IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

38 გვერდი V « < 28 29 30 31 32 > »   
Closed TopicStart new topic
> იეჰოვას მოწმეები
One truth
პოსტი Mar 26 2011, 06:01 AM
პოსტი #581


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



ციტატა(Otherguy @ Mar 26 2011, 01:42 AM) *

ეგ არავინ იცის დანამდვილებით და თქვენ გაშიფრეთ? smile.gif))

ისე კარგია რომ თქვენც აღიარებთ, რომ "უფალი" არასწორი თარგანია...

დღესდღეობით დიდი მიღწევაა,რომ მართლმადიდებლებიც კი ამბობენ,რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის სახელია "იეჰოვა".არადა 5-10 წლის წინ სახელ "იეჰოვას" არავინ აღიარებდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
One truth
პოსტი Mar 26 2011, 07:49 AM
პოსტი #582


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
One truth
პოსტი Mar 26 2011, 09:29 AM
პოსტი #583


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



ციტატა

ვთქვათ "ჩასწვდნენ" მაგრამ ვისით? მარტომ? ადამიანური გონებით?


რის საფუძველზე ხსნიან იეჰოვას მოწმეები ბიბლიას?

იეჰოვას მოწმეებს ნამდვილად სწამთ,რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა და მასში ყველაფერი ჩვენ სასწავლებლად ჩაიწერა.
"მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად,რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის"(2ტიმოთე 3:16,17; რომაელები 15:4; 1 კორინთელები 10:11). ისინი არ ცდილობენ,ფილოსოფიური შეხედულებებით გვერდი აუარონ ბიბლიის ნათელ ჭეშმარიტებას ან გამართლება მოუძებნონ მათი ცხოვრების წესს,ვინც უგულებელყოფს ბიბლიის ზნეობრივ ნორმებს.


ბიბლიაში მოცემულ სიმბოლურ ენას ისინი ბიბლიითვე ხსნიან და არა საკუთარი მოსაზრებებით.
"არც ამას ვლაპარაკობთ ადამიანთა სიბრძნით ნასწავლი სიტყვებით, არამედ სულით ნასწავლით, რადგან სულიერ საკითხებსა და სულიერ სიტყვებს ერთმანეთს ვუკავშირებთ"(1 კორინთელები 2:13).როგორც წესი,ამა თუ იმ სიმბოლური სიტყვის მნიშვნელობის ახსნა ბიბლიის სხვა მუხლების მეშვეობით შეიძლება(მაგალითად,იხილეთ გამოცხადების 21:1; შემდეგ "ზღვის" მნიშვნელობის გასაგებად წაიკითხეთ ესაიას 57:20. იმის გასაგებად თუ ვინ იგულისხმება გამოცხადების 14:1-ში მოხსენიებულ "კრავში", იხილეთ იოანეს 1:29 და 1 პეტრეს 1:19).



რაც შეეხება წინასწარმეტყველებების შესრულებას,იეჰოვას მოწმეები ითვალისწინებენ იესოს სიტყვებს და აკვირდებიან მოვლენებს,რომლებიც წინასწარმეტყველებებს უკავშირდება.
"შემდეგ მათ მაგალითი მოუყვანა: „შეხედეთ ლეღვსა და სხვა ხეებს.როცა ხედავთ, რომ იფოთლებიან, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე, როცა დაინახავთ, რომ ყველაფერი ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სამეფო"(ლუკა 21:29-31); შეადარეთ 2 პეტრეს 1:16-19).იეჰოვას მოწმეები ყურადღებას ამახვილებენ ამ მოვლენებზე და იმაზე,თუ რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მათ ბიბლიიდან გამომდინარე.


იესომ თქვა,რომ დედამიწაზე ეყოლებოდა "ერთგული და გონიერი მონა" (ცხებულ მიმდევართა ერთობლიობა),რომლის მეშვეობითაც სულიერი საზრდოთი უზრუნველყოფდა თავის ყველა ერთგულ მსახურს(მათე 24:45-47).იეჰოვას მოწმეები აღიარებენ "ერთგულ და გონიერ მონას".პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების მსგავსად,ისინი ამ "მონის" წარმომადგენელ ხელმძღვანელ საბჭოს ანდობენ რთული საკითხების გადაჭრას.ეს საბჭო არ ეყრდნობა ადამიანურ სიბრძნეს.ნაცვლად ამისა,მათთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს ბიბლიიდან მიღებული ცოდნა,ღვთის სულის დახმარება,რისთვისაც ისინი ლოცულობენ,და იმის გათვალისწინება ,თუ როგორ მოქმედებს ღმერთი თავის მსახურებთან ურთიერთობისას(საქმეები 15:1-29; 16:4,5).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
One truth
პოსტი Mar 26 2011, 09:45 AM
პოსტი #584


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



ციტატა
განვიხილოთ პიროვნების თვისებები და ვნახოთ,აქვს თუ არა ისინი სული წმინდას.პიროვნებას შეუძლია აზროვნებდეს,ჰქონდეს ესა,თუ ის სურვილი და არჩეული მიზნისკენ ისწაფვოდეს,აქვს შეცნობისა და თვითშემეცნების უნარი,ნებისა და მოქმედების თავისუფლება.უპიროვნო ძალა მხოლოდ ინსტრუმენტია,რომელიც გარეშე ნების ბრძანებებს ასრულებს,ამიტომ ზემოთ დასახელებული თვისებები მას არ გააჩნია.წმინდა წერილის მოწმობებს მივუბრუნდეთ"სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა(Iკორ2,10)-ანუ მან იცის ღმერთი ,აბსოლუტური ცოდნა აქვს მის შესახებ,ხოლო იმისათვის რომ იცოდე ცნობიერება უნდა გქონდეს.ცნობიერება კი შეიძლება ქონდეს პიროვნებასდა არა ძალას.სული წმინდა სულიერად შობს კაცს(იოანე3,3-5)ანიჭებს ცოდვათა მიტევებას(Iკორ.7,11)მაშასადამე ღვთაებრივი ხელმწიფება აქვს.სული წმინდა თავისუფალია და არაფრით განპირობებული:"სულსა ვითარცა უნებნ ქრინ"(იოანე3,8)უპიროვნო ძალას კი ასრც საკუთარი ნება გააჩნია,არც სურვილები."ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული,განუყოფს თითოეულად კაცად-კაცადსა,ვითარცა ნებავს"(Iკორ.12,11)(კარგად დააკვირდი სიტყვას -ვითარცა ნებავს-ანუ თავისუფალი ნება აქვს ხო?)აქედან ჩანს რო ნიჭები სული წმინდისაგან გამოდიან,რომ იგი ღმერთია.არჩევა შეფასება,შეყვარება თავისი ნიჭების მისაცემად პიროვნებას ახასიათებს და არა ძალას."ჯერ უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა"(საქმე 15,28).მაშასადამე სული წმინდა არის სული მეცნიერებისა და გონებისა და არა უბრალოდ ღმრთისაგან გამოსული ენერგია.
ეს რაც სული წმინდაზე დავწერე,მხოლოდ ზღვაში წვეთია(უბრალოდ დამეზარა)და თუ საჭირო იქნება კიდე დავწერ.


შეესაბამება ბიბლიის სწავლებას ის აზრი,რომ "წმინდა სული" პიროვნებაა?რა არის წმინდა სული?

რამდენიმე ცალკეულმა მუხლმა შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგვიქმნას,რომ წმინდა სული პიროვნებაა.მაგალითად,წმინდა სულს ეწოდება "დამხმარე "(ბერძნულად "პარაკლეტოს"; "ნუგეშისმცემელი",)და ნათქვამია,რომ მას შეუძლია ასწავლოს, დაამოწმოს, ილაპარაკოს და მოისმინოს.
"მე ვთხოვ მამას და ის მოგცემთ სხვა დამხმარეს, რათა მარადიულად თქვენთან იყოს, ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ მიიღებს ქვეყნიერება, რადგან ვერც ხედავს მას და არც იცნობს. თქვენ იცნობთ მას, რადგან ის თქვენთან რჩება და თქვენშია.მაგრამ დამხმარე, წმინდა სული, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს"(იოანე 14:16,17,26).
"როცა მოვა დამხმარე, რომელსაც მამისგან გამოგიგზავნით — ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის — ის დაამოწმებს ჩემზე"(იოანე 15:26).
"ხოლო, როცა მოვა ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ის ყოველი ჭეშმარიტებისკენ, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იტყვის იმას, რასაც ისმენს, და მომავალს გაუწყებთ"(იოანე 16:13).




სხვა მუხლებიდან ვხედავთ,რომ წმინდა სულით შეიძლება აღივსოს,მოინათლოს ან ცხებულ იქნეს ადამიანი.
"როცა ელისაბედმა მარიამის მისალმება მოისმინა, ჩვილი შეუთამაშდა მუცელში. ელისაბედი წმინდა სულით აღივსო"(ლუკა 1:41).
"მე წყლით გნათლავთ, რადგან მოინანიეთ, მაგრამ ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია. მე იმის ღირსიც კი არა ვარ, რომ მას სანდლები გავხადო. ის წმინდა სულითა და ცეცხლით მოგნათლავთ"(მათე 3:11).
"ლაპარაკობდნენ იესო ნაზარეთელზე, როგორ სცხო მას ღმერთმა წმინდა სული და მისცა ძალა და როგორ დადიოდა ყველგან, სიკეთეს აკეთებდა და კურნავდა ეშმაკის მიერ დაჩაგრულებს, რადგან ღმერთი იყო მასთან(საქმეები 10:38).ეს იმაზე მეტყველებს,რომ წმინდა სული პიროვნება არ არის.პიროვნებით ავსება,მონათვლა და ცხება შეუძლებელია.


სწორად რომ გავიგოთ,თუ სინამდვილეში რას ასწავლის ბიბლია წმინდა სულზე, ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ბიბლიური მუხლი უნდა მივიღოთ მხედველობაში.ეს იმ დასკვნამდე მიგვიყვანს,რომ თავდაპირველად მოყვანილ მუხლებში ღვთის წმინდა სული ანუ მოქმედი ძალა გაპიროვნებულია.წმინდა სული არ არის პიროვნება.ის არის ღვთისგან მომდინარე ძალა.მისი მეშვეობით ღმერთი თავის წმინდა ნებას ასრულებს(ფსალმუნები 104:30; 2 პეტრე 1:21; საქმეები 4:31).ბიბლიაში მსგავსად არის გაპიროვნებული სიბრძნე,ცოდვა,სიკვდილი,წყალი და სისხლი.მაგალითად,ბიბლიაში წერია,რომ სიბრძნიეს ჰყავს "შვილები" (ლუკა 7:35), ცოდვა და სიკვდილი მეფობს (რომაელები 5:14,21).

მართალია,ზოგან ნათქვამია,რომ წმინდა სული ლაპარაკობს,მაგრამ სხვა მუხლებიდან ჩანს,რომ ეს ანგელოზების ან ადამიანების პირით ხდებოდა.
"...წმინდა სულის მეშვეობით ჩვენი წინაპარი დავითის, შენი მსახურის, პირით თქვი..."(საქმეები 4:24,25).
"პავლემ მიაძახა:«წმინდა სულმა სწორად უთხრა თქვენს მამა-პაპას ესაია წინასწარმეტყველის პირით..."(საქმეები 28:25).
"როცა გადაგცემენ, ნუ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რა თქვათ ან როგორ თქვათ, რადგან მაშინ მოგეცემათ ის, რაც უნდა თქვათ.მარტო თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენი მეშვეობით"(მათე 10:19,20). [შეადარეთ საქმეების 20:23 საქმეების 21:10,11-ს].
1 იოანეს 5:6-8-ში ვკითხულობთ,რომ სულთან ერთად წყალი და სისხლიც "მოწმობს".ამრიგად,სიტყვები,რომლებიც ზემოთხსენებულ მუხლებში გვხვდება,თავისთავად ამტკიცებს,რომ წმინდა სული პიროვნება არ არის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beks777
პოსტი Mar 26 2011, 10:45 AM
პოსტი #585


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



one truth


წავიკითხავ ერთი ამას რაც დაწერე,ერთი ეს მითხარი კითხვაზე პასუხის გაცემა თუ შეგიძლია რომ დაგისვა???



--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beks777
პოსტი Mar 26 2011, 11:20 AM
პოსტი #586


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



one truth

რას ნიშნავს ქრისტე სიტყვები:"მონათლეთ ისინი მამის ძის და სულიწმინდის სახელით"

აქ გარკვევით არ არის ნახსენები სამპიროვანი ღმერთის შესახებ???

"მამა" "ძე" "სულიწმინდა"

რომლისგანაც არის ყოველივე

რომლის მიერაც არის ყოველივე

რომელშიც არის ყოველივე

ღმერთი არის სამება ერთარსი,ანუ ბუნებით ერთნი არიან მაგრამ ჰიპოსტასით სხვადასხვა

წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ...

ღმერთმა აგიხილოთ თვალები...




--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 26 2011, 01:17 PM
პოსტი #587


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Otherguy
ციტატა
ანუ გამოდის რომ ყველა სული ღმერთთან მიდის? აბა ჯოჯოხეთი არსებობსო? მანდ საუბარია სასიცოცხლო ენერგიაზე, სიცოცხლის სუნთქვაზე რომელიც შთაბერა ღმერთმა... და არა პიროვნების(აზროვნების) მქონე სულზე...

მე ხო აგიხსენი რას ნიშნავდა ეს.
ეს ნიშნავს რომ ღმეთთან ყველა სული მიდის განსაკითხავად.მერთი თითიოეულ ადამიანს განიკითხავს თავიანთი საქმეებისამებრ.
თუ სიცოცხლის ენერგიაზეა საუბარი-მაშ რაში ჭირდება ღმერთს ადამიანის სიცოცხლის ენერგია?

სხვათაშორის მე შენ გკითხე ჯოჯოხეთს რას ეძახი-მეთქი?მინდოდა ბიბლიიდან დამედო ციტატები,რომლებიც ჯოჯოხეთის არსებობას ნამდვილად ამტკიცებს.

სულის უკვდავებაზე ხო დავდე ციტატები ბიბლიიდან და იმას გადახედე...
პოსტი 231
ციტატა
შენ იმდენს კითხულობ მაგ ერესებს ცოტა ხანში საკუთარ სექტას შექმნი და მიმდევრებიც გაგიჩნდება მალე,მე გირჩევ მაგის კითხვას შეეშვა, და მართლმადიდებლური ლიტერატურა იკითხო,არამგონია რო ყველაფერი გქონდეს წაკითხული,კეთილი რჩევაა უბრალოდ...

მეც ეგ ვურჩიეbiggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 26 2011, 01:32 PM
პოსტი #588


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



One truth
ციტატა
.წმინდა სული არ არის პიროვნება.


კიდევ ერთხელ სული წმინდის შესახებ

სახარებაში წერია "სული წმინდის მგმობარს არა მიეტევოსო"(მარკ.3,29)-შენ აქ სული წმინდა დაგმე ,რადგან ღმერთზე ამბობ ღმერთი არააო.გმობა ნიშნავს სული წმინდის წინააღდგომას.სული წმინდა რო ღმერთი არ იყოს,მაშინ სხვაგვარად უნდა თქმულიყო"მამა ღმერთის მგმობარსა არა მიეტევოსო".ესეც წერია"და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა"(ეფ.4,30).მხოლოდ პიოვნების შეწუხებაა შესაძლებელი-აბა ერთი შენ მითხარი უპიოვნო ძალა როგორ უნდა შეაწუხო ძაან მაინტერესებს.
მოციქულები ესაუბრებიან სული წმინდას,ესმით მისი ხმა,ემორჩილებიან,ამხელენ მის წინააღმდგომთ,საუკუნო წარწყმედით ემუქრებიან მის წინაშე მცოდველთ,ანუ მათთვის პიროვნებაა და არა რაღაც დამხმარე ძალა.
ნათლისღებისას სული წმინდა ხორციელი სახით გარდამოვიდა,ხარისხსა და თვისებას კი ეს არ ძალუძს

ციტატა
წმინდა სულმა სწორად უთხრა თქვენს მამა-პაპას ესაია წინასწარმეტყველის პირით...

მაგრად გამეცინაbiggrin.gif
განა ღმერთი მართლა წინასწარმეტყველების პირით არ ესაუბრებოდა ხალხს?
ციტატა
რამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენი მეშვეობით

დიახ,ანუ ღმერთი ილაპარაებს მათი მეშვეობით,რაა ამაში გაუგებარი???


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Mar 27 2011, 04:15 AM
პოსტი #589


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(beks777 @ Mar 26 2011, 11:20 AM) *

one truth

რას ნიშნავს ქრისტე სიტყვები:"მონათლეთ ისინი მამის ძის და სულიწმინდის სახელით"

აქ გარკვევით არ არის ნახსენები სამპიროვანი ღმერთის შესახებ???

beks777

არა, რადგან სამის, ოთხის ან 5-ის ერთად ხსენება, არ ნიშნავს რომ ისინი ერთ განუყოფელ არსებას წარმოადგენენ.

დავუშვათ რომელიმე მოციქულს დაეწერა 'მამის, ძის და ანგელოზების წინაშე გეუბნები' ასე და ასე არ მოიქცეთო, მამას, ძეს და ანგელოზებს ერთარსებად მიიჩნევდი?

სიტყვა "სახელის" მხოლობით რიცხვში დაწერა, არანაირად არ მიანიშნევს იმაზე, რომ ერთარსებას წამროადგენენ. ეგ არის ელემენტარული გრამატიკა. აი მარტივად აგიხსნი. წარმოიდგინე ახლა ასეთი რაღაც რო რომელიმე ფორუმელმა მოგწეროს: k@the-ს, აფხაზის და კანონისტის სახელით გთხოვ, თემას ნუ გადაუხვევო, ეტყოდი რატომ მწერ მხოლობითში და არა მრავლობითშიო? smile.gif გამიგევი? აი სხვა მაგალითსაც მოგიყვან: დავითის, კახაბერის, შავლეგოსა და ცოტნეს სახელზე გაიხსნა გაჭირვებულთათვის დახმარების ცენტიო, ხო არ ვიტყოდით: დავითის, კახაბერის, შავლეგოსა და ცოტნეს სახელებზე გაიხსნა ესა და ესო. smile.gif ელემენტარული გრამატიკის საკითხია რაა.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
One truth
პოსტი Mar 27 2011, 07:23 AM
პოსტი #590


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



ციტატა
კიდევ ერთხელ სული წმინდის შესახებ


ბიბლიიდან ვიგებთ,რომ მამის სახელი იეჰოვაა,ძე კი იესო ქრისტეა.მაგრამ წმინდა სული სახელით არსად არის მოხსენიებული.

ბიბლიაში სიტყვა "სამება" არსად არ წერია.

საქმეების 7:55,56-დან ვიგებთ,რომ სტეფანეს ჰქონდა ხილვა,რომლის დროსაც დაინახა "ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო".სტეფანეს არაფერი უთქვამს წმინდა სულის შესახებ(იხილეთ აგრეთვე გამოცხადების 7:10; 22:1,3).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 27 2011, 08:30 AM
პოსტი #591


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(beks777 @ Mar 26 2011, 11:20 AM) *

one truth

რას ნიშნავს ქრისტე სიტყვები:"მონათლეთ ისინი მამის ძის და სულიწმინდის სახელით"

აქ გარკვევით არ არის ნახსენები სამპიროვანი ღმერთის შესახებ???

"მამა" "ძე" "სულიწმინდა"

რომლისგანაც არის ყოველივე

რომლის მიერაც არის ყოველივე

რომელშიც არის ყოველივე



ჯერ ეს ერთი მანდ შემდგომი დასკვნების შესახებ არაფერი წერია...

თანაც, მოდი გამახსენე, მოციქულთა საქმეებში რომ არაერთხელ ხდება ნათლობა, რატომ ინათლებიან მხოლოდ "უფალ იესო ქრისტეს სახელით" და არც ერთხელ სამების სახელით?

გულმავიწყები არიან მოციქულები? rolleyes.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 27 2011, 08:31 AM
პოსტი #592


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



■გიორგი■
ციტატა
სიტყვა "სახელის" მხოლობით რიცხვში დაწერა, არანაირად არ მიანიშნევს იმაზე, რომ ერთარსებას წამროადგენენ. ეგ არის ელემენტარული გრამატიკა. აი მარტივად აგიხსნი. წარმოიდგინე ახლა ასეთი რაღაც რო რომელიმე ფორუმელმა მოგწეროს: k@the-ს, აფხაზის და კანონისტის სახელით გთხოვ, თემას ნუ გადაუხვევო, ეტყოდი რატომ მწერ მხოლობითში და არა მრავლობითშიო? გამიგევი? აი სხვა მაგალითსაც მოგიყვან: დავითის, კახაბერის, შავლეგოსა და ცოტნეს სახელზე გაიხსნა გაჭირვებულთათვის დახმარების ცენტიო, ხო არ ვიტყოდით: დავითის, კახაბერის, შავლეგოსა და ცოტნეს სახელებზე გაიხსნა ესა და ესო. ელემენტარული გრამატიკის საკითხია რაა.

ცდები,ცდები.შენს ქართულის მასწავლებელს კარგად კითხე(თუ გყავს).One truth
ციტატა
ბიბლიიდან ვიგებთ,რომ მამის სახელი იეჰოვაა,ძე კი იესო ქრისტეა.მაგრამ წმინდა სული სახელით არსად არის მოხსენიებული.

აბა თვითონ სულიწმინდა განა სახელი არაა?კაი თუ ეს სრ გაკმაყოფილებს,მაშინ სულიწმინდას "მანუგეშებელიც" ეწოდება.ესაა მისი სახელი-"ნუგეშინისმცემელი"სული წმინდა


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 27 2011, 08:33 AM
პოსტი #593


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(leluashvili.giorgi @ Mar 26 2011, 01:17 PM) *

Otherguy


მეც ეგ ვურჩიეbiggrin.gif


ნუ გეშინია, აგერ ნაწილობრივ დავასრულე თეოდორე მოფსუესტიელზე სტატია ვიკიპედიაზე, შეგიძლია გადახედო:

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%...%83%9A%E1%83%98

თქვენგან განსხვავებით ობიექტურად დავწერე ყველაფერი... მანდ მოღვაწე მართლმადიდებლებს არ ესმით რა განსხვავებაა ენციკლოპედიასა და მართლმადიდებლურ საიტს შორის... წაიღეს ტვინი ამ "გაკერპებული მწვალებელი", "მაგის ცრუსწავლება დაიგმო" და ამგვარებით... და მერე ტყუილებით...





--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 27 2011, 08:35 AM
პოსტი #594


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Otherguy
591 პოსტზე ნამდვილად მაქ პასუხი და შუა დღისკენ დავდებ,ეხლა წირვაზე გავრბივარ...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
One truth
პოსტი Mar 27 2011, 08:54 AM
პოსტი #595


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



ციტატა
აბა თვითონ სულიწმინდა განა სახელი არაა?


შენი სახელი "ბიჭი" არის თუ გიორგი? დამეთანხმები ალბათ,რომ "ბიჭი" საზოგადო სახელია,ხოლო "გიორგი"_საკუთარი.

"როცა მოვა დამხმარე, რომელსაც მამისგან გამოგიგზავნით — ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის — ის დაამოწმებს ჩემზე"(იოანე 15:26).ამ მუხლიდან რა დასკვნას აკეთებ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beks777
პოსტი Mar 27 2011, 11:09 AM
პოსტი #596


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238





გიორგი

One truth

Otherguy

Iehovas mocme


შეგიძლიათ თუ არა ერთ კითხვაზე გამცეთ პასუხი რომელსაც დაგისვამთ,შეგიძლიათ თუ არა კითხვაზე პასუხის გაცემა?
ოღონდ პასუხი მჭირდება ჰო ან არა.თუ რომელიმე დამთანხმდებით მე მზად ვარ შეგეკითხოთ


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Mar 27 2011, 12:09 PM
პოსტი #597


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ციტატა(■გიორგი■ @ Mar 26 2011, 04:54 AM) *

davithet

არა დავით, შეცდომით წერ.
"ადონ-ია" არის ბიბლიური პერსონაჟის სახელის "אֲדֹנִ-יָּה" "ადონ-იაჰ"-ის ქართული ტრანსლიტერაცია და ქართულ ენაში ამ სიტყვის ბოლო ებრაული ასო (თანხმოვანი) "ჰ" არ რჩება ხოლმე. ისევე არ რჩება, როგორც "ალლელუ-იაჰ"-ის შემთხვევაში, რომლის ქართული ტრანსლიტერაციაა: ალელუია.

სახელი "ადონ-იაჰ " ნიშნავს "იაჰვეა (იეჰოვაა) უფალი" და ეს სიტყვა დავითის მეოთხე შვილს ერქვა სახელად, რომელიც ხაგითმა გაუჩინა დავითს. - მეორე მეფეთა 3:4.

თუ ანქიმანდრიტ ნიკიფორეს განმარტების გჯერა, ისიც იგივეს წერს ბატონო:

"АДОНИЯ (Иегова - мой Господь) - имя трех лиц: 2Цар 3.4; четвертый сын Давида от Аггифы."

ხოლო თუ ბიხლიანცევის ბიბლიური ლექსიკონის გჯერა, ის წერს:

"Адония
(Иегова - Господь)"

კი მარტალი ხარ , მეც მასე ვფიქრობდი , უბრალოდ მნიშვნელობები მაინტერესებდა ძველ ენიდან, აქ ახალ ებრაულ დამწერლობაზეა დაწერილი და არა ძველ ებრაულ დამწერლობაზე.
ისე დიდი მადლობა რომ ესეც ამიხსენი. გაიხარე.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 27 2011, 12:34 PM
პოსტი #598


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



One truth
ციტატა
"როცა მოვა დამხმარე, რომელსაც მამისგან გამოგიგზავნით — ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის — ის დაამოწმებს ჩემზე"(იოანე 15:26).ამ მუხლიდან რა დასკვნას აკეთებ?

ხო,ანუ უფალმა სულიწმინდა აღუთქვა მის მოწაფეებს,მერე?
სულიწმინდას"ნუგეშინისმცემელი"ეწოდა(იოანე 14,26),ნუგეშინისმცემელი სახელია.


მეუფეო ზეცათაო,ნუგეშინისმცემელო,სულ
ოჭეშმარიტებისაო,რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა,საუნჯეო კეთილთაო,მომნიჭებელო ცხოვრებისაო,მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახიერი სულნი ჩვენნი.

მართლა დიდებული ლოცვაა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 27 2011, 01:48 PM
პოსტი #599


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Otherguy
ციტატა
ჯერ ეს ერთი მანდ შემდგომი დასკვნების შესახებ არაფერი წერია...თანაც, მოდი გამახსენე, მოციქულთა საქმეებში რომ არაერთხელ ხდება ნათლობა, რატომ ინათლებიან მხოლოდ "უფალ იესო ქრისტეს სახელით" და არც ერთხელ სამების სახელით?გულმავიწყები არიან მოციქულები?

აი ამის განმარტებაც.
კარგად მოვუსმინოთsmile.gif
კიდევ ერთხელ ნათლობის შესახებ
იეჰოვას მოწმეები უარყოფენ ყოვლადწმინდა სამების-მამის,ძისა და სულიწმინდის სახელით სამგზის შთაფლვით ნათლობას.და ასწავლიან,რომ ნათლობა უნდა სრულდებოდეს იესო ქრისტეს სახელითა და ერთგზის შთაფლვით.თავიანთი ცრუ სწავლების დასადასტურებლად მოჰყავთ შემდეგი მუხლები წმ.წერილიდან:საქ.2,38;8,16;10,48;19,5;Iკორ.1,13.

მათ საპასუხოდ შეიძლება ითქვას შემდეგი:
1)თუ სექტანტებისეული განმარტებით გავიგებთ მოყვანილ მუხლებს,გამოვა,რომ მოციქულები ეწინააღმდეგებოდნენ და არღვევდნენ იესო ქრისტეს მიერ მათთვის მიცემულ მცნებას:"წადით,მოიმოწაფეთ ყველა ხალხი,მონათლეთ ისინი მამის,ძისა და სულიწმინდის სახელით"(მათ.28,19)
2)თუ დავაკვიდებით მოყვანილი მუხლები შინაარსს დავინახავთ,რომ მოციქულები,რომელთაც მაცხოვარმა ამცნო მამის ძისა და სულიწმინდის სახელით მონათვლა ხახალმოქცეულთა. ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისა და აღმსრულებლების შესახებ ამბობენ შემდეგს"მოინათლეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით"(საქ.2,38)"მათ რომ ესმათ ამის შესახებ მოინათლნენ იესო ქრისტეს სახელით(საქ.19,5).თუ სექტანტისეული გაგებით გავიგებთ ამ მუხლებს,ანუ თითქოს საუბაი იყოს იმაზე,თუ როგორ უნდა შესრულდეს ნათლობის წესი,გამოვა,რომ მორწმუნენი არამარტო ქრისტეს სახელით ინათლებოდნენ,არამედ თვითონ ინათლავდნენ თავიანთ თავს,ანუ სიტყვა-მოინათლეთ.


რას ნიშნავს-სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმიდისათა?

წმინდა წერილში გამოთქმა "სახელითა" გარდა პირდაპირი მნიშვნელობისა,გამიყენება გადატანითი მნიშვნელობითაც,როგორც"სადიდებლად"(შეად.ფს.117,26)
კურთხეულ არს მომავალი სახელითა(ე.ი.სადიდებლად)უფლისათა"(მათ.21,9)(ასევე შეადარეზაქ.10,12).ასევე რუსულ ძველ აღთქმაში IIIმეფეთა10,1-შინათარგმნია,ოგორც"во имя господа",ის ქართულ ძველ აღთქმაში ნათარგმნია,როგორც"უფლის სადიდებელი".შესაბამისად,სექტანტების მიერ ზემოთ მოყვანილი მუხლებში საუბარია არათუ ნათლობის საიდუმლოს ფორმულაზე ან წესზე,არამედ ამქვეყნად მოსული მხსნელის -იესო ქრისტეს სადიდებლად ცოდვათაგან ნათლისღებით განწმენდაზე.(ხოლო რა სიტყვებს უნდა წამოსთქვამდნენ ნათლობისას,ეს თავად უფალმა ასწავლა თავის მოწაფეებს)

გაგრძძელება იქნებაsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 27 2011, 08:50 PM
პოსტი #600


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



leluashvili.giorgi

მაპატიე მაგრამ ჩემნაირი ობიექტური ადამიანისთვისაც სრული აბსურდია რაც ზემოთ წერია... მასე გამოვა კი არა მასე ვთვლი რომ არღვევდნენ, ან უბრალოდ არ იცოდნენ მაგ მოწოდების შესახებ... ერთხელ მანახე სად წერია რომ სამების სახელით ინათება ვინმე, აი ერთხელ მაინც...

ფაქტია, რომ საქმეებში ხდება მხოლოდ იესოს სახელით ნათლობა...

პავლე მოციქულიც წერს: "განა ვისი სახელით მოინათლეთ? იქნებ მე ვეცვი ჯვარს ან პეტრე?"

ბიბლიაში ნათლად ჩანს, რომ ნათლობა ხდება მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს სახელით...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

38 გვერდი V « < 28 29 30 31 32 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 07:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი