IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმ. სინოდის განჩინება
orthodox-georgia
პოსტი Jul 12 2011, 12:13 AM
პოსტი #1


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



სხდომის თავმჯდომარე – ილია II – სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი
სხდომის მდივანი – გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) –
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი
სხდომის თანამდივნები – ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) – ახალქალაქისა და
კუმურდოს მიტროპოლიტი
საბა (გიგიბერია) – ხონისა და სამტრედიის
მიტროპოლიტი
სინოდის სხდომას ესწრებოდნენ:

I. 2011 წლის 5 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ (დანართი #1). სინოდის სხდომაზე გამოითქვა საერთო უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებისა, კანონის მიღება მოხდა საქართველოს საპატრიარქოსთან და საზოგადოებასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე, რაც საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა და მრავალრიცხოვანი მრევლის მღელვარების მიზეზი გახდა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წმიდა სინოდმა იმსჯელა და

დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი, ისევე როგორც რელიგიური გაერთიანებები, თანასწორია კანონის წინაშე. რელიგიური აღმსარებლობების თავისუფლება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ რელიგიურ გაერთიანებას ეკუთვნის საქართველოს ესა თუ ის მოქალაქე. საქართველოს კონსტიტუციითა და კონსტიტუციური შეთანხმებით, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი არ ზღუდავდა სხვა რელიგიურ გაერთიანებათა აღმსარებლობის თავისუფლებასა და კანონის წინაშე თანასწორობას.

2. მიემართოს საქართველოს ხელისუფლებას:

ა) მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ანალოგიური საკითხების განხილვისას წინასწარი კონსულტაციები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოსთან, რათა, აღნიშნული თემის სიფაქიზიდან და სპეციფიურობიდან გამომდინარე, თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გართულებები.

ბ) დაიწყოს სამთავრობო მოლაპარაკებები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების სტატუსსა და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

გ) სახელმწიფომ გაააქტიუროს თავისი საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეროვნული და სულიერი კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.

დ) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე განხორციელებული რელიგიური პოლიტიკა და სხვა ქმედებები აღიარებულ იქნას უკანონოდ.

ე) შეიქმნას კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

3. წმიდა სინოდი მოუწოდებს სასულიერო პირებს და მრევლს სიმშვიდისკენ და, მიუხედავად მღელვარების მიზეზებისა, თავი შეიკავონ ყოველგვარი თვითნებური ქმედებებისგან და გააძლიერონ ლოცვა ერის ერთობისა და მშვიდობისათვის.

II. წმიდა სინოდმა მოისმინა მოხსენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II (ბაგრატიონი) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და

გ ა ნ ა ჩ ი ნ ა:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II აღიარებულ იქნას წმინდანად და ეწოდოს მრავალვნებული ანტონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მისი ხსენება დაწესდეს 21 დეკემბერს (ახალი სტილით 3 იანვარი).

ასევე დაიწეროს წმიდანის ხატი და შეიქმნას შესაბამისი საღვთისმსახურო განგება.

III. წმიდა სინოდმა იმსჯელა სასულიერო პირთა მიერ ზნეობრივი ნორმების დარღვევის ფაქტებზე და

გ ა ნ ა ჩ ი ნ ა:
შეიქმნას ზნეობრივი ნორმების დარღვევათა შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)
2. გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი)

მასალის წყარო


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jul 14 2011, 12:58 AM
პოსტი #2


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



რაც შეეხება დადგენილების "ა" ქვეპუნქტს, რა თქმა უნდა წინასწარი კონსულტაციები კარგია, მაგრამ კონსულტაციებში დაფიქსირებულ ეკლესიის პოზიციას აქვს მხოლოდ რეკომენდაციის ძალა და მე კი მინდოდა ჰქონოდა ვიზის ძალა, გარკვეულ შემთხვევებში მაინც, როდესაც სახელმწიფოსა და ეკლესიის როლების გადანაწილებაში ეკლესიის როლი აშკარად ჭარბობს. ალბათ შეიძლებოდა ასეთი შემთხვევების გამიჯვნა... მაგრამ არამგონია სახელმწიფო დათანხმებულიყო ვიზირებას... შეიძლება ეს წინასწარი კონსულტაციებიც კი არ გამართონ ხოლმე - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მათ არ ევალებათ ამგვარი კონსულტაციების გამართვა.

რაც შეეხება "ე" ქვეპუნქტს, ვფიქრობ იგი არის "გ" ქვეპუნქტის შედეგიანობის გარანტორი, ვინაიდან კონსტიტუციური შეთანხმების მე-10 მუხლში წერია "სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.", მაშასადამე თუკი სახელმწიფო ყურად არ იღებს მოწოდებას, რომ გაააქტიუროს ამ მიმართულებით საქმიანობა ("გ" ქვეპუნქტი), მაშინ ეს კომისია ("ე" ქვეპუნქტი) შეეცდება, რომ სახელმწიფო აიძულოს... თუმცა რამდენად მოუსმენენ კომისიის წევრებს, ან საერთოდ რამდენად შეეცდება ეს კომისია ხელისუფლებას აიძულოს ვალდებულებების შესრულება, ეს ჩვენთვის უცნობია, ვინაიდან ამ კომისიის შემადგენლობაზე წმ. სინოდის დადგენილებაში არაფერი წერია.

აგრეთვე, კონსტიტუციური შეთანხმების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში წერია: "სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ორმხრივად და გათანაბრებულად აღიარებენ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სამეცნიერო ხარისხებსა და წოდებებს."
იმედია კომისიის შექმნით გადაჭრისკენ წავა ის პრობლემა, რომ სასულიერო სასწავლებლის მიერ ფსიქოლოგიის და მისთ. სპეციალობების სტიდენტებზე გაცემულ დიპლომებს მიეცეთ იურიდიული ძალა.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jul 14 2011, 04:12 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



სამწუხაროდ სახელმწიფომ ეკლესიას ნუ არ მინდა რა რო ვთქვა რა უქნა...


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gruzian_ka
პოსტი Jul 15 2011, 12:08 AM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 1-June 10
წევრი № 8,938



ფაქტიურად სინოდის გადაწყვეტილებამ ხელ-ფეხი გაუხნსა ყველა რელიგიურ გაერთიანებას... აი ამ საღამოს უკვე, საპატრიარქოს წინ გამომსვლელ ერთ-ერთ მამაოს პროკურატურაში უჩივიან სომხები(იხილეთ, მაესტროს ღამის საინფორმაციო გამოშვება)... მრევლს უკვე ხელისუფლებასთან მოსათხოვი არაფერი აქვს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 15 2011, 08:57 PM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



21 ივლისს


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Jul 15 2011, 10:01 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(ბადრი @ Jul 14 2011, 04:12 AM) *

სამწუხაროდ სახელმწიფომ ეკლესიას ნუ არ მინდა რა რო ვთქვა რა უქნა...

smile.gif


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Jul 17 2011, 07:41 PM
პოსტი #7


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა
ველოდები 21 ივლისს

და 21-ში რა ხდება?


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 17 2011, 07:54 PM
პოსტი #8


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



orthodox-georgia


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Jul 20 2011, 10:43 PM
პოსტი #9


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



A.V.M
ხვალ არის ეგ შეკრება.
ნამდვილად ვიცი tongue.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 21 2011, 12:33 AM
პოსტი #10


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



t


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Jul 21 2011, 12:43 AM
პოსტი #11


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



A.V.M
სასულიერო პირები დაიბარა და შენ სად მიდიხარ? biggrin.gif biggrin.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 21 2011, 12:47 AM
პოსტი #12


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



laugh.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jul 21 2011, 01:28 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



და რა არ მოგეწონათ სინოდის გადაწყვეტილებაში? ერთი რამ უნდა გავიგოთ რომ ეკლესია ვერ მოუწოდებს ხალხს ხელისუფლების დამხობისაკენ. ამიტომ უნდა დაველოდოთ სინოდის გადაწყვეტილებას ხოლმე, ჯერ ერთი ამბავი ავტეხეთ და როდესაც სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო ზოგიერთნი აღმოჩნდნენ უხერხულ მდგომარეობაში. აქედანაც ჩანს რომ დედის წინ მორბენალ კვიცებს არ უნდა დავემსგავსოთ. ცუდი კიდე ის არის რომ უმრავლესობა რაზე იყო გამოსული კარგად არც ჰქონდა გააზრებული, მე რაც ვიდეოები ვნახე წაკითხულიც კი არ ჰქონდათ ეს ტექსტი და მსჯელობდნენ სხვისი მიერ ნათქვამი აზრით, ზოგი კიდე უფრო შორს წავიდა და ჩიპებისა და ბიომეტრიული პასპორტების აკრძალვაზე დაიწყო ლაპარაკი.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 21 2011, 01:33 AM
პოსტი #14


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



[quote]


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jul 21 2011, 01:36 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



A.V.M
ციტატა
სხვაზე არაფერს არ გეუბნები,მაგრამ რაც შეეხება პასპორტებს.არც ჩემი მოძრღვარი მაძლევს აღების კურთხევას და არც თავად ეპისკოპოსი.ეს ისეთი თემაა,რომლის შესახებაც,როგორც პაისი ათონელი ამბობს მოძღვრებს უნდა დავუჯეროთ,მოძღვრებმა კი ეპისკოპოსს.

ეს ისეთი თემაა რომ ეკლესიას უნდა დავუჯეროთ. ეკლესია კი იტყვის თავის სათქმელს.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 21 2011, 01:40 AM
პოსტი #16


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jul 21 2011, 01:55 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



A.V.M
ციტატა
ჩემამდე იერარქია მოძღვრისა და ეპისკოპოსის სახით მოდის და მათ ვუჯერებ.თორემ სადაც გინდა გამოვიდეს ნებისმიერი მოძღვარი და რაც უნდა ის თქვას იმას მაინც არ გავაკეთებ, თუ პირადმა მოძღვამა და ეპისკოპოსმა არ მომცა კურთხევა.

ეგ გასაგებია და სიფრთხილე კარგია, მაგრამ ამასთან ისიც უნდა ითქვას რომ ცალკეული პიროვნებები და უფრო მეტიც ცალკეული ეკლესია შეიძლება შეცდეს როგორც ეს რომის ეკლესიას დაემართა მაგრამ შეუძლებელია მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია შეცდეს ერთად აღებული. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით არის ეს თუ არა ის ბეჭედი რაზეც აპოკალიფსი გვაფრთხილებს, მსოფლიო მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერთხმად უნდა თქვას თავისი სიტყვა და არა ცალკეულმა პიროვნებებმა. ნუ ეს სხვა თემაა.
ეს ყველაფერი კი იმას მოვაყოლე რომ მიღებულ კანონის გაპროტესტების დროს ჩიპებზე და ბიომეტრიულ პასპორტების აკრძალვაზე წავიდა საუბარი.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 21 2011, 12:52 PM
პოსტი #18


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(A.V.M @ Jul 20 2011, 11:33 PM) *

სხვაზე არაფერს არ გეუბნები,მაგრამ რაც შეეხება პასპორტებს.არც ჩემი მოძრღვარი მაძლევს აღების კურთხევას და არც თავად ეპისკოპოსი.
ეს ისეთი თემაა,რომლის შესახებაც,როგორც პაისი ათონელი ამბობს მოძღვრებს უნდა დავუჯეროთ,მოძღვრებმა კი ეპისკოპოსს.


ეპისკოპოსმა ვის უნდა დაუჯეროს?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 21 2011, 01:08 PM
პოსტი #19


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



A.V.M
ციტატა
სხვაზე არაფერს არ გეუბნები,მაგრამ რაც შეეხება პასპორტებს.არც ჩემი მოძრღვარი მაძლევს აღების კურთხევას და არც თავად ეპისკოპოსი.



შეგიძლია ამიხსნა, რა არის პასპორტში ცუდი?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jul 22 2011, 02:06 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ალექსანდრე
ციტატა
და რა არ მოგეწონათ სინოდის გადაწყვეტილებაში?

შეკითხვა სხვას დაუსვი, მაგრამ არც მე არ მომწონს ეგ გადაწყვეტილება. და რატომო მეც მკითხავ ალბათ. იმიტომ რომ, როცა ერის სინდისს ეხებიან სინდისი ასე უსუსურად არ უნდა გამოთქვამდეს გულისწუხილს. აი ეს არის და მორჩა. დანარჩენი შენ დარწმუნებული ვარ კარგად იცი და აქ არ დავიწყებთ საჯაროდ ლაპარაკს.

მინდა დავამატო, რომ ამას ვწერ ცოდვილი ადამიანი, რომელსაც სინოდის არც ერთ წევრთან შედარებით არაფერი უკეთესი არ მაქვს. მაგრამ გული მტკივა და გულისტკივილი მალაპარაკებს.


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 08:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი