![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ნიკუშა |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 10-February 07 წევრი № 1,050 ![]() |
მამაო დამლოცე. მამაო ძალიან მაინტერესებს ჩემი მეგობარი არის სტიქაროსანი და ამბობს რომ სამებაში არის გადაღებული ეშმაკის სურათი ლიტონიობის ღამეს შესაძლებელია თუ არა ეშმაკის ეკლესიაში გამოჩენა სხვათა შორის ბევრს უთქვამს რომ ეს ფოტო ნანახი აქვთ იქნებ რამენაირად დამანახოდ მე არ მჯერა დიდად ეკლესიაში ეშმაკის შესვლის მაგრამ იქნებ მაინც რამენაირად გამარკვიოთ ის ყალბი სურათი არის თუ მართლაც ეშმაკი შევიდა სამებაში ? და როგორ არის შესაძლებელი უფლის სახლში ეშმაკის გამოჩენა
|
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
ბოროტმა შეიძლება ყველგან გამოაჩინოს თავისი მოქმედება. ალბათ გინახავთ, როგორ იკლაკნებიან ეშმაკეულები ეკლესიაში დიდი გამოსვლის, ან ზიარების დროს. ვერანაირი სულიერი სარგებელი ვერ მოაქვთ იმ გამოსხულებეს, რომლებზეც თითქოს არის აღბეჭდილი ბოროტი, ან რომელიმე წმიდანი. ასეთი გამოსახულებების მიმართ ინტერესი ძალიან სერიოზული განგაშის საბაბი უნდა იქნეს. ყველა მამა გვასწავლის უნდობლობას სულიერი სამყაროს მატერიალური გამოვლინებების მიმართ, მითუფრო, როცა ასეთი "გამოცხადებები" არაფერს გვაძლევენ, გარდა გაოცებისა. მახსენედება ერთი მამის ცხოვრების ეპიზოდი, რომელსაც ეშმაკი ქრისტე მაცხოვრის სახით გამოეცხადა. იმ მამამ უთხრა, რომ იმისთვის იღწვოდა, რათა ქრისტე გარდაცვალების შემდეგ ეხილა, და არა ამქვეყნად; უბრაძანა, რომ, ქრისტეც რომ ყოფილიყო, გაცლოდა მის კელიას; მაშინ გამოაჩინა ეშმაკმა თავისი ნამდვილი სახე. ჩვენთვის სურათებზე და გამოცხადებებზე უფრო მნიშვნელოვანია დავინახოთ, როგორ ვეთანხმებით ჩვენივე ნებით ბოროტს, ვნებებს, ცოდვას, და ვებრძოლოთ ეშმაკს საკუთარი გულის სიღრმეებში. შემიძლია მხოლოდ გირჩიოთ: ნუ გამოიჩენთ ნურანაირ ინტერესს მსგავსი სურათების, სიზმრების, გამოცხადებების მიმართ.
-------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი