![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#361
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
KAIROS
![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
guest1 |
![]()
პოსტი
#362
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 ![]() |
ვულოცავ ქრისტიანობას აღდგომის დღესასწაულს.
P.S. "ქრისტე აღსდგა" გამიგია, მარა "ჩვენთან ქრისტე აღსდგა" არ გამიგია. |
death |
![]()
პოსტი
#363
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
არ წამიკითხია ეს თემა, მაგრამ სათაურიდან გამომდინარე ვიტყვი, ქრისტიანობა ვერასდროს ვერ აღიარებს რეინკარნაციას, რადგან ის ძირეულად ეწინააღდმეგება ქრისტიანულ მოძღვრებას. ადმიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა (ებრ 9:27)
-------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
Atman |
![]()
პოსტი
#364
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
death
ქრისტიანობა აღიარებს თუ არა ეგ არ წყვიტავს რეინკარნაციის არსებობის საკითხს. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
guest1 |
![]()
პოსტი
#365
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 ![]() |
თუ ქრისტიანობას განსაზღვრავენ როგორც მართლმადიდელურ ქრისტიანობას, მაშინ დღეს-დღეობით ამას უარყოფს მართლმადიდებლური ქრისტიანობა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ, არსებობს არამართლმადიდებელი ქრისტიანებიც-გინდა მწვალებლები უწოდეთ და გინდა არა. და არსებობენ არამართლმადიდებელი ქრისტიანები, რომელთაც ჯერავთ რეინკარნაციის. გარდა ამისა, ქრისიტანობის ჩასახვისას არსებობდა ბევრი ქრისტიანული მიმართულება, რომელიც რეინკარნაციას ასწავლიდა. არსებობს ძალიან კარგი წიგნი ამის თაობაზე. ადრე მაქვს წაკითხული და ამ წიგნს ძალიან დიდი ბიბლიოგრაფია აქვს ამის თაობაზე. ვინც ინგლისურად კითხულობს და აინტერესებს ამის შესახებ, შეიძლება წაიკითხოს ეს წიგნი:
Reincarnation: The Missing Link In Christianity მოგვიანებითაც არსებობდა (და ახლაც არსებობს) ქრისტიანული მიმართულებები, რომლებიც რეინკარნაიცას ასწავლიან როგორც მათი მოძღვრების შემადგენელ ნაწილს. მაგალითად ასეთ სექტას წარმოადგენდნე კათარები, რომელიც დედაბუდიანად ამოჟლიტა კათოლიკურმა ეკლესიამ მათი სწავლების გამო. ისინი კათოლიკურ ეკლესიას არ ემორჩილებოდნენ. დღეს არსებობს რამოდენიმე გნოსტიკური ეკლესია, რომელშიც ქრისტე წამყვანი ფიგურაა (ღმერთკაცია, მასწავლებელია) და რომელნიც კანონიკური სახარებების გარდა ეყრდნობიან არაკანონიკურ სახარებებს, ე.წ. აპოკირეფებს. ლინკი 1 ლინკი 2 ამ ლინკებზე მოკლეთ არის ეს ყველაფერი განხილული. წმინდა გრეგორი ნისადან, რომელიც ასევე ნისას ეპისკოპოსი იყო მე-4 საუკუნეში, წერდა რეინკარნაციაზე და სჯეროდი რეინკარნაციის. ეს პიროვნება წმინდანადაც ითვლება და როგორც ვიკიპედიის ლინკი ამბობს, მნიშვნელოვან წმინდანად ითვლებოდა როგორც კაოლიკურ ასევე მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ამ ადამიანს მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის სამების თეოლოგიის შემუშავებაში. გარდა იმისა, რომ მას რეინკარნაცია ჭეშმარიტად მიაჩნდა, მან საფუძველი დაუდო უნივერსალური ხსნის, აპოკატასტაზის, დოქტრინასაც (ორიგენთან და კლემენტესთან ერთად-ეს ორი უფრო ადრე მოღვაწეობდა). სხვათაშორის, წმინდანი ბასილ დიდი, რომელიც გრეგორის ძმა იყო, ეწინააღმდეგებოდა უნივერსალური ხსნის დოქტრინას, მაგრამ ამასთანავე წერდა, რომ ქრისტიანთა უმრავლესობას იმ დროისათვის აპოკატასტაზის სწამდა. უნივერსალური ხსნის დოქტრინა აცხადებს, რომ საბოლოოდ ყველა ღმერთთან მიდის, ბოროტის ჩათვლით. მოგვიანებით, რა თქმა უნდა, ეკლესიამ მსგავსი მოძღვრებები ერესად გამოაცხადა და ეს იყო წმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა ეკლესიას პოლიტიკური მართველობა ჩაეგდო ხელში. ამრიგად, ხსნა მხოლოდ ქრისტიენბის ხელში "ჩავარდა" და დღეს-დღეობით, მართლმადიდებლური პოზიციიდან, ყველანი ვიღუპებით მართლმადიდებლების გარდა. რავიცი, რავიცი-შეგარგოთ სამოთხე და სულ იავარდებით მოფენილ გზაზე გენავარდოთ იქითა ცხოვრებაში ![]() ![]() ცოტა თემას ავცდი. მაგრამ არა უშავს. მოკლედ, წმინდა გრეგორიც იზიარებდა მსგავს იდეებს. მისი აზრით სული განიცდის მარადიულ დახვეწას (ეპეკტაზი), სანამ იგი ღმერთს შეურთდება, ღმერთს, რომელიც უსასრულო და არაპიროვნული რამ არის მის მოძღვრებაში. აი რას წერს წმინდანი: ციტატა It is absolutely necessary that the soul shall be healed and purified, and if it doesn't take place in one life on earth, it must be accomplished in future earthly lives. აბსოლიტურად უაცილებელია, რომ სულმა განიწმინდოს და თუ ეს განწმენდა ერთ სიცოცხლეში ვერ ხდება, მაშინ ეს უნდა მოხდეს მომავალ დედამიწიერ ცხოვრებებში.მეოცე საუკუნის ცნობილი წინასწარმეტყველი ედგარ კეისი, რომელსაც მძინარე წინასწარმეტყველსაც ეძახდნენ, ბევრს ამბობს რეინკანრაციაზე მის ტრანსებში. ბიბლიაში კიდევ, რა თქმა უნდა არის ფრაზები, რომლის ინტერპრეტაციები ორივენაირად შეიძლება: როგორც რეინკარნაციის მხარდამჭერი და როგორც მისი უარმყოფი. მე პირადად არასწორად მიმაჩნია ბიბლიის ციტატების გამოყენება ამ მხრივ, გინდა ერთი მხარის (მხარდამჭერების) და გინდა მეორე მხარის (უარმყოფელების) მიერ. უბრალოდ ბიბლიის ციტატებზე დაყრდნობა შეუძლებელია ამის გასარკვევად, რადგანაც ბიბლიის ციტატების ინტერპრეტაციების რაოდენობა ფაქტიურად უსასრულოა ჩემი აზრით (ამას ქრისტიანობაში არსებული მიმართულებების რაოდენობაც ცხადყოფს, რომელიც ზუსტად ბიბლიის სხვადასხვა ინტერპრეტაციებს ეყრდნობა). და რთქმა უნდა, აბსოლიტურად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს დავიჯერებთ თუ არა რეინკარნაციის შესაძლებლობას. სულიერი ცხოვრებისათვის არც მისი მტკიცება და არც მისი უარყოფა რაიმე მნიშვნელობას არ იძენს. |
Atman |
![]()
პოსტი
#366
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
"როგორც ხორცშესხმული სული გამუდმებით გადადის ამ სხეულში ბავშვობიდან სიჭაბუკეში და სიჭაბუკიდან სიბერეში, სწორედ ასევე სიკვდილის ჟამს სული გადადის სხვა სხეულში. გონიერ ადამიანს არ ატყუებს ასეთი ცვლილება." (ბჰაგავად-გიტა 2.13)
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
![]()
პოსტი
#367
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ბუდისტური და ვედური შეხედულება რეინკარნაციაზე საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. ბუდიზმის ზოგიერთი მიმართულება თვლის მაგალითად რომ შემდეგ ცხოვრებაში ადვილი შესაძლებელია ცხოველად ან მცენარედ დაიბადო, მითუმეტეს თუ ცხოველს მოკლავ მერე იმ ცხოველად დაიბადები. ვედები უფრო რაციონალურად უდგება ამ საკითხს. შეიძლება ხორცისმჭამელი იყო, მაგრამ ისევ ადამიანად დაიბადები, თუ ამ შენს ცოდვას სხვა მადლით გამოისყიდი, მსხვერპლს სწირავ ტაძრებს, აკეთებ სიკეთეს და ა.შ. ოღონდ ძროხის დაკვლა მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება, და საერთოდ რაც უფრო მაღალგანვითარებულია ცხოველი მის მოკვლაზე უფრო მეტი მოგვეთხოვება. თითქმის შეუძლებელია ახლანდელ დროში, რომ ადამიანი ცხოველად ან მითუმეტეს მცენარედ დაიბადოს შემდეგ ცხოვრებაში. ცოდვილი სული ჯოჯოხეთში ხვდება პირდაპირ, რათა იქ გამოისყიდოს ცოდვები და ამით უფრო სწრაფად ხდება გამოსყიდვა, ვიდრე ცხოველის სხეულში. ესეც ღვთის ღვთის მადლია ჩვენ ეპოქაში.
არსებობს "ჯაინების" სექტა, რომელიც პირბადით დადის, რომ მიკრობები და მცირე მწერები არ შეისუნთქონ შენთხვევით და არ მოკლან. ეს არის უკიდურესი ფანატიზმი და უმეცრება. იგულისხმება რომ განზრახ, ჩვენი კუჭის დასაკმაყოფილებლად არ უნდა მოვკლათ ცხოველები (გამონაკლისია ისეთი სიტუაცია, როცა ადამიანი შიმშილით კვდებვა და მეტი არაფერი მოიპოვება, და რადგან ადამიანის სიცოცხლე ცხოველისაზე ღირებულია, ამ დროს ცხოველის ჭამა ნებადართულია.) ვედებში წერია რომ ცოდვა გადადის არა მხოლოდ იმაზე, ვინც ცხოველს კლავს, არამედ იმაზეც, ვინც ამ დაკვლაში მონაწილეობას ღებულობს, ვინც ამ ხორცს ყიდულობს, ვინც ამზადებს და რა თქმა უნდა ვინც ჭამს. ძროხა წმინდად ითვლება და ამიტომ არ შეიძლება მისი ჭამა, ხოლო ღორი კი ბინძურად ითვლება და მისი ჭამაც კატეგორიულადაა აკრძალული ვედებშიც და ბევრ რელიგიაში. ისევ ვიმეორებ: მეცნიერული აზრი, რომ ხორცის არ-ჭამა ჯანმრთელობისთვის მავნებელია, არის აბსოლუტური უმეცრება და კრეტინიზმი! იცხოვრე ქრისტიანულად და თან ხორცი არ ჭამო, სულიერადაც უფრო მალე განვითარდებით და უფრო ჯანმრთელიც იქნებით (სიბერეშიც). ის რომ ქრისტიანობა ნებას რთავს ხორცის ჭამისას არ ნიშნავს რომ აუცილებელი და სავალდებულოა ხორცის ჭამა. ის ვინც საკუთარი კუჭის სიამოვნებისთვის კლავს ცხოველს, სამოთხეში შეიძლება მოხვდეს, მაგრამ ცათა სასუფეველში ვერ მოხვდება! და როდესაც ძალიან ვიტანჯებით და ღმერთს ვუსვამთ კითხვას: "რატომ?! რისთვის?!" იგივე კითხვა (არა აზრობრივად, არამედ ემოციურად) უჩნდება ცხოველს, როცა მთელი ცხოვრება გემსახურა და შენ ყელს ჭრი! და არც სისხლიანი მსხვერპლშეწირვაა ქრისტიანული! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნონა |
![]()
პოსტი
#368
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
და არც სისხლიანი მსხვერპლშეწირვაა ქრისტიანული! ძველი აღთქმის ადამიანებს ასეთი მსხვერპლშეწირვის მცნება ჰქონდათ მიცემული ![]() ციტატა "რატომ?! რისთვის?!" იგივე კითხვა (არა აზრობრივად, არამედ ემოციურად) უჩნდება ცხოველს, მგონი დროა საუბარი გავაგრძელოთ ემოციისა და აზრის ერთურთისაგან დამოუკიდებლად არსებობის საკითხზე ![]() ძროხა რაღაც ნამეტანი გაგვიგონიერდა (მიუხედავად ჩემი სავსებით თბილი დამოკიდებულებისა ამ ცხოველისადმი) ![]() ემოცია რომელიც აზრობრივი პრიზმისაგან არ იწნეხება, ინსტიქტია მხოლოდ და მისი ფორმულირება კითხვად, თანაც ისეთი ჩაწნული შინაარსით როგორიცაა- რატომ მკლავთ, რისთვის? - აზროვნების გარეშე არ ხდება! უბრალოდ დაფიქრდი რამდენი რამ უნდა ქონდეს ძროხას ემოციურად(!) გაანალიზებული მსგავსი შემეცნების კითხვამდე რომ დავიდეს მისი ემოციობანი ... ესმოდეს საკუთარი ღვაწლი, ადამიანთა ქცევის ანალიზს არც მეტი არც ნაკლები სამართლიანობა-უსამართლობის დონეზე განიცდიდეს და რაც მთავარია უფალს პიროვნული დიალოგები ( მერე რა თუ მხოლოდ ემოციური ფორმით) უწარმოოს... ინსტიქური ემოციებისაგან ნამეტანს ვითხოვთ ![]() პ.ს. მსჯელობაც კი არასერიოზულია ამ საკითხზე რა... : -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Atman |
![]()
პოსტი
#369
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ნონა
ციტატა ძველი აღთქმის ადამიანებს ასეთი მსხვერპლშეწირვის მცნება ჰქონდათ მიცემული ქრისტეს მოსვლის მერე სისხლიანი მსხვერპლშეწირვა აიკრძალა! ციტატა მგონი დროა საუბარი გავაგრძელოთ ემოციისა და აზრის ერთურთისაგან დამოუკიდებლად არსებობის საკითხზე ძროხა რაღაც ნამეტანი გაგვიგონიერდა (მიუხედავად ჩემი სავსებით თბილი დამოკიდებულებისა ამ ცხოველისადმი) ემოცია რომელიც აზრობრივი პრიზმისაგან არ იწნეხება, ინსტიქტია მხოლოდ და მისი ფორმულირება კითხვად, თანაც ისეთი ჩაწნული შინაარსით როგორიცაა- რატომ მკლავთ, რისთვის? - აზროვნების გარეშე არ ხდება!უბრალოდ დაფიქრდი რამდენი რამ უნდა ქონდეს ძროხას ემოციურად(!) გაანალიზებული მსგავსი შემეცნების კითხვამდე რომ დავიდეს მისი ემოციობანი ...ესმოდეს საკუთარი ღვაწლი, ადამიანთა ქცევის ანალიზს არც მეტი არც ნაკლები სამართლიანობა-უსამართლობის დონეზე განიცდიდეს და რაც მთავარია უფალს პიროვნული დიალოგები ( მერე რა თუ მხოლოდ ემოციური ფორმით) უწარმოოს...ინსტიქური ემოციებისაგან ნამეტანს ვითხოვთ პ.ს. მსჯელობაც კი არასერიოზულია ამ საკითხზე რა... : უყურე ძროხას როგორ კლავენ და მერე იფიქრე აზრსა და ემოციას შორის განსხვავებაზე! და აუხსენი ძროხას მაგ დროს: ნუ გეშინია, შენ სული მაინც არ გაქვს და არც დაიტანჯები. შენი ემოციური სფერო მხოლოდ ცხოველის დონეს შეესაბამება და არაფერი აქვს საერთო სულთანთქო! დაწყნარდება ალბათ, მადლობას გადაგიხდის და მშვიდად მოკვდება! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნონა |
![]()
პოსტი
#370
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ნონა ქრისტეს მოსვლის მერე სისხლიანი მსხვერპლშეწირვა აიკრძალა! არ აკრძალულა ![]() ციტატა უყურე ძროხას როგორ კლავენ და მერე იფიქრე აზრსა და ემოციას შორის განსხვავებაზე! და აუხსენი ძროხას მაგ დროს: ნუ გეშინია, შენ სული მაინც არ გაქვს და არც დაიტანჯები. შენი ემოციური სფერო მხოლოდ ცხოველის დონეს შეესაბამება და არაფერი აქვს საერთო სულთანთქო! დაწყნარდება ალბათ, მადლობას გადაგიხდის და მშვიდად მოკვდება! ეს უკვე ლირიკაა ![]() იცი ერთხელ ვუყურე სოფლისთვის სარწყავი არხი გაყავდათ და რთულ ადგილებს დენთით აფეთქებდნენ. ულამაზესი სანახავი იყო წითელ და თეთრ კლდოვან შვერილებში ამოჩრილი მწვანე კორომები... აფეთქების შემდეგ მხოლოდ მტვერი დარჩა... ტკივილისგან ყელი ამტკივდა ისე დამენანა შესაძლოა იქ რომელიმე პატარა ცხოველიც დაიღუპა... ჩიტები ფრთხიალით აიშალნენ , ან ზოგი ვერც აიშალა... უმძაფრეს ემოციას აღძრავდა ბუნების ასეთი ლამაზი მონაკვეთის მტვრად ქცევა, მაგრამ მშენებლებისთვის თუნდაც გულში უნდა მესაყვედურა? -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Atman |
![]()
პოსტი
#371
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ნონა
ციტატა არ აკრძალულა მე მითხრეს კომპეტენტურმა პირებმა მართლმადიდებლობით დაშვებული არაა ცხვრის შეწირვაო და დანარჩენი შენ გაარკვია. ანუ ღმერთი არ იღებს იმ შეწირვას და თუ ცხვარზე ქეიფი გინდა და ამას მსხვერპლშეწირვას არქმევ ეგ უკვე სხვა საქმეა. ბოვშმა ინსტიტუტში ჩააბარა და ერთი ცხვარი რავა არ უნდა დოუკლა ღმერთს! ![]() ტრადიციები და რელიგიაც კი ვეღარ გაგვირჩევია ერთმანეთისგან... ციტატა ეს უკვე ლირიკაა უკიდურეს და მშრალ ლოგიკას, უკიდურესი ლირიკა დავუპირისპირე. სხვა რა დამრჩენოდა ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
terra |
![]()
პოსტი
#372
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
არ აკრძალულა ![]() ![]() ![]() შენ ალბათ იგულისხმე, რომ ზოგადად საკლავის კვლა არ აუკრძალავს უფალს ქრისტიანთათვის, თორემ, სისხლიანი მსხვერპლი რომ უსისხლოთი შეიცვალა, ჩემზე კარგად გეცოდინება. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ნონა |
![]()
პოსტი
#373
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
შენ ალბათ იგულისხმე, რომ ზოგადად საკლავის კვლა არ აუკრძალავს უფალს ქრისტიანთათვის, თორემ, სისხლიანი მსხვერპლი რომ უსისხლოთი შეიცვალა, ჩემზე კარგად გეცოდინება. უფალს თუ შესწირავ ცხვარს, ამით ცოდვას არ ჩაიდენ ![]() სისხლიანი მსხვერპლი უსისხლოთი კი შეიცვალა, თუმცა ახლაც შეგიძლია მიიყვანო ცხვარი მაგალითად ეკლესიაში და დანარჩენს სტიქაროსანი მიხედავს... ![]() ანუ ოპტიმალურის თუ აუცილებლობის განსაზღვრება აღარ აქვს სისხლიან მსხვერპლს, მაგრამ ამით ცოდვად არ ქცეულა და არც აკრძალულა შესაბამისად. ნონა მე მითხრეს კომპეტენტურმა პირებმა მართლმადიდებლობით დაშვებული არაა ცხვრის შეწირვაო და დანარჩენი შენ გაარკვია. ანუ ღმერთი არ იღებს იმ შეწირვას გეყო ახლა, წაუაფსურდებ ბალღო ![]() კითხე უფრო კომპეტენტურებს ![]() ციტატა და თუ ცხვარზე ქეიფი გინდა და ამას მსხვერპლშეწირვას არქმევ ეგ უკვე სხვა საქმეა. ბოვშმა ინსტიტუტში ჩააბარა და ერთი ცხვარი რავა არ უნდა დოუკლა ღმერთს! ეს უკვე აშკარა სიმახინჯეა და მას საერთო რელიგიასთან არაფერი აქვს, მხოლოდ აბრალებენ მავანნი ![]() ![]() ციტატა უკიდურეს და მშრალ ლოგიკას, უკიდურესი ლირიკა დავუპირისპირე. სხვა რა დამრჩენოდა ![]() ჩემსნაირ ლირიული ადამიანიც რომ ლოგიკის საჭიროებაზე შეყენდება იქ ლირიკას რაღA მოგახმობინებს მამაუკაა ![]() არგუმენტი არგუმენტის წილ ![]() თეზა მხოლოდ თეზისათვის ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Atman |
![]()
პოსტი
#374
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა უფალს თუ შესწირავ ცხვარს, ამით ცოდვას არ ჩაიდენ სისხლიანი მსხვერპლი უსისხლოთი კი შეიცვალა, თუმცაახლაც შეგიძლია მიიყვანო ცხვარი მაგალითად ეკლესიაში და დანარჩენს სტიქაროსანი მიხედავს... ანუ ოპტიმალურის თუ აუცილებლობის განსაზღვრება აღარ აქვს სისხლიან მსხვერპლს, მაგრამ ამით ცოდვად არ ქცეულა და არც აკრძალულა შესაბამისად. ეს მსხვერპლშეწირვა არაა და უფალი არ იღებს ამას. სტიქაროსანი და მღვდელი კიი დიდი სიამოვნებით გეახლებათ. მაგრამ უფლისადმი მსხვერპლშეწირვა არ უნდა ერქვას. ციტატა თეზა მხოლოდ თეზისათვის თეზა VS ანტითეზა = სინთეზი ანუ თეზაც და ანტითეზაც მხოლოდ სინთეზისთვის ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნონა |
![]()
პოსტი
#375
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ეს მსხვერპლშეწირვა არაა და უფალი არ იღებს ამას. სტიქაროსანი და მღვდელი კიი დიდი სიამოვნებით გეახლებათ. მაგრამ უფლისადმი მსხვერპლშეწირვა არ უნდა ერქვას. საიდან ასკვნი რომ არაა? ეკლესიაში მიტანილ შესაწირავსაც ეკლესიის მსახურნი გეახლებიან ძირითადად. არ იწირავს ხო უფალი ? ![]() ციტატა თეზა VS ანტითეზა = სინთეზი ანუ თეზაც და ანტითეზაც მხოლოდ სინთეზისთვის VS არა "+" ![]() სინთეზური ყალიბი რელიგიისათვის უკვე ცრუ რელიგიაა ![]() ჭეშმარიტება სინთეზურ შერწყმასა და გამოყოფეფებს არ საჭიროებს ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
terra |
![]()
პოსტი
#376
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
ახლაც შეგიძლია მიიყვანო ცხვარი მაგალითად ეკლესიაში და დანარჩენს სტიქაროსანი მიხედავს... ![]() ეს სხვა საქმეა ![]() უბრალოდ, ხატთან არ უნდა წააჩოქო საკლავი და მის სახელზე არ გამოღადრო ყელი. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Atman |
![]()
პოსტი
#377
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ნონა
მაგ კუთხით რომ მივუდგეთ სიგარეტი რო მიაწოდო მწეველ მღვდელს მაგასაც შეიწირავს ![]() ჰაჰაააა ჩაგჭერიიიიი ![]() terra ციტატა ეს სხვა საქმეა ))უბრალოდ, ხატთან არ უნდა წააჩოქო საკლავი და მის სახელზე არ გამოღადრო ყელი. და რქაზე ანთებული სანთელი არ უნდა დაადგა! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნონა |
![]()
პოსტი
#378
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ციტატა უბრალოდ, ხატთან არ უნდა წააჩოქო საკლავი და მის სახელზე არ გამოღადრო ყელი. არადა მსგავსი რამ მგონი არასოდეს გაუკეთებია ადამიანს... ![]() სანამ სისხლიანი მსხვრპლშეწირვა არსებობდა მანამ ხატები არ არსებობდა... შენ მიგყავს პირუტყვი უფლის სახელზე და ის თუ გინდა გააჩუქონ და თუ უნდათ კიდევ ობოლ ბავშვებს სადილი მოუმზადონ... ან სულაც თვითონ ისიამოვნონ... შენ რაღა შუაში ხარ... მთავარია გაეცი ისე რამდენადაც ვიცი საქართველოს მთაში ამის დამახინჯებული კიარადა წარმართული ტრადიცია ფესვგადგმულია ერთობ... ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Atman |
![]()
პოსტი
#379
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ნონა
ციტატა ჭეშმარიტება სინთეზურ შერწყმასა და გამოყოფეფებს არ საჭიროებს აბსოლუტური ჭეშმარიტება სიტყვით არ გამოიხატება და არ გვინდა ახლა ამაზე ბევრი ბაზარი რა თუ შეიძლება ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნონა |
![]()
პოსტი
#380
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ნონა აბსოლუტური ჭეშმარიტება სიტყვით არ გამოიხატება და არ გვინდა ახლა ამაზე ბევრი ბაზარი რა თუ შეიძლება ![]() ადამიანური გონისთვის თვით აბსოლიტურის გაგებაც (თუნდაც არასიტყვითი) ძალიან პირბითი და შეფარდებითია ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი