IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

40 გვერდი V « < 22 23 24 25 26 > »   
Reply to this topicStart new topic
> მსოფლიო რელიგიები, სხვადასხვა სექტები და მიმდინარეობები
George Leluashvili
პოსტი Sep 27 2011, 04:38 PM
პოსტი #461

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

კონფუცის სწავლებებიც ვიპოვე

კონფუცის სწავლებები

· დამიანს გონებისკენ სამი გზა აქვს: აზროვნება - ყველაზე კეთილი, მიბაძვა - ყველაზე ადვილი, გამოცდილება - ყველაზე ძნელი.

· სწავლა ფიქრის გარეშე უშედეგოა, ფიქრი სწავლის გარეშე სახიფათო.

· უჭკუო ჩივის,რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის,რომ იგი არ იცნობს ხალხს.

· იცვალე, რათა შეინარჩუნო - მთავარი პრინციპი.

· ერთადერთი ნამდვილი შეცდომაა; არ გამოასწორო შენს მიერ ჩადენილი შეცდომები.

· მხოლოდ ნამდვილ ადამიანურ ადამიანს შეუძლია სიყვარული და სიძულვილი.

· ის ვინც ლამაზად საუბრობს და მიმზიდველი გარეგნობა აქვს, იშვიათ შემთხვევაში არის ნამდვილად ადამიანური.

· ადამიანი, რომელსაც შეუძლია ძველი მეთოდით, რაიმე ახლის აღმოჩენა, ღირსია მასწავლებელი ერქვას.

· ადამიანი აფართოებს გზას და არა გზა აფართოებს ადამიანს.

· მე გავიგონე და დამავიწყდა.

· მე დავინახე და დამამახსოვრდა.

· მე გავაკეთე და გავიგე.

· რაც მეტ ცოდნას იძენ, მით უფრო იღბლიანი ხდები.

· აირჩიე სამსახური, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და ცხოვრებაში ერთი დღეც კი არ მოგიწევთ მუშაობა.

· ქვეყანაში, რომელსაც კარგად მართავენ, რცხვენიათ სიღარიბის, ხოლო ქვეყანაში, რომელსაც ცუდად მართავენ, რცხვენიათ სიმდიდრის.

· ის, რასაც სრულყოფილი ეძებს - თავად მასშია, ის რასაც ეძებს არასრულყოფილი - სხვებში.

· შეეცადეთ, ოდნავ კეთილი იყოთ და თქვენ დაინახავთ, რომ ცუდის გაკეთებას ვეღარ შესძლებთ.

· მხოლოდ ძალზე სულელი და ძალზე ჭკვიანი ადამიანები არ იცვლებიან.

· ადრე ხალხი სწავლობდა, რათა სრულ-ეყო საკუთარი თავი. დღესდღეობით კი მხოლოდ იმისთვის სწავლობენ, რომ სხვებთან თავი მოიწონონ.

· როგორ შევძლებთ გავიგოთ, რა არის სიკვდილი მაშინ, როცა ჯერ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, თუ რა არის სიცოცხლე?

· ნუ იდარდებ იმაზე, რომ შენ არ გაქვს მაღალი ჩინი. იდარდე იმაზე, იმსახურებ თუ არა მაღალ ჩინს. ნუ შფოთავ იმის გამო, რომ შენ არ გიცნობს ხალხი. შეშფოთდი იმაზე, ხარ თუ არა ღირსი, რომ ისინი გიცნობდნენ.

· მას, ვინც არ ფიქრობს შორეულ სიძნელეებზე, აუცილებლად მოელის ახლო უსიამოვნებები.

· საშინელება ის კი არ არის, რომ მოგატყუეს ან გაგქურდეს, საშინელება ისაა, რომ შენ ეს არ გავიწყდება.

· განუწყვეტლივ უნდა ვისწავლოთ, ვაკეთოთ, ვილაპარაკოთ სიმართლე. ვინც მის შესწავლას შეუდგება, მხოლოდ ის გაიგებს, რამდენად შორსა ვყოფილვართ სიმართლისაგან.

· ჩვეულებრივ ქალს იმდენი ჭკუა აქვს, რამდენიც ერთ ქათამს, არაჩვეულებრივს კი — რამდენიც ორს.

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 27 2011, 09:03 PM
პოსტი #462

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

ეს კი ისაა, რაც მინდოდაsmile.gif

ლაო-ძი VS კონფუცი

IPB-ს სურათი

ლაო–ძი კონფუცის უფროსი თანამედროვე იყო. სინოლოგიაში არსებობს ვარაუდი მათი შეხვედრის შესახებ. შეიძლება ეს ისტორიული სინამდვილეც იყოს, შეიძლება–ლეგენდაც; მაგრამ მთავარი აქ ეს როდია; მთავარი ის არის, რომ ცხადად ავლენს ამ ორი პიროვნებისა და მათი მოძღვრების ურთიერთგანსხვავებას. ამ შეხვედრამ გამოავლინა ორი ძალა ჩინური მსოფლშემეცნებისა: ძალა, რამაც ჩინეთი ჩინეთად აქცია, რამაც ბრძნული წიგნი მისცა „დაო დე ძინის“ სახით ჩინეთს.

ჯოუს ეპოქაში, პოლიტიკურ თუ სხვა რამ მიზეზთა გამო, ბევრმა მიატოვა ოჯახი, საზოგადოება და განდეგილებად ცხოვრობდნენ ტყეებსა და გამოქვაბულებში. „ერთ–ერთი ასეთი განდეგილი იყო ღრმა და ორიგინალური მოაზროვნე, ვინც დაოსიზმის ფუძემდებლად იქცა. ეს იყო მიხრწნილებაში გადასული ფილოსოფოსი ლაო–ძი, დაბადებული კონფუციზე ორმოცდაათი წლით ადრე. ლაო–ძი უკვე ღრმად მოხუცი იყო, როცა მისმა დიდმა თანამედროვემ აღიარება მოიპოვა. უკვე ღრმად დარწმუნებული დაცემულ საუკუნესთან ბრძოლის უაზრობაში, იგი ამაყი ზიზღით უყურებდა კონფუცის უმწეო ცდებს“(7, 101). კონფუცის ერთ–ერთი თანამოქალაქე უჯუ შეხვედრია ლაო–ძის. ერთ–ერთი საუბრის დროს ლაო–ძის მწუხარებით უთქვამს: „კონფუცი არ არის იდეალური კაცი, მაგრამ გაუგებარია – რად უჭირავს თავი ასე მედიდურად, ისე, თითქოს ღრმად მოაზროვნე კაცი იყოს“. ლაო_ძის ერთ–ერთი მიმდევარი გენ სან–ჩუ იუწყება, რომ მას „ღრმად ესმოდა ლაო–ძის მოძღვრება დაოს შესახებ და ცხოვრობდა ჩრდილოეთში, მიუვალ მთებში. რომ მას უყვარდა ბუნება და მასთან სტუმრობდნენ ცოდნის დაუფლების წყურვილით გულანთებული ადამიანები. მაგრამ იგი ახლოს არ იკარებდა ყალბი სიკეთის მქადაგებელთ“(72,39). „ყალბი სიკეთის მქადაგებლებში“ იგი კონფუციანელებს გულისხმობდა.

ჯუან–ძის წიგნიდან ჩანს, რომ ლაო–ძის ჰყოლია მოწაფეები, ერთ–ერთ მათგანს, იან ძი–ძიუ იუს ასე მოძღვრავს ლაო–ძი: „ბრძენი იშვიათად ამჟღავნებს თავის ნიჭიერებას და მხოლოდ თავისი არსებობის სრულქმნისთვის იღწვის“. იგი ურჩევდა მოწაფეებს, არ ემოგზაურათ სახელმწიფოებში და არ გაევრცელებინათ მისი მოძღვრება(72,38). როგორც ქვემოთ დავინახავთ, ეს თვალსაზრისი უპირისპირდება კონფუციანურ თვალსაზრისს.

კონფუცი თავის მოწაფის ძი–ლუს რჩევით სწვევია პირველად ლაო–ძის, ვინც უხალისოდ მიიღო იგი. ამ შეხვედრას ვარაუდობენ ძვ. წ. 517 წელს. მაქს მიულერის ცნობით, მაშინ ლაო–ძი ოთხმოცდარვა წლისა ყოფილა, ხოლო კონფუცი–ოცდათხუთმეტი წლისა. ისტორიკოსი სიმა ციანი ასე აგვიწერს ლაო–ძისა და კონფუცის შეხვედრას: კუნ–ძი ჯოუს რომ ჩავიდა, ლაო–ძის ეწვია და მას ადამიანურ ქცეცათა წესებზე ჩამოუგდო საუბარი. ლაო–ძიმ მიუგო: კაცი, ვისზეც შენ ეხლა ლაპარაკობ, უკვე დიდი ხანია გაიხრწნა თავის ძვლებთან ერთად და მისგან მხოლოდ სიტყვებიღა შემოგვრჩა. კეთილშობილი რაინდი მშვიდობიანობისას ეტლზეა აღმჯდარი და სახელმწიფო საქმეებით არის დატვირთული. შფოთის დროს კი ფეხით დაიარება ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში. მე მსმენია, რომ ჭკვიანი ვაჭარი მალავს თავის სიმდიდრეს და ისე უჭირავს თავი, თითქოს არაფერი ებადოს. ასევე მაღალი ზნეობის ბრძენი მრავალ ღირსებას ფლობს, მაგრამ ცდილობს გარეგნობაში არ გაამჟღავნოს თავისი ზნეობა და სიბრძნე. უკუაგდე შენ შენი სიამაყე, შენი ვნებები და მედიდურება. ყოველივე ეს არ მოგიტანს შენ სარგებლობას...სამართლიანობა და კაცთმოყვარეობა მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, ისინი მხოლოდ მალავენ სისასტიკეს და ამწუხრებენ ადამიანთა გულებს, არასოდეს ყოფილა სამყარო ასეთი არეული, როგორც ახლაა...ცა და მიწა ბუნებრივად ინარჩუნებენ უცვლელობას, მზე და მთვარე ბუნებრივად ანათებენ, ვარსვლავებს თავიანთი ბუნებრივი განლაგება აქვთ, გარეული ფრინველები და მხეცები ბუნებრივად ცხოვრობენ, ხეები ბუნებრივად იზრდებიან. მტრედი თეთრია არა იმიტომ, რომ ყოველდღე ბანაობს; ყვავი შავია არა იმიტომ, რომ იღებება; თევზი წყალში ცოცხლობს, ხმელეთზე კი იღუპება; მას არ შეუძლია მიატოვოს მდინარე ან ტბა. კარგი იქნებოდა, შენც დაგეცვა ბუნებითობა, დამორჩილებოდი დაოს და დეს, აუცილებელი არ არის, ასეთი გულითადობით ვავრცელებდეთ მოძღვრებას მოყვასობასა და სამართლიანობაზე. შენი მოქმედება მაგონებს კაცს, დაფდაფებს რომ სცემს და თავად იუბედურებს თავს. მოძღვარო! ამით მხოლოდ აწუხებ ადამიანებს!...

ამ შეხვედრის შემდეგ სამი დღე დუმდა თურმე კონფუცი. მოწაფეთა შეკითხვაზე თუ რით დაუპირისპირდა თურმე ლაო–ძის, უპასუხია: არათუ დავუპირისპირდი, პირის გაღებაც ვერ შევძელი... მე ვიცი რომ ფრინველებმა იციან ფრენა, თევზებმა იციან ცურვა, ცხოველებმა იციან სრბოლა. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ყველა მათი შეჩერება შესაძლებელია. რაც შეეხება დრაკონს, მისი შეჩერება შეუძლებელია. მე არ ვუწყი, როგორ მაღლდება იგი ცად ქარსა და ღრუბლებში. მე ვნახე ლაო–ძი, იგი ნამდვილი დრაკონია. იგი ხან ხილულ არსებად წარმომიდგა, ხანაც ნისლეულ არსებად. მას ძალუძს ღრუბლებში სრბოლა და ინისა და იანის ციური სხივებით სუნთქვა. მისი შეჩერება შეუძლებელია!...

შემდეგი შეხვედრის დროს კონფუცის შეუჩივლია ლაო–ძისთვის: „ მე გამოვეცი პოეზიის წიგნი, წიგნი ისტორიისა, ადათ–წესებისა, ტრაქტატი მუსიკაზე და ცვალებადობათა წიგნი. მე დავწერე მატიანე გაზაფხულისა და შემოდგომისა. მე ვსწავლობდი ძველ მეფეთა ზნეს. მე გავასხივოსნე ბრძენთა უზენაესი ქმედებანი. და მაინც არავინ მთვლის ღირსად მიმსახუროს. როგორც ჩანს „ძნელია ხალხის დარწმუნება!“ ლაო–ძის მიუგია „ძველ მეფეთა მემკვიდრეობა ექვსი თავისუფალი ხელოვნება შეადგენს. ის რასაც შენ იქმ, უმთავრესად მოძველებულ მაგალითებს ეყრდნობა. შენ მხოლოდ ძველის ნაკვალევით იდიხარ, ახალს არაფერს ქმნი... ის რაც გარდასულია, შეუძლებელია მისი დაბრუნება. გარდაუვალობას ვერ გაექცევი, დროის მდინარების შეჩერება შეუძლებელია. დაოს ვერ ჩაკეთავ. ვინც ვერ შეიცნო დაო, არღვევს ბუნებითობის კანონს“. ამის შემდეგ, კონფუცის თავის მოწაფესთან, იანგ–ძისთან საუბრისას უთქვამს: „სახელოვანი ხემლმწიფენი ისე მართავდნენ ქვეყანას, რომ მათი ღვაწლი მთელს იმპერიაში ვრცელდებოდა. ისინი აბედნიერებდნენ ხალხს, არ აგრძნობინებდნენ თავიანთ ხელმწიფებას. მათი სათნოება იყო ისე დიადი, სიტყვებით მისი გადმოცემა შეუძლებელია. ისინი ცხოვრობდნენ შეუღწევად განმარტოვებაში და დაოში იყვნენ დანთქმულნი“ (7, 106). თუ ამ სიტყვებს ვერწმუნებით, ლაო–ძის მაინც მოუხდენია მცირეოდენი ზეგავლენა კონფუძიზე: ზემოთ თქმული სიტყვის აზრი ერთ–ერთ უმთავრეს პრინციპად გასდევს „დაო დე ძინს“ . ჩინელთა რელიგიური შეგნების არსს რომ განსაზღვრავდა არქ. ხრისანფი წერდა: „ყველა საღვთო ან ავტორიტეტული წიგნი ჩინეთისა, უპირატესად, ზნეობრივ–პრაქტიკული შინაარსისაა. მაგრამ მასში დამოწმებული არც ერთი ზნეობრივი წესი არ მაღლდება ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოთხოვნილებების ეგრეთ წოდებულ ყოფით სიბრძნეზე, ყოფით ანგარიშიანობაზე მაღლა.“ სწორეედ ასეთი სიბრძნის მბლობელად წარსდგა კონფუცი ლაო–ძის წინაშე, ხოლო მისი სახით–მთელი ჩინეთი. კონფუციმ მოწიწებით მოუსმინა ლაო–ძის, დრაკონსაც კი შეადარა, მაგრამ ვერაფერი შეისმინა მისგან. ასეთი იყო ლაო–ძის ბედი მთელს ჩინეთში: მას უსმენდნენ და აღიარებდნენ ჯიდეც; და მაინც შეაქცია ზურგი ჩინეთს და ახალი რელიგიის მოსახილველად საკუთარ უსასრულობაში გადაიხვეწა. მხოლოდ მოგვიანებით აღიარეს მისი მოძღვრება. აკი თვითონაც ამბობს ერთგან: „ო, რა გვიანია სიტყვა: ბრძნული და დაუნჯებული!“

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Sep 27 2011, 09:07 PM
პოსტი #463

ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906

GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ჩვეულებრივ ქალს იმდენი ჭკუა აქვს, რამდენიც ერთ ქათამს, არაჩვეულებრივს კი — რამდენიც ორს.

დიდებულია biggrin.gif

--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 27 2011, 09:11 PM
პოსტი #464

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

ikanosi
ციტატა
დიდებულია

წარმომიდგენია როგორ უყვართ ქალებს კონფუციbiggrin.gif
მარა სიმართლე მწარეაო ხო იციbiggrin.gif

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 27 2011, 09:45 PM
პოსტი #465

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

ციტატა
ჩვეულებრივ ქალს იმდენი ჭკუა აქვს, რამდენიც ერთ ქათამს, არაჩვეულებრივს კი — რამდენიც ორს.

ვენაცვალე კონფუცსს...
მე არ მაინტერესებს ამ დავაში კონფუცის მხარეს ვარ.
აი რა არის პიარი...
:დ :დ :დ

აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 27 2011, 09:50 PM
პოსტი #466

✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914

ვაი მაგის პატრონს რა tongue.gif kitxva.gif

--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Sep 27 2011, 09:54 PM
პოსტი #467

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180

"დაო დეძინი "მინდა ავტვირთო ქართულად და არ ვიცი ატვირთვა smile.gif

--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 27 2011, 10:07 PM
პოსტი #468

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

karpaki
ციტატა
ვაი მაგის პატრონს რა

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
აუ რა გაუტყდაააbiggrin.gif
ჰაჰაჰაbiggrin.gif

.zakaria.
ციტატა
"დაო დეძინი "მინდა ავტვირთო ქართულად და არ ვიცი ატვირთვა

მე გუშინ გადმოვწერე.
ლინკი georgios-მა დადო; წინა გვერდზე ნახე.

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Sep 27 2011, 10:09 PM
პოსტი #469

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Sep 27 2011, 10:07 PM) *

.zakaria.

მე გუშინ გადმოვწერე.
ლინკი georgios-მა დადო; წინა გვერდზე ნახე.

ხოო? არ მინახავს , მომწონს დაო დე ძინი

--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 27 2011, 10:12 PM
პოსტი #470

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

.zakaria.
ციტატა
ხოო? არ მინახავს , მომწონს დაო დე ძინი

მეც მაგრად მომეწონაthumbs.gif

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 27 2011, 10:14 PM
პოსტი #471

✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 27 2011, 10:07 PM) *

karpaki

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
აუ რა გაუტყდაააbiggrin.gif
ჰაჰაჰაbiggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif გამიტყდა არა გოგრა biggrin.gif

--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 27 2011, 10:15 PM
პოსტი #472

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

karpaki
ციტატა
გამიტყდა არა გოგრა

რაც არ უნდა უარყო, შენი სიტყვები სხვა რამის თქმის საშუალებას არ მაძლევსbiggrin.gif
tongue.gif

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 27 2011, 10:22 PM
პოსტი #473

✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 27 2011, 10:15 PM) *

karpaki

რაც არ უნდა უარყო, შენი სიტყვები სხვა რამის თქმის საშუალებას არ მაძლევსbiggrin.gif
tongue.gif

გოეთეც წაუშტერებდა მაგ საკითხში biggrin.gif მაგრამ კი არ მწყის biggrin.gif რო გაჯობებენ მერე იკმინები შემოდგომის ბუზივით საერთოდ rolleyes.gif

--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 27 2011, 10:32 PM
პოსტი #474

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

karpaki
ციტატა
რო გაჯობებენ მერე იკმინები შემოდგომის ბუზივით საერთოდ

და რომელმა ქალმა აჯობა ან გოეთეს, ან კონფუცს მაგ სფეროში?

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 27 2011, 10:56 PM
პოსტი #475

✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 27 2011, 10:32 PM) *

karpaki

და რომელმა ქალმა აჯობა ან გოეთეს, ან კონფუცს მაგ სფეროში?

მეეეე laugh.gif

--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 27 2011, 10:58 PM
პოსტი #476

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

karpaki
ციტატა
მეეეე

no.gif

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 27 2011, 11:12 PM
პოსტი #477

✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 27 2011, 10:58 PM) *

karpaki

no.gif

ჯერ გაეცანი ჩემს შრომებს რააააა tongue.gif
აკეთებს აქ დასკვნებს

--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 27 2011, 11:19 PM
პოსტი #478

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

karpaki
ციტატა
ჯერ გაეცანი ჩემს შრომებს რააააა აკეთებს აქ დასკვნებს

სად, ან როგორ გავეცნო ხომ ვერ მეტყვი? smile.gif

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 27 2011, 11:32 PM
პოსტი #479

✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 27 2011, 11:19 PM) *

karpaki

სად, ან როგორ გავეცნო ხომ ვერ მეტყვი? smile.gif

დაძებნე დიდი კარპაკის წიგნები მინდა თქო biggrin.gif\

--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 27 2011, 11:34 PM
პოსტი #480

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

karpaki
ციტატა
დიდი კარპაკის

"მაჰატმა კარპაკი"?
დიდებულია! biggrin.gif

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

40 გვერდი V « < 22 23 24 25 26 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 05:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი