IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ქალაქური სიმღერის ტექსტები
I LOVE YOU
პოსტი Mar 14 2011, 08:29 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 13-March 11
მდებარ.: tbilisi
წევრი № 10,658



შენ მახველ

შენ მახველ მზეც ამავიდა,
მეც აქ მავშავდი ქოლვილი,
შენ წახველ მზეცა წავალის,
ვარდი დაჭკნება ყოილი.

საიდან მოხველ შენ ქალო,
ამამავალი მზე ხარო,
ნეტა იმ ვაჟის დედასა,
ვის სახლშიც შენა ჰყევხარო.

წარბები გადაგხატვია,
გიმშვენებს ორთავ თოლებსა,
ტანი ალვის ხეს მიგიგავს,
პირი გაბადრულ მთვარესა.

აიმ მთაზედა ყორნები,
ბუდობენ, არ იშლიანო,
არ შამაგხედავ ქალაუ,
თოლნი არ დაიშლიანო.

http://www.youtube.com/watch?v=u9G2PgMRpDE


იბერეთი - ქალავ სიცოცხლე

აღმა ქალი დავინახე,
რა პირმტაცი რა ქალი,
..ნაპირს აქეთ გადმომძახა,
იქნები ჩემი ქმარიo 2X

ქალავ სიცოცხლე დამწველო გულისა,
თითები მიგიგავს ბროლისა თლილისა,
..ჩემი ხარ ეგეთი მე სულ მგონია,
ნეტავ სად წამიხვალ რა ბედი მქონია 2X

წამოდი, მთაში არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა რას შეგადარო,
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

შორს აგიშენო თეთრი კარავი,
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი,
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ,
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.

არ დასხდებიან ხევსურნი,
ქუდის სასმენად ბანზედა,
..ქალაუ ჩემთან გადმოდი,
ნუ გამირბიხარ განზედა 2Х

ქალაუ შენმა მანდილმა,
ჰაერში აიფრიალა,
..სახე გამოჩნდა ტოლებმა,
ელვარემ გაიკრიალა 3Х

http://www.youtube.com/watch?v=Ips2JcmgYnY


ცეცე - ომია

ომია!
ტყვიები ზუზუნით მოჰქრიან.
ყველაზე სათნო, გულჩვილი, მოწყალე კაცი,
დამსგავსებია თოფიანს.
ომია!
ტანკები გრუხუნით მიდი-მოდიან.
უწვერო ბიჭები სახლიდან გადიან
უკან კი ვეღარ მოდიან.
ომია!
დაცხრილულ კაცს თავს ძმაკაცი დასდგომია.
ამ წუთას ფეთქავდა, ამ წუთას სუნთქავდა,
თავი სიზმარში ჰგონია.
..შეწყვიტეთ! X4
ომია!
ომი ხომ სიკვდილის სადგომია.
დიდსა თუ პატარას, ქალსა და მამაკაცს
თვალებში სიკვდილი ჩასდგომია.
ომია!
უნდა იცოდეთ რომ მაგ ჯუნგლის კანონია.
და ვინც მას ადგენს სავარძელში ზის
და ეს დემოკრატია ჰგონია.
..შეწყვიტეთ! …

http://www.youtube.com/watch?v=woqocIEdAeg


ქართული ხმები - თოვლის ფანტელი

თოვლის ფანტელი გაშიშვლებულ ტოტებს აცვივა,
ჩემო ჩიორა შენ ხომ არ გცივა,
მოდი ჩაგიკრავ უბეში და თბილად იქნები,
არ დაგასველებს თოვლის ფიფქები.

მოგიალერსებ ჩიტუნა და ამას ვინატრებ,
ფიფქივით შენც არ გაუჩინარდე.
..თორემ ხომ ხედავ არემარეს იმგვარადა თოვს,
სხვა ჩემნაირად ვერვინ გაგათბობს 2X


http://www.youtube.com/watch?v=Nd5wpcuUIUA


დათო არჩაძე - ფარვანა

დიდი ხნის წინ ჩაგიფიქრე
ბევრი წამი გელოდი,
..ეს წამები გულში იქნებ
სიყვარულზე ვმღეროდი 2X

ვარსკვალავებთან გამათენდა,
აგერ მტკვარი, აგერ დილა,
ძველი სევდა გამახსენდა,
..გული ვეღარ გახედნილა 2X

მისამღერი:
..ისევ ისე სიყვარული,
დაჰქრის ჭრელი ფარვანა,
დაღალული ჩემი გული,
..ან გაჩუქე ან არა 2X

ზღაპრად გადაგაქციე და,
ო რამდენი გეფერე,
..წლები წამად ვაქციე და,
დამღლის ჩემი სიბერე 2X

აღარც მახსოვს გაჩნდი როდის,
წამი რაღამ გამახსენა,
გაცრეცილ წლებს მივტიროდი,
..ისევ მშველის ცრემლის ცვენა 2X

მისამღერი:

http://www.youtube.com/watch?v=iShcoN8N1Fk


დარკვეთელო ქალო – კინოფილმიდან “განგაში”
(მუსიკა: რევაზ ლაღიძე, ტექსტი: პეტრე გრუზინსკი)


დარკვეთელო ქალო,
რა დიდგულა ხარო,
წამომყევი სახლში,
დედა გავახარო.

..გარეთ მზეა სულში ბნელა,
შენზე ფიქრი ლანდად მადევს,
ღვინოსავით მათრობელა,
..ჩემდა ჭირად დაიბადე 2X

ვერ გავუძლებ ვიცი,
თვალებს მხოლოდ თვალებს,
და თუ მოგიტაცე,
მაგათ დააბრალე.

..შემეპარე გულში ნელა,
მეც მაწვალებ შენცა წვალობ,
ღვინოსავით მათრობელა,
..გაჩნდი ჩემდა სავალალოდ 2X

http://www.youtube.com/watch?v=lqKMAouHImw


ჯანსუღ კახიძე - მუხამბაზი
(ტექსტი: პ.გრუზინსკი, სიმღერა კინოფილმიდან “რაჭა ჩემი სიყვარული”)

შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია,
ავადა ვარ გულში ცეცხლი მინთია,
ექიმობას თუ გამიწევ მადლია,
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია.

ჩემს ეზოში გაიარე მადლია,
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია.

შენ ფანჯრებთან ვიღიღინო რას გიშლი,
ამასა გთხოვ შენს ნახვას ნუ დამიშლი,
..სილამაზე ცქერით როდი გაცვდება,
დარდი ნუ გაქვს აუგი არ დამცდება 2X

ჩემს ეზოში გაიარე მადლია,
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია.

რა მაწუხებს უნდა მიხვდე თავადა,
შენგანა ვარ ასე მძიმედ ავადა,
მიექიმე მოდი სანახავადა,
ავადმყოფი ვერ მორჩება თავადა.

ჩემს ეზოში გაიარე მადლია,
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია.

შენს ლოდინში ვრჩები კეთრად რას მიპირებ ქალავ ნეტავ?
რახან დამტოვე ავადა მაშ მოდი სანახავადა, ნა-ნა… ნინა და.

შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია…

http://www.youtube.com/watch?v=MHNxlS1gY2I


აქ საქართველო ჩვენც გვაქვს პატარა
(უცნობი ავტორი)

სიმღერებით დავატარებ ქვეყანაზე,
საქართველოს სიკეთეს და სითბოს,
სადაცა ვარ ვმღერი მუდამ ქართულ ხმაზე,
სიზმარშიაც შენთანა ვარ თითქოს.

შორს ვარ შენგან მაგრამ მაინც ყველგან მათბობს,
იავნანა არაგვის და მტკვარის,
..ტივზე ნამღერ ყარაჩოღლის ალი მათრობს,
რას დამაკლებს უცხო ქვეყნის ქარი? 2X

შავმა ზღვამ ლოცვით გამომაცილა,
მტკვარმა რიონმა გულით მატარა,
..აქაც ქართულად შემოგვათბილა,
აქ საქართველო ჩვენც გვაქვს პატარა 2X

ცრემლიანი კახურ ღვინით ამივსია,
ძმა-ბიჭებთან ალავერდის თასი,
საქართველოს გაუმარჯოს მუდამზიანს,
ყველას ვინც კი იცის მისი ფასი.

შორს ვარ შენგან მაგრამ მაინც ყველგან მათბობს,
იავნანა არაგვის და მტკვარის,
..ტივზე ნამღერ ყარაჩოღლის ალი მათრობს,
რას დამაკლებს უცხო ქვეყნის ქარი? 2X

შავმა ზღვამ ლოცვით გამომაცილა,
მტკვარმა რიონმა გულით მატარა,
..აქაც ქართულად შემოგვათბილა,
აქ საქართველო ჩვენც გვაქვს პატარა 2X

შავმა ზღვამ ლოცვით გამომაცილა,
მტკვარმა რიონმა გულით მატარა,
..აქაც ქართულად შემოგვათბილა,
აქ საქართველo ჩვენც გვაქვს პატარა 2X

http://www.youtube.com/watch?v=Re6YRn6zFVM


ანანური - ეგ სახე

ეგ სახე მყინვართა სარკეში მინახავს,
მაღალ მთებს ქარაფებს აფრქვევდი მინანქარს,
..ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს,
ალი ხარ ქალი ხარ მითხარი ვინაა ხარ? 2X

არ გეყო ძალით რომ დაიპყარ ეს გული,
მერე მთებს მიადექ რისხვით წარბშეკრული,
..უფრთხილდი ლამაზო მთა განაბულია,
აქ ყველგან ქარიშხლით მთაც განაბულია 2X

მე შენი სიმკაცრის ნაპრალში ვარდები,
ძვირფასო საშველად ნუ დაგვიანდები,
..მე ყველა ნაპრალზე ეგ მეტად მაშინებს,
კვლავ ხელი მომხვიე კვლავ გადამარჩინე 2X

მივდივარ მივყვები ჭიუხში მთამსვლელებს,
ხან ქარი მიბერავს ხან წვიმა მასველებს,
..მე შენმა სურვილმა მთამსვლელად მაქცია
წერაქვი მიჭირავს წრიაფი მაცვია X2

ეგ სახე მყინვართა სარკეში მინახავს,
მაღალ მთებს, ქარაფებს აფრქვევდი მინანქარს,
..ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს,
ალი ხარ ქალი ხარ მითხარი ვინაა ხარ? 2X

http://www.youtube.com/watch?v=OW9MXE0x9pk



ბაიარ შაჰინი & არჩილ შოთაშვილი – რა სამშობლო მქონია


უსასრულო გზები,
საოცნებო მთები,
სამშობლოში ერთდება.

ჭადზე დედის ხელი,
სუფრას ღვინო შველის,
თვალზე ცრემლი მედება.

დღესაც შენზე ვფიქრობ,
გულს შორიდან გითბობ,
მენატრები ძალიან.

ვფიცავ ეს მთა-ბარი,
შენი მიწა-წყალი,
სხვანაირი დარდია.

სადაც უნდა ვიყო,
მაინც შენსკენ მიხმობ,
არ დამტოვებ მგონია.

შენი გზები მახსოვს,
ვერასოდეს დაგთმობ,
რა სამშობლო მქონია.

ჩვენი ძმობის სიტყვა,
მეგობრობად იქცა,
დრო ჩვენ ვერ მოგვერია.

მინდა გულით გითხრა,
მშობლიური მიწა,
ქართველისთვის ერთია.

ვეფერები წარსულს,
ვეკითხები რა სურს,
მაჭახელას მადლიანს.

ლიხს იქით და აქეთ,
მონატრებულ ქართველებს,
ჩვენ გავუთბობთ კერიას.

სად უნდა ვიყო,
მაინც შენსკენ მიხმობ,
არ დამტოვებ მგონია.

შენი გზები მახსოვს,
ვერასოდეს დაგთმობ,
..რა სამშობლო მქონია 3X

http://www.youtube.com/watch?v=b6S7_4ukWjU


თოვლიანი მთები

თოვლიანი მთები თოვლიანი გზები,
ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები,
სხვისთვის გამინდვია გულში რაც მითქვია,
რად არ ბრუნდებიან ის წასული წლები.

..თოვლიანი მთები, თოვლიანი გზები,
ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები? 2X

ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?

ისევ მიდის დღენი ისევ მიდის წლები,
მახსენდება ახლად სიყრმის მეგობრები,
ვხედავ გზად მიდიან ნეტავ სად მიდიამ,
თან წაიღეს საგზლად გულში რაც მითქვია.

..თოვლიანი მთები თოვლიანი გზები,
ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები? 2X

ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?

ნეტავ კიდევ ერთხელ ხელჩაკიდებული,
ცაში აგვაფრინა როგორც თეთრი მტრედი,
ახლად დაგვანახა თოვლიანი მთები,
ხელგადახვეული სიყრმის მეგობრები.

..თოვლიანი მთები, თოვლიანი გზები,
ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები? 2X

ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?

http://www.youtube.com/watch?v=IKaybnrZ99c


დათო კენჭიაშვილი - შენმა სურვილმა დამლია

შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამან,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამან
..გულის თვალებით ხედვამან 2X

ცაზედ მოდიან წერონი,
მწკრივადა ჯარის-ჯარადა,
ვერა ხედავთა ტივლებო,
..ცრემლი ჩამამდის ღვარადა 2X

შენ ჩემს გულს ვეღარ მაიგებ,
ჩემი სათქმელიც ის არის,
გადამაგდე და დამკარგე
..როგორც ჩერქეზმა ისარი 2X

http://www.youtube.com/watch?v=9EbizJibexg


პაატა თედიაშვილი - პოპური

სადა ხარ, სად დაიარები?
ღამეა, ოცნების ღამე!
გეძახი გამეცი ხმაi,
სიცოცხლე ნუ გამიმწარე.

დადიხარ, უკან დაგყვები,
აჩრდილად მაქციე ქალავ,
მე მაგით უფრო მინდიხარ,
მიყვარს მე შენისთანაო.

მთაში სალამურს ვაკვნესებ,
რომ ვერა გხედავს თვალები,
.. დავდივარ თვალებს ვაცეცებ,
თვალში გამიჩნდა ღარები. 2X

შენ რომ დაგეძებ მთაშია,
სულ მელანდები თვალშია,
.. ჩამოგიქროლებ ლამაზო,
წაგიყვან მაღლა მთაშია. 2X

ჰარალალო…

სადა ხარ, სად დაიარები?
ღამეა, ოცნების ღამე!
გეძახი გამეცი ხმაჲ,
სიცოცხლე ნუ გამიმწარე.

დადიხარ, უკან დაგყვები,
აჩრდილად მაქციე ქალავ,
მე მაგით უფრო მინდიხარ,
მიყვარს მე შენისთანაო.

ჰარალალო…

მე რად მინდა მკერდში გული,
დამეყაროს მაშინ მიწა,
.. თუ მოყვასის სიყვარულში,
სანთელივით არ დაიწვა. 2X

ჰარალალო…

http://www.youtube.com/watch?v=S7RsY_DP5_c


ქართული ხმები – ყვავილების დედოფალა

ყვავილების დედოფალა ეს ქვეყანა შენია,
შენ ისეთი ლამაზი ხარ ცქერა გამჭირვებია,
ყვავილების დედოფალა ყვავილები მღერიან,
ყველა დარდი დამავიწყე გული გადამერია.

წვიმა მოდის წვიმა წკაპაწკუპით, კაბა დაგსველებია,
ყვავილების დედოფალა, საყვარელო ფერია,
წვიმა მოდის წვიმა წკაპაწკუპით, მაგრამ არაფერია,
ყვავილები თურმე წვიმაშიც კი მღერიან მღერიან…

..ყვავილების დედოფალა ეს ქვეყანა შენია,
შენ ისეთი ლამაზი ხარ ცქერა გამჭირვებია,
წვიმა მოდის წკაპაწკუპით ყვავილები მღერიან,
ეს ქვეყანა გაცოცხლდა და გული გადამერია ყვავილები მღერიან 2X

http://www.youtube.com/watch?v=Lxk-_sh9mIc


გიორგი დაიაური - მიყვარხარ

კვლავ ლექსებს დაგიწერ, მაინც ხომ ლექსით ავიწერ, ავიწერ თვალებს შეგიქებ ღამისფერს, ღამისფერს გეტყვი, რაც ჩემს გულს სჭირს. მიყვარხარ, მიყვარხარ, ე, მაგ შავ თვალებს ვფიცავარ, ვფიცავარ ბალახი ვარ და მიწა ვარ,მიწა ვარ შენ რომ აბიჯებ ის! ნაბიჯებს, ნაბიჯებს, ზედ გულზე რატომ მაბიჯებ, მაბიჯებ თან ასე რატომ მაგიჟებ,მაგიჟებ ტრფიალით ხევსურ ბიჭს?! წამოდი, წამოდი, ეგრე რად ჯავრობ? რა მოგდის?რა მოგდის მე ხომ სიყვარულს ვლამობდი,ვლამობდი ეგ გული რატომ მსჯის?! დაგიცდი, დაგიცდი, და თუ კი ბოლოს გავგიჟდი,გავგიჟდი შენს მოტაცებას მაინც ვცდი,მაინც ვცდი პასუხს ვერ მოსთხოვ გიჟს გავბედავ, გავბედავ, ლამაზ თვალებში ჩაგხედავ,ჩაგხედავ კოცნას დაგიგებ მახედა,მახედა როგორც ნიბლია ჩიტს,.გავბედავ, გავბედავ, ლამაზ თვალებში ჩაგხედავ,ჩაგხედავ კოცნას დაგიგებ მახედა,მახედა როგორც ნიბლია ჩიტს,.

http://www.youtube.com/watch?v=8mP1v_ulJ5s


აყვავებულა არაგვზე დეკა

აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მოცურავს მთა-მთა.
.. დარდი მასწავლე ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა 2X

ციხეგორობას სტუმრად მოგივალ,
არ გეოცები ნეტა?
.. შენთან ალერსი მწადიან ქალო,
ყოფნა მწადიან შენთან 2X

და მერე თუნდაც ფშავლის ასულო,
შენ ძმათ შემაჭრეს ხმალზე,
.. ნეტა ვიცოდე როგორ მიტირებ,
გლოვის სევდიან ხმაზე 2X

მაღალ ბილიკებს, მთებსა და ჯიუხვებს
რაისთვის სთელავ ნეტავ,
.. მოდი ვიქნები შენი წაწალი,
მთები დავლახოთ ერთად 2X

აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მიცურავს მთა-მთა.
.. დარდი მასწავლე ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა 2X

http://www.youtube.com/watch?v=iklJ_SkeXQ0



ფანდურა & ჩელა – წყაროზე


წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო
შენთვის თუ უთქვამთ, პატარა ქალო!

მე იმ ასაკში არა ვარ ახლა
არც იმ ჭკუაზე ვარ, რომ ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შამამიჩნდა სურვილის მახრა
პატარა ქალო, უნდა გაგეყარო!

მაგრამ პატარა გოგო ტოლებში დაქრის
და ჩემი მახრა ფეხზე ჰკიდია,
მაგრამ სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

იგრე ჩამოივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ეგ ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში
გოგო იგეთია, გოგო აგეთია!

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო…

http://www.youtube.com/watch?v=5-QWQuU5aD0
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
I LOVE YOU
პოსტი Mar 15 2011, 12:38 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 13-March 11
მდებარ.: tbilisi
წევრი № 10,658



დარკვეთელო ქალო – კინოფილმიდან “განგაში”
(მუსიკა: რევაზ ლაღიძე, ტექსტი: პეტრე გრუზინსკი)


დარკვეთელო ქალო,
რა დიდგულა ხარო,
წამომყევი სახლში,
დედა გავახარო.

..გარეთ მზეა სულში ბნელა,
შენზე ფიქრი ლანდად მადევს,
ღვინოსავით მათრობელა,
..ჩემდა ჭირად დაიბადე X2

ვერ გავუძლებ ვიცი,
თვალებს მხოლოდ თვალებს,
და თუ მოგიტაცე,
მაგათ დააბრალე.

..შემეპარე გულში ნელა,
მეც მაწვალებ შენცა წვალობ,
ღვინოსავით მათრობელა,
..გაჩნდი ჩემდა სავალალოდ X2

http://www.youtube.com/watch?v=1NWaC4vlAls
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
I LOVE YOU
პოსტი Mar 15 2011, 01:47 AM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 13-March 11
მდებარ.: tbilisi
წევრი № 10,658



აქ საქართველო ჩვენც გვაქვს პატარა
(უცნობი ავტორი)


სიმღერებით დავატარებ ქვეყანაზე,
საქართველოს სიკეთეს და სითბოს,
სადაცა ვარ ვმღერი მუდამ ქართულ ხმაზე,
სიზმარშიაც შენთანა ვარ თითქოს.

შორს ვარ შენგან მაგრამ მაინც ყველგან მათბობს,
იავნანა არაგვის და მტკვარის,
..ტივზე ნამღერ ყარაჩოღლის ალი მათრობს,
რას დამაკლებს უცხო ქვეყნის ქარი? X2

შავმა ზღვამ ლოცვით გამომაცილა,
მტკვარმა რიონმა გულით მატარა,
..აქაც ქართულად შემოგვათბილა,
აქ საქართველო ჩვენც გვაქვს პატარა X2

ცრემლიანი კახურ ღვინით ამივსია,
ძმა-ბიჭებთან ალავერდის თასი,
საქართველოს გაუმარჯოს მუდამზიანს,
ყველას ვინც კი იცის მისი ფასი.

შორს ვარ შენგან მაგრამ მაინც ყველგან მათბობს,
იავნანა არაგვის და მტკვარის,
..ტივზე ნამღერ ყარაჩოღლის ალი მათრობს,
რას დამაკლებს უცხო ქვეყნის ქარი? X2

შავმა ზღვამ ლოცვით გამომაცილა,
მტკვარმა რიონმა გულით მატარა,
..აქაც ქართულად შემოგვათბილა,
აქ საქართველო ჩვენც გვაქვს პატარა X2

შავმა ზღვამ ლოცვით გამომაცილა,
მტკვარმა რიონმა გულით მატარა,
..აქაც ქართულად შემოგვათბილა,
აქ საქართველo ჩვენც გვაქვს პატარა X2
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
I LOVE YOU
პოსტი Mar 15 2011, 01:57 AM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 13-March 11
მდებარ.: tbilisi
წევრი № 10,658



ფანდურა & ჩელა – წყაროზე


წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო
შენთვის თუ უთქვამთ, პატარა ქალო!

მე იმ ასაკში არა ვარ ახლა
არც იმ ჭკუაზე ვარ, რომ ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შამამიჩნდა სურვილის მახრა
პატარა ქალო, უნდა გაგეყარო!

მაგრამ პატარა გოგო ტოლებში დაქრის
და ჩემი მახრა ფეხზე ჰკიდია,
მაგრამ სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

იგრე ჩამოივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ეგ ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში
გოგო იგეთია, გოგო აგეთია!

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო…

http://www.youtube.com/watch?v=5-QWQuU5aD0
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
I LOVE YOU
პოსტი Mar 15 2011, 02:51 AM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 13-March 11
მდებარ.: tbilisi
წევრი № 10,658



აყვავებულა არაგვზე დეკა


აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მოცურავს მთა-მთა.
.. დარდი მასწავლე ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა X2

ციხეგორობას სტუმრად მოგივალ,
არ გეოცები ნეტა?
.. შენთან ალერსი მწადიან ქალო,
ყოფნა მწადიან შენთან X2

და მერე თუნდაც ფშავლის ასულო,
შენ ძმათ შემაჭრეს ხმალზე,
.. ნეტა ვიცოდე როგორ მიტირებ,
გლოვის სევდიან ხმაზე X2

მაღალ ბილიკებს, მთებსა და ჯიუხვებს
რაისთვის სთელავ ნეტავ,
.. მოდი ვიქნები შენი წაწალი,
მთები დავლახოთ ერთად X2

აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მიცურავს მთა-მთა.
.. დარდი მასწავლე ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა X2

http://www.youtube.com/watch?v=iklJ_SkeXQ0
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Mar 15 2011, 08:35 AM
პოსტი #6


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



geolyrics.com გადმოგვაქვს? biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 15 2011, 11:21 AM
პოსტი #7


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ikanosi
არის ეგეთი საიტიც? biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Mar 15 2011, 01:46 PM
პოსტი #8


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ქევანა
კი, ქართული სიმღერების ტექსტებია biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
I LOVE YOU
პოსტი Mar 15 2011, 10:48 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 13-March 11
მდებარ.: tbilisi
წევრი № 10,658



მგზავრები – შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ


შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ,
ეგ ტუჩები დასალევად მენანება,
ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები,
გზას მიბნევს და ეგ სიბრმავე მენატრება, მენატრება,

ფანჯრის რაფას დაეკიდა შემოდგომა,F
გარეთ წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურა,
ეს ამბორი, როგორც მთვარის ნაფეხური მაჩუქა,
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა (X3)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
I LOVE YOU
პოსტი Mar 16 2011, 02:17 AM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 13-March 11
მდებარ.: tbilisi
წევრი № 10,658



ჯანსუღ კახიძე – მუხამბაზი
(ტექსტი: პ.გრუზინსკი, სიმღერა კინოფილმიდან “რაჭა ჩემი სიყვარული”)


შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია,
ავადა ვარ გულში ცეცხლი მინთია,
ექიმობას თუ გამიწევ მადლია,
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია.

ჩემს ეზოში გაიარე მადლია,
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია.

შენ ფანჯრებთან ვიღიღინო რას გიშლი,
ამასა გთხოვ შენს ნახვას ნუ დამიშლი,
..სილამაზე ცქერით როდი გაცვდება,
დარდი ნუ გაქვს აუგი არ დამცდება X2

ჩემს ეზოში გაიარე მადლია,
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია.

რა მაწუხებს უნდა მიხვდე თავადა,
შენგანა ვარ ასე მძიმედ ავადა,
მიექიმე მოდი სანახავადა,
ავადმყოფი ვერ მორჩება თავადა.

ჩემს ეზოში გაიარე მადლია,
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია.

შენს ლოდინში ვრჩები კეთრად რას მიპირებ ქალავ ნეტავ?
რახან დამტოვე ავადა მაშ მოდი სანახავადა, ნა-ნა… ნინა და.

შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია…

http://www.youtube.com/watch?v=MHNxlS1gY2I
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
I LOVE YOU
პოსტი Mar 26 2011, 11:51 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 13-March 11
მდებარ.: tbilisi
წევრი № 10,658



დაგიჯერე და შევცდი

დაგიჯერე და.. შევცდი..
გაგიჯავრდი და.. შევცდი..
გაგიღიმე და….. შევცდი..
დაგიბრუნდი და…. შევცდი…
.. ამას რომ ვამბობ ახლა
მგონია, ახლაც შევცდი X2

გაგიჯავრდი და.. შევცდი..
გაგებუტე და.. შევცდი..
მიგატოვე და.. შევცდი..
სხვა ვირჩიე და.. შევცდი..
..რად დრო გასულა, რა დრო
დროს მარტოსული შევრჩი X3

ამას რომ ვამბობ ახლა
იქნება, ახლაც შევცდი.

ამ სიმღერაზე აკორდები დააწერეთ თუ შეიძლება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 20 2011, 11:01 AM
პოსტი #12


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ამ სიმღერაზე აკორდები დააწერეთ თუ შეიძლება

არ ვიცი რა აკორდები აქვს, თორემ სიამოვნებით დავაწერდი smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th November 2017 - 04:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი