IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> გარდაცვალების წინ, მომაკვდავთა ხილვები...
მარიკო
პოსტი Feb 9 2007, 06:09 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,042



დამლოცეთ, მამაო

ხშირად მსმენია და თავადაც შევსწრებივარ, რომ მომაკვდავი ადამიანები სიკვდილის წინ ახსენებენ გარდაცვლილი ახლობლების სახელებს. იქმნება შთაბეჭდილება(ზოგჯერ თავადაც ამბობენ), რომ ხედავენ მათ.
ჩემთვის გასაგებია, რომ გარდაცვლილის სული, უფალის ნებით, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება გამოეცხადოს ადამიანს, მაგრამ მომაკვდავთა მიერ გარდაცვლილთა სახელის ხსენება არ არის იშვიათი შემთხვევა. რა ხდება ამ დრო, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Mar 2 2007, 05:06 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



გარდაცვალების წინ ადამიანის წინაშე იშლება ახალი, მისთვის შეუცნობელი სულიერი სამყარო. ადამიანი არ არის გათვითცნობიერებული ამ სამყაროს რაობაში. თუ არ აქვს მაღალი სულიერი ცხვოვრების გამოცდილება მიწიერ ცხოვრებაში, ის ვერ არჩევს სულებს. ბოროტი სარგებლობს ამით, რათა აცდუნოს მომაკვდავი, ეცხადება მას მიცვალებულთა სახით, ან თვით ანგელოზთა სახითაც კი. მიცვალებულთა სულები მხოლოდ ღმრთის განსაკუთრებული განგებით გვევლინებიან ადამიანებს. ძირითადად კი ბოროტი იყენებს ჩვენს სიყვარულს უკვე გარდაცვლილი ადამიანების მიმართ, რათა მათო სახის მიღებით ჩვენში აღძრას ნდობა. პირადად მე ვერ ვიხსენევ ვერცერთ შემთხვევას, რომ მაზიარებელი მორწმუნე ადამიანს გარდაცვალების ჟამს ეხსენებინა მიცვალებული.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 01:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი