![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
arcivi9 |
![]()
პოსტი
#281
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა უნდა ითქვას, რომ "დაბადების" ავტორი - მოსე წერდა ისე და იმგვარად, რომ ხალხისთვის ადვილი გასაგები ყოფილიყო და ნათელი წარმოდგენა შექმნოდათ, თუ როგორ ქმნიდა ღმერთი სამყაროს. შენ რა აზრის ხარ სამყაროს შექმნის თანამედროვე, ასტროფიზიკურ თეორიებზე? შეგიძლია დაუშვა რომ ისინი სწორია? და რომ 6000 წლის (წელი-თანამედროვე, 365 დღიანი გაგებით!) არაა სამყარო მაინცდამაინც? ციტატა ბიბლიური შესაქმის დღეები ძალიან პირობითია და მისი ექვს დღედ დაყოფაც იმიტომ ხდება, რომ მკითხველს გაუჩნდეს წარმოდგენა, თუ რა თანმიმდევრობით შექმნა ღმერთმა ყოველივე - ხილული და უხილავი. თორემ, აბა დაუფქრდი, ის დღეები, რომლებიც ექვს დღეში მოიხსენიება, როგორ შეიძლება შევადაროთ დღეს არსებულ დღეებს? მაშინ ხომ დრო უბრალოდ არ არსებობდა. არ არსებობს ღმერთისთვის დრო. ეს ამგვარად იმიტომ დაიწერა, რომ ისევდაისევ ჩვენთვის ყოფილიყო ადვილი გასაგები და მცირედი წარმოდგენა მაინც შეგვქმნოდა სამყაროს შექმნაზე. შესაძლოა ასეც იყოს და მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ მაშინ რატომაა რომ მორწმუნეები ე.წ. კრეაციონიზმს უჭერენ მხარს? ანუ რატომ მიაჩნია რომ ევოლუციის თეორია ბიბლიას ეწინააღმდეგება? იქნებ ეს თეორიაა სწორი და ბიბლიაში კი უბრალოდ მარტივი ენით წერია ასეთ ამბებზე? მართლაც, 32 საუკუნის წინანდელ ადამიანს ხომ ვერ აუხსნიდა მოსე (რომ სცოდნოდა მეცნიერული თეორიები) ფიზიკის და ბიოლოგიის პრობლემებს.....ანუ მოკლედ ალბათ შეიძლება რომ შევთანხმდეთ იმაზე რომ ბიბლიაში ნაწერი პირდაპირი გაგებით არ უნდა გავიგოთ თორემ მართლა საკვირვლად ჟღერს მაგალითად აი ეს: "1. გასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულობითურთ 2. გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა" |
აკაკი |
![]()
პოსტი
#282
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ეჰ...
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#283
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა მართლაც, 32 საუკუნის წინანდელ ადამიანს ხომ ვერ აუხსნიდა მოსე (რომ სცოდნოდა მეცნიერული თეორიები) ფიზიკის და ბიოლოგიის პრობლემებს ერთი ახლობელი მოძღვარი მყავს,რომელიც უძლიერესი ფიზიკოსია და ველაპარაკებოდი ეხლა რომ რაღაც ,,კოლაიდერით"აფეთქებას აპირებენ,ვითომ ასე შეიქმნა სამყაროო და მან ასე მითხრა: ,,ბიბლიაში წერია,რომ ღმერთმა სამყარო შექმნა,მაგრამ ხომ შეიძლება,რომ სწორედ აფეთქებით შეექმნაო,მაგრამ რასაც ეგენი ცდილობენ იმას მაინც ვერ მიარწევენ,როგორც დოლის შექმნის დროს ვერ მიაღწიეს საწადელსო... მაგრამ არ სეიზლება იმაზე საუბარი,რომ ბიბლიაში შეუსაბამობებია და ასე შემდეგ...(დიდოსტატის მარჯვენაზე ხო არ ვლაპარაკობთ) ბიბლია არის ყველაზე სრულყოფილი წიგნი,რაც დაწერილა და დაიწერება და თუ რამეს ვერ ვხვდებით ეს ჩვენი ცოდვილობიდან გამომდინარეა მხოლოდ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
arcivi9 |
![]()
პოსტი
#284
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 ![]() |
A.V.M
ციტატა როგორც დოლის შექმნის დროს ვერ მიაღწიეს საწადელსო რატომ ვერ მიაღწიეს? ციტატა ერთი ახლობელი მოძღვარი მყავს,რომელიც უძლიერესი ფიზიკოსია და ველაპარაკებოდი ეხლა რომ რაღაც ,,კოლაიდერით"აფეთქებას აპირებენ,ვითომ ასე შეიქმნა სამყაროო და მან ასე მითხრა: ,,ბიბლიაში წერია,რომ ღმერთმა სამყარო შექმნა,მაგრამ ხომ შეიძლება,რომ სწორედ აფეთქებით შეექმნაო,მაგრამ რასაც ეგენი ცდილობენ იმას მაინც ვერ მიარწევენ საერთოდ ხელოვნური ამაჩქარებლების დანიშნულება სამყაროს "შექმნა" არაა, უბრალოდ ფიზიკის პრობლემებს იკვლევენ ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#285
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ციტატა უბრალოდ ფიზიკის პრობლემებს იკვლევენ არც ეგგ არ არის ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#286
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა რატომ ვერ მიაღწიეს? თავს შევიკავებ ფორუმზე ამ თემაზე ლაპარაკისგან... თორემ მოძღვრის განკითხვაში ჩავარდება ხალხი... თოკა შენ თუ იცნობ მამა ნიკოლოზს(ბითაძეს)? მაგას ველაპარაკებოდი... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
arcivi9 |
![]()
პოსტი
#287
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 ![]() |
აკაკი
ციტატა არც ეგგ არ არის რა, კიდევ სხვა რამესაც იკვლევენ და გვიმალავენ? ![]() A.V.M ციტატა თავს შევიკავებ ფორუმზე ამ თემაზე ლაპარაკისგან... თორემ მოძღვრის განკითხვაში ჩავარდება ხალხი... სამწუხაროა, ვიფიქრე რამე ახალს გავიგებ-მეთქი |
A.V.M |
![]()
პოსტი
#288
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა რა, კიდევ სხვა რამესაც იკვლევენ და გვიმალავენ? ![]() ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
აკაკი |
![]()
პოსტი
#289
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
![]() ![]() |
ikanosi |
![]()
პოსტი
#290
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
A.V.M
ციტატა რა, კიდევ სხვა რამესაც იკვლევენ და გვიმალავენ? რატომ გაქვს ეგეთი წარმოდგენა რომ რაღაცას გიმალავენ? რატომ უნდა დაგიმალონ? მისტიკურ მნიშვნელობას ანიჭებთ ხოლმე სამეცნიერო თეორემა რომ დამტკიცდეს ის ექსპერიმენტულადაც უნდა შემოწმდეს.. მათ მხოლოდ თეორიის დონეზე იციან ჯერ და ახლა სურთ რომ მათი ვარაუდი დაამტკიცონ. რამდენად გამოუვათ ეგ სხვა საკითხია -------------------- ფარით ან ფარზე
|
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#291
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
-------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
აკაკი |
![]()
პოსტი
#292
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
"არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ "დიდი ადრონული კოლაიდერის" (შემდგომში დაკ-ი - მთარგმნ.) დანიშნულება, რომელიც ევროპის ცენტრშია აშენებული და მრავალი "თანამედროვეობის უდიადეს პროექტს" უწოდებს, თავისი დანიშნულებით წარღვნამდელი პირამიდების მსგავსია. შესაძლოა, დაკ-ი თავისი 27 კილომეტრიანი მიწისქვეშა გვირაბების სისტემით, რომელიც წრეშია ჩაკეტილი, - არის კიდევაც პირამიდა, ოღონდ დამალული მიწისქვეშ. ეგვიპტურ პირამიდებსაც ხომ ასეთივე კონსტრუქცია გააჩნიათ, რომელიც აშენების დასრულების შემდეგ, მასში შიგნით შეღწევას გამორიცხავს.
მართლაცდა, არის თუა რა გონივრული დავიჯეროთ, რომ მხოლოდ მეცნიერების გულისთვის და მხოლოდ "ნაწილაკების დაჩქარების" მიზნით დაიხარჯა ამდენი მილიარდი დოლარი, მიწისქვეშ გაიყვანეს ასეთი სირთულის გვირაბთა სისტემა და მასში ასობით ტონა ძვირადღირებული მოწყობილობები დააყენეს, რომელიც კოლოსალურ ელექტროენერგიას ხარჯავს? არადა, ამერიკული პროექტი HAARP-იც საზოგადოებას წარუდგინეს არა როგორც გეოფიზიკური იარაღი, არამედ როგორ სამეცნიერო პროექტი... რამოდენიმე სიტყვით HAARP-ის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ მიწისქვეშა ბიძგებისა და ბუნების სხვა კატასტროფების სიხშირე განუწყვეტლივ იზრდება. მაგალითად, 2010 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში მიწისძვრები ხუთჯერ უფრო მეტი იყო ჩვეულებრივთან შედარებით. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ღმრთის დაშვებით, ამ უბედურებებს სპეციალურად აწყობენ ბოროტების მსახურნი. დამოუკიდებელი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ბოლოდროინდელი მრავალი სტიქიური უბედურება (მიწისძვრები, ქარბორბალები, ცუნამი, წყალდიდობები, გვალვა და სხვა) წარმოადგენს საიდუმლო სპეციარაღის (გეოფიზიკური, ტექტონური, პლაზმური, კლიმატური და ატმოსფერული...) გამოყენების შედეგს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ 1960 წლიდან, როდესაც მწყობრში ჩადგა ამერიკული გეოფიზიკური იარაღი HAARP-ის პროგრამით (ამ "პროექტის" ობიექტები განლაგებულია ალიასკაზე, იაპონიაში და ავსტრალიაში), მთელს მსოფლიოში გაიზარდა სტიქიური უბედურებების რიცხვი, აღინიშნება ტექნოგენური კატასტროფების რიცხვის ზრდა, რომელშიც დამნაშავენი არიან ადამიანები, რომელთა კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვევს. განვითარებულ ქვეყნებში იზრდება ფსიკიურად დაავადებულ ადამიანთა რიცხვი (არსებობს ცნობები, რომ HAARP-ი ითვალისწინებს ფსიქოტრონულ გამოყენებასაც, რაც ადამიანთა უზარმაზარ მასებზე ზემოქმედებას გულისხმობს). სპეციალისტთა აზრით, ეს ზეიარაღი ბირთვულ იარაღზე უფრო საშიშია). უნდა ვივარაუდოთ, რომ ზეიარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია კულისებსმიღმიერი მსოფლიო "ზემთავრობის" მიერ. "დაკ"-ი ჩაფიქრებულია ბოროტების მსახურთა მიერ, როგორც პორტალი ინფერნალურ (ჯოჯოხეთურ), ანუ დაცემულ სულთა სამყაროში, რომლებიც, როდესაც შემოაღწევენ ჩვენს სივრცეში, მასონურ ზემთავრობას დაეხმარებიან მსოფლიოში დაამყარონ ეშმაკის ძალაუფლება. არადა, როგორც მრავალი მკვლევარი ამტკიცებს, პირამიდებიც ხომ "კოსმოსთან" კავშირისთვის, სინამდვილეში კი, - როგორც სრულიად საფუძვლიანად აღნიშნავენ ქრისტეანი მკვლევარები, - დემონურ, ინფერნალურ სამყაროსთან კონტაქტებისთვის იყო გამიზნული. ეგვიპტური სფინქსის თავზე მკვლევარებმა აღმოაჩინეს ე. წ. "მესამე თვალი", რომელიც მიმართულია "კოსმოსისკენ". ხეოფსის პირამიდაში აღმოაჩინეს ოთხი ვიწრო სენაკი (მაღარო), რომელთა მეშვეობითაც ფარაონთა სულები მიდიოდნენ "ვარსკვლავეთს". ეს დასკვნა, კერძოდ, ეფუძნება 1870 წ. აღმოჩენილ ძველ ტექსტებს, რომლებიც პირამიდების კედლებზე აღმოაჩინეს და რომელთაც დღეს "პირამიდების ტექსტებს" უწოდებენ. მათ შორის არის შემდეგი შინაარსის ტექსტიც (რომელსაც რ. ბიუველის და ე. ჯილბერტის წიგნის "პირამიდების საიდუმლოს" მიხედვით მოგვყავს): "ო ფარაონო, ზეცა შეგიწყნარებს შენ, ვითარც ორიონს, ცისკრის ვარსკვლავის ნათება აღგიტაცებს მისკენ... შენ რეგულარულად აღემართები ორიონისკენ, რომელიც არის აღმოსავლეთის ცის კიდეზე, შენ რეგულარულად ეშვები ორიონიდან ზეცის დასავლეთ კიდეზე... და თანამეგზურობას სოტისი გიწევს..." როგორც ვიცით, "ცისკრის ვარსკვლავი" (მთიები) - დაცემული ქერუბიმის, ანუ ეშმაკის სახელია, რომელიც ოდესღაც (ღმრთისგან განდგომამდე) ერთ ერთი უმაღლესი დასის ანგელოზი იყო. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ, ზოგიერთის აზრით, მონადირე-გიგანტი ორიონი ბერძნულ მითოლოგიაში (ერთ ერთი ყველაზე ცნობილი მითის მიხედვით, ორიონი ზევსმა თანავარსკვლავედად გარდააქცია) - ეს არის ნებროთი, პირამიდების (ბაბილონის გოდოლის) მშენებლობის წარღვნისშემდგომი ორგანიზატორი. იმ არხების მიხედვით, რასაც ქმნიდნენ პირამიდები, სულები ვარსკვლავეთს მიდიოდნენ, იბადება კითხვა: ასტრალური ხომ არ იყო ეს არხები ("ასტრალში" გასასვლელად)? რადგან სიტყვა "ასტრალური" ბერძნულიდან თუ ვთარგმნით - ვარსკვლავურს ნიშნავს. კავშირი, რომელსაც უზრუნველჰყოფდა პირამიდული სისტემა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იყო ის "კოსმოსი", რომელთანაც არის დაკავშირებული წმიდა წერილის შემდეგი ადგილი: "რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ" (ეფეს. 6: 12-13). სხვაგვარად რომ ვთქვათ, კავშირი მყარდებოდა ბოროტ სულთა სამყაროსთან, რომელიც საჰაერო სივრცეში ბუდობს. მოციქულ პავლეს იმავე ეპისტოლეში ლაპარაკია "ჰაერის ძალთა მთავარზე" (ეფეს. 2:2), ანუ ეშმაკზე, რომელიც არის "ამა სოფლის თავადი". საჰაერო სივრცეს იუდეველები უწოდებდნენ სფეროს, რომელშიც დაცემულ სულებს ნებადართული ჰქონდათ მოქმედება (სიტყვა "ჰაერი" მათ უხილავობაზე უთითებდა). მოციქული ისე გამოხატავს თავის სათქმელს, როგორც ეს იუდეველთათვის იყო დამახასიათებელი: მესამე ცის ქვეშ ის გულისხმობდა ზეცას, სადაც თვით უფალი და წმიდა ანგელოზები მყოფობენ, ხოლო პირველ ცაში - სივრცეს, რომელსაც ჩვენს ჰაერს ვუწოდებთ. ძველთა წარმოდგენით, ჰაერის ძალნი მართავდნენ მნათობებს და მათი მეშვეობით მთელს სამყაროს. როგორც ზოგიერთი კომენტატორი უთითებს, გამოთქმა "ამა სოფლის მთავარნი", რომელსაც მოციქული იყენებს ბოროტ სულთა სულიერი არსის საჩვენებლად, ძველ ასტროლოგიაში განეკუთვნებოდა პლანეტებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენდნენ ადამიანის ბედზე. ერთ ერთ ინგლისურ თარგმანში, დამოწმებული ადგილი იკითხება ასე: "cosmic powers of this dark age" - აი, ის "კოსმოსი", რომელთანაც აკავშირებდნენ ადამიანს პირამიდები. ამ რამოდენიმე ხნის წინათ ფრანგმა ჟურნალისტმა ეტიენ კასსემ დაწერა წიგნი - "პლანეტის მკვლელი. ადრონული კოლაიდერი", რომელიც თითქოსდა მიზნად ისახავს "დიდი ადრონული კოლაიდერის" ჭეშმარიტი დანიშნულების გამორკვევას. დასკვნა, რომელთანაც ხიფათებით აღსავსე თავგადასავლებისა და მთელი რიგი ისტორიების შემდეგ მივიდა "დამოუკიდებელი" გამოკვლევის ავტორი (და რომელთანაც, შესაბამისად, მზაკვრულად მიჰყავთ მკითხველიც), მდგომარეობს შემდეგში: "პარალელური სამყაროდან ვიღაცას სურს შემოაღწიოს ჩვენს სამყაროში და ამისთვის, როგორც კარი, გამოიყენოს შავი ხვრელი, რომელსაც შექმნის კოლაიდერი", როდესაც მას ჩართავენ "სრული სიძლიერით" (ეტიენ კასსეს წინა წიგნში მოთხრობილია იმის შესახებ, რომ "ატლანტებს ჰქონდათ დროის მანქანა, რომელიც დიდი პირამიდების რაიონში მდებარეობს"). ხოლო, ამ ბოლო დროს გამოცემულ ზოგიერთ ოკულტურ წიგნებსა და "კონტაქტორების" მიერ დაწერილ "მემუარებში", სადაც გადმოცემულია მათი მოთხრობები (მოგონებები) კონტაქტები "პარალელურ სამყაროთა" წარმომადგენლებთან და მათ მიერ ნაუწყები "ინფორმაცია" და "მიმართვები". მათში გადმოცემულია ასეთი აზრი: "ამ პლანეტის ღმერთი უნდა გადავაყენოთ", ხოლო მისი "თანამდებობა" მივცეთ სხვა ძალებს. მხოლოდ მათ შეუძლიათ გადაარჩინონ კაცობრიობა გარდაუვალ დაღუპვას და ბოროტგანმზრახველ კოსმიურ ძალთა დამპყრობლურ გეგმებს. ან (სხვა ვარიანტი) მათ სურთ გადაარჩინონ თავიანთი "უმაღლესი რასა" დედამიწაზე მისი ჩამოსახლებით. და ა. შ. ყოველი ამგვარი მკრეხელობის უკან დგას დემონური ბოდვა და როგორც ხვდებით, იმალება ისევ და ისევ უაზროდ ამპარტავნული მისწრაფება "ძველი გველისა და დრაკონისა, რომელიც არის ეშმაკი და სატანა" (გამოცხ. 12:9; 20:2); გახდეს ის, ვინც არის ზემოთ - "დედამიწის ღმერთი". დემონები დღეს კაცობრიობას უხსნიან "ატლანტიდის (ანუ წარღვნამდელი კაცობრიობის) საიდუმლოს" - ოღონდ, ბუნებრივია, თავისებური, წინასწარგანზრახულად ყალბი ინტერპრეტაციით, სადაც მზაკვრულად არის გადაწნული სიმართლე და სიცრუე, რაც მეტად დამახასიათებელია მათთვის. აი მაგალითიც: გაზეთში "Ступени" (2010 წლის # 17) გამოქვეყნდა სტატია "ატლანტთა სამი რასა", რომელიც ეკუთვნის ვინმე ალექსანდრე ვორობიოვს - დემონების მიერ გაცურებულ მორიგ "კონტაქტორს". "სხვა რეალობაში" მისი მოგზაურობის შედეგად გამოჩნდა შემდეგი "ინფორმაცია" (რომელიც მან ხელმძღვანელი დემონისგან მიიღო, როგორც ჩანს, კაცობრიობაში გასავრცელებლად); ამ "ინფორმაციას" აქ მოვიტანთ თეზისური სახით, ჩვენი შესაბამისი კომენტარებით (რომლებიც ფრჩხილებში იქნება მოთავსებული): "ატლანტები იყვნენ არა რომელიღაც კუნძულის, არამედ მთელი დედამიწის მეპატრონეები (დიახ, წარღვნამდელი ცივილიზაციამ თავისი კვალი დატოვა მთელს დედამიწაზე); ცივილიზაცია, რომელსაც დედამიწაზე, ორი მილიონი წლის წინათ ატლანტიდა ერქვა (ორი მილიონი წელი - ეს რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრია, ხომ საჭიროა დასახატ სურათს მიეცეს გრანდიოზული ხასიათი); იმ დროს არ არსებობდა საზღვრები, დედამიწა საერთო სახლი იყო (დიახ, კაცობრიობის დაყოფა ერებად და სახელმწიფოებად წარღვნამდე არ იყო); სახელმწიფოების ნაცვლად არსებობდნენ ადმინისტრაციული ცენტრები, რომლებიც ორგანიზებული იყო კონცენტრული ნაგებობის (ე. ი. პირამიდების) სახით; კონცენტრული საზღვარი კეთდებოდა მეტალის დუღაბისგან და განკუთვნილი იყო მზის ორი ბატარეის განსალაგებლად (როგორც ჩანს, აქ ლაპარაკია პირამიდების სარკისებურ მოპირკეთებაზე, რომელსაც შეეძლო პირამიდების მომარაგება ენერგიით მათი ფუნქციონირებისთვის; გავიხსენოთ სარკისებრი მოპირკეთება ბერმუდის სამკუთხედის არეალში ჩაძირული პირამიდისა; ხოლო იმ პირამიდებს, რომლებსაც დედამიწის ზედაპირზე ვხედავთ, როგორც ჩანს, მოპირკეთებული ზედაპირი წარღვნამ მოურღვია, რის გამოც მოაკლდა ენერგიას და შეწყვიტა მუშაობა), ამავე დროს წარმოადგენდნენ შორი და ახლო კოსმიური კავშირის მიმღებ და გადამცემ ანტენებს (გავიხსენოთ, რომ პირამიდების მრავალი მკვლევარი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათ გააჩნდათ კავშირგაბმულობითი ფუნქცია, მხოლოდ ეგ არის საკითხავი, "კოსმოსთან" მყარდებოდა კავშირი თუ დაცემულ ანგელოზთა სამყაროსთან? შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "შორეულ" კავშირში იგულისხმება დემონური, ინფერნალური სამყარო, ხოლო "ახლოში" - კავშირი დედამიწის მასშტაბით, კომუნიკაციის თანამედროვე და ჩვეულებრივი საშუალებების მსგავსად; "ანტენების" მიმღები ფუნქცია ალბათ მდგომარეობად კავშირის არხით გადმოსვლა ინფერნალური სამყაროდან ჩვენს, მიწიერ სამყაროში, ხოლო "ანტენის" გადამცემი ფუნქცია - პირიქით: აქედან იქით); საწარმოო საამქროები და ლაბორატორიები ძირითადად წარმოადგენდნენ მიწისქვეშა ნაგებობებს; ატლანტებში მეტალისა და შენაერთების წარმოება უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული (გავიხსენოთ თუბალკაენი - "სპილენძისა და რკინის მჭედელი"; უმაღლეს ტექნოლოგიებს ფლობდნენ პირამიდების მშენებლებიც); ისინი, საშუალოდ 3 მეტრის სიმაღლისანი იყვნენ; დასავლეთის ნახევარსფეროს ატლანტები (არიელები) ქერათმიანები და თეთრკანიანები იყვნენ, ხოლო აღმოსავლეთისა (ნეგროიდები) - მუქკანიანები; გარდა ამისა, მათ შორის განსხვავება მდგომარეობდა თავის ქალის აღნაგობაში (ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეგვიპტური სფინქსი არის ატლანტის, პირამიდების მშენებლის, სკულპტურული გამოსახულება; ანუ ეს არის წარღვნამდელი კაცობრიობის წარმომადგენელი. საქმე იმაშია, რომ სფინქსის დეტალების შესწავლამ ცხადყო, რომ ასეთი პროპორციები და სახის ასეთი კუთხე თანამედროვე ადამიანს არ ახასიათებს; პროფ. ე. მულდაშევის მონაცემებით, "ატლანტები" აგმოსახულნი არიან ტიბეტურ ტაძრებზეც); ატლანტთა ორი რასის (დასავლეთისა და აღმოსავლეთის) შერეული ქორწინების შედეგად აღმოცენდა მესამე, ჰიბრიდული რასა (აქ, ალბათ, ნეფილიმებზეა ლაპარაკი), რომლებიც იშვებოდნენ შეთისა და კაენის მოდგმის წარმომადგენელთა ქორწინებით". (ამგვარად, ა. ვორობიევის სტატიაში ნახსენები "ატლანტთა" სამი რასა - ესენი არიან წარღვნამდელი შეთიტები, კაინიტები და ნეფილიმები); ის უფრო სრულყოფილი აღმოჩნდა, გააჩნდა უფრო ძლიერი ფსი-ენერგია და ამიტომაც მიიღო უპირატესობა რასების მამამთავრებს შორის; მამამთავარ ატლანტთადმი დაუმორჩილებლობა ითრგუნებოდა ფსიქოლოგიური (ანუ ფსიქოტრონული) ზემოქმედებით; 1,5 მლნ. წლის წინათ მოხდა აჯანყება ჰიბრიდული რასის ბატონობის წინააღმდეგ, რომელიც გადაიზარდა ბირთვულ ომში; შემდეგ, 1 მლნ. წლის განმავლობაში ჰიბრიდული და მამამთავრული საწყისის ატლანტები ცხოვრობდნენ განცალკევებით და ამასთან კავშირი ჰქონდათ პირველ, ადამიანურ ცივილიზაციასთან, რომელიც მეცნიერებამ დღემდე არ იცის; დაახლოებით 15 წლის წინათ მოხდა მეორე ატომური ომი; ხუთი ათასი წლის წინათ ჰიბრიდულმა და მამამთავარმა, საწყისმა ატლანტებმა დატოვეს დედამიწა (მთელი ეს ისტორიები ბირთვულ ომებზე და ჰიბრიდული რასის გაქრობაზე, როგორც ჩანს, არის ნამდვილი, პლანეტარული კატასტროფის, წარღვნის მიჩქმალვის მცდელობა, რომელიც ღმერთმა მოუვლინა იმდროინდელ ღმრთის უარმყოფელ და ღმრთისმბრძოლ სისტემას, რომელშიც ჩართული იყო მთელი კაცობრიობა; წარღვნის დროს, ნამდვილად განადგურდა ჰიბრიდული რასა - გიგანტები (ნეფილიმები) და საერთოდ კაენის მთელი მოდგმა); მათ, ვინც ცოცხალი დარჩა, ეკუთვნით წყალქვეშა და მიწისზედა "თეფშები" (დემონების მიერ ორგანიზებული ამო-ს ფენომენი ამჯერად ეწერება "პარალელური სამყაროების" შესახებ შემუშავებული იდეის საერთო სქემაში), რომლებიც იშვიათად, მაგრამ მაინც ხვდება თანამედროვე ადამიანთა მხედველობის არეში; ატლანტების პარალელური რასა კაცობრიობასთან კონტაქტს არ ამყარებს, რადგან განიხილავს მას როგორც გონივრული ცხოვრების უკიდურესად აგრესიულ ფორმად დედამიწაზე (ცხადია, დემონებს სჭირდებათ დაარწმუნონ ადამიანები იმაში, რომ "ატლანტების პარალელური რასაა" (სინამდვილეში კი დემონები, როგორც ვითომცდა გონივრული ცხოვრების უმაღლესი ფორმა, კაცობრიობას "მშვიდობას" და "სრულყოფილ ცოდნას" მოუტანს)." არ ვიცი..... |
აბდალა |
![]()
პოსტი
#293
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 282 რეგისტრ.: 2-February 11 წევრი № 10,414 ![]() |
აქა მშვიდობა! მინდა გაგიზიაროთ ნაწყვეტი წიგნიდან "სულიერი მეომარი", რომელიც ეხება უცხოპლანეტელებს:
უცხოპლანეტელთა სახეები განვიხილოთ უცხოპლანეტელი არსებების რამდენიმე ტიპი. პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან ნახევარღმერთები, მათ შორის ისინიც, რომლებიც დედა ხომალდებს მეთვალყურეობენ. ერთი ტიპის ნახევარღმერთები პოლარული ვარსკვლავიდან და უფრო შორი ვარსკვლავებიდან გვეწვევიან ხოლმე. პირველი, რაც თვალში გვხვდება ამ არსებებთან შეხვედრისას, ესაა მათი ცეცხლოვანი, მანათობელი სხეული. ისინი ძალიან მაღლები არიან, დაახლოებით რვა ფუტი სიმაღლის, და უზარმაზარ მისტიკურ ძალებს ფლობენ. მათ შეუძლიათ ფიქრის სისწრაფით გადაადგილდნენ და დაინახონ, თუ რას აკეთებს ნებისმიერი ჩვენგანი ნებისმიერ დროს. არსებობს ნახევარღმერთების მრავალი ტიპი და ყველანი ისინი მაღალ პლანეტებზე ბინადრობენ. მეორე კატეგორიაა – ე.წ. “რუხები”. მათ აღწერენ როგორც ძალიან დაბალ არსებებს დიდი შავი თვალებით, დიდი ოვალური თავით, სუსტი სხეულით და რუდიმენტული ყურებით, ცხვირითა და პირით. სწორედ ეს არსებები ანხორციელებენ გატაცებების უმეტესობას. ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ წიგნში გატაცებების შესახებ – უიტლი სტრაიბერის “ურთიერთობაში” – მოყვანილია წვრილმანები ამო-სთან ურთიერთობის შესახებ, როდესაც ადამიანებს იტაცებდნენ და მათზე სხვადასხვა ექსპერიმენტებს ატარებდნენ, რაც როგორც წესი ცნობიერების შეცვლას იწვევდა. ადამიანებს, რომლებსაც ამო იტაცებს, როგორც წესი ყოველმხრივ იკვლევენ სრულყოფილი აპარატურის მეშვეობით. სხეულში, უმეტესწილად პირში და სწორ ნაწლავში, მოტაცებულებს სხვადასხვა ხელსაწყოებს უდგამენ. მოგვიანებით ისინი ტკივილებსაც გრძნობენ და ხანდახან ცხვირიდან ძლიერი სისხლდეა ეწყებათ. ზოგიერთს მოტაცებულთაგან ესიზმრება, რომ მათზე ძალადობენ, ისინი კოსმოსურ ხომალდზე იმყოფებიან და განუწყვეტლივი პოლუცია (სპერმის გამოყოფა) აქვთ. ეს სიზმრები რეალურ გამოცდილებას ასახავენ. გამტაცებლები დედამიწელებისგან სპერმას იღებენ და მას თავიანთი სახეობის გაგრძელებისთვის იყენებენ. ადამიანები, რომლებიც ამ პროცედურას ექვემდებარებიან, შემდგომ აღწერენ ტკივილებს გენიტალიებში. თუ თქვენ გინახავთ სიზმარი, სადაც ურთიერთობა გქონდათ უცხოპლანეტელ არსებებთან, შემდეგ კი ზემოთაღწერილ შეგრძნებებს განიცდიდით, სრულიად შესაძლებელია, რომ კონტაქტი, რომელიც დაგესიზმრათ, რეალურად განხორციელდა. მაგრამ არ შეგეშინდეთ. “რუხები” აუცილებელი არაა ჩავთვალოთ ყოველთვის ზიანისმომტან არსებებად. უფრო მეტიც, ისინი უნდა შეგვეცოდოს: მათ განიცადეს ევოლუცია ისე, რომ სიყვარულის უნარი დაკარგეს, და შედეგად გაჩნდნენ არსებები, რომლებიც ძირითადად ინტელექტისგან შედგებოდნენ და გრძნობები არ გააჩნდათ. აირ ატომ აქვთ მათ ასე დიდი თავი და ასე პატარა სხეული. ისინი თავიანთ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ადამიანთა გატაცებისთვის იყენებენ და მსხვერპლის პარალიზებას ტელეპატიის მეშვეობით ახდენენ. ეს არსებები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ჩვენს პლანეტასთან და უკვე დიდი ხანია ურთიერთობა აქვთ ჩვენთან. ნაწილობრივ ეს კავშირი განპირობებულია მათი სურვილით – მოიპოვონ ემოციური შეგრძნებების უნარი. უცხოპლანეტელების კიდევ ერთი კატეგორია დედამიწის ცენტრიდან მოდის. ზოგიერთი მათგანი არ არის ჰუმანოიდ, სხვები კი, “გამქრალი კონტინენტების” – მუს და ატლანტიდის (იხ. თავი მერვე) მოსახლეობის შთამომავლები – ადამიანის ფორმას ფლობენ. ამ კონტინენტების განადგურების დროს ზოგიერთმა ადამიანმა, იმიჰყვა რა დედა ხომალდის მითითებებს, პლანეტის ცენტრში იპოვა თავშესაფარი. როგორც არ უნდა საკვირველი იყოს, ზოგიერთი ამო მოფრინავს არა სხვა პლანეტებიდან, არამედ ჩვენი პლანეტის ცენტრიდან. არსებობენ ასევე უცხოპლანეტელები, რომლებიც გარკვეულ ნეგატიურ ბუნებას ფლობენ. ზოგჯერ მათ დემონებსაც უწოდებენ. ისინი ღვთაებრივი წესრიგის წინააღმდეგ გამოდიან და ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ დედამიწაზე. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნებაყოფლობით შედიან მათთან კონტაქტში და გაცნობიერებულად ხდებიან ტირანები. ისინი ცდილობენ კონტროლი დააწესონ ხალხის გონებაზე, რათა ძალაუფლება მოიპოვონ და ადამიანები მონებად აქციონ. ისინი ხელს უწყობენ ტყუილს, განხეთქილებებს და სატანურ კულტებს. ამ ტირანებს მაღალჩინოსანი აგენტები ჰყავთ მთელი მსოფლიოს მმართველობებში, ისინი უფრო ძლევამოსილნი არიან, ვიდრე საიდუმლო ორგანიზაციები, და მათში შედიან, რათა დაეუფლონ ხალხის გონების მართვისა და მანიპულირების პრაქტიკას. ჩვენს პლანეტას აკონტროლებენ საიდუმლო ორგანიზაციები, როგორებიცაა “ილუმინატები” და “თავის ქალა და ძვლები”. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელთა წევრებიც ადამიანთა მსხვერპლშეწირვებს ატარებენ, რათა ძალაუფლება მოიპოვონ. “ილუმინატების” წევრები დიდ ცოდნას ფლობენ ნახევარღმერთებისა და უცხოპლანეტელი არსებების შესახებ. მედიტაციისა და სხვა მეტაფიზიკური ტექნიკების მეშვეობით ისინი კონტაქტში შედიან ნეგატიურ არსებებთან, რომლებიც სხვადასხვა სახის მეტაფიზიკური იარაღით ამარაგებენ მათ ადამიანთა მართვისთვის და მათზე სრული ძალაუფლების მოპოვებისთვის. ეს საზოგადოებები თავიანთ მიზნებს ანხორციელებენ მთელი მსოფლიოს დასანახად სახელმწიფო ორგანიზაციების, ისეთების როგორიცაა ფედერალური სარეზერვო სისტემა, სამ-მხარიანი კომისია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ა.შ. მეშვეობით. მგონი საკმარისია... -------------------- ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე! |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#294
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
აბდალა
ეხლა გავრბივარ და თუ მოვიცალე, ხვალ გავისაუბროთ ამის შესახებ ღია ფორუმზე ![]() ხშირად მოგვსვლია მე და შენ ამაზე კამათი ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
აბდალა |
![]()
პოსტი
#295
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 282 რეგისტრ.: 2-February 11 წევრი № 10,414 ![]() |
George Leluashvili
ციტატა ეხლა გავრბივარ და თუ მოვიცალე, ხვალ გავისაუბროთ ამის შესახებ ღია ფორუმზეხშირად მოგვსვლია მე და შენ ამაზე კამათი კამათს არ ვაპირებ. ინფორმაცია დავდე და ვისაც უნდა არ გაიზიაროს. ![]() -------------------- ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე! |
terra |
![]()
პოსტი
#296
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
აბდალა
საინტერესო სტატიაა დემონებზე ![]() -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ილია94 |
![]()
პოსტი
#297
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 9-July 12 წევრი № 12,491 ![]() |
დავფიქრდეთ რამხელაა სამყარო,მილიარდობით გალაქტიქები,და თოთოეულ გალაქტიკაში არსებული მილიარდობით პლანეტები,ის პლანეტები,ამ პლანეტები სხვადასხვა ბუნებრივი თანამგზავრები და უამრავი კიდე,ამის წარმოდგენაც კი რთულია.მე ვფიქრობ რომ არსებობს სხვა სიცოცხლე,არსებობს უამრავი სხვა სიცოცხლე.მაგრამ ის რომ ისინი თეფშებით დაფრინავენ დიდად არ მჯერა ამბობენ ამერიკის საიდუმლო ხომალდებია ეგ თეფშებიო,რატო უნდა იყვნენ მაინცდამაინც მახინჯები ვერ ვხდები.სამყარო უსასრულოა,შეიძლება წყლის ყოველ წვეთში სხვა სამყარო შეიძლება იყოს,და შეიძლება ჩვენი სამყაროც ვიღაცის წყლის წვეთია,მეცნიერები ამბობენ ამას.სამყარო უსასრულოა და არსებობს სხვადასხვა განზომილებები.მაგრამ ყველაზე რეალური რაცაა არის ის რომ მე ვფიქრობ რომ სხვაგან აუცილებლად არსებობს სიცოცხლე
-------------------- იხარეთ ორსავე სოფელსა შინა ამინუფალი გვფარვდეს ყველას.ამინ
ერთად დადგომა რომ შევძლოთ, ყველა იმედი არ არის წასული! მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ ეს ოცნებაა ქ ა რ თ უ ლ ი !!! |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#298
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
ილია94
ჩემ თვში კი ვერანაირად შევიდა ის, რომ დედამიწის გარდა არსებობს კიდევ სადღაც რაღაც სიცოცხლე... ვერ ვხვდები რატომ უნდა დავუშვა სხვა სიცოცხლის არსებობა სამყაროს სიდიდის გამო. არა, არა, მე ისევ ბიბლიისა და ავტორიტეტული მამების მჯერა ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ილია94 |
![]()
პოსტი
#299
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 9-July 12 წევრი № 12,491 ![]() |
George Leluashvili
აბა დაფიქრდი დედამიწაზე სანამ ევოლუცია მოხდებოდა ხალხს ალბად ეგონათ რომ მარტო მათი ტომი არსებობდა.და ასე ვართ ახლა ჩვენც.გვგგონია მარტო ჩვენ ვართ.შეიძლება სხვაგან არის ისეთი სიცოცხლე რომელთაც სული არ აქვთ და ამიტომ არ არიან ნახსნები ისინი ბიბლიაში -------------------- იხარეთ ორსავე სოფელსა შინა ამინუფალი გვფარვდეს ყველას.ამინ
ერთად დადგომა რომ შევძლოთ, ყველა იმედი არ არის წასული! მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ ეს ოცნებაა ქ ა რ თ უ ლ ი !!! |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#300
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
ილია94
ციტატა დედამიწაზე სანამ ევოლუცია მოხდებოდა რა ევოლუცია, არ გადამრიო ეხლა ![]() ციტატა შეიძლება სხვაგან არის ისეთი სიცოცხლე რომელთაც სული არ აქვთ და ამიტომ არ არიან ნახსნები ისინი ბიბლიაში სიცოცხლე, რომელსაც სული არ აქვს, როგორ იქნება სიცოცხლე? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი