![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
beks777 |
![]()
პოსტი
#41
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 ![]() |
მეტად საინტერესო და სიღრმისეული თემა იყო.მაგრამ რაც მაინტერესებდა გავიგე.მოვიძიე წმინდა მამათა ნაშრომები და ჩანაწერები,ასევე მოუსმინე თქვენს აზრს ფორუმელებო,მინდა მოგახსენოთ ჩემი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით,ძალიან გთხოვთ გულდასმით წაიკითხოთ რასაც ეხლა დავწერ და მომწეროთ რაში შევცდი და რაში არა,ანუ შეფასება თქვენთვის მომინდია:
დავიწყოთ იქედან რომ ღმერთმა შექმნა ადამი თავის ხატად და მსგავსად.ანუ ხატება ნიშნავს რომ მისცა მას სული უკვდავი და გონიერი და თავისუფალი ნება.მსგავსება ნიშნავს რომ ადამი თავისი ცხოვრების წესით მიმსგავსებოდა ღმერთს ანუ განღმრთობილიყო. ე.ი ადამმა არ იცოდა სიკეთისა და ბოროტების გარჩევა და მართებდა მორჩილება,და როდესაც მორჩილებას მიეჩვეოდა და რჯულს დაიცავდა მერე უფალი მისცემდა მას იმ ნაყოფის შეჭმის უფლებას რომელიც აკრძალული იყო მისთვის და განარჩევდა ადამი კეთილს ბოროტისაგან.ხაზს უსვამ განარჩევდა კეთილს ბოროტისაგან.აი შემდეგ კი ეშმაკი ვერ შეძლებდა მის ცდუნებას იმიტომ რომ მას უკვე ეცოდინებოდა რა არის კეთილი და რა არის ბოროტი და ექნებოდა მხოლოდ სიკეთისაკენ სწრაფვა –იმიტომ რომ იქნებოდა განღმრთობილი. ეხლა მოდი შევჩერდეთ იესოზე.როგორც წმინდა მამები ამბობენ.უფლის იესო ქრისტეს ადამიანური ბუნება ჩასახვისთანავე ანუ ღვთისმობელ ქალწულის მუცლადღებისთანავე განიღმრთო(წმ.იოანე ოქროპირი,გროგოლ ღვთისმეტყველი,წმ.ბასილი დიდი,წმ.იოანე დამასკელი და ბევრი წმ მამა კიდევ) ეხლა მოვიყვანოთ ესაიას წინასწარმეტყველება: „ვიდრე უკუთურთა ცოდნამდე ან არჩევამდე კეთილს გამოარჩევს ყრმა, რადგან ვიდრე კეთილის ან ბოროტის ცოდნამდე ეურჩება ეს ყრმა უკეთურებას სიკეთის გამოსარჩევად“ (ესაია 7,15-16). ანუ რა ჩანს აქედან რომ უფალმა დაბადებამდე იცოდა კეთილისა და ბოროტის გარჩევა,როდესაც ჩაისახა იმ მომენტიდან.(ხოლო ადამმა ეს არ იცოდა და ამისთვის მართებდა მორჩილება და მორჩილების გზით განღმრთობა) ე.ი მისი ადამიანური ნება შედგომილ იყო მის ღვთაებრივ ნებას,და მოქმედებდა და სურდა ის რაც სურდა სიტყვის ღმრთეებას ,არა იძულებით არამედ თავისუფალი ნებით როგორც ადამიანი.და კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ მას ქონდა სწრაფვა სიკეთისაკენ იმიტომ რომ იყო განღმრთობილი(ადამს კი არ შეეძლო სიკეთისა და ბოროტების გარჩევა და ამიტომ მართებდა განღმრთობა) ღმერთს რომ შეექმნა მეორე,მესამე მეოთხე და ასე შემდეგ კიდევ ბევრი ადამი ,ყველა შეცოდავდა ვერცერთი ვერ განიღმრთებოდა,იმიტომ რომ იცოდა ეს ღმერთმა როგორც ყოვლისმცოდნემ.და ამიტომ რა რჩებოდა,რჩებოდა ის რომ განკაცებულიყო და თვითონ გამოესყიდა ეს ადამური ცოდვა,მას სურდა რომ ადამიანური ბუნებითვე ეძლია ეშმაკისათვის და მან ეს გაკეთა ჩვენდამი სიყვარულის გამო და გამოიხსნა ადამაინური ბუნება ცოდვისგან და დასაჯა ხორცში ცოდვა. მოდი მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: არის ორი ხიდი,ერთი ერთი რომელიც შუაშია ჩახერგილი და მეორე რომელიც არის მთელი და დავაყენოთ ამ ხიდებთან ადამიანი და აუხვიოთ თვალები.დასაშვებია რომ ეს ადამიანი გავიდეს იმ ხიდზე რომელიც ჩახერგილია და დაიღუპოს,ის თვალებახვეულია და არ იცის რომელია მთელი და რომელია ჩახერგილი,აქ თავისუფალი ნება რომელზეც უდნა იმაზე გაივლის,თუ გაივლის მთელზე გადარჩება და თუ გაივლის ჩახერგილზე დაიღუპება.ანუ არ იცის იმიტომ რომ თვალები აქ ახვეული.(ალბათ მიმიხვდით რომ ამ მაგალითში ვგულისხობ ადამს,მან არ იცოდა კეთილისა და ბოროტის გარჩევა იმიტომ რომ არ იყო განღმრთობილი,ხაზს უსვამ განღმრთობილი და ამიტომ დაიღუპა,თორემ ადამს რომ სცოდნოდა და არ ქონოდა თვალები ახვეული მაშინ ხომ ეცოდინებოდა მთელი ხიდი და თავისივე თავისუფალი ნებით ხომ წავიდოდა იმ ხიდისკენ) ახლა მოდი მოვიყვანოთ მეორე მაგალითი : ისევ ორი ხიდი.ერთი მთელი და მეორე ჩახერგილი და ამ ხიდებთან დავაყენოთ ადამიანი რომელსაც არ აქვს თვალები ახვეული.ამ ადამიანს ასევე აქვს თავისუფალი ნება და რადგან თვალები არ აქვს ახვეული და იყურება და ხედავს ცხადია ის იმ ხიდზე გავა რომელიც მთელია იმიტომ რომ იცის რომ თუ ჩახერგილზე გაივლის დაიღუპება.(აქ ცხადია ვგულისხმობ ქრისტეს,რომელმაც იცოდა კეთილის და ბოროტის შეცნობა ჩასახვიდანვე,დაბადებიდანვე– ატომ?იმიტომ რომ იყო განღმრთობილი) ე.ი ის განღმრთობილია და რახან განღმრთობილია(ჩასახვიდანავე, მუცლადღებიდანვე)თავისივე თავისუფალ ნებას წარმართავს ღვთის ნების შესაბამისად,ანუ აქ სწრაფვა მხოლოდ სიკეთისაკენ და უცხოა მისთვის ბოროტება.რატომ–?იმიტომ რომ არის განღმრთობილი.და თავისივე თავისუფალი ნებით ირჩევს მხოლოდ სიკეთეს და არ ცდუნდება.იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის არის განღმრთობილი(ჩასახვიდანვე,მუ ცლადღებიდანვე) p.s გავკადნიერდები და ვიტყვი,მემგონი კარგად ჩამოვაყალიბე,მე პირადად გაურკვეველი არაფერი დამრჩა.მაპატიეთ თუ რამეში შევცდი... -------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
afxazi |
![]()
პოსტი
#42
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
beks777
ეს უკვე რაღაცას ნიშნავს ![]() არის რაღაც-რაღაცეები, რომლებზეც ჩაძიება შეიძლება, მაგრამ არ ღირს. როდესაც ქრისტეზე ვსაუბრობთ, ყოველთვის უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ ის არის ერთი პიროვნება ორი ბუნებით, რომ ორი ბუნების (საღვთო და ადამიანური) თვისებები ერთ ჰიპოსტასში მოდიოდა მოქმედებაში. ქრისტეზე ვერ ვისაუბრებთ, როგორც მხოლოდ ადმაიანზე, ვერც როგორც მხოლოდ ღმერთზე, ის არის სრული ღმერთი და სრული ადამიანი, ღმერთკაცი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Otherguy |
![]()
პოსტი
#43
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
afxazi
საკითხავია არის თუ არა აშკარად მცდარი, ასე რომ ყოფილიყო, სქიზმა არ მოხდებოდა... წმინდა ირანეუსი არამარტო უარყოფს სულის უკვდავებას, არამედ არაქრისტიანებს უწოდებს ამის მიმდევრებს და ამბობს, რომ მათ არ ესმით უფლის განკაცება და აღდგომა... პასუხები ესენია: 1. კი ჩემი აზრით შეეძლო, მაგ დროს შეგნება დაბალი იყო, მაგრამ გამჩნდებოდა დიდი შეგნების და ზნეობის ადამიანი ოდესმე... რთულია სრული უცოდველობა, ამას სწორი აღზრდაც სჭირდება, თან ისე რომ არ დაიკარგოს თავისუფალი ნება... 2. იგი არის ცხებული, ღვთისგან, არ შეიძლება იგი ღმერთი იყოს, ნახევრად მაინც... ანუ მისი სრული ადამიანობა აუცილებელია... იცი რამდენი ქრისტე იყო ძველ აღთქმაში? ანუ მესიები... ქრისტე ბევრს ეწოდება... გამოვა, რომ ღმერთმა თავისი თავით თავისი თავისგან გამოგვისყიდა იმ ცოდვისთვის რაც თვითონ მოგვცა... აბა ეხლა ხეს რომ დაუდგავ და ეტყვი - არ შეჭამოო, მთელი მარადისობის მანძილზე, ბოლოს შეჭამენ აბა რას იზამენ... მესიას 33 წელი უნდა მოეთმინა მარტო... აი ჩემი აზრი ესაა... იესოს უნდა ჰქონოდა სრული ადამიანის თვისებები... შენ გამეცი პასუხი, ვისზეა ნათქვამი: "ტანჯვით ისწავლა მორჩილება"-ო? ძე ღვთისა არ იყო მორჩილი განკაცებამდე? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
afxazi |
![]()
პოსტი
#44
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Otherguy
ციტატა აი ჩემი აზრი ესაა... იესოს უნდა ჰქონოდა სრული ადამიანის თვისებები... ![]() ![]() ![]() ![]() და ვინ ამბობს არ ქონდაო მერე. ამას ვამბობ, რომ ტყუილად ვწერ აქ რამეს, იმიტომ რომ არაფერს არ კითხულობ. ციტატა 1. კი ჩემი აზრით შეეძლო, მაგ დროს შეგნება დაბალი იყო, მაგრამ გამჩნდებოდა დიდი შეგნების და ზნეობის ადამიანი ოდესმე... რთულია სრული უცოდველობა, ამას სწორი აღზრდაც სჭირდება, თან ისე რომ არ დაიკარგოს თავისუფალი ნება... ნუ ხელები ავწიე. ოცი საუკუნე ასწავლის ეკლესია (არა მხოლოდ მართლმადიდებლური), რომ განაკცება იმიტომ აღსრულდა ადამიანს საკუთარი ძალისხმევით გამოხსნა არ შეეძლოო და აი ფრიად მნიშვნელოვანი განცხადება. დიახ შეეძლო და მაგრამ საინტერესოა რატომ მოხდა განაკცება. მოკლედ მე დავამთავრე, რადგან აბსურდამდე მიდის მსჯელობა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Otherguy |
![]()
პოსტი
#45
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
Otherguy ![]() ![]() ![]() ![]() და ვინ ამბობს არ ქონდაო მერე. ამას ვამბობ, რომ ტყუილად ვწერ აქ რამეს, იმიტომ რომ არაფერს არ კითხულობ. ნუ ხელები ავწიე. ოცი საუკუნე ასწავლის ეკლესია (არა მხოლოდ მართლმადიდებლური), რომ განაკცება იმიტომ აღსრულდა ადამიანს საკუთარი ძალისხმევით გამოხსნა არ შეეძლოო და აი ფრიად მნიშვნელოვანი განცხადება. დიახ შეეძლო და მაგრამ საინტერესოა რატომ მოხდა განაკცება. მოკლედ მე დავამთავრე, რადგან აბსურდამდე მიდის მსჯელობა. სრულ ადამიანურ თვისებებში იგულისხმება ცოდვისადმი მიდრეკილება, ე.წ. - სექსის სურვილი, ადამიანური ეგო და სხვა ყველაფერი რაც იწვევს ცოდვას... საკუთარი ძალისხმევით არ შეეძლო - რას ნიშნავს? თქვენი ლოგიკით სრულიად საპისპირო მოხდა - ღმერთმა გამოგვისყიდა, ადამიანი არ ჩარეულა საერთოდ... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
beks777 |
![]()
პოსტი
#46
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 ![]() |
სრულ ადამიანურ თვისებებში იგულისხმება ცოდვისადმი მიდრეკილება, ე.წ. - სექსის სურვილი, ადამიანური ეგო და სხვა ყველაფერი რაც იწვევს ცოდვას... საკუთარი ძალისხმევით არ შეეძლო - რას ნიშნავს? თქვენი ლოგიკით სრულიად საპისპირო მოხდა - ღმერთმა გამოგვისყიდა, ადამიანი არ ჩარეულა საერთოდ... მოდი ამ შეკითხვაზე მიპასუხე: ადამს ქონდა თუ არა ცოდვისადმი მიდრეკილება დაცემამდე??? -------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
Otherguy |
![]()
პოსტი
#47
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
მოდი ამ შეკითხვაზე მიპასუხე: ადამს ქონდა თუ არა ცოდვისადმი მიდრეკილება დაცემამდე??? უმთავრესი რამ - სექსუალური ცოდვა არ იყო მაშინ... ერთი ქალი არსებობდა, ვერავისთან იმრუშებდა და ვერავისთან ჩაიდენდა სიძვას... ჰოდა ეხლა ევას ხომ არ მოკლავდა? რატომ უნდა მოეკლა? რაც შური ჰქონდა და არც არაფერი... მისი ცხოვრების მეგზური იყო, აზრადაც არ მოსვლია მოეკლა... და ვერც მოუვიდოდა... ან რა უნდა მოეპარა? რჯული არ არსებობდა და არ იყო - "კარგი და ცუდი" საქციელი... ერთადერთი იმ ხის ნაყოფი არ უნდა ეჭამა... ხის ნაყოფის ჭამა არაა ცუდი საქციელი(ანუ უზნეობა, ბოროტება და ა.შ.), ის უბრალოდ დაუმორჩილებლობაა... აქედან გამომდინარე პელაგიანიზმს ვეთანხმები, რომ ადამიანის "ცოდვილი" ბუნება კი არ შეიქმნა, არამედ განვითარდა ადამის დაცემის მერე... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
beks777 |
![]()
პოსტი
#48
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 ![]() |
რჯული არ არსებობდა და არ იყო - "კარგი და ცუდი" საქციელი... ერთადერთი იმ ხის ნაყოფი არ უნდა ეჭამა... ხის ნაყოფის ჭამა არაა ცუდი საქციელი(ანუ უზნეობა, ბოროტება და ა.შ.), ის უბრალოდ დაუმორჩილებლობაა... otherguy აი სად ცდები: რჯული არსებობდა და იმაში მდომარეობდა რომ არ შეეჭამა ის ნაყოფი.აი ეს იყო რჯული მისთვის. და რა არის რჯული?რჯული არის იმის შესრულება რაც ნებავს უფალს. -------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
Otherguy |
![]()
პოსტი
#49
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
otherguy აი სად ცდები: რჯული არსებობდა და იმაში მდომარეობდა რომ არ შეეჭამა ის ნაყოფი.აი ეს იყო რჯული მისთვის. და რა არის რჯული?რჯული არის იმის შესრულება რაც ნებავს უფალს. ჰო მაგრამ საერთოდ ცოდვილ ბუნებაზე საუბარი ზედმეტია ადამ და ევაზე... ვერ იმსჯელებ რა... იმიტომ რომ არ იყო გამოსაცდელი ამისი არაფერი... ანუ აღიარებ რომ ადამს და ევას თავისუფალი ნება არ ჰქონია და არც ჩვენ გვაქვს? ![]() ჰოდა შენ ამბობ ცოდვილი ბუნება იმიტომ შეიძინეს რომ რჯული არ აასრულეს? მათით დაიწყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რამე შეიცვალა მათ ბუნებაში... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
beks777 |
![]()
პოსტი
#50
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 ![]() |
ანუ აღიარებ რომ ადამს და ევას თავისუფალი ნება არ ჰქონია და არც ჩვენ გვაქვს? ![]() როგორ არ ქონდა.მათ უბრალოდ სიკეთისა და ბოროტების გარჩევა არ შეეძლოთ.ამისათვის საჭირო იყო განღმრთობა... -------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
Otherguy |
![]()
პოსტი
#51
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
როგორ არ ქონდა.მათ უბრალოდ სიკეთისა და ბოროტების გარჩევა არ შეეძლოთ.ამისათვის საჭირო იყო განღმრთობა... ანუ ხის ნაყოფის ჭამა ბოროტებაა? რა სისულელეა... ბოროტება არის კაენის მიერ აბელის მოკვლა... მაგრამ ეს პირველი მომენტია როცა კონკურენტი ჰყავდა ღმერთის მიერ შექმნილ ადამიანს, ამიტომ იმის თქმა რომ ეს გააკეთა მან იმის გამო რომ ადამი დაეცა - ხმამაღალი ნათქვამია... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
beks777 |
![]()
პოსტი
#52
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 ![]() |
ანუ ხის ნაყოფის ჭამა ბოროტებაა? რა სისულელეა... ხის ნაყოფის ჭამა რომელიც აკრძალული ქონდათ იყო თუ არა რჯულის დარღვევა??? და ეხლა მიპასუხე ამ კითხვაზე რჯულის დარღვევა ბოროტება არ არის? -------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
Otherguy |
![]()
პოსტი
#53
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
ხის ნაყოფის ჭამა რომელიც აკრძალული ქონდათ იყო თუ არა რჯულის დარღვევა??? და ეხლა მიპასუხე ამ კითხვაზე რჯულის დარღვევა ბოროტება არ არის? მათ არ ჰქონდათ თავისუფალი ნება და რჯულის დარღვევა არაა ბოროტება... რადგან თავად რჯული იყო აბსურდული, რა მოხდა ეჭამათ ყველა ნაყოფი? სპეციალურად დადგა იქ, ოდესმე ხომ მაინც შეჭამდნენ არა? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
beks777 |
![]()
პოსტი
#54
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 ![]() |
მათ არ ჰქონდათ თავისუფალი ნება და რჯულის დარღვევა არაა ბოროტება... რადგან თავად რჯული იყო აბსურდული, რა მოხდა ეჭამათ ყველა ნაყოფი? სპეციალურად დადგა იქ, ოდესმე ხომ მაინც შეჭამდნენ არა? შენ უბრალოდ არ ინდა გაიგო,არადა ჭკვიანი და განათლებული ადამიანი ჩანხარ,შენ პოსტებს რომ გადავხედე ძაან საინტერესოდ და სიღრმისეულად ეძიები ყველაფერს,რაც ძალიან კარია .სწორედ ეს არის ღვთისმეტყველება,და გინდა გაარკვიო რა გწამს,რატომ,რა არის ჭეშმარიტი ,რატომ არის იმაზე უკეთესი ეს და ასე შემდეგ. მაგრამ უბრალოდ მოსმენა არ გიყვარს,ან გულდასმით არ კითხულობ. მე მირჩია დავითმა რომ რაღაც შენი აზრი გაქ და იმის გამართლებას ცდილობო,(შენც სწორედ ასეთი აზრი გაქვს ეხლა-otherguy)მეც დავფიქრდი,მოვიძიე წმინდა მამათა ნაშრომები ,ჩანაწერები,და მივედი იმ დასკვნამდე რაც ზევით ჩამოვაყალიბე,და მემგონი არ შევმცადრვარ. რას ნიშნავს შენი სიტყვები?("რჯული იყო აფსურდული"?)ეს უკვე მკრეხელობააა,რასაც შენ ამბობ.მოდი დაფიქრდი გაიაზრე და ჩაუკვირდი ამ ყველაფერს.იქნებ მიხვიდე ჭეშმარიტებამდე... -------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
Otherguy |
![]()
პოსტი
#55
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
შენ უბრალოდ არ ინდა გაიგო,არადა ჭკვიანი და განათლებული ადამიანი ჩანხარ,შენ პოსტებს რომ გადავხედე ძაან საინტერესოდ და სიღრმისეულად ეძიები ყველაფერს,რაც ძალიან კარია .სწორედ ეს არის ღვთისმეტყველება,და გინდა გაარკვიო რა გწამს,რატომ,რა არის ჭეშმარიტი ,რატომ არის იმაზე უკეთესი ეს და ასე შემდეგ. მაგრამ უბრალოდ მოსმენა არ გიყვარს,ან გულდასმით არ კითხულობ. მე მირჩია დავითმა რომ რაღაც შენი აზრი გაქ და იმის გამართლებას ცდილობო,(შენც სწორედ ასეთი აზრი გაქვს ეხლა-otherguy)მეც დავფიქრდი,მოვიძიე წმინდა მამათა ნაშრომები ,ჩანაწერები,და მივედი იმ დასკვნამდე რაც ზევით ჩამოვაყალიბე,და მემგონი არ შევმცადრვარ. რას ნიშნავს შენი სიტყვები?("რჯული იყო აფსურდული"?)ეს უკვე მკრეხელობააა,რასაც შენ ამბობ.მოდი დაფიქრდი გაიაზრე და ჩაუკვირდი ამ ყველაფერს.იქნებ მიხვიდე ჭეშმარიტებამდე... შენ გუჯა ხარ? მკრეხელობა რა არის? წარმოიდგინე უსასრულო დროის მანძილზე ხარ ბაღში და გითხრეს არ შეჭამო ეს ნაყოფიო, მოგბეზრდება და შეჭამ ბოლოს... ბოროტება აქ სად დაინახე? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
beks777 |
![]()
პოსტი
#56
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 ![]() |
შენ გუჯა ხარ? მკრეხელობა რა არის? წარმოიდგინე უსასრულო დროის მანძილზე ხარ ბაღში და გითხრეს არ შეჭამო ეს ნაყოფიო, მოგბეზრდება და შეჭამ ბოლოს... ბოროტება აქ სად დაინახე? მოდი ერთ კითხვაზე მიპასუხე და დავამთავროთ კარგი: შენი აზრით ადამმა და ევამ როცა შეჭამეს იმ ხის ნაყოფი რომელიც აუკრძალა მათ ღმერთმა,ამით დაარღვიეს თუ არა რჯული? -------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
gabrieli. |
![]()
პოსტი
#57
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 298 რეგისტრ.: 25-December 09 მდებარ.: გორი წევრი № 7,861 ![]() |
ვა რა სიბნელეა, რა ხის ნაყოფი? ეს ყველაფერი ხო ალეგორიულია, ეხლა არ მითხრათ ადამი და ევა კვებას საჭიროებდაო რა, ეს არის ალეგორია და პირდაპირ არ უნდა გავიგოთ.
იცი ადამისა და ევას დაცემა როდის მოხდა? - ადამიანმა რომ ყური დაუგდო უკეთურა ძალას, უბრალოდ რომ ყური დაუგდო ადამიანმა ეს უკვე დაცემაა, მთავარი დაცემა აქ არის, გველმა რომ მიიპყრო ადამიანის ყური აღარ ავს მნიშვნელობა მერე რას ეტყვის, ყველაზე მთავარი შეძლო გველმა, იმიტომ, რომ უზენაესი მოძღვარი ყავს ადამიანს და მან წესით ყური აღარ უნდა დაუგდოს. გველმა რომ ადამიანის ყურადღება მიიპყრო და ამ უდიდესი მოძღვრისკენ მიზუდულობისგან მისი სმენა გამოარიდა ესაა მისი ყველაზე დიდი მიღწევა, თორე იმის შემდეგ ყველაზე მთავარი თუ მოახერხა იმას ვეღარ შეძლებდა რომ თავის სიტყვა დააჯეროს? იცი რატომ იყი ხე სამოთხეში? იმიტომ რომ ადამიანს უნდა გაეკეთებინა თავისი პიროვნული არჩევანი განღმრთობის გზაზე, და თუ არ გააკეთებდა არჩევანს როგორ უნდა განღმრთობილიყო? ხოდა არჩევანი ღმერთის საწინააღმდეგოდ გააკეთა. ადამის დაცემა იმიტომ გახდა კიდევ შესაძლებელი რომ მას გამოცდილება არ ქონდა იმისა ღმერთის გარეშე რა არის, რის მაქნისია? იმიტომაა ეხლა ანგელოზების დაცემა შეუძლებელი (არა იმიტომ რომ ბუნებითად ყოვლადუცოდველნი არიან) რომ მათ იციან და გამოცდილება და მაგალითი აქვთ რომ ღმერთისგან გამიჯვნა რას იწვევს, ეშმაკი რა მდგომარეობაშიცაა უღმერთოთ ის იციან უკვე და აღარ დაეცემიან. |
beks777 |
![]()
პოსტი
#58
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 9-January 11 წევრი № 10,238 ![]() |
ვინ თქვა მერე კვებას საჭიროებდაო???
მგონი ბიბლიაში გარკვევით წერია რომ აუკრძალა ღმერთმა იმ ხის ნაყოფის შეჭმაო.და ისიც გარკვევით წერია რომ როცა გასინჯა ნაყოფი გაშიშვლდა და დაეცა ცოდვით.თუ არ მეთანხმები მოგიყვან ციტატებს ბიბლიიდან.რაში არ მეთანხმები ეხლა "gabriel"??? -------------------- როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე,ასევე მკვდარია რწმენაც საქმის გარეშე.(იაკობ.2,26)
|
gabrieli. |
![]()
პოსტი
#59
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 298 რეგისტრ.: 25-December 09 მდებარ.: გორი წევრი № 7,861 ![]() |
გასაგებია რო წერია ხეზე და მის ნაყოფზე მაგრამ ედემის ბაღში მართლა ხე კი არ იდგა და ნაყოფი კი არ ესხა, მაინც ვერ ხვდები ხო? შენ გგონია მართლა ნაყოფის ჭამა აუკრძალა ღმერთმა? ეს უბრალოდ ჩვენ ენაზეა დაწერილი რო გავიგოთ, გაითვალისწინე ისიც რომ მოსემ რო დაწერა ეს შესაქმე ეგვიპტიდან გამოსულ ხალხს უნდა წაეკითხათ და გასაგებ ენაზეა, მაშინ რო წერია ღმერთმა რა ექვს დღეში შექმნა სამყარო და მერე მეშვიდე დღეს დისვენა?
|
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#60
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
გასაგებია რო წერია ხეზე და მის ნაყოფზე მაგრამ ედემის ბაღში მართლა ხე კი არ იდგა და ნაყოფი კი არ ესხა, მაინც ვერ ხვდები ხო? შენ გგონია მართლა ნაყოფის ჭამა აუკრძალა ღმერთმა? ეს უბრალოდ ჩვენ ენაზეა დაწერილი რო გავიგოთ gabrieli. ეგ შენი პირადი აზრია თუ რომელიმე მართლმადიდებელი წმინდა მამის განმარტებაა? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 03:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი