![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#461
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
ციტატა და ცოტა თვალი გაახილე, ვის დავუწერე ნახე? იეჰოვას მოწმეს დავუწერე რადგან არ ვეთანხმები მის ინტერპრეტაციას... იქნებ შენ გამახელინო თვალი და დამანახო სადაა მითითებული ის,რო იეჰოვას მოწმეს დაუწერე? ციტატა ხოლო იოანეს 17:5-ს საერთოდ ვერ მიხვდი რაც ვიკითხე! მე გეკითხები - დაკარგა იესომ დიდება სამყაროს შექმნის მერე? რატომ???? "ის დიდება რაც მქონდა სამყაროს შექმნამდე"- ლოგიკურად უნდა ეთქვა: "განკაცებამდე რაც დიდება მქონდა ის დამიბრუნე"-ო... დავიჯერო ხელი არ მიგიწვდება იმისთვის,რო ინტერნეტში მაგ მუხლის განმარტება მოიძიო? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
lasha_k |
![]()
პოსტი
#462
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 ![]() |
Otherguy
ციტატა პ.ს. მე მაქვს კითხვა ყველასთან - რატომ ეუბნება იესო მამას: "ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე." - იოანე 17:5 --- რა იგულისხმება აქ? იესომ დაკარგა დიდება სამყაროს შექმნის მერე? პავლე მოციქული როცა წერს "ანგელოზებზე ოდნავ დაიმცირა თავი" შენი აზრით რა დროს დაიმცირა თავი ქვეყნის შექმნამდე თუ განკაცებამდე? თუ განკაცებამდე მაშინ როგორი დიდებით იყო იესო? |
Otherguy |
![]()
პოსტი
#463
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
Otherguy პავლე მოციქული როცა წერს "ანგელოზებზე ოდნავ დაიმცირა თავი" შენი აზრით რა დროს დაიმცირა თავი ქვეყნის შექმნამდე თუ განკაცებამდე? თუ განკაცებამდე მაშინ როგორი დიდებით იყო იესო? ჰოდა ესაა საინტერესო, ფაქტია განკაცებამდე ჰქონდა დიდება და განკაცებისას დაიმცირა თავი, მაგრამ რატომ წერია "რაც მქონდა სამყაროს შექმნამდე"-ო, ესაა დილემა... mociquli qristesi იმ ადამიანმა დაწერა მუხლი და განმარტა ისე როგორც დღეს იეჰოვას მოწმეები განმარტავენ მას... ადრე მას ასე არიანელები განმარტავდნენ... წაიკითხე მარკელოზ ანკირიელის ფრაგმენტები ასტერიუს სოფისტის(ლუკიანისტთა წრის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი) წინააღმდეგ და ნახავ... ჰოდა დავუწერე, რომ ეგ ეხება მის განკაცებას, რაც ისედაც პირველად შობილია ყველა ქმნილებას შორის... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
lasha_k |
![]()
პოსტი
#464
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 ![]() |
Otherguy
ციტატა ჰოდა ესაა საინტერესო, ფაქტია განკაცებამდე ჰქონდა დიდება და განკაცებისას დაიმცირა თავი, მაგრამ რატომ წერია "რაც მქონდა სამყაროს შექმნამდე"-ო, ესაა დილემა... მართლა არ ვიცი ![]() საინტერესო კითხვაა |
Otherguy |
![]()
პოსტი
#465
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
Otherguy მართლა არ ვიცი ![]() საინტერესო კითხვაა მოციქულები არ უსმენდნენ მას ამ დროს, მარტო იოანემ იცოდა რადგან სახარება დაწერა... ფაქტია მას უნდა ეთქვა: "რაც მქონდა განკაცებამდე"-ო, სამყაროს შექმნამდე რამე სპეციალური დიდება ჰქონდა რაც დაკარგა? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
lasha_k |
![]()
პოსტი
#466
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 ![]() |
Otherguy
ციტატა მოციქულები არ უსმენდნენ მას ამ დროს, მარტო იოანემ იცოდა რადგან სახარება დაწერა... ლაშა ზუსტი განმარტება მართლა არ ვიცი მაგრამ ეგ საიდან მოიტანე რომ ის მარტო იყო? 18 თავში წერია "ეს რომ თქვა, იესო თავისი მოწაფეებითურთ კედრონის ხევს გაღმა გავიდა, სადაც იყო ბაღი, რომელშიაც შევიდა თვითონ და მისი მოწაფეები" ესეიგი მოწაფეებთან თქვა და მერე გავიდა ბაღში ანუ მოწაფეები უსმედნენ ამ სიტყვებს |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#467
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
კოლასელთა ეგ მუხლი არ გულისხმობს მაგას... არამედ იგულისხმება მისი განკაცება... Otherguy საინტერესოა რის საფუძველზე აკეთებ მასეთ დასკვნას? ციტატა განა შეიძლება ვინმეს თან მხოლოდშობილი ეწოდოს და თან პირველშობილი?ეს სასაცილოა... მართლმადიდებელი ეკლესიაც და მოწმეებიც, ორივე აღიარებს რომ იესოს მხოლოდშობილიც ეწოდება და პირმშოც. მაგრამ საინტერესოა რატომ არ შეიძლება ორივე ეწოდოს? ან რატომაა სასაცილო? ციტატა იესო როგორც ადამიანი იყო პირველი ცოცხლებს შორის რას გულისხმობ პირველი ადამიანი იყო ცოცხლებს შორის? აქ რასაც წერ გაუგებარია ჩემთვის. ციტატა აბა როგორაა პირველად შობილი ყველა ქმნილებას შორის და შემდეგ წერია, ყველაფერი მისით შეიქმნაო? ![]() მოწმეები მაგას ასე განმარტავენ: შემოქმედების დასაწყისში უშუალოდ მამა ღმერთის მიერ შეიქმნა ძე, ამიტომაა იგავნის 8-ე თავში "ღვთის შემოქმედებითი გზის დასაწყისი" რომ ეწოდებაო მასო. ამის გარდა მას პირმშო ღვთის ქმნილებათა შორის ეწოდებაო. (კოლ. 1:15) ხოლო შემდეგ კოლ. 1:16-ის საფუძველზე ამბობენ რომ მისი მეშვეობით, ესე იგი მისი მონაწილეობით შეიქმნა "სხვა ყველაფერი"-ო, ზეცაში და დედამიწაზე, ხილული და უხილავიო. აქედან გამომდინარე, მას მართებულად ეწოდება ღვთის მხოლოდშობილი (რადგან უშუალოდ მამის მიერაა შექმნილი და ერთადერთია მისნაირი) და პირმშო იმიტომ ეწოდება რო პირველია ღვთის ქმნილებათა შორისო. ციტატა ის რომ განკაცებაზეა საუბარი, ადასტურებს ფრაზა: "ის არის ხატი უხილავი ღვთისა" - რადგან "უხილავი"-ს ხატი არის ხილული, ხოლო ხილული ქრისტე კი ადამიანია... რადგან "უხილავი"-ს ხატი არის ხილული - ეს განსაზღვრება ვის ეკუთვნის? ვინ განსაზღვრა ეგ? ვინ დაადგინა რომ უხილავის ხატია ხილული? ან რას ეფუძნება ეგ "რადგან"? ![]() ციტატა პ.ს. მე მაქვს კითხვა ყველასთან - რატომ ეუბნება იესო მამას: "ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე." - იოანე 17:5 --- რა იგულისხმება აქ? იესომ დაკარგა დიდება სამყაროს შექმნის მერე? ![]() ![]() არ გამოვრიცხავ რო სიტყვებში "ქვეყნიერების შექმნამდე", არა მატერიალური სამყარო არამედ კაცობრიობის შექმნა იგულისხმებოდეს ან თუნდაც ორივე ერთად. მაგ სიტყვებით როგორც ჩანს უბრალოდ ყურადღება იმაზე გაამახვილა რო დიდება, ჯერ კიდევ ქვეყნიერების შექმნამდე გააჩნდა ანუ განკაცებამდე უკვე ვარსებობდიო ("ის დასაწყისში ღმერთთან იყო", იოანე 1:2.) და თან დიდებაც მქონდაო. ახლა კი ანგელოზებზე ოდნავ დამცირებულ მდგომარეობაში ვარო. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#468
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
ციტატა მოციქულები არ უსმენდნენ მას ამ დროს, მარტო იოანემ იცოდა რადგან სახარება დაწერა... Otherguy ლაშა ზუსტი განმარტება მართლა არ ვიცი მაგრამ ეგ საიდან მოიტანე რომ ის მარტო იყო? 18 თავში წერია "ეს რომ თქვა, იესო თავისი მოწაფეებითურთ კედრონის ხევს გაღმა გავიდა, სადაც იყო ბაღი, რომელშიაც შევიდა თვითონ და მისი მოწაფეები" ესეიგი მოწაფეებთან თქვა და მერე გავიდა ბაღში ანუ მოწაფეები უსმედნენ ამ სიტყვებს lasha_k გეთანხმები. იოანეს 16-ე თავის ბოლოსაც თუ დააკვირდები კარგად ჩანს რო იესო დარიგებებს აძლევს და ანუგეშებს თავის მოციქულებს და ამის შემდეგ წერს იოანე ზეცისკენ აღაპყრო თვალებიო და წერს იმას რაზეც იესო ლოცულობდა. არ დაგვავიწყდეს ისიც რო იოანეს სახარება დანომრილი არ იყო იმ დროს. ის პირდაპირ მოსდევდა ერთმანეთს და არანაირი მინიშნება არ დაუწერია იოანეს რო ეგ ლოცვა სადაც მაგ სიტყვებს ამბობს დროის სხვა მონაკვეთში მომხდარიყო. 1. ბერძნულ ენაში "სტაუროს" ძელსაც ნიშნავდა, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ ჯვრის მნიშვნელობასაც ატარებდა... როცა წერია მარკოზის 15:21-ში "ეტვირთა იესოს ჯვარი" - აქ ნათელია რომ იესოს არ მიაქვს სრული ჯვარი, არამედ ჯვარის ნაწილი - ვერტიკალური ბოძი, რომელსაც სავარაუდოდ ჰორიზონტალურიც დაადეს შემდგომ მეორე ბოძი და ჯვარი გამოვიდა... თორემ იმხელა ჯვარს ვერავინ ათრევდა... ამდენმა დაიწერა უკვე ამ სტავროსზე და დავიჯერო არავის მიუწვდება ხელი სამეცნიერო ნაშრომზე ანდა ლექსიკონზე რო დაწეროს როგორ განისაზღვრება ძველ-ბერძნული ენის სპეციალისტების მიერ ეგ სიტყვა? ![]() ![]() -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#469
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
საიდან თარგმნეს მათ ახალი აღთქმა ქართულად? afxazi მეც მაინტერესებს საიდან თარგმნა წმინდა გიორგი მთაწმინდელმა ახალი აღთქმა ქართულად? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
აკაკი |
![]()
პოსტი
#470
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
1. შეგვიძლია ვენდოთ ბიბლიას?
2. რატომ ჩაამატა ახალი ქვეყნიერების თარგმანმა, ახალ აღთქმაში სახელი "იეჰოვა" ? |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#471
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
რამდენი გიმსჯელიათ, დაგიწერთ ეხლა ჩემს ეპისტოლეს: 1. ბერძნულ ენაში "სტაუროს" ძელსაც ნიშნავდა, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ ჯვრის მნიშვნელობასაც ატარებდა... როცა წერია მარკოზის 15:21-ში "ეტვირთა იესოს ჯვარი" - აქ ნათელია რომ იესოს არ მიაქვს სრული ჯვარი, არამედ ჯვარის ნაწილი - ვერტიკალური ბოძი, რომელსაც სავარაუდოდ ჰორიზონტალურიც დაადეს შემდგომ მეორე ბოძი და ჯვარი გამოვიდა... თორემ იმხელა ჯვარს ვერავინ ათრევდა... გეთანხმები. შეიძლება, ზოგ ადგილას, ძელის ფუნქციითაც ვივარაუდოთ. მაგრამ აქ საუბარია არა კონკრეტული მუხლის ინტერპრეტაციაზე, არამედ უპრინციპულეს საკითხზე - მაცხოვრის სიკვდილით დასჯის იარაღზე, რომელსაც აგერ უკვე ორი ათასწლეულია ყველა ქრისტიანი ერთნაირად იგებს. ციტატა 2. "შევქმნათ"-ში შეიძლება იგულისხმება ანგელოზები, რადგან იობის 38 თავში წერია: "სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები?" - ამ დროს ადამიანები არ იყვნენ შექმნილები, ანგელოზი კი ნამდვილად... მაგ ციტატიდან როგორ ასკვნი, რომ ანგელოზებიც მონაწილეობდნენ? გეთანხმები, რომ ანგელოზები უკვე შექმნილია ადამიანის შექმნის დროს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინიც ქმნიან ადამიანს ღმერთთან ერთად. ციტატა 3. იესო რომ ამბობს: "მამისგან გამოვედი"-ო ეს რატომ არ ჩაითვალა ჰიპოსტასურ თვისებად? ![]() ![]() ხოლო "მხოლოდშობილი(მონოგენეს- ერთადერთი მისნაირი) ღმერთი" იმიტომ ამოშალეს ბიბლიიდან და "ძე"-თი ჩაანაცვლეს, რომ ასე გამოდიოდა რომ ორება იყო და არა სამება, რადგან სულიწმინდა ვეღარ ჯდება - "მონოგენეს(ერთადერთი მისნაირი) თეოს"-ში... ![]() მამისაგან გამოვედი იმიტომ არ ითვლება ჰიპოსტასურ თვისებად, რომ: 1. საუბარია წარსულ დროზე (გამოვედი, და არა - გამოვდივარ, ძველქართულად - გამოვვალ), ღმრთის ჰიპოსტასური თვისება კი მარადიულია. 2. საუბარია ღმრთის განკაცებაზე: ,,რადგან თვით მამას უყვარხართ, ვინაიდან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღმრთისაგან გამოვედი. მამისაგან გამოვედი და ქვეყნად მოვედი; კვლავ ვტოვებ ქვეყანას და მამასთან მივალ." (ინ. 16, 27-28) ეს რომ ჰიპოსტასური თვისება იყოს, მაშინ რომელ უკან დაბრუნებაზე იქნებოდა საუბარი? ციტატა ანდა როგორ შეიძლება მაგას გულისხმობდეს? განა შეიძლება ვინმეს თან მხოლოდშობილი ეწოდოს და თან პირველშობილი? ეს სასაცილოა... იესო როგორც ადამიანი იყო პირველი ცოცხლებს შორის, ვისაც ღვთის შვილი და საყვარელი ძე ეწოდა(შემდეგ კი ყველანი ღვთის შვილი ვართ)... აბა როგორაა პირველად შობილი ყველა ქმნილებას შორის და შემდეგ წერია, ყველაფერი მისით შეიქმნაო? ![]() აქ რას ამბობ, ვერ გავიგე. ისე, მხოლოდშობილება და პირველშობილება ერთდროულად რატომ არ მოგწონს, ვერ ვიგებ. ციტატა პ.ს. მე მაქვს კითხვა ყველასთან - რატომ ეუბნება იესო მამას: "ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე." - იოანე 17:5 --- რა იგულისხმება აქ? იესომ დაკარგა დიდება სამყაროს შექმნის მერე? ![]() ![]() იმიტომ, რომ იუდეველებმა არაფერი იცოდნენ ღმრთისა და მამის ერთადერთი ჭეშმარიტი ძის შესახებ. მათ, მართალია, დაფარულად ჰქონდათ თანახსა და თორაში ცნობა იმის შესახებ, რომ ღმერთი სამებაა, მაგრამ უშუალოდ არ იცოდნენ ამის შესახებ. ამიტომაც განადიდებდნენ ან მხოლოდ სამების პირველ პირს - მამას, ან კიდევ სამებას, როგორც ერთ ღმერთს, მაგრამ იმ ცოდნის გარეშე, რომ იგი სამპიროვანია. მაცხოვრის აღდგომით იგი განდიდდა იმ დიდებით, რაც ჰქონდა (აქვს) შექმნამდე - ღმრთაებრივი დიდებით, როგორც მეორე პირი ყოვლადწმიდა სამება-ღმრთისა. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#472
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
იეჰოვას მოწმეთა მიერ სულის არსებობის აღიარება:
მტვერი დაუბრუნდება მიწას, სადაც მანამდე იყო, სული კი — ჭეშმარიტ ღმერთს, მის მომცემს. (ეკლ. 12, 7) http://www.watchtower.org/ge/bible/ec/chapter_012.htm ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#473
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
Otherguy
ციტატა იმ ადამიანმა დაწერა მუხლი და განმარტა ისე როგორც დღეს იეჰოვას მოწმეები განმარტავენ მას... ადრე მას ასე არიანელები განმარტავდნენ...წაიკითხე მარკელოზ ანკირიელის ფრაგმენტები ასტერიუს სოფისტის(ლუკიანისტთა წრის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი) წინააღმდეგ და ნახავ...ჰოდა დავუწერე, რომ ეგ ეხება მის განკაცებას, რაც ისედაც პირველად შობილია ყველა ქმნილებას შორის... ხოდა მე ვერ მივხვდი იეჰოვას მოწმეს თუ წერდი ![]() ■გიორგი■ ციტატა აქედან გამომდინარე, მას მართებულად ეწოდება ღვთის მხოლოდშობილი (რადგან უშუალოდ მამის მიერაა შექმნილი და ერთადერთია მისნაირი) და პირმშო იმიტომ ეწოდება რო პირველია ღვთის ქმნილებათა შორისო. რა ქმნილება ხალხო,ძე ქმნილებააო და იყო დრო როცა იესო ქრისტე არ იყოო-ამის მთქმელ არიოზს იცით რა მოუვიდა??? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#474
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
კანონისტი
mociquli qristesi 469-ე პოსტში დასმული კითხვის პასუხი არ გაქვთ? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
afxazi |
![]()
პოსტი
#475
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
■გიორგი■
ციტატა მეც მაინტერესებს საიდან თარგმნა წმინდა გიორგი მთაწმინდელმა ახალი აღთქმა ქართულად? მადაგასკარული ენიდან ![]() ![]() ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#476
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
■გიორგი■
ციტატა მეც მაინტერესებს საიდან თარგმნა წმინდა გიორგი მთაწმინდელმა ახალი აღთქმა ქართულად? ბერძნულიდან, რა პასუხი უნდა ამას? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
afxazi |
![]()
პოსტი
#477
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
კანონისტი
ციტატა ბერძნულიდან, რა პასუხი უნდა ამას? რაღაცა ვითომ ჩამჭრელი კითხვა აქვს მომზადებული ![]() ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#478
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
■გიორგი■ საიდან თარგმნეს მათ ახალი აღთქმა ქართულად? afxazi მადაგასკარული ენიდან ![]() ![]() ![]() ბერძნულიდან, რა პასუხი უნდა ამას? პ.ს. პასუხი მაინც არ გაქვთ საიდან თარგმნა წმინდა გიორგი მთაწმინდელმა ახალი აღთქმა ქართულად. ![]() ![]() ![]() -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
afxazi |
![]()
პოსტი
#479
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
■გიორგი■
ციტატა პასუხი მაინც არ გაქვთ საიდან თარგმნა წმინდა გიორგი მთაწმინდელმა ახალი აღთქმა ქართულად. მე მგონი შენ აქ სამაიმუნოდ ხარ შემოსული. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#480
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
afxazi
ციტატა მე მგონი შენ აქ სამაიმუნოდ ხარ შემოსული მაგარი იყო ![]() ![]() ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 04:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი