![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#501
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#502
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
A.V.M
ციტატა ისე ჩვენში დარჩეს და პირადად მე უფრო მომწონდ მღვდელს გრძელი თმა და დიდი წვერი რომ აქვს. მეც ![]() ჩემი მოძღვარია მასეთი ![]() ციტატა მეც ვცდილობ წვერით ვიარო ხოლმე... ჩემ მოძღვარს არ მოწონს გძელი თმა. წვერზე კი-არაა პობლემა ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
![]()
პოსტი
#503
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა მეც ჩემი მოძღვარია მასეთი ციტატა ჩემ მოძღვარს არ მოწონს გძელი თმა. წვერზე კი-არაა პობლემა ერთი და იგივე მოძღვარი ხომ არა გვყავს??? ![]() ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#504
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
A.V.M
ციტატა ერთი და იგივე მოძღვარი ხომ არა გვყავს??? ![]() იდეოლოგიით-კი ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
![]()
პოსტი
#505
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
დაოიზმზზე გვაქვს რამე საინტერესო ფორუმზე?
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#506
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
დაოიზმი
------------- დაოიზმი რელიგიურ–ფილოსოფიური მიმდინარეობა ჩინეთში. თავდაპირველად, ძვ.წ. VI სკ-ში, წარმოადგენდა მხოლოდ ფილოსოფიურ მიმდინარეობას ჩინეთში. მის დამფუძნებლად ითვლება ნახევრად ლეგენდარული ბრძენი ლაო-ძი ("მოხუცი მასწავლებელი"),რომელმაც დაწერა წიგნი "დაო დე ძინ". ახ.წ. II საუკუნეში ეს მოძღვრება საფუძვლად დაედო რელიგიას, რომელმაც იგივე სახელი - დაოსიზმი მიიღო. მისი ძირითადი პრინციპებია დაო - ყოველი არსის დასაბამი კანონი, "საგანთა დედა", ქვეყნიერების მარადიული ცვლა, რაც არ ემორჩილება არც ღმერთებს, არც ადამიანურ ძალას. ამიტომ ადამიანი უნდა დაემორჩილოს, დანებდეს, არ იმოქმედოს, იყოს პასიური, აშენოს მცენარეები და ცხოველები, თაყვანი სცეს კულტს, რომლის მთავარი საზრუნავი დემონთა და ავსულთა განდევნაა, მკითხაობა. უზენაესი ღმერთია შინ-დი, ცის ღმერთი, იმპერატორთა ("ცის შვილთა") მამა, შემდეგ მოდის ლაო ცზი და პან-გუ (სამყაროს შემოქმედი, ღვთაებ ის რანგისა).ტაოიზმი (ან დაოიზმი) არის რელიგია, რომელიც იწოდება “ქრისტიანობის წინამორბედი”’, იგი წარმოგვიდგენს ფილოსოფიურ და რელიგიურ ტრადიციათა ურთიერთკავშირს. არსებობს გარკვეული გაუგებრობა, რაც გამოწვეულია მისი სიმბოლოსგან, რომელიც იყო დუალიზმის ანაგრამა 1,500 წლის წინ ვიდრე ტაოიზმი წამოიშვებოდა. (სიმბოლო არის მრგვალი ფორმის, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად, შავად (იან) და თეთრად (იანგ), რომლებშიც საპირისპირო ფერის თითო-თითო რგოლია. თეთრი მხარის მნიშვნელობა არის – ცხოვრება, საყოველთაო ძალაუფლება და ფარული ორჭოფი, რომელიც ატყუებს ადამიანის სულს იდეალური ჰარმონიის მიღწევაში. შავი ფერი არის წინააღმდეგობა, რომელიც წარმოადგენს ყველაფერს სამყაროს შესახებ რომელიც ბნელია, დამალული, ამთვისებელი, დამთმობი, ცივი, რბილი და მდედრობითი). ამ სიმბოლოს შევხვდებით ბევრ ტაოისტურ სალოცავ ადგილებში, იატაჯებზე, კედლებზე, დროშებზე…. ტაოისტური დროშის ფორმა ძირითადად მრგვალი ან სამკუთხედის ფორმისაა, მასზე ძირითადად წარმოდგენილია მისტიკური ნაწერები და დიაგრამები, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა ხასიათის მატარებელი იყოს, მაგალითად: გარდაცვლილ სულთა დასაცავად, ბედისწერის გასაუმჯობესებელი და ა.შ. ქრისტესშობიდან 440 წელს იგი იყო სახელმწიფო რელიგია. იმ დროს ლაო-ტსე, დამფუძნებელი, გახდა პოპულარული და პატივცემული როგორც ღმერთი. ტაოიზმი, ბუდიზმთან და კონფუციანიზმთან ერთად, გახდა სამი დიდებული რელიგია ჩინეთში. ჩინგების დინასტიის დასასრულს 1911 წელს, სახელმწიფომ შეწყვიტა ტაოიზმის მხარდაჭერა. ტაოიზმის ბევრი მემკვიდრეობა განადგურებულ იქნა ძალაუფლებისთვის ომის შემდეგ. კომუნიზმის გამარჯვების შემდეგ, 1949 წელს, ტაოიზმის თავისუფლება იყო მკაცრად შეზღუდული. ტაოიზმს ჰყავს 20 მილიონი მიმდევარი, პირველხარისხოვნად ცენტრალურ ტაივანში. დაახლოებით 30,000 ტაოისტი ცხოვრობს სამხრეთ ამერიკაში. 1,720 – კანადაში. ტაოიზმის დედააზრი არის ,,ტაო’’, ,,გზა’’, რომელიც არ არის ,,სამარადისო ტაო,, (არ არის ღმერთი). ის არის ,,გზა, სიმართლე და სიცოცხლე’’. თარგმანი ბიბლიისა ჩინურ ნაწერებში ასეთია ,,თავდაპირველად იყო ტაო, რომელიც ღმერთთან ერთად იყო და ტაო იყო ღმერთი…’’ მსგავსად იოანე 1:1 ,,ტაო არის უსაზღვრო ინტელექტის ძალა,’’ ,,ყველაფრის დასაბამი,’’ ,,იგი არსებობდა მანმადე, სანამ დედამიწა და სამოთხე,’’ ,,ის არის სამარადისო,’’,,ტაო არის მარტო და არასდროს იცვლება, იგი ყველაფერშია,’’ ,,იგი არის ყველაფრის საწყისი, დამფასებელი კარგი ადამიანის და ამტანი ცუდი ადამიანისა,’’ ,,ის არის ,,ქვეყანა’’, იესო ქრისტე.’’ არსებობს დიდი გასხვავება: ,,ტაო,, არ არის ადამიანი, ის არის ძალა, საფუძველი… ,,იესო,, არის ადამიანი, ის ღმერთია, შემქმნელი ყველაფრისა დედამიწაზე და სამოთხეში.მას უნდა რომ იცხოვროს შენს გულში და შენ მისაში, მის მისტიკურ სხეულში, ეკლესიაში… არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ტაოიზმის კატეგორიებად დაყოფის შესახებ, ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ტაოიზმი შემდგომ სამ კატეგორიად იყოფა: 1. ფილოსოფიური ტაოიზმი (道家); 2. რელიგიური ტაოიზმი (道敎); 3. სახალხო ტაოიზმი; ტაოიზმი არასდროს იყო ერთიანი, მაგრამ ყოველთვის მოიცავდა სხვადასხვა ტიპის სწავლებებს, ამიტომაც მის ყოველ განშტოებას გაანჩნდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებები. ტაოისტს სწამს რომ ადამიანი არის სამყაროს მიკროკოსმოსი. იგი პირდაპირ კავშირშია ჩინურ ხუთ ელემენტთან (ხე, ცეცხლი, მიწა, მეტალი, წყალი), ტაოიზმი გვამცნობს, რომ ადამიანს სამყაროს შესახებ ცოდნის გაღრმავება შეუძლია საკუთარი თავის კარგად შეცნობით, ყველაფერი მომდინარეობს საკუთარი თავიდან. ტაოიზმში სხვადასხვა რიტუალებს პოზიტიური ეფექტი შეუძლია მოახდინოს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ სიჯანსაღეზე. ბევრი ტაოისტი მიმართავს სულიერ ალქიმიას, რათა გაიუმჯობესოს ჯანმრთელობა და გაიხანგრძლივოს სიცოცხლ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
georgios |
![]()
პოსტი
#507
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
A.V.M
ციტატა დაოიზმზზე გვაქვს რამე საინტერესო ფორუმზე? ლელუაშვილს მივეცი "დაო დე ძინი" და დასაწყისისთვის საკმარისია სავსებით ეგ ერთი მასალაც. დაოიზმი არაა მაინცდამაინც რელიგიური მიმდინარეობა... -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
starscream |
![]()
პოსტი
#508
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 686 რეგისტრ.: 17-June 10 წევრი № 9,023 ![]() |
ის მომწონს სხვა რელიგიებში წმინდანები რო არიან გამოსახულები როგორც მართმადიდებელი წმინდანები არიან.. დაჟე შამანებს რომ ააქვთ თავზე ბუმბულები ის თავიდან მთელი ტანზე ჩამოდის სხვა და სხვა ფერისაა და ვფიქრობ ეგეც ადამიანის ენერგეტიკას და აურას ასახიერებს
-------------------- Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah
Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#509
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
starscream
ციტატა ის მომწონს სხვა რელიგიებში წმინდანები რო არიან გამოსახულები როგორც მართმადიდებელი წმინდანები არიან.. ალბათ მხოლოდ შარავანდედს გულისხმობ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
starscream |
![]()
პოსტი
#510
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 686 რეგისტრ.: 17-June 10 წევრი № 9,023 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ალბათ მხოლოდ შარავანდედს გულისხმობ. ჰო ნიმბს ვგულისხმობ =) -------------------- Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah
Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again |
georgios |
![]()
პოსტი
#511
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
starscream
ციტატა ვფიქრობ ეგეც ადამიანის ენერგეტიკას და აურას ასახიერებს ჰო. ეს მიუთითებს პიროვნების სულიერ მდგომარეობაზე. ციტატა ის მომწონს სხვა რელიგიებში წმინდანები რო არიან გამოსახულები როგორც მართმადიდებელი წმინდანები არიან.. გააჩნია რელიგიას... წმინდანებს ყველგან ერთნაირი დატვირთვა არ უნდა ჰქონდეთ. დღეს უკვე მერამდენედ კამათში ახსენეს ფილმი "Zeitgeist". ქრისტიანობისა და სხვა რელიგიების შედარებისას როდემდე უნდა მოიყვანონ სარწმუნო მტკიცებულებად ეს დებილური ფილმი?... რიხიანად რომ იტყვიან, ცაიტგაისტში ასე თქვესო. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#512
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
starscream
საინტერესოა რომელი საუკუნიდან მოდის შარავანდედის დადგმა წმინდანის თავზე... -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
![]()
პოსტი
#513
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ოჰო...
საინტერესო პოლემიკაა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#514
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
არა რა, სადაა მართლმადიებლობის მსგავსი რელიგია... -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
starscream |
![]()
პოსტი
#515
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 686 რეგისტრ.: 17-June 10 წევრი № 9,023 ![]() |
georgios
ციტატა საინტერესოა რომელი საუკუნიდან მოდის შარავანდედის დადგმა წმინდანის თავზე... ციტატა ჰო. ეს მიუთითებს პიროვნების სულიერ მდგომარეობაზე. არცერთი საუკვნიდან არ მოდის მე ვფიქრობ ხედავდნენ ვისაც სულიერი თვალები ქონდათ და დახატეს ეგაა რა =) -------------------- Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah
Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again |
georgios |
![]()
პოსტი
#516
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა საინტერესოა რომელი საუკუნიდან მოდის შარავანდედის დადგმა წმინდანის თავზე... შარავანდედი მოდის ჯერ კიდევ ქრისტემდე არსებული პერიოდიდან. ცოტა დავობენ, საიდან არის მისი ფესვები და როგორ იწყება გამოყენება. ქრისტიანობაში შარავანდედის გამოყენების დაწყებას ვარაუდობენ მეოთხე საუკუნიდან. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#517
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
starscream ციტატა მე ვფიქრობ ხედავდნენ ვისაც სულიერი თვალები ქონდათ და დახატეს ეგაა რა გეთანხმები ![]() მოსეს მაგალითი ავიღოთ. მე არ ვამბობ, რომ მოსეს შარავანდედით გამოსახავდნენ მაშინდელი ებრაელები( რა სისულელეა!), უბრალოდ ხედავდნენ მისი სახის ბრწყინვალე ნათელს-შარავანდედს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#518
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
რადჰანათჰა სვამი ახლა საკმაოდ ცნობილი გურუა.
ამ ბოლო დროს მან გამოსცა წიგნი "გზა შინისაკენ", რომელშიც იგი ასახავს თავისი განვლილი ცხოვრების ეპიზოდებს. საინტერესოა ის, რომ მან მოიარა მსოფლიოს თითქმის ყველა რელიგია და მიმდინარეობა. თითოეულ მათგანზე იგი საუბრობს არა როგორც უკვე ვაიშნავი, არამედ იმ მომენტში განცდილ ემოციებს საკმაოდ ობიექტურად გადმოგვცემს. მე მინდა მოგაწოდოთ ერთი ეპიზოდი რადჰანათჰა სვამის წიგნიდან "გზა შინისაკენ" (ეს ეპიზოდი ეხება დედა ტერეზასთან შეხვედრას): ეს ძალიან საინტერესო ეპიზოდია და გთხოვთ რომ გაეცნოთ ![]() "როგორც იქნა მივაღწიე დედათა მონასტერს, სადაც დედა ტერეზა მსახურობდა. მონასტერს ერთსართულიანი უბრალო შენობა წარმოადგენდა. კარებთან მოკრძალებული ღიმილით შემხვდა კათოლიკე მონაზონი: "მოგესალმებათ მოწყალების ორდენი. რით შემიძლია გემსახუროთ?" მე ხელისგულები ერთმანეთს მივადე და ვთხოვე: "შემიძლია დედა ტერეზა ვნახო?" "გამომყევით. გავიგებ, მიგიღებთ თუ არა." მონაზონმა ერთ-ერთ ოთახში წამიყვანა: "ეს ჩვენი სამლოცველო ოთახია. აქ დედა ტერეზასთან ერთად ღვთისმსახურებას ვატარებთ." მე მუხლებზე დავიჩოქე და ლოცვა წარმოვთქვი. როცა წამოვდექი, მონაზონმა კორიდორის გავლით წამიყვანა. უეცრად ღია კართან გაჩერდა: "აი დედაოც! ის ახლა დაკავებულია." მე შევიხედე სუსტად განათებულ ოთახში და დავინახე დედა ტერეზა, რომელიც დიდ ქვაბს ხეხავდა. ამ სურათმა სულის სიღრმემდე შემძრა. "დედაო, - მიმართა ჩემმა მეგზურმა, - ეს რიჩარდია, სადჰუ ამერიკიდან. მას თქვენთან ლაპარაკი უნდა." დედა ტერეზა შეტყუპებული ხელისგულებით მომესალმა: "ნებას მომცემთ, ჯერ ჩემი მსახურება დავამთავრო? უმორჩილესად გთხოვთ, მაპატიეთ, რომ გალოდინებთ." "რა თქმა უნდა დედაო", - მივუგე მე. მონაზონმა ერთ პატარა ოთახში წამიყვანა და მთხოვა, რომ აქ დავლოდებოდი დედა ტერეზას. რამდენიმე წუთში იგი შემოვიდა და შორიახლოს სკამზე დაჯდა. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა და სუსტი აღნაგობისა, მასში სულის უდრეკი ძალა იგრძნობოდა. განსაცდელებით სავსე ცხოვრებამ ღრმა ნაოჭები დაამჩნია მის სახეს, მაგრამ ამასთან ერთად თვალები ისეთი სუფთა და უმანკო ჰქონდა, როგორც ბავშვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული იყო, დრო გამონახა ისეთი უმნიშვნელო მნახველისათვის, როგორიც მე ვიყავი. მისი ხმა დაბალი იყო, მაგრამ გულიდან მოდიოდა: "ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში შიმშილია. არა ხორცის შიმშილი, არამედ გულის შიმშილი. ამით ყველა იტანჯება - ღარიბიც და მდიდარიც. ყველას ერთნაირად სწყურია სიყვარული". მისმა გამჭოლმა მზერამ ჩემი გულის კარი გააღო და მისი სიტყვები ჩემი ცნობიერების ყველაზე მეტ სიღრმეში შევიდა. "მხოლოდ ღმერთის სიყვარულს შეუძლია დააცხროს გულის შიმშილი. სხვა საშუალება არ არსებობს. მშიერთა დაპურება სულაც არაა ძნელი, - მან გააკეთა ჟესტი, რომლითაც თითქოს ყველა თავის დამსახურებას ხაზი გადაუსვა ამ მხრივ. - გაცილებით უფრო ძნელია ღმერთისადმი სიყვარულით მშიერი გულების დაპურება. სირთულე იმაშია, რომ სხვებისათვის ამ სიყვარულის მიცემა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც თავად აქვს სუფთა გული." დედა ტერეზამ ბოლომდე მიუძღვნა თავი იესო ქრისტეს საქმეს. მისი ერთგულება ღრმა იყო, როგორც ოკეანე, და ყოველი სიტყვა, რომელიც მის ბაგეს სწყდებოდა, ტალღას ჰგავდა მისი ერთგულების ოკეანეში. ის აგრძელებდა: "სიღარიბე - ეს მხოლოდ ტანსაცმლის უკმარისობა არაა, ეს ასევე ადამიანური ღირსებისა და სისუფთავის ნაკლებობაცაა. ნამდვილი სიღარიბე იქ სუფევს, სადაც ადამიანებმა ერთმანეთისადმი პატივისცემა დაკარგეს." ხელები გულთან მიიდო და ღრმად ჩაისუნთქა: "როცა კალკუტელი ღატაკები ჩემს ხელებში კვდებიან, მათ თვალებში იმედის სხივს ვხედავ. მაგრამ ვერ ვხედავ ამ იმედს დასავლეთის ბევრი მდიდარი და გავლენიანი მცხოვრების თვალებში. ჭეშმარიტი სიმდიდრის პოვნა მხოლოდ მათ გულებში შეიძლება, ვისაც სჯერა, რომ ღმერთს ვუყვარვართ. და მსოფლიოს უცილობლად სჭირდება ის, ვისაც ამ სიმდიდრის გაზიარება შეუძლია და იმედის მიცემა შეუძლია ხალხისთვის, ვინც გულით ღატაკია." ამ დროს ოთახში სხვა მნახველებიც შემოვიდნენ. ერთმა ინგლისელმა ქალმა გაკვირვებულმა ჰკითხა დედა ტერეზას: "თავად რატომ რეცხავთ ქვაბებს? ნუთუ სხვას არ შეუძლია ამის გაკეთება?" დედა ტერეზამ ლმობიერად შეხედა ქალს და უთხრა: "ღმერთისა და კაცობრიობის მსახურება - ეს პრივილეგიაა და არა სასჯელი. ღმერთის ნებისმიერი მსახურება - ეს წყალობაა. არ არსებობს საპატიო ან დაბალხარისხოვანი მსახურება." "კი მაგრამ, დედაო, - საუბარში ჩაერთო ამ ქალის ქმარი, - საიდან იღებთ ამდენ ძალას?" დედა ტერეზამ თავისი კრიალოსანი აჩვენა. შემდეგ კი წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც უკვე არაერთხელ გამიგია სხვადასხვა რელიგიური ტრადიციის წმინდა ადამიანებისგან: "მე ღმერთის წმინდა სახელისგან ვიღებ ძალას". ის ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა: "მორჩილს ვერ შეეხება ვერც ქება და ვერც ძაგება, რადგანაც მორჩილმა იცის, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში. ღმერთი ყველაფერს ხედავს. არასოდეს ჩავარდე სასოწარკვეთილებაში, როცა წარუმატებლობა შეგემთხვევა, თუკი იცი, რომ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო". მისი სიტყვები ჩემს გულს ეხმიანებოდა. ინგლისელმა ქალმა წასვლის წინ ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა, რასაც აკეთებს. "ყველაფერს ღმერთი აკეთებს, - შეეწინააღმდეგა დედა ტერეზა, - მე მხოლოდ უბადრუკი იარაღი ვარ მის ხელში." შემდეგ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ქვაბების რეცხვა უნდა დაემთავრებინა... დედა ტერეზა დაიბადა 1910 წელს მაკედონიაში, ალბანელების ოჯახში. ჩვიდმეტი წლის ასაკში მონაზვნების ორდენშI შევიდა და მალე მარიამ ღვთისმშობლის სკოლაში გაგზავნეს კალკუტაში, მასწავლებლად. შემდეგ იგი ამ სკოლის დირექტორი გახდა. 1948 წელს მის ცხოვრებაშI მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: მან იპოვა თავისი მოწოდება, დაიწყო რა ღატაკების მოვლა კალკუტას უღარიბეს უბნებში. 1950 წელს სულ რაღაც თორმეტ დამხმარესთან ერთად დედა ტერეზამ დააარსა მონაზვნური კონგრეგაცია "სიყვარულის მისიონერის დის" სახელწოდებით. შემდგომ წლებში მისმა უანგარო მსახურებამ ათასობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო, რომლებსაც სურვილი გაუჩნდათ დახმარებოდნენ ღმერთის ამ მისიის განხორციელებაში. მე ვთხოვე მონაზონს ავადმყოფთა და მომაკვდავთა თავშესაფრამდე მივეცილებინე. ვგრძნობდი რა, რომ უძლური ვიყავი როგორმე დავხმარებოდი მათ, ყველაზე უბრალო მსახურებას ვითხოვე - იატაკი მოვწმინდე და ჭურჭელი დავარიგე. მალე თავშესაფარში დედა ტერეზა მოვიდა. მისმა ყოფნამ ტანჯვის და სიკვდილის ეს მძიმე ადგილსამყოფელი სიხარულის და იმედის სინათლით აავსო. მან ხელში აიღო ავადმყოფობით გატანჯული ქალის ხელი და ნაზად გაუღიმა. ქალი მაშინვე შეიცვალა. თვალები სიხარულით გაუბრწყინდა და საპასუხოდ გაუღიმა. შემდეგ დედა ტერეზა ერთი საწოლიდან მეორესთან მიდიოდა, ამასთან ჩანდა, რომ ამ ყველაფერს აკეთებდა არა მოვალეობის გამო, არამედ გულწრფელი სიყვარულით. ერთ საწოლზე ძალიან გამოფიტული მამაკაცი იწვა. იგი სისხლით ახველებდა, და ჩანდა, რომ დიდხანს სიცოცხლე აღარ ეწერა. როცა დედა ტერეზამ თავზე გადაუსვა ხელი, მან ისე შეხედა, თითქოს ანგელოზი იყო, მასთან ციდან ყველაზე საჭირო მომენტში მოვლენილი. თავი მოაბრუნა და გაუღიმა მას. "ღმერთს უყვარხარ, - ხმადაბლა წარმოთქვა დედა ტერეზამ. - მადლიერებით გაიხსენე იგი." სანუგეშო სიტყვები სხვა მომაკვდავი ქალისთვისაც გამონახა, რომელიც ყველა ახლობელმა და ნათესავმა მიატოვა: "თუ გინდა, რომ მართლა შეიყვარო ღმერთი, პატიება უნდა ისწავლო." ჩანდა, როგორ მოხსნა ამ უბრალო სიტყვებმა მძიმე ტვირთი, რომელიც გულზე ჰქონდა ამ ქალს. დედა ტერეზა იმედს და სიყვარულს აძლევდა ყველას, ვისაც ეხებოდა. ყველას, ინდოელი იქნებოდა იგი, მუსულმანი, იუდეველი თუ ქრისტიანი, ერთნაირი სიყვარულით და სინაზით ეპყრობოდა. რაღაც მომენტში ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა: "მე ჩემ საყვარელ იესოს ყველა ამ ტანჯულ სულში ვხედავ. და უფალი მოწყალედ იღებს ჩემს სიყვარულს მათი მეშვეობით." "დედაო, - დაბნეულმა ვკითხე მე, - ისინი ხედავენ, თუ როგორ ვლინდება თქვენი მეშვეობით იესოს სიყვარული." დედა ტერეზამ ფართოდ გაიღიმა: "რა არის ეს, თუ არა სასწაული ღვთაებრივი სიყვარულისა?" -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
NINJA - ნინძა |
![]()
პოსტი
#519
|
![]() Sidharta-Gautama-Buddha ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-June 11 მდებარ.: moscow წევრი № 11,240 ![]() |
zanneti ბატონო არჩილ! მე შენი ვერაფერი გავიგე. დავიწყებ ყველაზე ლოგიკური კითხვით: ეს რაც დაწერე რა შუაშია ან ჩვენს შორის საკამათო თემასთან, ან პირადად ჩემთან? ამგვარი შინაარსის ტექსტს უკვე მერამდენედ მიწერ, ხოლო მიზეზს არ ასახელებ მე რატომ ვარ წერილის ობიექტი. ეს ტქსტი დაკოპირებული გაქვს, ამობეჭდილი, თუ დაზეპირებული? რა შუაშია ჩემთან! თან ეტყობა ჩემი ცხოვრება მაგრად იცი, დაწვრილებით გცოდნია რა გამივლია ჩემ ცხოვრებაში, რა როლი ითამაშა ქრისტემ ჩემში (შენდობას ვითხოვ თუ ეს სიტყვა ცოტა მკრეხელურია), მიტანჯია თუ არა სულიერად ღვთის სიტყვისათვის. ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ გაღიმებას იწვევეს ჩემში, რადგან ჩემი თავი მე თვითონ ვერ შემიცვნია ბოლომდე და როგორც ვატყობ შენ ყველაფერი ხუთიანზე გცოდნია ჩემ შესახებ. ამ შენ სიტყვებში მრავალ ცილისწამებას აქვს ადგილი ჩემს მიმართ და გთხოვ, რომ უკეთესი იქნება შენთვის, თუ მსგავსი გამოთქმებისგან თავს შეიკავებ. მე ვიცი და მესმის რა არის ქრისტიანობა (ყოველ შემთხვევაში თეორიულად მაინც), ვიცი რას მოითხოვს იგი ადამიანისგან და სად მიყავს. ვიცი რა არის ქრისტიანობის არსი და მიზანი. უკაცრავად მაგრამ ეს პროტესტანტისაგან არ მესწავლება. ამას უპირველეს ყოვლისა ჩემი მოძღვარი მასწავლის. ამიტომ ჩემო ძმაო, გთხოვ ასე ზედაპირულად ნუ მწერ რაღაცეებს. ან დააკონკრეტე რატომ მწერ, რა იცი ჩემზე, ან გთხოვ რომ თავი შეიკავო. გიორგი, აქ რა ოფიციალური ხარ ![]() ვინ არის zanneti და რაზე კამათობთ? ეხლა გადავხედე საკამათო პოსტებს. რადჰანათჰა სვამი ახლა საკმაოდ ცნობილი გურუა. ამ ბოლო დროს მან გამოსცა წიგნი "გზა შინისაკენ", რომელშიც იგი ასახავს თავისი განვლილი ცხოვრების ეპიზოდებს. საინტერესოა ის, რომ მან მოიარა მსოფლიოს თითქმის ყველა რელიგია და მიმდინარეობა. თითოეულ მათგანზე იგი საუბრობს არა როგორც უკვე ვაიშნავი, არამედ იმ მომენტში განცდილ ემოციებს საკმაოდ ობიექტურად გადმოგვცემს. მე მინდა მოგაწოდოთ ერთი ეპიზოდი რადჰანათჰა სვამის წიგნიდან "გზა შინისაკენ" (ეს ეპიზოდი ეხება დედა ტერეზასთან შეხვედრას): ეს ძალიან საინტერესო ეპიზოდია და გთხოვთ რომ გაეცნოთ ![]() "როგორც იქნა მივაღწიე დედათა მონასტერს, სადაც დედა ტერეზა მსახურობდა. მონასტერს ერთსართულიანი უბრალო შენობა წარმოადგენდა. კარებთან მოკრძალებული ღიმილით შემხვდა კათოლიკე მონაზონი: "მოგესალმებათ მოწყალების ორდენი. რით შემიძლია გემსახუროთ?" მე ხელისგულები ერთმანეთს მივადე და ვთხოვე: "შემიძლია დედა ტერეზა ვნახო?" "გამომყევით. გავიგებ, მიგიღებთ თუ არა." მონაზონმა ერთ-ერთ ოთახში წამიყვანა: "ეს ჩვენი სამლოცველო ოთახია. აქ დედა ტერეზასთან ერთად ღვთისმსახურებას ვატარებთ." მე მუხლებზე დავიჩოქე და ლოცვა წარმოვთქვი. როცა წამოვდექი, მონაზონმა კორიდორის გავლით წამიყვანა. უეცრად ღია კართან გაჩერდა: "აი დედაოც! ის ახლა დაკავებულია." მე შევიხედე სუსტად განათებულ ოთახში და დავინახე დედა ტერეზა, რომელიც დიდ ქვაბს ხეხავდა. ამ სურათმა სულის სიღრმემდე შემძრა. "დედაო, - მიმართა ჩემმა მეგზურმა, - ეს რიჩარდია, სადჰუ ამერიკიდან. მას თქვენთან ლაპარაკი უნდა." დედა ტერეზა შეტყუპებული ხელისგულებით მომესალმა: "ნებას მომცემთ, ჯერ ჩემი მსახურება დავამთავრო? უმორჩილესად გთხოვთ, მაპატიეთ, რომ გალოდინებთ." "რა თქმა უნდა დედაო", - მივუგე მე. მონაზონმა ერთ პატარა ოთახში წამიყვანა და მთხოვა, რომ აქ დავლოდებოდი დედა ტერეზას. რამდენიმე წუთში იგი შემოვიდა და შორიახლოს სკამზე დაჯდა. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა და სუსტი აღნაგობისა, მასში სულის უდრეკი ძალა იგრძნობოდა. განსაცდელებით სავსე ცხოვრებამ ღრმა ნაოჭები დაამჩნია მის სახეს, მაგრამ ამასთან ერთად თვალები ისეთი სუფთა და უმანკო ჰქონდა, როგორც ბავშვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული იყო, დრო გამონახა ისეთი უმნიშვნელო მნახველისათვის, როგორიც მე ვიყავი. მისი ხმა დაბალი იყო, მაგრამ გულიდან მოდიოდა: "ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში შიმშილია. არა ხორცის შიმშილი, არამედ გულის შიმშილი. ამით ყველა იტანჯება - ღარიბიც და მდიდარიც. ყველას ერთნაირად სწყურია სიყვარული". მისმა გამჭოლმა მზერამ ჩემი გულის კარი გააღო და მისი სიტყვები ჩემი ცნობიერების ყველაზე მეტ სიღრმეში შევიდა. "მხოლოდ ღმერთის სიყვარულს შეუძლია დააცხროს გულის შიმშილი. სხვა საშუალება არ არსებობს. მშიერთა დაპურება სულაც არაა ძნელი, - მან გააკეთა ჟესტი, რომლითაც თითქოს ყველა თავის დამსახურებას ხაზი გადაუსვა ამ მხრივ. - გაცილებით უფრო ძნელია ღმერთისადმი სიყვარულით მშიერი გულების დაპურება. სირთულე იმაშია, რომ სხვებისათვის ამ სიყვარულის მიცემა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც თავად აქვს სუფთა გული." დედა ტერეზამ ბოლომდე მიუძღვნა თავი იესო ქრისტეს საქმეს. მისი ერთგულება ღრმა იყო, როგორც ოკეანე, და ყოველი სიტყვა, რომელიც მის ბაგეს სწყდებოდა, ტალღას ჰგავდა მისი ერთგულების ოკეანეში. ის აგრძელებდა: "სიღარიბე - ეს მხოლოდ ტანსაცმლის უკმარისობა არაა, ეს ასევე ადამიანური ღირსებისა და სისუფთავის ნაკლებობაცაა. ნამდვილი სიღარიბე იქ სუფევს, სადაც ადამიანებმა ერთმანეთისადმი პატივისცემა დაკარგეს." ხელები გულთან მიიდო და ღრმად ჩაისუნთქა: "როცა კალკუტელი ღატაკები ჩემს ხელებში კვდებიან, მათ თვალებში იმედის სხივს ვხედავ. მაგრამ ვერ ვხედავ ამ იმედს დასავლეთის ბევრი მდიდარი და გავლენიანი მცხოვრების თვალებში. ჭეშმარიტი სიმდიდრის პოვნა მხოლოდ მათ გულებში შეიძლება, ვისაც სჯერა, რომ ღმერთს ვუყვარვართ. და მსოფლიოს უცილობლად სჭირდება ის, ვისაც ამ სიმდიდრის გაზიარება შეუძლია და იმედის მიცემა შეუძლია ხალხისთვის, ვინც გულით ღატაკია." ამ დროს ოთახში სხვა მნახველებიც შემოვიდნენ. ერთმა ინგლისელმა ქალმა გაკვირვებულმა ჰკითხა დედა ტერეზას: "თავად რატომ რეცხავთ ქვაბებს? ნუთუ სხვას არ შეუძლია ამის გაკეთება?" დედა ტერეზამ ლმობიერად შეხედა ქალს და უთხრა: "ღმერთისა და კაცობრიობის მსახურება - ეს პრივილეგიაა და არა სასჯელი. ღმერთის ნებისმიერი მსახურება - ეს წყალობაა. არ არსებობს საპატიო ან დაბალხარისხოვანი მსახურება." "კი მაგრამ, დედაო, - საუბარში ჩაერთო ამ ქალის ქმარი, - საიდან იღებთ ამდენ ძალას?" დედა ტერეზამ თავისი კრიალოსანი აჩვენა. შემდეგ კი წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც უკვე არაერთხელ გამიგია სხვადასხვა რელიგიური ტრადიციის წმინდა ადამიანებისგან: "მე ღმერთის წმინდა სახელისგან ვიღებ ძალას". ის ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა: "მორჩილს ვერ შეეხება ვერც ქება და ვერც ძაგება, რადგანაც მორჩილმა იცის, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში. ღმერთი ყველაფერს ხედავს. არასოდეს ჩავარდე სასოწარკვეთილებაში, როცა წარუმატებლობა შეგემთხვევა, თუკი იცი, რომ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო". მისი სიტყვები ჩემს გულს ეხმიანებოდა. ინგლისელმა ქალმა წასვლის წინ ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა, რასაც აკეთებს. "ყველაფერს ღმერთი აკეთებს, - შეეწინააღმდეგა დედა ტერეზა, - მე მხოლოდ უბადრუკი იარაღი ვარ მის ხელში." შემდეგ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ქვაბების რეცხვა უნდა დაემთავრებინა... დედა ტერეზა დაიბადა 1910 წელს მაკედონიაში, ალბანელების ოჯახში. ჩვიდმეტი წლის ასაკში მონაზვნების ორდენშI შევიდა და მალე მარიამ ღვთისმშობლის სკოლაში გაგზავნეს კალკუტაში, მასწავლებლად. შემდეგ იგი ამ სკოლის დირექტორი გახდა. 1948 წელს მის ცხოვრებაშI მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: მან იპოვა თავისი მოწოდება, დაიწყო რა ღატაკების მოვლა კალკუტას უღარიბეს უბნებში. 1950 წელს სულ რაღაც თორმეტ დამხმარესთან ერთად დედა ტერეზამ დააარსა მონაზვნური კონგრეგაცია "სიყვარულის მისიონერის დის" სახელწოდებით. შემდგომ წლებში მისმა უანგარო მსახურებამ ათასობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო, რომლებსაც სურვილი გაუჩნდათ დახმარებოდნენ ღმერთის ამ მისიის განხორციელებაში. მე ვთხოვე მონაზონს ავადმყოფთა და მომაკვდავთა თავშესაფრამდე მივეცილებინე. ვგრძნობდი რა, რომ უძლური ვიყავი როგორმე დავხმარებოდი მათ, ყველაზე უბრალო მსახურებას ვითხოვე - იატაკი მოვწმინდე და ჭურჭელი დავარიგე. მალე თავშესაფარში დედა ტერეზა მოვიდა. მისმა ყოფნამ ტანჯვის და სიკვდილის ეს მძიმე ადგილსამყოფელი სიხარულის და იმედის სინათლით აავსო. მან ხელში აიღო ავადმყოფობით გატანჯული ქალის ხელი და ნაზად გაუღიმა. ქალი მაშინვე შეიცვალა. თვალები სიხარულით გაუბრწყინდა და საპასუხოდ გაუღიმა. შემდეგ დედა ტერეზა ერთი საწოლიდან მეორესთან მიდიოდა, ამასთან ჩანდა, რომ ამ ყველაფერს აკეთებდა არა მოვალეობის გამო, არამედ გულწრფელი სიყვარულით. ერთ საწოლზე ძალიან გამოფიტული მამაკაცი იწვა. იგი სისხლით ახველებდა, და ჩანდა, რომ დიდხანს სიცოცხლე აღარ ეწერა. როცა დედა ტერეზამ თავზე გადაუსვა ხელი, მან ისე შეხედა, თითქოს ანგელოზი იყო, მასთან ციდან ყველაზე საჭირო მომენტში მოვლენილი. თავი მოაბრუნა და გაუღიმა მას. "ღმერთს უყვარხარ, - ხმადაბლა წარმოთქვა დედა ტერეზამ. - მადლიერებით გაიხსენე იგი." სანუგეშო სიტყვები სხვა მომაკვდავი ქალისთვისაც გამონახა, რომელიც ყველა ახლობელმა და ნათესავმა მიატოვა: "თუ გინდა, რომ მართლა შეიყვარო ღმერთი, პატიება უნდა ისწავლო." ჩანდა, როგორ მოხსნა ამ უბრალო სიტყვებმა მძიმე ტვირთი, რომელიც გულზე ჰქონდა ამ ქალს. დედა ტერეზა იმედს და სიყვარულს აძლევდა ყველას, ვისაც ეხებოდა. ყველას, ინდოელი იქნებოდა იგი, მუსულმანი, იუდეველი თუ ქრისტიანი, ერთნაირი სიყვარულით და სინაზით ეპყრობოდა. რაღაც მომენტში ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა: "მე ჩემ საყვარელ იესოს ყველა ამ ტანჯულ სულში ვხედავ. და უფალი მოწყალედ იღებს ჩემს სიყვარულს მათი მეშვეობით." "დედაო, - დაბნეულმა ვკითხე მე, - ისინი ხედავენ, თუ როგორ ვლინდება თქვენი მეშვეობით იესოს სიყვარული." დედა ტერეზამ ფართოდ გაიღიმა: "რა არის ეს, თუ არა სასწაული ღვთაებრივი სიყვარულისა?" ![]() -------------------- ________________________________________________________________________ _ गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा — გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას. „ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა) ომ - დიდსულოვნება მა - ეთიკა ნი - მოთმინება პად - სიბეჯითე მე - უარი ჰუნგ - სიბრძნე __________________________________________________________________ |
A.V.M |
![]()
პოსტი
#520
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა ვინ არის zanneti და რაზე კამათობთ? ერთ-ერთი ჩვენი თანაფორუმელი პროტესტანტია ბატონი ძანეტი... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 09:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი