IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქრისტეს ადამიანური ბუნება
beks777
პოსტი Mar 5 2011, 02:36 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



ქრისტეს ადამიანური ბუნება ექვემდებარებოდა თუ არა ბუნებრივ სიკვდილს???


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zatoichi
პოსტი Mar 5 2011, 04:08 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 31-December 10
წევრი № 10,192



beks777
ცხონებისტVის ასე მნიშნვნელოვანია?biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 5 2011, 08:28 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



zatoichi

ეგ იგივეა თქვა - რა აზრი აქვს მონოფიზიტობას, ნესტორიანიზმს და საერთოდ ამ ყველაფერს, ყველა მართლმადიდებელიაო... biggrin.gif

beks777

"დაანგრიეთ ეს ტაძარი და 3 დღეში აღვადგენ(!) მე მას" - მოკვდა თუ არა ქრისტე? მოკვდა... მისი სხეული მოკვდა...

ნუ ეხლა თუ სულის უკვდავებაზე საუბრობთ, ეს თემა შორს წაგვიყვანს... მაგრამ უფალს რამდენად ჰქონდა ორი სული - ადამიანური და ღვთაებრივი - ეს განხილვის საგანია, რადგან ასე მას ორ პიროვნებად ვყოფთ...



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 5 2011, 01:03 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ქრისტე როგორც კაცი ისე მოკვდა და როგორც ღმერთი ისე აღსდგა!-ეს წერია მისი აღდგომის ტროპარში.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beks777
პოსტი Mar 5 2011, 01:49 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



რა კითხვა მიწერია და რას პასუხობთ ნახეთ რა.....

იყო თუ არა მოკვდავი ადამიანური ბუნებით ბუნებისეული სიკვდილით???


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 5 2011, 01:56 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(beks777 @ Mar 5 2011, 01:49 PM) *

რა კითხვა მიწერია და რას პასუხობთ ნახეთ რა.....

იყო თუ არა მოკვდავი ადამიანური ბუნებით ბუნებისეული სიკვდილით???

ხო აბა რა!ის ხო მოკვდა როგორც კაცი.რა ვერ გაიგე?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 5 2011, 02:04 PM
პოსტი #7


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



beks777

ქრისტეს ადამიანური ბუნება, ცხადია, ფლობდა სიკვდილის თვისებასაც.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beks777
პოსტი Mar 5 2011, 02:17 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



რა ვერ გავიგე და: დავიწყოთ იექადან რომ ადამი და ევა თავიდან უკვდავი იყო,ხო ასეა.მაგრამ მათ შესცოდეს და ამით ცოდვის მეშვეობით შემოვიდა სიკვდილი ჩვენ არსებობაში.
ქრისტეზე ვკითხულობთ რომ მან მიიღო ადამიანური ბუნება(ბუნებისეული და უყვედრელი ვნებულებები)ცოდვის გარდა,აქედან რა გამოდის- ქრისტეს ცოდვა არ მიუღია და არ ექვემდებარებოდა ბუნებრივ სიკვდილს ხო ასეა,იმიტომ რომ ცოდვის გზით შემოვიდა სიკვდილი ჩვენს ყოფაში.ამაზე რა აზრის ხართ???ბუნებისეულ სიკვდილზე ვამბობ,"ბუნებისეულზე"


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 5 2011, 02:25 PM
პოსტი #9


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



beks777

ციტატა
რა ვერ გავიგე და: დავიწყოთ იექადან რომ ადამი და ევა თავიდან უკვდავი იყო,ხო ასეა.მაგრამ მათ შესცოდეს და ამით ცოდვის მეშვეობით შემოვიდა სიკვდილი ჩვენ არსებობაში.
ქრისტეზე ვკითხულობთ რომ მან მიიღო ადამიანური ბუნება(ბუნებისეული და უყვედრელი ვნებულებები)ცოდვის გარდა,აქედან რა გამოდის- ქრისტეს ცოდვა არ მიუღია და არ ექვემდებარებოდა ბუნებრივ სიკვდილს ხო ასეა,იმიტომ რომ ცოდვის გზით შემოვიდა სიკვდილი ჩვენს ყოფაში.ამაზე რა აზრის ხართ???


ცოდვის გზით სიკვდილი შემოვიდა არ ნიშნავს იმას, რომ ცოდვა ბუნებითი თვისებაა. ჯერ გასარკვევია ის, რომ ცოდვა პიროვნული უმართებულო არჩევანის გზით მოხვდა ადამიანის არსებაში, ის გარედან შევიდა და არა შიგნით უკვე იყო. მოკლედ ცოდვა არ არის ბუნებითი თვისება. ცოდვამ დააზიანა, გააუკუღმართა ადამიანური ბუნება. იმიტომ, რომ ის თვისებები, რაც ადამიანში საღვთო ხატებას ირეკლავდა, მის შემდეგ ყოველთვის სწორად ვერ წარემართებიან. თვისებები შენარჩუნდა, მაგრამ მათი გამოვლენის სახე ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი არ არის. სწორედ ეს შედეგი მიიღო ქრისტემ და არა უშუალოდ ეს ცოდვა, რომელიც არ არის ბუნებითი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beks777
პოსტი Mar 5 2011, 02:35 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



ციტატა(afxazi @ Mar 5 2011, 02:25 PM) *

beks777
ცოდვის გზით სიკვდილი შემოვიდა არ ნიშნავს იმას, რომ ცოდვა ბუნებითი თვისებაა. ჯერ გასარკვევია ის, რომ ცოდვა პიროვნული უმართებულო არჩევანის გზით მოხვდა ადამიანის არსებაში, ის გარედან შევიდა და არა შიგნით უკვე იყო. მოკლედ ცოდვა არ არის ბუნებითი თვისება. ცოდვამ დააზიანა, გააუკუღმართა ადამიანური ბუნება. იმიტომ, რომ ის თვისებები, რაც ადამიანში საღვთო ხატებას ირეკლავდა, მის შემდეგ ყოველთვის სწორად ვერ წარემართებიან. თვისებები შენარჩუნდა, მაგრამ მათი გამოვლენის სახე ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი არ არის. სწორედ ეს შედეგი მიიღო ქრისტემ და არა უშუალოდ ეს ცოდვა, რომელიც არ არის ბუნებითი.


ვერ გავიგე რა შედეგზე საუბრობ,შენი საუბრიდან გამომდინარე ჩანს რომ ცოდვას ყოფ ნაწილებად???


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 5 2011, 02:39 PM
პოსტი #11


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



beks777

ციტატა
ვერ გავიგე რა შედეგზე საუბრობ,შენი საუბრიდან გამომდინარე ჩანს რომ ცოდვას ყოფ ნაწილებად???


კარგი მაშინ ასე გკითხავ: ცოდვა რა არის?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beks777
პოსტი Mar 5 2011, 02:53 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



მარტივად გიპასუხებ: ცოდვა არის რჯულის დარღვევა.
და სიღრმისეულად : ცოდვა არის ნაწილთამიერი რჯულის:ანუ სხეულებრივი წადილის,აღძრულობის,მიდრეკილე
ბის,სიამოვნების,განცხრომის და სულის არაგონიერი ნაწილის მიერ ჩადენილი ქმედება(წმ იოანე დამასკელი-"მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა-თავი ოთხმოცდამეთხუთმეტე")


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 5 2011, 03:02 PM
პოსტი #13


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



beks777

ანუ მარტივად რომ გავაგრძელოთ, ცოდვა ესაა არასწორად გაკეთებული არჩევანის შედეგი. შესაბამისად მეთანხმები თუ არა იმაში, რომ ადამიანი, შექმნილი ღვთის ხატად და მსგავსად, არ ფლობდა ისეთ უარყოფით ბუნებით თვისებას, რაც მის პიროვნებას აღძრავდა ამ უარყოფითი თვისების ამოქმედებისკენ?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beks777
პოსტი Mar 5 2011, 03:13 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



ციტატა(afxazi @ Mar 5 2011, 03:02 PM) *

beks777

ანუ მარტივად რომ გავაგრძელოთ, ცოდვა ესაა არასწორად გაკეთებული არჩევანის შედეგი. შესაბამისად მეთანხმები თუ არა იმაში, რომ ადამიანი, შექმნილი ღვთის ხატად და მსგავსად, არ ფლობდა ისეთ უარყოფით ბუნებით თვისებას, რაც მის პიროვნებას აღძრავდა ამ უარყოფითი თვისების ამოქმედებისკენ?


გეთანხმები,ნამდვილად ეგრე იყო.

ამრიგად, შექმნა მან იგი ბუნებით უცოდველი და ნებელობით თავისუფალი, მაგრამ უცოდველს ვამბობ არა იმიტომ, თითქოს არ იყო ცოდვის მიმღები (რადგან მხოლოდ ღვთიურობაა არმიმღები ცოდვისა) არამედ იმიტომ, რომ ბუნებაში არ ჰქონდა მას მცოდველობა; უმალ არჩევანში ჰქონდა მას ეს, ანუ უფლებამოსილი იყო იგი, როგორც სიკეთეში დარჩენისა და წარმატებისა საღვთო მადლის თანამოქმედებით, ასევე, კეთილისგან უკუმიქცევისაც და ბოროტებაში ყოფნისა, რასაც უშვებდა ღმერთი [ადამიანის] თვითუფლებრივობის გამო, რადგან არ არის სათნოება ის, რაც იძულებით კეთდება.(წმ.იოანე დამასკელი:"მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმცემა-თავი ოცდამეექვსე")


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 5 2011, 03:37 PM
პოსტი #15


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



beks777

ციტატა
ამრიგად, შექმნა მან იგი ბუნებით უცოდველი და ნებელობით თავისუფალი, მაგრამ უცოდველს ვამბობ არა იმიტომ, თითქოს არ იყო ცოდვის მიმღები (რადგან მხოლოდ ღვთიურობაა არმიმღები ცოდვისა) არამედ იმიტომ, რომ ბუნებაში არ ჰქონდა მას მცოდველობა; უმალ არჩევანში ჰქონდა მას ეს, ანუ უფლებამოსილი იყო იგი, როგორც სიკეთეში დარჩენისა და წარმატებისა საღვთო მადლის თანამოქმედებით, ასევე, კეთილისგან უკუმიქცევისაც და ბოროტებაში ყოფნისა, რასაც უშვებდა ღმერთი [ადამიანის] თვითუფლებრივობის გამო, რადგან არ არის სათნოება ის, რაც იძულებით კეთდება.(წმ.იოანე დამასკელი:"მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმცემა-თავი ოცდამეექვსე")


სრული ჭეშმარიტებაა.

და რადგან ეს საკითხი გავარკვიეთ, რომ ცოდვა, ეს არაბუნებითი, ბუნების გარეგანი მოვლენაა და ის ბუნებაში პიროვნული არჩევანის მეშვეობით აღწევს, გავიხსენოთ ისიც, თუ რა მოიტანა ამ არასწორად გაკეთებულმა არჩევანმა. ის თვისებები, რაც ადმაიანში ხატებას და მსგავსებას ღვთისას წარმოაჩენდა, შესუსტდა და მათი გამოვლინების სახე უკვე აღარ არის ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი. მაგალითად თავისუფალი ნება, თვითუფლებრიობა ყოველთვის სიკეთისკენ არ წარემართება, არამედ მას საწინააღმდეგო გამოვლინებაც აქვს. მაგრამ თვითონ თვისება, თავისთავად საღვთო ხატოვნების გამომხატველია ადმაიანში. ამასთან ადმაიანმა შეიძინა ისეთი თვისებებიც (არა ბუნებითი ცხადია), რაც უყვედრელად იწოდება, და რაც მისი ცოდვით დაცემის შემდგომი ყოფისთვის აუცილებელი იყო.

ანუ რომ დავასკვნათ ერთ მხარეზეა ცოდვა - ბუნების გარეგანი მოვლენა, რომლის გამოც ადმაიანი გახდა ისეთი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

მაცხოვარი მოდის ამ უკანასკნელი სახის თავდაპირველ მდგომარეობაში აღსადგენად. ის იღებს ყველაფერს იმას, რაც დაცემულ ადმაიანს აქვს და კურნების შემდეგ აღადგენს მას თავდაპირველ მდგოამრეობაში.

განკაცებისას განკაცება შემდეგი სახით რომ მომხდარიყო, ვთქვათ ძე ღმერთის ჰიპოსტასი ადამიან ჰიპოსტასს შეერთებოდა, რა დროსაც ადამიან პიროვნება ისევე იქნებოდა დაცემის საფრთხის ქვეშ, ცხადია ჩვენ ვეღარ ვისაუბრებდით ვეღარანაირ განკაცებასა თუ გამოხსნაზე. ეს იქნებოდა რიგითი ფაქტი, მსგავსი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა. მაცხოვარმა მიიღო დაცემული ადმაიანური ბუნება და შესაბამისად ჩვენ ვეღარ ვიტყვით იმას, რომ მან ცოდვა მიიღო, რადგან ცოდვა ეს ბუნების გარეგანი მოვლენაა. ამასთან ამ ბუნების (ადამიანური) თვისებების მოქმედებაში მომყვანი იყო საღვთო ჰიპოსტასი (ქრისტე ერთი პიროვნებაა) და ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ერთი და იგივე პიროვნება ერთბაშად უცოდველიც იყო და ციდვილიანიც, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანური ბუნება ბუნებითად არ ფლობდა ისეთ უკეთურ თვისებას, რაც პიროვნების მიერ ცოდვის სახით წარმოჩინდებოდა. მართალია ადამიანური ბუნება ფლობდა შიმშილის, წყურვილის, სიკვდილის და სხვა უყვედრელ არაბუნებით თვისებებს, მაგრამ ეს თვისებებიც საღვთო ჰიპოსტასის მიერ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მოდიოდა მოქმედებაში, ანუ როგორც იოანე დამასკელი ამბობს ინება უფალმა და მოშივდა, ინება და მოწყურდა და ა.შ.

ყოფითი მაგალითი რომ მოვიშველიოთ, შესაძოა ადმაიანმა ჩაიდინოს რაღაც დანაშაული და ამის შედეგი იქნება სასჯელი, ვთქვათ ციხეში ჩასმა, ან სხვა რაიმე სახის სასჯელი. ამ დროს შესაძლოა მეორე ადმაიანი, პირველის სიყვარულის მიზეზით, თავისი ნებით გამზიარებელი იყოს პირველის სასჯელისა, მაგრამ ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით, რომ ამ ადმაიანმა მიზეზიც მიიღო ამ სასჯელისა (ცხადია, ვგულისხმობ იმ შემთხვევას, თუკი მეორე ადმაიანი ამას მხოლოდ სიყვარულის მოტივით აკეთებს), არამედ ვამბობთ, რომ მან შედეგი მიიღო.

იმედია გასაგებად ავხსენი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beks777
პოსტი Mar 5 2011, 03:54 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



გასაგებია ეგ ყველაფერი,სრულიად გეთანხმები
ქრისტემ მიიღო ადამიანური ბუნება ცოდვის გარდა,ანუ ის ბუნებისეული და უყვედრელი ვნებულებები როგრიცააsad.gif შიმშილი,წყურვილი,დაღლა,ჯაფა,უ
ვა,წუხილი,ოფლი,ცრემლი,სიკვდი
ის შიში )ცოდვა არ მიუღია აქედან გამოდის რომ ის სიკვდილს არ ექვემდებარებდა "ბუნებისეულ" სიკვდილზე მაქ საუბარი.მემგონი არაა ჩემი მსჯელობა საფუძველს მოკლებული. .
აქედან გამომდინარე მე მგონია რომ "ბუნებისეული" სიკვდილი მას არ შეეხებოდა.


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 5 2011, 04:03 PM
პოსტი #17


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



beks777

ამ ლოგიკით მაშინ არც აღნიშნული თვისებები არ უნდა მიეღო (წყურვილი, შიმშილი, დაღლილობა, გამონადენი), რადგან ყველა ეს ცოდვის შედეგია.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beks777
პოსტი Mar 5 2011, 04:08 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



მაგ კუთხით თუ შევხედავთ მაგაში გეთანხმები,მაგრამ როგორაც მე ავხსენი იმ კუთხით თუ შევხედავთ არც მაგ არის საფუძველს და ლოგიკას მოკლებული.


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 5 2011, 04:15 PM
პოსტი #19


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



beks777

ციტატა
მაგ კუთხით თუ შევხედავთ მაგაში გეთანხმები,მაგრამ როგორაც მე ავხსენი იმ კუთხით თუ შევხედავთ არც მაგ არის საფუძველს და ლოგიკას მოკლებული.


არ მესმის. თან მეთანხმები, რომ ცოდვა არაბუნებითი მოვლენაა, თან ვერ მეთანხმები, რომ მაცხოვარმა ბუნების გარეგანი მოვლენა არ მიიღო. შენი ლოგიკით გამოდის, რომ ღვთაებრივი ჰიპოსტასი იყო ცოდვის ამრჩევი, ეს კი მკრეხელობაა, რადგან ჰიპოსტასის მიერ გამოვლენილი უკეთური ნებაა სწორედ ცოდვა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beks777
პოსტი Mar 5 2011, 04:28 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 9-January 11
წევრი № 10,238



ციტატა(afxazi @ Mar 5 2011, 04:15 PM) *

beks777
არ მესმის. თან მეთანხმები, რომ ცოდვა არაბუნებითი მოვლენაა, თან ვერ მეთანხმები, რომ მაცხოვარმა ბუნების გარეგანი მოვლენა არ მიიღო. შენი ლოგიკით გამოდის, რომ ღვთაებრივი ჰიპოსტასი იყო ცოდვის ამრჩევი, ეს კი მკრეხელობაა, რადგან ჰიპოსტასის მიერ გამოვლენილი უკეთური ნებაა სწორედ ცოდვა.



მე ვთქვი ზემოთ და მოვიყვანე წმ.იოანე დამასკელის მაგალითი რომ (ცოდვის არ მიმღები არის ღმერთი მარტო)
შენ არ მეთანხმები იმაში რომ ცოდვის გზით შემოვიდა სიკვდილი ჩვენს არსებობაში?და თუ ეთანხმები წმინდა მამათა სწავლებას მაშინ რა გამოდის აქედან:ის რომ ქრისტემ რომელმაც მიიღო ადამიანური ბუნება ცოდვის გარდა,გამოდის რომ ბუნებისეული სიკვდილით შეუხებელი იქნებოდა...ასე არ არის ???


--------------------
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2024 - 10:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი