IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რაჭა ჩემი სიყვარული
ანანო
პოსტი Aug 22 2011, 02:56 AM
პოსტი #1


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



დავბრუნდით rolleyes.gif
რაჭაზე შეყვარებულები
მე ვიტყოდი, რომ ეს იყო არაჩვეულებრივი 2 დღე,
ამინდმა გვცა არაჩვეულებრივი პატივი და მოგვცა საშუალება, შეგვეგრძნო რაჭის ბუნების სიმშვენიერე
მართლაც რომ გამაოგნებელი კუთხეა, საქართველოში

ფოტოებით ნელ-ნელა შეავსეთ დაა გაამრავალფეროვნეთ ჩემი მშრალი რეპორტაჟი

განვლილი მარშრუტი: შაორი-ნიკორწმინდა-ბარაკონი-მრავალძალი-უწერა-შოვი-ჭიორა-ღები
მონაწილენი:
1.ანანო
2.ვალერი
3. di_onise
4. di_onise+
5. ეკატო
6.ქორბუდა
7.მოგზაურა
8.ნეო
9.ლაშა ქორიძე
10.იოანა
11. sally
12.მაშიკო
13-14-15მაშიკოს +
16.თემოს + (თემო)
17ბადრი
18.ისმაილი
19. ანონიმი ფორუმელი N1 (athos)
20. გოგიჩა
21. :lela:
22. nat_uly
23. მაიკუსი
24.ანანოს + სანდრო და +
25. ანონიმიN2(ისევ ანონიმურია biggrin.gif )
26.გურულო
27. ანონიმი N2 +
28. ლაშა ქორიძის +
29.ბუაჩა
30. ბუაჩას + (და)
31.ქეთი გულიაშვილი
32.ბიძია თომა
33.ნათია
34. ნათიას +
35. ანანოს ძმა


ყველაფერი დაიწყო სამთო ქიმიასთან, ზვიადის სამარშუტო როგორც მოსალოდნელი იყო, მაშინვე გაივსო
ორგანიზატორის (ანუ თქვენი მონა-მორჩილის) და კიდევ რამდენიმე ადამიანის არაპუნქტუალურობის გამო (რას გვიშვება ეს სამსახური mad.gif ) გასვლა დაგვიგვიანდა და 9ის წუთებზე გავემართეთ რაჭისკენ
გზაში ვიარეთ მშვენივრად, ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს მძღოლებს, მართლაც რომ გმირულად იარეს rolleyes.gif
სოფელ გომთან ismail-იც შემოგვიერთდა
ქუთ ისელები კი თერჯოლაში გველოდნენ
შაორზე უსაყვარლესი ადამიანი, ძია აბო დაგვხვდა
მოკლედ იდეალური სიტუაცია შეიქმნა
2 საათზე ჩასულებმა მაშინვე დავიწყეთ დაბანაკება, პარალელურ რეჟიმში ბუაჩა კოცონს ანთებდა
კარვების გაშლის შემდეგ, შემოვუსხედით კოცონს, სადაც გურულო, სალი და ქეთი გულიაშვილი საამო ჰანგებით გვართობდნენ
ნელ-ნელა ყველა დაიშალა და ძილს მისცა თავი( ეს დაახლოებით დილის 6 საათზე მოხდა biggrin.gif), ზოგმა მათ შორის გოგიჩამ გაათენეს ცეცხლთან და იმდენს ლაპარაკობდნენ, არც ჩვენ დაგვაძინეს biggrin.gif

დილით მზემ გამოანათა, ნელ-ნელა ავიშალეთ და შაორზე გავცვივდით, ზოგმა იბანავა კიდეც
რამდენიმე საათში ავშალეთ ბანაკი და გავემართეთ ნიკორწმინდისკენ
იქ კარაველებსაც შევხვდით : )
ტაძრის ტერიტორიას და თვითონ ტაძარს რესტავრაცია უტარდება
ამიტომ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, ნორმალურად ფრესკების დათვალიერება
ნიკორწმინდაში ძია აბოსთან დამშვიდობება მოგვიწია, რადგან ქუთაისში ელოდებოდნენ
ხოტევის ციხეზე აღარ ავიარეთ და გავემართეთ ბარაკონისკენ (ულამაზესი ტაძარი, ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი )
რიონშიც გავტოპეთ, ძალიან სახალისო ფოტოებიც გადავიღეთ, რასაც შემოგვთავაზებენ biggrin.gif

ამის შემდეგ გავეშურეთ მრავალძალისკენ (სხირტლაძეების სოფელში)
მიუხედავა ცუდი გზისა, ჩვენმა სპრინტერებმა გმირულად იარეს და ბოლომდე აგვიყვანეს
სასწაული ადგილია. ულამაზესი ხედები, ძველებური სახლები, და სუფთა ჰაერი რაჭულ სიმშვიდესთან ჰაეროვნადაა შერწყმული : )

მრავალძალიდან ჩამოსულებს თემომ და ნათიამ გაგვახარეს, გადასახვევთან გველოდნენ
განვაგრძეთ გზა და მომდევნო გაჩერება უწერაში გვქონდა, მჟავე წყლებთან
თითოეული გაჩერება, საკმაოდ დიდხანს გვიგრძელდებოდა, რამაც ზოგჯერ აღმაშფოთა

უწერიდან გავემართეთ შოვისკენ, სადაც ვაპირებდით დაბანაკებას
იქაური მაცხოვრებელის დახმარებით არაჩვეულებრივი ადგილი ვნახეთ დასაბანაკებლად
კოცონი დავანთეთ, კარვებიც გავშალეთ და შემოვუსხედით,
მომღერლების შესანიშნავი სამეული გვართობდა, თემო თავის ამპლუაში იყო ანუ თამადობდა biggrin.gif
ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, სიამოვნებით გავიმეორებდი
პირველად მეძინა მრავალვარსკვლავიან სასტუმროში ღია ცის ქვეშ
მაგრამ ძილი ვინ გაცადა, დეისაძის მეგობარ თემოს ადრე გაეღვიძა და სხვაც არ დააძინა : საძაგელი ბავშვი:

ნელ-ნელა წამოვიშალეთ, ზოგმა სანატორიუმი დავათვალიერეთ
ულამაზესი კურორტია( სიამოვნებით წავიდოდი და დავისვენებდი, ყველანაირ ცივილიზაციას მოცილებული )
სალი დაინტერესდა იქაური ფასებით, სანატორიუმის უფროსისგან რჩევებიც მიიღო( : D) და დავბრუნდით ბანაკში

როგორც იქნა ავბარგდით დაახლოებით 13 საათისთვის
გავემართეთ ღებისკენ, საკმაოდ ცუდი გზა იყო, ქვიანი და მიხვეულ-მოხვეული

ერთ ადგილზე გავჩერდით, იქვე თივის ზვინი იყო, დავიწყეთ ფოტოების გადაღება
ამ დროს მანქანამ ჩამოიარა,გაჩერდა და უცხოელმა ტურისტმა ფოტოების გადაღება დაიწყო, რა თქმა უნდა შემოგვიერთდნენ, ერთად ფოტოც გადავიღეთ. აღმოჩნდა გაქრისტიანებული თომა და ქართველი გოგონას მეუღლე, ისეთი საყვარელი ბავშვი ჰყავდათ,დიდი ლოყებით და ლამაზი თვალებით, ყველამ ვიპოზიორეთ მასთან
დავემშვიდობეთ ამ მშვენიერ ოჯახს და განვაგრძეთ გზა

სოფელ ღებში ასულებს, იქაურმა მაცხოვრებლებმა ძალიან სასიამოვნო წუთები გვაჩუქეს
გვიმღერეს, იქაური წეს-ტრადიციები და ლეგენდები მოგვიყვნენ
ბავშვებს წამოსვლა აღარ უნდოდათ: )


რადგან გვაგვიანდებოდა თბილისში, ძლივს ჩავსვი ყველა სამარშუტოში
მე და სალის ბედი გვეხსნებოდა, მაგრამ თავი დავიფასეთ და დროებით გადავდეთ : D

გზად ჭიორაში შევიარეთ,
მოვილოცეთ ჭიორას წინდა გიორგის სახელობის ტაძარი
გავიცანით იქაური მაცხოვრებლებიც

ამის შემდეგ გამოვემართეთ თბილისისკენ

ნაქერაალაზე კარაველებსაც შევხვდით, საერთო ფოტოც გადავიღეთ და დავადექით გზას

უკვე მენატრებით, ძალიან ლამაზი დღეები იყო wub.gif













ერთს დავამატებ : ძალიან მიყვარხართ wub.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ანანო   რაჭა ჩემი სიყვარული   Aug 22 2011, 02:56 AM
gurulo   di_onise აბა კიდე დაგვან...   Aug 26 2011, 02:35 AM
gurulo   ესეც მოგზაურას სურ...   Aug 26 2011, 04:18 PM
Ismail   ესეც [url=http://allshares.ge/download.ph...   Aug 30 2011, 12:46 PM
L@SH@KoRi   gurulo კარგია გურულო კ...   Aug 26 2011, 09:08 PM
tamuna m   საშინლად დამწყდა გ...   Aug 27 2011, 12:02 AM
ანანო   საშინლად დამწყდა ...   Aug 27 2011, 12:12 AM
tamuna m   ანანო :* მე და თემოს ...   Aug 27 2011, 02:40 PM
ანანო   ანანო :* მე და თემოს ...   Aug 27 2011, 03:11 PM
tamara   http://karavi.ge/viewtopic.php?t=5217&post...der=a...   Aug 28 2011, 12:33 PM
di_onise   აქ არ დავდებ, ლინკზ...   Aug 28 2011, 03:06 PM
ანანო   ბავშვებო შეკრების ...   Aug 29 2011, 08:19 PM
athos   მოკლედ, მე რაჭულად ...   Aug 31 2011, 12:31 AM
L@SH@KoRi   მე ხვალ ვერ მოვდივ...   Aug 31 2011, 12:46 AM
ანანო   ვაჟას სურათებია, ჩ...   Sep 3 2011, 12:00 AM
tatilinta   მმრავალზდზლიდან ხ...   Sep 4 2011, 12:29 AM
jariskaci   მაინც გავიპარე კად...   Sep 11 2011, 01:37 PM
maikusi   მაინც გავიპარე კა...   Sep 11 2011, 01:55 PM
jariskaci   maikusi მე არ მცალია ახლ...   Sep 11 2011, 04:15 PM
ანანო   jariskaci ველოდები მოუთმ...   Sep 12 2011, 01:12 AM
2 გვერდი V < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th February 2026 - 04:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი