IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> გამოკითხვა, ემხრობით თუ არა ელექტრონული პასპორტების აღებას
ემხრობით თუ არა ელექტრონული პასპორტების აღებას
ემხრობით თუ არა ბიომეტრიული პასპორტებისა და ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებას სავალდებულო წესით
არ ვემხრობი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ნიშნავს ანტიქრისტეს ბეჭედის მიღებას ან ნაბიჯს ამ გზაზე; [ 14 ] ** [27.45%]
არ ვემხრობი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვისა და ტოტალური კონტროლისაკენ გადადგმული ნაბიჯი, რაც ჩემთვის, როგორც მოქალაქისათვის მიუღებელია; [ 14 ] ** [27.45%]
ვემხრობი (არ ვარ წინააღმდეგი), რადგან მიმაჩნია, რომ ბიომეტრიული პასპორტებისა და პირადობის მოწმობის აღება საერთოდ არ არის დაბრკოლება სულის ცხონების გზაზე [ 16 ] ** [31.37%]
მიჭირს პასუხის გაცემა [ 7 ] ** [13.73%]
სულ ხმები:: 51
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
damiane80
პოსტი Aug 5 2011, 01:08 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



მოკლედ ეს არის გამოკითხვა ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ თემაზე. ცხადია, ყველას შეუზლია პოზიცია გამოხატოს და თანაც მოაყოლოს მოტივაცია, რაც ყველაზე საინტერესო იქნებოდა.

აქვე მომყავს იოანეს გამოცხადებიდან (აპოკალიფსიდან) შესაბამისი ადგილი, რომელზედაც ხშირად აპელირებენ პაპორტის აღების მოწინააღმდეგენი (თავი მე–13)

თავი 13
11. და ვიხილე სხუაჲ მჴეცი, აღმომავალი ქუეყანით, და აქუნდეს რქანი, მსგავსნი კრავისა, და ზრახვიდა, ვითარცა ვეშაპი. 12. და ჴელმწიფებასა პირველისა მის მჴეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა და ყოველთა მკჳდრთა მისთა, რაჲთა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაჲ სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა. 13. და იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაჲთა ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით წინაშე კაცთა. 14. და აცთუნებს მკჳდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, სასწაულთა მათთჳს, რომელ მიეცნეს მას ქმნად წინაშე მჴეცისა მის, და ეტყჳს მკჳდრთა ქუეყანისათა, რაჲთა ქმნან ხატი მჴეცისაჲ მის, რომელსა-იგი აქუნდა წყლულებაჲ და ცხოვნდა მახჳლისგან. 15. და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მჴეცისასა, რაჲთა იტყოდის ხატი მჴეცისაჲ მის და ქმნას. ყოველნი, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მჴეცისასა, მოიკლნენ. 16. და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი, - რაჲთა მიიღონ ბეჭედი ჴელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა. 17. და რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მჴეცისა მის, ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ. 18. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც და ექუს.


აქვე, იმავე აპოკალიფსიდან კიდევ ერთი ადგილი მინდა მოვიყვანო, თავი მე–7, სადაც საუბარია, მორწმუნეთა დაბეჭდვაზეც უფლის სახელით:

ციტატა
1. და შემდგომად ამისა ვიხილენ ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა. და ეპყრნეს ოთხნი იგი ქარნი ქუეყანისანი, რაჲთა არა ქროდიან ქუეყანასა ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა. 2. და ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, აღმომავალი აღმოსავალით მზისაჲთ, და აქუნდა ბეჭედი ღმრთისა ცხოველისაჲ. და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა ოთხთა მათ ანგელოზთა, რომელთა მიეცა ვნებაჲ ქუეყანისა და ზღჳსაჲ, ვითარმედ: 3. ნუ ავნებთ ქუეყანასა, ნუცა ზღუასა, ნუცა ხეთა, ვიდრემდის დავჰბეჭდნეთ მონანი ღმრთისა ჩუენისანი შუბლთა ზედა მათთა. 4. და მესმა რიცხჳ დაბეჭდულთაჲ მათ: ას ორმეოცდაოთხი ათასი დაბეჭდულთაჲ ყოვლისაგან ტომისა ძეთა ისრაჱლისათა: 5. თესლისაგან იუდაჲსა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ, თესლისაგან რუბენისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან გადისა ათორმეტი ათასი, 6. თესლისაგან ასერისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ნეფთალემისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან მანასესა ათორმეტი ათასი, 7. თესლისაგან სჳმეონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ლევისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იზაქარისა ათორმეტი ათასი, 8. თესლისაგან ზაბულონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იოსებისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ბენიამინისა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ.

9. და შემდგომად ამისა ვიხილე: და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუვად ვერვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათა, მდგომარენი წინაშე საყდრისა და წინაშე კრავისა, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკებითა და ჴელთა მათთა აქუნდა ფინიკები.
10. და ჴმობდეს ჴმითა დიდითა და იტყოდეს: მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ, მჯდომარისა საყდარსა ზედა, და კრავისა. 11. და ყოველნივე ანგელოზნი დგეს გარემოჲს საყდრისა და მღდელთაჲსა და ოთხთა მათ ცხოველთაჲსა და დავარდეს წინაშე საყდრისა მისისა პირთა ზედა მათთა და თაყუანის-სცეს ღმერთსა 12. და იტყოდეს: ამინ. კურთხევაჲ და დიდებაჲ და სიბრძნე და მადლობაჲ და პატივი და ძალი ღმრთისა ჩუენისაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 13. და მომიგო ერთმან მღდელთაგანმან და მრქუა: ესენი, რომელთა ჰმოსიეს სამოსლები სპეტაკები, ვიეთნი არიან, ანუ ვინაჲ მოსრულ არიან? 14. და ვარქუ მას: უფალო ჩემო, შენ უწყი. და მრქუა მე: ესენი არიან, რომელნი მოსრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა, და განრცხნეს მათ სამოსელნი მათნი და განასპეტაკნეს სისხლითა მით კრავისაჲთა. 15. ამისათჳს, არიან წინაშე საყდარსა ღმრთისასა, და ჰმსახურებენ მას დღე და ღამე ტაძარსა შინა მისსა. და მჯდომარემან მან საყდართა ზედა დაიმკჳდროს მათ შორის. 16. არღარა მოემშიოს მათ, არცაღა მოეწყუროს, არცაღა მოვიდეს მათ ზედა მზე, არცა ყოველივე სიცხე, 17. რამეთუ კრავი იგი, რომელ არს შორის საყდრისა, ჰმწყსის მათ და უძღჳს წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა, და აღჴოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა.


ესე იგი რა გამოდის, ჭეშმარიტმა მორწმუნეებმაც ბეჭედი უნდა მიიღონ შუბლზე, თუ ამასაც პირდაპირ გავიგებთ, მაშინ ქრისტიანებსაც რაღაც ნიშანი უნდა გვქონდეს შუბლზე.

მოკლედ, საინტერესო იქნებოდა პირველ რიგში წმინდა მამათა განმარტებები თუკი რაიმე არის ამის შესახებ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 5 2011, 01:15 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Aug 5 2011, 01:23 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
გამიჭირდა პირველ ორს შორის არჩევანის გაკეთება,მაგრამ მაინც პირველი ავირჩიე.


პირვე ორ შორის განსხვავება ის არის, რომ მეორე პასუხი ნიშნავს, იმას, რომ არ ემხრობით არა იმდენად რელიგიური თვალსაზრისით, არამედ წმინდა მოქალაქეობრივი პოზიციიდანაც. ასეთივე პოზიცია, მაგალიტად სეიძლება ჰქონდეს სრულიად ურწმუნო ან სხვა კომფესიის ადამიანსაც

ციტატა
არ ვემხრობი,რადგან ჩემი აზრით ესა არა ანტიქრისტეს ბეჭდის მიღება,მაგრამ არის წინაპირობა და გარკვეული ნაიჯიც მისკენ გადადგმული.


საინტერესოა თუ იტყვი კონკრეტულად რა ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით ჩამოგიყალიბდა ეს მოსაზრება. ოღონდ ზოგადი საბარი შეთქმულების თეორიებზე, მასონებზე და სხვა არ გინდა, კონკრეტული ფაქტები და არგუმენტები.

ამას რატომ გთხოვ იცი, რომ ხშირად შენი პოზიციის გამზიარებლების მიმართ არის ბრალდება, რომ თქვენი პოზიცია, მოკლებულია მტკიცებას და არგუმენტაციას და იკვებება მხოლოდ ასე ვთქვათ შეთქმულების ტეორიებით. ეს ალბათ შენც გაგიგია, ხოდა, საინტერესოა რა არგუმენტებს ეფუძნება შენი მოსაზრება. რატომაა პასპორტი ანტიქრისტეს ბეჭედი ან ნაბიჯი მისკენ? (შედარება შეგიძლია იოანეს აპოკალიფსთან გააკეთო, ჩემს პოსტშია მოყვანილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Aug 5 2011, 04:00 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ეს მოვნიშნე :

ციტატა
არ ვემხრობი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვისა და ტოტალური კონტროლისაკენ გადადგმული ნაბიჯი, რაც ჩემთვის, როგორც მოქალაქისათვის მიუღებელია;


თუმცა, ასევე ვთვლი, რომ, ეს ჩიპიანი პასპორტები, არის ერთერთი წინაპირობა,
წინამორბედი, ანტიქრისტეს ნიშნისა.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Aug 5 2011, 04:22 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
თუმცა, ასევე ვთვლი, რომ, ეს ჩიპიანი პასპორტები, არის ერთერთი წინაპირობა,
წინამორბედი, ანტიქრისტეს ნიშნისა.


შენც იგივეს გკითხავ, რასაც A.V.M - რატომ მიგაჩნია ასე? რა გარემოებებს ეფუძნება შენი მოსაზრება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 5 2011, 01:28 PM
პოსტი #6


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Aug 6 2011, 01:33 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
ანუ ადამიანი იგივდება...იგივეობრივია იმისა,რის დეკლარილებასაც ახდენს ის.ეშმაკს შეაჩეჩებენ,ადამიანი კი ხელისმოწერით ადასტურებს


ვერ დაგეთანხმები, ამ ლოგუიკით გამოდის, რომ ვისაც ჩვეულებრივ 11 ნიშნა პირადობის მოწმობაში 666 ურევია დაღუპულა ისიც და საკუტარი ხელით მიოუწერია განაჩენისათვის ხელი, ეს ერთი, მეორეც, მე არ ვიცი ბერძნულად როგორ არის პირადობის მოწმობა, მაგრამ იმის თქმა, რომ პირადობის მოწმობა იგივეობრივობაა ადამიანთან, მით უფრო სულირების თვალსაზრისით, მგონი აშკარად არასწორია, მინიმუმ დასაბუთება არ არის სრულყოფილი;
მესამეც, შენ ციტირებ ათონის მთის წმინდა კინოტის სიტრყვებს, შემდეგის სახით:

ციტატა
,,ჩვენ სრული შემადგენლობით არ მივიღებთ ელექტრონულ პირადოპბებსა და პასპორტებს.მთაწმინდის წმინდა სინოდი-კინოტი,ადგენს,რომ საგადასახადო საიდენთიპიკაციო კოდი და ელექტრონული პასპორტი არის 666.საიდენთიპიოკაციო კოდის მიღებისას ადამიანი ავსებს ანკეტას და აწერს ხელს,ამით ის სულიერად უარყოფსქრისტეს.მონაცემები იგზავნება ცენტრალურ კომპიუტერში.ამის შემდეგ ადამიანზე დაწესდება კონტროლი და ზემოქმედება.მას შემდეგ რაც მოსახლეობა დაინომრება კოდებით,ეს ნომერი ლაზერული ტატუირებით ამოიწვება ხელზე ან შუბზე.


მე არ ვიცი ეს ტექსტი საიდან არის, მაგრამ მე პირადად ასევე წავიკითხე წმინდა მთის განცხადება, რომელიც დაბეჭდილი ჰქონდა ანჩისხატის მომლოცველთა მიერ (რომლებიც სხვათაშორის პირველ პასუხს ემხრობიან), თუმცა ამ განცხადებაში "666" ციფრი ნახსენები ყოფილიყო მე არ მახსოვს.

ამიტომ, თუ რაიმე მივუთიტებთ, გთხოვთ ეს იყოს არა ჩვენი სიტყვები არამედ დამიოწმებული წყარო დაეორეც, სხვა თემაში ვახსენე და აქაც იმასვე ვიკითხავს, თუ ვინმე შეუძლია მაჩვენოს ბიომეტრიულ პასპორტზე ან ელექტრონულ მოწმობებზე გამოსახული ეს ნიშანი "666", საიდან მოდის ეს განცხადება, რომ პასპორტებზე ეს ციფრია გამოსახული, ვინმემ ნახა საკუტარი თვალით ან პასპორტის ასლი თუ ვინმეს გაქვთ გთხოვთ დადოთ.

საგულისმოა, რომ ნახსენები იყო დიდი ბრიტანეთის მაგალითი, რომელმაც ეს მოწმობები არ მიიღო, მაგრამ არ იყო დაკონკრეტებული მოტიცვაცია. განა ვინმე ფიქრობს, რომ დიდმა ბრიტანეტმა მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის გამო უარყო ამ პასპორტენბის მიღება და არ მიიღო 666? არა ბუნებრივია, არამედ , მე მგონი,სწორედ ტოტალურო კონტროლის საფრთხის მოტივით.

ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, თუ გაქვს ინფორმაცია მითხრა, საიდან მოდის მოსაზრება, რომ პასპორეტებზე გამოხატტულია ანტიქრისტეს ციფრები?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 7 2011, 12:00 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



აი ძალიან საინტერესო ქადაგება ჩიპებზე.კარგი იქნება თუ ყველა ნახავთ:
მამა სერაპიონი

მამა თეოდორე


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Aug 7 2011, 01:19 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



GIORGI LELUASHVILI

იქნებ ხმა მისცე გამოკითხვაში, თუ არ მიგიცია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Aug 7 2011, 01:46 PM
პოსტი #10


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456





--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Aug 7 2011, 04:07 PM
პოსტი #11


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ციტატა
ვემხრობი (არ ვარ წინააღმდეგი), რადგან მიმაჩნია, რომ ბიომეტრიული პასპორტებისა და პირადობის მოწმობის აღება საერთოდ არ არის დაბრკოლება სულის ცხონების გზაზე

+


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Aug 7 2011, 09:19 PM
პოსტი #12


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ის არ მსიამოვნებს, ტელეფონები რომ ისმინება, ინტერნეტი კონტროლდება და დაძვრებიან ჰაკერები, შეუძლიათ ინფორმაციის წვდომა. ახლა ეს მაკონტროლებელი ბარათუნა !


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Aug 7 2011, 11:20 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(lingvo @ Aug 7 2011, 02:46 PM) *




ეს ვიდეო მართლაც ერთ-ერთი შესანიშნავია
არასდროს დამავიწყდება სიტყვები:" ჩვენ შეიძლება ვცხოვრობდეთ სოდომში, მაგრამ არ ვიყოთ სოდომელები, და ჩვენ ეს გვევალება"

საოცარი მიგნებააა და არადა რა მარტივია, ისევე როგორც "ცა-ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო". ნოდარ დუმბაძე ამბობდა, "ავხედე ცას სდა ფირუზის ფერიაო, შევხედე მიწას და ზურმუხტის ფერიაო და ვთქვი, ამას მეც ხო დავწერდიო" მაგრამ ამის თქმას 19 საუკუნე დაჭირდა და აკაკიმ თქვა უბრალოდ და მარტივად
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Aug 7 2011, 11:29 PM
პოსტი #14


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მე იმას ვფიქრობ, რომ ოდესმე არჩევანი ანტიქრისტეს ბეჭედსა და ღმერთს შორის, უნდა იყოს ადამიანისთვის სიკვდილ-სიცოცხლის ფასის მქონე ამ ქვეყნად. ბეჭდის არ მიღება, უნდა რიყავდეს ამ ადამიანს დანარჩენი საზოგადოებისაგან და აყენებდეს ძალიან რთულ მდგომარეობაში. არ მგონია, ადვილი იყოს ანტიქრისტეს ბეჭედზე უარის თქმა და მხოლოდ მცირედნი შეძლებენ ალბათ თავის თავში იმდენი რწმენის მოძიებას, რომ ამ ფაქტს შეეწინააღმდეგონ. ფაქტია, რომ ეს ჩიპი საზოგადოების ტოტალური მართვა-კონტროლისაკენ გადადგმული ნაბიჯია. ფაქტია, რომ ბევრისთვის დღეს ამ ელემენტარულ პასპორტ-პირადობაზე უარის თქმაა რთული. წარმოიდგინეთ რამდენად უფრო რთული იქნება არჩევანი ანტიქრისტეს ბეჭედსა და ღმერთს შორის... რომ ვუფიქრდები, შინაგანად მაინც შიშის გრძნობა მეუფლება (და ნამდვილად არ ვარ ზოგადად მშიშარა ადამიანი), იმის შიშის, მეყოფა თუ არა მე ძალა, თუ ღმერთმა ინება და ოდესმე ამ არჩევანის წინაშე დავდგები. დღეს და ამ წუთას ვერ მიშველია ჩემი სულისთვის, ისეთ წვრილმან ბრძოლებში ვმარცხდები და მომავალში როგორ უნდა ვძლიო?.. თუმცა ამაზე შიშს, მგონი ჯობია ისევ დღევანდელობას და ჩემ წვრილმან ბრძოლებს დავუბრუნდე, რა ვიცი რა ხდება ხვალ. smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Aug 7 2011, 11:37 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
იმის შიშის, მეყოფა თუ არა მე ძალა, თუ ღმერთმა ინება და ოდესმე ამ არჩევანის წინაშე დავდგები. დღეს და ამ წუთას ვერ მიშველია ჩემი სულისთვის, ისეთ წვრილმან ბრძოლებში ვმარცხდები და მომავალში როგორ უნდა ვძლიო?.. თუმცა ამაზე შიშს, მგონი ჯობია ისევ დღევანდელობას და ჩემ წვრილმან ბრძოლებს დავუბრუნდე, რა ვიცი რა ხდება ხვალ.


მგონი სწორი მიდგომაა საკითხისადმი, არავინ ვიცით გვეყოფა თუ არა ძალა არვასრუო წმინდა ანდერძი წმინდა ვახტანგ გორგასალიას: "ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა", ღმერთმა შეგვაძლებინოს!!!

უბრალოდ გYთხოვთ ხცმა მივცეტ პერალელურად, საინტერესოა შედეგები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 8 2011, 05:52 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



damiane80
ციტატა
იქნებ ხმა მისცე გამოკითხვაში, თუ არ მიგიცია

ჩემი ხმა ამ ვიდეო მასალების თანხმობაა.
მე მამა სერაპიონისა და მამა თეოდორეს აზრს ვემხრობი.

ანუ შესაბამისად ეს იქნება:
ვემხრობი (არ ვარ წინააღმდეგი), რადგან მიმაჩნია, რომ ბიომეტრიული პასპორტებისა და პირადობის მოწმობის აღება საერთოდ არ არის დაბრკოლება სულის ცხონების გზაზე


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cristiani
პოსტი Aug 8 2011, 10:45 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 8-August 11
წევრი № 11,423



ბიომეტრიული პასპორტები არ არის არჩევანი კეტილსა და ბოროტს შორის, რადგან ანტიქრისტე არ გამეფებულა. ბიომეტრიული პასპორტები არის გლობალიზაციის პროცესის ნაწილი,რომელიც დაწყებულია და გარკვეულ მიზანს ემსახურება. კერძოდ: ანტიქრისტეს გამეფებს, რომელიც არ ვიცით როდის მოხდება.


--------------------
ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი, საძაგელი ხარ უფლის წინაშე.
ხშირად შენი თვალით ნანახსაც და შენი ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებ - შეიძლება, ერთიც გატყუებდეს და მეორეც.
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gio9
პოსტი Aug 11 2011, 05:04 PM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 3-November 10
წევრი № 9,782



ციტატა
ბიომეტრიული პასპორტები არ არის არჩევანი კეტილსა და ბოროტს შორის, რადგან ანტიქრისტე არ გამეფებულა. ბიომეტრიული პასპორტები არის გლობალიზაციის პროცესის ნაწილი,რომელიც დაწყებულია და გარკვეულ მიზანს ემსახურება. კერძოდ: ანტიქრისტეს გამეფებს, რომელიც არ ვიცით როდის მოხდება.



აბსოლუტურად გეთანხმები. უბრალოდ ამაში ცუდი ისააა, რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორია შეგნებულად თუ შეუგნებლად ცდილობენ გლობალიზაციის პროცესის დაჩქარებას და შესაბამისად ანტიქრისტეს ამ ქვეყნად გამეფების დაჩქარებასაც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 15 2011, 07:01 PM
პოსტი #19


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ოჰო,პოლემიკა მომწონს.


ჩავალ სახლში და დავდებ წყაროებსაც და პასუხსაც გავცემ.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cristiani
პოსტი Aug 16 2011, 06:10 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 8-August 11
წევრი № 11,423



ციტატა(gio9 @ Aug 11 2011, 05:04 PM) *

აბსოლუტურად გეთანხმები. უბრალოდ ამაში ცუდი ისააა, რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორია შეგნებულად თუ შეუგნებლად ცდილობენ გლობალიზაციის პროცესის დაჩქარებას და შესაბამისად ანტიქრისტეს ამ ქვეყნად გამეფების დაჩქარებასაც.

ჰო მართალია და ეს '' ადამიანთა გარკვეული კატეგორია'' სამწუხაროდ მსოფლიოს უამრავ მოქალაქეს მოიცავს. გლობალიზაცია კი იქამდე მივა,რომ იქნება ''საყოველთაო არჩევნები,'' რომლის შედეგადაც მსოფლიო მმართველად აირჩევს ანტიქრისტეს. ტუმცა ეს მოვლენა შეიძლება ჯერ კიდევ ძალიან შორსაა.













--------------------
ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი, საძაგელი ხარ უფლის წინაშე.
ხშირად შენი თვალით ნანახსაც და შენი ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებ - შეიძლება, ერთიც გატყუებდეს და მეორეც.
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 10:03 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი