![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
guest1 |
![]()
პოსტი
#341
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 ![]() |
ნორმალური ცხოვრებისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რეინკარნაცია სიმართლეს შეესაბამება თუ არა. ადამიანი ამის თაობაზე ირჩევვს იმ რწმენას, რაც მას აწყობს. ჭეშმარიტება გრამაფონშია.
Genesis ციტატა დამისახელე წყარო არა ყვითელ საიტებზე და პრესაში, სადაც ჰპნოზის შედეგად წინა ცხოვრებასთან კავშირის გახსენებაზეა საუბარი და სიამოვნებით წავიკიხავ... წყარო კი არადა, ამაზე მთელი ფსიქოთერაპიაა შექმნილი, რასაც ქვია past life regression. უამრავი ცნობილი ფსიქოთერაპევრების წინგიც არსებობს. მე პირადად ერთი მაქვს წაკითხული. ამაზონზე შეგიძლია ნახო ბევრი წიგნი ამის თაობაზე.youtube-ზეც არსებობს "თვითმხილველების" ინტერვიუები. თვითმხილველი იმიტომ ჩავსვი ბრჭყალებში, რომ ასეთი ფენომენის ინტერპრეტაციას სხვადასხვა მხარე სხვადასხვანაირად განიხილავს. აგერ შეგიძლია ნახო ძალიან საინტერესო ვიდეო ამის თაობაზე. G_I_O_R_G_I_ ციტატა ბუდიზმის რეინკარნაციაში არის ერთი ხედვა რომელიც უფრო მიუღებელს ხდის ბუდისტურ რეინკარნაციას სხვა რელიგიური რეინკარნაციებისგან განსხვავებით კერძოდ რომ ადამიანი თუ მოკლეს მასთან ერთად მისი ეს რეინკარნირებული სულიც კვდება და ამიტომ ბუდისტს ყველაზე მეტად ეშინია ვინმემ არ მოკლას. ბუდიზმში სული არ არსებობს საერთოდ. არსებობს რეინკარნაციის თეორია, მაგრამ სული არ არსებობს. რისი რეინკარნაცია ხდება მაშინ? ამაზე პასუხი მრავალფეროვანია ბუდიზმში და ბუდიზმის საფუძვლების (მათ შორის სხვადასხვა მიმართულების) ცოდნას მოითოხვს.რაც შეეხება ორ მომენტს საულის და ელიაზე მცირე ჩემეულ კომენტარს გავაკეთებ. დათიკო ციტატა ასეთი რამ ბუდიზმისთვის უცხოა. აჰ, დათიკო, მასე მარტივად არ არის საქმე ბუდისტისთვის მთელი სამყარო ილუზორულია, ილუზიაა თავად იგიც და ის ადამიანიც ვინც აპირებს მის მოკვლას, ილუზორულია მისი სიკვდილიც. შესაბამისად, შეუძლებელია მას ეშინოდეს ამის. თუ ეს ასეა, ვერ ყოფილა ის ნამდვილი ბუდისტი. ![]() ![]() cinemamu ძალიან დამახინჯებული წარმოდგენა გაქვს ბუდიზმზე. გარდა ამისა, დამახინჯებული წარმოდგენა გაქვს ვედანტაზე. არ ვიცი ინდუზმში ბრაჰმინების რელიგია როგორია (შეიძლება ისეთი, როგორსაც შენ საუბრობ), მაგრამ ადვაიტა ვედანტა და ბუდიზმი (განსაკუთრებით ჩანი და ძენი) თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. რამანა მაჰარიშს უნდა გადახედო ამ ამბავში. ან მის ცნობილ მოსწავლეებს, მაგალითად პაპაჯის. ან შანკარას crest jewel of discrimination. აგერ პაპაჯის სწავლება (ინგლისურად არის youtube-ის ლინკები). ქრისტიანობაშიც იყო სწავლება რეინკარნაციაზე. ოღონდ, ამ ჯგუფებმა შემდეგში შევიწორება განიცადეს და გამოიდევნენ ძირითადი მიმართულებებიდან (ერესის დაბრალების გამო). ზოგადად ასეთ მიმართულებებს მოიხსენიებენ გნოსტიციზმის სახელით და ბევრი სხვადასხვა მიმართულების წერილებს მოიცავს. არაკანონიკურ წერილებში ასწავლიან რეინკარნაციას. უფრო მეტი ინფორმაცია ამ ვებგვერდზეა. დალინკულ გვერდზე არის თითქმის ყველა არაკანონიკური წერილები (ნაჯ-ჰამადის ბიბლიოთეკის ჩათვლით). P.S. მარად მოკამათე ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#342
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
guest1
ციტატა ძალიან დამახინჯებული წარმოდგენა გაქვს ბუდიზმზე. გარდა ამისა, დამახინჯებული წარმოდგენა გაქვს ვედანტაზე. არ ვიცი ინდუზმში ბრაჰმინების რელიგია როგორია (შეიძლება ისეთი, როგორსაც შენ საუბრობ), მაგრამ ადვაიტა ვედანტა და ბუდიზმი (განსაკუთრებით ჩანი და ძენი) თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. რამანა მაჰარიშს უნდა გადახედო ამ ამბავში. ან მის ცნობილ მოსწავლეებს, მაგალითად პაპაჯის. ან შანკარას crest jewel of discrimination. გავიარე ჩემო კარგო ეგ ეტაპი და გადავლახე როგორც იქნა ![]() სხვათაშორის ბუდიზმი და შანკარაჩარიას მოძღვრება ერთი და იგივე არაა. ბუდიზმი იმპერსონალიზმია, შანკარაჩარიას მიმართულებას კი მაიავადიზმი ქვია და იმპერსონალიზმზე მაღლა დგას თუნდაც იმიტომ რომ სულის არსებობას აღიარებს და ამბობს რომ ყველანი ატმანები ვართ და ერთნაირი უფლება გვაქვს ღმერთობის. ვედანტას სწორი კომენტარები თუ გაინტერესებს შრილა პრაპჰუპადას გადახედე, თუ შენც ღმერთობა არ გადაგიწყვეტია რა თქმა უნდა ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
guest1 |
![]()
პოსტი
#343
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 ![]() |
Atman
ციტატა გავიარე ჩემო კარგო ეგ ეტაპი და გადავლახე როგორც იქნა მერე, კაი ახალ "ამაღლებულ" საფეხურზე დგომა? ![]() ...მეც დაახლოებით იგივე გზა გავიარე თვითშემეცნების ევოლუციაში და კარგად მესმის ეგ ფილოსოფიები. სულის, ატმანის თვისება ღმერთის სიყვარული და მსახურებაა. ![]() ციტატა სხვათაშორის ბუდიზმი და შანკარაჩარიას მოძღვრება ერთი და იგივე არაა. ბუდიზმი იმპერსონალიზმია, შანკარაჩარიას მიმართულებას კი მაიავადიზმი ქვია და იმპერსონალიზმზე მაღლა დგას თუნდაც იმიტომ რომ სულის არსებობას აღიარებს და ამბობს რომ ყველანი ატმანები ვართ და ერთნაირი უფლება გვაქვს ღმერთობის. ამაზე შემიძლია ერთი რამ გითხრა: არ გესმის საკითხი საერთოდ-არც ბუდიზმი და არც ადვაიტა ვედანტა. არცერთის ფილოსოფიური მხარე არ მადარდებს; პრაქტიკაში პირის-ტკაცუნის მეტი არაფერია ასეთ საკითხებზე მსჯელობა. მაგრამ, როცა პირს ატკაცუნებ, ისე უნდა დაატკაცუნო, როგორც ისინი ატკაცუნებდნენ, ვისაც აბრალებ ასე ატკაცუნებდნენო. საკმაო რაოდენობით ლინკები მოგეცი. თუ გაინტერესებს გადახედე. შანკარა აღიარებდა მხოლოდ ერთ რეალობას, ბრაჰმანს-დანარჩენს თვლიდა ილუზიად! არის შანკარას ცნობილი მეტაფორა თოკის შესაბებ ამის რაობაზე. თვითონ შანაკარა მთლიანად ამაზე საუბრობს crest jewel of discrimination-ში (გაქვს წაკითხული ეს წიგნი, თუ შანკარას გადმოცემებით იცნობ?). ბუდიზმში (მაჰაიანაში) ასევე განიხილება ორი ჭეშმარიტების საკითხი...ციტატა სულის, ატმანის თვისება ღმერთის სიყვარული და მსახურებაა. სული თვისობრივად გავს ღმერთს და არა რაოდენობრივად, როგორც წვეთი და ოკეანე. მოკლედ ბუდიზმში თუ ერკვევი გეცოდინება რომ ეს ყველაფერი იდეები და თეორიებია, მაგრამ გონებაზე მაღლა სხვა რაღაცეები დგას ასეთ მსჯელობებზე მეცინება ხოლმე. ისე მესაუბრები, თითქოს ღმერთი იყო-ჩამოდი დედამიწაზე, კაკ-კუკ. თეორიაა ეგ შენ რასაც ბაასობ, თეორია. რა თვისობრივი, რა რაოდენობრივი? და თეორია თუ გინდა, მაშინ კარგი თეორეტიკოსებისაგან (რომელიც ასევე ძლიერი პრაქტიკოსები იყვნენ) უნდა მიიღო. ვინ არის ეს პრაბჰუპადა? წაიკითხე, თუ მაინცდამაინც ვედანტაზე გინდა საერთოდ გაიგო, რამაკრიშნა, შანკარა, პაპაჯი, რამანა მაჰარიში-ხალხი ვინც ღმერთებად ყავთ ინდიელებს. რაის პრაბჰუპადა. და საერთოდ ასე ხელაღებით რომ მოითავე ბუდიზმი, რა გაქვს წაკითხული ბუდისტური: პრაბჰუპადა? იმას რო იტყვის კაცი ბუდიზმში ეს ყველაფერი თეორია არისო, არ შეიძლება ასეთმა ადამიანმა ბუდიზმზე მინიმალური ინფორმაციის ქონის პრეტენზია გამოხატოს . გაგიგია რას წარმოადგენს მაგალითად აბჰიდჰამა და რას ეყდნობა აბჰიდჰამა? გაგიგია რა არის ძოგჩენი, ძაძენი, ვიპასანა? შენს პოსტებში რაც ბუდიზმზე არის ნათქვამი, ყველაფერი აბსურიდა. ლამაიზმში ბუდას ღმერთად აცხადებენო-კაცი რო იტყვის, იმას რაც არ უნდა უმტკიცო, ვერ დააჯერებ. ისე ლამაიზმი არ ქვია მაგას, ქვია ტიბეტური ვაჯრაიანა და ბუდა ღმერთი არცერთ ბუდიზმში არ არის. თუ დაგაინტერესებს და წაიკითხავ, გაიგებ. თუ არადა, უბრალოდ მოგეთხოვება გაჩერდე და არ ისაურბო იმის თაობაზე რაც არ იცი. არცოდნა არ არის ინტელექტის ნაკლებობა და არ ნიშნავს შურაცყოფას. პროსტა გაჩერდი. თუ არ გაჩერდები კიდევ, არც მაგ დამადარდებს ![]() |
guest1 |
![]()
პოსტი
#344
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 ![]() |
Atman
ციტატა გავიარე ჩემო კარგო ეგ ეტაპი და გადავლახე როგორც იქნა ახლა გადავხედე კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ამ შრილა პრაბჰუპადაზე: ვიფიქრე რა ხედვას ასწავლის თქო. ეს კაცი, შენ ხარ ჩემი ბატონი, აბსოლიტურად საწინააღმდეგოს იძახის ვიდრე ადვაიტა ვედანტა ამბობს და ადვაიტა ვედანტის მიმდევრებს (რომლის ფუძემდებელია ადი შანკარა) დაცინვით მოიხსენიებს. ადვაიტა ვედანტის მიმდევრები თავის თავს ასეც უწოდებენ. ეს პრაბჰუპადა მათ უწოდებს მაივადისტებს-რაც დამცინავი ტერმინია და რაც ნიშნავს "მაია"-ს, ანუ ილუზიის, თეორიის მიმდევრებს, რომლის ფუძემდებელიც იყო შანკარა. მოკლედ, ამ შრილას სწავლებას (რომელსაც განიხილავენ დვაიტად ან ადვაიტა დვაიტას შორის რაღაც შუალედურს) და ადვაიტას სკოლებს შორის მიდის ბახა-ბუხი. ადვაიტა უაარყოფს სულის არსებობას, იცოდე შენ ეს. ადვაიტასთვის ერთადერთი რეალობა არის ბრაჰმანი. მსგავსად, ბუდიზმში (ძირითადად მაჰაიანაში) ერთადერთი რეალობა არის ბუდჰატჰატუ და ეს რეალობა განიხილება როგორც შეფარდებით ჭეშმარიტებად, მაიად. გარდა ამისა, პრაბჰუპადა იყო გაუდია ვაიშნავიზმის მომხრე, რომელიც როგორც რელიგიურ-ფილოსოფიური მიმართულება ჩამოყალიბდა მე-15 საუკუნის ბოლოს. შანკარამ კიდევ ადვაიტა ვედანტას საფუძველი ჩაუყარა მე-8 საუკუნეში. მოკლედ, ეგ ორი არის განსხვავებული მსოფლხედველობა.![]() სხვათაშორის ბუდიზმი და შანკარაჩარიას მოძღვრება ერთი და იგივე არაა. ბუდიზმი იმპერსონალიზმია, შანკარაჩარიას მიმართულებას კი მაიავადიზმი ქვია და იმპერსონალიზმზე მაღლა დგას თუნდაც იმიტომ რომ სულის არსებობას აღიარებს და ამბობს რომ ყველანი ატმანები ვართ და ერთნაირი უფლება გვაქვს ღმერთობის. ვედანტას სწორი კომენტარები თუ გაინტერესებს შრილა პრაპჰუპადას გადახედე, თუ შენც ღმერთობა არ გადაგიწყვეტია რა თქმა უნდა ![]() აი ქვემით ლინკები და უფრო მეტი წერია ამაზე: A.C. Bhaktivedanta Swami Prabhupada Gaudiya Vaishnava Adi Shankara Neo Vedanta Ramana Maharshi Sankaracharya Papaji პაპაჯის, რომელიც ძალინ ცნობილი ადვაიტა ვედანტის მასწავლებელი იყო, სწავლის სტილს ადარებენ ძველი ჩანის (ძენის ჩინური ვარიანტია) ოსტატების სტილს. რაც შეეხება რეინკარნაციას, საქმე და საკითხი დგას უმარტივესად: ადამიანთა მოდგმას არასდროს ეცოდინება რა არის რეინკარნაცია და არსებობს თუ არა მსგავსი ფენომენი. არსებობს ორი დაპირისპირებული მხარე: ერთ მხარეს წამს, რომ იგი არარეალური ფენომენია და ეს რწმენა მოდის წიგნებიდან და ვიღაცის ნათქვამიდან. მეორე მხარეს წამს რომ რეინკარნაცია რეალური ფენომენია და ეს რწმენა ასევე მოდის წიგნებიდან და ვიღაცის ნათქვამიდან. ორივე მხარე "ლოგიკურად" ამტკიცებს თავისას, რაღაც მოსაზრებებიდან გამომდინარე. ასეა მარტივად საქმე. ხოდა, ამის გამო მიდის კამათი. სინამდვილეში რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ ეს ფენომენი რეალურია თუ არა? დავუშვათ მართალია (ან არ არის მართალი) ეს ყველაფერი და ეს შენ უშუალოდ დაადგინე. მერე რა: მზის სხივებს სხვანაირად აღიქვამ? ხაჭაპურს სხვანაირი გემო ექნება? წვიმაში აღარ დასველდები? რაიმე შეიცვლება საერთოდ? |
Atman |
![]()
პოსტი
#345
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
guest1
გეტყობა გიყვარს კამათი ![]() მე აზრს ვერ ვხედავ, რაც გინდა ის დაიჯერე, შენი ნებაა. მთავარი განსხვავება იმპერსონალიზმს და პერსონალიზმს შორის ისაა რომ იმპერსონალისტები უზენაეს, პიროვნულ ღმერთს არ აღიარებენ და ამბობენ რომ ყველა "პოტენციური ღმერთია", პერსონალისტები კი უზენაეს ღმერთს სცემენ თაყვანს და მის მსახურებად თვლიან თავს, ისევე როგორც ქრისტიანები, დანარჩენი მეორეხარისხოვანია და არა აქვს მნიშვნელობა ბრაჰმანი ქვია თუ ნირვანა. შანკარაზე გითხარი უკვე ვინც იყო და რა მისიაც ქონდა. პრაპჰუპადა შანკარას კი არა შანკარას მოძღვრებას დასცინის თორე შანკარა რომ შივას ავატარი იყო თვითონვე ამბობს მაგას და ვედებვშიც წერია ეგ. მოკლედ გირჩევ ვედებს ღრმად გაეცნო თუ მართლა გაინტერესებს, თუ კამათისთვის საუბრობ ეგ სხვა საქმეა. პრაპჰუპადაზე ინფორმაციას ვიკიპედიიდან ვერ მიიღებ. თავად მის მოძღვრებას მოუსმინო ჯობია. გუგლში ინფორმაციის მიღება შეიძლება და არა ცოდნის. პ.ს. რეინკარნაცია არსებობს თუ არა მაგასაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ გავაცნობიერებთ რომ უკვდავი სულები ვართ, მაშინ არ არსებობს, მაგრამ სანამ თავი პიროვნება გვგონია ცრუ ეგოთი და პასპორტით, მაშინ ნამდვილად არსებობს. აი მონაკვეთი თავად პრაპჰუპადას წიგნიდან და გაეცანი თუ გინდა: უფლის სამსახური როდესაც ვედური ცოდნის უამრავი წიგნის დაწერის შემდეგაც კი ვიასადევა უკმაყოფილო დარჩა, ნარადა მუნიმ, მისმა სულიერმა მოძღვარმა, განუმარტა, რომ არ არსებობს თვითრეალიზაციის გზა, რომელსაც ერთგული სამსახურის გარეშე წარმატების მოტანა შეეძლოს. გულდამძიმებული ვიასადევა მდინარე სარასვატის ნაპირას იჯდა და ამ დროს მივიდა ნარადა მუნი. იხილა რა დამწუხრებული ვიასა, ნარადამ აუხსნა მის მიერ შედგენილი წიგნების ნაკლი. - წმინდა ცოდნაც კი არ არის საკმარისი ტრანსცენდენტული ერთგული სამსახურის გარეშე, - თქვა ნარადამ. – და რაღა უნდა ითქვას ერთგულ სამსახურს მოკლებულ კარმიულ საქმიანობებზე? რა სიკეთეს მოუტონს ისინი მათ შემსრულებელს? მსხვერპლშეწირვათა შესრულებაში გამოცდილი მრავალი ბრძენი არსებობს; არსებობს მრავალი ადამიანი, რომელიც ხელგაშლილად გასცემს მოწყალებას; არსებობს მრავალი სახელგანთქმული პიროვნება, მეცნიერი და მოაზროვნე და ვედური ჰიმნების წარმოთქმაში უაღრესად გაწაფული ადამიანი. ეს საქმიანობები სასიკეთოა, მაგრამ თუკი ადამიანი გამოიყენებს თავის შესაძლებლობებს და უფლის ერთგული სამსახურის მისაღწევად არ იმოქმედებს, სასურველ შედეგებს ვერ მიიღებს. ამიტომ “შრიმატ-ბჰაგავატამში” (ბჰაგ. 2.4.17) შუკადევა გოსვამი მოწიწებით ეთაყვანება უზენაეს უფალს როგორც ერთადერთ პიროვნებას, რომელსაც ჩვენთვის წარმატების მოტანა შეუძლია. ყველა სახის ფილოსოფოსები და ტრანსცენდენტალისტები აღიარებენ, რომ ცოდნის უკმარობის შემთხვევაში მატერიალური ტყვეობიდან განთავისუფლება შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ერთგული სამსახურის გარეშე ცოდნა განთავისუფლებამდე ვერ მიგვიყვანს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯნანას ანუ ცოდნის კულტივირებას ადამიანის განთავისუფლების ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში შესწევს, როდესაც ერთგული სამსახურის გზაზე დააყენებს მას. ამას ადასტურებს ბრაჰმაც “შრიმად-ბჰაგავატამში” (ბჰაგ 10.14.4): “ჩემო ძვირფასო უფალო, შენი ერთგული სამსახური თვითრეალიზაციის საუკეთესო გზაა. თუკი ვინმე მიატოვებს ამ გზას და ცოდნის განვითარების ან სპეკულაციური მსჯელობის გზას დაადგება, უბრალოდ ძნელ პროცესს გაივლის და სასურველი შედეგების მიღწევას ვერ შეძლებს. ის, ვინც ხორბლის უმარცვლო ჩენჩოს ბერტყავს, ვერ მიიღებს მარცვალს და ის, ვინც სპეკულაციური ცოდნითაა დაკავებული, ვერ მიაღწევს თვითრეალიზაციის სასურველ შედეგს. ერთადერთი მონაპოვარი გაჭირვება იქნება.” “ბჰაგავატ-გიტაში” (ბ.გ.7.14) ნათქვამია, რომ მატერიალური ბუნება იმდენად ძლიერია, რომ უბრალო ცოცხალ არსებას მისი გადალახვა არ ძალუძს. მატერიალური ყოფიერების ოკეანეს მხოლოდ ისინი გადალახავენ, ვინც კრშნას ლოტოსის ტერფებს მიენდობიან. ცოცხალ არსებას ავიწყდება, რომ მარადიულად კრშნას მსახურია და მისი გულმავიწყობის გამო მას მატერიალური ენერგია იზიდავს და იგი განპირობებული ცხოვრების ტყვეობაში იმყოფება. მართლაც, ეს მიმზიდველობა მატერიალური ენერგიის ბორკილებია. სანამ მატერიალურ ბუნებაზე ბატონობის სურვილი არსებობს, განთავისუფლება ძალიან ძნელი გახლავთ. ამიტომ რეკომენდებულია მივმართოთ სულიერ მოძღვარს, რომელსაც ერთგულ სამსახურში ადამიანის გაწვრთნა, მატერიალური კლანჭებიდან თავის დახსნისა და კრშნას ლოტოსის ტერფების მიღწევის უნარის მიცემა შეუძლია. ადამიანთა საზოგადოებაში მოვალეობის შესრულების გასაადვილებლად არსებობს რვა განაყოფი (ბრაჰმანები, ანუ ინტელექტუალური ხალხი; კშატრიები, ანუ მმართველები; ვაიშიები, ანუ საქმოსნები და ფერმერები; და შუდრები, ანუ მუშები.; აგრეთვე ოთხი აშრამი: ბრაჰმაჩარი, ანუ მოწაფეობის ხანა; გრჰასთჰა, ანუ მეოჯახეობის ხანა; ვანაპრასთჰა, ანუ ამქვეყნიურ ცხოვრებას ჩამოშორებული; და სანნიასი, ანუ განდეგილობის წესში მყოფი ადამიანი), მაგრამ თუკი ადამიანს ერთგულება, ანუ კრშნას ცნობიერება აკლია, იგი ვერ განთავისუფლდება მატერიალური ტყვეობიდან, მაშინაც კი, თუ მასზე დაწესებულ მოვალეობას ასრულებს. უფრო მეტიც, მატერიალური ცნობიერების გამო დაწესებული მოვალეობის შესრულებითაც კი ჯოჯოხეთში ჩაეშვება. ამიტომ მან, ვინც მასზე დაწესებულ მოვალეობას ასრულებს, ერთდროულად ერთგულ სამსახურში კრშნას ცნობიერება უნდა განივითაროს, თუკი მატერიალური კლანჭებიდან განთავისუფლება სურს. ამ თვალსაზრისით, უფალ ჩაიტანიას მოჰყავს ნარადა მუნის მიერ წარმოთქმული ლექსი “შრიმატ-ბჰაგავატამიდან”, რაც ბჰაგავატას განვითარების გზას მიგვასწავლის. ნარადა მუნიმ აღნიშნა, რომ ადამიანთა საზოგადოების ოთხი განაყოფი, ისევე როგორც სიცოცხლის ოთხი საფეხური, უფლის გიგანტური ფორმისგან არის შობილი. ბრაჰმანები უფლის სამყაროსეული ფორმის პირიდან იშვნენ, კშატრიები ხელებიდან, ვაიშიები – წელიდან და შუდრები – ფეხებიდან. როგორც ასეთნი, ვირატა-პურუშას ფორმაში ისინი მატერიალური ბუნების სხვადასხვა მოდუსთა თვისებებს ფლობენ. თუკი პიროვნება უფლის ერთგული სამსახურით არ არის დაკავებული, იგი ეცემა თავისი მდგომარეობიდან, მიუხედავად იმისა, ასრულებდა მასზე დაწესებულ პროფესიულ მოვალეობებს თუ არა. შემდგომ უფალი ჩაიტანია გვასწავლის, რომ მაიავადების ანუ იმპერსონალისტების სკოლის წარმომადგენლებს საკუთარი თავი ღმერთი ან განთავისუფლებულები ჰგონიათ, მაგრამ თავად ჩაიტანია მაჰაპრაბჰუსა და “შრიმად-ბჰაგავატამის” აზრით, ისინი არ არიან ჭეშმარიტად განთავისუფლებულები. ამასთან დაკავშირებით ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს კვლავ მოჰყავს ლექსი “შრიმატ-ბჰაგავატამიდან”: “ისინი, ვინც საკუთარი თავი მაიავადთა ფილოსოფიის მიხედვით განთავისუფლებულად მიაჩნიათ, მაგრამ უფლის ერთგულ სამსახურს ჰკიდებენ ხელს, ეცემიან ერთგული სამსახურის შეუსრულებლობის გამო, უმკაცრესი ეპითიმიებისა და ასკეზების გავლისას და უმაღლესი მდგომარეობის მიღწევის შემდეგაც კი.” ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ განმარტავს, რომ კრშნა მზეს ჰგავს, მაია ანუ მატერიალური ილუზორული ენერგია კი – წყვდიადს. მას, ვინც გამუდმებით კრშნას მზის შუქში იმყოფება, მატერიალური ენერგიის წყვდიადი ვერ შეაცდენს. ეს მეტად გარკვევით არის განმარტებული “შრიმატ-ბჰაგავატამის” ოხ ძირითად ლექსში და ასევე დადასტურებულია სხვაგანაც “შრიმატ-ბჰაგავატამში” (ბჰაგ. 2.5.13), სადაც ნათქვამია: “ილუზორულ ენერგიეს ანუ მაიას რცხვენია უფლის წინაშე დოგმა”. მიუხედავად ამისა, ცოცხალი არსებები სწორედ ამ ილუზორული ენერგიის მიერ განუწყვეტლივ არიან მოტყუებულნი. თავის განპირობებულ სტადიაში ცოცხალი არსება ათასგვარ სიტყვათა თამაშს იგონებს, რათა მაიას კლანჭებიდან მოჩვენებითი განთავისუფლება მოიპოვოს, მაგრამ თუკი გულწრფელად მიენდობა კრშნას უბრალოდ იმით, თუ ერთხელ ეტყვის: “ჩემო ძვირფასო უფალო კრშნა, დღეიდან შენი ვარ,” იგი უმალვე განთავისუფლდება მატერიალური ენერგიის კლანჭებიდან. ეს დადასტურებულია აგრეთვე “რამაიანაში”, “ლინკა-კანდაში” (18.33), სადაც უფალი ამბობს: “ჩემი დაპირება და მოვალეობაა ყოველმხრივ დავიცვა ის, ვინც უსიტყვოდ მომენდობა”. ადამიანი შეიძლება კარმიული საქმიანობებით, განთავისუფლებით, ჯნანათი ან იოგას სისტემის სრულყოფილებით ტკბებოდეს, მაგრამ თუკი გონიერიუ გახდება, უარს იტყვის ყოველ ამ გზაზე და უფლის გულწრფელ ერთგულ სამსახურს დაიწყებს. “შრიმად-ბჰაგავატამშიც” (2.3.10) დადასტურებულია, რომ მაშინაც კი, როცა ადამიანს მატერიალური განცხრომა ან განთავისუფლება სურს, იგი ერთგულ სამსახურს უნდა ეწეოდეს. ისინი, ვისაც ერთგული სამსახურის სანაცვლოდ მატერიალური შედეგების მიღება სურთ, წმინდა ერთგულები არ არიან, მაგრამ რადგანაც ისინი ერთგულ სამსახურს ეწევიან, იღბლიან არსებებად უნდა ჩაითვალონ. მა თარ იციან, რომ ერთგული სამსახურის შედეგი მატერიალური კეთილდღეობა არ არის, მაგრამ რადგან ისინი უფლის ერთგულ სამსახურს ეწევიან, საბოლოო ჯამში ხვდებიან, რომ მატერიალური განცხრომა არ წარმოადგენს ერთგული სამსახურის მიზანს. თავად კრშნა ამბობს, რომ ისინი, ვისაც ერთგული სამსახურის სანაცვლოდ გარკვეული მატერიალური სარგებელი სურთ, უდაოდ სულელები არიან, რადგან უნდათ ის, რაც მოშხამავთ. ერთგული სამსახურის ჭეშმარიტი მიზანი ღმრთეების სიყვარულია და ვინმეს კრშნასგან მატერიალური სარგებელიც რომ სურდს, ყოვლისშემძლე უფალი ითვალისწინებს მის მდგომარეობას და თანდათანობით ანთავისუფლებს მას მატერიალური მისწრაფებებისგან და სულ უფრო მეტად ასაქმებს ერთგულ სამსახურში. ერთგული სამსახურით რეალურად დაკავებულ ადამიანს ავიწყდება თავისი მატერუიალური მისწრაფებები და სურვილები. ეს აგრეთვე დადასტურებულია “შრიმად-ბჰაგავატამშიც” (5.19.27): “უფალი კრშნა უდაოდ უსრულებს სურვილებს თავის ერთგულებს, რომლებიც მის ერთგულ სამსახურში მოდიან, მაგრამ არ აუსრულებს იმ სურვილებს, რომლებიც კვლავ ტანჯვებს მოუტონს. მატერიალური მისწრაფებების მიუხედავად, ტრანსცენდენტული სამსახურის შესრულებით ასეთი ერთგულები თანდათანობით იწმინდებიან მატერიალური სიამოვნებისგან და მათ ერთგულ სამსახურით სიამოვნების სურვილი უჩნდებათ.” როგორც წესი ხალხი ერთგულებთან იმისათვის იწყებს ურთიერთობას, რომ გარკვეული მატერიალური მოთხოვნილებები შეიმსუბუქოს, მაგრამ წმინდა ერთგულის გავლენა იმდენად ათავისუფლებს ადამიანს ყოველგვარი მატერიალური სურვილისგან, რომ თანდათანობით იგი ერთგული სამსახურის გემოთი ტკბობას იწყებს. ერთგული სამსახური იმდენად წმინდაა, რომ ასპეტაკებს ერთგულს და ავიწყებინებს ყოველგვარ მატერიალურ მისწრაფებას, როგორც კი სრულიად ჩაერთვება კრშნას ტრანსცენდენტალ სასიყვარულო სამსახურში. ამის პრაქტიკული მაგალითია დჰრუვა მაჰარაჯა, რომელსაც კრშნასგან მატერიალური რამ უნდოდა და ამიტომ ერთგული სამსახური დაიწყო. როდესაც უფალი ოთხხელიანი ვიშნუს სახით მოევლინა დჰრუვას, დჰრუვამ უთხრა უფალს: “ჩემო ძვირფასო უფალო, რადგან დიდი ეპითემიებითა და ასკეზებით შენს ერთგულ სამსახურს ვეწეოდი, ახლა შენ გხედავ. დიდ ნახევარღმერთებსა და დიად ბრძენებსაც უჭირთ შენი დანახვა. ახლა დავკმაყოფუილდი და ჩემი ყოველი სურვილი ასრულებულია. სხვა არაფერი მინდა. დამსხვრეულ შუშებს ვეძებდი, სანაცვლოდ კი დიდი და ძვირფასი თვალი აღმოვაჩინე”. ამრიგად დჰრუვა მაჰარაჯა სრულიად დაკმაყოფილდა და უფლისთვის რაიმეზე თხოვნაზე უარი თქვა. ცოცხალ არსებას, რომელიც სიცოცხლის 8 400 000 სახეობაში გადასახლდება, ზოგჯერ მდინარის დინებას მოყოლილ მორს ადარებენ. ზოგჯერ მორი ნაპირს ეჯახება და ამის გამო გადაურჩება კვლავ დინების გაყოლას. “შრიმატ-ბჰაგავატამში”(10.38.5) არის ლექსი, რომელიც ასე მოუწოდებს განპირობებულ სულს: “არავის უნდა გაუტყდეს გული იმის ფიქრით, რომ ვერასოდეს დააღწევს თავს მატერიის კლანჭევს, რადგან არსებობს ხსნის შესაძლებლობა, ისევე როგორც მდინარის დინებას გაყოლილი მორის ნაპირზე გამოსვლაა შესაძლებელი.” ამ ხელსაყრელ შესაძლებლობას იხილავს უფალი ჩაიტანიაც. ასეთი იღბლიანი შემთხვევები ცოცხალი არსების განპირობებული ცხოვრების დასასრულის საწყისად ითვლება და ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანი უფლის წმინდა ერთგულებთან ურთიერთობას იწყებს. წმინდა ერთგულებთან ურთიერთობაში იგი ნამდვილად ივითარებს კრშნასადმი ლტოლვას. არსებობს სხვადასხვა სახის რიტუალები და საქმიანობები და ზოგიერთი მათგანი კარმიულ საქმიანობებში გადადის., ზოგი კი – მატერიალურ განთავისუფლებაში, მაგრამ თუკი ცოცხალი არსება იმ რიტუალურ საქმიანობებს მოჰკიდებს ხელს, რომლითაც წმინდა ერთგულებთან ურთიერთობაში უფლის წმინდა ერთგული სამსახური ვითარდება, მაშინ ერთგული სამსახური ბუნებრივად მიიზიდავს მის ჭკუას. “შრიმად-ბჰაგავატამში” მუჩუკუნდა ამბობს: “ჩემო ძვირფასო უფალო, ამ მატერიალურ სამყაროში სიცოცხლის სხვადასხვა სახეობაში მოგზაურობისას ცოცხალმა არსებამ შეიძლება განთავისუფლებისკენ წაიწიოს, მაგრამ თუკი შემთხვევით, წმინდა ერთგულთან ურთიერთობაში მოვა, ჭეშმარიტად განთავისუფლდება მატერიალური ენერგიის კლანჭებიდან და შენი, ღმრთეების პიროვნების ერთგული გახდება”. როდესაც განპირობებული სული კრშნას ერთგული ხდება, უფალი, თავისი უმიზეზო წყალობით, ორგვარად წვრთნის მას: გარედან სულიერი მოძღვრის საშუალებით და შიგნიდან – ზესულის სახით. როგორც შრიმად-ბჰაგავატამშია”(11.29.6) ნათქვამი: “ჩემო ძვირფასო უფალო, თუკი ვინმე ბრაჰმას სიცოცხლის განმავლობაში იცოცხლებს, მაინც ვერ გამოხატავს თავის მადლიერებას იმ სიკეთის გამო, რასაც შენი გახსენება იძლევა. შენი უმიზეზო წყალობით აქრობ ყოველგვარ არასასიკეთო პირობებს, ვლინდები რა გარედან სულიერი მოძღვრისა და შიგნიდან ზესულის სახით”. თუკი ცოცხალი არსება როგორმე სულიერ მოძღვარს მიუახლოვდება და ამით კრშნას ერთგული სამსახურის სურვილს განივითარებს, თანდათანობით ღმრთეების სიყვარულის საფეხურამდე ავა და ამით თავს დააღწევს მატერიალური ენერგიის კლანჭებს. ეს განმარტებულია “შრიმად-ბჰაგავატამშიც” (11.20.8), სადაც უფალი თავად ამბობს: “ვისაც თავისთავად იზიდავს ჩემი საქმიანობები – ვისაც მატერიალური საქმიანობები არ აცდუნებს და არც ეზიზღება – მისთვის იხსნება ღმერთის სიყვარულის სრულქმნისკენ მიმავალი ერთგული სამსახურის გზა”. მაგრამ წმინდა ერთგულის ანუ მაჰატმას, დიადი სულის წყალობის გარეშე სრულყოფილების საფეხურის მიღწევა შეუძლებელია. დიადი სულის წყალობის გარეშე გამორიცხულია მატერიის კლანჭებიდან განთავისუფლება და რაღა გვეთქმის ღმრთეების სიყვარულის საფეხურზე აღმართვაზე. ეს დადასტურებულია “შრიმატ-ბჰაგავატამშიც” (5.12.12) საუვირას პროვინციალ სინდის მეფე რაჰუგანას საუბარში მეფე ბჰარატასთან. როდესაც მეფე რაჰუგანამ განცვიფრება გამოხატა მეფე ბჰარატას სულიერი მიღწევების ხილვის გამო, ბჰარატამ უპასუხა: “ჩემო ძვირფასო რაჰუგანა, დიადი სულის, ანუ წმინდა ერთგულის წყალობის გარეშე ვერავინ მიაღწევს ერთგული სამსახურის სრულყოფილ სტადიას. ვერავინ მიაღწევს სრულყოფილების სტადიას უბრალოდ წმინდა წერილთა მარეგულირებელი პრინციპების დაცვით, განდეგილის ცხოვრების წესის მიღებით, მეოჯახის ცხოვრების წესისთვის აუცილებელი მოვალეობების შესრულებით, სულიერი მეცნიერების დაწვრილებით შესწავლით, რეალიზაციის მიზნით მკაცრი ასკეზებისა და ეპითიმიების შესრულებით”. სწორედ ასევე, როგორც ათეისტმა მამამ, ჰირანიაკაშიპუმ ჰკითხა თავის შვილს, პრაჰლადა მაჰარაჯას, როგორ მიიზიდა იგი ერთგულმა სამსახურმა, ბავშვმა მიუგო: “სანამ ადამიანი წმინდა ერთგულთა ტერფთა მტვრის წყალობას არ მიიღებს, ვერც კი მიუახლოვდება ერთგული სამსახურის გზას, რომელიც მატერიალური სიცოცხლის ყოველი პრობლემის ამოხსნას იძლევა” (ბჰაგ.7.5.32). ამრიგად უფალმა ჩაიტანიამ უთხრა სანატანა გოსვამის, რომ ყოველი წმინდა წერილი ღმრთეების წმინდა ერთგულებთან ურთიერთობას უსვამს ხაზს. უზენაესი უფლის წმინდა ერთგულთან ურთიერთობის შესაძლებლობა ცოცხალი არსების სრულყოფის დასაწყისი გახლავთ. ეს დადასტურებულია “შრიმატ-ბჰაგავატამშიც” (1.18.13), სადაც ნათქვამია, რომ წმინდა ერთგულთან ურთიერთობის შედეგად მიღებულ სიკეთესა და კურთხევებს ვერაფერი შეედრება ვერც ზეციურ სამეფომდე ასვლა და ვერც მატერიალური ენერგიისგან განთავისუფლება. ამას ადასტურებს უფალი კრშნაც “ბჰაგავატ-გიტას” ყველაზე საკრალურ დარიგებაში, სადაც ეუბნება არჯუნას: “მუდამ ჩემზე იფიქრე და ჩემი ერთგული გახდი. თაყვანი მეცი და ქედი მოიხარე ჩემს წინაშე. ასე უდაოდ მოხვალ ჩემთან. მე გპირდები ამას, რადგან შენ ჩემი მეტად ძვირფასი მეგობარი ხარ”(18.65) კრშნასგან მიღებული ასეთი უშუალო მითითება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ვედური დარიგება ან მოწესრიგებული სამსახურიც კი. ცხადია, არსებობს მრავალი ვედური დანაწესი, რიტუალისტური და სამსხვერპლო ცერემონია, მარეგულიერებელი მოვალეობა, მედიტაციის ტექნიკა და ცოდნის მისაღწევი სპეკულაციური პროცესი, მაგრამ კრშნას უშუალო ბრძანება – “მუდამ ჩემზე იფიქრე და ჩემი ერთგული გახდი” – უფლის საბოლოო ბრძანებად უნდა ვაღიაროთ და შევასრულოთ იგი. თუკი ადამიანი უბრალოდ დარწმუნებულია ამ განკარგულებაში, ტოვებს ყოველგვარ სხვა საქმიანობას და ერთგულ სამსახურს იწყებს, უეჭველად მიაღწევს წარმატებას. ამ განაცხადის დასადასტურებლად “შრიმატ-ბჰაგავატამისა” და “ბჰაგავატ გიტას” დასკვნა ის გახლავთ, რომ უფლის უშუალო ბრძანებაა, მივატოვოთ ყველაფერი და ერთგულ სამსახურს შევუდგეთ. უფლის ბრძანების შესასრულებლად მტკიცე დაჯერებულობას რწმენა ეწოდება. თუკი კაცს რწმენა აქვს, იგი მტკიცედაა დარწმუნებული, რომ უბრალოდ უფალი კრშნასადმი ერთგული სამსახურის გაწევით თავისთავად შესრულდება ყოველი სხვა საქმიანობა – რიტუალური მოვალეობები, მსხვერპლშეწირვები, იოგასა და ცოდნის სპეკულაციური გზით ძიება. თუკი ადამიანი დარწმუნებულია, რომ უფლის ერთგული სამსახური ყველაფერს მოიცავს, არავითარი სხვა საქმიანობა არ არის საჭირო. როგორც “შრიმატ-ბჰაგავატამშია” ნათქვამი (4.31.14): “ხის ფესვის მორწყვით ტოტები, ყლორტები და ნაყოფები თავისთავად იკვებება და კუჭისთვის საჭმლისმიწოდებით ყოველი გრძნობა კმაყოფილდება. სწორედ ასევე, კრშნასადმი ერთგული სამსახურის მიზღვით ცოცხალი არსება თავისთავად აკმაყოფილებს დანარჩენი სახის თაყვანისცემის ყოველ მოთხოვნილებასაც”. ვისაც სწამს და მტკიცედ დაჯერებულია ამაში, ღირსია წმინდა ერთგულის დონეზე ამაღლებისა. რწმენის ხარისხის მიხედვით ერთგულთა სამი კლასი არსებობს. პირველი კლასისერთგულმა იცის მთელი ვედური ლიტერატურე და ამავე დროს ზემოაღნიშნული მტკიცე დაჯერებულობა აქვს. მას მატერიალური გაჭირვებიდან სხვების დახსნა შეუძლია. მეორე კლასის ერთგული მტკიცედ დარწმუნებულია და ურყევი რწმენა აქვს, მაგრამ დასამოწმებლად განდობილი წმინდა წერილებიდან ადგილების მოყვანა არ ძალუძს. მესამე კლასის ერთგული ისაა, ვისაც ძლიერი რწმენა არ გააჩნია, მაგრამ ერთგული სამსახურის თანდათანობით გაღრმავებით, ბოლოს მეორე ან პირველი კლასის მდგომარეობამდე ამაღლების ღირსი ხდება. “შრიმატ-ბჰაგავატამში” (11.2.45-47) ნათქვამია, რომ პირველი კლასისერთგული მუდამ ხედავს უზენაეს უფალს ყოველი ცოცხალი არსების სულად. ამრიგად, ყოველი ცოცხალი არსების ხილვისას, კრშნას ხედავს და სხვას არაფერს. მეორე კლასის ერთგულს სრული რწმენა აქვს ღმრთეების უზენაესი პიროვნებისა, მეგობრობს წმინდა ერთგულებთან, წყალობს უმანკოებს და ერიდება ათეისტებს ან მათ, ვინც ერთგულ სამსახურს ეწინააღმდეგებიან. მესამე კლასის ერთგული დაკავებულია ერთგული სამსახურით სულიერი მოძღვრის დარიგებათა თანახმად ან ოჯახური ტრადიციის გამო და თაყვანს სცემს უფლის ღვთაებას, მაგრამ ერთგული სამსახურის ცოდნა არა აქვს განვითარებული დ ავერ არჩევს ერთგულს არაერთგულისგან. ასეთი მესამე კლასის ერთგული სინამდვილეში წმინდა ერთგულად არ შეიძლება ჩაითვალოს; იგი თითქმის ერთგულების სფეროში იმყოფება, მაგრამ მისი მდგომარეობა მეტად სახიფათოა. მაშასადამე, შეიძლება დავასკვნათ, რომ როდესაც პიროვნება ღმერთის სიყვარულისა და ერთგულებთან მეგობრობის ნიშნებს ავლენს, წყალობას იჩენს უმანკოთა მიმართ და გაურბის არაერთგულებთან ურთიერთობას, იგი წმინდა ერთგულად უნდა ჩაითვალოს. ერთგული სამსახურის განვითარებით, ასეთ პიროვნებას შეუძლია იმის დანახვა, რომ ყოველი ცოცხალი არსება უზენაესის განუყოფელ ნაწილაკს წარმოადგენს. მას შეუძლია ყოველ ცოცხალ არსებაში უზენაესი პიროვნება დაინახოს და ამიტომ იგი მეტად ამაღლებულია კრშნას ცნობიერში. ამ საფეხურზე იგი აღარ ანსხვავებს ერთგულსა და არაერთგულს, რადგან ყველას უფლის სამსახურში ხედავს. იგი ყოველი დიადი თვისების განვითარებას აგრძელებს და ამავე დროს კრშნას ცნობიერებითა და ერთგული სამსახურით არის დაკავებული. როგორც “შრიმატ-ბჰაგავატამშია” (5.18.12) ნათქვამი: “ის ვინც უზენაესი უფლის წმინდა, შეურეველ ერთგულ სამსახურს აღწევს, ივითარებს ნახევარღმერთთა ყოველ კარგ თვისებას, მაშინ როცა პიროვნება, რომელიც ასეთ სამსახურს არ მიჰყვება, მთელი მატერიალური ღირსებების მიუხედავად აუცილებლად აცდება ჭეშმარიტ გზას, რადგან მენთალურ სიბრტყეზე დახეტიალობს”. ამრიგად, მატერიალურ ღირსებებს ერთგულ სამსახურში არავითარი ფასი არ გააჩნია. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
guest1 |
![]()
პოსტი
#346
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 ![]() |
Atman
ციტატა მე აზრს ვერ ვხედავ, რაც გინდა ის დაიჯერე, შენი ნებაა. მთავარი განსხვავება იმპერსონალიზმს და პერსონალიზმს შორის ისაა რომ იმპერსონალისტები უზენაეს, პიროვნულ ღმერთს არ აღიარებენ და ამბობენ რომ ყველა "პოტენციური ღმერთია", პერსონალისტები კი უზენაეს ღმერთს სცემენ თაყვანს და მის მსახურებად თვლიან თავს, ისევე როგორც ქრისტიანები, დანარჩენი მეორეხარისხოვანია და არა აქვს მნიშვნელობა ბრაჰმანი ქვია თუ ნირვანა. შანკარაზე გითხარი უკვე ვინც იყო და რა მისიაც ქონდა. პრაპჰუპადა შანკარას კი არა შანკარას მოძღვრებას დასცინის თორე შანკარა რომ შივას ავატარი იყო თვითონვე ამბობს მაგას და ვედებვშიც წერია ეგ. მოკლედ გირჩევ ვედებს ღრმად გაეცნო თუ მართლა გაინტერესებს, თუ კამათისთვის საუბრობ ეგ სხვა საქმეა. პრაპჰუპადაზე ინფორმაციას ვიკიპედიიდან ვერ მიიღებ. თავად მის მოძღვრებას მოუსმინო ჯობია. გუგლში ინფორმაციის მიღება შეიძლება და არა ცოდნის. ვედები არ მაინტერესებს, სიმართლე რომ გითხრა. უპანიშადებს ვიცნობ და წაკითხული მაქვს (ის თორმეტი, რასაც შანკარა ეძახის ძირითად უპანიშადებს). ან, რა მითხარი შანკარაზე? რაც არ იცი, როგორ მეტყოდი? შენი წყაროა პრაბჰუპადა. შანკარაზე როცა საუბრობ, შანკარა უნდა წაიკითხო. შენ ისე მოგდის, ბუდისტი რო უმტკიცებდეს ქრისტეს რაობას ქრისტიანს ბუდისტური წყაროებით ან ქრისიტანი უმტკიცებდეს ბუდისტს ბუდას რაობას ქრისტიანული წყაროებით.აგერ შანაკარაც-მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი: The Crest-Jewel of Wisdom. სადმე შეგიძლია მიუთითო ამ ნაშრომიდან (ან სხვა რაიმე ნაშრომი თუ იცი შანკარასი), სადაც ამბობს შანკარა, რომ არსებობს უზენაესი ღმერთი, რომელსაც უნდა ვემსახუროთ? ციტატა თუ გავაცნობიერებთ რომ უკვდავი სულები ვართ, მაშინ არ არსებობს, მაგრამ სანამ თავი პიროვნება გვგონია ცრუ ეგოთი და პასპორტით, მაშინ ნამდვილად არსებობს. ანუ, შენ გააცნობიერე რომ უკვდავი სული ხარ, არა? ![]() და სული რა არის? სად გაქვს ეს სული: ხელში, ფეხში, გულში, თავში? რას იწონის ეს სული? რა ადგილს იკავებს ეს სული? ვინ დაინახა ეს სული: ატმანმა (კონკრეტული ფაქტების ერთობლიობამ, რომელიც ყოველ წამს იბადება და კვდება) თუ იმ უკვდავმა სულმა და მერე ამ უკვდავმა სულმა ატმანს (კონკრეტული ფაქტების ერთობლიობას, რომელიც ყოველ წამს იბადება და კვდება) გადასცა რომ ატმანი (კონკრეტული ფაქტების ერთობლიობა, რომელიც ყოველ წამს იბადება და კვდება) არ არის ის, რაც მას გონია? თუ უკვდავი სული ხარ, არაფერი გაცნობიერება არ უნდა დაგჭირვებოდა. უნდა ყოფილიყავი უკვდავი სული რომელიც არსებობს დროის გარეთ. თუ გააცნობიერე, მაშინ გააცნობიერა ვინ? ვინ და ატმანმა (კონკრეტული ფაქტების ერთობლიობამ, რომელიც ყოველ წამს იბადება და კვდება). ატმანმა როგორ გააცნობიერა უკვდავება, როცა თვითონ მოკვდავია? რაღაცას ან გვიმალავ, ან გვატყუებ. მომიყევი შენი წარსული უსასრულო (თუ სასრული) ცხოვრების შესახებ და შენი მომავალი უსასრულო (თუ სასრული) ცხოვრების შესახებ უკვდავო ატმან, თუ შეიძლება ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#347
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
guest1
ციტატა და სული რა არის? სად გაქვს ეს სული: ხელში, ფეხში, გულში, თავში? რას იწონის ეს სული? რა ადგილს იკავებს ეს სული? ვინ დაინახა ეს სული: ატმანმა (კონკრეტული ფაქტების ერთობლიობამ, რომელიც ყოველ წამს იბადება და კვდება) თუ იმ უკვდავმა სულმა და მერე ამ უკვდავმა სულმა ატმანს (კონკრეტული ფაქტების ერთობლიობას, რომელიც ყოველ წამს იბადება და კვდება) გადასცა რომ ატმანი (კონკრეტული ფაქტების ერთობლიობა, რომელიც ყოველ წამს იბადება და კვდება) არ არის ის, რაც მას გონია? თუ უკვდავი სული ხარ, არაფერი გაცნობიერება არ უნდა დაგჭირვებოდა. უნდა ყოფილიყავი უკვდავი სული რომელიც არსებობს დროის გარეთ. თუ გააცნობიერე, მაშინ გააცნობიერა ვინ? ვინ და ატმანმა (კონკრეტული ფაქტების ერთობლიობამ, რომელიც ყოველ წამს იბადება და კვდება). ატმანმა როგორ გააცნობიერა უკვდავება, როცა თვითონ მოკვდავია? რაღაცას ან გვიმალავ, ან გვატყუებ. ამ სიტყვებს რამდენიმე თვის წინ სხვებს ვეუბნებოდი. თავად გაიღვიძე და გამოდი გონების ჩარჩოებიდან ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
guest1 |
![]()
პოსტი
#348
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 ![]() |
Atman
ციტატა ამ სიტყვებს რამდენიმე თვის წინ სხვებს ვეუბნებოდი. თავად გაიღვიძე და გამოდი გონების ჩარჩოებიდან ვერანაირად ვერ გამოვდივარ და შენ როგორც ამ ჩარჩოებიდან გამოსულმა ამიხსენი ეს მომენტი, თუ არ დაგეზარება: საიდან დაადგინე რომ უკვდავი ხარ? როგორც ადამიანი, რომელსაც გონებისა (და ისიც უხარისხო გონების) და სხეულის მეტი არაფერი გააჩნია, გეკითხები როგორც რაღაცას (უბრალოდ არ ვიცი ამ რაღაცას რა ეწოდება და ამიტომ ვხმარობ ამ სიტყვას, არავითარი ცინიზმი), რომელიც გონების ჩარჩოებს გაცდა.![]() და კიდევ: შენი წარსული ცხოვრებიდან ჩამოთვალე ვინ იყავი, თუ საიდუმლო არ არის? და ვინ იქნები უშუალოდ ამ ცხოვრების შემდეგ? |
Atman |
![]()
პოსტი
#349
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
guest1
მაგ ყველაფერს სიტყვებით ვერ ახსნი ![]() ![]() შენ ჭეშმარიტება არ გაინტერესებს. შენ კამათის მოგება გინდა, ეგრე კი ჭეშმარიტებას ვერ გაიგებ (თუ რა თქმა უნდა უკვე არ იცი). ციტატა და კიდევ: შენი წარსული ცხოვრებიდან ჩამოთვალე ვინ იყავი, თუ საიდუმლო არ არის? და ვინ იქნები უშუალოდ ამ ცხოვრების შემდეგ? წინა ცხოვრებაში ვინ ვიყავი დიდად აღარ მაინტერესებს და აღარც გარკვევას ვეცდები. ვინ ვიქნები შემდეგ ცხოვრებაში, ეგ კი ღმერთზეა დამოკიდებული და არა ჩემზე. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცი ვინ არ ვარ. შანკარას ფილოსოფია ძალიან კარგი და ძალიან ძლიერია, მაგრამ მხოლოდ იმის გარკვევაში გეხმარება თუ ვინ არ ხარ. დაგამშვიდებს, ნერვებს დაგიწყნარებს, მაქსიმუმ კიდე უპიროვნო ბრაჰმანს შეერწყა. მაგ ფილოსოფიით პიროვნულ ღმერთამდე ვერ მიხვალ. სულს ანუ მე (და შენ) 3 თვისება აქვს: მარადიულობა, ცოდნა და ნეტარება. ბრაჰმანის შეცნობა იგივე მარადიულობის შეცნობაა და პირველი ეტაპია განვითარების გზაზე. მერეა სულიწმინდის, ანუ პარამატმის შეცნობა, რომელიც ყველა ჩვენთაგანის გულშია და ამას ცოდნის ასპექტის გათავისებაც. და მესამეა ბჰაგავანის, ანუ ღმერთის პიროვნული, უზენაესი ასპექტის შეცნობა, რასაც თან ახლავს ნეტარება. ჯერ-ჯერობით მეც და შენც გვძინავს, მაგრამ ვიცით მაინც რომ გვძინავს. და მე ვიცი ასევე როგორ უნდა გავიღვიძო, და ჩემზეა დამოკიდებული შევძლებ თუ არა ამას (თუმცა დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან აუცილებლად შევძლებ)... ბუდისტი კი ყველაფერზე იტყვის ილუზიააო. რა პრობლემაა ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
guest1 |
![]()
პოსტი
#350
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 ![]() |
Atman
ციტატა მაგ ყველაფერს სიტყვებით ვერ ახსნი საინტერესო შეხედულებაა, მცდარი მაგრამ მაინც საინტერესო, თუმცა მცდარი; მიუხედავად იმისა, რომ მცდარია, ცოტა საინტერესო არის, ეს უნდა აღინიშნოს. ახლა ეგ როგორ გავიგო: ეს უკვდავი მოკვდავი ატმანი ლოგიკურად მიხსნის იმას, რომ ლოგიკურად ამ ყველაფერს ვერ ახსნის? ცნობებზე (!) დაყრდნობით მიმტკიცებს, რომ გონების ჩარჩოებს უნდა გავცდე, მაშინ როცა ყველანაირი ცნობა გონების ჩარჩოა. თუ, შენი ცნობები გონების და ლოგიკური აზროვნების ჩარჩოების მიღმა მიიღეს და ჩემი ცნობები მხოლოდ მოკვდავი მოკვდავების ცნობებია? ეს უკვდავი მოკვდავი ატმანი მიმტკიცებს, რომ ექსპერიმენტში დაადასტურა რაღაც, მაშინ როცა ყოველგვარი ექსპერიმენტის ანალიზი უშუალოდ გონების ჩარჩოებით და მისი შემწეობით ხდება.![]() ![]() ციტატა შენ ჭეშმარიტება არ გაინტერესებს. შენ კამათის მოგება გინდა, ეგრე კი ჭეშმარიტებას ვერ გაიგებ (თუ რა თქმა უნდა უკვე არ იცი). მე კამათის მოგება-წაგება არ მაინტერესებს. მე შენ გაძლევ კითხვებს, რომელზეც საერთოდ არ უნდა გასცე პასუხი, თუმცა სცემ და თან კამათობ. ამის მიზეზი არის ერთადერთი: მოკვდავს უნდა არსებობისათვის ბრძოლა. მოკვდავის ერთადერთი რეალობა არის მისი კონცეფციები, აზრები, რწმენები. ამის დაკარგვასთან ერთად მოკვდავი კვდება და მისი მოკვდავი ილუზიურობა საპნის ბუშტივით სკდება. ამიტომაც არის რომ ყველა მოკვდავი (შენი და ჩემი ჩათვლით) თავის გადარჩენას ამ გზით ცდილობს. შენ, როგორც მოკვდავს, უბრალოდ უკვდავებაზე (მის რწმენაზე და უსაფუძვლო, ირაციონალურ ლოგიკაზე) გაქვს აქცენტი გაკეთებული. ხოდა, როცა გეკითხები და პასუხს ვერ მცემ (იმიტომ, რომ პასუხი სინამდვილეში არ არსებობს), გარბიხარ ირაციონალური გამოუვალი გამოსავლისაკენ.ციტატა წინა ცხოვრებაში ვინ ვიყავი დიდად აღარ მაინტერესებს და აღარც გარკვევას ვეცდები. არსებითი ის კი არ არის ამ შემთხვევაში ჩვენ რა გვაინტერესებს და რა არა. არამედ ის, რომ არ ვიცით და ვამტკიცებთ. თუ არ გაინტერესებს ვინ იყავი, არც იცი ვინ იყავი. არ იცი იყავი თუ არა წინა ცხოვრებაში და იქნები თუ არა მომავალ ცხოვრებაში. ოღონდ, ხმამაღლა გაიძახი, "რეინკარნაცია არსებობს, თქვენ გინდა დაიჯერეთ და გინდა არა-ეს ფაქტია". ანუ რეინკარნაცია არის "ფაქტი", რომლის ფაქტობა შენ არ დაგიდგენია უშუალოდ. ტოჟე მნე გონების ჩარჩოებიდან გამოსული ![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#351
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
guest1
ციტატა მე შენ გაძლევ კითხვებს, რომელზეც საერთოდ არ უნდა გასცე პასუხი, თუმცა სცემ და თან კამათობ. მხოლოდ ზრდილობის გულისთვის, თორე ვიცი რომ შენთან კამათს აზრი არ აქვს, ისევე როგორც ჩემთან კამათს არ ქონდა აზრი როცა მაგ ფილოსოფიაზე მყარად ვიდექი ![]() ციტატა ეს უკვდავი მოკვდავი ატმანი ლოგიკურად მიხსნის იმას, რომ ლოგიკურად ამ ყველაფერს ვერ ახსნის? ცნობებზე (!) დაყრდნობით მიმტკიცებს, რომ გონების ჩარჩოებს უნდა გავცდე, მაშინ როცა ყველანაირი ცნობა გონების ჩარჩოა. არის ცნებები, რომლებიც წმინდა წერილებშია და უნდა ენდო უბრალოდ, იმიტომ რომ ეს "ღვთაებრივი გონებების" დაწერილია და მე ამ ცნებებს ვაციტირებ ძირითადად, ხანდახან ჩემი ენით, მეტი არაფერი... თუ არ გინდა დაჯერება ვერც იმას დაიჯერებ რომ ღმერთი არსებობს. ყველაფრის უარყოფა შეიძლება გონებით და ლოგიკით. ციტატა თუ არ გაინტერესებს ვინ იყავი, არც იცი ვინ იყავი. ვერ დაგეთანხმები. ბევრს აინტერესებს ვინ იყო, მაგრამ ხშირად მცდარ პასუხებს ღებულობენ. ეს ცოდნა მას ეხსნება, ვისი გულიც (გონებაც) გაწმენდილია. ციტატა ანუ რეინკარნაცია არის "ფაქტი", რომლის ფაქტობა შენ არ დაგიდგენია უშუალოდ. ტოჟე მნე გონების ჩარჩოებიდან გამოსული გაიღვიძე ატმან, კაკ-კუკ ისევ ვიმეორებ. მე არ ვიცი. მე მჯერა. გონების ჩარჩოებიდან კი ვერავინ ვერ გავალთ, მხოლოდ უნდა გავაცნობიეროთ რომ გონების ჩარჩოებში ვართ და ვენდოთ ან არ ვენდოთ ავტორიტეტებს. ვიცი შენი ფილოსოფია: არსებობს მხოლოდ დამკვირვებელი, ანუ ის ვინც ხედავს და აცნობიერებს. რასაც ხედავ ეგ ობიექტია, ანუ ილუზიაა, იმიტო რო დროებითია. მარადიული და ერთადერთი მხოლოდ დამკვირვებელია. შესაბამისად სხეულიც, მატერიაც, გონებაც, ჭკუაც და ყველაფერი ის რასაც ვაკვირდებით, მაიაა. ღმერთიც არ არსებობს, იმიტომ რომ თუ არ ვხედავთ ისედაც არ არის და თუ ვხედავთ ისევ ჩვენი ილუზიაა. კაი ხანი ვიყავი მაგ ფილოსოფიით, ბოლოს მომბეზრდა დაკვირვება, გონების ყოველ გაელვებასაც კი ვაკვირდებოდი და ისეთი სიმშვიდე მოვიდა სამარეშიც არ ექნება მკვდარს ![]() ვწყვეტ შენთან კამათს. აბსოლუტური უაზრობაა ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
guest1 |
![]()
პოსტი
#352
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 ![]() |
Atman
ციტატა მხოლოდ ზრდილობის გულისთვის, თორე ვიცი რომ შენთან კამათს აზრი არ აქვს, ისევე როგორც ჩემთან კამათს არ ქონდა აზრი როცა მაგ ფილოსოფიაზე მყარად ვიდექი კაი ახლა ატმან, ზრდილობას ნუ დააბრალებ ამ ყველაფერს. ზრდილობანი ადამიანი კი ჩანხარ, მაგას არ ვუარყოფ. მაგრამ, ამ შემთხვევაში შენს პასუხებს ერთადერთი მიზანი აქვს: დამანახო, რომ მართალი ხარ-ეს შენც კარგად იცი და მეც. მაგრამ არ ხარ მართალი. შენ რომ მართალი იყო, მე მტყუანი ვიქნები. იცი ეს რას ნიშნავს? ![]() ციტატა არის ცნებები, რომლებიც წმინდა წერილებშია და უნდა ენდო უბრალოდ, იმიტომ რომ ეს "ღვთაებრივი გონებების" დაწერილია და მე ამ ცნებებს ვაციტირებ ძირითადად, ხანდახან ჩემი ენით, მეტი არაფერი... თუ არ გინდა დაჯერება ვერც იმას დაიჯერებ რომ ღმერთი არსებობს. ყველაფრის უარყოფა შეიძლება გონებით და ლოგიკით. ამას ქვია სოფიზმის მწვერვალი. შენ გჯერავს და გწამს, რომ ეგ შენი ვედები ღვთაებრივი გონების დაწერილია. თუმცა, როცა სხვა ჯერავს რომ რამაკრიშნა ღვთაებრივ გონებას წარმოადგენს და უმაღლეს ღვთაებრივს ქადაგებს, ბუდიზმი ღვთაებრივმა გონებამ მოიტანა (ოღონდ შენს ღვთაებრივ გონებასა და ამ გონებებს შორის დიდი ნაპრალია) და უმაღლეს ღვთაებრივს ქადაგებს, ეს სხივი რწმენა არასწორია. საინტერესოა ძალიან. ხოდა, ერთ რწმენას, რომელსაც არავითარი ლოგიკური საფუძველი არ აქვს, როგორ ადარებ მეორე რწმენას, რომელსაც არავითარი ლოგიკური საფუძველი არა აქვს? ვერ შეადარებ, მორჩეს აქ უნდა კამათი. მაგრამ, შენ მაინც ადარებ და შენი რწმენა (რომელსაც არამარტო ლოგიკური საფუძველი არ აქვს, არამედ შენის მხრიდან არავითარი პირდაპირი განცდაც არ გააჩნია) მიგაჩნია უკეთესად მხოლოდ და მხოლოდ შენი ახირების წყალობით.ციტატა ვერ დაგეთანხმები. ბევრს აინტერესებს ვინ იყო, მაგრამ ხშირად მცდარ პასუხებს ღებულობენ. ეს ცოდნა მას ეხსნება, ვისი გულიც (გონებაც) გაწმენდილია. იგივეა აქაც. წიგნებიდან ამოკითხულს მიციტატებ, იმ წიგნებიდან რომლისადმიც რწმენა გაგაჩნია და ამასთანავე საუბრობ რომ რაღაც ახალ განვითარების საფეხურს მიაღწიე. სადაც იყავი იქ ხარ, უბრალოდ ერთი ხედვიდან გადახტი მეორეზე. ასე გაგრძელდება შენი სიცოცხლის ბოლომდე. ასეა ადამიანის ბუნება და ასეა ბუნების კანონები მოწყობილი. რაც მოდის, ის მიდის; რაც იბადება ის კვდება; რწმენაც ასეა; იგი მარადიული არ არის.ციტატა ისევ ვიმეორებ. მე არ ვიცი. მე მჯერა. გონების ჩარჩოებიდან კი ვერავინ ვერ გავალთ, მხოლოდ უნდა გავაცნობიეროთ რომ გონების ჩარჩოებში ვართ და ვენდოთ ან არ ვენდოთ ავტორიტეტებს. მეც ისევ ვიმეორებ. შენი მთელი ხედვა არის დაქსაქსული და უსაფუძვლო, ამასთანავე ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული. გონების ჩარჩოებიდან ვერ გავალთო, მიმტკიცებ ისევ გონების ჩარჩოებით. რა იცის შენმა გონებამ, რომელიც ჩარჩოებშია მოქცეულია, სად გავა და სად გამოვა? ან ავტორიტეტი ვინ არის? შენთვის პრაბჰუპადაა ავტორიტეტი. ჩემთვის ეგ პრაბჰუპადა მორიგი აფერისტია ან უგუნური. პეტრესთვის შანკარაა ავტორიტეტი, ან რამაკრიშნაა ავტორიტეტი. შენთვის ეს ხალხი არაფერს წარმოადგენს. ვიღაცასთვის ბუდაა ავტორიტეტი, შენთვის ბუდა ფოკუზნიკია და ა.შ. ვინ არის ეს ინტერნაციონალური ავტორიტეტი? ბუნებაში არსებობს ასეთი რამ საერთოდ? აბა არ არსებობს; არსებობს და ამ ავტორიტეს, შენი აზრით, ქვია პრაბჰუპადა, შივა, კრიშნა თუ რავი, ვინც არის შენი ავტორიტეტი.ციტატა ვწყვეტ შენთან კამათს. აბსოლუტური უაზრობაა შენ კამათს ვერასდროს ვერ შეწყვეტ. შენი ბუნებაა კამათი, რომ შენი უპირატესობა დაუმტკიცო სხვას. ჩემთან შეიძლება დროებით შეწყვიტო (გონებაში ისევ გააგრძელებ ჩემთანაც კამათს), მაგრამ სულ კამათში იქნები, ხან პეტრესთან ხან პავლესთან. შენ რომ კამათის შეწყვეტა და საქმის კეთება შეგეძლოს, დიდი ხანი გექნებოდა კამათი შეწყვეტილი და საქმეზე იქნებოდი გადასული.![]() P.S. საერთოდ თუ მორჩები კამათს და საქმის კეთებას დაიწყებ, ეგ აჯობებს. |
Atman |
![]()
პოსტი
#353
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა კაი ახლა ატმან, ზრდილობას ნუ დააბრალებ ამ ყველაფერს. ზრდილობანი ადამიანი კი ჩანხარ, მაგას არ ვუარყოფ. მაგრამ, ამ შემთხვევაში შენს პასუხებს ერთადერთი მიზანი აქვს: დამანახო, რომ მართალი ხარ-ეს შენც კარგად იცი და მეც. მაგრამ არ ხარ მართალი. შენ რომ მართალი იყო, მე მტყუანი ვიქნები. იცი ეს რას ნიშნავს? ეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი მართლა უაზრობაა. თუნდაც იმიტომ რომ რასაც ახლა შენ მეუბნები იმას კარგად ვაცნობიერებ ![]() ციტატა შენ კამათს ვერასდროს ვერ შეწყვეტ. შენი ბუნებაა კამათი, რომ შენი უპირატესობა დაუმტკიცო სხვას. ჩემთან შეიძლება დროებით შეწყვიტო (გონებაში ისევ გააგრძელებ ჩემთანაც კამათს), მაგრამ სულ კამათში იქნები, ხან პეტრესთან ხან პავლესთან. შენ რომ კამათის შეწყვეტა და საქმის კეთება შეგეძლოს, დიდი ხანი გექნებოდა კამათი შეწყვეტილი და საქმეზე იქნებოდი გადასული. ეგეთი სიმართლე კაი ხანია არავის უთქვამს ჩემთვის. გმადლობ ![]() ციტატა ამას ქვია სოფიზმის მწვერვალი. შენ გჯერავს და გწამს, რომ ეგ შენი ვედები ღვთაებრივი გონების დაწერილია. თუმცა, როცა სხვა ჯერავს რომ რამაკრიშნა ღვთაებრივ გონებას წარმოადგენს და უმაღლეს ღვთაებრივს ქადაგებს, ბუდიზმი ღვთაებრივმა გონებამ მოიტანა (ოღონდ შენს ღვთაებრივ გონებასა და ამ გონებებს შორის დიდი ნაპრალია) და უმაღლეს ღვთაებრივს ქადაგებს, ეს სხივი რწმენა არასწორია. საინტერესოა ძალიან. ხოდა, ერთ რწმენას, რომელსაც არავითარი ლოგიკური საფუძველი არ აქვს, როგორ ადარებ მეორე რწმენას, რომელსაც არავითარი ლოგიკური საფუძველი არა აქვს? ვერ შეადარებ, მორჩეს აქ უნდა კამათი. მაგრამ, შენ მაინც ადარებ და შენი რწმენა (რომელსაც არამარტო ლოგიკური საფუძველი არ აქვს, არამედ შენის მხრიდან არავითარი პირდაპირი განცდაც არ გააჩნია) მიგაჩნია უკეთესად მხოლოდ და მხოლოდ შენი ახირების წყალობით. მე მხოლოდ იერარქიას და განვითარებებს ვხედავ და ეს რა თქმა უნდა ჩემი რწმენის საკითხია. მე არც გეუბნები რომ შენ არ ხარ მართალი როცა ასე გჯერა. მე ვაღიარებ რომ ეს ჩემი რწმენა და ჩემი აზრია. გონებას კი უნდა შედარება და კამათი, მაგრამ რა ვუყოთ. ყველა გონების თვისებაა ეს. მითუმეტეს ფორუმზე გონებას ვერ გავექცევით. ციტატა ასეა ადამიანის ბუნება და ასეა ბუნების კანონები მოწყობილი. რაც მოდის, ის მიდის; რაც იბადება ის კვდება; რწმენაც ასეა; იგი მარადიული არ არის. მართალი ხარ, მარადიული არ არის. ვითარდება. პ.ს. რაც მითხარი მაგ ყველაფერი ბევრჯერ მაქვს გადახარშული და ვაცნობიერებ. შენც ხვდები ამას, უბრალოდ დააფიქსირე ფორუმზე აზრი და ესეც ადამიანური ბუნებიდან გამომდინარეობს. აი პრაქტიკულ რჩევებს თუ მომცემ (მეც და სხვასაც), თუ როგორ გავხდეთ ბედნიერები და როგორ გავხადოთ ჩვენს გარშემო ადამიანები ბედნიერები, და ნაკლებს ვიფილოსოფოსებთ, მაგისთვის უფრო მადლობელი დაგრჩები. მე პირადად კეთილი გულით გირჩევ ეს ზღაპარი წაიკითხო: ჯემალ ქარჩხაძე "ბედნიერების მაძიებელი უფლისწული" http://allshares.ge/download.php?id=CAE60F4B9 -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
guest1 |
![]()
პოსტი
#354
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 ![]() |
Atman
ციტატა მე მხოლოდ იერარქიას და განვითარებებს ვხედავ და ეს რა თქმა უნდა ჩემი რწმენის საკითხია. მე არც გეუბნები რომ შენ არ ხარ მართალი როცა ასე გჯერა. მე ვაღიარებ რომ ეს ჩემი რწმენა და ჩემი აზრია. გონებას კი უნდა შედარება და კამათი, მაგრამ რა ვუყოთ. ყველა გონების თვისებაა ეს. მითუმეტეს ფორუმზე გონებას ვერ გავექცევით. მე რა მჯერა და რა არ მჯერა, არ ვიცი. ხან ისე მჯერა, ხან ასე მჯერა. ხან სულ არ მჯერა და ხან სულ მჯერა. შენ არ გადანაშაულებ კიდევ მე იმაში, რასაც შენ აკეთებ. მეც იგივეს ვაკეთებ და ცოტა ნამუსი თუ დამრჩენია, არ უნდა დაგანაშაულო წესით და რიგით, ეგრე არ არის?მართალი ხარ, მარადიული არ არის. ვითარდება. ციტატა პ.ს. რაც მითხარი მაგ ყველაფერი ბევრჯერ მაქვს გადახარშული და ვაცნობიერებ. შენც ხვდები ამას, უბრალოდ დააფიქსირე ფორუმზე აზრი და ესეც ადამიანური ბუნებიდან გამომდინარეობს. აი პრაქტიკულ რჩევებს თუ მომცემ (მეც და სხვასაც), თუ როგორ გავხდეთ ბედნიერები და როგორ გავხადოთ ჩვენს გარშემო ადამიანები ბედნიერები, და ნაკლებს ვიფილოსოფოსებთ, მაგისთვის უფრო მადლობელი დაგრჩები. მე პირადად კეთილი გულით გირჩევ ეს ზღაპარი წაიკითხო: ვერ შევდივარ მაგ გვერდზე. თუ მოვახერხებ, მაშინ ჩამოვტვირთავ და წავიკითხავ. რაც შეეხება პრაქტიკულ რჩევებს, მე რა რჩევა უნდა მოგცე? შენც ისე ცხოვრობ როგორც მე. შენ რასაც მირჩევ, არ განსხვავდება იმისაგან რაც მე შეიძლება გირჩიო. არ გჭირდება შენ არავის რჩევა, არც პრაბჰუპადასი და არც პეტრესი.ყველა შემთხვევაში, კეთილი სურვილებით. |
Atman |
![]()
პოსტი
#355
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
guest1
არავის რჩევა არ მჭირდება? ![]() აქედან ჩამოტვირთე: http://www.bin.ge/file/139375/bednierebis-...iswuli.doc.html -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
guest1 |
![]()
პოსტი
#356
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 ![]() |
Atman
ციტატა ესე იგი სხვას არ უნდა ვენდო და დავუჯერო? გააჩნია რა უნდა დაიჯერო. თუ ლურსმნის დაჭედება არ იცი და ძალიან გინდა ისწავლო, მაშინ თხოვე იმას, ვინც კარგად აჭედებს-შენი თვალით რომ დაინახე კარგად აჭედებდა და მოგეწონა იმას თხოვე. იმ მეტაფიზიკურ-არააქაურ-გაუგებარ-გაურკვეველს რასაც შენ ეძებ, ვერავინ გაპოვნინებს და ვისაც გინდა დაუჯერე მაგ ამბავში, სულერთია.მოკლედ შენი საქმე შენ იცი. ვისაც გინდა დაუჯერე და ვისაც გინდა არ დაუჯერო ![]() ![]() მადლობა ახალი ლინკისათვის. ჩამოვტვირთე და ზღაპარს მაინც წავიკითხავ ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#357
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
guest1
ციტატა მოკლედ შენი საქმე შენ იცი. ვისაც გინდა დაუჯერე და ვისაც გინდა არ დაუჯერო მე გისურვებ სულ მაღლა და მაღლა გეაროს და იმ სიჩქარით რა სიჩქარითაც შენ გაგიხარდება გაიხარე! ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
![]()
პოსტი
#358
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
დავუბრუნდეთ რეინკარნაციას. უფრო სწორედ რეინკარნაციის და მართლმადიდებლობის ურთიერთკავშირს:
ძალიან ბევრი ადამიანია მსოფლიოში და საქართველოშიც, რომელიც ბოლომდეა დარწმუნებული რეინკარნაციის არსებობაში, რადგან ეს ისევე ნათელია, როგორც ის, რომ დედამიწა მრგვალია და არა ბრტყელი. მაგრამ იმის გამო რომ მართლმადიდებლობა არ იღებს ამ რეალობას, მეც და ბევრი სხვაც იძულებულია გაყვნენ სხვა სულიერ მიმართულებებს, რომლებიც რა თქმა უნდა აღიარებენ რეინკარნაციას. განსაკუთრებით ვგულისხმობ ბუდიზმს როგორც რელიგიას, ასევე ეზოთერულ და ოკულტისტურ მიმართულებებს, რომლებიც ბევრ ჭეშმარიტებას იყენებს საყრდენად, მაგრამ სულ სხვა მიზნებს ემსახურება და ღმერთისგან განაშორებს ადამიანს. მე იმის გამო რომ აქ ვერ მივიღე შესაბამისი პასუხები მოძღვრებისგან, საკმაოდ ბევრი ვიხეტიალე აღმოსავლურ, ან დასავლური არატრადიციულ მიმართულებებში და საბედნიეროდ მინდა ვთქვა რომ მაინც მივაღწიე სწორ და ღმერთის გზას, მაგრამ შეიძლება ითქვას მე გამიმართლა, უმეტესობა კი პირისპირ რჩება ოკულტურ ცოდნასთან და თანაც შეუიარაღებელი და შავი ძალებისგან დაუცველი. ნუთუ შეუძლებელია რომ რაღაც რაღაცეები აღიაროს მართლმადიდებლობამ და არ დატოვოს ბედის ანაბარა ეს ხალხი? ბევრმა ეს ისედაც იცის ჩვენს ეკლესიაში, მაგრამ დოგმატიკის მიხედვით აკრძალული აქვთ ამაზე ლაპარაკი. მე პირადად არავინ მაზიარებს ჩემი "მკრეხელური ცოდნის" გამო. არადა რაც ვიცი ვიცი, ხო არ გადავაგდებ და ვუარყოფ იმას, რაშიც 100 % დარწმუნებული ვარ? ეკლესიის პრინციპულობის მესმის, უბრალოდ გული მტკივა გზას აცდენილი ადამიანების გამო... დაფარული გამჟღავნდება მაინც და რაც მალე მოხდება ეს მით უკეთესი! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნონა |
![]()
პოსტი
#359
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ციტატა ნუთუ შეუძლებელია რომ რაღაც რაღაცეები აღიაროს მართლმადიდებლობამ და არ დატოვოს ბედის ანაბარა ეს ხალხი? ბევრმა ეს ისედაც იცის ჩვენს ეკლესიაში, მაგრამ დოგმატიკის მიხედვით აკრძალული აქვთ ამაზე ლაპარაკი. ![]() ციტატა უბრალოდ გული მტკივა გზას აცდენილი ადამიანების გამო... მართლა ძალიან მტკივნეულია ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#360
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ტკბილებო
![]() ისე იმუსააფეთ ადვაიტა ვედანტა-ზე, კრშნაზე და ბუდაზე და ათას სხვა ჩიხლიფორთობებზე, რომ ეკლესიას და ქრისტიანობას ნუ გარევთ ![]() კაიროსი! პ.ს. ჩვენთან ქრისტე აღსდგა! ![]() პ.ს.ს. რა უნდა ამ თემა "მეცნიერებასა და განათლებაში" ? ეს "აპოლოგეტიკის" ლუკმაა ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 02:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი