![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Atm@n |
![]()
პოსტი
#361
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 ![]() |
A.V.M
ციტატა დაამტკიცოს იმ სხვამ რომ მართალია და მერე აღარ იქნება ეგრე. ბოლომდე მართალი მხოლოდ მართლმადიდებელია! სიმართლე მხოლოდ ერთია! როცა ასეთი რწმენა გაქვს და თან ცდილობ ყველანაირად დაიცვა ეს რწმენა, რა აზრი აქვს კამათს და სხვისი "ნაწილობრივი სიმართლის" ან "ტყუილის" მოსმენას? კამათს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა აკეთებ დაშვებას: "იქნებ ვცდები?" ეს დაშვება რომ გავაკეთე იმიტომ გავხდი ისევ ჭეშმარიტების მაძიებელი და არა "მფლობელი". ძნელია ასე, მაგრამ რას იზამ... -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
აკაკი |
![]()
პოსტი
#362
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
Atm@n
გასაგებია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიწყნარებთ. ზოგადად, ადამიანები მაძიებლები ვართ. ვეძიებთ საძებარს, იმ ერთადერთს! სულ მაძიებლები არ უნდა დავრჩეთ, ვგულისხმობ ყველაზე უმთავრესს, საფუძველს... ამაში არ უნდა დავრჩეთ სულ მაძიებლები.. საერთოდ, რა აზრი აქვს ძიებას თუ არ იცი, რომ ვიღაც შენი მოდგმისა უკვე შეუდგა ამ ერთადერთი სიმართლის გზას... რა აზრი აქვს ძიებას, და რაღაც ვეძებთ, თუ სადმე ჩვენს გვერდით არ არის ჭეშმარიტება... მართლაც რომ არის, და არიან, რომლებიც ფლობენ და მის წიაღში არიან... არ უნდა გაგვიკვირდეს ეს, რომ ვიღაც უკვე შეუდგა ჭეშმარიტების გზას, უკვე იპოვა, უკვე მის წიაღშია... ეს ასე უნდა იყოს.. ამიტომაც არიან ადამიანები რომ ეძებენ, ეძებენ იმისთვის, რომ იპოვონ და ისინიც, სხვების მსგავსად, გახდნენ თანაზიარნი სიმართლისა და ჭეშმარიტების... ხშირად საუბრობენ ჭეშმარიტებაზე. სინამდვილეში, იგი (ჭეშმარიტება) არ არის ფარდობითობის თეორიის ფარგლებში მოქცეული ცნება. ჭეშმარიტებაზე როცა საუბრობს ადამიანი, უინდა იცოდეს, რომ ყველას და ყველაფერს თავისი ”ჭეშმარიტება” ვერ ექნება - შეუძლებელია. ჭეშმარიტება არ არის შეფარდებითი ცნება, იგი აბსოლუტური კატეგორიაა. ჭეშმარიტება თავისთავად არსებულია. არ ჭირდება - ასე ვთქვათ - ”გამოცხობა”. თანაც თითოეული ადამიანის მიერ, თავისთვის. ხოლო თუ ”გამოსაცხობია”, ძიბაც არ სჭირდება... ადგება კაცი და გამოაცხობს (ვინმეს ან რომელიმე ინგრედიენტებისა და ინსტრუქციის მიხედვით). |
betkho |
![]()
პოსტი
#363
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 65 რეგისტრ.: 18-August 12 წევრი № 12,573 ![]() |
ფორუმი მართლმადიდებლურია და არა ზოგადად რელიგიური მაშინ მხოლოდ ისეთი თემები გახსენით და ისეთ კომენტები დატოვეთ, რომლებიც მხოლოდ მართლმადიდებლობას ეხება ![]() არც გეკამათებით და არც რაიმეს დამტკიცებას ვცდილობ.როგორც ატმანმა სთქვა, კამათს მარტო მაშინ აქვს აზრი, როცა აკეთებ დაშვებას "იქნებ ვცდები?" თქვენ თქვენი გზა გაქვთ, მე ჩემი. მეც მაძიებელი ვარ ჩემი გზის ,თქვენ კი თქვენი გეპოვნოთ (ვიცი, ვიცი, ნაპოვნი გვაქვსო მეტყვით) ![]() ისევ ვიტყვი, რომ თუ სადმე ამ ფორუმის შემქმენლს შეხვდებით უთხარით, რომ წაშალოს ჩემი აქაუნთი.გმადლობთ. |
A.V.M |
![]()
პოსტი
#364
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა მაშინ მხოლოდ ისეთი თემები გახსენით და ისეთ კომენტები დატოვეთ, რომლებიც მხოლოდ მართლმადიდებლობას ეხება ვცდილობთ ასეც იყოს. ციტატა ისევ ვიტყვი, რომ თუ სადმე ამ ფორუმის შემქმენლს შეხვდებით უთხარით, რომ წაშალოს ჩემი აქაუნთი თუ არ გინდა შემოსვლა ნუ შემოხვალ. (ადმინი როდის შემოვა ვერ გეტყვი) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Atm@n |
![]()
პოსტი
#365
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 ![]() |
განსხვავება ისაა, რომ მე გარეთ აღარ ვეძებ, საკუთარ თავში ვეძებ, საკუთარი გონებით და საკუთარი გამოცდილებით საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ.
-------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
აკაკი |
![]()
პოსტი
#366
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
Atm@n
უფლის ერთ-ერთი დიდად საგულისხმო სიტყვები მინდა მოვიყვანო: ”იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს.” (ლუკა 11:35) ”მაშ, უყურე: ბნელი არ იყოს ნათელი, რომელიც შენშია... ამიტომ ფხიზლად იყავი, შეიძლება შენში მყოფი სინათლე სიბნელე იყოს." |
Atm@n |
![]()
პოსტი
#367
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 ![]() |
აკაკი
საკუთარ თავში ძრომიალი ადვილი საქმე არაა. ადვილად შეიძლება ფეხი წამოკრა ხოლმე და დაეცე, მაგრამ ადვილი ლეღვის ჭამაა! ![]() მგლის შიშIთ ფარა არავის გაუწყვეტია, ამიტომ "ნა სვოი სტრახ ი რისკ" მარტო უნდა დარჩეს ადამიანი საკუთარი თავის წინაშე და თავად შიშIსაც არ უნდა შეეშინდეს. პირველი მტერი სიზარმაცეა! შიშI ცოტა მერე ამოტივტივდება ხოლმე. პ.ს. ამ გზაზე თეორიული ციტატები და წმინდა წერილების (დაჟე ვედების) სიტყვები მხოლოდ თეორია და რუკაა, რომლებსაც თვითონ ვუკეთებ ინტერპრეტაციას. ხო მართლა სადღაც გავიგე, რომ იესო ამბობს: "სანამ შენი თვალი ერთი არ გახდებაო..." რაღაც ამდაგვარი, არ იცით რომელი ციტატაა ზუსტად? მე მგონი მესამე თვალზეა ლაპარაკი და მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროს (ინის და იანის) სინქრონიზაციაზე... დედამიწა კოსმოსის თვალით: უყურეთ, ლამაზია! -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
აკაკი |
![]()
პოსტი
#368
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ადვილი არაა, გეთანხმები.. სიზარმაცეა, გეთანხმები.
წერილს ვინც გვაძლევს, თვითვე განმარტავს... იმ გზაზე მავალი, რომელიც უკვე გაკვალული არაა (ასეთი კი გზადაც არ იწოდება), აუცილებლად სიბნელეში, მთხრებლში აღმოჩნდება, ეკალ-ბარდებში გადაიჩეხება... გზის გაკვალულობა აუცილებელია... გზა ნამდვილად გაკვალულია... სხვა გზის ძიება რას ნიშნავს ხომ ხვდები? ანუ რა ჩანს აქედან.. როგორი ადამიანი.. როგორი ადამიანი იწყებს სხვა ”გზის” ძიებას.. კონკრეტულად არავიზე ვწერ.. უბრალოდ, რაც უკვე გაკვალულია (ათასწლების განმავლობაში, მაცხოვრის მიერ) ისაა სავალი გზა... ძიება ვიდრე სიკვდილამდე გრძელდება, ეს უკვე სხვა ძიებაა.. სხვანაირად რომ ვთქვა, უკვე რომ ადგახარ გზას და ერთი სული გაქვს - ”აი ეხლა მოვა, აი მეც ეხლა მივალ, აი სადაცაა, აბა ეხლა მოვა უფალი, ეხლა მივეახლები, აი, ეხლა შემოვა უფალი, ეხლა ვეზიარები..” და ასე შემდეგ... ანუ მერე სხვაგვარი ძიება იწყება, ამის უარყოფა არ შეიძლება (”ეძიებდეთ და ჰპოოთ”).. ციტატა "სანამ შენი თვალი ერთი არ გახდებაო..." ასეთი გამონათქვამი არ მახსენდება.. ძალიან უცხოა. რაც შეეხება მესამე თვალს, ეს ღვთისგან ბოძებული უდიდესი ნიჭი - ჩვენი გონებაა.. ოღონდ გონება ქრისტესი, პავლე მოციქული რომ გვისურვებს. და კიდევ სხვაგან წერია, ”ვისაც ქრისტეს სული არ აქვს, იგი არ არის მისი”.. ანუ მისი სულით უნდა განათლდეს ყველაფერი ჩვენში.. ვისურვებდი რომ თითოეულ ჩვენგანში ასე იყოს, ამინ. |
Atm@n |
![]()
პოსტი
#369
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 ![]() |
აკაკი
ციტატა წერილს ვინც გვაძლევს, თვითვე განმარტავს... იმ გზაზე მავალი, რომელიც უკვე გაკვალული არაა (ასეთი კი გზადაც არ იწოდება), აუცილებლად სიბნელეში, მთხრებლში აღმოჩნდება, ეკალ-ბარდებში გადაიჩეხება... გზის გაკვალულობა აუცილებელია... გზა ნამდვილად გაკვალულია... სხვა გზის ძიება რას ნიშნავს ხომ ხვდები? ანუ რა ჩანს აქედან.. როგორი ადამიანი.. როგორი ადამიანი იწყებს სხვა ”გზის” ძიებას.. კონკრეტულად არავიზე ვწერ.. უბრალოდ, რაც უკვე გაკვალულია (ათასწლების განმავლობაში, მაცხოვრის მიერ) ისაა სავალი გზა... ძიება ვიდრე სიკვდილამდე გრძელდება, ეს უკვე სხვა ძიებაა.. სხვანაირად რომ ვთქვა, უკვე რომ ადგახარ გზას და ერთი სული გაქვს - ”აი ეხლა მოვა, აი მეც ეხლა მივალ, აი სადაცაა, აბა ეხლა მოვა უფალი, ეხლა მივეახლები, აი, ეხლა შემოვა უფალი, ეხლა ვეზიარები..” და ასე შემდეგ... ანუ მერე სხვაგვარი ძიება იწყება, ამის უარყოფა არ შეიძლება (”ეძიებდეთ და ჰპოოთ”).. თავიდან გაკვალული გზით უნდა იარო, და არცაა რაიმე ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ-რელიგიური გზა, რომ უკვე გავლილი არ იყოს რაღაც დონეზე, მაგრამ თუ ნამდვილად გინდა ღმერთის პოვნა, მაინც წააწყდები იმ წერტილს, საიდანაც უკვე შენით უნდა იარო და თითქოს სიბნელეში მიდიხარ რაღაც მონაკვეთი. ეს წერტილი იესოსთვის გოლგოთაზე ასვლაა, სოკრატესთვის სასამართლოზე გასვლა, ბუდასთვის ეგოს დამარცხება (ეს უფრო შინაგანი წერტილი იყო და გარეგნულად ვერ დავასახელებ)... თითქოს გაკვალულია ეს გზებიც, მაგრამ შენ მაინც თავიდან უნდა გადალახო.... წინააღმდეგ შემთხვევაში ივლი გაკვალული გზით: შეასრულებ რიტუალებს, გააკეთებ ყველაფერს "როგორც საჭიროა", მაგრამ შეუცნობელისკენ ნაბიჯს ვერ გადადგამ. ჯვარზე ყოფნისას რაღაც მომენტში იესოც კი სრულიად უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდა და ამიტომაც მიმართა "მამას". ყველა გაკვალული გზის არსი ამ წერტილამდე უშიშრად და დაუზარებლად მისვლა და მერე ამ უდიდესი შიშIს დამარცხება და ნახტომის გაკეთებაა. დაახლოებით ასე: -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
Atm@n |
![]()
პოსტი
#370
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 ![]() |
პირველ რიგში ამ ჩაკეტილ წრეს უნდა დავაღწიოთ თავი:
-------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
Atm@n |
![]()
პოსტი
#371
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 ![]() |
ეს თემას რომ არ ავცდეთ:
გირჩევთ უყუროთ ანდრეი სკლიაროვის ფილმების სერიას: Запретные Темы Истории ![]() მთელი კოლექცია ტორენტებზეა: http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1497760 სათითაოდ თუ დაგუგლავთ იუთუბზეც იპოვნით... ეს პირველი სერიაა: http://rutube.ru/video/790e0821c8fa004074ff72cf8e18e0db/ -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
A.V.M |
![]()
პოსტი
#372
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა "სანამ შენი თვალი ერთი არ გახდებაო..." ვფიქრობ შეცდომით გითხრეს... არ ეწერება ეგეთი რამ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Atm@n |
![]()
პოსტი
#373
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 ![]() |
A.V.M
შეიძლება სადმე აპოკრიფში ეწერა და ეგ მითხრეს. -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#374
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
terra
ციტატა ეს ლინკი ისე მოაყოლე ჩემს ნიკს, მეგონა შეუსაბამობა იყო ჩემს დაწერილსა და მათლმადიებლურ დამოკიდებულებაში ![]() Atm@n ციტატა რაღაცეებში არ ვეთანხმები იქნებ დააკოპირო, დაწერო და შენეული განმარტებაც მოაყოლო... betkho ციტატა მაინც არავის არ გჯერათ არაფრის გარდა მართლმადიდებლობისა ღმერთმა ნურც დაგვაჯერებინოს სხვა რაიმე, რაც ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას! ციტატა რა აზრი აქვს სხვა რამეზე საუბარს? აზრი ისა აქვს, რომ ვინც გაორებაშია, ან მაძიებელია, დაინახოს რა არის სინამდვილეში ჭეშმარიტება და სადაა სიცრუე. აგრეთვე, განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, დააფიქსიროს პირადი აზრი და შეხედულებები კონკრეტულ საკითხზე. ციტატა ვიღაცა დაწერს განსხვავებულ აზრს და ეგრევე კამათი ტყდება და მტკიცება, რომ ყველაფერი სხვა ტყულია და მხოლოდ ესაა ჭეშმარიტი ეს რა უაზრობა წერია! და ის, ვინც ამ განსხვავებულ აზრს აფიქსირებს, განა მისი მიზანიც საკუთარი შეხედულებების წინ წამოწევასა და სხვისთვის ამის დამტკიცებაში არ მდგომარეობს? ასეთ შემთხვევაში კი კამათი გარდაუვალია, ვინაიდან ორი განსხვავებული აზრის დაჯახება თავისთავად პოლემიკას წარმოშობს. ციტატა ნუღა ხსნით ამ თემებს, ან თუ გახსნით, პირდაპირ ლანძღვა გინებით გახსენით ლანძვა გინებაზე აქ არავინ გადადის! უბრალოდ მიმდინარეობს მსჯელობა - პაექრობა ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ თეზისებზე. საბოლოო ჯამში გაუგებარია შენი ეს პოსტი, რადგან არ მოგწონს ის, რომ ვიღაც შენს შეხედულებებს არ იზიარებს და თავს არ გიქნევს, არადა შენ გინდა შენი აზრები დააფიქსირო და სხვა დაგეთანხმოს, რაც ჯანსაღი მსჯელობის გარეშე შეუძლებელია. ციტატა კამათს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა აკეთებ დაშვებას: "იქნებ ვცდები?" კი ბატონო, თუკი სხვა ობიექტურად დამიმტკიცებს, რომ მე ვცდები, ხელები ამიწევია... -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
Atm@n |
![]()
პოსტი
#375
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 ![]() |
ციტატა კი ბატონო, თუკი სხვა ობიექტურად დამიმტკიცებს, რომ მე ვცდები, ხელები ამიწევია... თუკი წმინდა წერილებს და წმინდანებს არ მოიშVელიებ და მხოლოდ შენს ლოგიკას და და გამოცდილებას დაეყრდნობი, შევეცდები დაგიმტკიცო ის, რაც მართლმადიდებლობას ეწინააღმდეგება, მაგრამ რაღაც ეტაპზე მაინც ჩაერთვება შენში რწმენის დონე. ციტატა და ის, ვინც ამ განსხვავებულ აზრს აფიქსირებს, განა მისი მიზანიც საკუთარი შეხედულებების წინ წამოწევასა და სხვისთვის ამის დამტკიცებაში არ მდგომარეობს? ყოველთვის არა. მაგალითად სოკრატე ცდილობდა რომ დაერღვია ბევრისთვის ის რწმენა, რაც მათ გამოცდილებაზე არ იყო დაყრდნობილი და მიეყვანა იმ მდგომარეობამდე, როგორც თვითონ იყო: "ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი". მშვენივრადაც ახერხებდა ამას, ამიტომაც მოწამლეს. ციტატა იქნებ დააკოპირო, დაწერო და შენეული განმარტებაც მოაყოლო... არც სურვილი მაქვს და არც დრო ამჯერად. -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#376
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
Atm@n
ციტატა თუკი წმინდა წერილებს და წმინდანებს არ მოიშVელიებ და მხოლოდ შენს ლოგიკას და და გამოცდილებას დაეყრდნობი, შევეცდები დაგიმტკიცო ის, რაც მართლმადიდებლობას ეწინააღმდეგება, მაგრამ რაღაც ეტაპზე მაინც ჩაერთვება შენში რწმენის დონე. ჩემს ადამიანურ ლოგიკას როგორ ვენდო? ![]() საღვთო არსი, ანდაც საერთოდ, უმაღლესი ჭეშმარიტება ყოველივე ლოგიკურზე მაღლა დგას. ციტატა მაგალითად სოკრატე ცდილობდა რომ დაერღვია ბევრისთვის ის რწმენა, რაც მათ გამოცდილებაზე არ იყო დაყრდნობილი და მიეყვანა იმ მდგომარეობამდე, როგორც თვითონ იყო: "ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი". და მართლმადიდებლებმაც ეს "ვაღიაროთ"? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
Atm@n |
![]()
პოსტი
#377
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 ![]() |
George Leluashvili
ციტატა ჩემს ადამიანურ ლოგიკას როგორ ვენდო? ჰოდა მაგიტომაც მიდის რწმენების და ავტორიტეტრების დონეზე "ჭახაჭუხი" ![]() ციტატა და მართლმადიდებლებმაც ეს "ვაღიაროთ"? სოკრატე კი ამბობდა: "შეიცან თავი". და ეს იმ დონეზე მაინც უნდა გააკეთო, რა დონეზეც შეგიძლია. ბევრს ეზარება საკუთარი რესურსის ამოწურვა თავის შეცნობისთვის და მაშინვე ავტორიტეტებს ენდობა. ეს არც ცუდია არც კარგი, უბრალოდ ფაქტია. -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#378
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
Atm@n
ციტატა ჰოდა მაგიტომაც მიდის რწმენების და ავტორიტეტრების დონეზე "ჭახაჭუხი" თავისთავად... როცა შენს პირად აზრებზე არ ხარ დამოკიდებული და შენზე მეტი გამოცდილება ვისაც აქვს იმ სფეროში, რაშიც ხარ დაინტერესებული, რათქმაუნდა მას ენდობი. ციტატა "შეიცან თავი" შენ როგორ გესმის ეს სიტყვები? პ.ს. დღეს რა დღესასწაული იყო? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
Atm@n |
![]()
პოსტი
#379
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 ![]() |
George Leluashvili
ციტატა შენ როგორ გესმის ეს სიტყვები? შეიცნო ვინ ხარ შენ და ვინ არ ხარ. ორი სიტყვით ვერ აღვწერ. ძალიან ძნელია. -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
A.V.M |
![]()
პოსტი
#380
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა შეიძლება სადმე აპოკრიფში ეწერა და ეგ მითხრეს. არ გამოვრიცხავ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 11:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი