IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ.
A.V.M
პოსტი Oct 12 2013, 11:14 PM
პოსტი #121


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ამბიონი” უცვლელად გთავაზობთ:

“სვეტიცხოვლობის ზეიმთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ა.წ. 13 ოქტომბერს, კვირას, ლოცვა დაიწყება 18.00 სთ-ზე, ხოლო წირვა, – 14 ოქტომბერს 10.00 სთ-ზე. წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II წმიდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.
მრევლისთვის ორშაბათს, 14 ოქტომბერს, ავტობუსები გავა საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8.00 სთ-ზე.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ლოცვაზეც და წირვაზეც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული იქნება წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოძიებული მსოფლიო დიდთა წმინდანთა წმიდა ნაწილები და ხალხს ექნება საშუალება მიახლებისა”, – ნათქვამია განცხადებაში.
http://www.ambioni.ge/saqartvelos-sapatria...deba-12-10-2013


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 13 2013, 05:27 PM
პოსტი #122


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ინფორმაციისთვის... მიტროპოლიტი თადეოზი ჩვეულებრივ რჩება წმინდა სინოდის წევრად და სინოდის განჩინებით მას ებოძა მარაბდელი (ტიტულოვანი) მიტროპოლიტობა და დაინიშნა ლიტურგიკული კომისიის წევრად... ასევე მრავალწლიანი დამსახურებისათვის დაენიშნა საპატიო პენსია... ამის შემდეგ ის მოიხსენიება როგორც მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზი....
https://www.facebook.com/MitropolitiTadeozi


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Oct 13 2013, 07:06 PM
პოსტი #123


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



A.V.M
ფუნქციურად იგივის გაკეთებას სეძლებს? მაგალითად მღვდლად ხელდასხმას და ა.შ?


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 13 2013, 10:08 PM
პოსტი #124


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



qetevano
თუ უნდა კი ბატონო...
უეპარქიო ეპისკოპოსია რა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 21 2013, 12:37 AM
პოსტი #125


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ეპისკოპოს მიქაელ გაბრიჭიძის სიტყვა , წარმოთქმული ეპისკოპოსად კურთხევაზე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 8 2013, 05:20 PM
პოსტი #126


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით და უშუალო მონაწილეობით საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიას გადმოეცა უდიდესი ქრისტიანული სიწმიდეები და მათი ავთენტურობის დამადასტურებელი საბუთი.

ეპარქიას გადმოეცა შემდეგი წმიდა ნაწილები :

1. წმიდა ამბროსი მედიოლანელი ეპისკოპოსი (+397)
2. წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (I)
3. წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა (I)
4. წმიდა ნიკოლოზი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი (დაახ. + 345)
5. წმიდა იოანე წინასწარმეტყველი , წინამორბედი და ნათლისმცემელი (I)
6. წმიდა დიდმოწამე გიორგი (+303)
7. წმიდა დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი ( +305)
8. წმიდა სპირიდონი, ტრიმუფუნტიელი ეპისკოპოსი ( +348)
9. წმიდა იოანე ოქროპირი (+407)
10. წმიდა ანტონი დიდი (+356)
11. წმიდა პავლე თებაიდელი (+341)
12. წმიდა დიდმოწამე ბარბარე (+ დაახლ. 306)
13. წმიდა მოწამე ნატალია (+305-311)
14. წმიდა იოანე მოწყალე - ალექსანდრიელი პატრიარქი (VII)
15. წმიდა ბასილი დიდი (+379)
16. წმიდა მართალი ლაზარე , ოთხთა დღეთა საფლავით მდებარისა (I)
17. წმიდა მართა (I)
18. მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანე (+34)
https://www.facebook.com/photo.php?fbid=565...&type=1&theater


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 8 2013, 05:25 PM
პოსტი #127


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ბარემ სურათიც დავდოთ.
IPB-ს სურათი


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 8 2013, 05:33 PM
პოსტი #128


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
ციტატა
ბარემ სურათიც დავდოთ.

დაგიშალა ვინმემ?
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 8 2013, 05:42 PM
პოსტი #129


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
ხო და მაგიტომაც დავდე biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 10 2013, 10:51 PM
პოსტი #130


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სვეტიცხოველში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი ეკურთხა
15:17 10-11-2013
სვეტიცხოველში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი ეკურთხა სვეტიცხოველში დღეს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი ეკურთხა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახლად ნაკურთხი ეპისკოპოსი დალოცა და "ძლიერებისა და უფლების" სიმბოლოდ კვერთხი გადასცა.
"დღეს კიდევ ერთი დიდი და ისტორიული დღეა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კიდევ ერთი მღვდელმთავარი, მეუფე სვიმეონი შეემატა. ყოველი სასულიერო პირის მოღვაწეობა არის მსახურება უფლისა და ერის წინაშე. დღეს ჩვენს წინაშეა ახალგაზრდა ეპისკოპოსი. შევთხოვ უფალს, მისცეს მას თავმდაბლობა, მორჩილება, სიწმინდე, განცდაი თვისთა ცოდვათა და არა - განკითხვა ძმისა ჩვენისა. იმედი მაქვს, საქართველოს წმინდა სინოდი გამოირჩევა თავმდაბლობითა და სიკეთით. ამიტომ მოგვცა უფალმა 4 ეპისკოპოსიდან 45 ეპისკოპოსი. მთავარი მიზანი არ არის, ბევრი ეპისკოპოსი გვყავდეს. ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ერს, გაჭირვებულს, გზაზე დავაყენოთ შეცდომილი და ბრმას ავუხილოთ თვალები",- ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა წირვის დასასრულს ეპისკოპოს სვიმეონს კვერთხი გადასცა და ისურვა, "მშვიდობით მწყემსოს" ხაშურისა და სურამის ეპარქიის მრევლი.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-ekurthkha.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 12 2013, 01:55 AM
პოსტი #131


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



არქიმანდრიტ ბართლომეს წყევლასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
14:49 11.11.2013
როგორც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "მღვდლობის ხარისხის მქონეს, არა აქვს უფლება, აღნიშნული ქმედება თვითნებურად განახორციელოს, რაც სერიოზული დარღვევაა და ამის გამო დაედო ეპიტემია".

"როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავრცელდა არქიმანდრიტ ბართლომეს (ფირცხალაიშვილი) მიერ დადებული წყევლა. მსგავსი ქმედება უკვე მეორედ განმეორდა. მართალია, ორივე შემთხვევაში მას ეკლესიის და ქვეყნის დაცვის სურვილი ამოძრავებდა, მაგრამ როგორც მღვდლობის ხარისხის მქონეს, არა აქვს უფლება, ეს განახორციელოს თვითნებურად, რაც სერიოზული დარღვევაა და ამის გამო დაედო ეპიტემია. ეკლესია ყოველთვის ლოცულობს საქართველოსთვის და ავედრებს ჩვენ ქვეყანას უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ანგელოზთა და წმიდათა დასს, რაც ბუნებრივია, გულისხმობს, ჩვენ მფარველად და წინამბრძოლად ყოვლადწმინდა სამების და ზეციურ ძალთა მოხმობას. უფალი ყველას მიაგებს საქმეთა მათთაებრ და დაუსჯელი არავინ დარჩება - არც ცილისმწამებელნი და არც ღვთისა და ქვეყნის მოღალატენი. ასე, რომ, ღმერთის მსჯავრი ისედაც აღსრულდება თითოეულ ჩვენგანზე, ოღონდ როდესაც ესა თუ ის პიროვნება ზოგჯერ წყევლით ცდილობს, დააჩქაროს უფლის სასჯელი, ამით იგი საფრთხეში იგდებს თავის თავსაც, რადგან თუ ის მართალი არ არის ღვთის წინაშე, თავად აღმოჩნდება უფლის სასჯელის ქვეშ", - ნათქვამია განცხადებაში.

გვანცა დიდებაშვილი

http://pirweli.com.ge/?menuid=23&id=48041#...nTGBjQ.facebook


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 12 2013, 02:06 AM
პოსტი #132


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მეუფე სვიმონ ცაკაშვილის წარდგინება


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 13 2013, 01:56 AM
პოსტი #133


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



პატრიარქის მდივანი: ჩვენ არცერთ ადამიანს არ დავზოგავთ

“ საზოგადოება ეკლესიას გვერდით უნდა დაუდგეს და ერთად უნდა გავაპროტესტოთ ეს ამბავი. ამ ორგანიზაციაში არის დაზიანებული და დაავადებული ხალხი, როგორ შეიძლება მათ ბავშვები ჩავაბაროთ? ეს არის საშინელი, ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს. ვფიქრობ, რომ მთელი საზოგადოება ეკლესიას გვერდით დაუდგება. ჩვენ აუცილებლად გავაპროტესტებთ ამ ამბავს. თუ ორგანიზაცია "იდენტობის" ინიციატივას მხარს სახალხო დამცველიც უჭერს, მაშინ სახალხო დამცველიც დაიმსახურებს კრიტიკას. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ბავშვების ბედი ვანდოთ? ამათ როგორ უნდა აღზარდონ ბავშვების ნაწილი? ამაზე უარესი ტრაგედია არ არსებობს. ეს გახდება ძალიან დიდი მსჯელობის და ძალიან დიდი სკანდალის საგანი. სახალხო დამცველის გარდა, ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ამ საზოგადოების ინიციატივას დაუჭერს მხარს, ან ფინანსურ დახმარებას გაუწევს, ნებისმიერი ადამიანი გახდება კრიტიკის საგანი. ვინც ასეთი ადამიანების საქმიანობაში ქველმოქმედებას გამოიჩენს, ჩვენ არცერთ ადამიანს არ დავზოგავთ. ეს დაჯგუფება იმდენად დისკრედიტირებულია, რომ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველაფერს გამოიყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციონ, განსაკუთრებით უცხოური დონორი ორგანიზაციების მხრიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს საკითხი აუცილებლად გახდება მთელი საზოგადოების მსჯელობის საგანი, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, საქართველოს საპატრიარქოს მხარს დაუჭერს და ამ ფაქტს გააპროტესტებს ”

http://www.tabula.ge/ge/verbatim/76922-pat...ns-ar-davzogavt


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 13 2013, 09:27 AM
პოსტი #134


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
რაზეა საუბრაი?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 13 2013, 03:57 PM
პოსტი #135


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



საპატრიარქოს განცხადება (12.11.2013)

საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას მიმართავს თხოვნით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხილვა დროებით გადაიდოს. საპატრიარქო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ამბიონი” უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ 69 პრიმა მუხლის პირველ რედაქციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მის “ა”, პუნქტთან მიმართებაში (სადაც რელიგიური ორგანიზაციები, ღვთისმსახურები და მორწმუნეები იყო ნახსენები), ჩვენც გვქონდა შენიშვნები. სწორედ ამიტომ, ინტერრელიგიური ჯგუფის სამუშაო სხდომაზე, რომელშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც მონაწილეობს, ხუთშაბათს, 7 ნოემბერს, მოწვეულნი იყვნენ აქ გაწევრიანებული რელიგიური გაერთიანებები და კანონპროექტის ავტორი, შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია.
შეხვედრაზე, რომელსაც მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრენ, ბატონმა ლევანმა წარმოადგინა მუხლის გადამუშავებული, ახალი ვარიანტი, სადაც სადაო “ა” პუნქტი საერთოდ იქნა ამოღებული, ხოლო “გ” პუნქტმა განიცადა ცვლილება. გაიმართა საინტერესო დისკუსია და აზრთა გაცვლა.

ვინაიდან ინფორმაცია საპატრიარქოში დაგეგმილი ამ შეხვედრის თაობაზე რამდენიმე დღით ადრე მიეწოდა საზოგადოებას, როგორც ჩანს, ტოლერანტობის ცენტრმა (ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი) მოინდომა სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელთა თავისთან უფრო ადრე შეკრება და ამ შეხვედრის საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენება.
თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: შეხვედრაზე იქ მისულ რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს და შემდგომ უკვე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას უარყოფითი დამოკიდებულება მუხლის ძველ, ჩვენთვისაც სადაო რედაქციაზე დააფიქსირებინეს (მაშინ, როდესაც ამ პერიოდისათვის ცვლილება 69-ე მუხლში უკვე განხორციელებული იყო), რითაც ზემოაღნიშნული ორგნიზაციებისა და ზოგადად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა გამოიწვიეს.

ითვალისწინებს რა საკითხისადმი საზოგადოების ინტერესს და იმ გარემოებას, რომ ტოლერანტობის ცენტრის მიერ გადადგმულმა ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯმა კანონპროექტთან დაკავშირებით გაურკვევლობის ფონი შექმნა, საქართველოს საპატრიარქო მიმართავს თხოვნით ხელისუფლებას, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დროებით გადაიდოს აღნიშნული ცვლილებების განხილვა. მანამდე კი მოეწყოს საჯარო შეხვედრები და დიკუსიები კანონპროექტის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ნაკადული:\ ambioni.ge


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 13 2013, 05:50 PM
პოსტი #136


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



სკანდალი საპატრიარქოსა და "იდენტობას" შორის - თავშესაფარი ლგბტ პირებისა და უსახლკაროებისთვის


გაზულუქებული ტიპები არიან, რომელთაც სიკეთის კეთების იდეაზეც კი მონოპოლია აქვთ, - ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე სასულიერო პირების განცხადებებს ეხმაურება.

ირაკლი ვაჭარაძე საპატრიარქოს მადლობას უხდის - რომ არა სასულიერო პირების უარყოფითი რეაქცია თავშესაფრის მოწყობასთან დაკავშირებით, "იდენტობის" ინიციატივას არავინ გააშუქებდა.

"რა პასუხი უნდა გავცე იმას, რომ ადამიანს ეუბნები, მირჩევნია ვინმე ქუჩაში მოკვდეს, ვიდრე ვინმემ სიკეთე გაუკეთოს და ეს არ ეხება მარტო "იდენტობას", მე არ მეშინია საპატრიარქოზე საუბრის. მონოპოლიაა, ჩვეულებრივი ბიზნესია, ფულს აგროვებენ. რა კომენტარი შეიძლება, გავაკეთო? ჩვეულებრივი აწყობილი ბიზნესია, უკონტროლო, გაზულუქებული ტიპები არიან, რომელთაც სიკეთის კეთებაზეც კი მონოპოლია აქვთ. ბიზნესია. შეუზღუდავი შემოწირულობები სად მიდის, არავინ იცის, უამრავი მილიონები იხარჯება. და ამ დროს ადამიანები მაინც კვდებიან ქუჩაში.

გაღიზიანება შეიძლება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აქამდე ქველმოქმედებისთვის საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად ეკლესია უკონკურენტოდ ითვლებოდა. როცა ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ ძალიან ბევრი უსახლკარო ადამიანი კვდება, გამოჩნდა პრობლემა, რომ რეალურად უზარმაზარი თანხები, რაც მიდის ამ დაწესებულებაში, შესაძლოა, სრულად არ ხმარდებოდეს ქველმოქმედებას და ამიტომ გაბრაზდნენ. მეტი რაციონალური ახსნა აქ არ შეიძლება არსებობდეს. რაც ეხება იმას, რომ მე გეი ვარ და ამიტომ არ უნდა გავაკეთო, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩემი გადახდილი გადასახადები თუ გინდათ და ჩემი წაკითხული ლექციები?", - ამბობს ვაჭარაძე.

ორგანიზაცია "იდენტობა", რომელიც საქართველოში ლგბტ წევრების უფლებებს იცავს, უსახლკაროებისთვის სოციალური თავშესაფრის გახსნას გეგმავს. როგორც ვაჭარაძე, ამბობს, თავშესაფრისთვის 80 კვ მეტრის ფართი ერთ-ერთმა მოქალაქემ აქცია "შემიფარეს" ნახვის შემდეგ რამდენიმე წლით გადასცა. ვაჭარაძის თქმით, თავშესაფარში დაახლოებით, 15-დან 30-მდე უსახლკარო ადამიანი იცხოვრებს. რაც შეხება ამ მოქალაქეების შერჩევის კრიტერიუმს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამაზე სოციალური მუშაკები იზრუნებენ და პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება. თუმცა, თავშესაფარში "ბომჟები" ვერ მოხვდებიან.

იდენტობა საცხოვრისის ბინადრებისთვის საჭირო თანხების შეგროვებას საქველმოქმედო ღონისძიებებითა და შემოწირულობებით გეგმავს. ამ ეტაპზე მხოლოდ 600 ლარი აქვთ. თუმცა მხოლოდ ფართის გასარემონტებლად და საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად 20 000 ლარი სჭირდებათ. ამასთან, ვაჭარაძე ირწმუნება, რომ აღნიშნული საქმისთვის მათ არავითარი გრანტი არ აქვთ.

"ეს ინიციატივა გვაქვს სამი წელია. ეს შეეხება ყველაზე დაუცველ ადამიანს, როგორებიც არიან ქალები, ბავშვები, ლგბტ ადამიანები და უსახლკაროები", - ამბობს ვაჭარაძე.

"იდენტობის" ინიციატივას უკვე მოყვა სასულიერო პირების უარყოფითი რეაქცია.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრესმდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ "იდენტობის" ინიციატივას საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება.

"თუ ეს ნამდვილად ასეა, ჩვენი საზოგადოება ძალიან მძიმე კრიზისში იმყოფება. საზოგადოებამაც უნდა აიმაღლოს ხმა. თუ მხოლოდ ეკლესიას მივანდოთ ეს საქმე და მხოლოდ ეკლესია იყოს პასუხისმგებელი? საზოგადოება ეკლესიას გვერდით უნდა დაუდგეს და ერთად უნდა გავაპროტესტოთ ეს ამბავი. ამ ორგანიზაციაში არის დაზიანებული და დაავადებული ხალხი, ჩვენ აუცილებლად გავაპროტესტებთ ამ ამბავს. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ბავშვების ბედი

ვანდოთ? ამათ როგორ უნდა აღზარდონ ბავშვების ნაწილი? ამაზე უარესი ტრაგედია არ არსებობს. ეს გახდება ძალიან დიდი მსჯელობის და ძალიან დიდი სკანდალის საგანი. ვინც ასეთი ადამიანების საქმიანობაში ქველმოქმედებას გამოიჩენს, ჩვენ არცერთ ადამიანს არ დავზოგავთ. ეს დაჯგუფება იმდენად დისკრედიტირებულია, რომ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველაფერს გამოიყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციონ, განსაკუთრებით უცხოური დონორი ორგანიზაციების მხრიდან", -აცხადებს მამა მიქაელ ბოტკოველი.

"იდენტობის" ინიციატივის კანონმდებლობასთან შეუსაბამობაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

"იდენტობა" გვთავაზობს, რომ გააკეთოს ეს იზოლირებულად, რომ სახლს ააშენებენ და შეუშვებენ. ეს უნდა მოხდეს კომპლექსურად და აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს აღზრდის ის მეთოდი, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებითა და დეკლარაციებით რეგულირდება. არის ნათლად გაწერილი საერთაშორისო დეკლარაციები და კანონები, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი აქტივობა უნდა იყოს კოორდინირებული და არა იზოლირებული. მათი ინიციატივა არ არის კოორდინირებული საერთაშორისო დეკლარაციებთან", - განაცხადა სერგეენკომ.


ნაკადული /Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/90244-ska...l#ixzz2kX7n0qio


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Nov 16 2013, 07:42 PM
პოსტი #137


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



აჰა თქვენ ხაშურელებოsmile.gif

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსად გამორჩეული იღუმენ სვიმეონის (ცაკაშვილი) სიტყვა მღვდელმთავრად წარდგინებაზე.

განუზომელია ნება ღვთისა,უსაზღვროა წყალობა მისი!დიდია მღვდელმთავრობის პატივის ტარების მადლო და ასეთივე დიდია ის პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე,რომელსაც მე წმიდა სინოდის ნდობით ვიღებ.
უწმინდესო,ვიხსენებ 1986 წელს,როდესაც თქვენ ჩამობრძანდით დედოფლისწყაროს რაიონში,მე მაშინ ოთხი წლის ვიყავი,მაგრამ კარგად მახსოვს,როგორ გამოვეპარე დედას,გავაკეთე ხისგან ჯვარი და თქვენთან შესახვედრად წამოვედი.
ათი წლის წინ ღვთის დიდმა სიყვარულმა მონასტერში მიმიყვანა,სახლიდან წამოსულს დედის ლოცვა მომყვებოდა,მე კი მთელი გზა გულში ვიმეორებდი წმ.გრიგოლ ხანძთელის სიტყვებს დედის მიმართ თქმულს:’’შენდობა იყავნ ჩემდა შენ მიერ,დედაო ჩემო,არამედ არა ნებითა ჩემითა განგეშორე,გარნა ნებასა ღმრთისასა ესრეით სათნო უჩნდა,ვითარცა აწ იქმნა’’.
მაშინ ფიქრადაც ვერ გავივლებდი,რომ ოდესმე ღირსი გავხდებოდი ამ უწმინდესი ადგილიდან მომემართა თქვენთვის.
როგორც ყველას,მეც მაქვს დიდი პასუხისმგებლობა ჩემი ქვეყნის წარსულის,აწმყოსა და მომავლის მიმართ.
არაფერი ხდება ღვთის ნების გარეშე,დგება უდიდესი დღესასწაული,მღვდელმთავარ ნეოფიტე ურბნელის ხსენებისა და ამავდროულად წმ.კირიონ კათალიკოსის დაბადებისდღე
ეს დამთხვევა მახარებს მრწამს,რომ ამ მნიშვნელოვან დღეს მათი ლოცვა-კურთხევა შემეწევა და მომცემს უდიდეს ძალას ღირსებითა და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით ვატარო ეს ჯვარი ,,ვითარცა მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის’’ (ინ. 10,1-16) და არა ვითარცა სასყიდლით დადგინებული,რომელი ილტვის მოწევნულისაგანსაცდელისაგან, გავაგრძო გაძლიერება სურამისა და ხაშურის ეპარქიისა,მივიტანო ღვთის სიტყვა თითოეული ადამიანის გულამდე,გავიზიარო მათი ტკივილი და სიხარული,ვასწავლო ღვთისა და ადამიანის ნების გაერთიანება.
კიდევ ერთი იმედი ამ ჯვრის ღირსეულად ტარებისა,როგორც წმიდა ბასილი დიდი ბრძანებს,არის გულწრფელი აღსარება და მორჩილება მოძღვრისა,რაც ჩემმა მოძღვარმა,მიტროპოლიტმა იობმა მონასტერში მოსვლის პირველივე დღიდან შთამინერგა.ვმადლობ მას ყველაფრისთვის,რაც ჩემთვის უსწავლებია.
აღვავლენ მადლობას უფლის მიმართ,მდაბლად ვიხრი ქედს უწმინდესისა და უნეტარესის წინაშე,მღვდელმთავართა წინაშე,მთელი ერის წინაშე და ვითხოვ შენდობას,თქვენი ლოცვა-კურთხევით,თქვენი თანადგომით შევეცდები გავამართლო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის ნდობა,ვიყო უფლისა და ერის სამსახურში’’აწ და მარადის ვიდრე აღსასრულამდე ჩემდა’’.ამინ!


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Nov 23 2013, 01:51 AM
პოსტი #138


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



https://www.facebook.com/photo.php?v=629845...&type=2&theater
ესეც ეპისკოპოსად წარდგინება მეუფე გიორგისა, დღეს ქვაშვეთის ეკლესიაში.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 29 2013, 02:32 PM
პოსტი #139


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



დასავლეთ ევოპის ვებ გვერდი სადაც შეგიძიათ იხილოთ სვადასხვა, ინფორმაციები უცხოეთში მყოფმა და არა მარტო უცხოეთში მყოფმა ქართველბმა.
http://www.weudiocese.eu/index.php


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 6 2014, 02:01 PM
პოსტი #140


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მამა გაბრიელის საფლავთან დაკავშირებულ მოვლენებზე საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს


ipn

2014-01-06 12:49:19

ღვთის წინაშე მამა გაბრიელის მეოხება მლოცველთ 7 იანვრამდეც ექნებათ და 7 იანვრის შემდეგაც. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.

საპატრიარქო ამ დღეებში მამა გაბრიელის საფლავზე განვითარებული მოვლენების გამო განცხადებას ავრცელებს. "ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ვინც 7 იანვრამდე მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავს მოინახულებს და რაიმეს შესთხოვს, ყველაფერი აუსრულდება. ჯერ ერთი, ღვთის წინაშე მამა გაბრიელის მეოხება მლოცველთ 7 იანვრამდეც ექნებათ და 7 იანვრის შემდეგაც. მეორეც, არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს ის ნათქვამიც, თითქოს ყველას ყველა სურვილი აუსრულდება, რადგან ხორციელდება ის თხოვნები, რაც ღვთის სათნოა და, რაზეც უფლის ნებაა და არა ნებისმიერი ნატვრა.

საერთოდ, დიდ დღესასწაულებზე ეკლესიაში განსაკუთრებული მადლი ტრიალებს და ამ დროს განსაკუთრებულად გულმხურვალედ უნდა ვევედროთ უფალს.

დგება შობის ბრწყინვალე ზეიმი. დაე, იესო ქრისტეს წყალობა და ლოცვა-კურთხევა არასოდეს მოაკლდეს საქართველოს და თითოეულ ჩვენგანს", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

http://for.ge/view_news.php?news_id=28582&news_cat=0


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 01:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი