IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვინ არიან დემონები?
starscream
პოსტი Jul 6 2011, 10:34 PM
პოსტი #81


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
შივაზე გკითხე...

ჰო ამასთან ერთად იყო შივა, თბილისის ფორუმზე თემაა რელიგია და ფილოსოფიაში დემონოლოგია და იქ უნდა წაკითხვა რა..


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 6 2011, 11:23 PM
პოსტი #82


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



starscream
შივა დემონის სახელი რაღაც არამგონია, მგონი შენ გერევა რაღაც...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Jul 6 2011, 11:25 PM
პოსტი #83


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(lasha_k @ Jul 6 2011, 08:38 PM) *

karpaki

კი გეთახმები ბულგაკოვი ფლობდა რაღაც რაღაცეებს

თუ გახსოვს ბულგაკოვის "ოსტსტი და მარგარიტა" აზაზელო რომ გადასცემს ჯადოსნურ საცხს ენუქის წიგნშიც გხვდება რომელიც ქალებს კოსმეტიკა ასწავლა smile.gif

Diax :)sainteresod aris.saertod genialuri nawarmoebia da chemi azrit informaciuladac datvirtuli.
Rac sheexeba satanis ierarqias.is saertod gmerts bazavs,amitom titqmis identuria ierarqia mastanac


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 6 2011, 11:29 PM
პოსტი #84


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



karpaki
ციტატა
Rac sheexeba satanis ierarqias.is saertod gmerts bazavs,amitom titqmis identuria ierarqia mastanac

კი, უბრალოდ ღმერთს უფრო მეტი მსახური ანგელოზი ყავს, ღმერთის მეუფება ზეციურია, სატანის კი-ამქვეყნიური.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Jul 6 2011, 11:43 PM
პოსტი #85


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Jul 7 2011, 12:29 AM) *

karpaki

კი, უბრალოდ ღმერთს უფრო მეტი მსახური ანგელოზი ყავს, ღმერთის მეუფება ზეციურია, სატანის კი-ამქვეყნიური.

Diax )


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Jul 7 2011, 09:53 AM
პოსტი #86


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
შივა დემონის სახელი რაღაც არამგონია, მგონი შენ გერევა რაღაც...

დემონის სახელი კი არ იყო იმ დემონს სხვა სახელი ერქვა მაგრამ ინდოელები ეძახიან შივას.. ნგრევის დემონი იყო


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 7 2011, 10:17 AM
პოსტი #87


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



starscream
ციტატა
დემონის სახელი კი არ იყო იმ დემონს სხვა სახელი ერქვა მაგრამ ინდოელები ეძახიან შივას.. ნგრევის დემონი იყო

კი,ოღონდ ნგრევის ნახევარღმერთია და ინდოელებიც ნახევარღმერთს უწოდებენ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Jul 7 2011, 10:25 AM
პოსტი #88


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
კი,ოღონდ ნგრევის ნახევარღმერთია და ინდოელებიც ნახევარღმერთს უწოდებენ.

ნაეხვარ ღმერთი თუ იყო არ ვიცოდი


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 7 2011, 10:40 AM
პოსტი #89


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



starscream
ჰო, იმათთვის ეგრეა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jul 7 2011, 04:46 PM
პოსტი #90


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



დემონური ძალები- ამაზე ბევრი სმენია - და სწორად რომ გადაითარგმნოთ- ჰაერის მპყრობელის ძალები-ო.
ჰა-ადამ-მონა ჰა-დემონ-ეჰ- მტვრისგან და ჰაერისგან ვიპყრობ-

მტვრისგან და ჰაერისგან ვიპყობ .(აქ. სხეულის და სუნთქვის ვარ არსება)
ძალა მიჭირავს ხელში უფლისა (აქ: ჩემი სულის უკვდავება ღვთის ხელშია)
მზეზე ძლიერია ღმერთი თვით მყრობელი (აქ: გავარვარებულზე მოქმედია თვით უკვდავება)
ვერადროს შემებრძოლება ჰაერის პყრობლები (აქ: დემონები).


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Jan 10 2012, 06:28 PM
პოსტი #91


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



კითხვა: რას ასწავლის მართლმადიდებლობა დემონთა შესახებ?
რა არის მათი დანიშნულება? აქვთ თუ არა სახელები?

თუ არის ბიბლიაში მათსა და უფალს, ან მათსა და მორწმუნეებს შორის ბრძოლა გადმოცემული?


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 10 2012, 06:44 PM
პოსტი #92


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Kanishtha-Adhikar
ციტატა
რას ასწავლის მართლმადიდებლობა დემონთა შესახებ?

საღვთო წერილის თანახმად ცოდვის საწყისი ეშმაკიდან მოდის. „რომელმან ქმნნეს ცოდვაი, იგი ეშმაკისაგან არს, რამეთუ დასაბამითგან ეშმაკი ცოდავს“ (I ინ. 3,8). სიტყვა „ეშმაკი“ ცილისმწამებელს (ბერძნ. διαβολος - ცილისწამება, მოტყუება) ნიშნავს. წმიდა წერილის მინიშნებათა ურთიერთშედარებით ვხედავთ, რომ ეს არის ბოროტებისკენ მიდრეკილი ერთ-ერთი გონიერი სული, ანგელოზი. მას, როგორც ყველა გონიერ არსებას, გააჩნდა თავისუფლება, რომელიც სიკეთეში სრულყოფისთვის მიეცა, მაგრამ „არ დარჩა ჭეშმარიტებაში“ და განუდგა ღმერთს. მაცხოვარმა მის შესახებ ბრძანა: „რამეთუ იგი კაცისმკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებას არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს იტყჳან ტყუვილსა თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს“ (ინ. 8,44). მას სხვა ანგელოზთა დაცემა მოჰყვა. იუდა მოციქულისა და პეტრე მოციქულის ეპისტოლეებში ვკითხულობთ ანგელოზებზე, რომლებმაც „არა დაიმარხნეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუტევნეს სამკჳდრებელი მათი“ (იუდ. 1,6: შდრ. 2 პეტ. 2,4).

რა მიზეზით მოხდა ცოდვით დაცემა ანგელოზთა სამყაროში? იმავე საღვთო გამოცხადებიდან ვასკვნით, რომ ამის მიზეზი ამპარტავნება იყო. „ცოდვის სათავე მზვაობაა“ - ამბობს ზირაქის ძე (ზირ. 10,13). პავლე მოციქული აფრთხილებს ტიმოთე მოციქულს, არ დაადგინოს ეპისკოპოსად ვინმე ახალმოქცეული და დასძენს: „რაჲთა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა“ (I ტიმ. 3,6).

ციტატა
თუ არის ბიბლიაში მათსა და უფალს, ან მათსა და მორწმუნეებს შორის ბრძოლა გადმოცემული?


ძველი აღთქმის გამოცხადებაში რამდენიმე ადგილას არის ნახსენები ბოროტ სულთა შესახებ. აი, ისინი: შესაქმის მესამე თავში ვკითხულობთ პირველ ადამიანთა შემაცდენლის, „გველის“ თაობაზე; იობის წიგნის პირველ თავში მოთხრობილია სატანას ქმედებებზე მართალის ცხოვრებაში; მეფეთა პირველი წიგნიდან ვიგებთ, რომ საულს „შეუხდა სული უკეთური“, როდესაც „სული უფლისა განეშორა“ (I მეფ. 16,14); ნეშტთა წიგნში წერია, რომ მეფე დავითმა მოისურვა, ჩაეტარებინა ხალხის აღწერა: „აღდგა შემასმენელი ეშმაკი იზრაელსა ზედა და აღძრა დავითი აღრაცხად იზრაელისა“ (I ნეშტ. 21,1): ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ იხილა მან მღვდელმთავარი იესუ, რომელსაც ეშმაკი უპირისპირდებოდა; წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ წერია: „შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოხდა“ (სიბრძნე სოლ. 2,24) და „უზორვიდეს იგინი ეშმაკთა და არა შესწირვიდეს ღმრთისა ღმერთთა მათ...“ (2 სჯ. 32,17).

ახალი აღთქმის გამოცხადებაში შეუდარებლად უფრო სრულად არის წარმოდგენილი სატანასა და მისი ანგელოზების ქმედებანი. იქიდან ვიგებთ, რომ სატანა და ბოროტი სულები გამუდმებით ითრევენ ადამიანებს ბოროტ საქმეებში. სატანა გაკადნიერდა და თავად უფალი იესო ქრისტე გამოსცადა უდაბნოში. ბოროტი სულები იჭრებიან ადამიანთა სულებში და სხეულშიც კი, რასაც ადასტურებს სახარებისეული ბევრი მოვლენა და მაცხოვრის სწავლება. ადამიანებში ბოროტ სულთა ჩასახლების შესახებ ვიცით მაცხოვრის მიერ ეშმაკეულთა განკურნების მრავალი მაგალითიდან. უკეთური სულები ერთგვარად ჩასაფრებულნი არიან, რათა დაუდევარნი ბოროტებაში ჩაითრიონ. „ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდა განვიდეს კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის. მაშინ თქუეს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ: და მო-რა-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდროს მუნ. და იქმნეს უკანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა“ (მთ. 12,43-45). საპყარი დედაკაცის განკურნების თაობაზე მაცხოვარმა სინაგოგას მთავარს უთხრა: „ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა, ესერა ათრვამეტი წელი არს: არა ჯერ-იყოა განხსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა?“ (ლკ. 13,16).

სატანასა და მის ანგელოზებს აეკრძალათ ზეციურ ნათელ სავანეებში მკვიდრობა. „ვხედვედ ეშმაკსა, ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა“ (ლკ. 10,18) - უთხრა მოწაფეებს მაცხოვარმა. ზეციური სამყაროდან გადმოგდებული ეშმაკი და მისი მსახურნი ცისქვეშეთში და დედამიწაზე ადამიანებს შორის მოქმედებენ და სამფლობელოდ თითქოს ჯოჯოხეთი და ქვესკნელი გაიხადეს. მოციქული მათ „ბნელსა მის ამის საწუთროჲს მთავრობებს, უფლებებსა და სოფლის განმგებლებს“ უწოდებს (ეფ. 6,12); ეშმაკს ჰაერში გამეფებულ თავადს ადარებს (ეფ. 2,2), მის მსახურთ, დაცემულ ანგელოზებს კი, ცისქვეშეთში უკეთურ სულებად იხსენიებს (ეფ. 6,12).
ციტატა
რა არის მათი დანიშნულება?

მათი დანიშნულებაა, რომ როგორმე მორმუნე ადამიანი დააცილონ უფალს; აცდუნონ, მართალი გზიდან შეაცდინონ.
ამისთვის ისინი უამრავ ხრიკებს მიმართავენ და ათასგვარ საშუალებებს ხმარობენ. პატრისტიკა სავსეა მათსა და წმინდა მამებს შორის ბრძოლაზე.
ციტატა
აქვთ თუ არა სახელები?

არაკანონიკურ წიგნებში, რომლებსაც მათლმადიდებლობა არ იწყნარებს (არ ვგულისხმობ ბიბლიაში შეტანილ არაკანონკურ წიგნებს), არის მოცემული მათი სახელები, ხოლო ქრისტიანობაში მხოლოდ ერთი, დემონთა მეფეს, ასე ვთქვათ "უმაღლეს იერარქს" biggrin.gif ლუციფერი ერქვა, როცა ანგელოზთა ხარისხში იყო, ხოლო დაცემის შემდეგ მრავალი სახელით აღინიშნება: წმიდა წერილი ბოროტ სულებს, აგრეთვე, „უწმიდურ სულებს“, „ბოროტების სულებს“, დემონებს, ეშმაკის ანგელოზებს, სატანის ანგელოზებს უწოდებს. ხოლო მათ მთავარს, ეშმაკს იხსენიებს სახელებით: „მაცდური“, „სატანა“, „ბელზებული“, „ბელიარი“, „ავსულთა თავადი“, „მთიები“ და სხვა. შესაქმის წიგნის მესამე თავი მოგვითხრობს, რომ ეშმაკმა მიიღო გველის სახე და პირველ ადამიანთა შეცდენისა და ცოდვით დაცემის მიზეზი შეიქნა. აპოკალიფსისში იგი მოხსენიებულია, როგორც „ვეშაპი... დიდი, გუელი დასაბამისაჲ“ (გამოცხ. 12,9).

თუმცა არა კამსაbiggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Jan 10 2012, 07:06 PM
პოსტი #93


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



GIORGI LELUASHVILI
მადლობა გიორგი ასეთი სრულყოფილი პასუხისთვის.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო მართლმადიდებლური ენის სილამაზე, რომ ყოველივე გარკვევით და გასაგებად არის ახსნილი.
(ვაიშნავი ვამბობ ამასsmile.gif )
ციტატა
სიტყვა „ეშმაკი“ ცილისმწამებელს (ბერძნ. διαβολος - ცილისწამება, მოტყუება) ნიშნავს.

ციტატა
მაცხოვარმა მის შესახებ ბრძანა: „რამეთუ იგი კაცისმკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებას არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს იტყჳან ტყუვილსა თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს“

ანუ დემონი ასოცირდება სიცრუესთან და ყოველივე მასთან, რაც არ არის ჭეშმარიტება. აგრეთვე ამპარტავნებასთან, ცრუ მეობასთან და საკუთარი პიროვნების არაჯანსაღ წარმოდგენებთან, რაც აქედან ჩანს:
ციტატა
რა მიზეზით მოხდა ცოდვით დაცემა ანგელოზთა სამყაროში? იმავე საღვთო გამოცხადებიდან ვასკვნით, რომ ამის მიზეზი ამპარტავნება იყო. „ცოდვის სათავე მზვაობაა“ - ამბობს ზირაქის ძე (ზირ. 10,13).

ციტატა
თუმცა არა კამსაbiggrin.gif

biggrin.gif
გასაგებია, რომ სატანასა და მის ანგელოზებს აეკრძალათ ზეციურ ნათელ სავანეებში მკვიდრობა და ჯოჯოხეთის ზუსტი ადგილმდებარეობა თუ არის ბიბლიაში მოცემული?


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 10 2012, 07:07 PM
პოსტი #94


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



Kanishtha-Adhikar
ციტატა
კითხვა: რას ასწავლის მართლმადიდებლობა დემონთა შესახებ?რა არის მათი დანიშნულება? აქვთ თუ არა სახელები?თუ არის ბიბლიაში მათსა და უფალს, ან მათსა და მორწმუნეებს შორის ბრძოლა გადმოცემული?


ქრისტიანობა დემონების შესახებ ასწავლის, რომ ეს არიან დაცემული ანგელოზები, რომლებმიც გაჰყვნენ განდგომილს, სატანას და მათი სამკვიდრებელი არის ჯოჯოხეთი. ქრისტიანობა ასწავლის, რომ ღმერთი არის სინათლე და მასში ბნელი ვერ იქნება. ღმერთმა ყოველივე შექმნა დასრულებული და ბოროტი მისგან არ მომდინარეობს. როგორც რუსთაველის პერსონაჟი თინათინი ამბობს: "ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?.." ამასთან ერთად, მან შექმნა ყოველი არსება თავისუფალი, მიანიჭა მათ უფლება, ბატონობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე. ასეთი უფლებით იყო აღჭურვილი ადამიანიც და ანგელოზებიც. ადამიანის დაცემა და მისი ქმედების მეშვეობით ცოდვის დაცემა უკავშირდება სწორედ სამოთხეში მომხდარ ამბავს. მანამდე ადამიანის ბუნება არ იცნობდა არანაირ დაცემულობას. შესაქმეს თავებში არ წერია პირდაპირ, რომ გველის პირით სატანა საუბრობდა, მაგრამ ეს იგულისხმება. საინტერესოა გველის სიტყვები ევას მიმართ: "თვალები აგეხილებათ და იქნებით როგორც ღმერთები". გველი-სატანა ჰპირდება ადამიანებს შემეცნებას, თვალები კი მართლა აეხილებათ ადამიანებს, მაგრამ თავიანთ დაცემულობას დაინახავენ მხოლოდ. სატანა ჰპირდება შემეცნებას, ოღონდ ეს ცრუშემეცნებაა, ილუზიაა, საკუთარი "ღმერთობის" მოჩვენებითობა. მას ბევრი ეპითეტი აქვს, ერთ-ერთია ტყუილის მეუფე.

ძალიან საინტერესოა, ქრისტიანობას როგორი მიდგომა აქვს ნივთიერი სამყაროს მიმართ, რომელშიც ცოდვა ადამიანის ქმედების მეშვეობით შემოვიდა. როგორც ქრისტე პილატეს სამსჯავროზე ამბობს, მისი მეუფება არა ამქვეყნიურია. რა თქმა უნდა, ის, როგორც ღმერთი, ყოველი ქვეყნიერების მეუფეა და სამყაროს შემოქმედი, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ის მიწიერი, წარმავალი დიდებისთვის არ მოევლინა ამ ქვეყანას. თუმცა ქრისტიანობა არ უპირსპირებს ნივთიერსა და სულიერს ერთმანეთს ისე ისე რადიკალურად, ისე შეურიგებლად, როგორც გნოსტიციზმი. ქრისტიანობა პირველადად აცხადებს სულიერს, ხოლო ნივთიერს მასზე დაქვემდებარებულად. ზოგიერთ წყაროში შემხვედრია არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს ქრისტიანობა იზიარებდეს გნოსტიციზმის დუალისტურ მიდგომას. გნოსტიციზმი, რომელიც ქრისტიანობასთან ერთად მოდის ადრეული პერიოდიდან, ასწავლის, რომ სამყაროს შემოქმედი არის ბოროტი არსება, ე.წ. დემიურგი და ეს სამყარო განწირულია დასაღუპად. ხოლო ჭეშმარიტი უფალი არ არის დემიურგი და მისი შემეცნება ხდება ჭეშმარიტად განდობილი პირების მიერ, რომლებიც ატარებენ დიდ ცოდნას. შეიძლება ითქვას, რომ გნოსტიციზმი უცვლის ადგილებს ღმერთსა და სატანას. ისინი ნივთიერის სამყაროს მეუფეს უწუნებენ შემოქმედებას და მის მიღმა ეძებენ ხსნას. ქრისტიანობა კი ამის პრინციპულად წინააღმდეგია. აქვე უნდა გავიხსენოთ მათეს სახარებაში იესოს იგავი იფქლის და ღვარძლის შესახებ, რომ ღვარძლს მტერი თესავს, უფალს ბოროტი არ შეუქმნია...

ქრისტიანობა წარმართული ღვთაებების თაყვანისცემაში და ზოგადად, წარმართულ ცნობიერებაში ხედავს სატანურ კვალს, ღვთაებრივი არსის შესახებ დამახინჯებულ სწავლებას და მკვეთრად უპირსპირდება მას.

სატანა გახდა ამპარტავანი თავისი მშვენიერების გამო, როგორც ეს ეზეკიელის წიგნის 28:17-ში არის ნახსენები, ესაიას 14:13-14-ის მიხედვით, მან ისურვა ღმერთის სწორი გამხდარიყო და ამის ნაცვლად დაეცა. სატანა ბრალდების სულია, ეძებს ნაკლს, ცოდვას ადამიანში, რათა მიისაკუთროს იგი და დაღუპოს. მას შეუძლია ზემოქმედება ბუნებაზე, შეჰყაროს ადამიანს სნეულებები. სატანა კარგად არის გამოკვეთილი იობის წიგნში.

იესო მას უწოდებს ტყუილის მამას, მისი თქმით ეშმაკში არ არის ჭეშმარიტება. ეშმაკი იმდენს მოისურვებს, რომ თავად იესოს ცდუნებასაც შეეცდება. მას შეუძლია ნათლის ანგელოზის სახეც მიიღოს.

ბოლო ჟამს, სანამ იესო ქრისტე მეორედ მოვა, მანამ მთელს სამყაროზე უნდა გაბატონდეს ცოდვის შვილი, დემონური პიროვნება, ანტიქრისტე, რომელიც დააგვირგვინებს ამ აბსურდულ სამყაროს, შემდეგ კი მოისპობა... იოანე მოციქული კი თავის გამოცხადებაში ხედავს, რომ მოხდება დიდი ბრძოლა ზეცაში, დაპირსპირება ნათელ და ბნელ ძალებს შორის და სატანური ძალები, დაცემული ანგელოზები საბოლოოდ დაითრგუნებიან.

სახელები აქვთ და დანიშნულების შესახებ სხვადასხვა მოსაზრებებია, თუმცა არსი ყველას ერთი აქვთ.

ბიბლიაში არის სხვადასხვა ადგილას გადმოცემული მათი დაპირისპირების შესახებ უფალთან და ადამიანებთან. არსებობს ასევე შესაბამისი აპოკრიფული წყაროებიც.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Jan 10 2012, 07:25 PM
პოსტი #95


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



georgios
მადლობაa075.gif
thumbs.gif
ციტატა
გნოსტიციზმი, რომელიც ქრისტიანობასთან ერთად მოდის ადრეული პერიოდიდან, ასწავლის, რომ სამყაროს შემოქმედი არის ბოროტი არსება, ე.წ. დემიურგი და ეს სამყარო განწირულია დასაღუპად. ხოლო ჭეშმარიტი უფალი არ არის დემიურგი და მისი შემეცნება ხდება ჭეშმარიტად განდობილი პირების მიერ, რომლებიც ატარებენ დიდ ცოდნას. შეიძლება ითქვას, რომ გნოსტიციზმი უცვლის ადგილებს ღმერთსა და სატანას. ისინი ნივთიერის სამყაროს მეუფეს უწუნებენ შემოქმედებას და მის მიღმა ეძებენ ხსნას.

გნოსტიციზმი მართლა სისულელეს ასწავლის სამყაროს შემოქმედზე.
კი, აქვთ მათ რაღაც-რაღაც კარგი სწავლებები და სწორი მიმართულებები, მაგრამ ზოგ საკითხში იჭრებიანsmile.gif
ციტატა
ქრისტიანობა წარმართული ღვთაებების თაყვანისცემაში და ზოგადად, წარმართულ ცნობიერებაში ხედავს სატანურ კვალს, ღვთაებრივი არსის შესახებ დამახინჯებულ სწავლებას და მკვეთრად უპირსპირდება მას.

ეს მაინტერესებს, რას ეძახის ქრისტიანობა წარმართულ ღვთაებებს?


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 10 2012, 07:34 PM
პოსტი #96


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



Kanishtha-Adhikar
ციტატა
გნოსტიციზმი მართლა სისულელეს ასწავლის სამყაროს შემოქმედზე.კი, აქვთ მათ რაღაც-რაღაც კარგი სწავლებები და სწორი მიმართულებები, მაგრამ ზოგ საკითხში იჭრებიან


კი, მათაც ჰქონდათ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადრება გამახვილებული, მაგრამ ქრისტიანული სარწმუნებისთვის ზედმეტად ელინიზირებულია გნოსტიციზმი. სხვათა შორის, უფრო გვიანდელი სწავლებები გარკვეულ საკითხებში სწორედ გნოსტიციზმის გამოძახილია, გავლენა ჰქონდათ გნოსტიკოსებისგან...

ციტატა
ეს მაინტერესებს, რას ეძახის ქრისტიანობა წარმართულ ღვთაებებს?


იმ მრავალღმერთიან პანთეონებს, რომლებიც ქრისტეს მოსვლამდე არსებობდა, ასევე ქრისტიანობამდე არსებულ სხვა ტიპის სარწმუნოებასაც, თუნდაც ზოროასტრიზმს, რომელიც ძალზე ახლოს არის მონოთეიზმთან. მრავალღმერთიანობას მხოლოდ ღმერთთა რიცხვის გამო არ უარყოფს ქრისტიანობა, აქ სამყაროს გაგებასა და მსოფლმხედველობაზეა დაპირისპირება, თუნდაც იგივე გნოსტიციზმის შემთხვევაში.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 10 2012, 07:40 PM
პოსტი #97


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Kanishtha-Adhikar
ციტატა
ჯოჯოხეთის ზუსტი ადგილმდებარეობა თუ არის ბიბლიაში მოცემული?

ასე ზუსტად არაა დაკონკრეტებული, რომ ჯოჯოხეთი მაინცდამაინც აქაა, ან - იქ, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ამის შესახებ წმინდა წერილი.

ზეციური სამყაროდან გადმოგდებული ეშმაკი და მისი მსახურნი ცისქვეშეთში და დედამიწაზე ადამიანებს შორის მოქმედებენ და სამფლობელოდ თითქოს ჯოჯოხეთი და ქვესკნელი გაიხადეს.
ანუ ჯოჯოხეთი არის ქვესკნელში, სადღაც ქვემოთ, შესაძლოა მიწისქვეშეთშიც.

უფალიც ამბობს, რომ როგორც იონა წინასწარმეტყველი იყო ვეშაპის მუცელში სამი დღე, ასევე ძე კაცისა (ანუ თავად) იქნება სამ დღეს დედამიწის გულში.
ხოლო უფალს სიკვდილიდან სამი დღის განმავლობაში ჯოჯოხეთიდან ამოყავდა მართალი სულები.
ესეიგი ჯოჯოხეთი ყოფილა დედამიწის გულშიsmile.gif

georgios
ციტატა
გავლენა ჰქონდათ გნოსტიკოსებისგან...

ქრისტიანებს? blink.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 10 2012, 07:46 PM
პოსტი #98


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ასე ზუსტად არაა დაკონკრეტებული, რომ ჯოჯოხეთი მაინცდამაინც აქაა, ან - იქ, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ამის შესახებ წმინდა წერილი.ზეციური სამყაროდან გადმოგდებული ეშმაკი და მისი მსახურნი ცისქვეშეთში და დედამიწაზე ადამიანებს შორის მოქმედებენ და სამფლობელოდ თითქოს ჯოჯოხეთი და ქვესკნელი გაიხადეს. ანუ ჯოჯოხეთი არის ქვესკნელში, სადღაც ქვემოთ, შესაძლოა მიწისქვეშეთშიც.უფალიც ამბობს, რომ როგორც იონა წინასწარმეტყველი იყო ვეშაპის მუცელში სამი დღე, ასევე ძე კაცისა (ანუ თავად) იქნება სამ დღეს დედამიწის გულში.ხოლო უფალს სიკვდილიდან სამი დღის განმავლობაში ჯოჯოხეთიდან ამოყავდა მართალი სულები.ესეიგი ჯოჯოხეთი ყოფილა დედამიწის გულში


ამაზე მახსენდება გაგარინზე რომ ჰყვებიან, რომ დაბრუნდა დედამიწაზე, ასე სთქვა, ღმერთი მე მაღლა არ მინახავსო. smile.gif

დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ დედამიწის გულშია, არ არის დამაჯერებელი. რატომ მივაკუთვნებთ ჯოჯოხეთს რაიმე ადგილმდებარეობას ფიზიკურ პლანში, როდესაც სულს ფიზიკური ნიშან-თვისებები არ გააჩნია? დაცემული ანგელოზი სიტყვასიტყვით დაცემულს არ ნიშნავს მარტო და მას სულისმიერი მნიშვნელობაც გააჩნია აუცილებლად. იესო მიწის წიაღში თუ იყო, ის დედამიწის გულში ხომ არ ყოფილა, ის იყო დასვენებული ჩვეულებრივ აკლდამაში. გარდა მიწიერებისა, ეშმაკები ჰაერის მპყრობელებადაც არიან მოხსენიებულები, ანუ მათი მხოლოდ მიწასთან და დედამიწის გულთან ასოციაცია არ არის სწორი. smile.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 10 2012, 07:47 PM
პოსტი #99


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
მე არც ვამტკიცებ, რომ მაინცდამაინც დედამიწის გულშიაsmile.gif
ეს ჩემი ერთ-ერთი ვერსიაა, რომელიც ლოგიკური მსჯელობიდან მივიღეa075.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 10 2012, 07:48 PM
პოსტი #100


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



ციტატა
ქრისტიანებს?


ბევრ რამეს წაიკითხავ ინტერნეტში. რა თქმა უნდა, ურთიერთობა და პოლემიკა ჰქონდათ ქრისტიანებს და გნოსტიკოსებს, მაგრამ რაიმე ზეგავლენაზე საუბარი არის შეუსაბამობა, იმიტომ რომ პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან, რაც წმინდა წერილშიც კი აისახა, გნოსტიკური სწავლებების კრიტიკა.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 04:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი