![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ვხსნი ახალ თემას და იმედი მაქვს იაქტიურებთ. ვეცდები საინტერესო კითხვები მოგაწოდოთ (თქვენთან ერთად)
პირველი კითხვა კი ასეთი მექნება: საქმე მოციქულთას III თავში ვკითხულობთ: 1. პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს. 2. და კაცი ვინმე იყო მკელობელი დედის მუცლითგან თჳსით, რომელი-იგი აღიკიდიან და დასჳან დღითი-დღედ ბჭეთა თანა მის ტაძრისათა, რომელთა ერქუა შუენიერ, თხოვად ქველის-საქმისა შემავალთაგან ტაძრად, 3. რომელმან იხილა პეტრე და იოვანე, შე-რაჲ-ვიდოდეს ტაძრად, და ითხოვდა ქველის-საქმესა მათგან. 4. მიჰხედა მას პეტრე და იოვანეთურთ და ჰრქუა: მოიხილა ჩუენდა. 5. ხოლო იგი ჰხედვიდა მათ და ელოდა მოღებად რასმე მათგან. 6. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა: აღდეგ და ვიდოდე! 7. და უპყრა ჴელი მარჯუენე მისი და აღადგინა. და მეყსეულად განუმტკიცნეს ფერჴნი მისნი და კოჭნი. 8. და ხლდომით აღდგა და ვიდოდა, და შევიდა მათ თანა ტაძარსა მას, და ვიდოდა და ხლდებოდა და აქებდა ღმერთსა. 9. და იხილა იგი ყოველმან ერმან, ვიდოდა რაჲ და აქებდა ღმერთსა; 10. იცოდეს იგი, რამეთუ იგი იყო, რომელი ქველის-საქმისათჳს ზინ ბჭეთა თანა შუენიერთა ტაძრისათა. და აღივსნეს იგინი შიშითა და საკჳრველებითა, რომელი იქმნა მის ზედა. 11. და ვითარ-იგი ეპყრა განკურნებულსა მას მკელობელსა პეტრე და იოვანე, შეკრბებოდა მათა ყოველი ერი სტოასა მას, რომელსა ჰრქჳან სოლომონისი, საკჳრველებისა მისთჳს. ბოლო მუხლში კერძოდ ნათქვამია: და ვითარ-იგი ეპყრა განკურნებულსა მას მკელობელსა პეტრე და იოვანე, შეკრბებოდა მათა ყოველი ერი სტოასა მას, რომელსა ჰრქჳან სოლომონისი, საკჳრველებისა მისთჳს. თქვენი აზრით რატომ არ უშვებდა განკურნებული ხელს მოციქულებს? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#101
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
A.V.M
ციტატა გული მიგრძნობს რომ აფხაზმა მაგარი კითხვა უნდა დასვას და სასწრაფოდ ვიტყვი პასუხს ჩემს კითხვაზე. ![]() ![]() ვნახოთ აბა: საქმე მოციქულთა 7,53 მოციქული სტეფანე მიმართავს ებრაელებს: "თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი." (7,53). როგორ შევუთანხმოთ ეს ფრაზა ბიბლიურ თხრობას, ანდა ამ მუხლს: "რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა."(იოანე 1,17).? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#102
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
afxazi
როგორ და... ძველ აღთქმაში მოსეს უფალი ხომ ანგელოზის პირით ელაპარაკებოდა, ამიტომ უფალი და ანგელოზი გაიგივებული იყო ერთმანეთთან. ასე, რომ უფალმა ანგელოზის სახით მოსეს გადასცა სჯული, მოსემ კი ისრაელ ერს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
afxazi |
![]()
პოსტი
#103
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ამიტომ უფალი და ანგელოზი გაიგივებული იყო ერთმანეთთან. გაიგივებული იყო რას ქვია? ციტატა რომ უფალმა ანგელოზის სახით ? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
A.V.M |
![]()
პოსტი
#104
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
afxazi
ვინც თქვა ინტუიცია მარტო ქალებს აქვთო იმას რა ვუთხარი მე... არ ვთქვი მაგარ კითხვას დასვამს მეთქი? მე ჩემს აზრს ვიტყვი. იოანეს სახარებაში ასე წერია:სიტყვა იქცა ხორცად და დამკვიდრდა ჩვენში მადლითა და ჭეშმარიტებითა"მოსეს მიერ მოცემული რჯული ჩვენში განმტკიცდა და საბოლოო სახე მიიღო ქრისტეს მიერ. მაშინ როცა მოსემ მისცა რჯული ებრაელებს რა თქმა უნდა არ იყო მოვლენილი ქრისტე.ანუ მოსემ ზეციური შთაგონებით მისცა რჯული ებრაელებს,(ხალხმა არ შეინახა)ხოლო ქრისტეს მიერ უკვე დამკვიდრდა ჩვენში. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
afxazi |
![]()
პოსტი
#105
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
A.V.M
მუხლი იოანეს სახარებიდან უბრალოდ პარალელისთვის დავიმოწმე. ძირითადი აქცენტი კი მოციქულთა საქმიდან მოტანილი ციტატაზე მაქვს. ის რაც ითქვა მოსეზე სწორია, მან მიიღო რჯული, მაგრამ რეალურად ვინ მისცა მას? ძველი აღთქმა გვეუბნება, რომ მას ღმერთი ესაუბრებოდა, სტეფანე კი ამბობს, რომ ანგელოზთა ბრძანებით მიიღეთ რჯულიო. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#106
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
afxazi
ციტატა გაიგივებული იყო რას ქვია? ძველ აღთქმაში რომ წერია, რომ ათი მცნება უფალმა გადასცა მოსესო, ახალ აღთქმაში წერია, რომ ათი მცნება ანგელოზისგან მიიღო მოსემ. ამის მსგავსი მრავალი მუხლი შეიძლება მოვიყვანოთ და თუ გინდა მოვძებნი. ანუ ერთგან წერია, რომ ანგელოზი მოქმედებს და მეორეგან იგივე მოქმედების აღმსრულებლად უფალი იხსენიება. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
afxazi |
![]()
პოსტი
#107
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ძველ აღთქმაში რომ წერია, ომ ათი მცნება უფალმა გადასცა მოსესო, ახალ აღთქმაში წერია, რომ ათი მცნება ანგელოზისგან მიიღო მოსემ. ამის მსგავსი მრავალი მუხლი შეიძლება მოვიყვანოთ და თუ გინდა მოვძებნი. ანუ ერთგან წერია, რომ ანგელოზი მოქმედებს და მეორეგან იგივე მოქმედების აღმსრულებლად უფალი იხსენიება. მესმის რასაც ამბობ, მაგრამ რეალურად ვინ გადასცა მოსეს რჯულის სიტყვები (უფალი ანგელოზის სახით ნიშნავს ისევ უფალს). -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#108
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
ციტატა ძველი აღთქმა გვეუბნება, რომ მას ღმერთი ესაუბრებოდა, სტეფანე კი ამბობს, რომ ანგელოზთა ბრძანებით მიიღეთ რჯულიო. ხოდა ზუსტად ამის განმარტება წერია წიგნში "სექტანტობა და მართლმადიდებლობა" და იმით იხსნება ეს, რომ უფალი ანგელოზის სახით მოქმედებდა. როგორც აბრაამს სამი ანგელოზის სახით გამოეცხადა უფალი. ასევე ესაიას უფლის ანგელოზი ეუბნება, რომ "მე ღმერთი, თქვენს შესაწირებს არ ვღებულობო".როგორ ანგელოზი არ ღებულობს შესაწირებს? მაგრამ ანგელოზი ეცხადებოდა რჩეულებს და ანგელოზის პირით უფალი საუბრობდა. afxazi ციტატა (უფალი ანგელოზის სახით ნიშნავს ისევ უფალს). კი, რათქმაუნდა. თავი და რჯულის მომცემი ხომ უფალია. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
![]()
პოსტი
#109
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
გეტყვი რაც ხდება.
აქ შეიძლება გავიგოთ როგორც ანგელოზთა შუამავლობით და მსახურებით მოხდა ეს ფაქტი და მეორე ვინც რჯული უნდა დაიცვას ვალდებულია ანგელოზსავით წმინდად ცხოვრობდეს. ეხლა ამას მიუმატე ჩემს მიერ დაწერილი იოანეს სახარებაზე და პასუხიც გამოვა. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
afxazi |
![]()
პოსტი
#110
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
A.V.M
ციტატა აქ შეიძლება გავიგოთ როგორც ანგელოზთა შუამავლობით და მსახურებით მოხდა ეს ფაქტი და მეორე ვინც რჯული უნდა დაიცვას ვალდებულია ანგელოზსავით წმინდად ცხოვრობდეს. ოხ, განმარტება წაიკითხა და ![]() ![]() ანუ ისევდ და ისევ დიონისე არეოპაგელის იერარქიული მოძღვრება უნდა გავიხსენოთ. პიროვნულად ღმერთი არავის არ ეცხადება, არამედ მისი "ბრძანების" ადამიანამდე მიმტანი ანგელოზია, მეცხრე დასის წევრი. ა შენ ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
A.V.M |
![]()
პოსტი
#111
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
რა გვეშველებოდა იოანე ოქროპირი რომ არ ყოფილიყო?
აბა განმარტება თუ არ ვნახე სადა მაქვს მაგდენი ტვინი. ის ძველქართულიც ძლივს გადმოვაახალქართულე. ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#112
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
afxazi
ციტატა ანუ ისევდ და ისევ დიონისე არეოპაგელის იერარქიული მოძღვრება უნდა გავიხსენოთ. პიროვნულად ღმერთი არავის არ ეცხადება, არამედ მისი "ბრძანების" ადამიანამდე მიმტანი ანგელოზია, მეცხრე დასის წევრი. მოდი იმით დავიწყებ, რომ ზუსტად ასეც ვფიქორბდი, მაგრამ რა ტქმა უნდა ვერ გავბედავდი დაწერას ![]() მეორეც, ცოტა დამაბნიეთ, მოსეს ანგელოზი გამოცეხადა თუ უფალი ანგელოზის სახით?? ვეღარ გავიგე! -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
afxazi |
![]()
პოსტი
#113
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მხევალი ნინო
ციტატა მეორეც, ცოტა დამაბნიეთ, მოსეს ანგელოზი გამოცეხადა თუ უფალი ანგელოზის სახით?? ვეღარ გავიგე! პიროვნულად ღმერთი არავის არ ეცხადება (უეჭველი დამწყევლიან თანამედროვე "წინასწარმეტყველები" ![]() ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
A.V.M |
![]()
პოსტი
#114
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა ცოტა დამაბნიეთ, დაბნევა შენ ჩემი უნდა გენახა,როგორ გაგიჟებული ვეძებდი სამოციქულოს განმარტებას. ისე ბატონო აფხაზ თუ ასეთი კარგი კითხვები გექნებათ გამოუშვით ხოლმე. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
afxazi |
![]()
პოსტი
#115
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
A.V.M
ციტატა ისე ბატონო აფხაზ თუ ასეთი კარგი კითხვები გექნებათ გამოუშვით ხოლმე. რაღაც ისეთი უნდა მოვნახო განმარტებამაც რომ ვერ გიშველოთ ![]() ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
afxazi |
![]()
პოსტი
#116
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ერთი შეკითხვა მაქვს კიდე, რომელსაც განმარტებაში ვერ იპოვით
![]() ![]() ანუ ასეთი შეკითხვა: ისევ საქმე მოციქულთა XVII თავი (ძველ ქართულად და ახალ ქართულად მოვიტან ერთიდაიგივე მუხლს). მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ (საქმე 17,22). დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ. (საქმე 17,22). რატომ გვაქვს ამგვარი სხვაობა, ეწინააღმდეგება თუ არა ეს ორი თარგმანი ერთმანეთს? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
tamuna m |
![]()
პოსტი
#117
|
![]() კატეგორია: მოკვდავი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 ![]() |
afxazi
მრჩობლ ორმაგს არ ნიშნავს? რაღაც მანდ იქნებ ძაღლის თავი დამალული ![]() -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
afxazi |
![]()
პოსტი
#118
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
tamuna m
ციტატა მრჩობლ ორმაგს არ ნიშნავს? ხო. ერთგან ამბობს ძალიან მორწმუნენი ხართო, მეორეგან ძალიან ეშმაკეულებიო, აბა რატომ? შენ კი უნდა გახსოვდეს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
tamuna m |
![]()
პოსტი
#119
|
![]() კატეგორია: მოკვდავი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 ![]() |
afxazi
რომ მახსოვდეს, ხომ დავწერდი ![]() უი, მივაგენი პასუხს, მაგრამ ვერ გავიგე კარგად და ალბათ ამიტომაც არ დამამახსოვრდა. დაველოდოთ ბავშვებს, რას იტყვიან -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
damiane80 |
![]()
პოსტი
#120
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ (საქმე 17,22). დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ. (საქმე 17,22). რატომ გვაქვს ამგვარი სხვაობა, ეწინააღმდეგება თუ არა ეს ორი თარგმანი ერთმანეთს? ორი მოსაზრება მაქვს, შეიზლება ორივე მცდარი, მაგრამ მაინც ვცდი: 1) მრჩობლი ნიშნავს ორმაგს, მეორეს და შეიძლება რაღაც აზრით, სხვასაც, სხვა მხარეს მყოფს, საპირისპიროს (მაგალითადროგორცაა ერთი და მეორე). ამ ლოგიკით მრჩობლი ეშმაკეული იქნება - ეშმაკეულის საპირისპირო ანუ მორწმუნე. ეს ერთი ვარიანტი. 2) მეორე ვარიანტი, რომელიც კიდევ უფრო ნაკლებად მგონია, ის არის, რომ წმინდა მოციქული პავლე, ათინელებს როცა მიმართავდა და მორწმუნეთ სახელდებდა, ბუნებრივია გულისხმობდა არა მათ "მართმორწმუნეობას", არამედ უბრალოდ მათ ღრმა "რელიგიურობას" თავიანთი ღმერთებიასდმი. შესაბამისად რადგანაც ყველა ღმერთი წარმართა "ეშმაკნი არიან" და ასეთ ღმერტებს განსაკუთრებით პატივსცემდნენ ათებნელები, ვიდრე სხვა ხალხები, შეიძლება ამა გულისხმობდეს პავლეს სიტყვებიც "მრჩობლი ეშმაკეულნი" ანუ წარმართული ღმერთების ორმაგად პატივცემელნი ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 01:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი