![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
დამლოცეთ მამაო
დილა-საღამოს ლოცვებში მიცვალებულთათვის ასევე ფსალმუნების კითხვისას ვიხსენიებ მიცვალებულებს სახელებით,ჩემს წინაპრებს რომელთაგან ზოგის ასავალ დასავალი საერთოდ არ ვიცი იყო მონათლული თუ არა ან როგორ იცხოვრა და როგორ გარდაიცვალა.ასევე ვინმეს გარდაცვალება თუ გავიგე ან ტელევიზიით ან ვინმესგან და მათი მოხსენიება გავაგრძელო სახელებით წლების მანძილზე და წარმოდგენაც არა მაქვს ვინ იყვნენ.ანუ იყვნენ თუ არა მონათლულნი და იქნებ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს ან იქნებ ეკლესიას ებრძოდნენ.როგორ მოვიქცე. და თუ შეიძლება იმ ადამიანების მოხსენიება მაგ მამა ანდრია მამა გაბრიელი რომლებიც ჯერ ეკლესიას წმინდანებად არ შეურაცხავს მაგრამ მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ვიცით რომ ცხონდებოდნენ.როგორც პატრიარქის ქადაგებიდან ვიცი როდესაც მათ ვიხსენიებთ ისინი შეგვეწევიან ჩვენ წინაშე უფლისა. და ბოლოს თუ შეიძლება მოსახსენიებელში რომელსაც ვაგზავნით სეფისკვერთან ერთად იმ ადამიანის სახელი ჩავწერო ვინც მონათლული იყო მაგრამ ეკლესიაში არ დადიოდა და არ ეზიარებოდა კომუნისტური წყობის და გავლენის გამო თუმცა ღმერთი სწამდა და სანთელსაც ანთებდა სახლში. მომიტევეთ უცნაური შეკითხვებისთვის. |
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
უპირველესად უნდა დავფიქრდეთ, რატომ ვიხსენიებთ ადამიანს ლოცვაში. ლოცვაში მოხსენიება არის მათდამი სიყვარულის გამოხატულება. ანუ ეს არის სიყვარული კონკრეტული ადამიანების მიმართ. ზოგჯერ ვიხსენიებთ ისეთებსაც, ვინც ვერ შევიყვარეთ, და ამით გამოვხატავთ ღმთის წინაშე სურვილს მათი შეყვარებისა, თუნდაც სიკვდილის შემდეგ. ზოგჯერ კი ლოცვას აღძრავს სიბრალული ადამიანისადმი, როცა ვიგებთ მისი აღსასრულის ტრაგიკულობას.
მაგრამ არის სხვა სახეც მოხსენიებისა. ეკლესიაში მოსულები, ვიგებთ, რომ სიყვარულია აღმაშენებელი ძალა და მისი ფლობა – ნიშანი ქრისტეანობისა. მაგრამ სიყვარულამდე უნდა გავიზარდოთ, მისით არ იწყება სულიერი ცხოვრება. ჩვენ ვკითხოლობთ, როგორი სიყვარული ჰქონდათ წმიდა მამებს და ვიწყებთ გარეგნულ მიბაძვას. არ ვბაძავთ მათ ასკეტიზმს, თავდადებულობას, არამედ იმას, რაც სასიამოვნოა და გარეგნულადაც არ გვეჩვენება ძალიან მძიმე. ეს გარკვეულწილად ხიბლის მდგომარეობაა, რომელსაც წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვის) თქმით ვერავინ ავცდებით. ამ მდგომარეობაში ჩვენ კი არ გვიყვარს, გულის სიღმრეში გვინდა მოყვარულებად დავინახოთ თავი და ამითი დავატკბოთ ჩვენი ამპარტავნება ("როგორ მიყვარს, რა კარგია, რომ მიყვარს!"). ასეთ მდგომარეობასაც შეუძლია ძალიან სწრაფად გაზარდოს ჩვენი მოსახსენებელი. ამ მდგომარეობის აღმოსაჩენად საჭიროა მეტი შეურიგებლობა გამოვიჩინოთ წუთისოფლის სულთან (და არა ადამიანებთან). ამიტომ უნდა ვკითხოთ ჩვენ თავს: რატომ ვიხსენიებ მე ადამიანს და რა მაკავშირებს მასთან. მხოლოდ გარეგნულად ნუ მივბაძავთ იმ დიდ მამებს, ვინც ნამდვილად იტევდა მთელი სამყაროს მიმართ სიყვარულს. ჩვენი წინაპრები, რომელთა სახელები შეიძლება ვიცოდეთ, თუ კომუნისტები არ იყვნენ, აუცილებლად იქნებოდნენ მონათლულნი. ამას მეფისდროინდელი სახელმწიფო ითხოვდა. შეგვიძლია მოვიხსენიოთ ისინი, თუ არ გვსმენია, რომ იყვნენ მგმობელები, თვითმვლელები და ა.შ.. ჩვენი საქმე არ არის გამოძიება მათი ცხოვრებისა; ვსჯით მხოლოდ იმით, რაც ვიცით. იგივე შეიძლება ითქვას იმ ადამიანებზე, ვისაც ათეიზმის პერიოდში მოუხდათ ცხოვრება. ეკლესიური ცხოვრება ძნელი იყო მათთვის. ზოგს ამის ფიზიკური საშუალება არ ჰქონდა, ზოგს კი ზნეობრივი ძალები აკლდა. იმ ადამიანებს, ვისი სიწმიდე ცხადია, კანონიზაციამდე ვიხსენებთ სხვა მიცვალებულებთან ერთად. ეს არის ჩვენი მორჩილება წმიდა ეკლესიისადმი. ამის მაგალითს გვაძლევს წმიდა ქსენია პეტერბურგელი, რომელიც კანონიზაციამდე ეცხადებოდა მათ, ვინც მას ევედრებოდა და პანაშვიდის გადახდას თხოვდა. პირად ლოცვაში კი ასე შეგვიძლია ვთქვათ: "განუსვენე უფალო სულსა მონისა შენისა (წოდება და სახელი) და ლოცვითა მისითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე". რათქმაუნდა სიტყვებს ყოველი ადამიანი თვითონვე შეარჩევს საჭიროებისდამიხედვით. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 01:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი