სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Mar 6 2022, 05:00 PM
პოსტი
#41
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,961 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ძალისის ძველი ქალაქის ნაგებობანი მაღალმხატვრული მოზაიკებით იყო დამშვენებული. ერთ-ერთი აბანოს იატაკზე შემორჩენილია ნაირფერი კენჭებით შედგენილი მცენარეული ორნამენტი, თევზის, დელფინის თავისა და ნიჟარის გამოსახულებანი. აღმოჩენილია მონუმენტური მოზაიკური იატაკიც, რომელიც სასახლის ერთ-ერთ დარბაზში,როგორც ფიქრობენ - სანადიმო დარბაზში, ე.წ. ტრიკლინიუმში - ყოფილა დაგებული. სამწუხაროდ, მოზაიკა ჩვენამდე ძალზე დაზიანებული სახითაა მოღწეული. ძირითადი გამოსახულებებისათვის განკუთვნილი მოზაიკის ცენტრალური ნაწილი წაგრძელებულ სწორკუთხედებსა და კვადრატებში მოთავსებული მცენარეული და გეომეტრიული სახეებითაა მოჩარჩოებული. ცენტრალურ კვადრატში გამოსახულნი არიან (თანმხლები განმარტებითი ბერძნული წარწერებით) ტახტზე მჯდომარე დიონისე და არიადნე და აგრეთვე მათი მუდმივი თანამგზავრები (სალამურიანი პანი, მოცეკვავე მენადა, გრძელ სამოსში გამოწყობილი ქალები, შესაძლოა მუზები), ცხოველები (ავაზა) და სხვადასხვა ნივთები (სამფეხა მაგიდა, იონოხოია, კანთაროსი), აგრეთვე ყურძნის მტევნები და სურო. ამ გამოსახულებათა ირგვლივ ოთ კვადრატში წარმოდგენილი არის ფიგურები, რომელნიც წლის სხვადახვა დროს განასახიერებდნენ: ფრთოსანი ჭაბუკი, რომელსაც ცალ ხელში ხილით სავსე კალათი უკავია, ხოლო მეორეში - ფიალა, განასახიერებდა შემოდგომას; ქალი, რომელსაც ხელში თასი უკავია, - ზამთარს; კიდევ ერთი ფრთოსანი ჭაბუკი ხორბლის თავთავებით ზაფხულის ალეგორიას წარმოადგენდა, ხოლო მეორე, რომელსაც მცენარის ღეროები და თავთავები უკავია - გაზაფხულს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 18 2023, 01:53 PM
პოსტი
#42
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,961 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბიზანტიურ ხელოვნებაში, როგორც წესი, ღვთისმშობელი გადმოცემულია ფრონტალურად, მკაცრი რელიგიურ-დოგმატური გაგებით. გელათის საკურთხევლის მოზაიკაში კი, ღვთისმშობლის მარჯვნივ მობრუნებით, პირველად და გაბედულად დარღვეულია ეს ბიზანტიური ტრადიცია.
გელათის საკურთხევლის მოზაიკის ღვთისმშობლის პირისახის ნაკვთები საგრძნობლად განსხვავებულია ბიზანტიური ძეგლების ასეთივე საკურთხევლის ღვთისმშობლისაგან. გელათის ქართულ ღვთისმშობელს საგრძნობლად მოგრძო პირისახე აქვს, თვალის ჭრილი გრძელი, თხელი ცხვირი თითქოს მოღუნული, გამოყვანილი ტუჩები. მარიამი ქართველი ქალის ნაციონალურ ნიშნებს ატარებს. ბიზანტიურ მოზაიკაში, თითქმის ყველა დროის ძეგლში, ღვთისმშობელს აქვს ერთნაირი დამახასიათებელი პირისახე. ოვალური სახის მოყვანილობა, გრძელი, ოდნავ მოღუნული ცხვირი და ა.შ. ქართველი ხელოვანის მიერ შესრულებული გელათის მოზაიკა სრულიად ორიგინალური მხატვრული ძეგლია. აქვე აღსანიშნავია, რომ გელათის მოზაიკაში კენჭების წყობა უფრო მჭიდროა, ვიდრე კონსტანტინოპოლის ცნობილი სოფიის ტაძარში. ღვთისმშობლის ეკლესიის კედლის მხატვრული გაფორმება შესანიშნავია იმითაც, რომ მოზაიკასთან შერწმულია ფრესკაც, ხოლო ასეთი ერთიანობა არ იცის ბიზანტიურმა მხედველობამ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 25 2026, 03:27 PM
პოსტი
#43
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,961 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გელათის ღვთისმშობლის შობის საკურთხევლის კონქში შემორჩენილია მსოფლიო მნიშვნელობის XII საუკუნის უნიკალური მოზაიკა ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს გამოსახულებით, რომელიც წარმოადგენს გელათის მონასტრის გვირგვინს და სულიერი მნიშვნელობით განსაკუთრებით ფასეულია. მას ძველად "საკურთხევლის ღვთისმშობელს" უწოდებდნენ და დახმარებას შესთხოვდნენ"
/ლევან ტყეშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 31 2026, 03:25 PM
პოსტი
#44
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,961 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დავით მეფემ მიზნად დაისახა გელათში ისეთივე უმაღლესი დონის მოზაიკის გაკეთება, როგორიც აია სოფიაში იყო და ამით მან გელათის სამეფო მონასტრის ღირსებას გაუსვა ხაზი.
ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში უმთავრეს ადგილზე, საკურთხეველში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახვა მეფის ნებით უნდა მომხდარიყო, ამიტომაც წუხს თავის ანდერძში, რადგან იგი ვერ მოესწრო დასრულებულ სამეფო ტაძარს. ტაძრის უზარმაზარ სივრცეში აშკარად ყოველმხრივ ბატონობს საკურთხევლის კონქის მოზაიკა - საზეიმო გამოსახულება ფეხზე მდგომი ჩვილედი ღმრთისმშობლისა მის ორსავე მხარეს განთავსებული თითო მთავარანგელოზით. ტაძარში შესულთ უმალვე ხიბლავს ამ გამოსახულებათა "არამიწიერი" ელვარება, მათი მნიშვნელოვანება, ძლიერი სულიერი მუხტი. გელათის ბწყინვალე მოზაიკა უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, როგორც ჩანს, ეს ფაქტორი თავიდანვე იყო გათვალისწინებული. ამჟამად შემორჩენილია მთელი მოზაიკის (120 კვადრატული მეტრი) ოდენ ნახევარი (60 კვადრატული) კომპოზიციის ზედა ნაწილი. მხოლოდ ღვთისმშობლის სახესა და ყელზე ნახმარია 3500-მდე მოზაიკის კუბური კენჭი. ქრისტეს ნიმბოს დიამეტრი 58 სმ-ია და შემოფარგლულია ერთი ხაზი წითელი ფერის სმალტებით. ქრისტეს ნიმბოც ოქროს სმალტებითაა შევსებული. წრიულად სახესა და ყელზე 2530 კენჭი აწყვია. მოზაიკა შესრულებულია უმაღლეს დონეზე, გამოყენებულია ათასობით კენჭი, რომლებიც დამუშავებულია სპეციალურად და დაფარულია სხვადასხვა ფერის საღებავითა და ოქროს ფენით. მოზაიკაზე გამოყენებულია საკმაო რაოდენობის ოქრო. მ. საბინინის ცნობით, გელათის გამშვენებაში მონაწილეობას იღებდა ბიზანტიის იმპერატორი ალექსი კომნენი, რომელსაც მოზაიკის ასაწყობად მხატვრები გამოუგზავნია საქართველოში" /ლევან ტყეშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 8 2026, 10:02 AM
პოსტი
#45
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,961 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცნობილია, რომ მარტვილის ტაძარში, დასავლეთის ფასადის ტიმპანზე, ჯერ კიდევ VII საუკუნიდან არსებობდა მოზაიკა.
დღემდე ფრაგმენტულადაა შემორჩენილი მოზაიკური შემკულობის მთლიანი გამოსახულებიდან ნახევარზე ნაკლების ფონი. კომპოზიციის სრული სიგანე 140 სმ-ია, სიმაღლე - 160 სმ. ღვთისმშობლის ნიმბოს ორივე მხარეს ჯერ კიდევ იკითხება ბერძნული ასოები. ღვთისმშობელიც და ქრისტეც შესრულებული ყოფილა მოზაიკით" /ლევან ტყეშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 10 2026, 03:34 PM
პოსტი
#46
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,961 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გელათის მოზაიკა, როგორც სულიერების, ასევე ხელოვნების თვალსაზრისით გამორჩეულია არამარტო საქართველოში, არამედ მთელ ქრისტიანულ სამყაროში.
ასეთი დიდი ზომის მოზაიკის გაკეთება, მხოლოდ უმდიდრეს სახელმწიფოში იყო შესაძლებელი. საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხი ღვთისმშობლის მოზაიკურ გამოსახულებაზე ლოცულობდა. გვიან საუკუნეებში მას "საკურთხევლის ღვთისმშობელს" უწოდებდნენ და მისგან შემწეობას ითხოვდნენ. გელათის მოზაიკას დღესაც განცივფრებაში მოჰყავს მნახველი და ყველა ერთხმად აღნიშნავს კულტურის იმ უმაღლეს დონეს, რომელიც წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის პერიოდში არსებობდა" /ლევან ტყეშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st May 2026 - 08:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი