IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

13 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > »   
Reply to this topicStart new topic
> აპოკალიფსის ანუ გამოცხადების შესახებ
George Leluashvili
პოსტი Jan 9 2012, 11:26 PM
პოსტი #141


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



„ქრისტეს მეორედ მოსვლა ამ ქვეყნად... ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული... საყოველთაო აღდგომა მკვდრეთით და ყოველი ადამიანის წარდგომა ღვთის სამსჯავროზე... ყოველივე ამას, აი, უკვე ორი ათასი წელია მოელის ქრისტიანული კაცობრიობა, რადგან ღმერთის გარდა არავინ იცის, როდის მოხდება ეს. ზუსტი დრო არავინ უწყის, მაგრამ ნიშნები მეორედ მოსვლისა წმიდა სახარებაში მკაფიოდაა ჩამოთვლილი. ეს ნიშნებია: მიწისძვრები, სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები, ადამიანთა მასიური დაღუპვანი, შიმშილობანი, ომები და „ამბავნი ბრძოლათანი“, სისხლიანი ეთნოკონფლიქტები („და აღსდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა“) და სხვა. მაგრამ უმთავრესი ნიშანი მოახლოებული მეორედ მოსვლისა არის საყოველთაო ურწმუნოების გავრცელება და ამქვეყნად დიდი ქრისტემტყუარის - ანტიქრისტეს გამოჩენა, რომელიც თავს ჭეშმარიტ მესიად, ამსოფლად მოვლენილ ღმერთად გამოაცხადებს, თითქმის მთელს დედამიწაზე გაბატონდება, მრავალ ურწმუნო თუ მცირედ მორწმუნე ადამიანს შეაცდენს და კაცობრიობის დიდ ნაწილს დაღუპავს. მისი გამოჩენა მოხდება შვიდი წლით ადრე ქვეყნის დასასრულამდე და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე...“

„თუ იცი რაიმე ანტიქრისტეს შესახებ, მოყვასსაც აუწყე!“ (წმ. კირილე იერუსალიმელი)


IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 9 2012, 11:41 PM
პოსტი #142


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



აპოკალიფსის ოთხი მხედარი



ახალი აღთქმის ბოლო წიგნი “იოანეს გამოცხადება” დაწვრილებით აღწერს, თუ რა მოხდება მაშინ, როცა იესო ახსნის 7 ბეჭედს იმ წიგნს, რომელიც მამისგან მიიღო. პირველი 4 ბეჭდის ახსნისას გამოვლენ მხედრები – თითო ბეჭედზე თითო – და მათი გამოჩენა იქნება მეორედ მოსვლის მომასწავებელი.

იმის მიუხედავად, რომ ამ მხედრებს უწოდებენ ომს, შიმშილს, ეპიდემიასა და სიკვდილს, ბიბლიაში მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის სახელი წერია – სიკვდილი. დანარჩენი სამის სახელწოდებები ბიბლიის სხვადასხვა სახის განმარტებების შემდეგ დამკვიდრდა. მათი თანმიმდევრობა ასეთია: თეთრი ცხენი, წითელი (მეწამული) ცხენი, შავი ცხენი და ჩალისფერი (მწვანე) ცხენი. ეს ადგილი ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და იდუმალებით მოცული მონაკვეთია.

თეთრი ცხენი

1. კვლავ ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი შვიდ ბეჭედთაგანი, და მომესმა ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთის მგრგვინავი ხმა: მოდი!
2. და, აჰა, თეთრი ცხენი, და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი, რომელსაც მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა მძლეველი, რათა სძლიოს.

(იოანეს გამოცხადება, თავი VI)


თეთრი მხედარი გამოხატავს ყალბ მშვიდობას, რადგან მას მშვილდი უჭირავს და გვირგვინი ადგას. ის ცრუ რელიგიის სიმბოლოა. ზოგიერთი მკვლევარი და ქრისტიანული განხრა უფრო შორსაც მიდის და ამბობს, რომ ეს მხედარი იგივე ანტიქრისტეა. თეთრმა მხედარმა უნდა დაიპყროს და დაიმორჩილოს ყველაფერი დედამიწის ზურგზე, გააჩენს შინაომებს.

იმის მიუხედავად, რომ ეს მხედარი მშვილდოსანია, ისრები არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროს მბრძანებელი იარაღისა და ძალის გამოყენების გარეშე გახდება. ამის გამო ზოგიერთი სწავლული მიიჩნევს, რომ ის შეიძლება ანტიქრისტე კიარა, პირიქით უფალი იესოა. ასევე არის მოსაზრება სულიწმინდაზეც. თუმცა ეს აზრები უმცირესობაშია მოქცეული. გამოცხადების მე-19 თავში აღწერილი იესოც თეთრ ცხენზე ზის, მაგრამ მას ბევრი გვირგვინი აქვს და აღწერილობითაც განსხვავდება.

წითელი ცხენი

3. და როცა ახსნა მეორე ბეჭედი, მომესმა ხმა მეორე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი!
4. გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი, და მასზე მჯდომს მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს: და მიეცა მას მახვილი დიდი.

(იოანეს გამოცხადება, თავი VI)


მას უწოდებენ ომს, წითელი ფერი სისხლსა და ბრძოლას გამოხატავს. ზოგ თარგმანში ცეცხლოვანი ან ალისფერი ეწოდება. ამ მხედრის გამოჩენა ნგრევისა და კატასტროფების მომასწავებელია. ხელში მახვილი უჭირავს და სადაც ფეხს დაადგამს, უბედურებას მიიტანს. პირველი მხედრისგან განსხვავებით, წითელი ერებსა და სახელმწიფოებს დააპირისპირებს ერთმანეთთან. შეიძლება გააღვივოს შუღლი რელიგიებს შორისაც.

შავი ცხენი

5. და როცა ახსნა მესამე ბეჭედი, მომესმა ხმა მესამე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! გავიხედე და, აჰა, შავი ცხენი, და მასზე მჯდომს ხელთ ეპყრა სასწორი.
6. და მომესმა ხმა ოთხ ცხოველს შორის, რომელმაც თქვა: საწყაო პური დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ღვინოსა და ზეთს ნუ ავნებ.

(იოანეს გამოცხადება, თავი VI)


პოპულარულ ენაზე შიმშილი ჰქვია. შავი ფერი უნაყოფობისა და გაჭირვების სიმბოლოა. მისი გამოჩენით გავრცელდება თაღლითური ვაჭრობები და მასიური შიმშილობა. მეექვსე მუხლი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ პურისა და ქერის ფასი აიწევს და საშოვნად ძნელი გახდება, ღვინო და ზეთი კი უცვლელად დარჩება. ამის ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ შიმშილისა და კალიების მასიური შემოსევის დროს ყველაზე დიდ ზარალს მარცვლეულის ნათესები იღებენ, ვაზი და ზეთისხილი კი შედარებით უვნებელი რჩება. სხვა ვერსიით, ზეთი და ღვინო იესოს უკავშირდება, ანუ მისდამი ერთგულების შენარჩუნების სიმბოლოა.

ჩალისფერი ცხენი

7. და როცა ახსნა მეოთხე ბეჭედი, მომესმა ხმა მეოთხე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი!
8. შევხედე და, აჰა, ჩალისფერი ცხენი, ხოლო სახელი მისი მხედრისა – სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოსდევდა მხედარს და მიეცა მას ხელმწიფება მეოთხედზე დედამიწისა, რათა მუსრი გაავლოს მახვილითა და შიმშილით, სიკვდილითა და მიწიერ მხეცთა პირით.

(იოანეს გამოცხადება, თავი VI)



უძველეს ბერძნულ მანუსკრიპტებში ფერის აღმნიშვნელი სიტყვა არის χλωρός (ქლოროს), რაც მწვანეს ნიშნავს. უფრო ფართო მნიშვნელობით ეს სიტყვა აღნიშნავს ავადმყოფურ, ფერმიხდილ მწვანეს, რომელიც დაავადებულ, დასუსტებულ ადამიანს აქვს სახეზე, ასევე გარდაცვლილსაც. სხვა ენებში სიტყვა “მწვანე” არ გამოხატავს იგივე აზრს, ამიტომ ავტორიტეტულ თარგმანებში ძირითადად ფერმკრთალი ან ნაცრისფერი წერია (თუმცა წმინდა გიორგი მთაწმინდელის თარგმანში ‘მწვანედ’ არის ნათარგმნი).

მეოთხე და უკანასკნელი მხედარი ბიბლიაში იწოდება სიკვდილად, ასევე ცნობილია, როგორც ‘ფერმკრთალი’. სიკვდილის გარდა, უწოდებენ ჭირსა და ეპიდემიას, რაც ალტერნატიული თარგმანებიდან გავრცელდა (მაგალითად, იერუსალიმის ბიბლია). ამ მხედარს მოაქვს მასიური სენი. ხელში არაფერი უჭირავს, თუმცა უკან ჯოჯოხეთი მოჰყვება, რაც მასშტაბური სიკვდილიანობის მოახლოებას მოასწავებს. ზოგიერთ ილუსტრაციაზე ცელი უჭირავს სიკვდილთან ასოცირების გამო, ზოგზე კი მახვილი. იშვიათად მას მიიჩნევდნენ უკვდავად, ანუ წინამორბედებისგან განსხვავებით, მისი მეფობა თითქოს სამუდამო იქნებოდა. თუმცა ქრისტიანი სწავლულები ამ აზრს ეწინააღმდეგებიან.

4 მხედარი ბიბლიის სხვა მონაკვეთებში

მხედრებზე ხილვა ჰქონდა ზაქარია წინაწარმეტყველსაც, ძველი აღთქმის პერსონაჟს:

1. კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, ოთხი ეტლი, ორ მთას შორის გამომავალი; მთები კი სპილენძისა იყო.
2. პირველ ეტლში წითელი ცხენები იყო, მეორე ეტლში შავი ცხენები;
3. მესამე ეტლში თეთრი ცხენები, მეოთხე ეტლში ამლაყები, ნისლისფერნი.
4. ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მლაპარაკობდა: რა არის-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო?
5. მომიგო ანგელოზმა და მითხრა: ცის ოთხი სულია ესენი, იმ ადგილიდან გამომავალნი, სადაც მთელი ქვეყნის უფლის წინაშე დგანან.
6. მათგან შავი ცხენები ჩრდილოეთის ქვეყნისკენ არიან გამოსულნი, თეთრები მათ უკან გამოვიდნენ და ამლაყები სამხრეთის ქვეყნისკენ მიდიან.
7. ნისლისფერნი გამოვიდნენ და ქვეყნის შემოვლა მოინდომეს. უთხრა: წადით, მოიარეთ ქვეყანა! და მოიარეს ქვეყანა.
8. დამიყვირა და ასე და ელაპარაკა: შეხედე, ჩრდილოეთის ქვეყნისკენ გასულებმა დააცხრეს ჩემი სული ჩრდილოეთის ქვეყანაში.


( ძველი აღთქმა, წიგნი ზაქარია წინასწარმეტყველისა, თავი VI)


განსხვავებული მოსაზრებები

პრეტერისტული მოსაზრებები იოანეს გამოცხადებას მიაწერს პირველ საუკუნეში მომხდარ მოვლენებს. ამ ვერსიით, აპოკალიფსური წინასწარმეტყველებები უკვე ახდა. მაგალითად, თეთრ ცხენს უკავშირებენ პართიელებს: პართიულ იმპერიას მშვილდოსანთა გაწვრთნილი არმია ჰყავდა და ისინი უპირატესობას თეთრ ცხენებს ანიჭებდნენ. თეთრი ცხენოსნის გამარჯვება კი შეიძლება პართიელების მიერ რომაელებზე ძლევას მიანიშნებდეს.

უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში, ანუ მორმონებში მიიჩნევა, რომ 7 ბეჭდის ახსნა მიანიშნებს აზიის ისტორიის განსაკუთრებულ ათასწლოვან პერიოდებზე. პირველი ბეჭდის ახსნა არის ძვ.წ. 4000-3000 წლები, ხოლო მხედარი თეთრ ცხენზე იგივე ღმერთია. “დაპყრობა” კი ზნეობრივ გამარჯვებას ნიშნავს და არა პირდაპირი მნიშვნელობით გაბატონებას. მეორე ბეჭდის ახსნა არის ნოეს პერიოდი, ძვ.წ. 3000-2000 წლები. მესამე მხედრის გამოჩენა აბრაამის პერიოდია, ძვ.წ. 2000-1000 წლები, ხოლო ბოლო – ძვ.წ. 1000-0 წლები იესოს მოლოდინისა და შობის პერიოდი. მორმონების ვერსიით, თითოეულ პერიოდში მძვინვარებდა ის, რასაც მხედრებს უწოდებენ: ომი, შიმშილი, ავადმყოფობები და სიკვდილი.

არსებობს პარალელებიც უახლოეს ისტორიასთან მიმართებაში. წითელი მხედარი კომუნიზმის ანალოგიად მიიჩნევა, შავი კაპიტალიზმისა, მწვანე კი ისლამის აღზევებასთან ასოცირდება.

არის ვერსიაც, რომ ეს მხედრები მთავარანგელოზები არიან: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და ურიელი.

IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Sep 29 2012, 03:43 PM
პოსტი #143


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



გამარჯობათ smile.gif

ერთი კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ ამიხსნათ

გამოცხადების 19 თავში იოანე ანგელოზის ფერხთით ეცემა და თაყვანს სცემს .....ანგელოზი ეუბნება ნუ იზამ მაგასო მხოლოდ ღმერთს ეცი თაყვანიო .....მიუხედავად იმისა ანგელოზის გაფრთხილებისა გამოცხადების 22 -ე თავში იოანე კვლავ იგივს იმეორებს

სიმართლე გითხრათ უცნაურად მეჩვენება ეს ყველაფერი ...ანგელოზი ეუბნება არ ქნაო და იოანე მაინც აკეთებს

თქვენ რას იტყვით? იქნებ დამეხმაროთ ამ მუხლის სწორად განმარტებაში

ლელუაშვილის და აფხაზის პოსტები მაინტერესებს ძაან smile.gif...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Sep 29 2012, 10:31 PM
პოსტი #144


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ქრისტე უკვე მოვიდა 1914 წელს უხილავად და ეს მხოლოდ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა იეჰოვას მოწმეებმა შენიშნეს . ძველად სანამ უფალი წარღვნას მოავლენდა Qვეყნად ბრძანა რომ _ მუდამ არ მოუთმენს ჩემი გული ადამიანს რადგან ბოროტია მისი ზრახვანი მუდამ, ამიტომ იყოს მისი ხანი 120 წელი !!! ანუ 120 წელში ქვეყნიერებას წარღვნა წალეკავდა . ნოეს უფალმა 7 დღით ადრე გაუმხილა ეს. შვიდი სისრულის ნიშანია! მოდით ახლა გამოვთვალოთ სამყაროს აღსასრულის თარიღი 1914 წელს მივუმატოთ 120 წელი და მივიღოთ 2034 წელი , მაგრამ მათეს სახარების 24 თავში უფალი იესო ქრისტე ბრძანებს რომ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები: აქ კონკრეტულად დღეებზე არ უნდა იყოს საუბარი არამედ უფრო წლებზე, თუ ჩვენ ეზეკიელის 4:6 ვნახავთ ალბათ ამგვარად დავასკვნით ! მაშ ასე 2034 წელს გამოვაკლოთ 7 წელი =2027 წელი ეს არის დაახლოებითი თარიღი სამყაროს აღსასრულისა , მაგრამ ეს საცდურია და ამგვარი გამოთვლები არაა სწორი! საინტერესო აგრეთვე ისაა რომ როდესაც ათი ქალწული ნეფეს უნდა შეეგებოს სალამპრეებით იქ აღნიშნულია რომ უფალს აგვიანდება მოსვლა და ის შუაღამით მოდის, ანუ ეს იქნება კაცობრიობის Yველაზე შავბნელი პერიოდი, როცა სინათლე ანუ უფალი იესო ქრისტე მტლიანად ჩაქრება ყველა ადამიანის გულში: აი სწორედ მაშინ მოვა უფალი! არავინ შეგაცდინოთ , ყოველი დღე მიიჩნიე ულის მოსვლიდ დგედ და მუდამ მზად იყავი! იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ბოლო ჟამის ეკლესია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Sep 29 2012, 10:35 PM
პოსტი #145


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
ქრისტე უკვე მოვიდა 1914 წელს უხილავად და ეს მხოლოდ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა იეჰოვას მოწმეებმა შენიშნეს .

მხოლოდ biggrin.gif biggrin.gif

ეჰ ერო ჩემო, როსღა გეღირსოს შენ გაღვიძება IPB-ს სურათი


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 29 2012, 11:05 PM
პოსტი #146


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ქრისტე უკვე მოვიდა 1914 წელს უხილავად და ეს მხოლოდ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა იეჰოვას მოწმეებმა შენიშნეს .

არიქა, მეორედ მოსვლა და დიდი სასამართლო გამომრჩა? biggrin.gif

რა ვქნა შენი კვნესამე, მეცინება laugh.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Sep 29 2012, 11:13 PM
პოსტი #147


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(ქევანა @ Sep 29 2012, 11:05 PM) *

არიქა, მეორედ მოსვლა და დიდი სასამართლო გამომრჩა? biggrin.gif

რა ვქნა შენი კვნესამე, მეცინება laugh.gif

blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Sep 29 2012, 11:47 PM
პოსტი #148


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



ციტატა
გამოცხადების 19 თავში იოანე ანგელოზის ფერხთით ეცემა და თაყვანს სცემს .....ანგელოზი ეუბნება ნუ იზამ მაგასო მხოლოდ ღმერთს ეცი თაყვანიო .....მიუხედავად იმისა ანგელოზის გაფრთხილებისა გამოცხადების 22 -ე თავში იოანე კვლავ იგივს იმეორებს სიმართლე გითხრათ უცნაურად მეჩვენება ეს ყველაფერი ...ანგელოზი ეუბნება არ ქნაო და იოანე მაინც აკეთებს თქვენ რას იტყვით? იქნებ დამეხმაროთ ამ მუხლის სწორად განმარტებაში ...


ამაზე არავის ააქვს რომ ახსნან ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 30 2012, 10:22 PM
პოსტი #149


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ამაზე არავის ააქვს რომ ახსნან ?

არ ვყავი ფორუმზე...
ახლა გადავხედავ რა კითხვაა აბა...

ციტატა
ქრისტე უკვე მოვიდა 1914 წელს უხილავად და ეს მხოლოდ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა იეჰოვას მოწმეებმა შენიშნეს .

უჰ შენ შემოგევლე!:D
მარა როგორი რაღაცაა იცით?
აი ღმერთმა დაახლოებით 18 საუკუნე უყურა როგორ იტანჯებოდა კაცვობრიობა, როგორ იღუპებოდა და.ა.შ. და მხოლოდ ამის შემდეგ მოუვლინა მხსნელი-რასელი!
biggrin.gif

(ნუ ასეთ არასერიოზულ რაღაცეებზე არაფერს ვიტყვი.ვნახოთ ლაშა რას გვეკითხებოდა)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Oct 1 2012, 09:18 PM
პოსტი #150


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა(lasha_k @ Sep 29 2012, 04:43 PM) *

გამარჯობათ smile.gif

ერთი კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ ამიხსნათ

გამოცხადების 19 თავში იოანე ანგელოზის ფერხთით ეცემა და თაყვანს სცემს .....ანგელოზი ეუბნება ნუ იზამ მაგასო მხოლოდ ღმერთს ეცი თაყვანიო .....მიუხედავად იმისა ანგელოზის გაფრთხილებისა გამოცხადების 22 -ე თავში იოანე კვლავ იგივს იმეორებს

სიმართლე გითხრათ უცნაურად მეჩვენება ეს ყველაფერი ...ანგელოზი ეუბნება არ ქნაო და იოანე მაინც აკეთებს

თქვენ რას იტყვით? იქნებ დამეხმაროთ ამ მუხლის სწორად განმარტებაში

ლელუაშვილის და აფხაზის პოსტები მაინტერესებს ძაან smile.gif...

ლელუაშვილს პირადად რომ მისწერო თუ მისი აზრი გაინტერესებს.. და"ბან'ილია ..

მე არ მეჩვენება უცნაურად, ვფიქრობ ამ ადგილზე იეღოველები ამბობენ რომ ეს თაყვანისცემის აკრძალვაა..
იოანემ რჯული ზედმიწევნით იცოდა და არ ჩაიდენდა იმას რაც იკრძალება, მითუმეტეს მეორედ..
ეს არ არის აკრძალვა არამედ თავმდაბლობა,ანგელოზები თუ წმინდანები დამოკიდებულება ყოველთვის ასეთია. ხშირად გამოხატული კიდეც. თუნდაც მოციქულების თაყვანისცემას რომ ცდილობს ხალხი, ისინიც ამტკიცებენ რომ დიდება შვენის მხოლოდ ღმერთს ..
რადგან არ არის აკრძალვა, შესაბამისად არც დარღვევაა იოანეს მხირდან, რადგან ბიბლიაში უამრავი ადგილია თაყვანისცემის შემთხვევის
შორიდან დაინახეს იგი იერიხონში მყოფმა წინასწარმეტყველებმა და თქვეს: ელიას სული გადმოვიდა ელისეზე. მიეგებნენ და მიწამდე თაყვანისცეს“ (4 მეფ. 2, 15).

„გზად იყო აბდია, რომ აჰა, ელია შემოეყარა, იცნო, დაეცა მის წინაშე და უთხრა: ნუთუ შენა ხარ, ჩემო ბატონო, ელია?“ (3 მეფ. 18, 7);

„მაშინ მიხვდა საული, რომ სამუელი იყო იგი, მიწად დაიხარა და თაყვანისცა“ (1 მეფ. 28, 14).

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Oct 1 2012, 09:35 PM
პოსტი #151


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა(esre ars cheshmariteba @ Sep 29 2012, 11:31 PM) *

ქრისტე უკვე მოვიდა 1914 წელს უხილავად და ეს მხოლოდ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა იეჰოვას მოწმეებმა შენიშნეს . ძველად სანამ უფალი წარღვნას მოავლენდა Qვეყნად ბრძანა რომ _ მუდამ არ მოუთმენს ჩემი გული ადამიანს რადგან ბოროტია მისი ზრახვანი მუდამ, ამიტომ იყოს მისი ხანი 120 წელი !!! ანუ 120 წელში ქვეყნიერებას წარღვნა წალეკავდა . ნოეს უფალმა 7 დღით ადრე გაუმხილა ეს. შვიდი სისრულის ნიშანია! მოდით ახლა გამოვთვალოთ სამყაროს აღსასრულის თარიღი 1914 წელს მივუმატოთ 120 წელი და მივიღოთ 2034 წელი , მაგრამ მათეს სახარების 24 თავში უფალი იესო ქრისტე ბრძანებს რომ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები: აქ კონკრეტულად დღეებზე არ უნდა იყოს საუბარი არამედ უფრო წლებზე, თუ ჩვენ ეზეკიელის 4:6 ვნახავთ ალბათ ამგვარად დავასკვნით ! მაშ ასე 2034 წელს გამოვაკლოთ 7 წელი =2027 წელი ეს არის დაახლოებითი თარიღი სამყაროს აღსასრულისა , მაგრამ ეს საცდურია და ამგვარი გამოთვლები არაა სწორი!

wacko.gif
თუ არაა სწორი რა საჭირო იყო ეს არითმეტიკა, კალკულატორით ვზივარ ფაქტიურად,..
უხილავად 1914 წელს მოსვლა რას ნიშნავს? ჭეშმარიტი ქრისტანებისთვის უხილავად ქრისტე 21 საუკუნე განუშორებლად მათთთანაა

ისე იეღოველებისთვის კიდევ უხილავად ალბათ მოვა მალე, ანუ 2012 რომ მივუმატოთ 3 -ქრისტე ხომ ამბობს მოულოდნელად მოვალო ე.ი. -3, გამოვაკლოთ 31 გავამრავლოთ 2ზე და გამოვაკლოთ 45 წელი და ორი თვე.. სადღაც ოთხშაფათს ხუთშაფათს..

მგონი ნერვული კვალობაზე გამოვამსმაილდი blink.gif blink.gif

კარგი რა კარგი გჯერა რასაც წერ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Oct 2 2012, 12:08 AM
პოსტი #152


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(A.V.M @ Sep 30 2012, 10:22 PM) *

არ ვყავი ფორუმზე...
ახლა გადავხედავ რა კითხვაა აბა...
უჰ შენ შემოგევლე!:D
მარა როგორი რაღაცაა იცით?
აი ღმერთმა დაახლოებით 18 საუკუნე უყურა როგორ იტანჯებოდა კაცვობრიობა, როგორ იღუპებოდა და.ა.შ. და მხოლოდ ამის შემდეგ მოუვლინა მხსნელი-რასელი!
biggrin.gif

(ნუ ასეთ არასერიოზულ რაღაცეებზე არაფერს ვიტყვი.ვნახოთ ლაშა რას გვეკითხებოდა)

აუფ ვიტომ გამაბათილა! laugh.gif შენ რამაგარი კაცი ხარ ეე! biggrin.gif ერთი გიოს ვეტყვი შენი თავი გამაცნოს! შენ შემოგევლე, აი არ გიცნობ და უკვე მიყვარხარ ძმა! smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 2 2012, 07:42 PM
პოსტი #153


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



esre ars cheshmariteba
რა უნდა გავაბათილო კაცო.ღმერთმა 18 საუკუნე გულგრილად უყურა კაცობრიობის ტანჯვას?biggrin.gif

გიოს მეც ვთხოვე გამაცნე მეთქი...



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Oct 2 2012, 08:31 PM
პოსტი #154


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ჩემი პოსტი წაიშალა თუ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 2 2012, 09:30 PM
პოსტი #155


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აკაკი
გეწერა თუ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Oct 2 2012, 10:28 PM
პოსტი #156


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(A.V.M @ Oct 2 2012, 07:42 PM) *

esre ars cheshmariteba
რა უნდა გავაბათილო კაცო.ღმერთმა 18 საუკუნე გულგრილად უყურა კაცობრიობის ტანჯვას?biggrin.gif

გიოს მეც ვთხოვე გამაცნე მეთქი...

და რა იცი რომ გულგრილად უყურა? blink.gif საერთოდ გესმის რას ნიშნავს 70 წლიანი ტყვეობა ბაბილონში ებრაელებისა? ან გესმის ის რამ ამ 70 წლიანი ტყვეობისას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა რომ არ არსებობდა და ეს რას განასახიერებს? ან ის თუ გესმის დიდი ბაბილონი რას განასახიერებს აპოკალიპსისში? თუ ეს არ გესმის მაშინ შენი კითხვა არაკორექტულია და უფრო მეტიც მკვახედ რომ ვთქვათ წმინდა წერილის უცოდინარობა! blink.gif . მაგრამ საკმაოდ ჩკვიანი ხარ და წმინდა წერილიც გესმის, ასე რომ ასეთი კითხვა აღარ დასვა მეორედ blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 3 2012, 12:25 AM
პოსტი #157


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



esre ars cheshmariteba
70 წელი სხვაა და 1800 წელი სხვა...

(ეგ დაახლოებით მორმონების სექტის ამბავს გავს.(მე პირადად არ მქონი ამათთან ჯერ შეხება,გიოსგან მაქვს ინფორმაცია) ,,ბნელი ხანის'' დადგომა , ,,დიდი უმეცრება'' და.ა.შ.)

ნუ ფაქტიურად ის , რასაც უკანასკნელ საუკუნეებში შექმნილი სექტები ამბობენ.ერთნაერი ხელწერა.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tedo881
პოსტი Oct 3 2012, 08:47 PM
პოსტი #158


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 8-May 12
წევრი № 12,332



ციტატა(esre ars cheshmariteba @ Sep 29 2012, 10:31 PM) *

ქრისტე უკვე მოვიდა 1914 წელს უხილავად და ეს მხოლოდ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა იეჰოვას მოწმეებმა შენიშნეს .

huh.gif კი მაგრამ თუკი უკვე ქრისტე უხილავად მოვიდა ასეთ მოსვლას რაღა აზრი ქონდა laugh.gif ან თუ მოვიდა სადაა?? ან საერთოდ როგორ შენიშნეს ეს მხოლოდ იეჰოვას მოწმეებმა laugh.gif თუა სადმე ნაწინასწარმეტყველები ქრისტეს უხილავად მოსვლა. laugh.gif

27. რადგან როგორც ელვა გამოჩნდება აღმოსავლეთიდან და ანათებს დასავლეთამდე, ასე იქნება მოსვლად ძისა კაცისა.

28. რადგან სადაც იქნება მძორი, იქ შეიკრიბებიან ორბები.

29. და მაშინვე, იმ დღეების გაჭირვების შემდეგ, მზე დაბნელდება, და მთვარე არ გამოსცემს თავის ნათელს, და ვარსკვლავები ჩამოცვივდება ზეციდან, და ცათა ძალები შეიძვრება.

30. და მაშინ გამოჩნდება ნიშანი ძისა კაცისა ცაზე, და მაშინ მოჰყვებიან გოდებას ყოველი ტომი ქვეყნისა და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ცის ღრუბლებზე მრავალი ძალითა და დიდებით.

31. და წარგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე. (მათე 24; 27-31)



სად ჩანს ამ სიტყვებში ქრისტეს უხილავი მოსვლა ???
g.gif g.gif g.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Oct 5 2012, 10:52 PM
პოსტი #159


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(tedo881 @ Oct 3 2012, 08:47 PM) *

huh.gif კი მაგრამ თუკი უკვე ქრისტე უხილავად მოვიდა ასეთ მოსვლას რაღა აზრი ქონდა laugh.gif ან თუ მოვიდა სადაა?? ან საერთოდ როგორ შენიშნეს ეს მხოლოდ იეჰოვას მოწმეებმა laugh.gif თუა სადმე ნაწინასწარმეტყველები ქრისტეს უხილავად მოსვლა. laugh.gif

27. რადგან როგორც ელვა გამოჩნდება აღმოსავლეთიდან და ანათებს დასავლეთამდე, ასე იქნება მოსვლად ძისა კაცისა.

28. რადგან სადაც იქნება მძორი, იქ შეიკრიბებიან ორბები.

29. და მაშინვე, იმ დღეების გაჭირვების შემდეგ, მზე დაბნელდება, და მთვარე არ გამოსცემს თავის ნათელს, და ვარსკვლავები ჩამოცვივდება ზეციდან, და ცათა ძალები შეიძვრება.

30. და მაშინ გამოჩნდება ნიშანი ძისა კაცისა ცაზე, და მაშინ მოჰყვებიან გოდებას ყოველი ტომი ქვეყნისა და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ცის ღრუბლებზე მრავალი ძალითა და დიდებით.

31. და წარგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე. (მათე 24; 27-31)

სად ჩანს ამ სიტყვებში ქრისტეს უხილავი მოსვლა ???
g.gif g.gif g.gif

1914 წელს იესო ქრისტე გამეფდა და უხილავად მოვიდა. მაგრამ ის სიტყვა რომელიც მოსვლად ითარგმნება ბერძნულად პაროუსია ნიშნავს გვერდით ყოფნას, ანუ თანდასწრებას. იგივე სიტყვას იყენებს პავლე მოციქული Fილიპელთა 2:12 და იქ საუბარია გვერდით ყოფნაზე და არ ყოფნაზე. იქ წასვლა მოსვლაზე არ საუბრობს პავლე. მოკლედ ბერძნული თუ არ იცი ვერ გაიგებ blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 5 2012, 11:37 PM
პოსტი #160


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



lasha_k
ციტატა
ლელუაშვილის და აფხაზის პოსტები მაინტერესებს ძაან ...

გამიხარდა ლაშა შენი დაბრუნება a075.gif

კვირას მოგცემ ამაზე პასუხს.

esre ars cheshmariteba
ციტატა
1914 წელს იესო ქრისტე გამეფდა და უხილავად მოვიდა. მაგრამ ის სიტყვა რომელიც მოსვლად ითარგმნება ბერძნულად პაროუსია ნიშნავს გვერდით ყოფნას, ანუ თანდასწრებას. იგივე სიტყვას იყენებს პავლე მოციქული Fილიპელთა 2:12 და იქ საუბარია გვერდით ყოფნაზე და არ ყოფნაზე. იქ წასვლა მოსვლაზე არ საუბრობს პავლე. მოკლედ ბერძნული თუ არ იცი ვერ გაიგებ

შმაგი რატომ წერ ისე, რომ ადამიანს აფიქრებინო, რომ იეჰოვას მოწმე ხარ?
თავადაც კარგად იცი და გითქვამს კიდეც ჩემთვის, რომ იეჰოვას მოწმეები არ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები.
ჯერ კიდევ სწორი მიმართულებით მიდიხარ და ნუ გადაუხვევ.

თემა, რომელიც შენ შემოიტანე ქრისტეს მეორედ მოსვლაზე, ეგეც მოწმეების ნაბოდვარია და თავადც კარგად ხვდები, რადგან ჩემთვისაც გითქვამს, რომ ეგ სწავლება ბოლომდე მიუღებელია, რადგან თავად უფალი და მოციქულებიც ნათლად მოწმობენ იმის შესახებ, რომ მეორედ მოსვლას ყველა ადამიანი ისე იხილავს, როგორც ცაზე ელვას ხედავენ და ყოველი ტომი, კარგად დაუკვირდი ყ ო ვ ე ლ ი ტომი დაიწყებს მოთქმას.

თუ ყველა ვერ იხილავს, მაშინ ყველა როგორღა დაიწყებს მოთქმა - გოდებას?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

13 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th July 2025 - 12:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი