![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#381
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა ადამიანური გონისთვის თვით აბსოლიტურის გაგებაც (თუნდაც არასიტყვითი) ძალიან პირბითი და შეფარდებითია მე გელაპარაკები იმაზე რისი გაგებაც ძნელია, და არა იმაზე რისი გაგებაც უფრო ძნელია ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნონა |
![]()
პოსტი
#382
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ციტატა მე გელაპარაკები იმაზე რისი გაგებაც ძნელია, და არა იმაზე რისი გაგებაც უფრო ძნელია მშვენიერი პასუხი იყო ![]() ოღონდ ფორმით და არა შინაარსით ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Atman |
![]()
პოსტი
#383
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა მშვენიერი პასუხი იყო ოღონდ ფორმით და არა შინაარსით შინაარსიც რომ გაიგო ნაღვლიან და იდუმალებით მოცულ თვალებში უნდა მიყურო და ისე მისმინო ![]() ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნონა |
![]()
პოსტი
#384
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
შინაარსიც რომ გაიგო ნაღვლიან და იდუმალებით მოცულ თვალებში უნდა მიყურო და ისე მისმინო ![]() ![]() ![]() შინაარსი მხოლოდ ფორმების გროვა იყო და მე ამ ფორმების ლაბირინთში ხეტიალის პერსპექტივა არ მხიბლავს ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Atman |
![]()
პოსტი
#385
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა შინაარსი მხოლოდ ფორმების გროვა იყო და მე ამ ფორმების ლაბირინთში ხეტიალის პერსპექტივა არ მხიბლავს ![]() ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
guest1 |
![]()
პოსტი
#386
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 ![]() |
კიდევ ყოფილა ერთი წმინდანი, წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, რომელსაც დიდ პატივს სცემს როგორ აღმოსავლური ასევე დასავლური ეკლესია. ეს წმინდანი წმინდა გრეგორი ნისელის მსგავს მოძღვრებას ქადაგებდა, რაც ზემო პოსტში არის გადმოცემული. თქვენ უფრო კარგად გეცოდდინებათ ამ წმინდანის ისტორია (როგორ გამოაცხადა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ერეტიკოსად, როგორ მოჭრა მარჯვენა და ენა, რათა არ ექადაგა მეტი და როგორ განუწესეს საქართველოში-მე ახლა ვკითხულობ ამაზე), ამიტომ მხოლოდ მის თეოლოგიაზე ვიტყვი მოკლედ: მისი თეოლოგია საბოლოოდ აღიარა კონსტანტინოპოლის მესამე კრებამ. მისი თეოლოგია ნეო-პლატონისტური იყო და წმინდა გრეგორის თეოლოგიის მსგავსად ქადაგებდა, რომ ყოველი არსება უფლიდან მოდის და საბოლოოდ უფალს უკავშირდება. ცოტა შეიძლება უხეშად მოხვდეს ეს ზოგიერთს (რომ სამოთხეში მარტო ვერ ვიქნებით და მეზობლად შეიძლება მაჰმადიანი იბნ ალი ალ შაჰიდი გვყავდეს), მარა უნდა ავიტანოთ იქ ყველამ მეზობელი
![]() პირველ რიგში, ლინკების შესახებ: Maximus_the_Confessor#Theology ვიკიპედიის ლინკია. რა თქმა უნდა, მარტო ამ ლინკზე დაყრდნობა არ შეიძლება. თუმცა, ვიკიპედია (მიუხედავად იმისა, რომ შეცდომებსაც შეიძლება შეიცავდეს), უამრავ წყაროს ასახელებს და სხვადასხვა წყაროსთან მიმართვა შეიძლება. მაქსიმე აღმსარებლის შესახებ ვიკიპედიაში წერია, რომ იგი აპოკატასტაზის გამზიარებელი იყო. აპოკატასტაზის რეინკარნაციის ტოლფასია და ჩემს წინა პოსტში რამოდენიმე ციტატას მივუთითე წმინდა გრეგორი ნისელისა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამაზე ორთოდოქსებსა და დასავლეთის ეკლესიებს შორის დავაა. ორთოდოქსები ამტკიცებენ, რომ მსგავსი რამეს იგი არ ქადაგებდა. როგორც ჩანს, პირდაპირი წერილობითი წყარო, რომელიც წმინდანს მიეწერება, ამის თაბაზე არ არსებობს. საწინააღმდეგო ბანაკის აზრით, იგი მეგობრებში ქადაგებდა მსგავს რამესო, ვიკიპედიის თანამხად. მოკლედ, ამაზე დაყრდნობით რაიმეს თქმა ძნელია, ობიექტურობა მოითხოვს რომ ეს აღინიშნოს. თუმცა, არსებობს სხვა უტყუარი ცნობები, რომ იგი გაცნობილი იყო ფსევდოდიონისე აროპაგიელის შრომებს, რაც ნეოპლატონური შეხედულებებს ატარებს და მაქსიმუსიც ნეოპლატონურ იდეებს ქადაგებდა. ნეოპლატონიზმში აპოკატასტაზის შეხედულება ჩვეულებრივი ყოფილა. მოკლედ, გაიცლებით სავარაუდოა, რომ ეს წმინდანი ამ შეხედულებებს იზიარებდა. ამას თუ ვერავინ დაამტკიცებს, მისი ნეოპლატონური იდეები ქვემო წიგნშია მოცემული: Maximus Confessor: selected writings საოცარია ამ წმინდანის თეოლოგია. დაინტერესებულთ შეუძლიათ ნახონ chapters on knowledge სარჩევში. უფლის ასეთი გაგება წმინდად ნეოპლატონისტურია. დროს და დრო, ამ წიგნიდან ციტატების დადება შეიძლება. საინტერესოა საამაყო ეკლესიის ისტორია. როგორ ხდება ეკლესიაში "ჭეშმარიტების" დადგენა. "აღიარე გავრცელებული აზრი, თორემ ენას მოგაჭრით, ხელს მოგაჭრით და დარჩები სხეულის ნაწილების გარეშე" პლიუს ამას, საქართველოში გაგიშვებენ, იქაც წმინდანად გაღიარებენ და შენი თეოლოგია არ იციან ![]() P.S. მე არც მაქსიმეს იდეებს ვიზიარებ და არც ვუარყოფ. უბრალოდ მინდა ზოგიერთი წმინდანის იდეებიც გავიცნოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ კიდევ სხვა მართლმადიდებელ წმინდანებს ვნახავ ალტერნატიული თეოლოგიით, აუცილებლად შემოგთავაზებთ ![]() P.P.S. აუცილებლად წაიკითხეთ ის თავი, რაც ზემო ლინკზე მივუთითე. იქ კარგად არის აღწერილი "პერსონალური" უფლის არსი. |
Atman |
![]()
პოსტი
#387
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
რუსულადაც თუ შემოგვთავაზებ ეგეთ ინფორმაციას კარგი იქნება. მე პირადად ინგლისური არ ვიცი
![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
![]()
პოსტი
#388
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ერთ დიიიიდ საიდუმლოს გაგიმხელთ:
ის, ვინც სიკვდილის წინ მხოლოდ ღმერთზე იფიქრებს ან მის სახელს ახსენებს, პირდაპირ ღმერთთან მოხვდება სულიერ სამყაროში და მეტჯერ აღარ დაიბადება (ან თუ დაიბადება მხოლოდ რაიმე მისიით და არა ცოდვების გამოსასყიდად). ოღონდ არც ისე ადვილია სიკვდილის წინ ღმერთზე ფიქრი. ამ დროს იჩენს თავს ჩვენი ყველა მიჯაჭვულობა: "ვაიმე შვილებს რაღა ეშველებათ უჩემოდ, ანდერძის დაწერა ვერ მოვასწარი, ნეტავ ჩიტად დავიბადო რომ სულ მაღლა და მაღლა ვიფრინო (ამის სურვილს ნაღდად არ გირჩევთ ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Molen |
![]()
პოსტი
#389
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 ![]() |
ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო მივიჩნევ რეინკარნაციას არასწორად.
მეორედ მოსვლის ჟამს ყველა თავის სხეულით უნდა აღდგეს და გასამართლდეს. თუ ადამიანს ბევრი სხეული ექნება, რომელი მათგანი უნდა აღგდეს? პირველი თუ ბოლო? აბსურდია არა?! ასე რომ რეინკარნაცია და ასეთი შეხედულებები ჩემთვის წარმოუდგენელია, მით უფრო იესო არსად არ ამბობს მის შესახებ და ბიბლიაც მხოლოდ აღდგომაზეა დაფუძვნებული, ანუ შეიძლება აღდგეს გარდაცვლილი - სული მოექცეს იმავე სხეულში, რომელშიც იყო გარდაცვალებამდე - მაგრამ სხვაგანა გადასახლდეს?! კარგით რა.. -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
Atman |
![]()
პოსტი
#390
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
Molen
ციტატა ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო მივიჩნევ რეინკარნაციას არასწორად. მეორედ მოსვლის ჟამს ყველა თავის სხეულით უნდა აღდგეს და გასამართლდეს. თუ ადამიანს ბევრი სხეული ექნება, რომელი მათგანი უნდა აღგდეს? პირველი თუ ბოლო? აბსურდია არა?! მე კიდევ მაგ სიტყვაბის ბუკვალური გაგება მიმაჩნია სასაცილოდ. სხეული არსებობს მატერიალურიც და სულიერიც. ჩვენ სულიერ სხეულს ვერცერთი ვერ ვხედავთ, რაც მიწაში იმარხება ის მატერიალური სხეული და ტანსაცმელია მხოლოდ და ეგ არც უკანასკნელი აღდგება და არც ბოლოსწინა (გინდა ადამიანის იყოს გინდა ფარშევანგის ![]() ციტატა ასე რომ რეინკარნაცია და ასეთი შეხედულებები ჩემთვის წარმოუდგენელია, მით უფრო იესო არსად არ ამბობს მის შესახებ და ბიბლიაც მხოლოდ აღდგომაზეა დაფუძვნებული, ანუ შეიძლება აღდგეს გარდაცვლილი - სული მოექცეს იმავე სხეულში, რომელშიც იყო გარდაცვალებამდე - მაგრამ სხვაგანა გადასახლდეს?! კარგით რა.. კი ბატონო, თუ წარმოუდგენელია ნუ წარმოიდგენ. იესო რას ამბობდა და რას არ ამბობდა და ვისთან ამბობდა და ვისთან არ ამბობდა და დღემდე რა შემორჩა და რა გადაკეთდა და რა მოაკლდა და რა ჩაემატა ეგ სხვა საკითხია კიდევ. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Molen |
![]()
პოსტი
#391
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 ![]() |
Atman
ციტატა მე კიდევ მაგ სიტყვაბის ბუკვალური გაგება მიმაჩნია სასაცილოდ. წმინდა იოანე დამასკელი აღდგომის შესახებ ხოლო გვწამს, აგრეთვე, მკვდართა აღდგომა, რადგან იქნება, ნამდვილად იქნება მკვდართა აღდგომა. ამასთან, ვამბობთ რა აღდგომას, სხეულთა აღდგომას ვამბობთ, რადგან აღდგომა ესაა დაცემულის მეორედ დგომა, ხოლო სულები, რომლებიც უკვდავნი არიან, როგორ უნდა აღდგნენ? მართლაც, თუ სიკვდილი განისაზღვრება, როგორც სულის გაყრა სხეულისგან, აღდგომა უთუოდ არის სულისა და სხეულის კვლავ შეკავშირება და დაშლილი და დაცემული ცოცხალი არსების მეორედ მდგომობა. ამიტომ, თვით გახრწნილი და დაშლილი სხეული, თვით იგი აღდგება უხრწნელი, რადგან ვინც დასაბამში მიწის მტვრისგან შეამყარა სხეული, ძალუძს მას აგრეთვე, რომ კვლავ აღადგინოს იგი, დაშლილი და იმ მიწისკენ მიქცეული, რისგანაც იყო აღებული შემოქმედის განჩინების შესაბამისად. მართლაც, თუ არ არსებობს აღდგომა, „ვჭამოთ და ვსვათ“, მივყვეთ სიამტკბილობით და განცხრომით ცხოვრებას. თუ არ არის აღდგომა, რითღა განვირჩევით პირუტყვთაგან? თუ არ არის აღდგომა, ნეტარვყოთ ველის მხეცები, რომლებსაც უზრუნველი ყოფა აქვთ. თუ არ არის აღდგომა, მაშინ არც ღმერთია და არც წინაგანგება, არამედ ყოველივე თვითნებურად განეგება და წარემართება, რადგან, აჰა, ვხედავთ, რომ მართალთა უმრავლესობა შეჭირვებულია და შეურაცხყოფილი, არ მიიღებს რა არანაირ შემწეობას ამჟამინდელ ყოფაში, ხოლო ცოდვილნი და უსამართლონი სიმდიდრეში და ყოველგვარ განცხრომაში განისვენებენ. ამიტომ, კეთილგონიერთაგან ვინ იქნება ისეთი, რომ ამგვარი რამ მართლმსაჯულებისა და ბრძნული წინაგანგების საქმედ ჩათვალოს? ამიტომ, იქნება, დიახ იქნება აღდგომა, რადგან სამართლიანია ღმერთი და ვინც მას დაუთმობს, საზღაურსაც მიიღებს მისგან. ასე რომ, თუ მხოლოდ სული იღვაწებდა სათნოებათა ასპარეზზე, მხოლოდვე იგი მიიღებდა გვირგვინს. ასევე, თუ მხოლოდ სული ჩაეფლობოდა სიამტკბილობაში, სამართლიანად დაისჯებოდა მხოლოდ იგი, მაგრამ რადგან სულს არც სხეულისგან განცალკევებული არსებობა ჰქონდა და არც მის გარეშე ეშურებოდა იგი სათნოებას თუ ბოროტებას, საზღაურთაც სამართლიანად მიიღებს ერთობლივად ორივე მათგანი. ამასთან, ადასტურებს საღვთო წერილიც, რომ იქნება სხეულთა აღდგომა. ასე უთხრა ღმერთმა ნოეს წარღვნის შემდეგ: „როგორც ბალახის მწვანილი, მოგეცით თქვენ ყოველივე, მაგრამ ხორცი სულის სისხლით არ ჭამოთ, რადგან თქვენეულ სისხლსაც თქვენს სულთაგან გამოვიძიებ; ყველა მხეცის ხელისგან1 გამოვიძიებ მას და ყოველი ადამიანის, მისი ძმის, ხელისგან გამოვიძიებ მის სულს. ვინც დაღვრის ადამიანის სისხლს, მისი სისხლის სანაცვლოდ დაიღვრება, რადგან ღვთის ხატით შევქმენი ადამიანი“ (შესაქ. 9,3-6). როგორ გამოიძიებს იგი ადამიანის სისხლს ყველა მხეცის ხელისგან, თუ არ აღადგენს მომკვდარი ადამიანების სხეულებს? მართლაც, ადამიანთა სანაცვლოდ როდი კვდებიან ცხოველები. ასევე, თქმულია მოსეს მიმართ. „მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. არ არის ღმერთი მკვდართა ღმერთი“ (გამოსვლ. 3,6), - ე. ი. არ არის იგი იმათი ღმერთი, რომლებიც მოკვდნენ და აღარ იარსებებენ, არამედ - ცოცხალთა, რომელთა სულებიც მის ცხოველ ხელშია, სხეულები კი კვლავ იცოცხლებენ აღდგომის მიერ. ღვთისმამა დავითიც ამბობს ღვთის მიმართ: „სულს წაართმევ მათ და მოისპობიან და მათივე მტვრისკენ მიიქცევიან“ (ფს. 103,29). აჰა, სხეულთა შესახებაა ეს სიტყვა. შემდეგ ურთავს: „გამოავლენ შენს სულს და შეიქმნებიან, და განაახლებ მიწის პირს“ (ფს. 103,30). ესაიაც ამბობს: „აღდგებიან მკვდრები და აღიმართებიან საფლავებში მყოფნი“ (ეს. 26,29). ცხადია, რომ სხეულებია დადებული საფლავებში და არა სულები. ნვტარ ეზეკიელსაც უთქვამს: „და მოხდა ისე, რომ ვწინასწარმეტყველებდი მე და, აჰა, იყო მიწისძვრა, და მოიტანა ძვლები, ძვალი - ძვლისადმი, თითოეული - თავისი ნაწევრისადმი. და ვიხილე, და, აჰა, შეექმნათ მათ ძარღვები და ხორცები აღმოუცენდათ და ამოუვიდათ მათზე, და ზემოდან გარემოეტმასნათ მათ ტყავი“ (ეზეკ. 37,7-8). შემდეგ იმას გვასწავლის, როგორ დაუბრუნდათ მათ ბრძანებამიცემული სულები. საღვთო დანიელიც ამბობს: „და იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, რომელიც დადგენილია შენი ხალხის ძეებზე, და იქნება ჟამი შეჭირვებისა, შეჭირვება, როგორიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც ხალხი გაჩნდა მიწაზე, ვიდრე იმ დრომდე. და იმ დროს ცხონდება შენი ხალხი, ყველა ის, ვინც წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება. და მრავალნი მძინარეთაგანნი მიწის ნაყარში აღიმართებიან, ერთნი საუკუნო სიცოცხლისათვის, მეორენი - საუკუნო გაკიცხვისა და სირცხვილისათვის. და გონიერნი გამობრწყინდებიან, როგორც სამყაროს ბრწყინვალებაა და მრავალნი მართალთაგანნი, როგორც ვარსკვლავნი, საუკუნოდ და შემდეგაც გამობრწყინდებიან“ (დან. 12,1-3). როდესაც ამბობს იგი, რომ „მრავალნი მძინარეთაგანნი მიწის ნაყარში აღდგებიან“, ცხადია, სხეულთა აღდგომას წარმოაჩენს ამით, რადგან არავინ იტყვის, რომ სულებს სძინავთ მიწის ნაყარში. თვით უფალმაც წმინდა სახარებებში სხეულთა აღდგომა ცხადად გადმოსცა, რადგან თქვა: „მოისმენენ საფლავში მყოფნი ღვთის ძის ხმას და გამოვლენ კეთილთა მოქმედნი სიცოცხლის აღდგომაში, ხოლო უკეთურთა მოქმედნი - სასჯელის აღდგომაში“ (იოან. 5,28-29), საფლავებში მყოფებად კი განა ოდესმე სულებს იტყოდა ვინმე საღად მოაზროვნეთაგანი? ამასთან, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც გააცხადა უფალმა სხეულთა აღდგომა. პირველად, აღადგინა მან ოთხი დღის მკვდარი ლაზარე, უკვე გახრწნილი და სუნგაშვებული, ხოლო აღადგინა მან არა სხეულს მოკლებული სული, არამედ სხეულიც სულითურთ, და არა სხვა, არამედ - თვით ის, გახრწნილი, რადგან როგორღა შეიცნობოდა ანდა სარწმუნო გახდებოდა მკვდრის აღდგომა, თუკი მისი პიროვნების2 გამომხატველი თვისებები არ დაამტკიცებდნენ ამას? მაგრამ მან აღადგინა ლაზარე (რომელსაც კვლავ სიკვდილისკენ მიქცევა ელოდა), იმისათვის, რომ გაეცხადებინა თავისი ღმრთეება და სარწმუნო გაეხადა თავისი და ჩვენი აღდგომა, თვით უფალი კი დასაბამი გახდა იმ სრული აღდგომისა, რაც უკვე აღარ ექვემდებარება სიკვდილს. ამიტომაც ამბობდა საღვთო მოციქული პავლე: „თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღდგომილა. მაშ, ფუჭი ყოფილა ჩვენი რწმენა. მაშ, კვლავაც ჩვენს ცოდვებში ვყოფილვართ“ (1კორ. 15,16-17). და კიდევ: „ქრისტე აღდგომილია, დასაბამი დაძინებულთა“ (იქვე 20). კიდევ: „პირმშო მკვდართაგან“ (კოლას. 1,18). და კიდევ: „თუკი გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, ასევე ღმერთი იმათაც, რომლებიც დაძინებულნი არიან, თავისთან მიიყვანს იესოს მიერ“ (1თეს. 4,14), თქვა კი მოციქულმა: „ასევე“. ესე იგი: „„ისე, როგორც აღდგა უფალი“. ხოლო ცხადია, რომ უფლის აღდგომა მისი გაუხრწნელებული სხეულისა და სულის შეერთება იყო, რადგან ესენი იყვნენ გაყრილნი. მანვე თქვა: „დაარღვიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში ავაშენებ მას“ (იოან. 2,19). ღირსსარწმუნო მოწმეა წმინდა სახარება, რომ თავისი სხეულის შესახებ თქვა მან ეს. ამიტომ უთხრა თავის მოწაფეებს, რომლებსაც ეგონათ, რომ სულს ხედავდნენ: „ხელი შემახეთ მე და ნახეთ, რომ მე ვარ და არ შევცვლილვარ, რადგან სულს ხორცი და ძვლები არ აქვს, როგორც ხედავთ, რომ მე მაქვს“ (ლუკა 24,39). „და, თქვა რა ეს, უჩვენა მათ ხელები და გვერდი“ (იოანე 20,20), და თომასაც იწვევდა ხელის შესახებად. განა ყოველივე ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სარწმუნო იყოს სხეულთა აღდგომა? კიდევ, საღვთო მოციქული ამბობს: „საჭიროა რომ ამ ხრწნადმა შეიმოსოს უხრწნელება და ამ მოკვდავმა შეიმოსოს უკვდავება“ (1კორ.15,53). და კიდევ: „ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება უძლურებაში, აღდგება ძლიერებაში; ითესება უპატიობაში, აღდგება დიდებაში; ითესება მშვინვიერი სხეული“, ესე იგი - განხშოებული3 და მოკვდავი, „აღდგება სულიერი სხეული“ (1კორ. 15,42-44), ესე იგი - უცვლელი, უვნებო, დაწლობილი4 (რადგან ამას ნიშნავს „სულიერი“), ანუ იმგვარი, როგორიც იყო უფლის სხეული აღდგომის შემდეგ, კერძოდ: დაკეტილ კართა შორის გამავალი, დაუღლელი, საკვების, ძილისა და სასმელის არმსაჭიროებელი. მართლაც, უფალი ამბობს, რომ „იქნებიან ისინი როგორც ღვთის ანგელოზები“ (მათე 22,30). აღარ იქნება არც ქორწინება, არც შვილიერება. საღვთო მოციქული ამბობს: „ჩვენი მოღვაწეობა ცათა შინა ჰგიეს, საიდანაც მოველით, აგრეთვე, მაცხოვარს, უფალ იესოს, ვინც გარდასახავს კიდეც ჩვენი სიმდაბლის სხეულს, რომ გახდეს იგი თანახატება მისი დიდების სხეულისა“ (ფილიპ. 3,20-21). ამით მოციქულმა სხეულის სხვა სახედ გარდაქმნა როდი თქვა (ნუ მოხდება ეს!), არამედ უმალ ხრწნილებისგან უხრწნელებისკენ მისი შეცვლა. „მაგრამ იკითხავს ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები?“ (1კორ. 15,35). ჰოი, ურწმუნოებავ! ჰოი, უგუნურებავ! განა ის, ვინც მარტოდენ განზრახვით გარდაქმნის მტვერს სხეულად, ის, ვინც უბრძანებს თესლისეული ნივთის მცირე წვეთს საშოში ზრდას და სხეულის ესოდენ მრავალსახოვან და მრავალგვარ აგებულებად განსრულებას, - განა ასეთი ვინმე უფრო მეტად არ შეძლებს იმას, რომ, განიზრახავს რა, კვლავ აღადგინოს უკვე ქმნილი და დარღვეული? „მაგრამ როგორი სხეულით მოვლენ ისინი?“ (1კორ. 15,35). „უგუნურო!“ (იქვე 36), თუკი სიბრმავე არ განებებს, რომ ირწმუნო ღვთის სიტყვები, საქმეთაგან მაინც ირწმუნე, რადგან „შენ რასაც თესავ, არ ცოცხლდება, ვიდრე არ კვდება, და როცა რაიმეს თესავ, არათუ იმ სხეულს თესავ, რაც უნდა შეიქმნეს, არამედ - შიშველ მარცვალს, ვთქვათ, ხორბლისას ანდა სხვა რამისას, ხოლო სხეულს ღმერთი აძლევს მას როგორც ინებებს, და თითოეულ თესლს თავისი სხეული ეძლევა“ (1კორ. 15,36-38). დაუკვირდი, რომ თესლები ისე დაიფლვის ხნულებში, როგორც - საფლავებში. ვინ არის იგი, ვინც შთაუნერგავს მათ ფესვებს, ღეროს, ფოთლებს, თავთავებს და უწვრილეს ფხებს? განა არა ყოველთა შემოქმედი? განა არა იმის ბრძანება, ვინც ყოველივეს აღაშენებს? ამიტომ, გწამდეს ასევე, რომ ღვთის განზრახვითა და ნიშანცემით იქნება მკვდართა აღდგომაც, რადგან განზრახვის თანამსრბოლად აქვს მას ძალაც. ამრიგად, აღვდგებით, შეუერთდებიან რა სულები გაუხრწნელებულ და ხრწნილებისგან განძარცვულ სხეულებს და წარვუდგებით ქრისტეს საშინელ ტახტს, და გადაეცემიან ეშმაკი და მისი დემონები, აგრეთვე მისი ადამიანი ანუ ანტიქრისტე, ურჯულონი და ცოდვილნი საუკუნო ცეცხლს (არანივთიერს, როგორიც ჩვენთან არის, არამედ - იმგვარს, როგორიც ღმერთმა უწყის), სიკეთის მოქმედნი კი გამობრწყინდებიან როგორც მზე, ანგელოზებითურთ, საუკუნო ცხოვრებისათვის ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან. მჭვრეტელნი მისნი და ჭვრეტილნი მისგან, რომლის დაუსრულებელ სიხარულსაც მოინაყოფებენ ისინი, ამინ! -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
Atman |
![]()
პოსტი
#392
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
Molen
12. არასოდეს ყოფილა ისეთი დრო, როცა მე, შენ ან ყველა ეს მეფეები არ ვარსებობდით; მომავალშიც არც ერთ ჩვენგანს სიკვდილი არ გვიწერია. 13. როგორც ხორცშესხმული სული გამუდმებით გადადის ამ სხეულში ბავშვობიდან სიჭაბუკეში და სიჭაბუკიდან სიბერეში, სწორედ ასევე სიკვდილის ჟამს სული გადადის სხვა სხეულში. გონიერ ადამიანს არ ატყუებს ასეთი ცვლილება. 14. ო კუნტის შვილო, ბედნიერებისა და უბედურების წარმავალი გამოჩენა და დროთა ვითარებაში მათი გაუჩინარება ზამთრისა და ზაფხულის გამოჩენა-გაუჩინარებას ჰგავს. ისინი გრძნობათა აღქმიდან აღმოცენდება, ო ბჰარატას შთამომავალო და ადამიანმა უნდა ისწავლოს შეუშფოთებლად მათი მოთმენა. 15. ო კაცთა შორის საუკეთესოვ (არჯუნა), პიროვნება, რომელსაც არ აწუხებს ბედნიერება და ტანჯვა და რომელიც ორივეს მიმართ მტკიცეა, უდაოდ ღირსია განთავისუფლებისა. 16. ჭეშმარიტების მხილველებმა დაასკვნეს, რომ არარსებული (მატერიალური სხეული) დღეგრძელი არ არის და რომ მარადიულს (სულს) ცვლილება არ უწერია. ამ დასკვნამდე ისინი ორივეს ბუნების შესწავლის საფუძველზე მივიდნენ. 17. იცოდე, რომ ის, რაც მთელ სხეულს გამსჭვალავს, ურღვევია. არავის ძალუძს ამ უხრწნადი სულის განადგურება. 18. უხრწნადი, განუზომელი და მარადიული ცოცხალი არსების მატერიალურ სხეულს აუცილებლად სიკვდილი უწერია; ამიტომ იბრძოლე, ბჰარატას შთამომავალო! 19. ცოდნა არა აქვს მას, ვინც თვლის, რომ ცოცხალი არსება მკვლელია და არც მას, ვისაც ჰგონია, რომ ცოცხალი არსება კვდება, ვინაიდან სული არც არავის კლავს და არც კვდება. 20. სულისათვის არასოდეს არსებობს დაბადება ან სიკვდილი. იგი არც გაჩენილა, არც ჩნდება და არც გაჩნდება. არშობილი, მარადიული, მუდამ არსებული და თავდაპირველია. იგი არ კვდება სხეულის მოკვლასთან ერთად. 21. ო პართჰა, როგორ უნდა მოკლას ვინმე ან მკვლელობის მიზეზი გახდეს ის, ვინც იცის, რომ სული ურღვევი, მარადიული, არშობილი და უცვლელია? 22. ასევე როგორც ადამიანი იხდის ძველ ტანსაცმელს და ახლით იმოსება, სულიც ასევე ღებულობს ახალ მატერიალურ სხეულებს, როცა ძველსა და უვარგისს ტოვებს. 23. სული არც რაიმე იარაღით იჭრება, არც ცეცხლით იწვის, არც წყალში სველდება და არც ქარში შრება. 24. ეს ინდივიდუალური სული დაუნაწევრებელი და უხსნადია და შეუძლებელია მისი დაწვა ან გამოშრობა. იგი მარადიული, ყველგანმყოფი, უცვლელი, უძრავი და მუდამ ერთი და იგივეა. (ბჰაგავად-გიტა 2. 12-24) ქრისტიანობა იმასაც კი ამბობს რომ სული ჩნდება და მერე მარადიულია. რაც მარადიულია არც ჩნდება და არც კვდება, ხოლო რაც ჩნდება და კვდება ის სული არაა. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Molen |
![]()
პოსტი
#393
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 ![]() |
Atman
რაც შენ დაწერე - (ბჰაგავად-გიტა 2. 12-24) - შესაძლოა არის სარწმუნო ადამიანთა ნაწილისათვის და ფრიად მისაღები კიდეც. მაგრამ მე არ ვამბობ იმას თუ რას ამბობს ის ვისიც არ მწამს, არამედ ქრისტეს მოძღვრებიდან გამომდინარე მჯერა ისევე ქრისტესი. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ამას: ციტატა ქრისტიანობა იმასაც კი ამბობს რომ სული ჩნდება და მერე მარადიულია. რაც მარადიულია არც ჩნდება და არც კვდება, ხოლო რაც ჩნდება და კვდება ის სული არაა. სული ზუსტად როგორ ჩნდება ეს უცნობია, თუმცა მას რომ შემოქმედი გვაძლევს ეს ცხადზე უცხადესია, ისევე როგორც შემოქმედის ნების გარეშე არაფერი ხდება ქვეყანაზე. თუ რეინკარნაცია არსებობს ესეც რა თქმა უნდა უფლის ნება იქნება, მაგრამ ამჯერად არავითარი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო ასე, მით უფრო, რომ ჩემ მიერ მოყვანილი ტექსტი ჩემ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს. თუმცა ნამდვილად არ ვამბობ რომ უეჭველი ყველასათვის ჭეშმარიტებას ვამბობ, უბრალოდ რასაც ვწერ იმის მწამს კიდეც, ხოდა რაც დავწერე გარდა იმისა, რომ მწამდა მისი, პლუს ჩემი რწმენა ნამდვილად შეეფერებოდა იმ წმინდა მამათა გამონათქვამს, რომლებიც ჩემთვის ნამდვილად არიან ავტორიტეტები. და რაც მთავარია, იესო ქრისტეს მოძღვრებას ვეყრდნობი ახლა მე, თორემ შემიძლია ავდგე და კაბბალას დავეყრდნო და საერთოდაც ნიუანსები შევიტანო ამა თუ იმ საკითხში, მაგრამ მისი არ მჯერა და რატომ მოვიყვანო იგი მაგალითად?! ანუ ჩემსა და შენ შორის უბრალო სხვაობა ის არის, რომ მე სხვა რაღაცის მწამს და საბედნიეროდ ემთხვევა წმინდა მამათა სწავლებას და იესოს სწავლებასაც, ხოლო შენ სხვა რაღაცის, რაც ნამდვილად ვერ გეტყვი მცდარია თუ ჭეშმარიტი-მეთქი. ეს არის და ეს. -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
Atman |
![]()
პოსტი
#394
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
Molen
გასაგებია. არ გეკამათები. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
shaman |
![]()
პოსტი
#395
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 9-April 10 წევრი № 8,599 ![]() |
მე ვფიქრობ რომ მეორე მოსვლის დროს დედამიწა გადავა მე 4 განზომილებაში რის შედეგად ცოცხალ მყოფ ადამიანებს.. სულებს.. და ღმერთს და მის ანგელოზებს შეგვეძLება ერთმანეთის დანახვა და კონტაქტი
|
აკაკი |
![]()
პოსტი
#396
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
შენ თუ მეტყვი, რომ ადამიანი მრავალჯერ კვდება და შემდეგ ისევ იბადება და კვდება, იბადება და კვდება მერე ისევ იბადება და იბადება და ამას ვერ დამიდასტურებ წმ. წერილით და ა.შ
- მე გიპასუხებ და დაგიდასტურებ კიდევაც წმ. წერილით, რომ ასე არ არის... ადამიანი მხოლოდ ერთხელ მოვა ამ ქვეყნად ერთხელ მოკვდება და გარდაიცვლება საუკუნო სიცოცხლეში ებრაელთა მიმართ ეპისტოლე ( 9:27-28 27. და როგორც ადმიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა, 28. ასევე ქრისტეც, ერთხელ რომ შესწირა თავი, რათა წარეხოცა მრავალთა ცოდვა, - მეორედ გამოჩნდება არა ცოდვათაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად. _____________________ შენ თუ წმ. წერილთ აპირებ, რომ დამიდასტურო რეინკარნაციის არსებობა და ამისთვის მომიყვან ამ ციტატებს: მათე 17:12-13 12. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ ელია უკვე მოვიდა, და ვერ იცნეს იგი, არამედ მოექცნენ მას, როგორც უნდოდათ; და ასევე ძეს კაცისასაც ელის ვნება მათგან. 13. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე უთხრა მათ. მე კვლავ უარვყოფ რეინკარნაციას... და იმას, რომ ამ სიტყვებში რეინკარნაციაზე არის მინიშნება. . . აქ არის სიმბოლური მინიშნება: როგორც უფლის განკაცებას წინ იოანე ნათლისმცემელი წინასწარ ქადაგებდა და ამზადებდა ხალხს... ასევე უფლის მეორედ დიდებით მოსვლისას ელია წინასწარმეტყველი განამტკიცებს ხალხს და მოამზადებს.. და ასევე დაგიმკტიცებ წმ.წერილითვე, რომ ის ციტატა რითაც შენ ცდილობდი დაგემტკიცებინა, იოანე ნათლისცმემლის ვითომდა ელიაობა და ამბობდი, რომ ეს რეინკარნაციის მიმანიშნებელია სრულიად არ ყოფილა ასე და სიმცდარეა რადგან თავად პასუხობს იოანე ნათლისმცემელი, რომ იგი არ არის ელია იოანე 1:21 19. . . . . . წარგზავნეს მღვდლები და ლევიტელნი, რათა ეკითხათ მისთვის: ვინა ხარ შენ? 20. და აღიარა, როდი უარყო; დიახ, აღიარა: მე არა ვარ ქრისტე. 21. ჰკითხეს: მაშ, ვინ? ელია ხარ? და თქვა: არა ვარ. წინასწარმეტყველი ხარ? და მიუგო: არა. ________________________________ და ბოლოს (იოანე 3:16) 16. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. და არა მარტო ეს ადგილია სადაც ნახსენება: საუკუნო სიცოცხლე ადამიანის ერთხელ დაბადება და გარდაცვალება მარადიული ტანჯვა - ან ნეტარება არ არის რეინკარნაცია, არის აღდგომა.... ის რაც რეინკარნაცია გონიათ აღდგომაა და საუკუნო სიცოცხლე |
Atman |
![]()
პოსტი
#397
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
აკაკი
ახსნა და გაგება ყველას ისე შეუძლია, როგორც მის რწმენას შეესაბამება... კარგი კიდევ ერთ საეჭვო ადგილს მოგიყვან. ოღონდ ზუსტად არ მახსოვს რა ადგილასაა და შინაარსს გადმოვცემ: ერთი კაცი ეკითხება ქრისტეს: რატომ დაიბადა ეს კაცი ბრმად, მან სცოდა თუ მისმა მშობლებმაო. (დაახლოებით ასეა) ჰოდა თავად კითხვაშია სირთულე, როგორ შეიძლება შეეცოდა ახალდაბადებულს თუ არა წინა ცხოვრებაში? რა თქმა უნდა იტყვით რომ ყველანი ცოდვილნი ვიბადებით, მაგრამ მაშინ მშობლები რაღა შუაშია? და საერთოდ რატო იბადება ერთი ხარივით ჯანმრთელი და მეორე დაუნი?! შემ,თხვევითობის პრინციპით აჩენს ღმერთი ბავშვებს თუ "კამათელს აგორავებს?!" -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
![]()
პოსტი
#398
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
"ბჰაგავად-გიტა" (2.22)
"ისევე როგორც ადამიანი იხდის ძველ ტანსაცმელს და ახლით იმოსება, სულიც ასევე ღებულობს ახალ მატერიალურ სხეულებს, როცა ძველსა და უვარგისს ტოვებს." შრილა პრაპჰუპადას განმარტება [ჩემს შენიშვნებს ასეთ კვადრატულ ფრჩხილებში ჩავსვამ ხოლმე]: აღიარებული ფაქტია, რომ ატომარული ინდივიდუალური სული სხეულს იცვლის. თანამედროვე მეცნიერებიც კი, რომელთაც სულის არსებობის არა სწამთ და ვერ ხსნიან, რომ გულია ენერგიის წყარო, იძულებული არიან აღიარონ სხეულის განუწყვეტელი ცვლილებები ბავშვობიდან ყრმობამდე, ყრმობიდან სიჭაბუკემდე და სიჭაბუკიდან სიბერემდე. სიბერის შემდეგ ცვლილება სხვა სხეულზე გადადის. ინდივიდუალური ატომარული სულის სხვა სხეულში გადასვლა ზესულის [სულიწმინდა] წყალობით ხდება. ზესული ისევე უსრულებს ატომარულ სულს სურვილებს, როგორც მეგობარი მეგობარს. ვედებში, კერძოდ მუნდაკა უპანიშადში და შვეტაშვატარა უპანიშადშიც სული და ზესული შედარებულნი არიან ერთ ხეზე მჯდომ ორ ჩიტს. ერთი ჩიტი (ინდივიდუალური ატომარული სული) ხის ნაყოფებს ჭამს, მეორე (კრშნა)[ზესული ანუ სულიწმინდა] კი - თავის მეგობარს უყურებს. თუმცა ორივე ჩიტი ერთნაირი თვისებებით ხასიათდება, ერთ-ერთი მათგანი მატერიალური ხის ნაყოფთა ტყვეობაში ექცევა, მეორე კი მოწმეა თავის მეგობრის საქციელისა. კრშნა მოწმე ჩიტია, არჯუნა კი - მჭამელი. მართალია მეგობრები არიან, ერთ-ერთი მათგანი ბატონია, მეორე კი მსახური. ვინაიდან ატომარულ სულს ეს ურთიერთობა ავიწყდება, იგი ხიდან ხეზე, ანუ სხეულიდან სხეულში გადადის. ჯივა-სული სასტიკად იბრძვის მატერიალური სხეულის ხეზე, მაგრამ როგორც კი დათანხმდება აღიაროს მეორე ჩიტი უზენაეს სულიერ მოძღვრად - როგორც არჯუნა თავისი ნებით მიენდო სასწავლად კრშნას - დაქვემდებარებული ჩიტი უმალ განთავისუფლდება ყოველგვარი სადარდელისგან. მუნდაკა უპანიშადიც და შვეტაშვატარა უპანიშადშიც დადასტურებულია: "თუმცა ეს ორი ჩიტი ერთ ხეზე ზის, მჭამელი ჩიტი, რომელიც ხის ნაყოფებით ტკბება, აფორიაქებული და მოღუშულია, მაგრამ თუკი როგორღაც მოუბრუნდება თავის მეგობარს, რომელიც უფალია და მიხვდება მის დიდებულებას, ტანჯული ჩიტი მაშინვე განთავისუფლდება ყოველგვარი მღელვარებისგან". -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
აკაკი |
![]()
პოსტი
#399
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
Atman
. . . . . . Genesis Rabba'h (დაბადების, შესაქმის წიგნის, რაღაც თავისებური მოძღვრება და სწავლება) ამას გარდა იყო: * Exodus Rabbah * Leviticus Rabbah * Numbers Rabbah * Deuteronomy Rabbah * Canticles Rabbah * Ruth Rabbah * Esther Rabbah * Lamentations Rabbah * Ecclesiastes Rabbah იყო და არსებობდა ებრაელებში ასეთი რწმენა, მოძღვრება და ვარაუდი, რომ ადამიანს ცოდვა შეიძლებოდა ჩაედინა დედის წიაღში ანუ საშვილოსნოში... მათი რწმენა დაფუძნებული და დამყარებული იყო წმ. წერილის ამ სიტყვებზე, სადაც "ესავს" და "იაკობს" დედის მუცელში კონფლიქტი აქვთ (დაბადება 25:22-25) 22. ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს შვილები მის საშოში და თქვა ქალმა: თუ ასეა, რიღასთვის ჩამესახნენ? და წავიდა უფლისათვის შესაკითხად. . . . . . . . . . . .. 25. გამოვიდა პირველი - სულ მთლად წითელი და თითქოს ტყავ-ფუჩით შემოსილი; და დაარქვეს მას სახელად ესავი. ![]() ამის შემდეგ რა პასუხიც გასცა კარგად იცით ქრისტემ: მიუგო იესომ: არც ამან სცოდა და არც ამისმა მშობლებმა, არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში. ________ ასე, რომ დამიჯერე ძმობილო და მეგობარო რასაც გეუბნები და არამარტო მე გეუბნები კიდევ ბევრი ამ ფორუმიდან და არამარტო ამ ფორუმიდან არამედ მთელი მართმადიდებლობა, რომ არ არის რეინკარნაცია.. ნუ ეძებ ჭეშმარიტებას ინდუიზმში ვედიზმში და მსგავს რამეებში, რომლების არ არის ჭეშმარიტება. ქრისტეს გარეშე ჭეშმარიტებას ნუ ეძიებ .... ჭეშმარიტება ეძიე ბიბლიაში.. ძველი აღთქმა - ახალი აღთქმა ეს სულ ჭეშმარიტებაა და სხვა სარწმუნოების წიგნები დამახინჯებული სწავლებებია ქრისტიანობისა და ჭეშმარიტებისა რომელიც განცხადბულია ძველ და ახალ აღთქმაში (სრულიად ბიბლიაში) ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#400
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
აკაკი დიალოგის და კამათის წესები დაიცავი თუ შეიძლება და აქეთ ნუ მიქადაგებ ![]() ციტატა Genesis Rabba'hგსმენია ამის შესახებ რაიმე? იყო და არსებობდა ებრაელებში ასეთი რწმენა და ვარაუდი, რომ ადამიანს ცოდვა შეიძლებოდა ჩაედინა დედის წიაღში ანუ საშვილოსნოში... მათი რწმენა დაფუძნებული და დამყარებული იყო (რათქმაუნდა არასწორად) წმ. წერილის ამ სიტყვებზე, სადაც "ესავს" და "იაკობს" დედის მუცელში კონფლიქტი აქვთ(დაბადება 25:22-25)22. ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს შვილები მის საშოში და თქვა ქალმა: თუ ასეა, რიღასთვის ჩამესახნენ? და წავიდა უფლისათვის შესაკითხად.. . . . . . . . . . ..25. გამოვიდა პირველი - სულ მთლად წითელი და თითქოს ტყავ-ფუჩით შემოსილი; და დაარქვეს მას სახელად ესავი. არ მსმენია ნამდვილად. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 02:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი