IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

38 გვერდი V « < 34 35 36 37 38 >  
Closed TopicStart new topic
> იეჰოვას მოწმეები
ikanosi
პოსტი Apr 5 2011, 07:40 PM
პოსტი #701


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



leluashvili.giorgi
რა იყო კაცო, თვალში კი არ აკლია მაგ ხალხს biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Apr 5 2011, 08:22 PM
პოსტი #702


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



leluashvili.giorgi

კაცო რაღაცაში მაგათ ვეთანხმები, რაღაცაში თქვენ, რაღაცაში სხვებს და ასე... smile.gif

1 იოანეს 5:20-ს ნუ მიაწერ იმას რაც არ წერია... მამა ღმერთს ეხება ეგ...

ისევე როგორც რომაელთა 9:5...

მეცნიერთა აზრით:"არ არსებობს არანაირი გრამატიკული წესი, რომელიც აკრძალავდა მაგ მუხლების ისეთნაირად წაკითხვას, რომელიც მხოლოდ მამა ღმერთს უწოდებს ღმერთს."


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Apr 5 2011, 09:03 PM
პოსტი #703


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



პირველ რიგში მადლობა მინდა მოვუხადო აფხაზს ამ თემის ხელახალი გახსნისთვის smile.gif

ეხლა იეჰოვას მოწმეებთან მავს კითხვა smile.gif ( ეხლა მოვიფიქრე smile.gif )

სახარების მუხლში (რომაელთა 9.5) ვკითხულობთ

მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული. ამინ.

იეჰოვას მოწმეები ამბობენ რომ იესო აღდგა და ამაღლდა სულიერად და არა ხორციელად

მაშ რას ნიშნავს პავლეს ეს სიტყვები? "ხორციელად მათგანაა ქრისტე" აქ თვალნათლივ ჩანს რომ ქრისტე ხორციელად არისო და არა სულიერადო

წარმატებებს გისურვებთ ამის ახსნაში smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 5 2011, 09:05 PM
პოსტი #704


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Otherguy
ციტატა
1 იოანეს 5:20-ს ნუ მიაწერ იმას რაც არ წერია... მამა ღმერთს ეხება ეგ...

"ისიც ვიცით,რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება,რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ მის ჭეშმარიტ ძეში,იესო ქრისტეში:ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე"(I იოანე 5,20)
ეს მუხლი შევადაროთ უფლის სიტყვებს:"მე ვარ გზა,ჭეშმარიტება და სიცოცხლე"
რას ნიშნავს "ჭეშმარიტება"?
ვიცით,რომ იესო არის ღმერთი და ამბობს:"მე ვარ...ჭეშმარიტება..."
ციტატა
ისევე როგორც რომაელთა 9:5...

და ამით რისი თქმა გინდა-ქრისტე არაა ღმერთი?(ამ მუხლიდან გამომდინარე)


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Apr 5 2011, 10:52 PM
პოსტი #705


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(leluashvili.giorgi @ Apr 5 2011, 09:05 PM) *

Otherguy

და ამით რისი თქმა გინდა-ქრისტე არაა ღმერთი?(ამ მუხლიდან გამომდინარე)


leluashvili.giorgi

ღმერთები ბევრია. მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთი ერთია და ეს არის მხოლოდ მამა ღმერთი და სხვა არავინ. უფალიც (ანუ ბატონიც) ბევრია, მაგრამ ჭეშმარიტი ბატონი (უფალი) ერთია და ეს არის ღვთის ძე.

ეს ასეა წმინდა მოციქულთა სწავლების თანახმად. Iკორინთ. 8:5,6.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 5 2011, 11:50 PM
პოსტი #706


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



■გიორგი■
ციტატა
ღმერთები ბევრია.

რაააა??? blink.gif blink.gif blink.gif ეს რა თქვი?
"ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან"(ფს.)
კიდე ერთხელ ვიმეორებ:ბიბლია არ ცნობს "დიდ"და"მცირე"ღმერთებს.
თუ ქრისტე არაა ჭეშმარიტი ღმერთი,რა გამოდის ის ცრუ ღმერთია?(ღმერთმა მოგვიტევოს)
ციტატა
უფალიც (ანუ ბატონიც) ბევრია,

უფალი,იგივე ბატონი,სუ სხვა რამეა,მაგრამ ღმერთი?
"ღმერთები"რასაც ნიშნავს,მგონი დავით წინასწარმეტყველი კარგად განმარტავს.

მიპასუხეთ რას ნიშნავს"მე ვარ გზა,ჭეშმარიტება და სიცოცხლე"
გაიხსენეთ თომა მოციქულის სიტყვები"უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი"-უფალი ღმერთი მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს ეწოდება და როგორც იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთ ბროშურაში წავიკითხე,ისინი ასე განმარტავენ,რო თომამ ამ დროს არ იცოდა რას ამბობდაო,სიხარულის გამო ვერ მიხვდა რა თქვაო.მაგრამ მაშინ უფალს უნდა უარ-ეყო თომას ეს მოწმობა,მაგრამ ის ამბობს:"შენ მიხილე და მირწმუნე,ნეტარ არიან ,რომელთაც არ ვუხილავარ და სწამთ"
კიდე ვიმეორებ:უფალი ღმერთი გამოყენებულია მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთის მიმართებაში და ამის შესაბამის მუხლებს დავდებ თუ საჭირო იქნება და თუ მოითხოვთ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Apr 6 2011, 12:14 AM
პოსტი #707


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(leluashvili.giorgi @ Apr 5 2011, 11:50 PM) *

■გიორგი■
ციტატა
ღმერთები ბევრია


რაააა??? blink.gif blink.gif blink.gif ეს რა თქვი?

leluashvili.giorgi


"არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი გინა თუ ცათა შინა, გინა თუ ქუეყანასა ზედა, ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ".

ციტატა
კიდე ერთხელ ვიმეორებ:ბიბლია არ ცნობს "დიდ"და"მცირე"ღმერთებს.

ეს საერთოდ არაფერ შუაშია იმასთან, რაც მე დაგიწერე.

ციტატა
თუ ქრისტე არაა ჭეშმარიტი ღმერთი,რა გამოდის ის ცრუ ღმერთია?

წმინდა წერილში იესოს ღმერთი ეწოდება [იოანე 1:1] და ამას ვერავინ ვერ უარყოფს. წმინდა წერილში ღვთის მსახურ ანგელოზებსაც ეწოდებათ ღმერთები [ფსალმ. 81:6] და ამასაც ვერავინ ვერ უარყოფს! ახლა მიპასუხე, ღვთის მსახური ანგელოზები ცრუ ღმერთები არიან??? blink.gif blink.gif blink.gif დაფიქრდი ახლა. მარტო ის ხო არაა იკამათო და თავი დაიმშვიდო. დაუფიქრდი რასაც გწერ...


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Apr 6 2011, 08:26 AM
პოსტი #708


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(lasha_k @ Apr 5 2011, 09:03 PM) *

პირველ რიგში მადლობა მინდა მოვუხადო აფხაზს ამ თემის ხელახალი გახსნისთვის smile.gif

ეხლა იეჰოვას მოწმეებთან მავს კითხვა smile.gif ( ეხლა მოვიფიქრე smile.gif )

სახარების მუხლში (რომაელთა 9.5) ვკითხულობთ

მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული. ამინ.

იეჰოვას მოწმეები ამბობენ რომ იესო აღდგა და ამაღლდა სულიერად და არა ხორციელად

მაშ რას ნიშნავს პავლეს ეს სიტყვები? "ხორციელად მათგანაა ქრისტე" აქ თვალნათლივ ჩანს რომ ქრისტე ხორციელად არისო და არა სულიერადო

წარმატებებს გისურვებთ ამის ახსნაში smile.gif


ბერძნულში წაიკითხე ბერძნულში, ქართულით რატომ მსჯელობ? biggrin.gif და ნუ იცი ეს ორი სიტყვის დანახვა "ხორციელად" და "ამაღლებული" და შეერთება, სულ სხვა აზრია... "ყველაფერზე ამაღლებული" ნიშნავს "ყველაფერზე აღმატებულ"-ს და არა "ცაში ამაღლებულ"-ს...

ციტატა(leluashvili.giorgi @ Apr 5 2011, 09:05 PM) *

Otherguy

"ისიც ვიცით,რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება,რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ მის ჭეშმარიტ ძეში,იესო ქრისტეში:ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე"(I იოანე 5,20)
ეს მუხლი შევადაროთ უფლის სიტყვებს:"მე ვარ გზა,ჭეშმარიტება და სიცოცხლე"
რას ნიშნავს "ჭეშმარიტება"?
ვიცით,რომ იესო არის ღმერთი და ამბობს:"მე ვარ...ჭეშმარიტება..."
და ამით რისი თქმა გინდა-ქრისტე არაა ღმერთი?(ამ მუხლიდან გამომდინარე)


ორივე არასწორად არის გაგებული... ქართული თარგმანი იძლევა ილუზიას, რომ ეხება იესოს მაგრამ თავისუფლად შეიძლება გაგება ისე, რომ "ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი" ეხება "მის ძეს"-ს... ანუ მამას...

რომაელთა 9:5-შიც ასეა, გრამატიკულად სხვანაირად შეიძლება წავიკითხოთ, ბერძნულში არ იყო სასვენი ნისნები...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 6 2011, 08:53 AM
პოსტი #709


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



■გიორგი■
ციტატა
"არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი გინა თუ ცათა შინა, გინა თუ ქუეყანასა ზედა, ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ".

სახელ-დებული სატანაცაა ღმერთად,მაგრამ გარჩევა ხო უნდა შეგვეძლოს?
ციტატა
ეს საერთოდ არაფერ შუაშია იმასთან, რაც მე დაგიწერე.

რა შუაშია და იმ შუაშია,რომ იესო ქრისტეს ღმერთი ეწოდება(ანუ ღმერთია)და თქვენ იგი მამაზე დაქვემდევარებულად მიგაჩნიათ.ანუ რა გამოდის?ქრისტე არის "მცირე" ღმერთი და მამა უზენაესი?
ციტატა
წმინდა წერილში ღვთის მსახურ ანგელოზებსაც ეწოდებათ ღმერთები [ფსალმ. 81:6]

"მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი; ხოლო თქუენ, ვითარცა კაცნი, მოსწყდებით და, ვითარცა ერთი მთავართაგანი, დაეცემით. "(ფს.81,6)
შენი აზრით აქ ვისზეა ლაპარაკი?რას ნიშნავს "ძენი" და "მოსწყდებით"?
ციტატა
რომაელთა 9:5-შიც ასეა, გრამატიკულად სხვანაირად შეიძლება წავიკითხოთ, ბერძნულში არ იყო სასვენი ნისნები...

"მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული. ამინ"-აქ მამა ღმერთი არის სადმე ნახსენები?რატო არ უკვირდებით?
და სხვა მუხლებს როგორღა გადააკეთებთ,სადაც იესოს ნათლად ეწოდება ღმერთი?თქვენ მალე მთლიანი ბიბლიის შეცვლა მოგიწევთ იმდენს აკეთებთ,ჯერ იყო და იოანეს 1,1-ს განმარტავდით არასწორად და ეხლა კიდე ეს,მარა ყველა მუხლს,სადაც იესო ქრისტეს ღმერთი ეწოდება,მამას ხო ვერ მიაწერთ,ან ხო ვერ დააქვემდებარებთ?
მალე თქვენ მართლა იმდენს იზამთ,საკუთარი ბიბლია გექნებათ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Apr 6 2011, 09:48 AM
პოსტი #710


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



leluashvili.giorgi

პარალერული პასაჟები სადაც ღმერთს ეხება:

31. ღმერთმა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამამ, რომელიც კურთხეულია უკუნითი უკუნისამდე, იცის, რომ არ ვცრუობ. (2 კორინთელთა 11:31)

6. ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი და ყველაში დავანებული.(ეფესელთა 4:6)

შეაერთე ეს ორი და მიიღებ რომ მამა ღმერთზეა...

ხოლო რადგან ბერძნულში არ არსებობს მძიმე, მეცნიერთა დასკვნაა:

"არ არსებობს არანაირი გრამატიკული წესი რომლის მიხედვითაც არ შეგვეძლო წაგვეკითხა როგორც: 'ქრისტე ხორცის მიხედვით. და ღმერთი რომელიც ყველაზე მაღლაა, კურთხეულ იყოს უკუნისამდე.'"

ანუ წერტილი და მერე.

იესო არსად არ იწოდება ბიბლიაში "კურთხეულ"-ად... მე არ მახსენდება...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Apr 6 2011, 10:12 AM
პოსტი #711


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



Otherguy


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Apr 6 2011, 10:25 AM
პოსტი #712


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



Otherguy
ციტატა
კაცო რაღაცაში მაგათ ვეთანხმები, რაღაცაში თქვენ, რაღაცაში სხვებს და ასე...


Otherguy განათლებული კაცი მგონიხარ და არ გეკადრება ასეთი მსჯელობა (მარტო ამ სიტყვებს არ ვგულისხმობ). იეჰოვას მოწმეები რომ ქრისტეს ღვთაებრიობას (შესაბამისად, წმ. სამების საიდუმლოს) რომ უარყოფენ არ ახალია, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საუკუნეები მოანდომა ქრისტოლოგიური საკითხების განხილვას სხვადასხვა მწვალებლობებთან ბრძოლაში. ვინმეს თუ ძალიან აინტერესებდა ეს საკითხი არ ჯობდა წაგვეკითხა წმმ. ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და სხვა მამათა შრომები?! რა საჭიროა ველოსიპედის ხელახლა გამოგონება?

პირველი მსოფლიო კრების საქმეებში ბრწყინვალედ არის აღწერილი კრების მამათა დავა არიანელ ფილოსოფოსთან, რომელსაც უმტკიცებენ ქრისტეს ღვთაებრიობას წმიდა წერილის მიხედვით (წმ. მამათა ეგზეგეტიკურ შრომებზე აღარაფერს ვამბობ). ვისაც ეს ცხადზე უცხადესი ჭეშმარიტება დღემდე საეჭვოდ აქვს, მან არ უნდა "იღვთისმეტყველოს".

იეჰოვას მოწმეები არიან პროვოკატორები, ამ ფორუმზეც ბევრი იეჰოველი პროვოკატორია (სულ ახლახან მთხოვეს და წავიკითხე ვინმე "პილატეს" "აღმოჩენები" მოციქულთა სამემკვიდრეო ჯაჭვის "წყვეტადობის" შესახებ. ეს თუ არ ვცდები ის "პილატეა", რომელიც რუსთავი 2-ს ფორუმზე "ცნობისმოყვარის", ფბ-ში კი "ქართველი გამალიელის" სახელით გამოდის. ერთი უსაქმური ვინმეა! მასთან საკმაოდ მძაფრი პოლემიკა გვქონდა 11-ე საუკუნის, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მომხდარ დიდ განხეთქილებასთან და მიქაელ კერულარიოსთან დაკავშირებით).

შენ, თუ თავს მართლმადიდებლად მიიჩნევ, ისეთ კარდინალურ საკითხში, როგორიც ქრისტეს ღვთაებრიობაა არ უნდა ცდებოდე, და ისეთ პრიმიტიულ და გამოთაყვანებულ სექტას, როგორიც იეჰოვიზმია, მხარს არ უნდა უჭერდე. წაიკითხე მამათა ნაშრომები და თუ განათლება და ღვთისმეტყველება გიყვარს მჯერა, რომ ღმრთის მადლით, თუ ეს გულწრფელად გსურს, მიხვდები რომ ქრისტე, ყოვლადწმიდა სამების მეორე იპოსტასი, - მარადიული ღმერთია, რომელიც ყოველთვის იყო მამასთან, რადგან მამა, ძე და სულიწმიდა განუყოფელია!

იმედი მაქვს ჩემს რჩევას დაუჯერებ და დავას არ დამიწყებ (თუ დამიწყებ და პრობლემა არ არის. გენაცვალოს ჩემი თავი biggrin.gif ).


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Apr 6 2011, 06:40 PM
პოსტი #713


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(One truth @ Apr 4 2011, 10:32 AM) *


ებრაელების პირველი თავი წაიკითხეთ მთლიანად და აქედან აუცილებლად მიხვდებით,რომ იესო ღმერთი არ არის.

One truth

ფაქტია რო იესოც, ადამიანებიც და ანგელოზებიც, "ღმერთად" იწოდებიან წმინდა წერილში, მაგრამ ისინი როგორც იესო, მამაზე დაქვემდებარებულნი არიან. იესოც მამის მორჩილი მსახურია. აქედან გამომდინარე იესოს მიმართ გამოყენებული წოდება "ღმერთი" პირობითია და არ უნდა იქნეს პირდაპირი გაგებით აღქმული, ისევე როგორც ანგელოზებზე და ადამიანებზე გამოიყენება წოდება "ღმერთი", თუმცა ღვთის ქმნილებათა შორის იესოს ყველაზე აღმატებული ადგილი უკავია სამყაროში და ეს ასეა, რადგან ღმერთმა ინება რომ მისი პიმშო ძე აემაღლებინა ყველა სხვა ქმნილებას შორის.

ციტატა
ჭეშმარიტი ღმერთი არის უზენაესი და არასოდეს არ იმკვიდრებს ანგელოზებზე აღმატებულ სახელს,თუ ღმერთია. თავის ქმნილებებზე აღმატებული სახელი როგორ უნდა დაიმკვიდროს ღმერთმა? ასე,რომ იესო ღმერთი არ არის.

გეთანხმები. ღმერთი ყოველთვის ყველაზე აღმატებული იყო, არის და იქნება.


leluashvili.giorgi

წინა პოსტში შეკითხვა დაგისვი და არ გიპასუხია. ნეტა რატომ?
ციტატა

წმინდა წერილში იესოს ღმერთი ეწოდება [იოანე 1:1] და ამას ვერავინ ვერ უარყოფს. წმინდა წერილში ღვთის მსახურ ანგელოზებსაც ეწოდებათ ღმერთები [ფსალმ. 81:6] და ამასაც ვერავინ ვერ უარყოფს! ახლა მიპასუხე, ღვთის მსახური ანგელოზები ცრუ ღმერთები არიან???


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Apr 6 2011, 08:20 PM
პოსტი #714


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



■გიორგი■
ციტატა
იესოც მამის მორჩილი მსახურია

დამანახე ბიბლიაში სად წერია ეს შენი ციტატა? როცა ასეთ რაღაცას წერ ბიბლიის მუხლიც უნდა მოაყოლო smile.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Apr 6 2011, 09:37 PM
პოსტი #715


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(lasha_k @ Apr 6 2011, 08:20 PM) *

■გიორგი■

ციტატა
ფაქტია რო იესოც, ადამიანებიც და ანგელოზებიც, "ღმერთად" იწოდებიან წმინდა წერილში, მაგრამ ისინი როგორც იესო, მამაზე დაქვემდებარებულნი არიან. იესოც მამის მორჩილი მსახურია. აქედან გამომდინარე იესოს მიმართ გამოყენებული წოდება "ღმერთი" პირობითია და არ უნდა იქნეს პირდაპირი გაგებით აღქმული, ისევე როგორც ანგელოზებზე და ადამიანებზე გამოიყენება წოდება "ღმერთი", თუმცა ღვთის ქმნილებათა შორის იესოს ყველაზე აღმატებული ადგილი უკავია სამყაროში და ეს ასეა, რადგან ღმერთმა ინება რომ მისი პიმშო ძე აემაღლებინა ყველა სხვა ქმნილებას შორის.


დამანახე ბიბლიაში სად წერია ეს შენი ციტატა? როცა ასეთ რაღაცას წერ ბიბლიის მუხლიც უნდა მოაყოლო smile.gif

lasha_k


"თუმცა ძე იყო, ტანჯვის გზით ისწავლა მორჩილება." - ებრ. 5:8. წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/ebraelta-5.htm

"ჩვენი მამების ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო". - საქმეები 3:13. წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/saqme-3.htm

მოვაყოლე ბიბლიური მუხლებიც.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 6 2011, 09:41 PM
პოსტი #716


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



■გიორგი■

ციტატა
თუმცა ღვთის ქმნილებათა შორის იესოს ყველაზე აღმატებული ადგილი უკავია სამყაროში და ეს ასეა, რადგან ღმერთმა ინება რომ მისი პიმშო ძე აემაღლებინა ყველა სხვა ქმნილებას შორის.


ეს საკითხი ლაშამ წამოჭრა და მეც მაინტერესებს თქვენი პასუხი. ამბობთ, რომ იესო პირველი ქმნილება და შესაბამსიად იწოდება პირმშო ქმნილებისა (თქვენი გაგებით ქმნილებათა შორის პირველი). მაგრამ აქვე ვკითხულობთ, რომ მას ეწოდება "მხოლოდშობილი" (მაგ. იოანე 1,14). სიტყვები "პირველი" და "მხოლოდ" რომ განსხვავდება ერთმანეთისგან ფაქტია. მაშ როგორაა ქრისტე მხოლოდშობილიც (რაც არ გულისხმობს სხვა შობილს) და როგორაა ამავე დროს პირველი ქმნილება, რასაც სხვა ქმნილებაც უნდა მოედევნოს, რადგან ის მაშინ პირველი არ იქნება?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Apr 6 2011, 09:51 PM
პოსტი #717


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



afxazi

ჯერ 508-ე და 511-ე პოსტზე მიპასუხე.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 6 2011, 09:57 PM
პოსტი #718


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



■გიორგი■

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რეები ახსოვს. თუ მოვიცალე დავასკანერებ და მოგაწვდი შესავალს. ისე კი ისტორიის სახელმწიფო არქივი რომაა იმის გვერდით არის ბიბლიის მთარგმნელთა საზოგადოება და შეგიძლია იკითხო. თუ ვერ მოახერხებ და მე მოვახერხე დასკანერება ხომ კარგი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Apr 6 2011, 10:02 PM
პოსტი #719


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(afxazi @ Apr 6 2011, 09:57 PM) *

■გიორგი■

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რეები ახსოვს. თუ მოვიცალე დავასკანერებ და მოგაწვდი შესავალს. ისე კი ისტორიის სახელმწიფო არქივი რომაა იმის გვერდით არის ბიბლიის მთარგმნელთა საზოგადოება და შეგიძლია იკითხო. თუ ვერ მოახერხებ და მე მოვახერხე დასკანერება ხომ კარგი.

afxazi

დასკანერება არ მითხოვია. მაგდენს რაფერ შეგაწუხებ. შენ ამბობდი წმინდა გიორგი მთაწმინდელის ქართული ახალი აღთქმა ბერძნული ახალი აღთქმის სამეცნიერო გამოცემას შევადარეთო და ზუსტი აღმოჩნდაო. ბერძნული ახალი აღთქმის რომელ სამეცნიერო გამოცემას შეადარეთ ის დამიწერე და შევეცდები თვითონ მოვიძიო. თუ ვერ მოვიძიებ, მერე შეგაწუხებ დამისკანერეთქვა. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 6 2011, 10:04 PM
პოსტი #720


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



■გიორგი■

ასე მშრალად არ გამოვა. მოდი ხვალე შესავალს სადაც წყაროებზეა საუბარი დავასკანერებ, შენი მეილი მომწერე და გამოგიგზავნი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

38 გვერდი V « < 34 35 36 37 38 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 03:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი