IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

35 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Closed TopicStart new topic
> რეინკარნაცია, მხევალ ნინოს თხოვნით
ნათია
პოსტი May 16 2007, 09:24 AM
პოსტი #61


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224




სულთა გადასახლების ანუ მეტემფსიქოზის თეორიას, რწმენას ადამიანის წინა ცხოვრებაზე ითვალისწინებენ ასტროლოგები პირადი ჰოროსკოპების შედგენისას. თემიდან გადახვევის შიშით, თავს ავარიდებთ დაწვრილებით ახსნა-განმარტებას იმისა, თუ როგორ კლავს ამ თეორიის მიღება ადამიანში რეალური საუკუნო სასჯელის შიშს, როგორ ადუნებს მის სიფხიზლეს და აძლევს საშუალებას ცოდვიან ცხოვრებაში გულგრილად ჩაძირვისა, თუ როგორ აქარწყლებს ადამიანში განხორციელებული ღმერთის, ქრისტე-მაცხოვრისადმი რწმენასა და სასოებას, როგორ ქადაგებს ადამიანის მიერ საკუთარი თავის ცხოვნების შესაძლებლობას, ღმერთის გარეშე, მარტოოდენ საკუთარ, ადამიანურ ძალებზე დაყრდნობით. გვინდა მხოლოდ აღვნიშნოთ, რომ მეტემფსიქოზის თეორია ჭეშმარიტებას არ შეესაბამება, რადგან წმინდა წერილში, როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში გარკვევით და ნათლადაა გადმოცემული, რომ ადამიანი მხოლოდ ერთხელ ევლინება ამ ქვეყანას და მისი მიწიერი ცხოვრების ეს ხანმოკლე პერიოდი განსაზღვრავს მარადიულ ტანჯვას ან ნეტარებას. ამ საკითხებით დაინტერესებულ ზოგიერთ პიროვნებას მეტემფსიქოზის თეორიის დასამტკიცებლად ადგილები მოჰყავს თვით სახარებიდან. მაგრამ აქ საქმე გვაქვს ღვთის სიტყვის თვითნებურ განმარტებასთან, რაც უბრალოდ კადნიერებას წარმოადგენს. საღმრთო წერილი განმარტებულია ეგზეგეტი წმინდა მამების მიერ, რომლებიც ბრწყინავდნენ გამორჩეული ასკეტური ცხოვრებით, სულიერი გამოცდილებითა და სულიწმიდისეული ნიჭებით და რომლებიც უშუალოდ ღვთის მინიშნებით (იხ. იოანე ოქროპირის ცხოვრება) თავს იდებდნენ ესოდენ საპატიო მოვალეობას.

მავანნი ამბობენ, რომ ვითომ ქრისტემ შესანიშნავად უწყოდა სულთა გადასახლების არსებობა და მტკიცებად მოჰყავთ ციტატა იოანესაგან სახარებიდან, სადაც მაცხოვარი ნიკოდიმოსს ეუბნება: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლა არ იშობა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს“ (იოანე 3, 3). მაგრამ აქ რეალურად საუბარია არა ამ ქვეყნად მეორეედ მოვლინებაზე, ანუ რეინკარნაციაზე, არამედ წმინდა ნათლობის საიდუმლოზე, რომლის დროსაც ადამიანი კვდება ცოდვისათვის და ცოცხლდება ღვთივსათნო ცხოვრებისათვის. აკი თავად იესო განმარტავს ამას შემდეგ მუხლში: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში“ (იოანე 3, 5). ამასვე გვიდასტურებს პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 6, 4-11).

ასევე ადგილს მათესა სახარებიდან, სადაც მაცხოვარი იოანე ნათლისმცემელზე ეუბნება გარშემომყოფთ: „თუ გსურს შეწყნარება, იგია ელია, რომელიც უნდა მოვიდეს“ - ზოგიერთი განმარტავს, თითოს ეს არის ელია თეზბიტელის სულის რეინკარნაცია იოანე ნათლისმცემლის სხეულში. ანალოგიურად იმოწმებენ ლუკას სახარებას, სადაც იოანე ნათლისმცემელზე ნათქვამია: „ის ივლის მის (უფლის) წინაშე ელიას სულით და ძალით“ (ლუკა 1, 17). წმინდა იოანე ოქროპირი ამ ადგილებს შემდეგნაირად განმარტავს, რომ იოანე ნათლისმცემელი ელიად იწოდება არა პირდაპირი აზრით, არამედ სიმბოლურად, რადგან ელიასა და იოანეს შორის დიდი მსგავსებაა მათი მსახურებისა და მისიის მიხედვით: იოანე ნათლისმცემელი მქადაგებელი და წინამორბედია ქრისტეს პირველი მოსვლისა, ხოლო ელია თეზბიტელი მქადაგებელი და წინამორბედი იქნება (ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად) ქრისტეს მეორედ მოსვლისა. ამიტომ მაცხოვარი არ ამბობს პირდაპირ - იგი ელიააო, არამედ: „თუ გსურთ შეწყნარება, იგია ელიაო“. თუ გსურთ გულისხმისყოფით და ლმობიერი გულით შეწყნარება იოანეს ქადაგებისა, შეიწყნარეთო მისი სიტყვა როგორც ელიასი, რადგან მოსულია ელიას ძალით და სულით.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Aug 1 2007, 02:05 PM
პოსტი #62


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444





რეინკარნაცილი შეხედულებები ძირითადად აღიარებენ რეინკარნირებას მცენარეებიდან ცხოველებში და ცხოველებიდან ადამიანში , ადამიანიდან ადამიანში. ეს შეხედულებეები უშვებენ, ადამიანიდან ცხოველში რეინკარნირებას, მაგრამ ეს ხდება სულიერად ძალიან დაცემული ადამიანისათვის, მაგ ადამიანები რომლებიც შავ მაგიას მისდევენ, ჯადოქრები და ა.შ. რომელთა საქმიანობა პირდაპირ ადამიანთა სულების განადგურებას ემსახურება. ასევე ვინც სარგებლობს მათი სამსახურით. ასეთი ადამიანები შეიძლება იქცნენ მაგალითად კატად ან სხვა რომელიმე ცხოველად. და მრვალი რეინკარნაციული გარდასახვის შემდეგ შეიძლება იქნენ დაბადებული ისევ ადამიანად. სხვათაშორის თუ დაკირვებულხართ ბევრ ადამიანში გამოხატულია სხვადასხვა ცხოველის თვისებები.
ზოგი ადამიანი ამჟღავნებს დათვის თვისებებს, ზოგი ადამიანი, მელას თვისებებს, ზოგი ძაღლისა, გველისა, ღორისა,ტურისა, ლომისა, ვეფხვისა და ა.შ. რაც ბევრ ადამიანს აფიქრებინებს რომ ეს თვსებები , მათ შეიძლება გამოყოლილი ჰქონდეთ წინა ცხოვრებიდან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 1 2007, 02:26 PM
პოსტი #63


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(southruislip @ Aug 1 2007, 02:05 PM) *

რეინკარნაცილი შეხედულებები ძირითადად აღიარებენ რეინკარნირებას მცენარეებიდან ცხოველებში და ცხოველებიდან ადამიანში , ადამიანიდან ადამიანში.

რეინკარნაციას არ ცნობს და აბსოლუტურ წინააღმრდეგობაში მოდის არა მარტო მართლმადიდებელ ქრისტეანობასთან არამედ ნებისმიერ ქრისტეანულ მიმდინარეობასთან (კათოლიციზმი, პროტესტანტობა), ისლამთან, იუდეველობასთან და საერთოდ "აბრაამისეულ" რელიგიებთან.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Aug 1 2007, 06:42 PM
პოსტი #64


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



გიორგის


ეს არის რეინკარნაციის განყოფილება და საუბარია რას ნიშნავს რეინკარნაცია, თუ არ შეიძლება ამაზე საუბარი , მაშინ გააუქმეთ

ჩვენ ვიცით რომ ქრისტიანული რელიგიები არ აღიარებენ რეინკარნაციას მაგრამ, სხვა რელიგიები აღიარებენ რეინკარნაციას და ასევე იესო ქრისტეს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Aug 1 2007, 06:50 PM
პოსტი #65


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



southruislip
ციტატა
ჩვენ ვიცით რომ ქრისტიანული რელიგიები არ აღიარებენ რეინკარნაციას მაგრამ, სხვა რელიგიები აღიარებენ რეინკარნაციას და ასევე იესო ქრისტეს




ცოტა უცნაური წინადადებაა.

თქვი შენი სათქმელი, სხვა რას იტყვის რას დაეძებ, თქვი რა იცი რეინკარნაციაზე, გწამს თუ არა და რომელი ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენელი ხარ smile.gif თუ სხვა რელიგიის, რომელსაც ტან ქრისტე წამს.

southruislip
ციტატა
ზოგი ადამიანი ამჟღავნებს დათვის თვისებებს, ზოგი ადამიანი, მელას თვისებებს, ზოგი ძაღლისა, გველისა, ღორისა,ტურისა, ლომისა, ვეფხვისა და ა.შ. რაც ბევრ ადამიანს აფიქრებინებს რომ ეს თვსებები , მათ შეიძლება გამოყოლილი ჰქონდეთ წინა ცხოვრებიდან




უი,


ციტატა
და მრვალი რეინკარნაციული გარდასახვის შემდეგ შეიძლება იქნენ დაბადებული ისევ ადამიანად. სხვათაშორის თუ დაკირვებულხართ ბევრ ადამიანში გამოხატულია სხვადასხვა ცხოველის თვისებები.


და თუ ის მრავაკჯერ არის ინკარნირებული, მაშინ? ანუ წინა ,,ცხოვრებაში,,, რაც იყო მხოლოდ იმ ცხოველის ტვისებებს ავლენს? ეგებ წინა ცხოვრებაში კატა იყო, მაგრამ კატამდე დატვი, ანუ რომელის ტვისება ექნება? თან კატას, რომელიც მანამდე დატვი იყო თავისი სიცოცხლის პერიოდში დატვის თვისებები ექნებოდა. ნუ ლოგიკურად ასე გამოდის. მართალი გითხრა ცხოველის ტვისება არასოდეს სემიმჩნევია ჩემს თავზე, არც სხვაზე, ეტყობა მე და ჩემი მეგობრები პირველად მოვედით ამქვეყნად .


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Aug 1 2007, 11:32 PM
პოსტი #66


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



მხევალ ნინოს

მე არ ვარ რომელიმე გარკვეული ცალკეული რელიგიის წარმომადგენელი. მე ვსწავლობ რელიგიების ისტორიას , რომელიც ისწავლება სხვადასხვა საწავლებლებში, მე ძალიან ღრმად არ ვიცნობ რომელიმე გარკვეულ მიმდინარეობას ,რადგან ამ ქვეყანაზე ათასობით რელიგიური დაჯგუფებაა და ყველას თავის თავი მართალი მიაჩნია
სხვათაშორის ძალიან ხშირია ადამიანების გადასვლა ერთი რელიგიიდან მეორეში და შეხედულებების შეცვლა და ამისგან არავინ არის დაზღვეული, მე ასე ვთქვათ ვარ გარედან დმკვირვებელი და აქ უბრალოდ წარმოვთქვი აზრი რეინკარნაციაზე , რომის შესახებ წერენ არა მარტო რელიგიის წარმომადგენლები არამედ უბრალო ჟურნალისტებიც კი რომლებიც არ მიეკუთვებიან იმ რელიგიებს რომლებიც რეინკარნაციას აღიარებენ. სხვათაშორის საზღვარგარეთ არის რელიგიური მიმდინარეობები რომელიც რეინკარნაციას ცნობს და იესო ქრისტესაც აღიარებენ ღმერთად, მგონი იესო ქრისტე არავის კერძო კუთვნილებას არ წარმოადგენს და ყველა ადამიანს აქვს უფლება უყვადეს იგი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Aug 2 2007, 12:20 PM
პოსტი #67


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



southruislip

ციტატა
მაგრამ ეს ხდება სულიერად ძალიან დაცემული ადამიანისათვის, მაგ ადამიანები რომლებიც შავ მაგიას მისდევენ, ჯადოქრები და ა.შ. რომელთა საქმიანობა პირდაპირ ადამიანთა სულების განადგურებას ემსახურება.

და რატო მაინცდამაინც სულიერად ძალიან დაცემული ადამიანებისათვის?

ის ადამიანები,რომლებიც შედარებით ნაკლები ცოდვებით გარდაიცვლებიან იმათ რა მოსდით? ერთი სიცოცხლე კმარა? მერე სად მიდიან?.. შენ ამით ჯოჯოხეთის არსებობის უარყოფამდე მიდიხარ.
იყო საუბარი,რომ ეს რეინკარნაცია ხდება მანამდე, სანამ ადამიანის სული არ განიწმინდება,და რამდენადაც ვიცი, ცხოველს ან მცენარეს არ აქვს სული biggrin.gif ხოდა აბა მისი მეშვეობით როგორ მოხდება "განწმენდა",წინ წაწევა?

კიდევ ერთი, ზევით აღნიშნე ცხოველად გადაქცევა ხდება მაშინ,თუ ის ადამიანი ჯადოქარია ან მასთან მისულიო და მერე აღნიშნე,რომ ბევრი ადამიანი ცხოველის თვისებებს ამჟღავნებს,ე.ი. ბევრი ეგეთი ნაცნობი გყავს?


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Aug 2 2007, 01:20 PM
პოსტი #68


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



სოფი 89

სოფიკო აქ გამოთქმული აზრები არ უნდა მივიღოთ ასი პროცენტით ისე როგორც ნათქვამია, და მე არ შემიძლია ყველაფერი ვთქვა რომ ეს ესეა. აქ არის დაშვებებით ლაპარაკი. მე დავწერე ის როგორც ხედავენ ის ადამიანები რომლებსაც რეინკარნაციის სჯერათ


თქვენს ციტატაზე

"ის ადამიანები,რომლებიც შედარებით ნაკლები ცოდვებით გარდაიცვლებიან იმათ რა მოსდით? ერთი სიცოცხლე კმარა? მერე სად მიდიან?.. შენ ამით ჯოჯოხეთის არსებობის უარყოფამდე მიდიხარ."

მე არ ვუარყოფ ჯოოჯოხეთს , რადგან ეს ჩემი აზრი არ არის, ხოლო რაც შეეხება შედარებით ნაკლები ცოდვის ადამიანებს დასაშვებია სიკვდილის შემდეგ მოხვდნენ ჯოჯოხეთის მსგავს ადგილას რამმოდენიმე ხნით და ამის შემდეგ ისევ დაიბადნონ, ადამიანებად.

მე კიდევ ავღნიშნავ მე არ შემიძლია ღმერთის საქმენი განვსაჯო. პირადად მე არ მწამს სამუდამო ჯოოჯოხეთისა.
რამდენიმე ხნით შესაძლებელია არსებობდეს

თქვენი მეორე ციტატა: "მერე აღნიშნე,რომ ბევრი ადამიანი ცხოველის თვისებებს ამჟღავნებს,ე.ი. ბევრი ეგეთი ნაცნობი გყავს?"

ქეთი მე არ ვიცი შენ რამდენი წლის ხარ და ბატონი ედუარდ შევარდნაძეს დროს შეიძლება პატარა იყავი მაგრამ ერთ ასეთ ადამიანს რომელსაც თეთრ მელას უწოდებდნენ მთელი საქართველო და ალბათ შენი მშობლებიც იცნობდნენ.

ასეთი მაგალითები უამრავია, მიიხედე -მოიხედე შენს გარშემო და დაინახავ.



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 2 2007, 01:21 PM
პოსტი #69


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(მხევალი ნინო @ Aug 1 2007, 06:50 PM) *

ნუ ლოგიკურად ასე გამოდის. მართალი გითხრა ცხოველის თვისება არასოდეს შემიმჩნევია ჩემს თავზე, არც სხვაზე, ეტყობა მე და ჩემი მეგობრები პირველად მოვედით ამქვეყნად.

პირველად და ისიც ადამიანად? კარგია biggrin.gif

ისე რეინკარნაცია არა მარტო ცხოველად, არამედ მცენარედ მოსვლასაც ითვალისწინებს და შენში ვარდის თვისებებს ვამჩნევ, თანაც უეკლო ვარდის 2kiss.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Aug 2 2007, 01:39 PM
პოსტი #70


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
რაც შეეხება შედარებით ნაკლები ცოდვის ადამიანებს დასაშვებია სიკვდილის შემდეგ მოხვდნენ ჯოჯოხეთის მსგავს ადგილას რამმოდენიმე ხნით და ამის შემდეგ ისევ დაიბადნონ, ადამიანებად.

კარგით რა, სისულელეააა,გთხოვთ ნუ დაუჯერებთ მაგ ზღაპრებსsmile.gif
ისევ დაიბადნონო,ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანი ყოველთვის განაგრძობს არსებობას დედამიწაზე,უკვდავია,ეს მართლაც ზღაპრებია,და სად გვასწავლის უფალი,იესო ქრისტე ამას?
ციტატა
ქეთი მე არ ვიცი შენ რამდენი წლის ხარ და ბატონი ედუარდ შევარდნაძეს დროს შეიძლება პატარა იყავი მაგრამ ერთ ასეთ ადამიანს რომელსაც თეთრ მელას უწოდებდნენ მთელი საქართველო და ალბათ შენი მშობლებიც იცნობდნენ.

კი ნამდვილად ვიცი ედუარდ შევარდნაძე და ისიც,რომ თეთრ მელას უწოდებდნენ biggrin.gif არც ისე პატარა ვარ biggrin.gif
მაგრამ კაი რააა,ეგეთი შედარების მოყვანა აფსურდად მიმაჩნია... ზღაპრებიდანაც კარგად ვიცი ,რომ მელა გონივრულობისა და ეშმაკობის სიმბოლოა,და ამიტომ უწოდეს მას ასე,მაგრამ ასე შედარება და ამის მტკიცება,რომ ეს რეინკარნაციით მოხდააა.... no.gif no.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Aug 2 2007, 02:00 PM
პოსტი #71


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



სოფი 89

მე რაც მჯერა ეს მე ვიცი, უბრალოდ მინდა ავღნიშნო რომ ამ ზღაპრების სჯერათ დაახლოებით 3 მილიარდ ადამიანს, რომლებშიც არიან საკმაოდ განათლებული ,საზოგადოებაში გამოსული და მსოფლიოში ცნობილი ხალხი.


თქვენი ციტატა:
"კარგით რა, სისულელეააა,გთხოვთ ნუ დაუჯერებთ მაგ ზღაპრებს
ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანი ყოველთვის განაგრძობს არსებობას დედამიწაზე,უკვდავია,ეს მართლაც ზღაპრებია,და სად გვასწავლის უფალი,იესო ქრისტე ამას?"

თუ ადამიანი ჭეშმარიტი ქრისტიანია სამოთხეში განაგრძობს არსებობას და არა დედამიწაზე

რაც შეეხება მეორე ციტატას:
"კი ნამდვილად ვიცი ედუარდ შევარდნაძე და ისიც,რომ თეთრ მელას უწოდებდნენ არც ისე პატარა ვარ
მაგრამ კაი რააა,ეგეთი შედარების მოყვანა აფსურდად მიმაჩნია... ზღაპრებიდანაც კარგად ვიცი ,რომ მელა გონივრულობისა და ეშმაკობის სიმბოლოა,და ამიტომ უწოდეს მას ასე,მაგრამ ასე შედარება და ამის მტკიცება,რომ ეს რეინკარნაციით მოხდააა"

ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე ,რომ ზოგი ადამიანი გარკვეული ცხოველის თვისებებს გამოხატავს და მე მოგიყვანეთ მაგალითი ბატონი ედუარდისა რომელსაც ზედმეტ სახელად თეთრ მელას უწოდებდნენ და ეს სახელი უწოდეს იმიტომ, რომ მასში მელიის თვისებებს ხედავდნენ. მე შემხვედრია ადამიანები რომლებსაც ზედმეტსახელად უწოდებენ, მაგალითად ცუგო-ს, სპილოს, კატო-ბატო-ს. გარდა ამისა ადამიანები ხშირად გაჯავრების დროს ერთმანეთს უწოდებენ ღორს, გველს, მაიმუნს, ვირს, ჯორს,ცხენს, პინგვინს, ვირთხას , ბაყაყსდა ა. შ. მათი ამა თუ იმ ცხოველური ან ფრინველის თვისების აღსანიშნავად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Aug 2 2007, 04:50 PM
პოსტი #72


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გიორგი
ციტატა
ისე რეინკარნაცია არა მარტო ცხოველად, არამედ მცენარედ მოსვლასაც ითვალისწინებს და შენში ვარდის თვისებებს ვამჩნევ, თანაც უეკლო ვარდის




შენ გაიხარე გიორგი 2kiss.gif . კარგია ასეთად თუ მხედავ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Aug 4 2007, 05:08 PM
პოსტი #73


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



southruislip
ციტატა
მე რაც მჯერა ეს მე ვიცი, უბრალოდ მინდა ავღნიშნო რომ ამ ზღაპრების სჯერათ დაახლოებით 3 მილიარდ ადამიანს, რომლებშიც არიან საკმაოდ განათლებული ,საზოგადოებაში გამოსული და მსოფლიოში ცნობილი ხალხი.

იცით,თუ მასე ვიმსჯელეთ,ეგრე არც მართლმადიდებლები არიან ბევრნი...
და ძალიან ბევრი არც აღიარებს რეინკარნაციას... კი ბატონო,თქვენი ნებაა,რას მიემხრობით და რას არა...
ციტატა
თუ ადამიანი ჭეშმარიტი ქრისტიანია სამოთხეში განაგრძობს არსებობას და არა დედამიწაზე

კი მაგრამ თუ ცოდვილია?თქვენ როგორც აღნიშნეთ,მაშინ დედამიწაზე გამოდის.
ვთქვათ,ჭეშმარიტი ქრისტიანი, "კარგი" ადამიანი,რომელიც იმსახურებს სამოთხეში მოხვედრას,მოხვდა სასუფეველში,მაგრამ ისინი,რომელნიც ასე რეიკარნაციას გადიან?გამოდის რომ მოგვიანებით ისინიც სამოთხეში ხვდებიან,ყველა საბოლოოდ სასუფეველში მიდის უფალთან.მაშინ რატომ ეცვა ჯვარს უფალი? განა არ უნდა დავინახოთ კარგი და ცუდი,ბნელი და ნათელი,დავინახოთ,რომ არსებობს დემონი და ჩვენი ცოდვების გამო ჯოჯოხეთში დავისჯებით?
ციტატა

მე არ ვუარყოფ ჯოოჯოხეთს , რადგან ეს ჩემი აზრი არ არის, ხოლო რაც შეეხება შედარებით ნაკლები ცოდვის ადამიანებს დასაშვებია სიკვდილის შემდეგ მოხვდნენ ჯოჯოხეთის მსგავს ადგილას რამმოდენიმე ხნით და ამის შემდეგ ისევ დაიბადნონ, ადამიანებად.

აქ წერთ დასაშვებიაო, ანუ ეს თქვენი პირადი აზრია ხომ? რატომ დროებით,რამოდენიმე ხნით? თუ სამოთხე მარადიულია და იქ მარადიულად ხარობ უფალთან ერთად,რატომ არ შეიძლება ჯოჯოხეთის მუდმივი არსებობა და ტანჯვა? როგორც რელიგიების ისტორიის მცოდნემ იქნებ თქვათ,როგორ ასწავლიან,როგორ უდგებიან ამ საკითხს ის რელიგიები,რომლებიც აღიარებენ რეინკარნაციას?
ციტატა
ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე ,რომ ზოგი ადამიანი გარკვეული ცხოველის თვისებებს გამოხატავს და მე მოგიყვანეთ მაგალითი ბატონი ედუარდისა რომელსაც ზედმეტ სახელად თეთრ მელას უწოდებდნენ და ეს სახელი უწოდეს იმიტომ, რომ მასში მელიის თვისებებს ხედავდნენ. მე შემხვედრია ადამიანები რომლებსაც ზედმეტსახელად უწოდებენ, მაგალითად ცუგო-ს, სპილოს, კატო-ბატო-ს. გარდა ამისა ადამიანები ხშირად გაჯავრების დროს ერთმანეთს უწოდებენ ღორს, გველს, მაიმუნს, ვირს, ჯორს,ცხენს, პინგვინს, ვირთხას , ბაყაყსდა ა. შ. მათი ამა თუ იმ ცხოველური ან ფრინველის თვისების აღსანიშნავად.

კი, შეიძლება, რაღაც დოზით მათი თვისებები მივამსგავსოთ ერთმანეთს,მაგრამ ეს იმის დამადასტურებელ არგუმენტს არ გვაძლევს,რომ ეს რეინკარნაციით იყოს გამოწვეული.
ეგრე,წარმოიდგინეთ,რამდენ ადამიანს აქვს კარგი სმენა და რა ვთქვათ,რომ ისინი წინა ცხოვრებაში ჩიტები,მგალობელი ბულბულები და ა.შ. იყვნენ? biggrin.gif და ვისაც არა აქვს,მჩხავანა ყვავები? laugh.gif თუ როგორ?
განა შეიძლება ადამიანები ცხოველებსა და მცენარეებს შევადაროთ?შევადაროთ ცხოველს,რომელსაც არ გააჩნია სული,გონება კი დაბალ დონეზე აქვს განვითარებული,ინსტიქტურად იქცევა,საკუთარ თავზე,გადარჩენასა თუ ჭამაზე ფიქრობს?.. ახლა ძაღლი ავიღოთ,ის როგორი ერთგული და მოსიყვარულეა,ე.ი. დავასკვნათ,რომ ის ადამიანი იყო წინა ცხოვრებაში და მისი თვისებები გააჩნია?მერე ამდენ ძაღლს კაცო? biggrin.gif ავი ან ორგული ძაღლი თუა,ავი და ორგული ადამიანია მასში ჩასახლებული? ნეტა "ჩვეულებრივი" ძაღლები თუ დარჩნენ? laugh.gif

რომელ სულიერებასა და ღმერთზეა საუბარი?ეს სწავლება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ქრისტესთან,მართლმადიდებლობა
თან,და სხვა რელიგიებზე რა მოგახსენოთ.
და ისევ და ისევ,
ციტატა
სად გვასწავლის უფალი,იესო ქრისტე ამას?


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alilo
პოსტი Aug 4 2007, 05:36 PM
პოსტი #74


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 303
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,393



ძალიან საინტერსო თეემაა მაგრამ ამავე დროს ქრისტიანობისთვის ამაო თემაა .იმიტომ რო როდესაც ადმიანი მიდის ამ ქვეყნიდან თუ იგი ცოდვილია რა თქმა უნდა ჯოჯხეთი ეკუთვნის და ჭირისუფალმა უნდა ილოცოს რო იმ ცოდვილის სული ამოვიდეს ჯოჯხეთიდან მეორედ მოსვლამდე ჯოჯოხეთში მყოფ ადამიანებს აქვთ შანსი რო გადრჩნენ და ცხონდნენ მეორედ მოსვლის შემდეგ ვსიო ვინც სად მოხვდება იქ იქნება მარად და მარად და კიდევ ვიმეორებ ჭირის უფალზეა დამოკიდებული რამდენ იზრუნებს იგი თავის მიცვალებულზე და თუ ადმიანი სინანულითა და უფლის სახელით იცოცხლესბ იგი ცხონდება ამიტომ მე დავდებ თავს 100 პროცენტი რო სული დედამიწაზე არ დაბრუნდება მეორედ მოსვლამდე მეორედ მსოვლის დროს აღდგებიან მიცვალებულები მანადმე სული ვერ მოვა დედამიწაზე.ასე რო რეინკარნაცია არის წარმართული აზრი ეს არის ინდიელბის სარწმუნოება ინდიელებს ჯერავთ რო სული ბრუნდება უკკან.არა ქრისტეს ნათქვამი გაიხსენეთ საერთოდ ქრისტიანობა რას გვასწალის სულებზე გაიხსენეთ მაგარმ, შეიძლება სული გამოეცხადოს ადმიანს ეგ წმიდა მამების აზრია აქ რასაც გეუნებიოთ ჩემი აზრი არ არის ეს არის წიმდა მამების აზრი ასე რო ეჭვი არ შეგეპაროთ ჩემს ნათქვამში.სხვათაშორის ჩემს მშობლესაც დაუსვია ასეთი კითხავ ჩემთვის და ამით ის მინდა ვათქვა რო ბევრი ვერ ერკვევა სულზებე მათი გარდცვლილების შემდეგ.ანუ როგორ ცხოვრობენ სულები ბევრმა არ ცისი და ქრისტიანმა ეს უნდა იცოდეს




--------------------
კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alilo
პოსტი Aug 4 2007, 05:56 PM
პოსტი #75


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 303
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,393



გთხოვთ ვინმემ ეკლესიის მსახრუმა შემისწოროს თუ ვცდები ან ვინმე მცოდნემ


--------------------
კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Aug 4 2007, 06:09 PM
პოსტი #76


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
ძალიან საინტერსო თეემაა მაგრამ ამავე დროს ქრისტიანობისთვის ამაო თემაა .იმიტომ რო როდესაც ადმიანი მიდის ამ ქვეყნიდან თუ იგი ცოდვილია რა თქმა უნდა ჯოჯხეთი ეკუთვნის და ჭირისუფალმა უნდა ილოცოს რო იმ ცოდვილის სული ამოვიდეს ჯოჯხეთიდან მეორედ მოსვლამდე ჯოჯოხეთში მყოფ ადამიანებს აქვთ შანსი რო გადრჩნენ და ცხონდნენ მეორედ მოსვლის შემდეგ ვსიო ვინც სად მოხვდება იქ იქნება მარად და მარად და კიდევ ვიმეორებ ჭირის უფალზეა დამოკიდებული რამდენ იზრუნებს იგი თავის მიცვალებულზე და თუ ადმიანი სინანულითა და უფლის სახელით იცოცხლესბ იგი ცხონდება ამიტომ მე დავდებ თავს 100 პროცენტი რო სული დედამიწაზე არ დაბრუნდება მეორედ მოსვლამდე მეორედ მსოვლის დროს აღდგებიან მიცვალებულები მანადმე სული ვერ მოვა დედამიწაზე.ასე რო რეინკარნაცია არის წარმართული აზრი ეს არის ინდიელბის სარწმუნოება ინდიელებს ჯერავთ რო სული ბრუნდება უკკან

100% ნამდვილად ამას გვასწავლის ეკლესია smile.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alilo
პოსტი Aug 4 2007, 06:25 PM
პოსტი #77


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 303
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,393



რა თქწმა უნდა ეკლესია გვასწავლის და ვინც ეკლესიას არ ეთანხმება ტავის აზრები გჰააჩნია ძაან ცუდია


--------------------
კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Aug 4 2007, 06:27 PM
პოსტი #78


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



სოფი-ს

რაც შეეხება სამოთხეს ძალიან კარგად ვიცით რომ არც სამოთხეა მარადიული,რადგან ადამიანი იყო სამოთხეში და გამოაგდეს, ასე , რომ თუ სამოტხეშიც კარგად არ მოიქცა ადამიანი შეიძლება გამოაგდონ, რაც შეეხება ჯოჯოხეთის მარადიულობას . ჯოჯოხეთი თავისდათავად შეიძლება მარადიულად არსებობდეს, მაგრამ არა ადამიანის სული ჯოჯოხეთში, და როცა ახალ აღთმაში აღნიშნულია რომ ადამიანის სული მოხვდება მარადიულ ჯოჯოხეთში, ეს უბრალოდ არ ნიშნავს რომ მარადიულად დარჩება მასში


მე მინდა გადახედოთ დაკვირვებით მათეს სახარებაში, როცა იესო ქრისტეს მოჰყავს იგავ არაკი ცათა სასუფევლის შედარება ბატონის და მონის შესახებ, მოგიყვანთ რუსულ ვარიანტს.
23 Посему Царство Небесное подобно царю, который захотел сосчитаться с рабами своими; 24 когда начал он считаться, приведен был к нему некто, который должен был ему десять тысяч талантов; 25 а как он не имел, чем заплатить, то государь его приказал продать его, и жену его, и детей, и всё, что он имел, и заплатить; 26 тогда раб тот пал, и, кланяясь ему, говорил: государь! потерпи на мне, и всё тебе заплачу. 27 Государь, умилосердившись над рабом тем, отпустил его и долг простил ему. 28 Раб же тот, выйдя, нашел одного из товарищей своих, который должен был ему сто динариев, и, схватив его, душил, говоря: отдай мне, что должен. 29 Тогда товарищ его пал к ногам его, умолял его и говорил: потерпи на мне, и всё отдам тебе. 30 Но тот не захотел, а пошел и посадил его в темницу, пока не отдаст долга. 31 Товарищи его, видев происшедшее, очень огорчились и, придя, рассказали государю своему всё бывшее. 32 Тогда государь его призывает его и говорит: злой раб! весь долг тот я простил тебе, потому что ты упросил меня; 33 не надлежало ли и тебе помиловать товарища твоего, как и я помиловал тебя? 34 И, разгневавшись, государь его отдал его истязателям, пока не отдаст ему всего долга. 35 Так и Отец Мой Небесный поступит с вами, если не простит каждый из вас от сердца своего брату своему согрешений его.


", разгневавшись, государь его отдал его истязателям, пока не отдаст ему всего долга."

აქ აღნიშნულია , რომ სანამ ადამიანი ვალებს არ გადაიხდის მანამდე ჯოჯოხეთშია, და ეს არ ნიშნავს მარადიულს. სად მიდის ადამიანის სული როცა ვალებს გადაიხდის?


რაც შეეხება ქრისტეს სწავლებასთან წინააღმდეგობას. ქრიატიანობაში არის ბევრი ლაპარაკი რაღაც ქრისტიანულ საიდუმლოებებზე, ბევრი საიდუმლო წერილი ინახება ვატიკანში. რაც ნიშნავს რომ ვიღაცა რაღაცას მალავს და თუ მალავს ეს ნიშნავს რომ ქრისტეს სწავლება დამალულია.

ალილო-ს

რაც შეეხება მეორედ მოსვლის დროს მკვდრების აღდგომას. იესო ქრისტეს სულ სხვა რამე ჰქონდა მხედველობაში და არა საფლავებიდან მკვდრების აღდგომა. თქვენ რა გინდათ რომ მკვდრების საფლავებიდან აღდგომა დაიჯერონ ადამიანებმა და სიკვდილის შემდეგ მეორედ დაბადება არა?

მოკლედ სასწაული ხალხი ხართ , გჯერათ რომ იესო ქრისტემ მკვდარი გააცოცხლა და ღმერთს რომ ცხოველის ადამიანად გადაქცევა შეუძლია ეს დაუჯერებლად გეჩვენებათ?
მე პირადად არ ვამტკიცებ რომ ასი პროცენტითც შესაძლებელია რეინკარნაცია , მაგრამ არც მის შეუძლებლობას ვაღიარებ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Aug 4 2007, 07:35 PM
პოსტი #79


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ე.ი. თქვენი ნათქვამიდან გამოიკვეთა ის,რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი მარადიულია,ოღონდ არა ადამიანისთვის.ამის დაფიქსირება საჭირო იყო...
ციტატა
ახალ აღთმაში აღნიშნულია რომ ადამიანის სული მოხვდება მარადიულ ჯოჯოხეთში, ეს უბრალოდ არ ნიშნავს რომ მარადიულად დარჩება მასში

კი,როგორც უკვე alilom აღნიშნა,თუ მისი ჭირისუფალი ილოცებს და კიდევ სხვა ქმედებებს შეასრულებს,მას შეუძლია გამოიხსნას გარდაცვალებული ჯოჯოხეთიდან. ხოლო თუ სად წავა გამოხსნილი მიცვალებული-სამოთხეში,ოღონდ უფლის მეორედ მოსვლის დროს და არა მანამდე,მანამდე ის ისევ ჯოჯოხეთში იმყოფება.
ციტატა
რაც შეეხება მეორედ მოსვლის დროს მკვდრების აღდგომას. იესო ქრისტეს სულ სხვა რამე ჰქონდა მხედველობაში და არა საფლავებიდან მკვდრების აღდგომა

აბა რა? მკვდრები აღდგებიან,და მერე ისინი და ცოცხლებიც,უფლის მეორედ მოსვლის დროს კიდევ ერთხელ განიკითხებიან უფლის მიერ.
ციტატა
მოკლედ სასწაული ხალხი ხართ ეს ქრისტიანები, გჯერათ რომ იესო ქრისტემ მკვდარი გააცოცხლა და ღმერთს რომ ცხოველის ადამიანად გადაქცევა შეუძლია ეს დაუჯერებლად გეჩვენებათ?

ღმერთს ყველაფერი ძალუძს და ჩვენ არც ადამიანების ცხოველად გადაქცევა გაგვიკვირდება,მაგრამ იმ მიზნით რასაც თქვენ ამბობთ no.gif არაა ჩვენთვის, მართლმადიდებლებისათვის მისაღები.
ციტატა
მკვდრების საფლავებიდან აღდგომა დაიჯერონ ადამიანებმა და სიკვდილის შემდეგ მეორედ დაბადება არა?

ადამიანი ერთხელ იბადება და ერთხელ კვდება... უფალი იმისთვის მოვიდა და ჯვარს ეცვა ჩვენთვის,რომ ყველას შესაძლებლობა ჰქონოდა ცოდვის შეცნობის,გამოსწორების. ხოლო ცოდვილი ცხოვრებით,იგი ჯოჯოხეთში მოხვდება,და ამას არ უნდა ათასი სიცოცხლე.როგორც უკვე ავღნიშნე,"გამოსწორებულ" ადამიანს სამოთხეღა დარჩენია.ნენაა,რა ადვილია ასე ცხოვრება?და კიდევ მრავალჯერ ავღნიშნე უსოლო ცხოველში თუ მცენარეში ჩასახლებული,გეკითხებით,როგორ
უნდა "გამოსწორდეს' იგი?


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alilo
პოსტი Aug 4 2007, 08:58 PM
პოსტი #80


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 303
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,393



southruislip რაღაც ეწვი მეპარეაბ რო შენ მართლამდიდებელი იყო ჯერ ესერთი ღმერთმა შეგინდოს ძე კაცის გმობა ანუ იესო ქრისტეს გმომბა.მე მკვდერეთით აღდგომა ვიგულისხმე მხოლოდ და მხოლოდ მაშინმოვლენ სულები მარადიული ხორცით დედამიწაზე რომ უფალმა განიკიტხოს ისინი და ჩვენც მეორედ და უკანსკენელად.იცოდე გაპრთხილებ მეც და შენც იმ დღეს იქ ვიქნებით დიდ სამჯავროზე და მე რაც დავწერე ეს იესოს სწავლება დაწერე და რა წვალებლობა და რეინკარნაცია წვალებლობაა,არ ყოპილა სული ჯერ დადბედიბადან რომ დედამიწაზე დაბრუნებულიყო

იესოს ქრისტემ აღადგიან მკვდრები დიდება მას და თვით არღდფა მკვდრეთით და არ დაგმო თორე გამოცხადების ბოლოს წმიდა მოციქული წყევლის იმას ვინც ბიბილიას დააკლებ რამე სან მოუმატებს ის უნდა ირწმუნო რაც წერია ბიბლიაში ჯერ მითხცარი არ საღწმუნეობის ხარ შენ

მე გახლავარ მედავითნე ეკეეესიისაა და მაგას ვერ მასწავლი რო იესო ქრისტემ არ აღადგინა მკვდრები თვით იესო ქრისტე ამბოობს მე ვარ აღდგმოა და სისოცოცხლე და აჰავ იყავ უფალო და მოგვიტევე ჩენი გმობა და გაგავცოხლე ქრისტე მეუფეო დიდება ერთ არსებასა განუყოფელსა სამებასა მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.


--------------------
კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

35 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 03:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი