინ მე ვლოცულობ სამების მიმართ რაც რომელშიც იესოა ახლა ამიხსენი რა გინდა კიდევ? მაშინ ის მითხარი სადაა მითითება სამების მიმართ ლოცვაზე? ![]() გვერდს ნუ უვლი შეკითხვას. კითხვა კონკრეტულია და კონკრეტულ პასუხს ვითხოვ. ok დაგელოდები, სანამ უშუალოდ იესოს მიმართ ლოცვაზე მოიძიებ მუხლს. ციტატა ეს უკვე დაწყება არის აბსურდი ღმერთისთვის ყველა ცოხალია კი ბატონო მაგრამ ისინი სასუფეველში არიან და არა აქ მიწაზე, ბიბლია კრძალავს ამას და ამის მაგალითს შენ ვერ იპპოვი ბიბლიაში და ამიტომაც გიხდება მოიგონოთ რაღაც ვითომ სიღმისეული დოქტრინებიმოდი ქენი რაც გინდა არ მინდა ეს კამათი საქმე იცი რაშია მეგობარო? თქვენ - განსხვავებული აღმსარებლობის ხალხს, რა მტკიცებაც არ უნდა დაგიდოთ ცხვირწინ ,მაინც თქვენსას "აწვებით" და კატასავით ზურგზე არ ეცემით. მთელი უბედურება იმაშია, რომ არ გნებავთ გაგება, დაფიქრება, მსჯელობა;არადა ამის გარეშე ვერ მიხვალთ ჭეშმარიტებამდე. შენ შეიძლება ეხლა ამ ჩემ სიტყვებზე იცინოდე, მაგრამ ასეა ეს და ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ ცხადი გახდა. ციტატა ელაპარაკე სულებს და ილოცე მიცვალებულებზე რამდენიც გინდა ეს შენი საქმეა ანუ ამით რისი თქმა გინდა სულებს არ უნდა მივმართოთ? მაშინ მითხარი, ვინ არს ღმერთი?არ არის სული? "სულ არს ღმერთი"ამბობს უფალი. რა დაშინებულები ხართ ამ სულებით, რა განსხვავებაა ამ ქვეყნად ცოცხალსა და იმ ქვეყნად ცოცხალ პიროვნებას შორის?იგი ერთია და ყოველთვის საჭიროებს ლოცვით შემწეობას. ციტატა რავი როგორც გინდა აგერ გყავს მიცვალებულები და ილოცე ბატონო მაგრამ ბიბლიაში შენ ამის საფუძველს ვერასოდეს ვერ ნახავ, მე უკვე ვნახე და შენც განახე, მაგრამ არ გინდა ძმაო ამის განახვა, მოსმენა თუ გაგება. წაიკითხე პოსტი?რაღაც ეჭვი მეპარება, ან თუ წაიკითხე, მაშინ იქ ყველაფერი ნათელია. რამდენი მუხლიც არ უნდა დაგიდოთ, რამდენი მაგალითიც არ უნდა მოგიყვანოთ, მაინც თქვენსას არ იშლით და რომელ გასაუბრებაზეა ლაპარაკი. მერე აქეთ თქვენ გვდებთ ბრალს არაბიბლიურ სწავლებებში. გასაგებად წერია, რომ იმ ქვეყნად ხდება ცოდვათა მიტევება (ლკ. 16,27);(მთ. 12,32); იცი რატომ გეკითხებოდი ასე დაჟინებით უფლის მიმართ ლოცვასთან დაკავშირებით?იმიტომ ,რომ ვიცოდი მსგავს მუხლს, რომელიც პირდაპირ ამბობს იესოს მიმართ ლოცვაა შესაძლებელიო, ვერ მიპოვიდი. ამიტომ შენ დაიწყე ლოგიკური მსჯელობა:იესო ხომ ღმერთია?დიახ!მაშ შესაძლებელი ყოფილა მის მიმართ ლოცვა.აი ლოგიკა, აი მსჯელობა.ანუ მიხვედი ხო სწორ დასკვნამდე? ასევე გეუბნებოდი ამ შემთხვევაშიც:ყველა ცოცხალია ღვთის წინაშე?დიახ, ყველა ცოცხალია;მაშ პავლე მოციქული ამბობს"მარადის ილოცევდით ურთიერთას"-ო.ესეიგი ყოველთვის უნდა ვილოცოთ მოყვასისთვის. ეს ზოგი მუხლი იყო ლოგიკური მსჯელობისთვის, მაგრამ რახან ასე არ გნებავს ბატონო, მაშინ პიდაპი მიცვალებულთა ლოცვაზე მიგითითებ ბიბლიურ მუხლს: 40) ყოველ მოკლულს ქიტონის ქვეშ იამნიის კერპთათვის შეწირული საგნები აღმოუჩინეს, რასაც უკრძალავს რჯული იუდაელებს. ყველასთვის ცხადი გახდა, რა მიზეზითაც დაიღუპა ეს ხალხი. 41) და ყველამ განადიდა მართლმსაჯული უფალი, რომელმაც დაფარული განუცხადა მათ. 42) დაიწყეს ლოცვა, ევედრებოდნენ ღმერთს, სრულად მიეტევებინა მათთვის ეს შეცოდება (2 მაკ. 12.) აქ პირდაპირ წერია, რომ მიცვალებულებზე ლოცულობენ და თუ შენ ამ მუხლს არ ეთანხმები, მაშინ ამიხსენი რატომ არ ეთანხმები. შენ ჯერ დაჟინებით მოითხოვდი მიცვალებულებზე ლოცვაზე დამეწერა და როცა დავწერე უკვე ამბობ კამათი აღარ მინდაო. აქედან გამომდინარე ან თავს არიდებ ჭეშმარიტებას, ან უბრალოდ პრინციპის გამო აგრძელებ უსაფუძვლო მტკიცებებს. იმედია უპასუხოდ არ დამტოვებ -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
zanneti |
![]()
პოსტი
#305
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა 40) ყოველ მოკლულს ქიტონის ქვეშ იამნიის კერპთათვის შეწირული საგნები აღმოუჩინეს, რასაც უკრძალავს რჯული იუდაელებს. ყველასთვის ცხადი გახდა, რა მიზეზითაც დაიღუპა ეს ხალხი. 41) და ყველამ განადიდა მართლმსაჯული უფალი, რომელმაც დაფარული განუცხადა მათ. 42) დაიწყეს ლოცვა, ევედრებოდნენ ღმერთს, სრულად მიეტევებინა მათთვის ეს შეცოდება (2 მაკ. 12.) ეს არაკანონიკურია GIORGI LELUASHVILI ვაღიარე რომ მხოლოდ იესოს სახელით უნდა მივიდეთ მეტი რა ვქნა? არ წერია და არასოწრია მისვლა იესოსთან და მისდამი ლოცვა ეს არაბიბლიურია მხოლოდ მამასთან უნდა მივიდეთ იესოს საელით მეტი რა ვქნა ვაღიარე -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#306
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
zanneti
ციტატა ეს არაკანონიკურია ჰაააა ჰაჰაჰაჰა ![]() ![]() ![]() აი გამოსავალი მეგობრებო. აბა სხვას რას მეტყოდი ![]() შეგიძლია დამიმტკიცო რატომაა არაკანონიკური? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
zanneti |
![]()
პოსტი
#307
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
ხოლო არაკანონიკური წიგნებიდან მუხლები არ მოიიყვანი ისინი არაკანონიკურია. ციტატა ასევე გეუბნებოდი ამ შემთხვევაშიც:ყველა ცოცხალია ღვთის წინაშე?დიახ, ყველა ცოცხალია;მაშ პავლე მოციქული ამბობს"მარადის ილოცევდით ურთიერთას"-ო.ესეიგი ყოველთვის უნდა ვილოცოთ მოყვასისთვის. მოყვასისთვის უნდა ილოცო კი მაგრამ ცოცხალი მოყვასისთვის და არა მკვდარისთვის თუ ის სამოთხეშია შეი ლოცვა არ ჭირდება ხოლო თუ ჯოჯოხეთშია ვერ უშველი მას ვერაფრით სამქე ამაშია. ხოლო იესოსადმი ლოცვაზე უკვე გითხარი რომ არ წერია ასეთი და მორჩა მეტი რა ვქნა ვაღიარე ჩემი შეცდომა ახლა კი შენი ჯერია რა მუხლებს მოიყვან მიცვალებულებზე ლოცვიუსას. ხოლო ცოცხალი რომ არის ღმერთისტვის მერე რა? სადმე გასწავლის ბიბლია ილოცეთო მიცვალებულებზე? პავლე მოციქული ასწავლის რომ უნდა ილოცო მოყვასისთვის არა მიცვაელბული არამეც ცოხცხალისთვის ხოლო მითუმეტეს თხოვნა მიცვალებულეზე არ შეიძლება,,,, ხოლო მე ვისთვის ვილოდებ კი ვიცი და ვინაა ღმერთი ისიც ვიცი ხოლო შენ მიმართე არაა პრობლემა მიცვალებულებს და გიპასუხებენ აუცილებლად მერე ზეგ. ამაზე საუბარიც კი ამაზრზენია როგორ ამართლებთ ერესებს და სპირიტიზს და ეს ნათელია,სხვათაშორის მრავალღმერთიანობაა და კერპთაყვანისცემაა როდესაც ღმერთის გარდა მიმართავ ვინმეს, და მისი იმედი გაქვს და მასზე ხარ მინდობილი რომ ის ილოცებს შენზე ეს კერპტაყვანისცემაა, ოსიას 4:6 წაიკითხე და ნახავ რა წერია ეს ყველას ჭირდება, ამაზე კი მე მეტს არაფერს ვიტყვი, ან რა მეთქმის.რაც ვიცოდი გითხარი ჩემი არ გინდა ანუ სახარების კარგი ბატონო აგერ ახლა არაკაკონიკური წიგნებიდანაც დამიწყე ლაპარაკი მერე მამებისაგან დაიწყებ მერე თავადაც მოიგონებ რომ ცოცხლები ვართ ყველა, და ბაბუაჩემი რომ მკვდარია იმაზე კიდევ ვილოცებ რადგანაც ისიც ცოცხლია ღმერთისთვის და მერე მეზობელზესაც ვთხოვ რო მოკვდება მერე რომ ცემტვის ილოცოს ჯობია აქედან ვე დავაბარო მერე იქნებ ვერ გამიგოს დაკავებული იყოს და. მოკლედ აქამდე მიგვიყვანს შენი ლოგიკა დამიჯერე, ბაბუებზე და ბებიებზე დაიწყებენ ლოცვას და მათზე თხოვნას მერე კი ხატს გაიკეთებენ და ჩამოკიდებენე აბა ხომ ცოცხალია ღმერთისთვის და ესაა და ეს. უბრალდო არ მინდა კიდევ ჩავუღმავდე თორემ იქამდე მივალთ რომ საშინელ ერესებს დავწერთ GIORGI LELUASHVILI გონია მტკიცებას დაგიწყებ? ციტატა ჰაააა ჰაჰაჰაჰა აი გამოსავალი მეგობრებო.აბა სხვას რას მეტყოდიშეგიძლია დამიმტკიცო რატომაა არაკანონიკური? ![]() -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
zanneti |
![]()
პოსტი
#308
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
ეს განს განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის/ თქვენ ყველაფერს აღიაარებთ ჩვენ კი მხოლოდ ბიბლიას და მეტი არაფერს....არც ზღაპრებს ვთხზავთ არაბიბლიურს და ასე შემდეგ...მოდი არ გვინდსა ამის გულისთვის ერთმანეთთან შუღლი და შური გაიხარე უფალმა გაკურთხოს შენ და შენი ოჯახის. მე მოვრჩი აქ უკვე თორემ არ მინდა კამმათი უაზრო უფალმა გაკურთხზოს ეძიე მისი სახე და გაიგცხადებს საკუთარ თავს აბა ჰე კარგად, -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#309
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
zanneti
ციტატა ხოლო არაკანონიკური წიგნებიდან მუხლები არ მოიიყვანი ისინი არაკანონიკურია. ვააჰ, ბოდიში არ ვიცოდი თუ ბიბლიაში სიცრუე ეწერებოდა. არაკანონიკური წიგნები ბიბლიის ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც კანონიკურები.სხვათაშორის, ერთ-ერთი არაკანონიკური წიგნიდან პირველმოწამე სტეფანეს იუდევლებთან საუბრისას მოჰყავს ციტატა.("საქმე მოციქულთაში" წერია და დაგიზუსტებ თუ გინდა) გამოსავალი ყოველთვის არსებობსო, სწორად უთქვამთ ![]() ციტატა თუ ჯოჯოხეთშია ვერ უშველი მას ვერაფრით სამქე ამაშია. შემცოდეს შეიძლება მიეტეოს არასასიკვდილო ცოდვები როგორც ამ ცხოვრებაში, ისე სიკვდილის შემდგომაც. ეს თავად უფლის სიტყვებიდანაც ჩანს: „რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათვის, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას“ (მთ. 12,32). იქნებ ეს მუხლი განმიმარტო?რას ნიშნავს არც იმ ქვეყნად მიეტევება? ან კიდევ:ისინი ვერ დააღწევენ თავს ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელ ნაწილს და ვერ გადავლენ აბრაამის წიაღში (ლკ. 16,27)აქედან გამომდინარე კი შესაძლებელი ყოფილა ჯოჯოხეთიდან თვის დაღწევა. თუ ასე არაა, მაშინ ამიხსენი რა. ციტატა ახლა კი შენი ჯერია რა მუხლებს მოიყვან მიცვალებულებზე ლოცვიუსას მეტი რაღა მოგიყვანო, წაიკითხე 302 პოსტი დაკვირვებით და ყველაფერი ნათელი გახდება შენთვის, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ არ გნებავს ბატონო გაგება. შენ მილიონი მუხლიც რო მოგიყვანო, "ილეთს" მაინც გამოიყენებ თავის ასარიდებლად. ასე რომ რაც დავწერე, ამიხსენი რა არის არასწორი. ციტატა ხოლო მე ვისთვის ვილოდებ კი ვიცი და ვინაა ღმერთი ისიც ვიცი ხოლო შენ მიმართე არაა პრობლემა მიცვალებულებს და გიპასუხებენ აუცილებლად მერე ზეგ. შენ არ გესმის რატომ ვლოცულობთ მიცვალებულებზე, მიცვალებულებზე არ ვლოცულობთ როგორც ღმერთზე. ხოლო ისინი რომ ჩვენს ლოცვებს ისმენენ, ამაშე ეჭვი მართლმადიდებლებს არ გვეპარება, რადგან თვითონ გვაქვს გამოცდილი.მათგან პასუხი ლოვისას ძალიან ხშირად მოდის. ეხლა არ მითხრა მათ ნაცვლად დემონები ეხმიანებიანო ![]() ციტატა ამაზე საუბარიც კი ამაზრზენია როგორ ამართლებთ ერესებს და სპირიტიზს რომელ ერესებსა და სპირიტიზმს, ამ კითხვას უკვე მერამდენედ გისვამ და ვერ მიხსნი რა არის სპირიტიზმი, ან რომელ ერესებს ვემხრობით. იქნებ დაგეკონკრეტებინა ![]() ციტატა ხვათაშორის მრავალღმერთიანობაა და კერპთაყვანისცემაა როდესაც ღმერთის გარდა მიმართავ ვინმეს, და მისი იმედი გაქვს და მასზე ხარ მინდობილი რომ ის ილოცებს შენზე ეს კერპტაყვანისცემაა, შენ არც კერპთაყვანისმცემლობა იცი რა არის და რატომ საუბრობ ასე ზერელედ? წმინდანები შუამავლები არიან ჩვენსა და ქრისტეს წინაშე. შენი სიტყვებიდან კი ისე გამოდის, რომ მოსეც გაკერპებული ყავდათ ებრაელებს, როდესაც შეშინებულებმა უფლის სიდიადით, მოსეს სთხოვეს ეშუამდგომლა მათთვის უფლის წინაშე. ციტატა ოსიას 4:6 წაიკითხე და ნახავ რა წერია ეს ყველას ჭირდება ამით რისი თქმა გინდა ვერ გავიგე. ციტატა რაც ვიცოდი გითხარი ჩემი არ გინდა ანუ სახარების კარგი ბატონო აგერ ახლა არაკაკონიკური წიგნებიდანაც დამიწყე ლაპარაკი მერე მამებისაგან დაიწყებ მერე თავადაც მოიგონებ რომ ცოცხლები ვართ ყველა, შენ არ გინდა გაგება, თორე კანონიკურიდანაც დაგიწყე ლაპარაკი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ:მილიონი მუხლი რომ დაგიდო ,მაინც იპოვი გამოსავალს ![]() ხოლო თუ წმინდა მამების გამონათქვამები მენდომებოდა, იმდენს დავდებდი, რამდენიც გაგეხარდებოდა.საკუთარი ნააზრევით კი შენგან განსხვავებით არაფერი დამიწერია. ციტატა ბუაჩემი რომ მკვდარია იმაზე კიდევ ვილოცებ რადგანაც ისიც ცოცხლია ღმერთისთვის ჰო შენ იცინე, იცინე. ეს სახარებაში წერია:ყოველნი ცოცხალნი არიან მის წინაშე(ლუკა 20, 38). შენ სახარების ამ ჭეშმარიტებას დასცინი და მერე აქეთ დამიწყებ ბიბლიის სიყვარულზე ლაპარაკს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
![]()
პოსტი
#310
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
zanneti
მემგონი შესაფერისი დრო და ადგილი ვიპოვე იმ საუბრის გასაგრძელებლად რაც მე და შენ პ.მ.ში დავიწყეთ. ციტატა მოყვასისთვის უნდა ილოცო კი მაგრამ ცოცხალი მოყვასისთვის და არა მკვდარისთვის თუ ის სამოთხეშია შეი ლოცვა არ ჭირდება ხოლო თუ ჯოჯოხეთშია ვერ უშველი მას ვერაფრით სამქე ამაშია. ოჰო?ჯოჯოხეთში მოხვედრილი სულები ჩვენგან ელიან მარხვას,ლოცვას,მათ სახელზე მოწყალებას,რომ მეორედ მოსვლის ჟამს იმ დაწყევლილი ადგილებიდან ამოვიდნენ.ეს არ იცოდი? იცი თუ არა რა განსხვავებაა სამოთხესა და სასუფეველს შორის? ისე არანაირი დავა არ მინდა შენთან,უბრალოდ პირადში დაწყებული საუბრის დაუსრულებლობა არ შეიძლება. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#311
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
A.V.M
მთელი ეს გვერდი და წინა გვერდი ამაზე გვქონდა საუბარი. უბრალოდ გამგებმა უნდა გაიგოს:"რომელსა ასხენ ყურნი სმენად-ისმინენ(მათე13,9)" -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
![]()
პოსტი
#312
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
წინა გვერდები არ მინახავს(სიმართლე რომ გითხრა)მაგრამ არ შეიძლება და ცოდვაა,როდესაც ისეთი დიდი წმიდანის (როგორიც მაკარი დიდია)საქციელს ცოდვასა და სატანიზმთან ვაიგივებთ და არგუმენტად ბიბლია მოგვყავს. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#313
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
A.V.M
წმინდა მაკარის ვითომდა არასწორ საქციელში ბიბლიას ვერ მოვიყვანთ არგუმენტად,ჯერ ერთი იმტომ ,რომ ბიბლია იმან ჩვენზე წინ იცოდა და მეორე-იგი ყოველთვის დაკვირვებით და ზუსტად მოქმედებდა ზუსტად ბიბლიით აჩიკო მეუბნებოდა ,რომ ვითომ ბიბლიური არ ყოფილა მიცვალებულთა მიმართ ლოცვა, მაგრამ თუკი ჩემ 302 და 304 პოსტს წაიკითხავ, ალბათ მიხვდები ,რომ ეს ასე არაა. მე არ მინდა ეს თავის ქებაში ჩამეთვალოს, მაგრამ ჭეშმარიტების მტკიცება მგონი ამპარტავნება არ უნდა იყოს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
![]()
პოსტი
#314
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
100% გამიხარდა რომ ჩვენი აზრები ერთმანეთს დაემთხვა. ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#315
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
A.V.M
ციტატა გამიხარდა რომ ჩვენი აზრები ერთმანეთს დაემთხვა. ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#316
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
არასწორია იმის თქმა,რომ რახან პიროვნება ხატზე არაა გამოსახული და თავზე შარავანდედი არ ადგას-არაა წმინდანიო.ესეიგი რა გამოდის,როცა ხატი და ლოცვები იწერება რომელიმე პიროვნებისა-მაშინ ხდება წმინდანი?ის თუ თავის ცხოვრებაში არ იყო წმინდანი,გარდაცვალების შემდეგ როგორ შერაცხავს ეკლესია?მას თუ თავის სიცოცხლეში არ ქონდა წმინდანობისათვის დამახასიათებელი თვისებები,როგორ შეიაცხება წმინდანად?თუ მაშინ შეეძინება ეს სულიერი ნიჭები,როცა შარავანდედს დაადგამენ თავზე?
არ აქვს მნიშვნელობა ხატსა და ლოცვას კანონიკურადაა დაწერილი თუ არა იგი. ავიღოთ მამა გაბრიელის (ურგებაძე),ან მამა ვიტალის (სიდორენკო)მაგალითები.არც ერთი მათგანი არაა წმინდანად შერაცხული,არც ერთი მათგანი ხატი და ლოცვა არაა დაწერილი,მაგრამ მათ საფლავებზე ყოველ დღე აღესრულება სასწაულები.აქედან გამოიტანე დასკვნა-წმინდა შიო მღვიმელი წმინდანადაა შერაცხული,ხატია მისი დაწერილი,ლოცვაა კანონიკურად შესრულებული და ხდება მის საფლავზე სასწაულები,ხოლო მამა გაბრიელი არც წმინდანადაა კანონიკურად,ეკლესიის მიერ შერაცხილი,არც ლოცვა და ხატია მის სახელზე დაწერილი,მაგრამ სასწაულები ხდება მისი სახელით,მირონი და სისხლი მოსდის მის სურათებს,ხალხის თხოვნებს ისმენს და შენ თვითონ დაფიქრდი-აქვს მნიშვნელობა ხატი დაიწერება,თუ სურათი იქნება?ლოცვა დაიწერება,თუ ხალხი თავისი სიტყვებით შესთხოვს დახმარებას? არანაირი! -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
terra |
![]()
პოსტი
#317
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
ეგ ყველაფერი კაი, მაგრამ, შენ მაინც რატომ ხარ ასე ღრმად დარწმუნებული, რომ, მეუფე წმინდანია? ცოტა სიფრთხილე გვმართებს მსგავს საკითხებთან მიმართებაში. ცოტა კი არა და - კარგა გვარიანი. ემანდ, პრელესტნი ლაბირინთში არ ამოვყოთ თავი. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#318
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
terra
ციტატა რატომ ხარ ასე ღრმად დარწმუნებული, რომ, მეუფე წმინდანია? მამა გიორგის სიტყვების მჯერა და იმიტომ. ეგ პიროვნება ჩემთვის უდიდესი ავტორიტეტია. თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალურია და ყველას თავისი აზრი და მსოფლმხედველობა გააჩნია.მე ამის შესახებ ვერც მტკიცებებს დავიწყებ და ვერც ვერავის დავაძალებ-შენც დაიჯერე-მეთქი.მე უბრალოდ მჯერა მამა გიორგისი.ესაა და ეს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
k@the |
![]()
პოსტი
#319
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ის თუ თავის ცხოვრებაში არ იყო წმინდანი,გარდაცვალების შემდეგ როგორ შერაცხავს ეკლესია? რა გარანტია გაქვს რომ მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იქნება ის ასეთი? მანამ, სანამ არსებობს შანსი იმისა, რომ ადამიანი დაეცეს რაიმე ცოდვით, მისი წმინდანობა ნაადრევად მეჩვენება, თორემ სულ არ გამოვრიცხავ, რომ ეს დაცემა არ მოხდეს. ღმერთმა შეაძლებინოს და ასე დადებითი დარჩეს და წარდგეს უფლის სამსჯავროზე. მე ცხადია გამიხარდება. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
terra |
![]()
პოსტი
#320
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა მე უბრალოდ მჯერა მამა გიორგისი ნიჩევო, ხდება ხოლმე. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 06:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი