IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

38 გვერდი V « < 10 11 12 13 14 > »   
Closed TopicStart new topic
> იეჰოვას მოწმეები
beks777
პოსტი Mar 13 2011, 07:56 PM
პოსტი #221


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



ციტატა(Otherguy @ Mar 13 2011, 07:16 PM) *

ძველ აღთქმაში არ არსებობდა სულის უკვდავება... "შეოლ" ნიშნავდა - მკვდრეთს ან საფლავს... ებრაელებს სჯეროდათ აღდგომის, მაგრამ არა იმის, რომ სიკვდილის მერე სული სადღაც ადიოდა...

ახალ აღთქმაში იესომ მოიტანა აღდგომის იდეა მკაფიოდ, ასევე დასჯის, მაგრამ შენ მანახე სად წერია, რომ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი...

მე წმინდა ირანეუს ლიონელის ნაწერს დაგიდებ ამ საკითხზე, სადაც ყველას არაქრისტიანს უწოდებს, ვისაც სულის უკვდავების სჯერა...



შენ ეხლა მითხარი ერთი სახარების გჯერა???


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 13 2011, 07:58 PM
პოსტი #222


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

ციტატა
არა, ჩემი აზრით სული არსებობს, მაგრამ მოკვდავია, თუმცა არსებობს აღდგომა... ანუ ვაღიარებ სულის ძილს...


თუ მოკვდავია, ძილი რაღას ნიშნავს, ან აღდგომა როგორ მოხდება.

ციტატა
აპოლინარიანიზმს ვეთანხმები იმ შემთხვევაში თუ ნესტორიანიზმი და ადოპტიონიზმი არასწორია...


wacko.gif

beks777

ციტატა
შენ ეხლა მითხარი ერთი სახარების გჯერა???


აუ რა ზედმეტია ეგ შეკითხვა. biggrin.gif biggrin.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 13 2011, 08:01 PM
პოსტი #223


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Otherguy
ჰა რას იტყვი დავიწყოთ ბიბლიიდან ამაზე პოლემიკა?smile.gif
ჩემთვის არაა პრობლემა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 13 2011, 08:06 PM
პოსტი #224


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(mociquli qristesi @ Mar 13 2011, 08:01 PM) *

Otherguy
ჰა რას იტყვი დავიწყოთ ბიბლიიდან ამაზე პოლემიკა?smile.gif
ჩემთვის არაა პრობლემა.


კაი დავიწყოთ... a075.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 13 2011, 08:14 PM
პოსტი #225


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Otherguy
შენ ალბათ იმიტო ამბობ სული კვდებაო რო,სახარებაში წერია,რო ცოდვილის სული შეიძლება მოკვდესო.ხო?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 13 2011, 08:18 PM
პოსტი #226


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(mociquli qristesi @ Mar 13 2011, 08:14 PM) *

Otherguy
შენ ალბათ იმიტო ამბობ სული კვდებაო რო,სახარებაში წერია,რო ცოდვილის სული შეიძლება მოკვდესო.ხო?


არა...

ცხონება კავშირშია სიცოცხლესთან, არცხონება - სიკვდილთან... თანაც არ ჩანს ბიბლიაში სულის უკვდავება:

"მკვდრებმა არაფერი იციან.", "მკვდრეთსა შინა ვინ გაღიაროს უფალო"... იობი ამბობს: "დაიძინებენ და არ გაიღვიძებენ ქვეყნიერების აღსასრულამდე" და ასე შემდეგ...

და სიტყვა "შეოლ" არ ნიშნავს ჯოჯოხეთს... მკვდრეთია ან საფლავი...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 13 2011, 08:23 PM
პოსტი #227


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა
"მკვდრებმა არაფერი იციან."

ამ მუხლს თავისი განმარტება აქვს და არ შეიძლება ისე გავიგოთ,როგორც გვესმის.
ციტატა
და სიტყვა "შეოლ" არ ნიშნავს ჯოჯოხეთს... მკვდრეთია ან საფლავი...

ანუ ჯოჯოხეთისაც არ გჯერა?
მოდი გეტყვი,თუ რას ნიშნავს სულის სიკვდილი(ბიბლიიდან პასუხი)თუ გაინტერესებს


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 13 2011, 08:35 PM
პოსტი #228


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(mociquli qristesi @ Mar 13 2011, 08:23 PM) *

ამ მუხლს თავისი განმარტება აქვს და არ შეიძლება ისე გავიგოთ,როგორც გვესმის.
ანუ ჯოჯოხეთისაც არ გჯერა?
მოდი გეტყვი,თუ რას ნიშნავს სულის სიკვდილი(ბიბლიიდან პასუხი)თუ გაინტერესებს


თავისი განმარტება აქვს ხო, ოღონდ არაბიბლიბლიური...

ეგრე ყველა თავისებურად განმარტავს და რა გიყო... rolleyes.gif

შენ მეტყვი შენი აზრით რასაც ნიშნავს, ჯობია ბიბლიიდან დამიდო ფრაზა...

კი, ჯოჯოხეთიც არ არსებობს...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beks777
პოსტი Mar 13 2011, 08:36 PM
პოსტი #229


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



მომისმინეთ ეხლა ერთ სახალისო ამბავს მოგიყვებით:

ერთმა მამაომ მომიყვა ადრე biggrin.gif

ეხლა რა ხდება ადრე თურმე ერთ-ერთ გამოცემაში დაუბეჭდიათ ჟურნალ-გაზეთების გამოცემაში რომ ქრისტე ქართველიაო.მამაომ რო წავიკითხე ესო ვიცნობდიო იმ გამოცემის რედაქტორსო და მივედიო და რო დამინახაო,ასე იფიქრა დაგვიწყებს ეხლა სწავლა განათლებას და შეგონებებს და მოძღვრებასო,და ყველა მისმენდა,გასუსული იყო ყველა ,აინტერესებდათ რაას ვიტყოდიო ხოდა მეც დავიწყეო biggrin.gif

რა მაგის პასუხია და თქვენ თუ იცით
- ბუდა გურული იყოოო,ასე უთხარიო... biggrin.gif უცებ ყველას გაუკვირდა და გაკვირვებულებმა შემომხედესო ,
-ამას რას ამბობსო :
-ხო რა მოხდა რა გიკვირთთქო გავაგრძელე ,ხო იცით დათა თუთაშხიაში როა ნახსენები ბუდარა და ბუდარიხა,ისინი მათი შთამომავლები იყვნენ თქო... biggrin.gif
ამან მთლად დაააინტრიგა,დაეჭვდენ თავში ამას რას ამბობსო,მართალიაოოო biggrin.gif და დამთავრებულიც არ მქონდა სიტყვა რო გავაგრძელე "
-მუჰამედი ხო იცითთქო
-კიო მიპასუხეს
-ხოდა მაგ ლეკი იყოთქო
-ამაზე მთლად დაიბნენ

და მერე მითხრენ მიხვდენ,კაი რა მამაო ნუ იცი შენ მასეო biggrin.gif აბა რა არი თქვე მამაცხონებულებო ქრისტე ქართველი რაფერ იყოოო biggrin.gif

ეს რატომ მოვიყვანე ეხლა ,თუ ვინმეს არ ჯერა სულის უკვდავება იმას კიდევ კი არ უნდა გაურთულო გზა და უმტკიცო რაღაც რაღაცეები,ეს მისთვის არის გზის გართულება,პირიქით იმას უნდა უთხრა რასაა რო ამბობ
სულის უკვდავების კი არა საერთოდ სულის არსებობის არ მჯერათქო,როცა ადამიანი ვერ ხვდება და აქვს თავის აზრი უცვლელად,მას არ უნდა დაუწყო ზედმეტი მტკიცება ამის შესახებ.აზრი არ აქვს...

დაე თავად ღმერთმა მიახვედროს...


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 13 2011, 08:42 PM
პოსტი #230


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



beks777
mociquli qristesi

წმინდა ირანეუსი ხომ ცხონდა? მაგრამ სულის უკვდავებას ეწინააღმდეგებოდა, მერე? მე რომ წმინდა ირანეუსის აზრი გავიზიარო არ შეიძლება? ან წმინდა იუსტინე წამებულის? a075.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 13 2011, 09:01 PM
პოსტი #231


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა
თანაც არ ჩანს ბიბლიაში სულის უკვდავება:

აბა ვნახოთ თუ არ ჩანს-სულის უკვდავება:"ვიცი ერთ კაცზე,სხეულში იყო,თუ სხეულის გარეშე არ ვიცი-ღმერთმა იცის.ის ატაცებულ-იქნა სამოთხეში და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს,რომელთა გამოთქმის ნება არა აქვს ადამიანს"(2კორ.12:3,4)"დავინახე სულები დახოცილთა ღვთის სიტყვისათვის"(გამოცხ.6:9,10)"ნუ გეშინინ მათგან,რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი,ხოლო სულისა ვერ ხელ ეწიფების მოკლუად"(მათე10:28)"მიიქცეოდეს მტვერი მიწად როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს,რომელმაც შთაბერა"(ეკლ.12:7)"ქრისტე მოკუდა ხორცითა და ცხოველ იქმნა სულითა,რომლითაცა საპყრობილესა მათ სულთა (ჯოჯოხეთს)მივიდა და ქადაგა"(Iპეტრე3:18,19)"ამისთვის ეხარა მკუდართა ,რათა ცხონდნენ ღვთისა მიმართ სულითა"(Iპეტრე4:6)"ჯერ გვიჩნს უფროისღა განსვლა ხორცთა ამათგან და მისვლად უფლისა"(IIკორ.5.1-8)"არა არს ღმერთი მკუდართა,არამედ ცოცხალთა,რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე"(მის წინაშე და არა მის მეხსიერებაში)(ლუკა 20,38)
ამაზე რას იტყვი,კვდება არა სული?smile.gifკარგად წაიკითხე და დაუკვირდი თითოეულ მუხლს და თვითონ გამოიტანე აზრი რა მოსდის სულს.
დაბოლოს,წაიკითხე "მდიდარი და ლაზარე"ლუკა 16:19,25-აქ ყველა კითხვაზე პასუხია მოცემული

ციტატა
თავისი განმარტება აქვს ხო, ოღონდ არაბიბლიბლიური...

წმინა მამები არაბიბლიურად განმარტავენ არა?

ციტატა
კი, ჯოჯოხეთიც არ არსებობს...

"ხოლო ეშმაკი,რომელმაც აცდუნა ჩაგდებულ იქმნა ცეცხლისა და გოგიდის ტბაში,სადაც მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველნი იმყოფებიან,და დაიტანჯებიან დღე და ღამე,უკუნითი უკუნისამდე"(გამოცხადება20:10)
აბა ეს რა არის?
თუ გინდა კიდე მოგიყვან სხვა მუხლებსაც ,მაგრამ აქ მგონი ყველაფერი ნათელია

ციტატა
წმინდა ირანეუსი ხომ ცხონდა? მაგრამ სულის უკვდავებას ეწინააღმდეგებოდა, მერე? მე რომ წმინდა ირანეუსის აზრი გავიზიარო არ შეიძლება? ან წმინდა იუსტინე წამებულის?

შენ იმის გჯეროდეს,რასაც ბიბლია და შესაბამისად მართლმადიდებლური ეკლესია ამბობს და ვინ ცხონდა და ვინ არა ეგ არაა ჩვენი საქმე.
მარა თუ ეხლა შენ ბრმად გჯერა იმის,რო სული კვდება-გჯეროდეს.და იმისიც გჯეროდეს,რო ცხონდებიsmile.gifღმერთმა ხელი მოგიმართოს


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 13 2011, 09:11 PM
პოსტი #232


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(mociquli qristesi @ Mar 13 2011, 09:01 PM) *

აბა ვნახოთ თუ არ ჩანს-:"ვიცი ერთ კაცზე,სხეულში იყო,თუ სხეულის გარეშე არ ვიცი-ღმერთმა იცის.ის ატაცებულ-იქნა სამოთხეში და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს,რომელთა გამოთქმის ნება არა აქვს ადამიანს"(2კორ.12:3,4)"დავინახე სულები დახოცილთა ღვთის სიტყვისათვის"(გამოცხ.6:9,10)"ნუ გეშინინ მათგან,რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი,ხოლო სულისა ვერ ხელ ეწიფების მოკლუად"(მათე10:28)"მიიქცეოდეს მტვერი მიწად როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს,რომელმაც შთაბერა"(ეკლ.12:7)"ქრისტე მოკუდა ხორცითა და ცხოველ იქმნა სულითა,რომლითაცა საპყრობილესა მათ სულთა (ჯოჯოხეთს)მივიდა და ქადაგა"(Iპეტრე3:18,19)"ამისთვის ეხარა მკუდართა ,რათა ცხონდნენ ღვთისა მიმართ სულითა"(Iპეტრე4:6)
ამაზე რას იტყვი,კვდება არა სული?smile.gifკარგად წაიკითხე და დაუკვირდი თითოეულ მუხლს და თვითონ გამოიტანე აზრი რა მოსდის სულს.
დაბოლოს,წაიკითხე "მდიდარი და ლაზარე"ლუკა 16:19,25-აქ ყველა კითხვაზე პასუხია მოცემული
წმინა მამები არაბიბლიურად განმარტავენ არა?
"ხოლო ეშმაკი,რომელმაც აცდუნა ჩაგდებულ იქმნა ცეცხლისა და გოგიდის ტბაში,სადაც მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველნი იმყოფებიან,და დაიტანჯებიან დღე და ღამე,უკუნითი უკუნისამდე"(გამოცხადება20:10)
აბა ეს რა არის?
თუ გინდა კიდე მოგიყვან სხვა მუხლებსაც ,მაგრამ აქ მგონი ყველაფერი ნათელია
შენ იმის გჯეროდეს,რასაც ბიბლია და შესაბამისად მართლმადიდებლური ეკლესია ამბობს და ვინ ცხონდა და ვინ არა ეგ არაა ჩვენი საქმე.
მარა თუ ეხლა შენ ბრმად გჯერა იმის,რო სული კვდება-გჯეროდეს.და იმისიც გჯეროდეს,რო ცხონდებიsmile.gifღმერთმა ხელი მოგიმართოს


კარგი მოდი გიპასუხებ...

"მდიდარი და ლაზარე" წაკითხული მაქვს, მადლობთ...

"მიიქცეოდეს მტვერი მიწად როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს,რომელმაც შთაბერა"(ეკლ.12:7) - ეს არაფერს ამტკიცებს საერთოდ... ესეგი ყველა სული უბრუნდება ღმერთს? აბა ჯოჯოხეთიო? აქ სულ სხვა აზრი დევს, ამას მგონი უნდა ხვდებოდე... საუბარია სიცოცხლის სუნთქვაზე, რაც გვაცოცხლებს, ის გვტოვებს ჩვენ...

მოდი მე გკითხავ ეხლა რაღაცას - "ნეტარია ის ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის" - სული ხომ უკვდავია? როგორ უნდა დავდო იგი ვინმესთვის? აქ ხომ სიცოცხლის გაწირვაზეა საუბარი? ხოდა დანარჩენი იაზროვნე...

"ქრისტე მოკუდა ხორცითა და ცხოველ იქმნა სულითა,რომლითაცა საპყრობილესა მათ სულთა (ჯოჯოხეთს)მივიდა და ქადაგა"(Iპეტრე3:18,19) - თუ ესენი არიან სულ ვისაც უქადაგა, გამოდის მხოლოდ წარღვნაში დაღუპულთა სულები არიან ცოცხლები - რაც აბსურდია... ამას სხვა განმარტება სჭირდება...

დანარჩენებზე გიპასუხებ, მშია და უნდა ვიყიდო რაღაცეები... smile.gif


პ.ს. აქ უნდა დავდო წმინდა ირანეუსის და წმინდა იუსტინეს ნაწერები სულის უკვდავებაზე ისე...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 13 2011, 09:17 PM
პოსტი #233


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა
ესეგი ყველა სული უბრუნდება ღმერთს?

ღმერთი განიკითხავს ყველა ადამიანის სულს და იმიტო წერია მასე.

ციტატა
აბა ჯოჯოხეთიო?

ჯოჯოხეთს რას ეძახი?smile.gif

ციტატა
პ.ს. აქ უნდა დავდო წმინდა ირანეუსის და წმინდა იუსტინეს ნაწერები სულის უკვდავებაზე ისე...

აუ ეგ არ მაინტერესებს,ხო უკვე დადე.ბიბლია რას ამბობს იმის მიხედვით გავისაუბროთ რა

ციტატა
გამოდის მხოლოდ წარღვნაში დაღუპულთა სულები არიან ცოცხლები - რაც აბსურდია.

მანდ ის არ წერია,რო მარტო იმ 8 სულს უქადაგა.

ციტატა
ამას სხვა განმარტება სჭირდება...

მაშინ განმიმარტეsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vipbeqa
პოსტი Mar 13 2011, 09:25 PM
პოსტი #234


V I P
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 6-August 10
წევრი № 9,248



მეტად საინტერესო ვიდეოს წავაწყდი ვფიქრობთ დაგაინტერესებთ:|

http://www.youtube.com/watch?v=-tPMMREHNzQ&feature=related
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 13 2011, 09:29 PM
პოსტი #235


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა
მეტად საინტერესო ვიდეოს წავაწყდი :|http://www.youtube.com/watch?v=-tPMMREHNzQ&feature=related

ამ ხალხს არ ესმის,რო იეჰოვა წმინდა სახელია,ღვთის სახელია ბოლოს და ბოლოს
http://watchtower.org/ge/index.htmlაქაა ყველაფერი ის,რასაც თავიანთ თავზე წერენbiggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Mar 13 2011, 09:35 PM
პოსტი #236


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



იეჰოვას მოწმეებ გადაეცი რომ სულის უკვდავებაზე წერია ძველ აღთქმაში და ახალშიც - ებრაული ისწავლონ და მერე იკამათონ.
ძველ ებრაულში - ჩვენ ქართულ ენაში ან რუსულში არ გვაქვს სიტყვა რომ ვთარგმნო- სწორ გაგებით.
აი მაგალითად: 1) ღმერთის მოძრავი სული.- ებრაულად-ღუახ იაჰუ
2) ანგელოზებისა და დემონების სული. [მალახიიოთ ღუახ]
3) ადამიანის ღვთის სული. [ადამაჰ ღუახ]
ესენია სულსა უკვდავება. ებრაულ ენაზე ქვიან [ღუახ]
მოკვდავი სულებია: ხორციელი სული ყოველ არსებებშია.
ებრაულად წერია [ ნეფეშ] ხორციელი სული.[გუფ ნეფეშ]

ინგლისურში - spirit , soul, ghost.
ნეშიმა, ნესამა, ღუახ.
ქართულში? სული, ფშვინვა, სული?

სულის უკვდავება-ღმერთს უბრუნდება.
ღმერთის ხელშია - ჯოჯოხეთი და სამოთხე -


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 13 2011, 09:36 PM
პოსტი #237


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



http://gutani.ge/bzari.html
აი ესაა მათი კაცობა.ხალხო აქედან მაინც გამოიტანეთ დასკვნა ვინ არიან და რა შეუძლიათ მართლმადიდებლების წინაშე.ყველამ უყურეთ და კომენტარები თქვენთის მომინდია.აუცილებლად უყურეთ სინამდვილეს,აბა თქვენ იცითsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 13 2011, 09:48 PM
პოსტი #238


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



კარგით მაშინ, მოვიყვან რამოდენიმე საინტერესო ციტატას:

წმინდა იუსტინე: "ადამიანები, რომლებიც აღიარებენ რომ არ არის აღდგომა და რომ მათი სულები არიან აყვანილები ცაში როგორც კი მოკვდებიან - არ არიან საერთოდ ქრისტიანები." (დიალოგი. 80)

იგივეს ამბობს წმინდა ირანეუსი: "ეს ხალხი, რომელიც ამბობს, რომ სიკვდილის შემდეგ ცაში ადიან - არ არიან ქრისტიანები. ჩვენ უნდა მივბაძოთ ჩვენს უფალს, რომელიც იყო მიწაში 3 დღე და ღამე და შემდეგ აღადგინა ღმერთმა... ჩვენც ასევე უნდა ველოდოთ ჩვენ აღდგომას მეორედ მოსვლამდე..." (V წიგნი ერესთა წინააღმდეგ.)

უცნობი ავტორი, რომელიც ასევე წმინდა იუსტინეს მიეწერება, წერს:

" არსება, რომელიც მიიღებს ინტელექტს და აზროვნებას - არის კაცი, და არა მხოლოდ სული. აქედან გამომდინარე კაცი შედგება სულისგან და სხეულისგან. ამიტომ შეუძლებელია, რომ არ არსებობდეს აღდგომა და შეუძლებელია რომ ამ ორივემ ცალკ-ცალკე იარსებოს..." ანუ შეუძლებელია სული განერიდოს ხორცს და დარჩეს კაცად...

ეხლა მეტს არ გავაგრძელებ, ისე სხვა წმინდანებსაც ჰქონდათ აზრი, რომ "უკვდავება არის გასამრჯელო"... ხოლო ტატიანე მიმართავს ბერძნებს: "ოჰ ბერძნებო, სული უკვდავი არაა, არამედ მოკვდავი..."


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 13 2011, 10:04 PM
პოსტი #239


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

არ მოგბეზრდა ეს სიყალბე?

მიდი აბა ერთი სრული კონტექსტი გადათარგმნე და დადე და მიუთითე ზუსტი ადგილები საიდან მოგყავს ეს ციტატები.

და სახელებს ნუ ამახინჯებ ძალიან გთხოვ. ირინეოსია სწორი ფორმა ქართულად.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 13 2011, 10:12 PM
პოსტი #240


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(afxazi @ Mar 13 2011, 10:04 PM) *

Otherguy

არ მოგბეზრდა ეს სიყალბე?

მიდი აბა ერთი სრული კონტექსტი გადათარგმნე და დადე და მიუთითე ზუსტი ადგილები საიდან მოგყავს ეს ციტატები.

და სახელებს ნუ ამახინჯებ ძალიან გთხოვ. ირინეოსია სწორი ფორმა ქართულად.


წმინდა ირანეოსის მთელი ეგ ნაწილი მაქვს მეხუთე თავის წაკითხული, რომელშიც შედის 5-6 აბზაცი...

დაიცა დავდებ ეხლა და თუ ეს სიყალბეა, კარგი მაშინ... ჰო აი გატყუებთ და არ შეცდეთ, ირანეოსს ეგ არ უთქვამს...

http://www.scribd.com/doc/6828395/IRENAEUS...D-THE-AFTERLIFE

წაიკითხეთ ეს ვინც ინგლისური იცით... მთლიანი აბზაცები წერია ყველგან...



პ.ს. ისე, მღვდელი -http://orthodoxwiki.org/Georges_Florovsky, გიორგ ფლოროვსკი, რომელმაც უამრავი ნაშრომი დაწერა პატრისტიკაზე, წერს, რომ ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ სულის უკვდავების დაჯერება... არავის განუკვეთია... წაგეკითხა იქნებ მისი ნაშრომიც... იგი ამბობს, რომ მეორე საუკუნე და ზოგადად ის პერიოდი არის ეკლესიის პერიოდში სულის უკვდავების უარყოფის პერიოდი...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

38 გვერდი V « < 10 11 12 13 14 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th July 2025 - 04:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი