![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
One truth |
![]()
პოსტი
#641
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 3-March 11 წევრი № 10,590 ![]() |
ციტატა ბერძნულში სიტყვა ღვთაებრივი არის სულ სხვა სიტყვა "ქე ოჯ" leluashvili.giorgi თუ დაუკვირდები ჩემს ნაწერს,დაინახავ,რომ მე სიტყვა "ღვთაებრივი" ბერძნულ ენაზე არ მითარგმნია "ლოგოს"-ად. ბეძნულად "ლოგოსი"=ქართულად "სიტყვა" |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#642
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
■გიორგი■
ციტატა ახალ აღთქმაში როგორ წერია ეგ მუხლი (Iტიმ.3,16), ზემოთ უკვე დაგიწერე 631-ე პოსტში. გააჩნია შენ რომელი ახალი აღთქმა გიჭირავს,გამოცემა დაასახელე. მე ოთხნაირ ახალ აღთქმაში ვნახე და "ღმერთი" წერია."ღმერთის"მაგივრად როგოც შენ მაბობ"ის" რო ეწეროს,მაშინ კონტექსტის აზრი გაუგებარი რჩება,ვინ "ის"? ![]() ![]() ![]() One truth ციტატა იეჰოვას მოწმეები ღმერთზე არ ამბობენ,რომ ის მთავარანგელოზია.მთავარანგელოზი იესო ქრისტეა. მაგრები ხართ რა...ქრისტე ღმერთი არაა???მაშ რატო ეწოდება ღმერთი?ბიბლია არ ცნობს "მცირე და დიდ ღმერთებს". ციტატა "ატყდა ზეცაში ომი. მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს. იბრძოდნენ დრაკონი და მისი ანგელოზები,მაგრამ ვერ სძლია დრაკონმა და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ზეცაში.გადმოგდებულ იქნა დიდი დრაკონი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო, გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად იქნენ გადმოყრილნი" მერე ეს რა შუაშია?სრულიად უსაფუძვლოა იმის მტკიცება,რომ მთავარანგელოზი მიქაელი იესო ქრისტეა,ეს სრული სისულელე და ღვთის გმობაა. ციტატა "უფალი თვითონ ჩამოვა ზეციდან მბრძანებლური მოწოდებით, მთავარანგელოზის ხმითა". ამგვარად,იესოს ხმა მთავარანგელოზის ხმად არის მოხსენიებული. ამ მუხლის მიხედვით,მთავარანგელოზი მიქაელი იესო ქრისტეა. მასე ძველ აღთქმაში წერია,რო მოსეს სინას მთაზე რჯული ღმეთმა გადასცაო და ახალ აღთქმაში მოციქულები ამბობენ,რომ ანგელოზმა გადასცა რჯულიო. ქრისტეს ანგელოზი იმიტო,ეწოდება,რო თვითონ სიტყვა "ანგელოზი"-მაუწყებელს ნიშნავს და ქრისტეს მისიაც ეს იყრომ ეუწყებინა ჩვენთვის ღვთის სამეფოსა და ცათა სასუფევლის შესახებ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#643
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
ბერძნულში სიტყვა ღვთაებრივი არის სულ სხვა სიტყვა "ქე ოჯ" leluashvili.giorgi არასწორია რასაც წერ და უკვე მერამდენედ. ძველ-ბერძნუ ენაზე სიტყვა "ღვთაებრივი" არა "ქე ოჯ" როგორც შენ გგონია, არამედ " თეიონ " ( ბერძნულად: θεοῦ) არის. ![]() ციტატა გააჩნია შენ რომელი ახალი აღთქმა გიჭირავს,გამოცემა დაასახელე.მე ოთხნაირ ახალ აღთქმაში ვნახე და "ღმერთი" წერია." შენ როგორც ჩანს ახალი აღთქმის თარგმანებში ნახე. ![]() პოსტში რაც დაგიწერე, ბერძნულ ახალი აღთქმიდან დაგიწერე, საიდანაც მთარგმნელები ახალ აღთქმას თარგმანიან ხოლმე. შენ თარგმანში გინახია და მე კი თავად ბერძნულ ახალ აღთქმაში. თარგმანების ნაცვლად, ბერძნულ ახალ აღთქმას მიმართე ხოლმე და დარწმუნდები რომ Iტიმოთეს 3:16-ში ის წერია, რაც წინა პოსტში დაგიწერე. ![]() დანარჩენზე კამათი, უაზრო იქნება. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
davithet |
![]()
პოსტი
#644
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 ![]() |
ძალიან მაინტერესებ, ჩვენ ძველ ქართულ და ძველ მეგრულ ენებზე თუ რამე არსებობ სწორად ნათარგმნი ბიბლია, მე დიდად შევუდგებოდი სიტყვის მარაგის გამდიდრებაზე. სამწუხაროდ ძველი ქართული ენა არ ვიცი და წერა კითხვა კარგად ვიცი.
-------------------- [b]止まれ[/b]
|
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#645
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
■გიორგი■
ციტატა ძველ-ბერძნუ ენაზე სიტყვა "ღვთაებრივი" არა "ქე ოჯ" როგორც შენ გგონია, არამედ " თეიონ " ( ბერძნულად: θεοῦ) არის. ეს არაა ჩემი სიტყვები და ყურადღება თვითონ"სიტყვა იყო ღმერთზე" გაანახვილეთ,რაც დავწერე. ციტატა თარგმანების ნაცვლად, ბერძნულ ახალ აღთქმას მიმართე ხოლმე და დარწმუნდები რომ Iტიმოთეს 3:16-ში ის წერია, რაც წინა პოსტში დაგიწერე. კაი გასაგებია,მარა ვისზეა მანდ ლაპარაკი ვერ ხვდები? ![]() ციტატა დანარჩენზე კამათი, უაზრო იქნება. ამას რა მხრივ ამბობ,ეთანხმები,თუ?.. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#646
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
ციტატა ციტატა ბერძნულში სიტყვა ღვთაებრივი არის სულ სხვა სიტყვა "ქე ოჯ" leluashvili.giorgi ძველ-ბერძნუ ენაზე სიტყვა "ღვთაებრივი" არა "ქე ოჯ" როგორც შენ გგონია, არამედ " თეიონ " ( ბერძნულად: θεοῦ) არის. ეს არაა ჩემი სიტყვები leluashvili.giorgi 622-ე პოსტში გეწერა ეგ სიტყვები და როგორ არაა შენი სიტყვები? ![]() შენ თუ სხვისი ნათქვამი გაიმეორე, მაშინ იმ სხვას დაუწერია არასწორი და შენ კიდე გაგიმეორებია, მაგრამ ფაქტია რომ 622-ე პოსტში რაც გეწერა არასწორი გეწერა. ასე რომ მანამ რამეს დაწერ, შეამოწმე და ისე დაწერე ხოლმე. ![]() -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#647
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
■გიორგი■
ციტატა 622-ე პოსტში გეწერა ეგ სიტყვები და როგორ არაა შენი სიტყვები? "ჩემ სიტყვებში"-ჩემი გადმოთარგმნილი ვიგულისხმე ![]() ციტატა შენ თუ სხვისი ნათქვამი გაიმეორე, მაშინ იმ სხვას დაუწერია არასწორი და შენ კიდე გაგიმეორებია, მაგრამ ფაქტია ვრომ 622-ე პოსტში რაც გეწერა არასწორი გეწერა. ასე რომ მანამ რამეს დაწერ, შეამოწმე და ისე დაწერე ხოლმე. ვაა კაი ერთი ![]() ციტატა იოანეს სახარების ბერძნული ტექსტის ამ მუხლში"იყო ღმერთი"წარმოადგენს შედგენილ შემასმენელს და ამიტომ გრამატიკის საზოგადო კანონის მიხედვით,სიტყვე "ღმერთის"წინ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იდგეს არტიკლი(საპირისპირო შემთხვევაში გამოვიდოდა,რომ"სიტყვა"არის თავად ღმერთი მამა,ანუ თავად ის ღმერთი,რომელთანაც იგი-(ქრისტე)იყო)ახალ აღთქმაში მსგავსი მაგალითი სიტყვა"ღმერთი"-ს არტიკლის გარეშე ხმარებისა გვხვდება მამის მიმართაც.მაგ.რომ.1,7-ის ბერძნულ ტექსტში აი ეს გაითვალისწინეთ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
davithet |
![]()
პოსტი
#648
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 ![]() |
ერთი რამ მაქვს ძველ აღთქმაში დაბადებაში - არ არის გადათარგმნილი ენოქის წიგნი მეთუსელახის მიერ დაწერილი. საეჭვოა თუ, დაბადება მოსემ დაწერა, მაშინ ენოქის ისტორია , მეთუსელახი როგორ წერდა თავის მამის კარნახს? - აქ შეიძლება არაკანონიკურია.
იეჰოვას მოწმეებმა არ გაითვალისწინა - მიტოვებული ჰებრეიკული გრაგნილები და არც წმინდა მამებმაც. ენოქი აღწერს ისეთ რამეებ თან დაუჯერებელია. აი რა წერია ( ვხედავ მაღალ შენობას და ჩემ წინ ზემოდან ქვემოს კარი გაიღო, სანთლები იყო ენის აუწერელი ფერადი მნათობები და არ მავნო . ხმა მომესმა - ენოქ შემოდი. - მეც შევედი შიგ ოთახში და ვხედავ სანთლები მნათობებია და ვხედავ რომ პატარა ვარსკვლავ მნათობია და ანათებდა მთელ კუთხეს, მაგრამ არ იყო სითბური მნათობები. ოთახი გრილოდა. მოულოდნელად ცაში აღმოვჩნდი და მითხრა ღმერთმა- რას ხედავო- მეც ვუპასუხე დედამიწა თეთრს ღრუბლებშია ჰგავ როგორც .(აქ ვერ გავარკვიე.რა წერია)... და ცისარტყელაა მთელ დედამიწაზე .....აქ ვერ ვარკვევ რა წერია - ) და ა.შ. რა აზრის არიან წმინდა მამაოები და ან იეჰოვას მოწმეები ? მართალია ეხლანდელ ბიბლიაში არსად ჩანს ეს მონათხრობი . -------------------- [b]止まれ[/b]
|
lasha_k |
![]()
პოსტი
#649
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 ![]() |
davithet
როგორც ვხედავ მონდომებული ხარ ესა თუ ის წიგნი თარგმნო რუსული ენას თუ კარგად ფლობ შეგიძლია ენოქის წიგნი ქართულად თარგმნო? ისე ენოქის წიგნი არაკანონიკურია, მოწმეები არ ცნობენ მაგ წიგნს |
davithet |
![]()
პოსტი
#650
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 ![]() |
davithet როგორც ვხედავ მონდომებული ხარ ესა თუ ის წიგნი თარგმნო რუსული ენას თუ კარგად ფლობ შეგიძლია ენოქის წიგნი ქართულად თარგმნო? ისე ენოქის წიგნი არაკანონიკურია, მოწმეები არ ცნობენ მაგ წიგნს სამწუხაროდ რუსული ენა ძალიან კარგად არ ვიცი - დიდი სიამოვნების გადავთარგმნიდი - ქართულად. მე პირადად დამოუკიდებლად და ინტერესიანად ვიკვლევ ძველ ხელნაწერებ. პროფეციონალი არ ვარ როგორც დიდი ხალხი და განათლებულია. -------------------- [b]止まれ[/b]
|
davithet |
![]()
პოსტი
#651
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 ![]() |
ისე კი მე სხვა საიტს ვეძებდი და მივაწერე საძიებელში ინგლისურად church ანუ ეკლესიის სახელი. და აღმოვაჩინე ქართული საიტი church.ge - თან გავიფიქრე , განათლებულ და გონიერ ხალხთან მექნება კავშირი. აღმოჩნდა რომ ამ საიტზე სხვადასხვა აზროვნებიანი ადამიანები და ნაკითხია.
მეც დამაინტერესდა და შემოვედი. -------------------- [b]止まれ[/b]
|
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#652
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
სექტანტთა მორიგი მკრეხელობა
ბოლო დღეებში რასელისტთა (ე.წ. იეღოვას მოწმეთა) სექტის წარმომადგენლები თბილისის ქუჩებში ავრცელებენ 2 ფურცლიან პროპაგანდისტულ ბროშურას სათაურით: „ცნობა მთელი მსოფლიოსთვის: ცრუ რელიგიის აღსასრული ახლოსაა!“ სექტანტური ბროშურის შესავალში ნათქვამია: რა არის ცრუ რელიგია? გაღელვებთ ის ფაქტი, რომ რელიგიის სახელით უამრავი ბოროტება ხდება? უსამართლობად არ მიიჩნევთ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ღვთის მსახურებად აცხადებენ თავს, მხარს უჭერენ ომებს, ტერორიზმსა და კორუფციას? როგორც ჩანს, ბევრი პრობლემის სათავე სწორედ რელიგიაა... ცრუ რელიგიას ბოროტება გამოაქვს ნაყოფად, ისევე როგორც ცუდ ხეს - უვარგისი ნაყოფი“. შესავლიდანვე ჩანს, რომ რასელისტები ცდილობენ, გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს უარყოფითი წარმოდგენა შეუქმნან ტრადიციულ რელიგიებზე და ისინი ტერორიზმის, კორუფციის მხარდაჭერაში და ომის პროპაგანდაში დაადანაშაულონ. სინამდვილეში არც ერთი ტრადიციული მსოფლიო რელიგია (მათ შორის მართლმადიდებლობაც) არათუ მხარს უჭერს, არამედ, პირიქით - გმობს ტერორიზმს, სისხლისმღვრელ ომებს და კორუფციას. შესავლის შემდეგ იეღოველთა ბროშურის ანონიმი ავტორები აცხადებენ, რომ „ცრუ რელიგია ომსა და პოლიტიკაში ერევა, ცრუ სწავლებებს ავრცელებს და უზნეობას იწყნარებს“. „საუკუნეების მანძილზე ეკლესიები თანამშრომლობდნენ ქრისტიანული სამყაროს პოლიტიკურ ძალებთან“, - ნათქვამია იეღოველთა ჟურნალში „რა არის სიცოცხლის აზრი?“, ხოლო ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ წერს: „პოლიტიკურ ლიდერებთან დღესაც ბევრი რელიგიის წინამძღოლი ამყარებს ურთიერთობას“ (01.03.2003 წ.). ამ ციტატებიდან ისე ჩანს, თითქოს ხელისუფლებასთან და პოლიტიკოსებთან ნორმალური ურთიერთობა ბრალდება ან დანაშაული იყოს. მაგრამ თუ სექტანტები თავიანთ პოზიციას „უკომპრომისოდ“ იცავენ და ე.წ. „ამქვეყნიურ სატანურ მთავრობებთან“ ურთიერთობას კრძალავენ, მაშინ საინტერესოა, თავად იეღოველთა „ხელმძღვანელი კორპორაციის“ (აშშ) ლიდერებს რატომ არ ეკრძალებათ კუბის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წერილებისა და ბიბლიების გაგზავნა მათივე ხელმოწერით (იხ. „საგუშაგო კოშკი“, 15.05.1999 წ.) ან იეღოველთა ხელმძღვანელი კორპორაციის წევრებისათვის რატომ არ იკრძალებოდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან მიწერ-მოწერა (ჟურნალი „გამოიღვიძეთ 08.02.2002 წ.). თუკი იეღოველთა რელიგიურ ლიდერებს უფლება აქვთ, საჭიროებისამებრ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებასთან დაამყარონ კავშირი, რატომ არა აქვთ იგივეს უფლება იმავე ქვეყნის რელიგიათა წინამძღოლებს?! როგორც ჩანს, საკუთარი სექტის ინტერესებისთვის ასეთ „რელიგიურ კომპრომისზე“ წასვლა მათთვის მისაღებია, ხოლო სხვა რელიგიების წარმომადგენლებისთვის - მიუტევებელი ცოდვა! რელიგიათა „ცრუ სწავლებების“ მაგალითად სექტანტური პუბლიკაცია სულის უკვდავების შესახებ მოძღვრებას ასახელებს (იეღოველები სხვა მრავალ ერესთან ერთად სულის უკვდავებასაც უარყოფენ). „მრავალი რელიგია ამ სწავლებას იყენებს, რომ თავის მრევლს გარდაცვლილთა სულების ლოცვებში მოსახსენიებლად ფული გამოსტყუოს“, - ვკითხულობთ ბროშურაში. ეკლესია და სამღვდელოება კი იეღოველთა გამოცემაში ასეა დახასიათებული: „ეკლესიები ჰომოსექსუალისტებსა და ლესბოსელებს მღვდლებად ნიშნავენ და მთავრობას მოუწოდებენ, ერთი სქესის წარმომადგენლებს დაქორწინების უფლება მისცეს. მართალია, ზოგიერთი ეკლესია უზნეობას განსჯის, მაგრამ ამავე დროს ისეთ რელიგიურ წინამძღოლებს იწყნარებს, რომლებიც ბავშვებს აუპატიურებენ“ (!). აქვე ნათქვამია, რომ „ცრუ რელიგიას „მოჭრიან“ და გაანადგურებენ!“ ხოლო აპოკალიფსის მე-17 თავში მოხსენიებული მეძავი მთელი მსოფლიოს ყველა რელიგიის სიმბოლოა (!) - რაღა თქმა უნდა, თავად „იეღოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის გარდა. იმავე გვერდზე დაბეჭდილია მკრეხელური სურათი, სადაც აპოკალიფსში მოხსენიებული მეძავი და შვიდთავიანი, ათრქიანი მხეცია გამოსახული, რომელსაც ბრჭყალებიანი თათები ეკლესიების გუმბათებზე აქვს დადებული (!). განა ეს არ არის განსხვავებული რწმენის მიმდევართა მიმართ ფანატიზმისა და შეუწყნარებლობის გამოვლენა იეღოვას მოწმეთა მხრიდან? „ბელგიაში მცხოვრები 24 961 სამეფოს შესახებ მაუწყებელი (იგულისხმება „იეღოვას მოწმეები“) განუწყვეტლივ განიცდის გარეშეების მხრიდან შეუწყნარებლობას, წინასწარშექმნილი აზრის გამო წარმოქმნილი პრობლემების შედეგებსა და დისკრიმინაცია“ - წერს „იეღოვას მოწმეთა“ ოფიციალური ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ (01.01.2003 წ.), თუმცა იეღოველები ალბათ ვერ ამჩნევენ იმ შეუწყნარებლობასა და წინასწარშექმნილი აზრის გამო სხვადასხვა კონფესიების მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, რაც მუდმივად იღვრება თავად იეღოველთა გამოცემებიდან. ნათქვამის საილუსტრაციოდ მხოლოდ რამდენიმე ციტატას მოვიყვანთ რასელისტთა ჟურნალებიდან: „სამღვდელოება უარყოფს ღმერთს, უარყოფს რა მოიქცეს ზნეობრივი ნორმების თანახმად“ („საგუშაგო კოშკი“, 01.02.1994 წ.), რელიგიური წინამძღოლები „ნამდვილი ბოროტი, ცუდი ადამიანები არიან“ („ყველაზე დიდებული ადამიანი“, 1996 წ. 13 თ.), „სამღვდელოებას გენოციდში ედება ბრალი. მღვდლები ბავშვებს ხრწნიან, ეკლესია კი ხელს აფარებს მათ“ („იფხიზლეთ!“ 2004 წ.), „ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები... დაავადებულნი არიან სქესობრივი უზნეობით“ („საგუშაგო კოშკი“, 01.04.1991 წ.), „ქრისტიანული სამყარო და სხვა ცრუ რელიგიები იქნებიან სრულიად განადგურებულნი“ („საგუშაგო კოშკი“, 01.05.1997 წ.). ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია. „მე-20 საუკუნის განმავლობაში ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არაერთხელ შეულახავთ იეღოვას უამრავი მოწმის უფლებები“ - წერს „საგუშაგო კოშკი“ (01.03.2003 წ.). მაშინ, როდესაც იეღოველები ხშირად საუბრობენ საქართველოში რელიგიურ დევნა-შევიწროვებასა და შეუწყნარებლობაზე, საინტერესოა - განა შეუწყნარებლობის ნიშანი არ არის, როდესაც იეღოველთა ჟურნალში: „სასიხარულო სიცოცხლე მუდმივად დედამიწაზე“ (1992 წ.) - ღვთისმშობლის გამოსახულება წითელი ხაზითაა გადახაზული? განა შეუწყნარებლობისა და მეტიც - შეურაცხყოფის ნიშანი არ არის, როდესაც მათ ჟურნალში: „საგუშაგო კოშკი“ (01.05.1999 წ.) ქრისტიანულ ეკლესიებს, სხვა რელიგიებთან ერთად „მეძავთა დედა“ ეწოდება? განა მართლმადიდებელთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არ არის, როდესაც იეღოველები თავიანთ ჟურნალებში ადამიანებს არწმუნებდნენ, რომ ქრისტიანული სამყარო და სამღვდელოება ღმერთისა და ბიბლიის მტერია („რა არის სიცოცხლის აზრი?“ 1995 წ.) ან როდესაც იეღოველთა ჟურნალში „რას მოითხოვს ღმერთი თქვენგან?“ (1996 წ.) ყოვლადწმიდა სამების მკრეხელური კარიკატურა ქვეყნდება წარწერით: „ღმერთი არ არის სამება“ (!) და ა.შ. ზემოაღნიშნული ბროშურა ასევე აცხადებს, რომ „სწორედ ახლაა ცრუ რელიგიიდან გამოსვლის დრო!“ ამიტომაც „ახლა მოქმედების დროს! არ დააყოვნოთ, ცრუ რელიგიის აღსასრული ახლოსაა!“ - ასე გვმოძღვრავს სექტანტური გამოცემა. სინამდვილეში მათი სიტყვები ცრუწინასწარმეტყველური და ამაოა, რადგან რასელისტები თავიანთ გამოცემებში „ცრუ რელიგიის განადგურებისა“ და „ქვეყნიერების აღსასრულის“ თარიღებად 1914, 1918, 1920, 1925, 1960, 1975 წლებს ასახელებდნენ, თუმცა როგორც ყველამ ვიცით, მსგავსი არაფერი მომხდარა და იმედგაცრუების შემდეგ მრავალმა იეღოველმა სექტა დატოვა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რასელისტები არ ცნობენ და უარყოფენ ნებისმიერ მიწიერ ხელისუფლებას და ყველაფერს, რაც მასთანაა დაკავშირებული. მაგ. ჯარში სამსახურს, არჩევნებს, ფიცს, სახელმწიფო დაწესებულებებს, ეროვნული დროშის მიმართ პატივის მიგებას და ა.შ. ისინი ასწავლიან, რომ „მთელი მსოფლიოს მთავრობები ეშმაკის საკუთრებაა“ („ყველაზე დიდებული ადამიანი“ 1996 წ.) და „სატანა-ეშმაკი მართავს ყველა ამქვეყნიურ მთავრობას“ („სინამდვილეში ვინ მართავს ქვეყნიერებას?“), მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი უარს არ ამბობენ ამ „სატანური მთავრობებისგან“ რეგისტრაციასა და აღიარებაზე შეუზღუდავი საქმიანობისა და საგადასახადო შეღავათებისთვის. საყურადღებოა, რომ 1999 წლის დასაწყისში საფრანგეთში ამ სექტას ჩამოერთვა რელიგიური სტატუსი. საფრანგეთის ხელისუფლებამ დაავალდებულა სექტა გადაეხადათ გადასახადი, რომელიც დაერიცხათ უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში, რამაც 50 მლნ დოლარი შეადგინა. მანამდე სექტის საფრანგეთში არსებული მთელი ქონება დააყადაღეს. 2001 წლის ოქტომბრამდე რასელისტთა სექტა გაეროში რეგისტრირებული იყო, როგორც არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია „საგუშაგო კოშკი“. „იეღოვას მოწმეთა“ სექტა წლების მანძილზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გამუდმებით ბრალს სდებდა და მას „მსოფლიო ცრურელიგიის იმპერიად“ აცხადებდა (!). სექტის გამოცემებში გაერო მოიხსენიება, როგორც სიბილწე და ათრქიანი შავ-წითელი მხეცი, რომელიც სატანის ნების შემსრულებელია („საგუშაგო კოშკი“, 01.05.1999 წ.). 2001 წლის 12 ოქტომბერს სექტასთან დაკავშირებული სკანდალის გამო მათ მოეხსნათ არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი. გაეროს წარმომადგენელმა კი ამასთან დაკავშირებით აღნიშნა: „როგორც ჩანს, ჩვენ თითქმის არაფერი ვიცოდით „იეღოვას მოწმეების“ დამოკიდებულებაზე ჩვენს მიმართ, რაც საკმაოდ უცნაურია“. ამგვარად, სხვადასხვა სახელმწიფოებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიმართ რასელისტთა სექტის ასეთი დამოკიდებულება მის დესტრუქციულ ბუნებაზე მეტყველებს. P.S. დაბოლოს, ტერმინი „რასელისტები“ არ გახლავთ მართლმადიდებელთა მიერ მათთვის შერქმეული სახელწოდება. XX საუკუნის პირველ ნახევარში, ისინი „ბიბლიის მკვლევარებთან“ ერთად „რასელისტებისა“ და „რუგერფორდისტების“ სახელებით იყვნენ ცნობილნი (იხ. მათი გამოცემა „იეღოვას მოწმეები“ (1997 წ.). ტაშის დაკვრის ღირსები არიან! -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#653
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
ბოლო დღეებში რასელისტთა..... P.S. დაბოლოს, ტერმინი „რასელისტები“ არ გახლავთ მართლმადიდებელთა მიერ მათთვის შერქმეული სახელწოდება. XX საუკუნის პირველ ნახევარში, ისინი „ბიბლიის მკვლევარებთან“ ერთად „რასელისტებისა“ და „რუგერფორდისტების“ სახელებით იყვნენ ცნობილნი (იხ. მათი გამოცემა „იეღოვას მოწმეები“ (1997 წ.). ტაშის დაკვრის ღირსები არიან! leluashvili.giorgi მართლმადიდებლები, ან სხვები რას შეარქმევენ მათ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისევე როგორც მოწმეები ან კათოლიკები რას შეარქმევენ მართლმადიდებლებს. იეჰოვას მოწმეები, არასოდეს უწოდებდნენ თავის თავს რასელისტებს, რუტერფორსიტებს ან ვინმეს ისტებს. არ მოგბეზრდა მაინც ასეთი რაღაცეების წერა? ![]() ![]() -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
zatoichi |
![]()
პოსტი
#654
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 31-December 10 წევრი № 10,192 ![]() |
|
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#655
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
■გიორგი■
ციტატა იეჰოვას მოწმეები, არასოდეს უწოდებდნენ თავის თავს რასელისტებს, რუტერფორსიტებს ან ვინმეს ისტებს. არ მოგბეზრდა მაინც ასეთი რაღაცეების წერა? შენ კიდე აღარ მოგბეზრდა ჩემი ამდენი გაკრიტიკება?მე მგონი დავწერე ის წყარო,სადაც წერია,რო ისინი „ბიბლიის მკვლევარებთან“ ერთად „რასელისტებისა“ და „რუგერფორდისტების“ სახელებით იყვნენ ცნობილნი (იხ. მათი გამოცემა „იეღოვას მოწმეები“ (1997 წ.). ციტატა ზემოთ პოსტშიც ბევრი ისეთი რაღაცეები გიწერია, გამოხმაურებადაც კი არ ღირს. არ მიკვირს რო იეჰოველები არაფერს გწერენ. აი ასეთი გამოთქმები არ მიყვარს ხოლმე,ხალხო დაასახელეთ ხოლმე ის ადგილი,რაშიც არ მეთანხმებით და გავარჩიოთ,ვააააჰ. zatoichi ამის სრული ვერსია ბევრჯერ დავდე და მგონი არასვინ უყურებს http://gutani.ge/bzari.html -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#656
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
■გიორგი■ შენ კიდე აღარ მოგბეზრდა ჩემი ამდენი გაკრიტიკება?მე მგონი დავწერე ის წყარო,სადაც წერია,რო ისინი „ბიბლიის მკვლევარებთან“ ერთად „რასელისტებისა“ და „რუგერფორდისტების“ სახელებით იყვნენ ცნობილნი (იხ. მათი გამოცემა „იეღოვას მოწმეები“ (1997 წ.). leluashvili.giorgi მართლმადიდებლები, ან სხვები რას შეარქმევენ მათ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისევე როგორც მოწმეები ან კათოლიკები რას შეარქმევენ მართლმადიდებლებს. იეჰოვას მოწმეები, არასოდეს უწოდებდნენ თავის თავს რასელისტებს, რუტერფორდისტებს ან ვინმეს ისტებს. არ მოგბეზრდა მაინც ასეთი რაღაცეების წერა? ზემოთ პოსტშიც ბევრი ისეთი რაღაცეები გიწერია, გამოხმაურებადაც კი არ ღირს. არ მიკვირს რო იეჰოველები არაფერს გწერენ. პ.ს. ვითომ წყაროს რო მიუთითებ და წერ: (იხ. მათი გამოცემა „იეღოვას მოწმეები“ (1997 წ.). - ჯერ ერთი არც მაგ 1997 წლის გამოცემაში და არც სხვაგან, არ წერია რო თავის თავს რასელისტებს ან რუტერფორდისტებს უწოდებდნენ და საერთოდ, რა აზრი აქვს მოწმეებზე ან სხვებზე მოგონილი ამბებით თავის დაწყნარებას ვერ ვხვდები... -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#657
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
■გიორგი■
ციტატა ვითომ წყაროს რო მიუთითებ და წერ: (იხ. მათი გამოცემა „იეღოვას მოწმეები“ (1997 წ.). - ჯერ ერთი არც მაგ 1997 წლის გამოცემაში და არც სხვაგან, არ წერია რო თავის თავს რასელისტებს ან რუტერფორდისტებს უწოდებდნენ და საერთოდ, რა აზრი აქვს მოწმეებზე ან სხვებზე მოგონილი ამბებით თავის დაწყნარებას ვერ ვხვდები... შენ რა იცი,ნახე? ციტატა მართლმადიდებლები, ან სხვები რას შეარქმევენ მათ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისევე როგორც მოწმეები ან კათოლიკები რას შეარქმევენ მართლმადიდებლებს. იეჰოვას მოწმეები, არასოდეს უწოდებდნენ თავის თავს რასელისტებს, რუტერფორდისტებს ან ვინმეს ისტებს. არ მოგბეზრდა მაინც ასეთი რაღაცეების წერა? ზემოთ პოსტშიც ბევრი ისეთი რაღაცეები გიწერია, გამოხმაურებადაც კი არ ღირს. არ მიკვირს რო იეჰოველები არაფერს გწერენ. საერთოდ ეს ადგილი ამდენი ლაპარაკის ფასად რო არ ღირს ხვდები? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#658
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
■გიორგი■ შენ რა იცი,ნახე? leluashvili.giorgi ვიკითხე და მითხრეს. ამიტო გწერდი არ მოგბეზრდა მაინც ასეთი რაღაცეების და ამდენი ტყუილების წერათქვა? ![]() -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#659
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
■გიორგი■
ციტატა ვიკითხე და მითხრეს. ამიტო გწერდი არ მოგბეზრდა მაინც ასეთი რაღაცეების და ამდენი ტყუილების წერათქვა? ვარიანტი არაა!!! (იხ. მათი გამოცემა „იეღოვას მოწმეები“ (1997 წ.). -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#660
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
ციტატა ვითომ წყაროს რო მიუთითებ და წერ: (იხ. მათი გამოცემა „იეღოვას მოწმეები“ (1997 წ.). - ჯერ ერთი არც მაგ 1997 წლის გამოცემაში და არც სხვაგან, არ წერია რო თავის თავს რასელისტებს ან რუტერფორდისტებს უწოდებდნენ და საერთოდ, რა აზრი აქვს მოწმეებზე ან სხვებზე მოგონილი ამბებით თავის დაწყნარებას ვერ ვხვდები... ციტატა ციტატა შენ რა იცი,ნახე? ვიკითხე და მითხრეს. ამიტო გწერდი არ მოგბეზრდა მაინც ასეთი რაღაცეების და ამდენი ტყუილების წერათქვა?■გიორგი■ ვარიანტი არაა!!! (იხ. მათი გამოცემა „იეღოვას მოწმეები“ (1997 წ.). leluashvili.giorgi რატო არაა, რახანც შენ ამბობ? ![]() მარტო იმის წერა "ვარიანტი არაა!!!" - მე მართალი ვარო და ისინი ცდებიანო მასე არ გამოვა. გამიგევი? ![]() -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 02:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი