IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

35 გვერდი V « < 31 32 33 34 35 >  
Closed TopicStart new topic
> რეინკარნაცია, მხევალ ნინოს თხოვნით
ikanosi
პოსტი Sep 5 2010, 10:21 PM
პოსტი #641


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



crazy_priest
მეორედ მოსვლაზე და მკვდრეთით აღდგომაზე რა აზრის ხარ?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
crazy_priest
პოსტი Sep 5 2010, 10:45 PM
პოსტი #642


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 69
რეგისტრ.: 12-June 08
წევრი № 5,065



QUOTE
მეორედ მოსვლაზე და მკვდრეთით აღდგომაზე რა აზრის ხარ?

მეორედ მოსვლას რაც შეეხება, ღმერთის მაღალგანვითარებული ფრაგმენტები (ჩვენ ნაკლებ განვითარებულნი ფრაგმენტები ვართ) -ქრისტე, ბუდა, მუჰამედი თუ სხვები მოდიოდნენ დედამიწაზე კაცობრიობისთვის რაღაცის სასწავლებლად და რაღაც მიმართულების მისაცემად და ალბათ კიდევ მოვლენ, ოღონდ მათ სახელებს არ ვანიჭებ არსებით მნიშვნელობას.
მკვდრეთით აღდგომაზე რა აზრი უნდა მქონდეს? მჯერა თუ არა რომ ქრისტე მკვდრეთით აღსდგა? საერთოდ ვერ ვხდები ამ ტერმინის მნიშვნელობას, იქნებ პირდაპირ არც უნდა გავიგოთ? a075.gif ქრისტემ შეასრულა თავისი მისია ადამიანის სხეულის საშუალებით და დაბრუნდა საიდანაც მოვიდა სხეულის გარეშე, რადგან სხეული უხეში მატერიაა და მხოლოდ სკაფანდრია სულის.


--------------------
....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Sep 5 2010, 10:59 PM
პოსტი #643


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



crazy_priest
ციტატა
ეორედ მოსვლას რაც შეეხება, ღმერთის მაღალგანვითარებული ფრაგმენტები (ჩვენ ნაკლებ განვითარებულნი ფრაგმენტები ვართ) -ქრისტე, ბუდა, მუჰამედი თუ სხვები მოდიოდნენ დედამიწაზე

ანუ ამბობ რომ ქრისტე ღმერთი არ არის.
ციტატა
მკვდრეთით აღდგომაზე რა აზრი უნდა მქონდეს? მჯერა თუ არა რომ ქრისტე მკვდრეთით აღსდგა? საერთოდ ვერ ვხდები ამ ტერმინის მნიშვნელობას, იქნებ პირდაპირ არც უნდა გავიგოთ? ქრისტემ შეასრულა თავისი მისია ადამიანის სხეულის საშუალებით და დაბრუნდა საიდანაც მოვიდა სხეულის გარეშე, რადგან სხეული უხეში მატერიაა და მხოლოდ სკაფანდრია სულის.

1. მეორედ მოსვლის დროს კაცობრიობის მოდგმის მკვდრეთით აღდგომა ვიგულისხმე
2. ქრისტე ხორციელად ამაღლდა
ციტატა
რადგან სხეული უხეში მატერიაა და მხოლოდ სკაფანდრია სულის.

ადამიანი სხეულისა და სულის ერთობაა. ორივე ერთად

და კიდევ ერთი....ბიბლია თქვენთვის რა წიგნია? ვატყობ საკუთარი ფსოფლმხედველებას ეფუძნებით, რომელიც მხოლოდ ვარაუდებია


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Sep 5 2010, 11:02 PM
პოსტი #644


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ციტატა
ღმერთის მაღალგანვითარებული ფრაგმენტები (ჩვენ ნაკლებ განვითარებულნი ფრაგმენტები ვართ) -ქრისტე....


ეს არასწორია

ციტატა
კიდევ მოვლენ


მხოლოდ ქრისტე ჭეშმარიტი, დიდი ღმერთ და მაცხოვარი. სხვა არავინ შენი ჩამოთვლილთაგან და არც სხვა ავატარების მსგავსი.

ციტატა
იქნებ პირდაპირ არც უნდა გავიგოთ


უნდა გავიგოთ, სხვა აზრი არასწორია

ციტატა
დაბრუნდა საიდანაც მოვიდა სხეულის გარეშე


ესეც არასწორია
--------------------------------------------------------------------

ამის შემდეგ, როგორც შეიძლება ის რასაც შენ კითხულობ და საიდანაც შენ "ცოდნას" იძენ ჭეშმარიტება იყოს, როდესაც ღმერთი ჭეშმარიტად მის სიტყვაში საპირისპიროს ამბობს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
crazy_priest
პოსტი Sep 5 2010, 11:10 PM
პოსტი #645


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 69
რეგისტრ.: 12-June 08
წევრი № 5,065



QUOTE
ანუ ამბობ რომ ქრისტე ღმერთი არ არის.

ეგ არ მითქვამს, ქრისტე ღმერთია. თუმცა ქრისტიანულადაც ხომ ადამიანი ღმერთის ნაწილია? ეს ვიგულიხსმე მხოლოდ smile.gif
QUOTE
1. მეორედ მოსვლის დროს კაცობრიობის მოდგმის მკვდრეთით აღდგომა ვიგულისხმე

და რა აზრი აქვს ამ ფენომენს- სხეულის აღდგომას ვერ ხვდები. მთავარი ხომ სულია, რომელიც არასდროს არ კვდება და რომელიც საბოლოოდ ისევ ღმერთს უბრუნდება.
QUOTE
2. ქრისტე ხორციელად ამაღლდა

კაი ვთქვათ არ ამაღლდა ხორციელად? ეს რას ცვლის? ამით კნინდება ქრისტეს როგორც ღმერთის მნიშვნელობა?
QUOTE
და კიდევ ერთი....ბიბლია თქვენთვის რა წიგნია? ვატყობ საკუთარი ფსოფლმხედველებას ეფუძნებით, რომელიც მხოლოდ ვარაუდებია

ბიბლიას მე ვთვლი წმინდა წიგნად, ისევე როგორც ყურანს თუ ფჰაგავადგიტას, ოღონდ ვთვლი რომ ბევრი ადამიანი მათში დაწერილ ჭეშმარიტებას ზედაპირულად იგებს და მხოლოდ დოგმებისთვის და რომელიმე რელიგიის უპირატესობის დასამტკიცებლად იყენებს


--------------------
....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Sep 5 2010, 11:16 PM
პოსტი #646


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
ეგ არ მითქვამს, ქრისტე ღმერთია. თუმცა ქრისტიანულადაც ხომ ადამიანი ღმერთის ნაწილია? ეს ვიგულიხსმე მხოლოდ

არა ღვთის ნაწილი, არამედ შვილი
ციტატა
რომელიც არასდროს არ კვდება და რომელიც საბოლოოდ ისევ ღმერთს უბრუნდება.

რას ნიშნავს ღმერთს უბრუნდება? პიროვნება იკარგება?
ციტატა
კაი ვთქვათ არ ამაღლდა ხორციელად? ეს რას ცვლის? ამით კნინდება ქრისტეს როგორც ღმერთის მნიშვნელობა?

ქრისტე იყო კაცი სრული და ღმერთი სრული. განკაცდა და ხორციელადაც ამაღლდა. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის გჯერათ?
ციტატა
ბიბლიას მე ვთვლი წმინდა წიგნად, ისევე როგორც ყურანს თუ ფჰაგავადგიტას, ოღონდ ვთვლი რომ ბევრი ადამიანი მათში დაწერილ ჭეშმარიტებას ზედაპირულად იგებს და მხოლოდ დოგმებისთვის და რომელიმე რელიგიის უპირატესობის დასამტკიცებლად იყენებს

დოგმები თქვენ ბარიერებად გეჩვენებად, ის კი სწორი მიმართულების მომცემია რათა ზუსტ შემეცნებას არ ავცდეთ...ბიბლია ყურანი ან ბჰაგავადგიტა როგორ უნდა გაუტოლო ერთმანეთს არ მესმის.


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 6 2010, 12:09 AM
პოსტი #647


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ნწ ნწ ნწ.. მართლმადიდებლურ ფორუმზე რომ რეინკარნაციის თემა იქნება :დ


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Sep 6 2010, 12:12 AM
პოსტი #648


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(ikanosi @ Sep 5 2010, 11:16 PM) *

დოგმები თქვენ ბარიერებად გეჩვენებად, ის კი სწორი მიმართულების მომცემია რათა ზუსტ შემეცნებას არ ავცდეთ...ბიბლია ყურანი ან ბჰაგავადგიტა როგორ უნდა გაუტოლო ერთმანეთს არ მესმის.

ირაკლი, ამის ნაცვლად, ჯობდა მარტივი შეკითხვა დაგესვა : ,,რა არის დოგმა თქვენი თვალთახედვით''?
იმიტომ, რომ, როგორც წესი, ასეთი კატეგორიის ხალხს, წარმოდგენაც არ აქვთ მისი რაობის შესახებ smile.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Sep 6 2010, 12:53 AM
პოსტი #649


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



ციტატა
და ღმერთის შემთხვევითობის პრინციპით ანაწილებს სულებს სხეულებში...

სულაც არა


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Crazy Soul
პოსტი Sep 6 2010, 09:58 AM
პოსტი #650


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 224
რეგისტრ.: 25-July 10
წევრი № 9,193



crazy_priest
ციტატა
ინკარნაციების საბოლოო მიზანი არის მატერიალუ სხეულის საშუალებით სულის განვიტარება და პირველ საწყისთან შეერთება.


იქნებ არ მინდა შეერთება და პიროვნული ურთიერთობა მინდა ღმერთთან?

რაღაც არ მიზიდავს უზენაეს გონში "გათქვეფა" biggrin.gif

და საერთოდ შენი აზრით ღმერთი პიროვნულია თუ უპიროვნო თავისი უზენაესი არსით? გამოდის რომ ჩვენც არ ვართ ინდივიდუალური პიროვნებები და უფორმო, უსახელო, უპიროვნო წვეთები ვართ უსასრულო ღვთაებრივ ოკეანეში?

ბუდიზმის სუნი მცემს biggrin.gif

ქრისტიანობა იმიტომ მომწონს, რომ ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობას ქადაგებს და არა მასში "გათქვეფას".

იმასაც ვაღიარებ, რომ ქრისტიანობაში ბევრი რამ გასაიდუმლოებულია და ან არ იციან უბრალოდ, ან გამხელა არ უნდათ, მაგრამ საბოლოო მიზანი ნათელი და მარტივია და გზაც უბრალო და ეფექტური. და რაც უფრო ნასტავლია თეოლოგიაში ადამიანი, მით უფრო აქვს მიდრეკილება, რომ დაკარგოს არსი და ხელში შერჩეს მხოლოდ ფორმა, თეორია, რომლითაც სხვებსაც შეუჭამს ტვინს და თვითონ ხო საერთოდ... biggrin.gif

მე ქრისტიანობაში არსს ვეძებ და ფორმას ცოტა უხეშადაც კი ვეპყრობი ერთი მარტივი მიზეზის გამო: მეშინია ფორმამ არ შემიტყუოს და არსი არ გადამავიწყოს, თორემ დავიწყებ მერე იმაზე ფიქრს, რომელი თითებით გადავიწერო პირჯვარი და ვინმე დახმარებას თუ მთხოვს, "სწორად" პირჯვრის გადაწერას ვასწავლი იმის ნაცვლად, რომ რეალურად დავეხმარო smile.gif

ცოდნას, ტექნიკას და პრაქტიკას სხვა რელიგიებისგანაც ავიღებ და ვეცდები მათშიც მთავარი არსი ვიპოვო, მაგრამ საბოლოო მიზანი, ისეთი როგორიც ქრისტიანობაშია, არც ერთ სხვა ცნობილ რელიგიაში არაა (ყოველ შემთხვევაში რაც მე ვიცი).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Crazy Soul
პოსტი Sep 6 2010, 10:17 AM
პოსტი #651


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 224
რეგისტრ.: 25-July 10
წევრი № 9,193



ikanosi
ციტატა
ქრისტე იყო კაცი სრული და ღმერთი სრული. განკაცდა და ხორციელადაც ამაღლდა.


აი ამას ჰქვია დაზეპირება, ისე რომ მნიშვნელობა ბოლომდე არ გესმის.

ქრისტემ დაგვიტოვა მთავარი მიზანი - ვიყოთ სრულყოფილები, როგორიც მამა ჩვენი ზეციერია, ეს ნიშნავს რომ პოტენციურად იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ რაც იესომ გააკეთა და გავხდეთ ქრისტეები, ანუ ღმერთის ნების აბსოლუტური გამტარები.

ეს ნიშნავს რომ ჩვენ ყველანი ღმერთის ძეები, შვილები ვართ და ამ პოტენციურ დონემდე უნდა მივიდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ამით უზენაესი ღმერთები გავხდებით. ძე მამის ნების აღმსრულებელი უნდა იყოს და ძე ვერასოდეს გახდება მამა, თუმცა არსით ერთნი არიან.

ხოლო როცა იესო ამბობდა, რომ იგია ერთადერთი ჭეშმარიტი გზა, ამ დროს მასში მამა ღმერთი ლაპარაკობდა სულიწმინდის სახით და არა კონკრეტულად იესო, ანუ ძე როგორც პიროვნება. და იმავე მამამ იმავე სულიწმინდის სახით შეიძლება სხვა ძის, ანუ სხვა პ[იროვნების პირით თქვას იგივე სიტყვები, მაგალითად რომელიმე წმინდანის პირით და ეს არ ნიშნავს რომ ეს გზები განსხვავდება. ასე იქმნნება რელიგიური დაპირისპირებები და გაუგებრობები...

აი ჩემ თავს ავიღებ მაგალითად. თუკი მივაღწევ სრულყოფილებას და სულიწმინდის სრული გამტარი გავხდები, შეიძლება სულიწმინდამ თქვას ჩემი პირით, რომ ერთადერთი გზა ვარ და ვინც არ გამომყვება დაიღუპება, და გამოჩნდება უამრავი ფანატიკოსი, რომელიც ყველა სხვა გზას დაგმობს და მხოლოდ ჩემი, როგორც ხორციელი პიროვნების გზას აღიარებს ჭეშმარიტად. იტყვის რომ crazy soul-ია სინამდვილეში ჭეშმარიტი გზა, და არა ქრისტე, ბუდა ან მუჰამედი... არადა ამ დროს ჩემში ქრისტე ლაპარაკობდა...

იმიტომაც აკრძალა ისლამმა ფორმები და ხატები, რომ ღმერთის ნაცვლად მისი გამტარი პიროვნება არ გააკერპოს ადამიანმა, თუმცა ამანაც თავის მხრივ განხეთქილება გამოიწვია, იმიტომ რომ ისინი ამით დაუპირისპირდნენ იმ ხალხს, რომლებიც ხატებს სცემენ თაყვანს და ამ ხატებში ღმერთთან დამაკავშირებელ საშუალებას და ასევე გამტარს ხედავენ.

რომ არ გავაოფო რეინკარნაციაზეც ვიტყვი ჩემ აზრს: რეინკარნაციის ბუდისტური ვერსია არ მომწონს, მაგრამ არც ქრისტიანული შეხედულება მომწონს, რომ სულს წარსული არა აქვს, ჩნდება და მერეა მარადიული. ბავშვობაშივე ვგრძნობდი რომ ადრეც მიცხოვრია და დაბადებისთანავე ჩამოყალიბებული მქონდა უკვე გარკვეული ხასიათი, რომელიც ჩემი, როგორც მარადიული სულის თანამგზავრია და არა მშობლების გენეტიკური კოდით განპირობებული. ხორცი შობილი ხორცისგან, სული შობილი სულისგან. ისეთი მშობლების შვილად დავიბადე, რომლებთანაც ხასიათობრივი და შესაბამისად გენეტიკური მსგავსება მაქვს. ასე რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მაგრამ გადამწყვეტი მაინც სულია, ხორცი კი მეორადია.

ამ ფორუმზე ყველაზე მეტად ათმანის შეხედულებებს ვეთანხმები, მაგრამ არ ვეთანხმები იმაში, რომ ღმერთის შეცნობისთვის "კრიშნაიდი" უნდა გახდე. იმიტომ რომ ესეც ფორმაა და თუ არსი დაიკარგა ფორმა ხელისშემშლელი ხდება.

პ.ს. ხორცზეც ვერ ვიტყვი უარს, მიუხედავად იმისა რომ ძალიან საღი აზრი დევს ამაში. ათმანმა მაპატიოს და ხინკალზე უარს ვერ ვიტყვი biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Sep 6 2010, 12:31 PM
პოსტი #652


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
აი ამას ჰქვია დაზეპირება, ისე რომ მნიშვნელობა ბოლომდე არ გესმის.

რა ვთქვი თუ გაიგე? biggrin.gif
ციტატა
აი ჩემ თავს ავიღებ მაგალითად. თუკი მივაღწევ სრულყოფილებას და სულიწმინდის სრული გამტარი გავხდები, შეიძლება სულიწმინდამ თქვას ჩემი პირით, რომ ერთადერთი გზა ვარ და ვინც არ გამომყვება დაიღუპება, და გამოჩნდება უამრავი ფანატიკოსი, რომელიც ყველა სხვა გზას დაგმობს და მხოლოდ ჩემი, როგორც ხორციელი პიროვნების გზას აღიარებს ჭეშმარიტად. იტყვის რომ crazy soul-ია სინამდვილეში ჭეშმარიტი გზა, და არა ქრისტე, ბუდა ან მუჰამედი... არადა ამ დროს ჩემში ქრისტე ლაპარაკობდა...

წმინდანები იყვნენ და არიან, სული წმინდითაც საუბრობდნენ მაგრამ არ იძახდნენ მე ვარ ჭეშმარიტება და მე გამომყევითო. მათი თავი ქრისტეა ისევე როგორც ეკლესიისა. და ქრისტე ერთია, განკაცებული და ხორციელად მყოფი. ანუ სრული კაცი და სრული ღმერთი.


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Crazy Soul
პოსტი Sep 6 2010, 05:05 PM
პოსტი #653


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 224
რეგისტრ.: 25-July 10
წევრი № 9,193



ikanosi
ციტატა
ანუ სრული კაცი და სრული ღმერთი.


ხო გითხარი დაგიზეპირებია-მეთქი biggrin.gif

ციტატა
წმინდანები იყვნენ და არიან, სული წმინდითაც საუბრობდნენ მაგრამ არ იძახდნენ მე ვარ ჭეშმარიტება და მე გამომყევითო.


ჯერ ერთი ხალხში ვინ რას იძახდა ეგ ერთია და თავის მოსწავლეებთან ურთიერთობა საიდუმლოა.

და მერე ქრისტიანულ კულტურაში იესოს გარდა არავის ჰქონია აქამდე უფლება რომ ეთქვა, მე ვარ ჭეშმარიტებაო, აწი თუ იქნება ვინმე ეგეთი ეგ აღარ ვიცი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Sep 6 2010, 05:08 PM
პოსტი #654


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Crazy Soul
ვინ არის ჭეშმარიება იცი? smile.gif

რომელი გაბედავს და იტყვის მე ვარ ჭეშმარიტებაო!





User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Crazy Soul
პოსტი Sep 6 2010, 05:12 PM
პოსტი #655


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 224
რეგისტრ.: 25-July 10
წევრი № 9,193



აკაკი

ჭეშმარიტება მამა ღმერთია და ასევე ის ძეები, რომლებიც მამასთან მიმიყვანენ. საბედნიეროდ ღმერთს მხოლოდ ერთი ძე არ ჰყავს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Sep 6 2010, 05:13 PM
პოსტი #656


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
და მერე ქრისტიანულ კულტურაში იესოს გარდა არავის ჰქონია აქამდე უფლება რომ ეთქვა, მე ვარ ჭეშმარიტებაო, აწი თუ იქნება ვინმე ეგეთი ეგ აღარ ვიცი.

იესო არის ჭეშმარიტება. თვით ღმერთია გესმის?

ციტატა
ჭეშმარიტება მამა ღმერთია და ასევე ის ძეები, რომლებიც მამასთან მიმიყვანენ. საბედნიეროდ ღმერთს მხოლოდ ერთი ძე არ ჰყავს

მხოლოდშობილი ერთი ჰყავს.


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Crazy Soul
პოსტი Sep 6 2010, 05:15 PM
პოსტი #657


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 224
რეგისტრ.: 25-July 10
წევრი № 9,193



ikanosi
ციტატა
იესო არის ჭეშმარიტება. თვით ღმერთია გესმის?


იესო არაა ღმერთი. ქრისტეა ღმერთი. ოღონდ ახლა ახსნას ნუ დამაწყებინებ, მეზარება biggrin.gif

ციტატა
მხოლოდშობილი ერთი ჰყავს.


ნუ მაცინებ რა, ჩემ მეზობელ ჯამბულის ჰყავს 3 ძე და ყოვლისშემძლე ღმერთს მხოლოდ ერთი? კიდე გჯერათ ზღაპრების? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Sep 6 2010, 05:21 PM
პოსტი #658


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
იესო არაა ღმერთი. ქრისტეა ღმერთი. ოღონდ ახლა ახსნას ნუ დამაწყებინებ, მეზარება

მე მეზარება უკვე შენთან კამათი biggrin.gif
პილატეს წინ ედგა ჭეშმარიტება და ეკითხებოდა იესოს, რა არის ჭეშმარიტებაო.
შენც იმავეს ჰკითხულობ მგონი
ციტატა
კიდე გჯერათ ზღაპრების?

ამის გულისთვის გაფრთხილების ღირსი კი ხარ ისე a075.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Sep 6 2010, 05:22 PM
პოსტი #659


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Crazy Soul

ჭეშმარიტება ღმერთია

მამა ღმერთია ძესთან და სულიწმინდასთანე რთად
ძე ღმერთია მამასთან და სულიწმინდასთან ერთად
სულიწმინდა ღმერთია მამასთან და ძესთან ერთად

იესო ქრისტე ძე ღვთისა, სამების (ერთი ღმერთის) მეორე პირია, და ისეთივე და ისვე ღმერთია რაც მამა და სულიწმინდა, უბრალოდ პიროვნულად განსხვავდება მამისაგან. ერთი ნება აქვთ, ერთი სიყვარული და ა.შ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Sep 6 2010, 05:23 PM
პოსტი #660


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



Crazy Soul
ციტატა
იესო არაა ღმერთი. ქრისტეა ღმერთი. ოღონდ ახლა ახსნას ნუ დამაწყებინებ, მეზარება

იესო ქრისტე - ერთი პიროვნებაა. ღმერთია ის.

ციტატა
ჩემ მეზობელ ჯამბულის ჰყავს 3 ძე და ყოვლისშემძლე ღმერთს მხოლოდ ერთი?

ჩვენს ღმერთს ჯამბული არ ჰქვია.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

35 გვერდი V « < 31 32 33 34 35 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th July 2025 - 02:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი