![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
d.p |
![]()
პოსტი
#101
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,115 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 763 ![]() |
ვაააა ნაღდად არ მეგონა აქაც თუ 'ქუჩის აკადემიაზე' წავიდოდა საუბარი. ეგ ვართ რა ქართველები- ცხოვრება ნინიას ბაღი გვგონია - სულიერებაც გვინდა და ქუჩაში ხეტიალზეც არ ვამბობთ უარს, კაი ცხოვრებაც გვინდა და ხელის და ჭკუის განძრევა გვეზარება- სამწუხაროდ ეგრე არ გადის- ან ერთი უნდა აირჩიო ან მეორე. მოზარდების აზრი გასაგებია- გაიზრდებიან ჭკუას ისწავლიან, მაგრამ ზრდასრული ხალხის აზრები მაოცებს.... რაც შეეხება კაცობას- კაცობა ჩემი აზრით ისაა, როცა ახალგაზრდა კაცი შრომით და სწავლით მიაღწევს იმას, რომ 19-20 წლის ასაკში ოჯახს ეხმარება, და არა ქუჩაში უაზროდ ხეტიალი და ფუჭად დროის კარგვა- დრო ყველაზე ძვირფასი რამაა- არასდროს დაბრუნდება....
მნათე ციტატა ტიპირი მაგალითი, როგორ შეიძლება იყო საზიზღრული გააზრების blink.gif რა უნდა იცოდე აბა? და თუ ქუჩაში არ ლპები [პირდაპირი მნიშვნელობით] ესეიგი სახლში ზიხარ? და თუ მსოფლიოში ყველაზე მარაზმი მანერები არ გაქვს? გეტყობა აზრიანი ბიჭი ხარ- ეგრე გააგრძელე. |
S W A T |
![]()
პოსტი
#102
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
d.p
ციტატა ვაააა ნაღდად არ მეგონა აქაც თუ 'ქუჩის აკადემიაზე' წავიდოდა საუბარი. ეგ ვართ რა ქართველები- ცხოვრება ნინიას ბაღი გვგონია - სულიერებაც გვინდა და ქუჩაში ხეტიალზეც არ ვამბობთ უარს, კაი ცხოვრებაც გვინდა და ხელის და ჭკუის განძრევა გვეზარება- სამწუხაროდ ეგრე არ გადის- ან ერთი უნდა აირჩიო ან მეორე. მოზარდების აზრი გასაგებია- გაიზრდებიან ჭკუას ისწავლიან, მაგრამ ზრდასრული ხალხის აზრები მაოცებს.... რაც შეეხება კაცობას- კაცობა ჩემი აზრით ისაა, როცა ახალგაზრდა კაცი შრომით და სწავლით მიაღწევს იმას, რომ 19-20 წლის ასაკში ოჯახს ეხმარება, და არა ქუჩაში უაზროდ ხეტიალი და ფუჭად დროის კარგვა- დრო ყველაზე ძვირფასი რამაა- არასდროს დაბრუნდება.... საზოგადოებაში და კონკრეტულად ახალგაზრდობაში ასეთი სტერეო ტიპია, რომ თუ ქუჩაში არ იდგები სხვა დაგჩაგრავს. გოგოებსაც ეს ქუჩის ბიჭები უფრო მოსწონთ(თინეიჯერებს), სხვათაშორის ერთხელ სკოლაში დამრიგებელმა გვითხრა ქუჩის აკადემიან უნდა გაიაროთო. არასდროს არ ვმდგარვარ ქუჩაში და არც ქურდების ოფშიაკში ფული არ შემიტანია. ვვარჯიშობდი და ვსწავლობდი. თავიც არავისთვის დამიჩაგვრინებია. ისე მაგარი ბანძი საზოგადოება გყვავს. ძველი თაობის ხალხი რომ გამოდის ტელევიზორში პირდაპირ ძველბიჭობას ქადაგებენ. თურმე ნარკოდილერი რომელიც ასობით ახალგაზრდას წამლავს და აფუჭებს და ამის შესახებ მიაწოდო ინფორმაცია ოპერატიულ დეპარტამენტებს თურმე ეს ჩაშვება და აღარ დავწერ რა იმ სიტყვას იმედია მიხვდებით. ასე ბრძანაბა ჯანსურ ჩარკვიანმა და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებმა. |
KAIROS |
![]()
პოსტი
#103
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ამის შესახებ მიაწოდო ინფორმაცია ოპერატიულ დეპარტამენტებს თურმე ეს ჩაშვება და აღარ დავწერ რა იმ სიტყვას იმედია მიხვდებით. ასე ბრძანაბა ჯანსურ ჩარკვიანმა და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებმა ჩარკვიანი იმ ქუჩას დიდად არ გაცილებია და ამიტომაა რომ ასეთ სისულელეებს ამბობენ! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
S W A T |
![]()
პოსტი
#104
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
|
თათი87 |
![]()
პოსტი
#105
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ციტატა შენ რაც გინანია და მოგინანიებია, ის ცოდვა აღარ ჩაგიდენია, თუმცა იცი რომ ცოდვაა და არ უნდა ჩაიდინო ყოველ შემთხვევაში მიცდია მაინც , რომ აღარ ჩამედინა! და ზოგიერთი მართლაც აღარ გამიმეორებია! ის ცოდვა, რომლის სინანულიც არ მასვენებს მეორედ აღარ ჩამიდენია! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
Murzayani |
![]()
პოსტი
#106
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 10-January 07 მდებარ.: Gldani!!! წევრი № 842 ![]() |
ჩემი აზრით ქურდული სამყარო დიდ გავლენას ახდენს დღევანდელ თაობაზე, მაგრამ პირადად ჩემზე არანაირს, ბიჭებს გონიათ რომ უბანში დანის ტრიალი კაცობა და ვაჟკაცობაა, უფროსების პატივისცემას და სიყვარულს არანაირ უპირატესობას არ ანიჭებენ, ზრდილობაზე აღარ ვლაპარაკობ! უნდა შეეცადო იპოვო ისეთი მეგობარი რომელსაც არ აინტერესებს ქურდული სამყარო და ცხოვრობს ადამიანური ცხოვრებით! ვინც ეძებს ის პოულობს!
-------------------- ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#107
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
Murzayani
მე ვპოვე, ამ ფორუმზე, ცხოვრებაშიც მყავს რამოდენიმე ნამდვილი მეგობარი |
ბექა |
![]()
პოსტი
#108
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 ![]() |
ზურაბი
ციტატა რატო შურის გება!მე არანაირად კაცს არ დავჭრი!ქუჩაში მარტო მაგას არ გასწავლიან!ქუჩაში უფროსის პატივის ცემასაც გასწავლიან და გოგოს(ჩემთან ყოველშემთხვევაში ასეა)და მე რაც კარგია იმას ვსწავლობ და არა "აბაროტის" აღებას და რაღაც ეგეთებს შენ რა უბნელი ხარ? მე ძალიან ბევრჯერ შევსწრებივარ ისეთ ამბავს რომ ვიღაც 14-15 წლის ლაწირაკი მამის ტოლა კაცს ეხიპიშება ამაზე რას იტყვი? ან და ძალიან ხშირად გამიგონია ესეთი ფრაზა:"ბიჭო ქუჩამ დიდი და პატარა არ იცის" ამაზე რას მეტყვი?? ქავთარაძემ რამდენიმე პოსტის უკან სწორად თქვა რომ ქურდს ანუ სიტყვას სხვა დანიშნულება ჰქონდა ადრე და პერსონასაც თვითონ და ეხლა სხვა დანიშნულება აქვს! აბა დღევანდელ ახალგაზრდობის უმეტესობას რამდენიმე წმინდა მამის სახელი მოსთხოვე იმაზე ვერ გიპასუხებს და აბა რამდენიმე ავტორიტეტის სახელი მოსთხოვე ისე ჩამოგითვლის ვითომც არაფერი ეს სწორია?? ![]() და კიდევ ერთი შენ რამდენი წლის ხარ როგორც ვიცი ასაკით პატარა ხარ?? |
მნათე |
![]()
პოსტი
#109
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
რა საშინელებაა!
ქუჩა ეს უკლტურობის, უზნეობის და მარაზმის, მაგალითია, ქრისტეანები უკულტუროები არ ვართ და ასეთად ნუ წარმოგვაჩენთ! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ბექა |
![]()
პოსტი
#110
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 ![]() |
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#111
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მთელი დღე ქუჩაში გაზრდილი ბავშვი არ ვარგა, მაგრამ მთლდ სტერილურიც არ ვარგა. ბავშვმა ცუდის და კარგის გარჩევა უნდა ისწავლოს. თუმცა ტავლყურის დევნება საჭიროა. მნათეს იმიტომ არ უყვარს ქუჩა, რომ მისთვის საინტერესო ინფორმაციას იქ ვერ ღებულობს, იქ რაც ტრიალებს არ აინტერესებს, ამიტომ ძალით, რომ ჩააგდო ქუჩაში ალბათ არც გაჩერდება. ეს ბუნებრივია. მნათემ უკვე გააკეთა აირჩევანი, ზუსტად იცის რა აინტერესებს ამიტომ მისი პოზიცია გასაგებია, მაგრამ ძალით ცაკეტვა ბავშვის სახლში რამდენად სწორია არც კი ვიცი. შეილება უმჯობესიც იყოს, შეიძლება არა.
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#112
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მხევალი ნინო
ციტატა მთელი დღე ქუჩაში გაზრდილი ბავშვი არ ვარგა, მაგრამ მთლდ სტერილურიც არ ვარგა. ბავშვმა ცუდის და კარგის გარჩევა უნდა ისწავლოს. თუმცა ტავლყურის დევნება საჭიროა. მნათეს იმიტომ არ უყვარს ქუჩა, რომ მისთვის საინტერესო ინფორმაციას იქ ვერ ღებულობს, იქ რაც ტრიალებს არ აინტერესებს, ამიტომ ძალით, რომ ჩააგდო ქუჩაში ალბათ არც გაჩერდება. ეს ბუნებრივია. მნათემ უკვე გააკეთა აირჩევანი, ზუსტად იცის რა აინტერესებს ამიტომ მისი პოზიცია გასაგებია, მაგრამ ძალით ცაკეტვა ბავშვის სახლში რამდენად სწორია არც კი ვიცი. შეილება უმჯობესიც იყოს, შეიძლება არა. მესმის შენი პათოსი, თუმცაღა ვერ დაგეთანხმები იმისათვის, რომ გაიგოს ადამიანმა რაიმე ცუდი არის თუ არა, არ არის სავალდებულო რომ გამოსცადოს ან უფრო ახლოს გაიგოს იგი. ამას უპირველესად სჭირდება მორჩილება (ზოგადად) ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში - მშობლის მორჩილება (თუ რა თქმა უნდა, მშობელი თავად არ უბიძგებს ბავშვს ასეთი ცხოვრებისაკენ ![]() ყველაზე უსაშინლესი, რაც შეიძლება ადამიანმა განიცადოს, არის ჯოჯოხეთი, რომლის შესახებ ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ ვცდილობთ მოვერიდოთ მას (უხილავს და შეუცნობელს), ვუჯერებთ რა ქრისტეს წმიდა ეკლესიას. ამდენად ბავშვმა არ არის სავალდებულო გაიგოს რა არის "ძველბიჭობა" თუ რაღაც ამდაგვარი სიბნელე. მას უნდა ესმოდეს, იცოდეს და შეეძლოს, რომ დაუჯეროს და დაემორჩილოს ეკლესიას და მშობლებს. სხვაგვარად არ წარმომიდგენია -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#113
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
კანონისტი
მე ბევშვობა ისეთ ქუჩაში გავატარე, რომელიც არ იყო საშიში. ეს ტაობა მეცოდება, არ შეიძლება ბავშვს ქუჩა და თავისუფლება მოაკლო, მაგრამ მოაკლდა. ქუჩაში ქურდულ კანონებს, რომსწავლობდნენ რა უჭირდათ, ქურDებს ერთმანეთსი არ აქვთ ცუდი კანონები, ნარკომანობას სწავლობენ და იარაღით მკვლელობას, ყველანაირად არაკაცურ საქციელს. არ ვიცი ეს მხოლოდ ჩემი აკვიატებული აზრია თუ არა, მაგრამ ასე მგონია, რომ ჩვენი ბავშვები მომავალი თაოაბა და განსაკუთრებით ბიჭები ძალიან დასუქდნენ, ეს ზუსტად ქუჩის უკმაისობის ბრალია. რაც არ უნდა კარგი ასწავლო ბავშვს ის მაინც სახლში ზის უძრავად. მერე მე შენ გეტყვი და ქართქველი სპორტზე შეიყვანს ბავშვს??? არ დაიჯეროთ. მთელი ბავშვობა მე და ჩემი ძმა ცურვაზე დავდიოდით, ჩემს ჯგუფში მე და ერთი გოგო ვიყავით მარტო ქართველები. ეხლა მგონი უარესი სიტუაციია, ასეთი ბიჭები უვარჯიშებელი და დოყლაპიები უნდა ჩვენს ქვეყანას????? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
missis_kartveli |
![]()
პოსტი
#114
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 ![]() |
კანონისტი
გეთანხმები აბსოლიტურად. ბავშვი თუ ერთი ქუჩაში გაუშვი მაშინ მშობელმა უნდა ჩათვალოს რომ ის მისი აღარ არის. ბავშვს იზიდავს ის, რაც აკრძალულია. ამიტომ ბავშვმა თვითონ კი არ უნდა გაარჩიოს ცუდი და კარგი არამედ მშობლმა უნდა წარმართოს მისი გზა სწორედ. ბავშვი სარკეა და რა გარემოშიც გაზრდი იმას აირეკლავს, ბავშვები რომლებიც ქუჩაში იზრდებიან მოკლებული არიან სულიერ საზრდოს, სწავლაზეც ხელს იღებენ და სხვა რამეზე არიან გადართულნი. ამიტომ ვფიქრობ რომ ბავშVი სახლში უნდა გაიზარდოს. შიეძლება ქუჩაშI ან პარკში, ქალაქში გაისეირნოს და ცოტა ხანს ითამაშოს კიდევაც ოღონდ მშობლის თანხლებით. ბავშვი დაკავებული უნდა იყოს იმდენად რომ ქუჩისთვის დრო არ რჩებოდეს. |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#115
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
miss_kartveli
ციტატა ბავშვი დაკავებული უნდა იყოს იმდენად რომ ქუჩისთვის დრო არ რჩებოდეს. როგორც წესი უცხო ენების სწავებით არიან დაკავებულები, ხოდა აი შედეგიც გასიებული არასპორტული დიყლაპია ბიჭები. კარგი რა -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
missis_kartveli |
![]()
პოსტი
#116
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 ![]() |
მხევალი ნინო
მე იმას ვამბობ ბავშვი დაკავებული უნდა იყოს ანუ, დადიოდეს სპორტზე, სხვადასხვა წრებზე და სავლობდეს. აბა შენ იმა ეთანზმები ქუჩაში იყოს მთელი დღე? მაგას ჯობია ინგლისური ისწავლოს და "არასპორტული დოყლაპია" იყოს ვიდრე კაი ბიჭი |
შეხვეწილი |
![]()
პოსტი
#117
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 ![]() |
ქუჩა აუცილებელია, მაგრამ ქუჩაც არის და ქუჩაც.
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#118
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
miss_kartveli
ციტატა მაგას ჯობია ინგლისური ისწავლოს და "არასპორტული დოყლაპია" იყოს ვიდრე კაი ბიჭი ყველაფერს კონტროლი სჭირდება, არც სახლში გამოკეტილი ვარგა და არც ქუჩაზე თავგადაკლული. მხოლოდ ცუდი ბიჭები არ არიან ქუჩაში, ამიტომ ის უნდა არკვიო შენი შვილი რა წრეშია და ვისთან ტრიალებს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
missis_kartveli |
![]()
პოსტი
#119
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 ![]() |
მხევალი ნინო
ყოველთვის ქუჩაში ვერ გამოეკიდები, და ყვეოლგან ვერ სდევ, ეგ შენი აზრია, ქრისტიანული ღზრდა კი სხვას გვასწავლის |
ბექა |
![]()
პოსტი
#120
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 ![]() |
13-15 წლის ასაკის ბავშვებზეა ხომ აქ საუბარი და თუ უფრო დიდია ასაკით მით უკეთესი იცით უნდა შეეძლოს იმის გაანალიზება რა არის მისთვის კარგი და რა ცუდი ამიტომ მოდი იმას ნუ მოვყვები ქუჩა სულ ცუდია უბრალოდ კარგი და ცუდი ყველგანაა გააჩნია მისი გარკვევა შეგეძლოს აბა მაშინ უფალმა აზროვნება რისთვის მოგვცა მაინტერესებს ძაან?
![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი