IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

15 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება
afxazi
პოსტი Jul 7 2011, 06:48 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მინდა ცალკე თემა მივუძღვნა ამ მოვლენას, რათა უფრო ცხადი გახდეს მიღებული გადაწყვეტილების ავ-კარგიანობა.

როგორც ცნობილია საქართველოს პარლამენტმა 5 ივლისს მხარი დაუჭირა სამოქალაქო კოდექსის 1509 მუხლში შესატან ცვლილებებს.

ვნახოთ როგორ გამოიყურებოდა აქამდე აღნიშნული მუხლი:

მუხლი 1509. კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები (06.04.2005 N 1233)

1. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ითვლებიან:

ა) სახელმწიფო;

ბ) თვითმმართველი ერთეული; (14.12.2006 N3867)

გ) სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის
საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული
სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონით განსაზღვრული
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით;

დ) სახელმწიფო დაწესებულებები და სახელმწიფო ფონდები, რომლებიც არ
არის შექმნილი სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად;

ე) საჯარო მიზნების მისაღწევად კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი
არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები (პოლიტიკური პარტიები და სხვა);

ვ) კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირი.

2. კერძო სამართლის იურიდიულ პირებს განეკუთვნება... (ამ შემთხვევაში ჩვენ ეს არ გვაინტერესებს)

ამ მუხლში შევიდა შემდეგი ცვლილებები და იგი ამგვარად ჩამოყალიბდა:


მუხლი 1509. კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები (06.04.2005 N 1233)

1. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ითვლებიან:

ა) სახელმწიფო;

ბ) თვითმმართველი ერთეული; (14.12.2006 N3867)

გ) სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის
საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული
სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონით განსაზღვრული
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით;

დ) სახელმწიფო დაწესებულებები და სახელმწიფო ფონდები, რომლებიც არ
არის შექმნილი სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად;

ე) საჯარო მიზნების მისაღწევად კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი
არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები (პოლიტიკური პარტიები და სხვა);

ვ) კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესია".

ზ) ამ კოდექსის 15091 მუხლით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებები.


"მუხლი 15091. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესი:

1. რელიგიური გაერთიანებები შეიძლება, დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს რელიგიური გაერთიანებების უფლებას, დარეგისტრირდნენ, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი.

3. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა, ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებების მიმართ არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი.

6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესი და მათი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კოდექსის მე-2 თავით.



როგორც ვხედავთ ამ მუხლის "ვ" და "ზ" ქვეპუნქტები მოიხსენიებს საქართველოს მართლმადდიებელ ეკლესიას და "სხვა რელიგიურ გაერთიანებებს" (სომხური, კათოლიკური...)

ის რომ მართლმადიდებელი ეკლესია ცალკეა მოხსენიებული, ეს, ცხადია, არაფერს ცვლის.

სად არის ძაღლის თავი დამარხული:

ახალ მუხლში (15091) ნათქვამია:

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებების მიმართ არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი.

შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული კანონი:

http://www.mof.ge/show_law.aspx?id=197

ვნახოთ რა წერია ამ კანონში საჯარო სამართლის იურიდილი პირის შესახებ:

მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნება (21.11.2008 N 542)

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

შესაბამისად ის რაც აქაა ნათქვამი არ ვრცელდება იმ რელიგიურ გაერთიანებებზე, რომელთაც მიენიჭათ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი.

შესაბამისად ვთქვათ სომხურ ეკლესიას ისევე აქვს განახორციელოს ნებისმიერი სახის ქმედება, როგორც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ამაში მას ვერავინ შეზღუდავს.

და მივადექით ყველაზე საინტერესოს.

მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ ამ მუხლში ნათქვამია:

ვ) კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესია".

ანუ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობას სახელმწიფო ახორციელებს 2002 წელს მიღებული კონსტიტუციური შეთანხმებით. ხოდა მაინტერესებს რით განახორციელებს სახელმწიფო სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობას. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აღნიშნული რელიგიური გაერთიანებები აბსოლუტურ უკონტროლო სიტუაციაში არიან ჩაყენებული?

იქნებ მე სხვანაირად დავინახე ეს კანონი და ვინმემ ამიხსნას სწორად.

ეს არის სრული საგიჟეთი. მე არ მესმის ვის მოუვიდა თავში ამგვარი რამ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 7 2011, 07:18 PM
პოსტი #2


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



afxazi
ციტატა
ვ) კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესია".

ციტატა
1. რელიგიური გაერთიანებები შეიძლება, დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად.

ორივე საჯარო სამართლის იურიდიული პირია ამ კანონით. ესეიგი სხვა კონფესია თუ/როცა გაივლის რეგისტრაციას კანონმდებლობით იგივე უფლებებით ისარგებლებს?!


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 7 2011, 07:26 PM
პოსტი #3


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



afxazi
ციტატა
აღნიშნული რელიგიური გაერთიანებები აბსოლუტურ უკონტროლო სიტუაციაში არიან ჩაყენებული?

იქნებ მე სხვანაირად დავინახე ეს კანონი და ვინმემ ამიხსნას სწორად.

საქმეც მაგაშია დათო, ნებისმიერი რელიგიური გაერთიანება გათანაბრებულია მართლმადიდებლურ რელიგიასთან. ოღონდ იმ განსხვავებით რომ მათ არავინ გააკონტროლებს, შესაბამისაც ვერც რამეს დაუშლიან და ვერც ვერაფერს შეუსწორებენ.
ანუ სრული განუკითხაობა, ვისაც რა მოესურვება იმას გააკეთებს.
,,დაკა დოლი, გაწი გარმონი''
აღარაფერი გამაკვირვებს აწი.
ცოტაც და მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიის სტატუსსაც ჩამოართმევენ.
თუმცა ეს სტატუსი ამ შემთხვევაში უკვე ფორმალურობაა, უფრო მეტი უფლებებით სარგებლობს სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებები ქვეყანაში, ვიდრე მართლმადიდებლობა.
უკვე ოფიციალურად დაიკანონა მთავრობამ საკუთარ ქურთუკებზე ბევრად დიდი ჯიბეების დაკერების აუცილებლობა, რომ სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებებიდან ამ კანონის შედეგად მიღებული უფრო მეტი ფული ჩაეტიოს.
ხალხს დიდი ძალა აქვსო, ეს მარტო სიტყვებია საქართველოში.

რაღა უნდა გამიკვირდეს, ყიდიან ყველაფერს, საკუთარ რელიგიასაც კი.
ამის შემდეგ სრულიად აღარაა გასაკვირი იაშვილის კლინიკა ,,ჯი ემ სი'' ჯგუფს 10 მილიონ ლარად რომ მიჰყიდა მთელი თავისი აპარატურიან, მიწებიან, შენობებიანად.
არადა მაგ თანხით კლინიკის 2-3 აპარატურასაც ვერ იყიდი.
ასე რომ ავად გახდომაც გეკრძალებათ უკვე.
ჯერ სადა ხართ.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 7 2011, 07:27 PM
პოსტი #4


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



lingvo

ციტატა
ორივე საჯარო სამართლის იურიდიული პირია ამ კანონით. ესეიგი სხვა კონფესია თუ/როცა გაივლის რეგისტრაციას კანონმდებლობით იგივე უფლებებით ისარგებლებს?!


კონფესიებზე არ არის საუბარია, აქ ნათქვამია, რომ ამ რელიგიურ გაერთიანებებს საქართველოსთან მჭიდრო ისტორიული კავშირი აქვთ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 7 2011, 07:29 PM
პოსტი #5


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



lingvo
ციტატა
როცა გაივლის რეგისტრაციას კანონმდებლობით იგივე უფლებებით ისარგებლებს?!

არა ვახო, იგივე უფლებებით კი არა უფრო მეტი უფლებებით ისარგებლებს,
იმიტომ რომ მათ საქმოანობას და საერთოდ ნებისმიერ მოქმედებას ვერავინ გაუწევს კონტროლს


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 7 2011, 07:31 PM
პოსტი #6


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



afxazi
ნაინა
ციტატა
კონფესიებზე არ არის საუბარია, აქ ნათქვამია, რომ ამ რელიგიურ გაერთიანებებს საქართველოსთან მჭიდრო ისტორიული კავშირი აქვთ.
ე.ი. მაგალითად სომხეთის ეკლესია, საქართველოში იგივე უფლებებით ისარგებლებს როგორც მართლმადიდებლური?


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 7 2011, 07:31 PM
პოსტი #7


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ეხლა სომხები სვეტიცხოველს უფრო გაბედულად მოითხოვენ biggrin.gif biggrin.gif

lingvo

ციტატა
ე.ი. მაგალითად სომხეთის ეკლესია, საქართველოში იგივე უფლებებით ისარგებლებს როგორც მართლმადიდებლური?


ყოველშემთხვევაში არაო, არ არის ნათქვამი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 7 2011, 07:33 PM
პოსტი #8


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



afxazi
ციტატა
ეხლა სომხები სვეტიცხოველს უფრო გაბედულად მოითხოვენ

ეჰ, აბა რა, სომხურია ბოლოს და ბოლოს.
დაუკვირდი როგორ ჟღერს აღმშენებლის გვარი ,,არსაკიან'' biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 7 2011, 07:33 PM
პოსტი #9


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ნაინა

და თუ მართლმადიდებლური ეკლესიიდან წამოვა რაიმე სახის პროტესტი, იმ წამს რელიგიური უმცირესობის დევნის იარლიყი აეკვრება და შესაბამისად, სახელმწიფო დაიცავს იმ საბრალოთა უფლებებს მართლმადიდებლების "უსამართლო ფანატიკური დევნისაგან" ...


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 7 2011, 07:34 PM
პოსტი #10


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



k@the
ციტატა
ნაინა

და თუ მართლმადიდებლური ეკლესიიდან წამოვა რაიმე სახის პროტესტი, იმ წამს რელიგიური უმცირესობის დევნის იარლიყი აეკვრება და შესაბამისად, სახელმწიფო დაიცავს იმ საბრალოთა უფლებებს მართლმადიდებლების "უსამართლო ფანატიკური დევნისაგან" ...

აი ზუსტად ეგაა გენაცვალე, ყველაფერი მაგის გამო გაკეთდა.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 7 2011, 07:35 PM
პოსტი #11


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ფაქტობრივად მშობლიურ საქართველოში უკვე დევნილი ხარ.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 7 2011, 07:36 PM
პოსტი #12


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



lingvo
ციტატა
ფაქტობრივად მშობლიურ საქართველოში უკვე დევნილი ხარ.

ეგ აქამდეც ასე იყო, ეხლა უბრალოდ ნელ-ნელა ყველაფერს დაგვიკანონებენ.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 7 2011, 07:37 PM
პოსტი #13


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



afxazi
ციტატა
4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა, ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.

საინტერესოა რომელი რელიგიური მიმდინარეობებია მიჩნეული კანონმდებლობით რელიგიებად ევროპის საბჭოს ქვეყნებში? გამოდის ისინიც იგივე უფლებებით ისარგებლებენ როგორც ჩვენი ეკლესია.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 7 2011, 08:19 PM
პოსტი #14


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



დღეს 1 არხზე 22:00-ზე "დიალოგი დავით პაიჭაძესთან" ისაუბრებს ჩვენი ფორუმელი დავითი (კანონისტი) და შეეხება ამ თემას.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Jul 7 2011, 08:28 PM
პოსტი #15


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



exla movismine televizorshi.
Es ori gansxvavebuli azria tu erti mxaris orad warmodgenili debatebi?


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 7 2011, 08:35 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



დაე "უფალმა მიუგოს სიტყუაჲ ჩუენ წილ" - დავითის მიერ. ამინ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Jul 7 2011, 08:38 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ცუდია, ძალიან ცუდი... უკვე აშკარად დევენიან მართლმადიდებლობას...

მწვალებლობებთან ათანაბრებენ მართლმადიდებლობას... ეხლაც თუ ისევ ენას კბილი დავაჭირეთ, ჩვენი საშველი აღარ ყოფილა !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 7 2011, 09:03 PM
პოსტი #18


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიის სტატუსსაც ჩამოართმევენ.

როგორც ვიცი არ არის სახელმწიფო რელიგია...


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 7 2011, 09:15 PM
პოსტი #19


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



... ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვისა გარეშე.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jul 7 2011, 09:21 PM
პოსტი #20


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ჩვენ ხალხმა რა უნდა ვქნათ ასეთ დროს?

sad.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2024 - 02:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი