სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| damiane80 |
Aug 5 2011, 01:08 AM
პოსტი
#1
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
მოკლედ ეს არის გამოკითხვა ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ თემაზე. ცხადია, ყველას შეუზლია პოზიცია გამოხატოს და თანაც მოაყოლოს მოტივაცია, რაც ყველაზე საინტერესო იქნებოდა.
აქვე მომყავს იოანეს გამოცხადებიდან (აპოკალიფსიდან) შესაბამისი ადგილი, რომელზედაც ხშირად აპელირებენ პაპორტის აღების მოწინააღმდეგენი (თავი მე–13) თავი 13 11. და ვიხილე სხუაჲ მჴეცი, აღმომავალი ქუეყანით, და აქუნდეს რქანი, მსგავსნი კრავისა, და ზრახვიდა, ვითარცა ვეშაპი. 12. და ჴელმწიფებასა პირველისა მის მჴეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა და ყოველთა მკჳდრთა მისთა, რაჲთა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაჲ სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა. 13. და იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაჲთა ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით წინაშე კაცთა. 14. და აცთუნებს მკჳდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, სასწაულთა მათთჳს, რომელ მიეცნეს მას ქმნად წინაშე მჴეცისა მის, და ეტყჳს მკჳდრთა ქუეყანისათა, რაჲთა ქმნან ხატი მჴეცისაჲ მის, რომელსა-იგი აქუნდა წყლულებაჲ და ცხოვნდა მახჳლისგან. 15. და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მჴეცისასა, რაჲთა იტყოდის ხატი მჴეცისაჲ მის და ქმნას. ყოველნი, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მჴეცისასა, მოიკლნენ. 16. და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი, - რაჲთა მიიღონ ბეჭედი ჴელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა. 17. და რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მჴეცისა მის, ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ. 18. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც და ექუს. აქვე, იმავე აპოკალიფსიდან კიდევ ერთი ადგილი მინდა მოვიყვანო, თავი მე–7, სადაც საუბარია, მორწმუნეთა დაბეჭდვაზეც უფლის სახელით: ციტატა 1. და შემდგომად ამისა ვიხილენ ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა. და ეპყრნეს ოთხნი იგი ქარნი ქუეყანისანი, რაჲთა არა ქროდიან ქუეყანასა ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა. 2. და ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, აღმომავალი აღმოსავალით მზისაჲთ, და აქუნდა ბეჭედი ღმრთისა ცხოველისაჲ. და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა ოთხთა მათ ანგელოზთა, რომელთა მიეცა ვნებაჲ ქუეყანისა და ზღჳსაჲ, ვითარმედ: 3. ნუ ავნებთ ქუეყანასა, ნუცა ზღუასა, ნუცა ხეთა, ვიდრემდის დავჰბეჭდნეთ მონანი ღმრთისა ჩუენისანი შუბლთა ზედა მათთა. 4. და მესმა რიცხჳ დაბეჭდულთაჲ მათ: ას ორმეოცდაოთხი ათასი დაბეჭდულთაჲ ყოვლისაგან ტომისა ძეთა ისრაჱლისათა: 5. თესლისაგან იუდაჲსა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ, თესლისაგან რუბენისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან გადისა ათორმეტი ათასი, 6. თესლისაგან ასერისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ნეფთალემისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან მანასესა ათორმეტი ათასი, 7. თესლისაგან სჳმეონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ლევისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იზაქარისა ათორმეტი ათასი, 8. თესლისაგან ზაბულონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იოსებისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ბენიამინისა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ. 9. და შემდგომად ამისა ვიხილე: და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუვად ვერვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათა, მდგომარენი წინაშე საყდრისა და წინაშე კრავისა, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკებითა და ჴელთა მათთა აქუნდა ფინიკები. 10. და ჴმობდეს ჴმითა დიდითა და იტყოდეს: მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ, მჯდომარისა საყდარსა ზედა, და კრავისა. 11. და ყოველნივე ანგელოზნი დგეს გარემოჲს საყდრისა და მღდელთაჲსა და ოთხთა მათ ცხოველთაჲსა და დავარდეს წინაშე საყდრისა მისისა პირთა ზედა მათთა და თაყუანის-სცეს ღმერთსა 12. და იტყოდეს: ამინ. კურთხევაჲ და დიდებაჲ და სიბრძნე და მადლობაჲ და პატივი და ძალი ღმრთისა ჩუენისაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 13. და მომიგო ერთმან მღდელთაგანმან და მრქუა: ესენი, რომელთა ჰმოსიეს სამოსლები სპეტაკები, ვიეთნი არიან, ანუ ვინაჲ მოსრულ არიან? 14. და ვარქუ მას: უფალო ჩემო, შენ უწყი. და მრქუა მე: ესენი არიან, რომელნი მოსრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა, და განრცხნეს მათ სამოსელნი მათნი და განასპეტაკნეს სისხლითა მით კრავისაჲთა. 15. ამისათჳს, არიან წინაშე საყდარსა ღმრთისასა, და ჰმსახურებენ მას დღე და ღამე ტაძარსა შინა მისსა. და მჯდომარემან მან საყდართა ზედა დაიმკჳდროს მათ შორის. 16. არღარა მოემშიოს მათ, არცაღა მოეწყუროს, არცაღა მოვიდეს მათ ზედა მზე, არცა ყოველივე სიცხე, 17. რამეთუ კრავი იგი, რომელ არს შორის საყდრისა, ჰმწყსის მათ და უძღჳს წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა, და აღჴოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა. ესე იგი რა გამოდის, ჭეშმარიტმა მორწმუნეებმაც ბეჭედი უნდა მიიღონ შუბლზე, თუ ამასაც პირდაპირ გავიგებთ, მაშინ ქრისტიანებსაც რაღაც ნიშანი უნდა გვქონდეს შუბლზე. მოკლედ, საინტერესო იქნებოდა პირველ რიგში წმინდა მამათა განმარტებები თუკი რაიმე არის ამის შესახებ. |
damiane80 გამოკითხვა Aug 5 2011, 01:08 AM
afxazi A.V.M
იქნებ პრაქტიკუ... Sep 13 2011, 10:49 PM
იაკობ http://s47.radikal.ru/i116/1109/43/e3d284fe52b6.jp... Sep 13 2011, 10:57 PM
უბისელი
[url=http://www.radikal.ru][img]http://s47.radika... Oct 25 2012, 11:13 PM
იაკობ
პირდაობასთან რა შ... Oct 31 2012, 10:52 AM
vaxushti13
პირდაობასთან რა შ... May 4 2013, 08:11 PM
იაკობ
თავში შუაში და ბოლ... May 4 2013, 09:46 PM
afxazi იაკობ
იქნებ ისეთი ... Sep 13 2011, 11:01 PM
იაკობ აი ამ ადგილებს ეძა... Sep 13 2011, 11:06 PM
მხევალი ნინო იაკობ
ეს ერტად არი... Sep 13 2011, 11:44 PM
იაკობ
იაკობ
ეს ერტად არი... Sep 14 2011, 12:01 AM
იაკობ აი რა ვიპოვე. ეხლა პ... Sep 13 2011, 11:46 PM
syd იცით რა მაინტერესე... Sep 13 2011, 11:50 PM
იაკობ
იცით რა მაინტერეს... Sep 14 2011, 01:04 PM
afxazi იაკობ
http://www.myvideo.ge/?video_id=1... Sep 14 2011, 12:55 AM
იაკობ
იაკობ
ეს ვიდეო ნახ... Sep 14 2011, 11:51 AM
A.V.M ... Sep 14 2011, 07:30 PM
იაკობ მე უბრალოდ იმის გა... Sep 15 2011, 10:44 AM
afxazi იაკობ
არანაირი 666 ... Sep 15 2011, 12:52 PM
იაკობ აქ უფრო კარგად ჩან... Sep 15 2011, 10:07 PM
damiane80 განსჯისათვის ერთი ... Sep 15 2011, 11:23 PM
A.V.M .. Sep 16 2011, 10:24 PM
damiane80
ეგეც იგივე ინტერნ... Sep 20 2011, 06:59 PM
damiane80 იქნებ აქ მისცეთ ხმ... Sep 28 2011, 01:50 AM
A.V.M კარგით რა...
რა დროს ... Oct 26 2012, 02:02 AM
ნოე ვემხრობი (არ ვარ წი... Oct 26 2012, 08:24 AM
A.V.M ნოე
:კი: :კი: Oct 27 2012, 02:23 AM
mariami-k Arc erti varianti ar sheesabameba chens mosazreba... Oct 31 2012, 07:26 AM
იაკობ აბა ვინ იყენებს ხშ... May 4 2013, 12:39 PM
Alterego არ ვემხრობი, რადგა... May 4 2013, 01:49 PM
Otherguy ბიომეტრული პასპორ... May 4 2013, 01:50 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2026 - 04:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი