IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> მიმტევებლობა
George Leluashvili
პოსტი Jun 29 2011, 12:29 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



წმინდა მამების გამონათქვამები მიმტევებლობაზე


სხვებს ყველაფერი მიუტევე, საკუთარ თავს კი ნურაფერს შეუნდობ.
აბბა ისაია

როდესაც მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს.
წმინდა იოანე ოქროპირი

როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობით უნდა გვახსოვდეს იგი; ხოლო თუ ცუდად მოგვექცევიან, სიყვარულმა უნდა დაგვავიწყოს იგი.
წმ. ამბროსი მედიოლანელი

ვისაც ეშმაკის ბოროტება ახსოვს, იგი ადამიანთა ბოროტებას არ იხსომებს. მაგრამ ეშმაკთან მშვიდობიანად თანაცხოვრობს ის, ვინც ძმის შეცოდებებს არ ივიწყებს.
წმ. ნილოს სინელი

რატომ გძულს ადამიანი, რომელმაც გაწყენინა? მან კი არა, ეშმაკმა გატკინა გული, ავადმყოფი კი არა, ავადმყოფობა გძულდეს.
დედა სინკლიტიკია

ცოდვები შეიძულე და არა ცოდვილი.
პროტოპრესვიტერი პ. სოკოლოვი

ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული იმაში მდგომარეობს, რომ თავი შეიკავოს სამართლიანი შურისძიებისგანაც კი და იგი ღმერთს მიანდოს. „ჩემი არს შურისმიგებაჲ და მე მივაგო - იტყვის უფალი“ (რომ. 12, 19).
პროტოპრესვიტერი ი. ტოლმაჩოვი

მიიღე სინანულით მოსული, როგორც უფლის გზავნილი, რათა ამით არ შეურაცხყო და განარისხო თავად ღმერთი.
წმ. ეფრემ ასური

რაც უფრო მეტად სცოდავს ვინმე ჩვენს წინაშე, მით მეტად უნდა ვესწრაფვოდეთ მასთან შერიგებას, რადგან ამისათვის უფრო მეტი ცოდვა მიგვეტევება.
წმ. იოანე ოქროპირი

მტერსაც უნდა შეურიგდე, თუკი იგი მშვიდობას გთხოვს. რადგან ვინც სხვას არ შეუნდობს, მას ვერ აცდება ღვთის სასჯელი.
ღირსი ისიდორე პელუსიოტი

შენდობის მიუცემლობით სხვას იმდენად ვერ ავნებ, როგორც საკუთარ თავს.
წმ. იოანე ოქროპირი

ნუ იტყვი: „მტერს სამაგიეროს მივუზღავ“, რადგან ზეცაში გყავს მართლმსაჯული.
წმ. ნილოს სინელი

ვინც საკუთარი თავის გამო შურს თვითონ იძიებს, იგი თითქოს ღმერთს განიკითხავს სამართლიანობის უქონლობის გამო.
წმ. მარკოზ მოსაგრე

მოწყალების მრავალი სახე არსებობს, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ღვთისაგან საკუთარი ცოდვების შენდობა მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მთავარი უფლის სახელით მიტევებაა.
ნეტარი ავგუსტინე

წყენა კი არ არის უბედურება, არამედ ის, რომ იგი სიძულვილს გვიჩენს მის მიმართ, ვინც გვაწყენინა და ჩვენი გულისთვის ნაცნობი ხდება სიძულვილის, ბოროტებისა და შურისძიების გრძნობა.
მთავარეპისკოპოსი მაკარი

მოყვასს წყენისათვის სანაცვლოს ნუ მიაგებ, არამედ მიუტევე, რამეთუ თვითონ საჭიროებ მიტევებას უფლისაგან.
მთავარეპისკოპოსი მაკარი

ვისაც სურს, მოვალეს მკაცრად მოჰკითხოს, ახსოვდეს, რომ თვითონაც ღმერთის მოვალეა.
მთავარეპისკოპოსი მაკარი

წყენის მიტევება უცილობელი პირობაა იმისა, რომ ღვთისაგან საკუთარი ცოდვებისთვის შენდობა მივიღოთ, შეუძლებელია მეორე პირველის გარეშე. „ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ“ (ლუკ. 6, 37) - ბრძანებს უფალი.
მთავარეპისკოპოსი მაკარი

მიუტევე მოყვასს ასი ლეპტა, რათა უფალმა ტალანტების გროვა მოგიტევოს.
წმ. ტიხონ ზადონელი

თუ მოყვასმა ძალიან გაწყენინა, რაც მეტს შეუნდობ, მით მეტად შენდობილი იქნები ღმერთისგან.
წმ. იოანე ოქროპირი

დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ.
წმ. ანტონი დიდი

გახსოვდეს წყენა და ლოცულობდე - იგივეა, რაც ზღვაში დათესო და მოსავალს ელოდე.
წმ. ისააკ ასური

ძლიერი ქარი ღრუბლებს გადაყრის, ბოროტების ხსომა კი კეთილ გრძნობებს განდევნის სულიდან.
აბბა ევაგრი

მიმტევებლისათვის სამსჯავროც მიმტევებელი იქნება.
აბბა ისაია

თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა, მაშ მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს.
წმ. ეფრემ ასური





მიუტევეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი,
რათა მოგიტეოს თქუნცა მამამან თქუენმან ზეცათამან



ერთი მონაზონი, მეორისგან შეურაცხყოფილი, მივიდა აბბა სისოი თებაიდელთან და გაუმხილა, რომ სურვილი ჰქონდა შური ეძია მასზე, ვინც აწყენინა. აბბა სისოი შეეცადა უარი ეთქმევინებინა მისთვის ამ ბოროტ განზრახვაზე, მაგრამ ვერას გახდა და უთხრა მონაზონს:

- მოდი, ძმაო, უფლის მიმართ ერთად ვილოცოთ, - დადგა და ასეთი სიტყვებით დაიწყო ლოცვა: უფალო! ახლა უკვე შენს იმედზე აღარ ვართ, რადგან ჩვენ თვითონ ვზრუნავთ საკუთარ თავზე და შურსაც ვიძიებთ ჩვენს შეურაცხმყოფელზე.

მოისმინა დამცირებულმა მონაზონმა ეს სიტყვები და თვალცრემლიანი დაემხო ღირსი სისოის ფერხთით.

- მე ვაპატიებ ჩემს ძმას ყველაფერს, რაც კი ჩემს მიმართ ჩაუდენია.

მაშინ ბერმა უპასუხა:

- გჯეროდეს, ძმაო, რომ ვინც უსიტყვოდ დაითმენს ყოველგვარ დამცირებას, ოქროს გვირგვინსაც ადვილად მიიღებს ჩვენი უფლისაგან, ხოლო მრისხანე ადამიანი ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ სიკეთეს და თავს ეშმაკის მონად აქცევს.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 29 2011, 12:59 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



როგორ დავითმინოთ წყენა


როცა სხვა გაწყენინებს - მოითმინე; თანაუგრძნე მას, ვინც გაწყენინა, რადგანაც სცოდა. გაგანაწყენეს? ეცადე, როგორმე კეთილისკენ მიაქციო ამის ჩამდენი და თვით უჩვენე ამისი მაგალითი. აბბა პიმენი ამბობდა: „ბოროტება ვერანაირი სახით ვერ აღმოფხვრის ბოროტებას: ამიტომაც, თუ ბოროტი გიყოს ვინმემ, მიაგე მას კეთილი, რათა სიკეთით აღმოფხვრა ბოროტება“.

ერთხელ დედა თეოდორამ ჰკითხა ალექსანდრიის პატრიარქს - თეოფილეს, რას ნიშნავდა მოციქულის სიტყვა: „მოივაჭრეთ ჟამი“ (ეფეს. 5,16). პატრიარქმა უპასუხა: „მოციქულის სიტყვები სარგებელზე მიუთითებენ. თუ გლანძღავენ, გამოისყიდე ეს დრო თავმდაბლობით და მიიღებ სულისთვის სარგებელს. უპატიობაში თუ იმყოფები - გამოისყიდე ეს დრო მოთმინებით და ისევ მიიღებ სარგებელს. ასე რომ, თუკი მოვიწადინებთ, ყოველი უსიამოვნება შესაძლოა ჩვენსავე სასარგებლოდ მივმართოთ“.

„...გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროვებთ და გდევნით“ (მთ. 5,44), - გვამცნო უფალმა.

ერთმა კეთილშობილმა ადამიანმა მოითმინა რა გინება, უთხრა მაგინებელს: „შემეძლო ამგვარივე გინებით მეპასუხა, მაგრამ ღვთის კანონი საცოს სდებს ჩემს ბაგეებს“.

ერთმა ბერმონაზონმა, აბბა პიმენს ჰკითხა: „რის გაკეთებას მირჩევ, მამაო?“ - „იყავი იმისი მეგობარი, ვინც გაწყენინებს“, - უპასუხა ბერმა.

წმიდა აბბა დოროთე ასე გვასწავლის: „გწამდეს, რომ უპატიობა და ყვედრება წამალია სულისათვის, რომელიც შენი სულის სიამაყეს კურნავს. ილოცე შენი მაყვედრებლებისათვის, როგორც ჭეშმარიტი ექიმებისათვის. ვინც მაგინებელს გაურბის, ის გაურბის სიმდაბლეს“.

თუკი გრძნობ, რომ მწუხარება და რისხვა გეუფლება, როცა შეურაცხყოფას გაყენებენ, შეინარჩუნე მდუმარება და მანამდე არ დაძრა სიტყვა, სანამ განუწყვეტელი შინაგანი ლოცვით არ დამშვიდდება შენი გული და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია ელაპარაკო მას, ვინც შეურაცხყოფა მოგაყენა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beso777
პოსტი Jun 30 2011, 12:18 AM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 984
რეგისტრ.: 8-December 10
წევრი № 10,059



[quote name='GIORGI LELUASHVILI' date='Jun 29 2011, 01:29 PM' post='672617']
წმინდა მამების გამონათქვამები მიმტევებლობაზე



მტერსაც უნდა შეურიგდე, თუკი იგი მშვიდობას გთხოვს. რადგან ვინც სხვას არ შეუნდობს, მას ვერ აცდება ღვთის სასჯელი.

თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა, მაშ მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს.
წმ. ეფრემ ასური
fiqri.gif


--------------------
***დაიფასე თავი იმდენათ,რამდენადაც ღირსი ხარ,თორემ ოდნავადაც რომ გადააჭარბო,სულ მთლათ გაუფასურდები***
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jun 30 2011, 12:51 AM
პოსტი #24


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ციტატა
თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა, მაშ მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს.
წმ. ეფრემ ასური

ჩემზეა, ზუსტად ვიცი რომ ვერასოდეს ვაპატიებ sad.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 30 2011, 11:45 AM
პოსტი #25


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ნაინა
ციტატა
ჩემზეა, ზუსტად ვიცი რომ ვერასოდეს ვაპატიებ



კაი რა ნინ . შეიძლება დადგეს დრო და აპატიო. პატიება ესე არ არის, წაიკითხო სტატია და მიიღო გადაწყვეტილება. სტატიის ავტორებმაც ტავის დროზე ისწავლეს და მერე დაწერეს. სწავლა კიდევ პროცესია, დროში მიმდინარე. წყენას, რომ განიცდი,ეს სულაც არაა რაიმე უჩვეულო.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jun 30 2011, 12:31 PM
პოსტი #26


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



პატიებაში გეხმარება თავის შეცნობა. გაიხსენებ რამდენი მაპატია უფალმა, მეგობარმა, ახლობელმა, უცნობმა... რამდენჯერ მოუთმენიათ ჩემთვის. გულით თუ ვერ განვიცდი ჯერ, გონებით მაინც ვეცდები მივიდე დასკვნამდე, რომ ჩემშიც არის ყველა ის ცოდვა რაც სხვისგან მწყინს და მასზე უკეთესი არ ვარ თუ არა უარესი. ჰო და ვაპატიებ. თავიდან შეიძლება გონებით ვაპატიო, შემდეგი გულიც მოლბება და გულითადად ვაპატიებ.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jun 30 2011, 12:51 PM
პოსტი #27


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



მე მეხება მგონი და ვთვლი რომ პასუხიც მე უნდა გაგცეთ smile.gif

მონანიება როცა გულიდან მოდის, ვამბობთ, რომ მხოლოდ მაშინ გვპატიობს ღმერთი.
მე არ ვარ უფალი და ვერ შევედრები გულმოწყალებაში (ღმერთმა დამიფაროს თავი მსგავსად წარმოვიდგინო)
მაგრამ თუნდაც ყალბი სინანულიც რომ შევამჩნიო, ვაპატიებდი.
სინანულის მაგივრად უარესს რომ ხედავ და უფრო მეტად რომ გტკენენ ძნელი მისატევებელია.
ბოლომდე ვცდილობ მაინც გავუგო, მაგრამ თავმოყვარეობაც ნიშნავს რაღაცას.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 30 2011, 12:57 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ნაინა
მესმის შენი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jun 30 2011, 12:59 PM
პოსტი #29


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



იქნებ ძალიან დიდი ხანი არ გაუჩნდეს მონანიების განცდა მას ვინც მაწყენია. ჯობია მე გადავდგა პირველი ნაბიჯი და ვაპატიო. სინდისიც მშვიდად მექნება და ზიარებაშიც ვეღარ დამაბრკოლებს. პატრიარქმა ბრძანა ერთ ქადაგებაში, პირველმა იმან უნდა აპატიოს ვინც უფრო სულიერიაო.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 30 2011, 01:04 PM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



lingvo
შეიძლება შენ აპატიო, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ მისგან პასუხი არ მოდის.მისთვის სულ ერთია შენ მიუტევე თუ არა და ესაა საწყენი.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jun 30 2011, 01:20 PM
პოსტი #31


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



GIORGI LELUASHVILI
ხო, მაგრამ შენ ხომ უფლის სახელით პატიობ. იმიტომ რომ მან ეს მცნება მოგვცა და ყველაფერს ხედავს. მცნების აღსრულება კი უპირატესია ჩვენ პირად განცდებზე. ერთი სიტყვით თავის დამდაბლებაა საჭირო. უფალიც ბრძანებს: "მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" და კიდევ მე იმას ვუყვარვარ ვინც ჩემ მცნებებს აღასრულებსო. სათქმელად და დასაწერად ადვილია, ვიცით, მაგრამ სხვა გზა არაა უნდა აღვასრულოთ და შევუნდოთ.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 30 2011, 01:33 PM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ჩვენი საუბრის თემას მგონი ეს სწავლება შეესაბამება.
ციტატა
როდესაც მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს.

ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა ვცადოთ მდგომარეობის გამოსასწორებლად.
პავლე მოციქული ამბობს:"უკეთუ შესაძლებელ იყოს, ყველა ადამიანთან მშვიდობიანი ურთიერთობა იქონიეთო"
"უკეთუ"-ჩვენ ჩვენი ვალი უნდა მოვიხადოთ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beso777
პოსტი Jul 1 2011, 01:13 PM
პოსტი #33


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 984
რეგისტრ.: 8-December 10
წევრი № 10,059



ციტატა(ნაინა @ Jun 30 2011, 01:51 PM) *

მონანიება როცა გულიდან მოდის, ვამბობთ, რომ მხოლოდ მაშინ გვპატიობს ღმერთი.
მე არ ვარ უფალი და ვერ შევედრები გულმოწყალებაში (ღმერთმა დამიფაროს თავი მსგავსად წარმოვიდგინო)
მაგრამ თუნდაც ყალბი სინანულიც რომ შევამჩნიო, ვაპატიებდი.სინანულის მაგივრად უარესს რომ ხედავ და უფრო მეტად რომ გტკენენ ძნელი მისატევებელია.
ბოლომდე ვცდილობ მაინც გავუგო, მაგრამ თავმოყვარეობაც ნიშნავს რაღაცას.

უფლის და მოყვასის მოყვარული არ იმართლებს თავს და არ იბანს პილატესავით ხელებს ,როცა ხედავს რომ ადამიანი მისი მიზეზით დიდ ტკივილს განიცდის,არამეთ საკუთარ თავს მიიჩნევს დამნაშავეთ რომ ადამიანი ასეთ განცდებშია.ცდილობს მოუშუსოს მისთვის მიყენებული იარა.ესაა გულმოწყალება და ამ შემთხვევაში უჩნდება ადამიანს მიტევების და მონანიების გრძნობა.ამის გარეშე უფალიც კი არ იღებს უკან ცოდვილს.


--------------------
***დაიფასე თავი იმდენათ,რამდენადაც ღირსი ხარ,თორემ ოდნავადაც რომ გადააჭარბო,სულ მთლათ გაუფასურდები***
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Jul 1 2011, 03:25 PM
პოსტი #34


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(tatilinta @ Jun 25 2011, 11:18 PM) *

აი ყველაზე დზალიან მაშინ ვმსუბუქდები როცა ვინმეს ვპატიობ გულიტ სულით...პატიება ჩემტვის მზეა რაც უფრო დიდ ცოდვას ვპატიობ მე თავად უღირსი ვინმეს მიტ უფრო ძლიერად მათბობს მზე

მაშინ შენ დაინტერესებული უნდა იყო რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაწყენინოს huh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 1 2011, 09:54 PM
პოსტი #35


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



პოსტებს რომ ვკითხულობ ხანდახან უცნაური განცდა მიჩნდება.
პატიობთ იმიტომ რომ გეშინიათ, რახან უფალი გვეუბნება მიუტევე და მოგეტევებაო, მხოლოდ ამიტომ პატიობთ და თქვენ გგონიათ ეგ გულიდანაა?
თქვენ გგონიათ ეგ ნამდვილი მიტევებაა?
ჩაიხედეთ თქვენს სულში, არ დაგრჩათ არაფერი? თუნდაც უმცირესი წყენის ნამცეციც კი აღარ არსებობს?
თქვენ რა გგონიათ ,,ხელი მიშვი ქოჩორში'' და გამიშვი და გამაკავე მაქვს იმ ადამიანთან, რაღაცას ვერ ვპატიობ თქო რომ ვთქვი?
ძალიან ცდებით თუ ასე გგონიათ.
სიტყვით პატიებას, იმიტომ რომ მე რაღაცაში პლიუსი დამეწეროს, გულით პატიება მირჩევნია, ისე აპატიო, რომ აღარასოდეს შეგახსენოს თავი ძველმა წყენამ და არ დარჩეს არაფერი გულში მისგან.
აი ამ პატიებაზე ვამბობ მე.



--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 1 2011, 11:21 PM
პოსტი #36


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



lingvo
ციტატა
პატიებაში გეხმარება თავის შეცნობა. გაიხსენებ რამდენი მაპატია უფალმა, მეგობარმა, ახლობელმა, უცნობმა... რამდენჯერ მოუთმენიათ ჩემთვის. გულით თუ ვერ განვიცდი ჯერ, გონებით მაინც ვეცდები მივიდე დასკვნამდე, რომ ჩემშიც არის ყველა ის ცოდვა რაც სხვისგან მწყინს და მასზე უკეთესი არ ვარ თუ არა უარესი. ჰო და ვაპატიებ. თავიდან შეიძლება გონებით ვაპატიო, შემდეგი გულიც მოლბება და გულითადად ვაპატიებ.



ლინგვო, დავიჯერო რასაც ამბობ, ტვინი ბოლომდე აღიქვავს და გული გრძნობს? რად გინდა ეს სხვისი სიტყვები, შენგან თქვი რაიმე.

დავიჯერო, ისეტი წყენა გაქვს განცდილი, რომ ზუსტად იცი რა ფასი აქვს პატიებას? ზუატად, რომ იცოდე, მიხვდები, რომ დიდი ფასი აქვს, ძალიან დიდი, რადაგ, როცა დიდია წყენა, დიდია ძალისხმევაც პატიებისთვის გაღებული.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 2 2011, 11:26 AM
პოსტი #37


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



მხევალი ნინო
როცა განიცდი რა გაპატია უფალმა, შენც აპატიებ სხვას.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 2 2011, 11:36 AM
პოსტი #38


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



lingvo
ციტატა
როცა განიცდი რა გაპატია უფალმა, შენც აპატიებ სხვას.



არ გინდა შპარგალკა, შენი თქვი, შენი განცდილი.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 2 2011, 11:39 AM
პოსტი #39


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



მხევალი ნინო
ჩემი განცდილია.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 2 2011, 12:45 PM
პოსტი #40


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



lingvo
ციტატა
ჩემი განცდილია.



რა მაგარი კაცი ხარო : )))


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th July 2025 - 08:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი