IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Closed TopicStart new topic
> ძველმოწესეთა ეკლესია, კანონიკური საკითხები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 9 2011, 11:54 AM
პოსტი #61

Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957

ახლა კი, ბატონებო, თუ მეტი არაფერი გაქვთ სათქმელი (როგორც თვითონვე ამბობთ), თუ შეიძლება კანონისტი გამოატარეთ აქეთ, საქმე მაქვს მაგასთან...

ბ-ნო კანონისტო, შეკითხვა დაგისვით და იქნებ მაღირსოთ პასუხი...

კითხვა ხომ არ გაგიმეოროთ?

--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 9 2011, 11:56 AM
პოსტი #62

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

dzvelmartlmadidebeli

ციტატა
ახლა კი, ბატონებო, თუ მეტი არაფერი გაქვთ სათქმელი (როგორც თვითონვე ამბობთ), თუ შეიძლება კანონისტი გამოატარეთ აქეთ, საქმე მაქვს მაგასთან...

ბ-ნო კანონისტო, შეკითხვა დაგისვით და იქნებ მაღირსოთ პასუხი...

კითხვა ხომ არ გაგიმეოროთ?

გაქრი შენ biggrin.gif biggrin.gif

თუ გინდა პირადად მისწერე. აღარ ვაპირებ ფორუმი შენი ბრძნული აზრების პოლიგონად ვაქციო.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 9 2011, 12:04 PM
პოსტი #63

Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957

afxazi
ციტატა
მომიტევე(თ), მაგრამ ტიპიური სექტანტური აზროვნების დონემდე დაეშვი(თ). გინდა(თ) შეურაცხყოფად მიიღეთ ეს და გინდა(თ) არა.

არა უშავს, საწყენი აქ არაფერია, ოღონდ ის უნდა მიმითითოთ, "სექტანტური" აზროვნებისა აქ რა არის?!

ციტატა
უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისათვის.

მეც, მადლობა თქვენი სიტყვებისთვის.

ციტატა
აჰა, ე.ი. ომი გინდათ. თუმცა მე არ დავეშვები თქვენს დონეზე და ანალოგიურს არ გავაკეთებ. ვინ იყო მიტრ. შიო ავალიშვილი და რა გააკეთა, ამას ისტორია იტყვის.

ომი დიდი ხანია გამოცხადებულია ჩვენს წინააღმდეგ, თავდაცვის უფლება არ გვაქვს?

ციტატა
თქვენ კი თქვენი ტვინგაყინული მსჯელობებით ერთ ათგილზე დაეტიეთ.

ეს რა არის? ამისთვის მგონი საკუთარ თავს უნდა გამოუწეროთ "ბანი". ან რა სიტყვაა "ერთ ადგილზე დაეტიეთ"? და ამის შემდეგ კიდევ წერთ:

ციტატა
არ გინდათ ეს ფარული ბოღმა და შური, კარგს არაფერს მოგიტანთ.

ბოღმა და შური, თქვენს პასუხებში უფრო არ გამოსჭვივის?

კარგს რომ არაფერს მომიტანს, ეს ვიცი. "სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული ჰყავდესო" ხომ გაგიგიათ? თუმცა, ქრისტეს სიტყვებით ვინუგეშებ თავს: "ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.

ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქუნდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს.

გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინასწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა." (მათე 5:10-12)

ციტატა
ამ ყველაფრით კარგად ჩანს რა მიზნებიც გამოძრავებთ.

მე პირადად, ერთი მიზანი მამოძრავებს: სიმართლე და ჭეშმარიტება. სხვა მიზანი არასოდეს მქონია.

afxazi
ციტატა
გაქრი შენ

თუ გინდა პირადად მისწერე. აღარ ვაპირებ ფორუმი შენი ბრძნული აზრების პოლიგონად ვაქციო.

რატომ, კაცო? უნდა ადამიანს ჩემთან დავა და პოლემიკა და უშლით?

afxazi
ციტატა
თუ გინდა პირადად მისწერე.

ან პირადად რატომ უნდა მივწერო, როცა თვითონ ფორუმში წერს? და აქვე ითხოვს პასუხს? ხომ ხვდებით, რომ არასწორი მოთხოვნაა...

--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 9 2011, 12:07 PM
პოსტი #64

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

dzvelmartlmadidebeli

ციტატა
მე პირადად, ერთი მიზანი მამოძრავებს: სიმართლე და ჭეშმარიტება. სხვა მიზანი არასოდეს მქონია.

თქვენ ამბობთ, რომ არ ხართ ის მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის სათავეშიც პარიარქი ილია II-ა, ხოდა რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ზემოთ ნათქვამი წერილის გამოქვეყნება, თუ არა ბოღღრმას და შურს. ობიექტური ადამიანი გაარკვევდა იმ წერილის წარმომავლობას, იმას თუ ვინ იყო შიო ავალიშვილი და რატომ დაწერა ეს წერილი. რა ხდებოდა მაშინ და ა.შ. მაგრამ არაობიექტური და ბოღრმა როგორ იქცევა (როგორც იქცეოდა ჟურნალ "არჩევანის" რედაქცია, რომლებმაც გამოაქვეყნეს ეს წერილი), მხოლოდ წერილს აქვეყნებს და ამბობს, "აი ხედავთ...".

გინდა აგჩვენო იგივე მიტროპოლიტი ორი წლით ადრე როგორი სიტყვებით მიმართავს მის უწმინდესობას? რა შეიცვალა ორ წელიწადში?

ციტატა
კარგს რომ არაფერს მომიტანს, ეს ვიცი. "სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული ჰყავდესო" ხომ გაგიგიათ? თუმცა, ქრისტეს სიტყვებით ვინუგეშებ თავს: "ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.

ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქუნდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს.

გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინასწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა." (მათე 5:10-12)

ცნობილი მეთოდი. ჩემი, ერთი უღირსი ადამიანის სიტყვების საპირისპიროდ სახარების ეს მუხლები დაიმოწმე. რაზე მეტყველებს ეს?

ციტატა
ან პირადად რატომ უნდა მივწერო, როცა თვითონ ფორუმში წერს? და აქვე ითხოვს პასუხს? ხომ ხვდებით, რომ არასწორი მოთხოვნაა...

კი ბატონო, ამოწურეთ რაც გაინტერესებთ.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 9 2011, 12:17 PM
პოსტი #65

Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957

afxazi
ციტატა
თქვენ ამბობთ, რომ არ ხართ ის მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის სათავეშიც პარიარქი ილია II-ა, ხოდა რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ზემოთ ნათქვამი წერილის გამოქვეყნება, თუ არა ბოღღრმას და შურს.

მე ვერ ვგებულობ რა უნდა მშურდეს თქვენი ეკლესიის და რისგან უნდა ვიყო ბოღმაში?

ციტატა
ობიექტური ადამიანი გაარკვევდა იმ წერილის წარმომავლობას, იმას თუ ვინ იყო შიო ავალიშვილი და რატომ დაწერა ეს წერილი. რა ხდებოდა მაშინ და ა.შ. მაგრამ არაობიექტური და ბოღრმა როგორ იქცევა (როგორც იქცეოდა ჟურნალ "არჩევანის" რედაქცია, რომლებმაც გამოაქვეყნეს ეს წერილი), მხოლოდ წერილს აქვეყნებს და ამბობს, "აი ხედავთ...".

ჰოდა, მოდით და გაგვარკვიეთ.

რაც შეეხება ილია მეორის მოღვაწეობას, სამწუხაროდ, ის არ არის აღბეჭდილი მკაცრი, მართლმადიდებლური ბეჭდით. უამრავი წყაროებით დაამტკიცა ეს აწ გარდაცვლილმა გ. გაბაშვილმა (მისი წერილიც გამოვაქვეყნეთ). არაობიექტურს ვერაფერს ვხედავთ ამაში. ყველამ იცის ბ-ნ ილიას ცხოვრება და მოღვაწეობა.

ციტატა
გინდა აგჩვენო იგივე მიტროპოლიტი ორი წლით ადრე როგორი სიტყვებით მიმართავს მის უწმინდესობას? რა შეიცვალა ორ წელიწადში?

კი, რა თქმა უნდა. თუ შეგიძლია მიჩვენე.

ციტატა
ჩემი, ერთი უღირსი ადამიანის სიტყვების საპირისპიროდ სახარების ეს მუხლები დაიმოწმე. რაზე მეტყველებს ეს?

არ ვიცი რამდენად ღირსეული ან უღირსი ხარ შენი ეკლესიის წიაღში (ჩემთვის, ყველა ადამიანი პატივსაცემია), ყოფილიყავი ღირსებული, უბრალოდ როდესაც მუქარა მესმის ვემზადები... აი, რაზე მეტყველებს ეს! smile.gif

ციტატა
კი ბატონო, ამოწურეთ რაც გაინტერესებთ.

ჰოდა, გამოუშვით ეს კაცი. არ დამიჩაგროთ! biggrin.gif

--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 9 2011, 12:20 PM
პოსტი #66

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

dzvelmartlmadidebeli

ციტატა
რაც შეეხება ილია მეორის მოღვაწეობას, სამწუხაროდ, ის არ არის აღბეჭდილი მკაცრი, მართლმადიდებლური ბეჭდით. უამრავი წყაროებით დაამტკიცა ეს აწ გარდაცვლილმა გ. გაბაშვილმა (მისი წერილიც გამოვაქვეყნეთ). არაობიექტურს ვერაფერს ვხედავთ ამაში. ყველამ იცის ბ-ნ ილიას ცხოვრება და მოღვაწეობა.

ეს გაბაშვილი რომელი "ივერიის გაბრწყინებას" რომ რედაქტორობდა?

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 9 2011, 12:26 PM
პოსტი #67

Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957

afxazi
ციტატა
ეს გაბაშვილი რომელი "ივერიის გაბრწყინებას" რომ რედაქტორობდა?

თავს ნუ კატუნებთ, ახლა! ვითომ არ იცით ეგ გაბაშვილი რომ არის. smile.gif

(ალბათ ახლა იმის თქმა გინდა, ჩვენს ეკლესიას როგორ "ამხელდა" არა?!). smile.gif

--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 9 2011, 12:33 PM
პოსტი #68

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

dzvelmartlmadidebeli

ციტატა
(ალბათ ახლა იმის თქმა გინდა, ჩვენს ეკლესიას როგორ "ამხელდა" არა?!).

თუნდაც, მაგრამ სხვა მხრივაც. მაგრამ არ მინდა აწ განსვენებულზე საუბარი.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 9 2011, 01:37 PM
პოსტი #69

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

afxazi
არ დაიღალე?biggrin.gif

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 9 2011, 02:36 PM
პოსტი #70

Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957

GIORGI LELUASHVILI
ციტატა
afxazi
არ დაიღალე?

აუჰ! ფრთხილად იყავი, არ გადაიწვა! თავს გაუფრთხილდი! laugh.gif

--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 9 2011, 04:05 PM
პოსტი #71

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

dzvelmartlmadidebeli
ციტატა
აუჰ! ფრთხილად იყავი, არ გადაიწვა! თავს გაუფრთხილდი!

შენ არ იდარდოa075.gif

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Oldorthodox
პოსტი Jul 10 2011, 11:28 PM
პოსტი #72

Gold Member
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 10-July 11
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 11,314

afxazi

dzvelmartlmadidebel-ს თქვენი რატო უნდა შურდეს იქნებ თქვათ? biggrin.gif ან პოლიგონი რა შუაშია smile.gif)
ფაქტებით ილაპარაკეთ მეგობრებო საკუთარი აზრებით კი არა, ერთს ნამდვილად გეტყვით, რომ წმინდა მამებზე უკეთ ვერაფერს იტყვით ნამდვილად და ჭეშმარიტსაც, მაგრამ რასაც აქ ვხედავ ეს თქვენი აზრი ან თქვენ ეკლესიაში განაგონი უფროა biggrin.gif

--------------------
... მღვდელმთავრად კი მას იმის გამო კი არ უწოდა, რაც გვეძლევა მსხვერპლშეწირვის მეშვეობით, არამედ იმის გამო, რაც სულიერად გვეძლევა მისგან, ანუ მით, რათა ის ყოფილიყო განმწმენდელი შთაფლვითი ნათლობით და არა პკურებით" (წმ. ეფრემ ასურელი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 11 2011, 09:44 AM
პოსტი #73

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

Oldorthodox

ციტატა
dzvelmartlmadidebel-ს თქვენი რატო უნდა შურდეს იქნებ თქვათ?

რატომ შურდათ მაცხოვრისა?

ციტატა
მაგრამ რასაც აქ ვხედავ ეს თქვენი აზრი ან თქვენ ეკლესიაში განაგონი უფროა

ჩემი ბოლო პოსტები რომ წაიკითხე, იქნებ თვალი გადაგევლო ან წინა პოსტებისათვის, ან სხვა თემებისათვის, ანდა ამ სტატიისათვის:

http://library.church.ge/index.php?option=...emid=69&lang=en

რად გინდა ეს ღიმილნარევი სახის ჩვენება. გასაგებია, რომ შენც ძველმართლმადიდებელივით მიკერძოებული ხარ.

აღარ მინდა ამ თემის აღორძინება, ვისაც მართლა აინტერესებს წაიკითხავს აწ უკვე დაწერილს. სხვა მხრივ კი არ მინდა ისევ უსარგებლო და არაფრის მომცემი საუბრები გაგრძელდეს.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 11 2011, 11:27 AM
პოსტი #74

Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957

afxazi
ციტატა
რატომ შურდათ მაცხოვრისა?

საკმაოდ შეუფერებელი შედარებაა ჩემის აზრით. მაგრამ, კეთილი, ყველას შეუზლია ასეთი შედარება გააკეთოს საკუთარ ეკლესიასთან. თუმცა, ძველმართლმადიდებელთა მხრიდან ნიკონიანელთა მიმართ სურზე ლაპარაკი ნამდვილად ღიმილისმომგვრელია (ალბათ ამიტომაც იღიმის oldorthodox-ი).

აფხაზ, მინდა გკითხოთ, როგორ წარმოგიდგენიათ ვინ ვის დევნის: შურით აღძრული დევნის იმას, ვისიც შურს თუ პირიქით, - ვისიც შურთ ის დევნის შურით აღძრულს?

ნათლობაზე მე თავიდანვე მივწერე A.V.M-ს და გიორგი ლელუაშვილს, რომ საკმაოდ ვილაპარაკე ამ თემაზე და ხელახლა მისი წამოწყება ჩემს მიზნებში არ შედიოდა (იხ. მაგ.: პოსტი #28). არც ახლა ვარ ამისი მომხრე. გეთანხმები, რომ საკმარისად ვილაპარაკეთ ამ თემაზე. ორივე მხარემ გამოთქვა თავისი დამოკიდებულება როგორც ნათლობის საიდუმლოს აღსრულების, ასევე ცალკეულ შემთხვევათა მიმართ. ცხადია, თუ რაიმე ახალი არ ითქმის მოცემულ საკითხზე, შეიძლება მივეცეთ უაზრო კინკლაობას.

და კიდევ: რამე ხომ არ ისმის კანონისტისგან? სად დამეკარგა?

კანონისტი მწერდა: "ფაქტია, რომ იგონებთ ახალ-ახალ სწავლებებს ან ძველ სწავლებებს უკეთებთ ახალ ინტერპრეტაციებს, რითიც ამახინჯებთ მართლმადიდებლურ სწავლებას. სექტანტებზე უარესად კი იმით იქცევით, რომ ამ ერესს მართლმადიდებლობად ასაღებთ. როცა გინდათ, დასაშვებად მიიჩნევთ იკონომიას და როცა გინდათ არა... ასე წინ ვერ წავალთ."

ჰოდა, მინდა ამ "ფაქტებზე" მელაპარაკოს ბ-ნი კანონისტი, ასევე იკონომიებზე და საერთოდ, თუ არაფერი აქვს სათქმელი, იქნებ მოეშვას ძველმართლმადიდებელთა მისამართით დაუფიქრებელი ბრალდებების სროლას.

Oldorthodox
ციტატა
dzvelmartlmadidebel-ს თქვენი რატო უნდა შურდეს იქნებ თქვათ? ან პოლიგონი რა შუაშია )
ფაქტებით ილაპარაკეთ მეგობრებო საკუთარი აზრებით კი არა, ერთს ნამდვილად გეტყვით, რომ წმინდა მამებზე უკეთ ვერაფერს იტყვით ნამდვილად და ჭეშმარიტსაც, მაგრამ რასაც აქ ვხედავ ეს თქვენი აზრი ან თქვენ ეკლესიაში განაგონი უფროა

Oldorthodox ხომ გსმენია "მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი" (ტიტ. 3:10, 11).

ჩვენი მიზანი ის არის, რომ ამ ადამიანებს ვაჩვენოთ როგორც ჩვენი რწმენის სასოება და მისი ისტორიული, დოგმატური და ლიტურგიკულ-კანონიკური სიმართლე, ასევე თავიანთი, რეფორმატორული "მართლმადიდებლობის" უკანონობა. ის, რომ გაბატონებული მდგომარეობა კი არ შეიქს მორწმუნეთა თემს ეკლესიად, არამედ ქრისტეს მცნებათა, წმიდა წერილისა და წმიდა გადმოცემის განუხრელი დაცვა და შესრულება კარგად არის ასახული თვით წმიდა წერილში და წმიდა მამათა სწავლებებში.

შესაძლოა ამ ადამიანებს ჩვენზე მეტი განათლება ჰქონდეთ, იყვნენ ფილოსოფოსები, დიალექტიკაში გაწაფული პოლემისტები და ა. შ. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, წმ. წერილი უპირველეს ყოვლისა წმ. გადმოცემის დაცვას გვავალდებულებს. ამას ბრძანებს წმ. მოციქული პავლე, რომელიც აქებს თავის სულიერ შვილებს გადმოცემათა დაცვისთვის და ამას ბრძანებს უფალი თავის გამოცხადებაში, როდესაც მიმართავს ასიის შვიდ ანგელოზს (ეკლესიას) და ეუბნება: "უწინდელ საქმეებს მიჰყავი ხელი" (ეფესოს ეკლესიის ანგელოზს), "სიკვდილამდე ერთგული იყავი" (სმირნის ეკლესიის ანგელოზს), "...შეინანე..." (პერგამოსის ეკლესიას), "აღარ დაგაკისრებთ სხვა ტვირთს, მხოლოდ რაცა გაქვთ, ეგ იტვირთეთ ჩემს მოსვლამდე..." (თიატირის ეკლესიას), "გახსოვდეს, რაც მიგიღია და მოგსმენია, დაიცავი და მოინანიე; ხოლო თუ არ იფხიზლებ, მოვალ შენთან, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ" (სარდეს ეკლესიას), "რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად. აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ გეპყრას, რაც გაგაჩნია, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი" (ფილადელფიის ეკლესიას)" (გამოცხ. 2-3).

მაშ, როგორც წერილი ამბობს, "ვისაც ყური აქვს სმენად ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს" (გამოცხ. 3:22) და რის დაცვას ავალდებულებს მათ უფალი თავის მეორედ მოსვლამდე.

აი, სწორედ ის, რის დაცვასაც ავალდებულებს ქრისტე ეკლესიებს, ოფიციალურ "მართლმადიდებლობაში" გაქელილი და უარყოფილია.

მოქმედებენ "ჩემი შენ გითხარის" პრინციპით და აქეთ გვაბრალებენ: "იგონებთ ახალ-ახალ სწავლებებს ან ძველ სწავლებებს უკეთებთ ახალ ინტერპრეტაციებს, რითიც ამახინჯებთ მართლმადიდებლურ სწავლებას. სექტანტებზე უარესად კი იმით იქცევით, რომ ამ ერესს მართლმადიდებლობად ასაღებთ" ("კანონისტი", პოსტი #43).

არადა, ხომ ვიცით, რომ ყველაფერი პირიქითაა...

გისურვებ სიმტკიცეს და გამარჯვებას.

პატივისცემით: ძველმართლმადიდებელი.

--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 11 2011, 12:23 PM
პოსტი #75

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

dzvelmartlmadidebeli

ნათლობის საკითხზე მოვრჩეთ, უამრავი ითქვა და კიდევ შეიძლება ითქვას, მაგრამ სამწუხაროდ ფაქტების ისეთ გაუთვალისწინებლობას ავწყდები, რომ საუბარი მღლის. ამასთან სულაც არ შედის ჩემს ინტერესებში ერთმანეთი სიტყვებით მოვშხამოთ.

გაარკვიეთ კანონისტთან რა გინდოდათ და მოვრჩეთ ამაზე საუბარს.

ციტატა
აფხაზ, მინდა გკითხოთ, როგორ წარმოგიდგენიათ ვინ ვის დევნის: შურით აღძრული დევნის იმას, ვისიც შურს თუ პირიქით, - ვისიც შურთ ის დევნის შურით აღძრულს?

მე ამ საკითხზე იმიტომ წამოვიწყე საუბარი, რომ ითქვა უნდა გამოვაქვეყნოთ მიტრ. შიოს წერილი პატრიარქ ილია II მიმართ. რას უნდა ემსახურებოდეს ეს. მე არასოდეს ვიკადრებ ვიღაც სხვა ეკლესიის მეთაურზე კომპრომატები გამოვაქვეყნი, რად მინდა ეს, რას მარგებს. მაშ რატომ იქცევით ასე, რა გინდათ ილია II-სგან, გდევნით ის თქვენ?

მეორეც საკითხი შესწავლილი არა გაქვთ და ასე სთავაზობთ ამ წერილს საზოგადოებას. არ არის ეს სწორი და კარგად ხვდებით ალბათ.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Oldorthodox
პოსტი Jul 11 2011, 01:49 PM
პოსტი #76

Gold Member
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 10-July 11
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 11,314

მაცხოვარი ჭეშმარიტებას ქადაგებდა და ფარისევლებს ნამდვილად უნდა შურდეთ მისი რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენი მხრიდან ვერაფერი ჭეშმარიტი ვერ გავიგე არა მარტო იმიტო რო ძველმართლმადიდებელი ვარ. ჩვენ ბრმად არავის ვენდობით და უსწავლელად, არსებობს უამრავი წიგნი წმინდანებზე სადაც ყველაფერი წერია რაც საჭიროა რომ გაარჩიო რომელია ჭეშმარიტი ეკლესია, ასევე სჯულისკანონი. თავად თქვენ უკეთებთ ყველა წინადადებას ინტერპრეტირებას და ცდილობთ აზრი შეცვალოთ და დაამახინჯოთ წმინდანების გადმოცემები. ნათლად წერია რომ სამჯერ შთაფვლით უნდა მოინათლოს ადამიანი, ამ დროს ამბობთ გამონაკლისებს აი ესენი წყალპკურებით მოინათლნენო, ეგრე მომაკვდავი კაცი ქვიშით მონათლეს, ადექით და თქვენც ქვიშით ნათლეთ. ემბაზები ყველა ტაძრებში გაქვთ მაგრამ მაინც ტაშტში თავზე დასხმით ნათლავთ. რო აღიაროთ რომ სიმართლეა ცუდი არაფერი იქნება მგონი ხომ?

--------------------
... მღვდელმთავრად კი მას იმის გამო კი არ უწოდა, რაც გვეძლევა მსხვერპლშეწირვის მეშვეობით, არამედ იმის გამო, რაც სულიერად გვეძლევა მისგან, ანუ მით, რათა ის ყოფილიყო განმწმენდელი შთაფლვითი ნათლობით და არა პკურებით" (წმ. ეფრემ ასურელი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 11 2011, 01:52 PM
პოსტი #77

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რაღა გელაპარაკო აღარ ვიცი. დავიღალე და ერთიდაიგივეს გამეორებით. მოვრჩეთ ამ საკითხზე, ვხედავ, რომ არ კითხულობთ რაც იწერება. ასეთ ვითარებაში რთულია რაიმეზე საუბარი.

ოღონდ იქამდე ერთ კითხვაზე მიპასუხეთ (ძალიან მაინეტრესებს). თუკი ადამიანი მოინათლება სამგზის წყალში სრულად შტაფვლით, ოღონდ არა იმ შინაარსით, რომ ეს მოვლენა მაცხოვართან ერთად თანადასაფლავებას გამოსახავს, არამედ სხვა რამეს, მისაღებია თუ არა ამგვარი ნათლობა?

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 11 2011, 02:16 PM
პოსტი #78

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

dzvelmartlmadidebeli
ციტატა
ანონისტი მწერდა: "ფაქტია, რომ იგონებთ ახალ-ახალ სწავლებებს ან ძველ სწავლებებს უკეთებთ ახალ ინტერპრეტაციებს, რითიც ამახინჯებთ მართლმადიდებლურ სწავლებას. სექტანტებზე უარესად კი იმით იქცევით, რომ ამ ერესს მართლმადიდებლობად ასაღებთ. როცა გინდათ, დასაშვებად მიიჩნევთ იკონომიას და როცა გინდათ არა... ასე წინ ვერ წავალთ."

ჰოდა, მინდა ამ "ფაქტებზე" მელაპარაკოს ბ-ნი კანონისტი, ასევე იკონომიებზე და საერთოდ, თუ არაფერი აქვს სათქმელი, იქნებ მოეშვას ძველმართლმადიდებელთა მისამართით დაუფიქრებელი ბრალდებების სროლას.

რას გეტყვი იცი, ჩემო კარგო? მე უამრავი საქმე მაქვს, როგორც საერო, ისე სასულიერო და ვცდილობ ჩემ საქმეს კეთილად ვემსახურო. შეგიძლია ჩემ პროფილში შეამოწმო, რომ ზოგჯერ დღეები გადის აქ წამითაც ვერ შემოვიხედავ ხოლმე. შენ თუ გგონია იმის სურვილი მაქვს, რომ რამდენიმე გზააბნეულ თვითგამოცხადებულ მართლმადიდებლებს ყოველ წინადადებაზე გდიოთ და გისწოროთ, ძალიან ცდები. როცა მაქვს დრო, კი ხედავ, თქვენი მხრიდან ქედმაღლობის მიუხედავად, არ მეზარება პასუხის დაწერა. სწავლების დამატება არ არის, ვინც სამების სახელით ინათლებიან შთაფვლის გარეშე, მოუნათლავად რომ აცხადებთ? პირჯვრის გადაწერაზე რომ ზღაპრებს იგონებთ და არსენ იყალთოელის ნაწერს საკუთარ ჭკუაზე რომ ჭრით, ეგ რა არის? კარგი რა, სინდისიც კაი საქონელიაო, გამიგია...

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 11 2011, 02:19 PM
პოსტი #79

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

კანონისტი

ციტატა
რას გეტყვი იცი, ჩემო კარგო? მე უამრავი საქმე მაქვს, როგორც საერო, ისე სასულიერო და ვცდილობ ჩემ საქმეს კეთილად ვემსახურო. შეგიძლია ჩემ პროფილში შეამოწმო, რომ ზოგჯერ დღეები გადის აქ წამითაც ვერ შემოვიხედავ ხოლმე. შენ თუ გგონია იმის სურვილი მაქვს, რომ რამდენიმე გზააბნეულ თვითგამოცხადებულ მართლმადიდებლებს ყოველ წინადადებაზე გდიოთ და გისწოროთ, ძალიან ცდები. როცა მაქვს დრო, კი ხედავ, თქვენი მხრიდან ქედმაღლობის მიუხედავად, არ მეზარება პასუხის დაწერა. სწავლების დამატება არ არის, ვინც სამების სახელით ინათლებიან შთაფვლის გარეშე, მოუნათლავად რომ აცხადებთ? პირჯვრის გადაწერაზე რომ ზღაპრებს იგონებთ და არსენ იყალთოელის ნაწერს საკუთარ ჭკუაზე რომ ჭრით, ეგ რა არის? კარგი რა, სინდისიც კაი საქონელიაო, გამიგია...

ე ამას ვამბობ მეც. ესენი აქ იმიტომ კი არ შემოდიან, რომ ისაუბრონ, არამედ იმიტომ, რომ "გზასაცდენილი სამწყსო" მოაქციონ. მინდა მე ეხლა ამისთანა მსწავლებლები?

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Oldorthodox
პოსტი Jul 11 2011, 04:11 PM
პოსტი #80

Gold Member
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 10-July 11
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 11,314

afxazi
კანონისტი

თუ არ გაინტერესებთ რაღას დაობთ? მეტი საქმე არ გაქვთ? smile.gif ქედმაღლობა ვისაც ეტყობა ნათელია smile.gif 2 წიგნი გაქვთ წაკითხული და ჰაიდა კანონმებზე საუბრობთ ეგრე ნებისმიერს შეუძლია გვიმტკიცოს რამე, ერთ ერთი თქვენი ეკლესიიდან მიმტკიცებდა 17-ე საუკუნეში რეფორმა არ მომხდარაო biggrin.gif სხვები ამ აზრზე იყვნენ სანამ საკუთარ მოძღვარს არ კიტხეს smile.gif განათლებულები გამოუშვით ამ საქმეში არაკომპეტენტურები არ გვჭირდება ტყუილად საუბარია

--------------------
... მღვდელმთავრად კი მას იმის გამო კი არ უწოდა, რაც გვეძლევა მსხვერპლშეწირვის მეშვეობით, არამედ იმის გამო, რაც სულიერად გვეძლევა მისგან, ანუ მით, რათა ის ყოფილიყო განმწმენდელი შთაფლვითი ნათლობით და არა პკურებით" (წმ. ეფრემ ასურელი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th July 2025 - 09:30 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი