![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#721
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა მე ერთი რაღაცა მაინტერესებს, რატო ააგო ბეცალიელმა საკმევლის სამსხვერპლო 1/1/1 წყრთა ზომების როცა 1/1/2-ზე უნდა აეგო? რო ვნახავ გეტყვი... :დ :დ :დ ხოდა,უჩვეულოდ ჩუმადაა ეს თემა და ელექტრო შოკი უნდა ჩავუტარო. მოკლედ კითხვა: ჩვენ ვიცით რომ ჯვარცმის შემდეგ იესო მოწაფეებს გამოეცხადა: 1-ლუკას და კლეოპას ემმაოსის გზაზე მიმავალთ. 2-როცა დახურულ კარში შემიდა და როცა თომა არ იყო 3-როცა თომა იყო 4-ტბაზე თევზაობისას. მაშ რატომ წერია სახარებაში:,,ესე სამ-გზის გა,ოეცხადა იესო მოწაფეთა თვისთა, აღ-რაი-დგა მკუდრეთით."(ინ.21-16) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
damiane80 |
![]()
პოსტი
#722
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
რო ვნახავ გეტყვი... :დ :დ :დ ხოდა,უჩვეულოდ ჩუმადაა ეს თემა და ელექტრო შოკი უნდა ჩავუტარო. მოკლედ კითხვა: ჩვენ ვიცით რომ ჯვარცმის შემდეგ იესო მოწაფეებს გამოეცხადა: 1-ლუკას და კლეოპას ემმაოსის გზაზე მიმავალთ. 2-როცა დახურულ კარში შემიდა და როცა თომა არ იყო 3-როცა თომა იყო 4-ტბაზე თევზაობისას. მაშ რატომ წერია სახარებაში:,,ესე სამ-გზის გა,ოეცხადა იესო მოწაფეთა თვისთა, აღ-რაი-დგა მკუდრეთით."(ინ.21-16) ვაა, ყოჩაღ კარგი კითხვაა, ერთი ვარიანტია, რომ "მოწაფეთა თვისთაში" მახარებელი ლუკას და კლეოპას არ გულისხმობს, არამედ მოწაფეები ამ სიტყვის ვიწრო გაგებით 12 კაცი (უფრო ზუსტად 11), თორემ ფართო გაგებით მაცხოვარი მანამდე მენელსაცხებელ დედებს (მარიამს) გამოეცხადა სულ პირველად. ასე რომ უფრო მეტი გამოდის. მგონი აქ საუბარი უნდა იყოს უშუალოდ დარჩენილ 11 მოწაფესთან მიმართებაში, სახარების მიხედვით მათ უშუალოდ სამჯერ გამოეცხადა |
A.V.M |
![]()
პოსტი
#723
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა ერთი ვარიანტია, რომ "მოწაფეთა თვისთაში" მახარებელი ლუკას და კლეოპას არ გულისხმობს, არამედ მოწაფეები ამ სიტყვის ვიწრო გაგებით 12 კაცი ლოცვებში ხომ ვამბობთ:,,ვითარცა ლუკას და კლეოპას ემმაოს შინა მოგზაურობდი მაცხოვარ..." ზუსტი პასუხი არც მე ვიცი და მხოლოდ ვარაუდი მაქვს. დაველოდოთ აბა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
damiane80 |
![]()
პოსტი
#724
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა ლოცვებში ხომ ვამბობთ:,,ვითარცა ლუკას და კლეოპას ემმაოს შინა მოგზაურობდი მაცხოვარ..." გასაგებია რომ გამოეცხადა, უბრალოდ ლუკა და კლეოპა არ იყვნენ "მოწაფეები" იმ გაგებით, რა გაგებითაც მას იხსენიებს იოანე მახარებელი ანუ ლუკა და კლეოპა არ არიან იმ 12 მოწაფეთა შორის, რომელნიც თავდაპირველადვე გამოირჩია მაცხოვარმა. ამიტომ არ არის წინააღმდეგობა იოანეს სიტყვებსა და რეალურ ფაქტებს შორის |
A.V.M |
![]()
პოსტი
#725
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
კითხვა დამიანე!
კითხვა გამოუშვი... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
damiane80 |
![]()
პოსტი
#726
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
კითხვა დამიანე! კითხვა გამოუშვი... გამოცნობაში ჩამეთვალე? ![]() ერთ-ერთი წინა კითხვა გალაქტიონის პოეზიაში სახარების კვალი იყო, ისევ მსგავსი ტიპის შეკითხვას შემოგთავაზებთ. რუსთაველი ამბობს: "...მართლად იტყვის მოციქული შიში შეიქმს სიყვარულსა" რომელ მოციქულს ციტირებს რუსთაველი და რა ადგილს? |
A.V.M |
![]()
პოსტი
#727
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა რუსთაველი ამბობს: "...მართლად იტყვის მოციქული შიში შეიქმს სიყვარულსა" რომელ მოციქულს ციტირებს რუსთაველი და რა ადგილს? მე რომ მოგიყვანო სამოციქულოდან ადგილი: ,,შიში არა არს სიყვარულსა თანა,არამედ სრულმან სიყვარულმან გარე განდევნის შიში." -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#728
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
აჰა დამიანე ეს თუ გინდა:
,,შიში შეიქმს სიყვარულს,სიყვარული მოთმინებას,მოთმინება სასოებას ხოლო სასოებამან არა არცხვინის." -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
damiane80 |
![]()
პოსტი
#729
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა აჰა დამიანე ეს თუ გინდა: ,,შიში შეიქმს სიყვარულს,სიყვარული მოთმინებას,მოთმინება სასოებას ხოლო სასოებამან არა არცხვინის." მიუთითე მოციქული ზუსტად და ადგილი ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#730
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა მიუთითე მოციქული ზუსტად და ადგილი შენ ის მითხარი ამ ციტატას გულისხმობდი თუ სხვა უბდა გავიხსენო? ისე პავლე მოციქული ბრძანებს მაგას შიში სიყვარულს შეიქმსო. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
damiane80 |
![]()
პოსტი
#731
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#732
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა მე კი არა რუსთაველი რას გულისხმობდა ეგ არის საკითხავი ეგ რუსთაველს უნდა კითხო,რა ვიცი აბა... მოკლედ კითხვა და ეძღვნება სპეციალურად ლელუაშვილს: უფალი მასთან მისულ ჭაბუკს,რომელიც სახიერს უწოდებს ეუბნევა:,,არავინ არს სახიერ." სხვა იგავში კი ამბობს:,,მონაო სახიერო..." აბა რტას გვეტყვით ამის შესახებ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#733
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
A.V.M
ციტატა მოკლედ კითხვა და ეძღვნება სპეციალურად ლელუაშვილს:უფალი მასთან მისულ ჭაბუკს,რომელიც სახიერს უწოდებს ეუბნევა:,,არავინ არს სახიერ."სხვა იგავში კი ამბობს:,,მონაო სახიერო..."აბა რტას გვეტყვით ამის შესახებ? ეე ვაჟკაც, მაგ საკითხთან დაკავშიებით 33 გვერდზე გვქონდა საუბარი ![]() ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
afxazi |
![]()
პოსტი
#734
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
A.V.M
ციტატა მოკლედ კითხვა და ეძღვნება სპეციალურად ლელუაშვილს: უფალი მასთან მისულ ჭაბუკს,რომელიც სახიერს უწოდებს ეუბნევა:,,არავინ არს სახიერ." სხვა იგავში კი ამბობს:,,მონაო სახიერო..." აბა რტას გვეტყვით ამის შესახებ? სხვა კუთხით დაგისვამ აბა ამ შეკითხვას. როდესაც უფალი, ძე ღმერთი, ამ სიტყვებს ამბობს, რატომ ახსენებს მხოლოდ მამას? და რატომ ამბობს, რომ მას ნუ უწოდებენ სახიერს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#735
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
afxazi
ციტატა როდესაც უფალი, ძე ღმერთი, ამ სიტყვებს ამბობს, რატომ ახსენებს მხოლოდ მამას? და რატომ ამბობს, რომ მას ნუ უწოდებენ სახიერს. ანუ ეს კითხვა გამომდინარეობს სახარების იმ ეპიზოდიდან, როცა უფალთან ახალგაზრდა ჭაბუკი მიდის და უფალს სთხოვს ახსნას იმისას, თუ როგორ არის შესაძლებელი საუკუნო ცხოვრების მოპოვება. უფალი იესო ქრისტე ჭეშმარიტად სახიერია, - სრულყოფილია თავისი ღვათებრივი ბუნებითაც და თავისი ზეციური სწავლებითაც და თავისი ყოვლადკეთილი საქმეებითაც. რადგანაც სრულყოფილი გონებისმიერი და გულისმიერი რწმენა იესო ქრისტეს პიროვნების ღვთაებრივობისა აუცილებელი პირობაა ცხოვნების საქმეში, ამიტომ ყველაზე მართებული იყო ზეციური ჭეშმარიტების მოძღვარს თავისი როგორც მაცხოვრის რწმენის ნათელი შეეტანა ამ ჭაბუკის სულში, რომელიც მას ცხოვნების გზათა შესახებ ეკითხებოდა. და აი, იესოსაც სურს იმის რწმენა განაღვიძოს ჭაბუკში, რომ თავად იგი - იესოა ჭეშმარიტი ღმერთი, და თანაც გარკვეული მხილებაც დაურთოს ამას. რატომ მიწოდებ მე სახიერს, ანუ სრულყოფილს სიტყვასა და საქმეებმი, როცა ვერ ხედავ ჩემში ღმრთაების სხივებს, დაფარულთ ადამიანური ბუნების ქვეშ? ხოლო ამ სიტყვებიდან ჭაბუკი უნდა მიმხვდარიყო, რომ რაკი სახიერად ხმობდა იესოს, ამიტომ ჭეშმარიტი ღმერთიც - მაცხოვარიც უნდა ეღიარებინა მასში. რამეთუ ყოვლადსრული სახიერება, სრულყოფილება მხოლოდ ერთს ღმერთს ეკუთვნის ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
afxazi |
![]()
პოსტი
#736
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
როდესაც ქრისტეზეა საუბარი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის არის ერთი პიროვნება, ძე ღმერთი, ბუნებითი ღმერთი (და ბუნებითი ადამიანი), ერთი პიროვნება ორი ბუნებით. ამიტომ მასაც ისევე განეკუთვნება ტერმინი სახიერი ბუნებითად, როგორც მამას. ამასთან როდესაც ქრისტე ამბობს, რომ სახიერი მხოლოდ ღმერთია, ცხადია, რომ აქ ჰიპოსტასურ მამას გულისხმობს, სხვა შემთხვევაში გაუგებარი იქნებოდა მისი სიტყვები. ამიტომ საინტერესოა რატომ თქვა ძემ, რომ სახიერი მხოლოდ მამაა? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#737
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
afxazi
ციტატა ამიტომ საინტერესოა რატომ თქვა ძემ, რომ სახიერი მხოლოდ მამაა? იესო არსად ამბობს, რომ სახიერი მხოლოდ მამაა. იგი ზოგადად ამბობს, რომ არავინაა სახიერი ერთი ღმერთის გარდა. არ აკონკრეტებს, რომ ეს ერთი ღმერთი, ანუ მხოლოდ ერთი სახიერი არის მხოლოდ მამა. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
afxazi |
![]()
პოსტი
#738
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
ქრისტეს მიმართავენ (არ დაგავიწყდეს, ქრისტე არის ძე ღმერთი, ბუნებითი ღმერთი (და ბუნებითი ადამიანი) "სახიერო", ის კი ეუბნება, რომ ნუ უწოდებენ მას სახიერს, რადგან მხოლოდ ღმერთია სახიერი. შენი სიტყვებით ქრისტე არ არის ჭეშმარიტი ღმერთი, პირიქით ეს ტერმინი ბუნებითად სწორედ მას განეკუთვნება, მადლისმიერად კი ადამიანებს, მაგრამ ის ამბობს, რომ არ უწოდონ სახიერი. რატომ? არ აკონკრეტებს, მაგრამ კონტექსტი ამას გულისხმობს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#739
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
afxazi
ციტატა შენი სიტყვებით ქრისტე არ არის ჭეშმარიტი ღმერთი ასეთი ვთქვი რაიმე? ![]() ციტატა ის ამბობს, რომ არ უწოდონ სახიერი. რატომ? თუკი თვითონ კონტექსტს გადავხედავთ, იგი მხოლოდ ჭბუკს ეკითხება - რატომ მიწოდებ მე სახიესო, მაგრამ არ უკრძალავს (უბრალოდ კითხვას უსვამს). რატომ მიწოდებ მე სახიერს, ანუ სრულყოფილს სიტყვასა და საქმეებში, როცა ვერ ხედავ ჩემში ღმრთაების სხივებს, დაფარულთ ადამიანური ბუნების ქვეშ-ო? ამ სიტყვებიდან კი ჭაბუკი უნდა მიმხვდარიყო, რომ რაკი სახიერად ხმობდა იესოს, ამიტომ ჭეშმარიტი ღმერთიც - მაცხოვარიც უნდა ეღიარებინა მასში. რამეთუ ყოვლადსრული სახიერება, სრულყოფილება მხოლოდ ერთს ღმერთს ეკუთვნის -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
afxazi |
![]()
პოსტი
#740
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა თუკი თვითონ კონტექსტს გადავხედავთ, იგი მხოლოდ ჭბუკს ეკითხება - რატომ მიწოდებ მე სახიესო, მაგრამ არ უკრძალავს. რატომ მიწოდებ მე სახიერს, ანუ სრულყოფილს სიტყვასა და საქმეებმი, როცა ვერ ხედავ ჩემში ღმრთაების სხივებს, დაფარულთ ადამიანური ბუნების ქვეშ-ო? ![]() ![]() "რატომ მიწოდებ სახიერს"? - რას ნიშნავს? ციტატა ანუ სრულყოფილს სიტყვასა და საქმეებმი, როცა ვერ ხედავ ჩემში ღმრთაების სხივებს, დაფარულთ ადამიანური ბუნების ქვეშ-ო? დაფარულს? მოიცა ადამიანური ბუნება საღვთო ბუნებას ფარავდა? საუბრობს და მოქმედებს ერთი პიროვნება, ძე ღმერთი, რომელმაც მიიღო ადამიანური ბუნება. არ საუბრობს ადამიანი პიროვნება, არამედ ძე ღმერთის პიროვნება. ჭაბუკს რწმენაში ამაღლება სხვა კუთხით ესაჭიროებოდა და სწორედ ამ კუთხით წარმართა იგი მაცხოვარმა. ციტატა როცა ვერ ხედავ ჩემში ღმრთაების სხივებს ეუფ, ღმრთაების სხივები რას ნიშნავს? ანუ შეძენილ სხივებს? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 01:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი