IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

38 გვერდი V « < 29 30 31 32 33 > »   
Closed TopicStart new topic
> იეჰოვას მოწმეები
George Leluashvili
პოსტი Mar 27 2011, 10:14 PM
პოსტი #601


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Otherguy
განა რასაც უფალი ამბობს,ის გასაგები არ უნდა იყოს ჩვენთვის?
ის გასაგებად ამბობს:"მონათლეთ ისინიმამის,ძისა და სულიწმინდის სახელით.უფლის სიტყვა კანონია!!!
რაც არ უნდა "დაუპირისპირო"ამ წესს,მაინც ვერაფერს შეცვლი,რადგან უფალი ყველასთვის გასაგონად ამბობს,როგორ უნდა მონათლონ მსურველები

სხვა ყველაფერი ზედა პოსტში დავწერე და გადაავლე თვალი...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 27 2011, 10:27 PM
პოსტი #602


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



leluashvili.giorgi

ჰო მაგრამ მოციქულებისთვის ნამდვილად არაა ეგ კანონი, მე ამის მჯერა... როცა გინდა გადატანით წერია და როცა გინდა ლიტურგიულად? ასე გინდა ლოგიკური აზროვნება? smile.gif)))


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 27 2011, 10:36 PM
პოსტი #603


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Otherguy
ციტატა
ფაქტია, რომ საქმეებში ხდება მხოლოდ იესოს სახელით ნათლობა...

"ყოველივეს,რასაც აკეთებთ,სიტყვით თუ საქმით,ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით(ე.ი.უფალ იესოს სადიდებლად,შეად."რათა იდიდებოდეს მერთი ყველაფერში იესო ქრისტეს მიერ"Iპეტრე 4,11)(კოლ.3,17)რათქმაუნდა ეს არ უარყოფს მამის,ძისა და სულიწმინდის დიდებას:ძეში და ძის მიერ იდიდა მამა სულიწმინდით:ძეს განადიდებს მამა(იოანე 8,54;17,5),ძეს განადიდებს სულიწმინდა(იოანე 16,14)ძეს განადიდებენ მოციქულები(ე.ი.ქრისტიანები)(იოანე17,10),ძის დიდებით იდიდება მამა(იოანე 17,1).ქრისტე ღებულობს დიდებას მამისაგან,როგორც ძე კაცისა(იოანე 13,31);ქრისტეს განდიდებით იდიდება ღმერთი-წმ.სამება(იოანე11,4;13,31)
ციტატა
ბიბლიაში ნათლად ჩანს, რომ ნათლობა ხდება მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს სახელით...

წმ.წერილის დაკვირვებით წაკითხვისას ცხადი ხდება,რომ ქრისტეს ამაღლებისა და სულთმოფენობის შემდეგ,მამის ,ძისა და სულიწმინდის სახელის მოხმობით ნათლავდნენ მოციქულები.ამას მოწმობსსაქმე მოციქულთაში მოთხრობილი ამბავი წმ.პავლე მოციქულის მიერ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეების მონათვლისა(საქ.19,1-5).
ამ მონათხობიდან ჩანს,რომ მოც.პავლესთვის მოსანათლთა მხრიდან სულიწმინდის არ ცოდნის ფაქტი მოწმობს ნათლობის არაქრისტიანულ ფორმაზე,ანუ ისინი არ იყვნენ მონათლულნი მამის,ძისა და სულიწმინდის სახელით,სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა არ სცოდნოდათ სულიწმინდა,სხვაგვარად არც ჰკითხავდა მოციქული,რომელი ფორმულით იყვნენ მონათლულნი.რაც ადასტურებს იმას,რომ თავად პავლე მოციქული,ყველას ვისაც კი ნათლავდა,ნათლავდა შესაბამისად უფლის მცნებისა:სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
"რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ"!


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 27 2011, 11:32 PM
პოსტი #604


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



leluashvili.giorgi

უფრო დიდი ასოებით თუ დაწერ უფრო ჭეშმარიტი იქნება... და მაგ ფრაზების თქმა მეც შემიძლია, ამიტომ თუ შეიძლება "ვისაც ყური აქვს ისმინოს"- ნუ მიწერ რა...

ფაქტია არსად არ წერია ბიბლიაში სამების სახელით ნათლობაზე... a075.gif გარდა იესოს მოწოდებისა მათეში...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 28 2011, 12:08 AM
პოსტი #605


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Otherguy
ციტატა
უფრო დიდი ასოებით თუ დაწერ უფრო ჭეშმარიტი იქნება... და მაგ ფრაზების თქმა მეც შემიძლია, ამიტომ თუ შეიძლება "ვისაც ყური აქვს ისმინოს"- ნუ მიწერ რა...

ვააა კაი ერთი,ბოდიშიც ხო არ მოგიხადო?თუ შენ უნდა გკითხო რა უნდა დავწერო დიდი ასოებით და რა არა?აბა ვერ გაიგე და...
ციტატა
ფაქტია არსად არ წერია ბიბლიაში სამების სახელით ნათლობაზე... გარდა იესოს მოწოდებისა მათეში...
"რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ"!!!


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beks777
პოსტი Mar 28 2011, 01:37 AM
პოსტი #606


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



Otherguy

მართლმადიდებლობისგან,ეკლესი
სგან და ზოგადად ქრისტიანობისგან ხარ ძაან შორს...

ღმერთმა გიშველოს!


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
One truth
პოსტი Mar 28 2011, 02:01 AM
პოსტი #607


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



ციტატა
ერთი ეს მითხარი კითხვაზე პასუხის გაცემა თუ შეგიძლია რომ დაგისვა???

დასვი შეკითხვა და თუ მეცოდინება პასუხი,გიპასუხებ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beks777
პოსტი Mar 28 2011, 02:04 AM
პოსტი #608


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



ოღონდ მიპასუხე ან ჰო ან არა.

კითხვა ასეთია :


როგორ ფიქრობ შენ და იაღოველებიც,არის თუ არა იესო ქრისტე ღვთის სიტყვა?


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
One truth
პოსტი Mar 28 2011, 02:14 AM
პოსტი #609


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



ციტატა(zatoichi @ Mar 23 2011, 11:27 PM) *

მაგ სიმართლით იარეთ თქვენ cool.gif

თუ სიმართლეს ეძებ,ღმერთმა აკურთხოს შენი მონდომება და კმაყოფილება მოგიტანოს იმის გაგებამ,რასაც ბიბლია გვასწავლის! smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beks777
პოსტი Mar 28 2011, 02:17 AM
პოსტი #610


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



ციტატა
თუ სიმართლეს ეძებ,ღმერთმა აკურთხოს შენი მონდომება და კმაყოფილება მოგიტანოს იმის გაგებამ,რასაც ბიბლია გვასწავლის!



ანუ კითხვაზე არ იცი პასუხი ხო?ესეიგი არ შეგიძლია უპასუხო ამ კითხვას???

ელემენტარულ კითხვას გისვამ ელემენტარულს,ძაან პრიმიტიულს,და პასუხი არ გაქვს???


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beks777
პოსტი Mar 28 2011, 02:31 AM
პოსტი #611


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



იაღოველებო მთელი ქვეყნისა შეერთდით და მიპასუხეთ ამ ელემენტარულ და პრიმიტიულ შეკითხვაზე...

თუ რათქმაუნდა შეგიძლიათ რომელიმეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა

კითხვას კიდე გავიმეორებ რაც დაუსვი one truth

არის თუ არა იესო ქრისტე ღვთის სიტყვა???

პასუხი იყოს ჰო ან არა.თუ შეგიძლიათ რათქმაუნდა.






p.s. კითხვა ძალაინ პრიმიტიული და ელემენტარულია...


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
One truth
პოსტი Mar 28 2011, 02:33 AM
პოსტი #612


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



ციტატა(lasha_k @ Mar 20 2011, 01:58 PM) *

■გიორგი■
იქნებ შენ მაინც გამარკვიო, იესო ანგელოზია თუ არა? პოსტი 413, შენ როგორც ვხედავ კარგად ერკვევი მათ სწავლებაში და როდესაც მოწმეები ამბობენ მთავარანგელოზიაო მაში გამოდის ძე არის ანგელოზი ეგრე არ არის?

ღმერთმა ციურ სხეულებზე და დედამიწაზე ადრე,როგორც ბიბლია ამბობს_თავისი მსგავსი სულიერი ქმნილებები შექმნა.ეს ქმნილებები ღმერთივით უხილავები არიან.ბიბლია მათ ანგელოზებს უწოდებს.პირველი ანგელოზი განსაკუთრებული იყო.ის ღვთის პირმშო იყო და მამას სხვა ყველაფრის შექმნაში დაეხმარა.ეს იყო იესო ქრისტე.

იესო ქრისტე არის პირველი ანგელოზი.იგი არ არის ღმერთი.იესო ქრისტე თუ ღმერთია,როგორც ამას მართლმადიდებლური ეკლესია ასწავლის,მიჩნდება კითხვა:ღმერთი კვდება? იესო ქრისტე რატომ მოკვდა თუ ღმერთია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
One truth
პოსტი Mar 28 2011, 02:45 AM
პოსტი #613


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



ციტატა(beks777 @ Mar 28 2011, 02:31 AM) *

იაღოველებო მთელი ქვეყნისა შეერთდით და მიპასუხეთ ამ ელემენტარულ და პრიმიტიულ შეკითხვაზე...

თუ რათქმაუნდა შეგიძლიათ რომელიმეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა

კითხვას კიდე გავიმეორებ რაც დაუსვი one truth

არის თუ არა იესო ქრისტე ღვთის სიტყვა???

პასუხი იყოს ჰო ან არა.თუ შეგიძლიათ რათქმაუნდა.
p.s. კითხვა ძალაინ პრიმიტიული და ელემენტარულია...



პასუხი არის "ჰო".

იესოს ეწოდება "სიტყვა".იოანეს 1:14-ში ვკითხულობთ:"სიტყვა ხორცი გახდა და ჩვენ შორის დამკვიდრდა. ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, მამისგან მხოლოდშობილი ძის დიდება". ეს ნიშნავს იმას,რომ იესო ღვთის სიტყვებსა და მითითებებს გადასცემდა თავის მამის სხვა ძეებს,სულიერ ქმნილებებსა თუ ადამიანებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Mar 28 2011, 03:11 AM
პოსტი #614


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ისეთ ღმერთს რა ვუთხარი საკუთარი ქმნილების დასახმარები რომ გახდება


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beks777
პოსტი Mar 28 2011, 08:04 AM
პოსტი #615


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



ციტატა
პასუხი არის "ჰო"


. სწორედაც რო ჭეშმარიტება წარმოთქვი.შენივე პირით აღიარე ჭეშმარიტება რომ იესო ქრისტე არის ღვთის სიტყვა

ეხლა კი გადაშალე იოანეს სახარების 1 თავის 1 მუხლი და ამოიკითხე:

დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.


ეს წერია იმ ბიბლიაში რომლითაც ხელმძღვანელობთ თქვენ და "ანათლებთ" საზოადოებას...


მემგონი აქ ყველაფერი გაირკვა უკვე,შეფასება მკითხველისთვის მიმინდია...


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beks777
პოსტი Mar 28 2011, 08:21 AM
პოსტი #616


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



ციტატა
იესოს ეწოდება "სიტყვა".იოანეს 1:14-ში ვკითხულობთ:"სიტყვა ხორცი გახდა და ჩვენ შორის დამკვიდრდა. ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, მამისგან მხოლოდშობილი ძის დიდება". ეს ნიშნავს იმას,რომ იესო ღვთის სიტყვებსა და მითითებებს გადასცემდა თავის მამის სხვა ძეებს,სულიერ ქმნილებებსა თუ ადამიანებს.


ვის გულისხმობს უფალი ამ სიტყვებში:


1. მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა მოსპობისაგან (ფს. 106,20)
2. ვინც წარმოავლენს თავის სიტყვას დედამიწაზე(ფს. 147,4)
3. მოავლენს თავის სიტყვას და დაადნობს მათ,დაუბერავს თავის ქარს და გადმოდინდება წყალი(ფს. 147,7)
4. რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით.(2პეტ. 3,5)
5. რწმენით შევიცნობთ, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნენ საუკუნენი, და რომ ხილული უხილავისაგან იღებს დასაბამს.(ებრ. 11,3)
6. უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით,მთელი მისი საკრებულო(ფს. 32,6)
7. როგორც ხრწნადი კი არა, არამედ უხრწნელი თესლის - ღვთის ცოცხალი და წარუვალი სიტყვის მიერ ხელახლა შობილთ.(1პეტ.1,23)
8. სიტყვა მოუვლინა უფალმა იაკობს და გარდამოვიდა ისრაელზე. (ეს.9,7)
9. უფლის სიტყვამ გამობრძმედა იგი. (ფს.104,19)



შენ აღიარე უკვე და თქვი "ჰო" ეხლა კი ამბობ რომ ის ღვთის სიტყვებსა და მითითებებს გადმოსცემდაო...


შენი სიტყვები გამხელენ.ვერ ვხვდები მართლა როგორ გაქვთ ასე გონება დაბნელებული.

წაიკითხე წმინდა წერილის ეს სიტყვები და დარწმუნდი რომ იესო არის ღვთის სიტყვა,რაც შენ აღიარე უკვე...


კარგად წაიკითხე მუხლები ,მერე საკუთარ გონებაში დაფიქრდი თუ როგორ ეწინააღმდეგები საკუთარ თავს...


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 28 2011, 09:20 AM
პოსტი #617


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



One truth
ციტატა
იესო ქრისტე არის პირველი ანგელოზი.იგი არ არის ღმერთი.იესო ქრისტე თუ ღმერთია,როგორც ამას მართლმადიდებლური ეკლესია ასწავლის,მიჩნდება კითხვა:ღმერთი კვდება? იესო ქრისტე რატომ მოკვდა თუ ღმერთია?

აი ძმაო.ზუტად ეს ფაქტი გრჩებათ ხოლმე მოწმეებს თვალთახედვიდან.ის ფაქტი,რომიესო იყო სრული ღმერთ-კაცი.აი ეხლა ამის შესაბამის მუხლებს დავდებ ახალი აღთქმიდან.ჯერ ღვთაებრივ ბუნებას მივხედოთ:
იესო ქრისტე განკაცებული მხოლოდშობილი ძე(სიტყვა)მამისა მოციქულთათვის(ე.ი.ჩვენთვისაც)ჭეშმარიტი ღმერთია:
"უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი"(იოანე20,28);
"სიტყვა იყო ღმერთი"(იოანე1,1)
ღმერთი გამოჩნდა ხორცში"(Iტიმ.3,16)
"ხოლო ძისათვის იტყვის:ტახტი შენი ღმერთო"(ებრ.1,8)
"ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის,ქრისტე იესოს დიდებით განცხადებას"(ტიტე2,13)
"ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი"(Iოოანე5,20)
"ღმერთი ძლიერი,მარადისობის მამა"(ესაია9,6)



წმინდა წერილის მოწმობა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების შესახებ

"მასში დამკვიდრებყულ არს სავსება ღვთაებისა ხორციელად"(კოლ.2,9)
"ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარდა ააფერი შექმნილა,რაც კი შექმნილა"(იოანე1,3;მალ.5,2)
"ღმერთს საკუთარ მამად იხსენიებდა და თავს ღმერთს უტოლებდა"(იოანე5,18)
"ყვალამ სცეს პატივი ძეს,როგორც მამას სცემენ პატივს"(იოანე5,23)
"მე და მამა ერთი ვართ"(იოანე10,30)
"კაცი ხარ და ღმეთად ხდი შენს თავს"(იოანე10,33)
"ყველაფერი ჩემი შენია,და შენი კი ჩემი"(იოანე 17,19)
"მისით შეიქმნა ყოველი,რაც ზეცაში და მიწაზეა,ხილული და უხილავი...ყველაფერი მის მირ და "მისთვის არის შექმნილი.იგი არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას"(კოლ.1,16-17)
"რომელიც (იესო ქრისტე-მუხ.5) ღვთის ხატება იყო და ,მიტაცებად არ თვლიდა ღვთის თანასწორად ყოფნას,არამედ წარმოიცალიერა თვი და მიიღო მონის ხატება.გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა.დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე
"


წმინდა წერილი ასევე მოწმობს იესო ქრისტეს კაცობრივ ბუნებას

ტიროდა,შიოდა,იღლებოდა
მას ეწოდება ძე კაცისა და ძე ღვთისა,მას ეწოდება კაციც და ამავდროულად ღმერთიც


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
One truth
პოსტი Mar 28 2011, 09:34 AM
პოსტი #618


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



ციტატა
სწორედაც რო ჭეშმარიტება წარმოთქვი.შენივე პირით აღიარე ჭეშმარიტება


იეჰოვას მოწმეები ამას ქადაგებენ,რომ იესოს ეწოდება "სიტყვა".კი არ ვაღიარე,ის ვთქვი რასაც ბიბლია გვასწავლის სინამდვილეში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beks777
პოსტი Mar 28 2011, 09:46 AM
პოსტი #619


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



ციტატა
იეჰოვას მოწმეები ამას ქადაგებენ,რომ იესოს ეწოდება "სიტყვა".კი არ ვაღიარე,ის ვთქვი რასაც ბიბლია გვასწავლის სინამდვილეში.


შენ მე მაოცებ რა...

ვერ ხვდები საკუთარ თავს რომ ეწინააღმდეგები...

ამბობ რომ ღვთის სიტყვააო.ანუ ამბობ სრულ ჭეშმარიტებას იმას რაც წერია ბიბლიაში.

და ამავე დროს ამბობ ღმერთი არააო...

თუ ღვთის სიტყვაა ,აბა ღმერთი როგორ არაა ამაზე მიპასუხე...

რას ნიშნავს იოანეს 1 თავის 1 მუხლი:დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
???


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
One truth
პოსტი Mar 28 2011, 09:59 AM
პოსტი #620


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



ციტატა(beks777 @ Mar 28 2011, 08:04 AM) *

. სწორედაც რო ჭეშმარიტება წარმოთქვი.შენივე პირით აღიარე ჭეშმარიტება რომ იესო ქრისტე არის ღვთის სიტყვა

ეხლა კი გადაშალე იოანეს სახარების 1 თავის 1 მუხლი და ამოიკითხე:

დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.


ეს წერია იმ ბიბლიაში რომლითაც ხელმძღვანელობთ თქვენ და "ანათლებთ" საზოადოებას...
მემგონი აქ ყველაფერი გაირკვა უკვე,შეფასება მკითხველისთვის მიმინდია...



ეს ის ბიბლიური მუხლია,რომელიც ხშირად მოჰყავთ სამების მოძღვრების მხარდასაჭერად.მაგრამ განვიხილოთ,არის "სამება" ბიბლიური სწავლება იოანეს 1:1-დან გამომდინარე?

იოანეს 1:1-ში ნათქვამია:"დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი".ამავე თავში მოციქულმა იოანემ ნათლად დაგვანახა,რომ "სიტყვა" არის იესო(იოანე1:14).ვინაიდან "სიტყვას" ღმერთი ეწოდება,ზოგი ფიქრობს,რომ ძე და მამა ერთი და იგივე ღმერთია.

გაითვალისწინე,რომ ბიბლიის ეს ნაწილი ბერძნულ ენაზე დაიწერა.ბერძნულ ტექსტში ფრაზაში "სიტყვა იყო ღმერთთან" "ღმერთის" წინ განსაზღვრული არტიკლია,რაც იმაზე მიანიშნებს,რომ საუბარია ყოვლისშემძლე ღმერთზე,მამაზე.ხოლო ფრაზაში "სიტყვა იყო ღმერთი" "ღმერთის " წინ არ არის განსაზღვრული არტიკლი.ამის საფუძველზე ბიბლიის ზოგ თარგმანში ეს ფრაზა გვხვდება შემდეგნაირად: "ლოგოსი [სიტყვა] იყო ღვთაებრივი"(A New Translation of the Bible); "სიტყვა იყო ღმერთთან და იყო მისი მსგავსი" (The Translator's New Testament). მაშასადამე, "სიტყვა" არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი. მაგრამ "სიტყვას" იეჰოვას ქმნილებებს შორის მაღალი მდგომარეობა უკავია და ამიტომ ეწოდება ბიბლიაში "ღმერთი",რაც მის ძლიერებაზე მიუთითებს.

გამოიკვლიეთ ეს მუხლი ბერძნულ ენაზე და დააკვირდით არტიკლს სად არის დასმული და მერე დასკვნები თქვენთვის მომინდვია.თუ ვინმე არის ამ ფორუმზე ბერძნული ენის გრამატიკის მცოდნე,ვთხოვ დაამოწმოს.ქართულ ენაში არტიკლები არ გვაქვს. მაგალითად,ინგლისურ ენაში როცა არსებით სახელს ინდივიდუალური მნიშვნელობით ვხმარობთ,მის წინ განსაზღვრული არტიკლი "the" დაისმის,რომელიც გვიჩვენებს,რომ მხედველობაშია არა რომელიმე, არამედ გასაზღვრული საგანი,რომელიც სხვა მისი მსგავსი საგნებიდან განსხვავხება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

38 გვერდი V « < 29 30 31 32 33 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 07:07 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი